Sunday, May 4, 2014
X+Y(1,2,3,4,5,6)
„ადამიანის ლექსიკონი ძლიერ ღარიბია,ძილსა და სიცხადეს,სიკვდილსა და სიცოცხლეს,ბნელსა და ნათელს შორის კიდევ არის რაღაც მესამე.ადამიანმა ისეთივე ყურადღება უნდა მიაქციოს სულს,როგორც თავის გარეგნობას.“ზოგჯერ ადამიანთა ფიქრები დიდ უზნეობათა ნაგებობას აგებს ან ყველანაირ წესს იცავს.ფიქრებს წესები როდიდან დაუწესდა მაგრამ,არსებობს თემები რაზეც ტვინის დაღლა არ ღირს,ადამიანს შეუძლია იფიქროს საკუთარ გრძნობებზე,მაგრამ რატომღაც ამ ფიქრებს ბევრი გაურბის.21-ე საუკუნეში სიყვარულის არსებობა ბანალური და გაცვეთილი გახდა,ვერ იგრძნობა სიტკბო,სიყვარული თანადგომა,თანაგრძნობა,თავდადება,ეს ყოველივე წარსულსაა ამოფარებული და გარშემო მხოლოდ უზნეობაა,სიცივე,ყველაფერი გახრწნილია საუკუნეების გვამივით.გარშემო ხალხს აღარ აქვთ მომღიმარი სახეები,არ მიდი-მოდიან ბედნიერნი სიყვარულით სავსე გულებით,ყველას სახეზე ეტყობა რას გრძნობს შინაგანად,ბევრი საკუთარი ქმედებებით ახდენს ამის წარმოჩენას.ეს სანახაობა თიატრში ცუდად დადგმულ სცენარს ჰგავს,არეულ მსახიობებს და კანტი-კუნტად მჯდარ მაყურებლებს.ცივა-ცივა შუა აგვისტოა და ყინავს,სხეულს კიარა ორგანოებს ცივათ გულს ცივა.სიტყვები ბევრჯელ გამხდარა გაუფასურებული და ბევრჯელ დუმილსაც უჯობნია.სილამაზე დღემოკლეა როგორც დილის ნამი.ბედნიერება კი მათი ხვედრია ვინს მისი ღირსია და იცის,რა არის იმისთვის საჭირო,რომ ბედნიერი იყოს,იგი შრომობს ბედნიერებისთვის.“ადამიანები ივლიან და არ იმოძრავებენ,ილაპარაკებენ მასთან ვინც არაა,მოუსმენენ იმას ვინც არ მეტყველებს“.სიცრუეს ადამიანი ისევე ვერ დაფარავს,როგორც წვიმა ბალახს.
მეგობრული სიყვარული,ქალ-ვაჟურ სიყვარულზე არანაკლებ ძლიერია და მეგობრობა ნიჭს ეფუძვნება,ყველას როდი აქვს ეს ნიჭი.
-კეკე!
-ნინე,ჩამოხვედი ჩემო კარგო?!,როგორც იქნა
-ჰო’ჩამოვედი,ჩამოვაღწიე
-როგორ მომენატრე.
-აბა მე მკითხე,ერთი სული მქონდა როდის დაეშვებოდა თვითმფრინავი საქართველოში გავთავდი ქალი.
-გენაცვალე,შენ,ჩემო მშვენიერო-ჩაეხუტა კეკე
-ასე,მგონია საუკუნე გავიდა,როგორ შეცვლილხარ,ვფიქრობდი,ნეტაა ესაა?-კისკისით მიუგო ნინემ
-შენ რა გითხარი-ჩაიქირქილა კეკემ-მთელი ამბები მოვაწყეთ,შენს დასახვედრად,ყველა შენ გელოდება,ჯობია სწრაფად წავიდეთ,თორემ ჭკუიდან არის ყველა გადასული,უკვე.-ბარგის წამოღებაში მიეშველა კეკე
-წარმომიდგენია რა დღეში იქნებიან-აღტაცებული ხმით მიუგო ნინემ
-დამიჯერე,ვერ წარმოიდგენ ისეთი ამბები გელოდება წინ-თვალი ჩაუკრა კეკემ და ტაქსი გააჩერა,მძღოლი გადმოვიდა,ჩემოდნები საბარგულში ჩააწყო.
-მოგზაურობა ხომ,კარგია მაგრამ,შენს ქვეყანას არაფერი არ ჯობია,ისე ვარ თითქოს ჩემს სახლში შევედი და შემიძლია წამოვწვე,ფეხები სადაც მინდა იქ შევალაგო,საოცარი გრძნობა დამეუფლა,ფეხი,რომ დავდგი აეროპორტში.
-შემოგევლე,შენ.
--
მართლაც მოლოდინზე მეტი რამ დახვდა ნინეს სახლში,მოხუცი მშობობლები,მეგობრები ნათესავები,ყველა სიყვარულით და მონატრებით ანთებული თვალებით,რომ უცქერდნენ და ნინეს გულს უფრო ძლიერად,რომ ახარებდნენ და ათბობდნენ.ეს საკმარისია ადამიანის ბედნიერებისთვის,მეორე ადამიანის სიყვარული და მზრუნველობა,ამას არ სჭირდება ფული და სიმდიდრე,ბედნიერებას ფულით ვერ ვიყიდით,იგი სიყვარულში და ღიმილშია.
-ჩემი გადარეული ქალი!-ჩაიკრა გულში ცირამ
-დედა!-ტკბილი და სიტყვას მონატრებული ხმით თქვა ნინემ
-ჩემი ცხოვრების აზრი,ძლივს არ ჩამოაღწიე?
-აქამდე ვერ ვახერხებდი,როგორც კი მოვიცალე,გამოვიქეცი.-ყველას დაურაუა და მოესიყვარულა,მხოლოდ კუთხესთან მგომ უცნობს არ მიახლოებია,კეკეს დაუძახა და გვერდით ოთახში შევიდნენ
-ყველა მეცნო ერთის გარდა
-დემეზე ამბობ?
-რაც ქვია,მე რა ვიცი,ვისი ვინაა?
-მარის ძმაა
-მოიცა,ეს ის პატარა დემეა?,თმებს,რომ მაწიწკნიდა მთელი ბავშვობა?
-კი ეგაა,ახლა კი ნუ გავარდები და პასუხს აგებინებ
-როგორ შეცვლილა,საერთოდ ვერ ვიცანი
-ახლა არის 25 შენ,რომ წახვედი იყო 15 და საიდან იცნობდი,შენც მაგარი ხარ
-ისევ ისეთი მახინჯია-ჩაიბურტყუნა ნინემ,კეკემ კი გაკვირვებული სახით შეხედა,ეგონა მოესმა.
-კარგად არ დააკვირდი?,მახინჯი ნამდვილად არაა-მკვახედ მიუგო და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა,ნინეც გვერდით მიუჯდა და ხელი გადახვია
-მოგწონს?-ჰკითხა,მიკიბვ-მოკიბვის გარეშე
-არ მომწონს უბრალოდ,მართლა არაა ცუდი ბიჭი-ნინეს გაეცინა
-რა მოხდა,არ შეიძლება,ბიჭი,რომ არ მომეწონოს?-დაემანჭა სახე და საწოლზე გადაწვა,ფრუტუნებდა ცხენივით და ხელს მუცელზე იტყაპუნებდა
-იქ შეყვარებული გყავდა?
-არა,არავინ არ მომწონდა,მე ხო იცი საშინელი წუნია ვარ,ჩემი მოსაწონი არსად არაფერია
-ჰო ვიცი და შენ რა გაგათხოვებს,მერე-სიცილით მიუგო და მოუღუტუნა,ნინეს სიცილისგან ცრემლები წამოუვიდა და თვითონაც დაუწყო კეკეს ღუტუნი.
-კარგი გეყოფა-წამოხტა საწოლიდან ნინე და რაღაცას დაეჯახა,უცებ ვერ გაიაზრა რა მოხდა,მაგრამ იმან მიახვედრა,როდესაც ძლიერად მოუჭირეს ხელი და კედელთან მიაყუდეს.
როდესაც ნინემ სიცილი შეწყვიტა და თვალების გახელა შეძლო,მის წინ დემე იდგა ცინიკური გამოხედვით და უყურებდა,ღმერთმა უწყის რა უტრიალებდა ამ დროს თავში,ნინემ კეკეს შეხედა,გაკვირვებული სახით,ყველანაირად ცდილობდა დემეს მზერას არიდებოდა,ისე უყურებდა,ნინეს ტანში სცრიდა,მის მწვანე თვალებში მთელ სამყაროს ხედავდა,კეკემ შეცბუნებულმა შეხედა და მერე საწოლიდან წამოდგა,მხრებში გაიშალა,თითები დაატკაცუნა და დემეს საყელოში წვდა,რომ გამოეფხიზლებინა,თორემ მისი საშველი არ იყო.
-აქეთ’ჩემო კარგო-ხელი აუქნია სახესთან-სად წახვედი?,ხარ ამ ქვეყანაზე?-ნინეს კეკეს ნათქვამზე ღიმილი მოადგა ბაგეზე და სახეზე ხელები აიფარა,თითქოს შერცხვა დემესი,არ მოისურვა მისი ღიმილი დაენახა,ბავშვურად აიფარა ხელები და ოთახის ფანჯარასთან მივიდა,ხელები ისევ ჩამოუშვა და ფანჯარა გააღო,ოთახში სუფთა ჰაერი შემოვიდა,მზის მცხუნვარე სხივები საწოლზე დაეფინა,.ღრმად შეისრუტა სუფთა ჰაერი და ხელის გულებით რაფას დაეყრდნო,ცდილობდა კეკეს და დემეს საუბარი არ მოესმინა,ყურადღება გარეთ ჰქონდა გადატანილი,უცქერდა ხეებს,ქუჩაში მოსერინე ხალხს,მოპირდაპირე კორპუსებს და ისმენდა გვერდითა მეზობლის ღიღინს,რომელიც აივანზე იდგა და მღეროდა,მან ნინე,რომ დაინახა,გაუღიმა და ღიღინი გააგრძელა.ნინეს გაეცინა,ცალი ხელის გული ნიკაპზე მიიდო და იდაყვით დაეყრდნო რაფას,გრძნობდა მონატრებას,თბილისის მონატრებას,თვალები თითქოს ახლა ცოცხლობდნენ,როცა ნინე თბილისის ქუჩას უცქერდა.
როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა - (რაფაელ ერისთავი),.სხვანაირი სიტკბოებაა,შენი ქვეყანა,შენი მიწა,ყველაფერი სხვანაირია შენს სამშობლოში როცა ხარ,ცხოვრებაც,სიცოცხლეც,სიყვარულიც,.ადამიანისთვის მნიშვნელოვანია,როგორც სამშობლო ასევე სიყვარული,ვერც სამშობლოს დაცემას აიტანს და ვერც სიყვარულის დაკარბვას,ეს ორი თითქოს ერთამნეთს ერთვის.ის დაფიქრდა – ეს რაღაც ახალია.ფიქრებმა ისე შორს წაიყვანა,აღარც ქუჩის ხმაური ესმოდა და აღარც კეკეს დემესთან ბაასი.ადამიანი რაა,თუ არა საჭიროება სხვა ადამიანის.„ჩვენ ყველას გვინდა დავეხმაროთ ერთმანეთს. ადამიანური ყოფიერება და მოვალეობაც ესაა. ჩვენ ცხოვრება უნდა იყოს დამყარებული ერთმანეთის ბედნიერებაზე და არა ერთმანეთის უბედურებაზე.“მხარზე ხელის შეხება იგრძნო და შებრუნდა,დემეტრე გაღიმებული სახით უყურებდა,ფეხები გადაჯვარედინებული ჰქონდა.
-ესეიგი არ გახსოვარ-მიუგო ბოხი და უხეში ხმით და ხელი მის მხარს მოაცილა,რადგან ნინე ამას თვალებით ეუბნებოდა.
-მახსოვხარ-მკაფიოდ წარმოთქვა ნინემ და გაიღიმა-შენისთანები,სამწუხაროდ ძნელად დასავიწყებელი ხდებიან,-მწუხარება გამოთქვა მან და ხელები გადააჯვარედინა
-მონდომებაა მთავარი,თორემ დავიწყება ყველაფრის შეიძლება-ცინიკურად მიუგო მან და დაიხარა,გახსნილი თასმის შესაკრავად
-სიმართლე გითხრა,თავიდან ვერ გაგიხსენე
-ესეიგი მონდომება გქონია-ცინიზმს ვერ იშორებდა დემე სახიდან და ატყობდა,ნინეს აღიზიანებდა.გაბრაზება ნინეს უფრო მომხიბვლელს ხდის და დემემ ეს ძალიან კარგად იცოდა.
-ვინ დაგპატიჟა?-ჰკითხა ნინემ და ზურგი შეაქცია-არასასურელი სტუმრების სიაში,მოხვდი.
-მთხოვეს და ვეღარ ვუთხარი უარი
-ვინ გთხოვა?-წარბები აზიდა ნინემ და კეკეს გახედა,რომელიც უკვე გასვლას აპირებდა ოთახიდან,ფეხის წვერებზე იდგა და მიიპარებოდა.
-კეკე მოდი ერთი წუთით-დაუძახა ნინემ,მაგრამ კეკეს ყურიც არ შეუბერტყავს,ისე გავიდა ოთახიდან და კარი მოიხურა.
-მომისმინე!-ხელი დაუჭირა დემემ-შენი დახმარება მჭირდება-თბილი ხმით მიუგო მან,რომ ნინეს გაბრაზება დაევიწყებინა და ცივილიზებულად დალაპარაკეოდა
-გისმენ!-თქვა მან
-კეკე მიყვარს-ნინეს თვალები გაუფართოვდა,ენა ლამის გადასცდა სასულეში
-კეკე გიყვარს?-კითხა მან,დემემ თავი დაუქნია.-მერე მე რაში უნდა დაგეხმარო?-მხრები აიჩეჩა მან
-რაში და,ახლოს იყავი ჩემთან და მასზე ყველაფერი მითხარი-თავი დახარა დაბლა დემემ
-კარგი მაგრამ,რომ მიხვიდე და უთხრა?-დაებრიცა სახე ნინეს-ჩემი ჩარევის გარეშე
-არა შენ აუცილებლად უნდა დამეხმარო,მას არ ვუყვარვარ
-და მე რა გიყო?,შენ მაგივრად შევაყვარო შენი თავი?
-დამეხმარები თუ არა-მოისაწყლა თავი
-კარგი,რადგან ჩემი ბავშვობის მეგობარი ხარ დაგეხმარები.
დემე სიხარულით ცას ეწია,იმიტომ არა,რომ კეკესთან დაახლოებას შეძლებდა.
-გმადლობ-მიუგო მან და გადახვიე,ნინემ კი მალევე ჩამოიცილა და ფანჯარა დახურა.-რა უყვარს?
-ყურადღება,ყოველ დილით საწოლთან ყვავილები დაახვედრე
-მის ოთახში როგორ მოვხვდე?
-მე რისთვის ვარ-გაეცინა ნინეს,-იყიდე და მე ისე შევუტან,რომ ვერ მიხვდეს.
-მარტო თაიგული?
-არა,თუ გინდა რამე სხვაც,ეგ უკვე შენ იცი.-ჩაიქირქილა ნინემ
-კარგი,ჩემი პატარა დაიკო ხარ შენ-ლოყაზე უჩმიტა დემემ,ნინე კი დაიმანჭა და ლოყა მოისრისა.ფიქრადაც არ გაუვლია,რომ ეს მისთვის კეთდებოდა.
-კიდევ რა.უცხო ნომრიდან დაურეკე და ხმა შეცვლილმა აუხსენი სიყვარული,სიყვარულს იდუმალება უხდება.
-კარგი,როგორც იტყვი,მთლიანად სენზე ვარ მონდობილი-გადაიხარხარა დემემ
-ძალიანაც ნუ მომენდობი-თვალი ჩაუკრა ნინემ.
“სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩასვამ, რადგან მას სამყარო ვერ იტევს. იგი ძალაა ღმერთისა(-გაახსენდა ნინეს უცხოელი მეგობრის სიტყვები და ჩაეღიმა.მერე დემეს შეხედა და გონებაში ათასმა ფიქრმა გაუელვა,რომ დაიწყო ვეღარ გაჩუმდა,კეკეზე მთელი ისტორია მოუყვა,შემოკლებული ვერსიით,დემე კი იდგა და უსმენდა მის ტიტინს.
“სიყვარული დაუმორჩილებელი ძალაა. როდესაც მის კონტროლს ვცდილობთ, გვანადგურებს. როდესაც ვცდილობთ დავატყვევოთ, გვიმონებს.როდესაც ვცდილობთ გავიაზროთ, გვტოვებს გზააბნეულს და იმედგაცრუებულს.”
დილით შვიდი საათიც კი არ იქნებოდა,ნინე კეკეს ოთახიდან,რომ გამოვიდა და კარი ფრთხილად მიხურა,ფეხის წვერებით შევიდა ჰოლში და დივანზე ჩამომჯდარ დემეს გვერდით მიუცუცქდა
-დავდე!-მიუგო მან და ხელი პირზე აიფარა,გემრიელად დაამთქნარა და ხელის გულებით მუხლებს დაეყრდნო
-ზუსტად იქ სადაც გთხოვე?-შეხედა დემემ
-კი,ტუმბოზე დავდე და ჩუმად გამოვიპარე-კმაყოფილი სახით შეხედა ნინემ
-გმადლობ,ამ სიკეთეს არ დაგივიწყებ,ვალში არ დაგრჩები-გაიღიმა მან და დივნიდან წამოდგა,ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და მოწევა დააპირა,როცა ნინე წამოდგა და სიგარეტის კოლოფი ძირს გადააგდებინა
-სახლში არ ეწევიან,სიგარეტზე ალერგია მაქვს და ცემინება მეწყება,ძალიან გთხოვ,როცა ჩემს სიახლოვეს იქნები არ მოწიო-დემემ ჯერ კიდევ გაოგნებული სახით აიღო კოლოფი და ისევ ჯიბეში დააბრუნა
-კარგი,არ მოვწევ-ჩაიბურტყუნა მან
-რა დამჯერი ხარ-ჩაიკისკისა ნინემ-და მშვიდი
-ეს გარეგნულად,ვარ მშვიდი,შეგიძლია მიფრთხილდე-ცინიკურად გაუღიმა მან და აივნისკენ წავიდა-გავალ მოვწევ!-მიუგო და წავიდა,ნინე კი დივანზე წამოწვა და ფეხები მოკეცა,გრძნობდა შიმშილისგან კუჭი უღრუტუნებდა და თავიც ასტკივდა,რამდენჯერმე კიდევ დაამთქნარა.“შენი დროც მოვა“-ჩაიბუტბუტა მან და თვალები დახუჭა.
-სიყვარული ერთადერთია ბუნებაში,რომლის წინაშე წარმოსახვის ძალაც კი უძლურია-ისიც კი ვერ წვდება მის სიღრმეს და საზღვრებს.სიყვარულია ადამიანის სიძლიერე,ძალაუფლება.უსიყვარულობა დანაშაულია სიყვარული კი სასჯელი,როგორც ქალის ასევე კაცის,ამ თემამ შესაძლოა ბევრი ჩვენგანი დაღალოს,სულ სიყვარული სულ სიყვარული,ცხოვრებაში მეტი არაფერია? მაგრამ ერთი დაფიქრებაც კი კმარა,რომ მივხვდეთ,ცხოვრება თავად არაფერია სიყვარულის გარეშე,განა ცხოვრებაშია რამე სიყვარულის გარდა,.სიყვარულზე მეტი არის კი,რადგან ბევრმა ჯერ კიდევ სიტყვის არასწორი მნიშვნელობა ვიცით.-სიყვარული - ცეცხლია: თუ არ კვებავ - ქრება.
ნამდვილი სიყვარული ერთხელ მოდის ჩვენს არსებაში,იგი განუმეორებელი დაა სამამურია,მთელ სამყაროში ყველაზე გემრიელია.-როცა გიყვარს აღმოაჩენ საკუთარ თავში ისეთ სიმდიდრეს, იმდენ სინაზეს, ალერსს, არც კი გჯერა რომ ასეთი სიყვარული შეგიძია.გასაოცარია ყოველივე ეს.გრძნობა,რომ არსებობა არაა ფუჭი.ყველა რაღაცისთვის ცხოვრობს,მსვენიერია როცა სიძულვილისთვის კიარა სიყვარულისთვის ვცოცხლობთ.ეს უფალსაც უხარია და ჩვენც დიდ სიხარულს გავნიჭებს და უფრო მეტად ვართ ბედნიერები სიცოცხლით.-სიყვარული უნდა არსებობდეს-ცხოვრების განმავლობაში ერთი დიდი სიყვარული ამართლებს სევდის იმ უღიმღამო შემოტევებს,რომელიც გვიპყრობს.სევდა მთელ ჩვენს სხეულზე მოედება აკაციასავით და წამ და უწუმ გვიჩხვლეტს,გვატკენს,ცხარე ცრემლით გვატირებს,სევდა სიმძიმეა გულის და დასასრულია სიცოცხლის.სიყვარულია ორ ადამიანში გამეფებული ერთი ფიქრი და მათი გულების რიტმული ფეთქვა.
“სიყვარული – ესაა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ”.
--
-კარგად დაიმახსოვრე ჩემო მშვენიერო,დიდია გრძნობა მაგრამ გული პატარა რადგან ამ გრძნობებს ვერ იტევს,არ შესწევს ძალა,რომ დაიტიოს და ყველა გრძნობა სხეულშია გაფანტული,ბევრი ვიბრძოლე და ვიომე ჩემს თავთან და ვერანაირი გზით ვერ შევძელი მოსვლა და ამ ყველაფრის თქმა,ახლა ჩემს წინ დგახარ და შენს თვალებში,სიცივის მეტს ვერაფერს ვამჩნევ,მიყურებ სარკის თვალებით,უდრეკად მდგომი და სუნთქვასაც კი წყვეტ,იმდენად ხარ შოკირებული,ამ სიტყვების გამგონე,თუმცა არც ხმის ამოღება გინდა,რადგან შენ არ გრძნობ იმას რასაც მე,არ ითვლი დღეებს,საათებს,წუთებს ,წამებს,ჩემი ნახვის ჟამრს არ ელოდები და საერთოდაც არაფერს არ ელდოები,გადახვეწილი ხარ სადღაც სხვაგან და ფიქრებშიც კი არ ივლებ ჩემს არსებობას.-ლაპარაკში გართულმა დემემ,ვერც კი იგრძნო,როგორ მიუახლოვდა ნინე უკნიდან
-დავდნი-სარკაზმულად მიუგო მან და წამწამები დააფახუნა-სარკის წინ ვარჯიშობ,ამხელა ტექსტით და მერე მასთან ძალა აღარ გეყოფა
-ძალიან გთხოვ ეგ სარკაზმი მოიცილე თორემ დაიღუპები-ირიბად გაიღიმა დემემ და თანაგრძნობის ნიშნად ხელი მხარზე დაადო
-შენი რჩევა-დარიგება შვილებს შეუნახე-თვალი ჩაუკრა ნინემ-საყვარელო
-გველი ხარ!-კბილების ხრიჭინით მიუგო დემემ
-გველი ვინცაა ეტყობა-ჩაიბურტყუნა ნინემ და ხელები გაშალა-მოდი მოგილოცო,შენ სიყვარულის მწვერვალს მიაღწიე,ოღონდ ფრთხილად დაცემა საშინლად მწარეა
-ყველა შენისთანა პითონი არაა,კეკე ბევრად უკეთესია და ვიცი,გულს არ მატკენს
-რავიცი,რავიცი რა გითხრა,მე არავინ მყვარებია და არც ვყვარებივარ და გამოცდილებაც არ მაქვს
-შენ ვინ შეგიყვარებს-გადაიხარხარა დემემ-უარყოფით ემოციებს აფრქვევ,შენგან კარგი არაფერი მოდის,კეკე მილიონი თავით მირჩევნია შენს თავს
-გერჩივნოს კდიეც რა,მე რა.გგონია რამეს მაკლებ ამ ლაპარაკით?
-არა კიარ გაკლებ,გმატებ,ისეთ რამეს,რომ როცა გამცილდები,შენთვის მსვიდად დაჯდები და ყელში რაღაც მოგაწვება,სახეზე ცრემლებს იგრძნობ,მერე ალბათ მიხვდები რა ცივი და უგულო ადამიანი ხარ.
-ცივი და უგულო ადამიანი არც ტირის,და მე თუ მასეთი ვარ,არც ვიტირებ ან რა მაქვს სატირელი?!შენისთანას ნათქვამი საერთოდ არ მაღელვებს,რაც გინდა ის იფიქრე ჩემზე.-ზურგი აქცია და ოთახიდან გავიდა.დემეს კი მწარედ ჩაეღიმა და სარკის წინ ტრიალი გააგრძელა.
--
ცრემლებმა მართლაც გაიკვლიეს გზა ნინეს სხეულში,ლოყებს უწვავდა იმდენად ცხარედ ტიროდა,გულ შეკუმშული,სევდამორეული და ტრაგიკულ ფიქრებს მიცემული.
ყოველ წამს უმეორდებოდა გონებაში დემეს სიტყვები,მისი მწვანე სიცოცხლით ანთებული თვალები,რომელშიც მაინც ჩანდა სევდის კვალი.ხედავდა მის ლამაზ ნაკვტბს,ესმოდა მისი ბოხი მაგრამ მაინც სასიამოვნო ხმა,იხსენებდა წარსულს,ერთ დროს მისი სიყვარულით,რომ ეწვოდა გული და ახლაც იმავეს განიცდიდა,ოღონდ უფრო მძლავრად,მეტისმეტადაც კი.
ადამიანი არარაობა ხდება,უსუსური,უუნარო,როცა საყვარელი ადამიანისგან ასეთ სიტყვებს ისმენს,დაუნდობელ და ცივ სიტყვებს,ნინემ იცოდა,რომ დემე უგულო არაკაცი იყო მაგრამ,არც ამისთანა უგულოს და არაკაცს მოელოდა,ყველაფერს გაიღებდა,დემეს სარკის წინ წარმოთქმული სიტყვები,მისი,რომ ყოფილიყო,ის,რომ მდგარიყო მის წინ და მოესმინა,ის ალერსით და სიყვარულით სავსე სიტყვები.კარგად,რომ მოიოხა გული,ცრემლები შეიმშრალა და ჰოლში დაბრუნდა,კეკე და დემე ერთად ისხდნენ,კეკეს ვარდების თაიგული ეკავა,ნინეს სესვლა ვერც კი შეამჩნიეს,კეკე გართული იყო დემესთან საუბარში,დემემ იგრძნო რაღაც მხოლოდ და მაღლა აიხედა,თვალებ ჩაწითლებული ნინე,რომ დაინახა სულ მთლად გაფითრდა,ფეხზე წამოდგა და მასთან მივიდა
-რა მოხდა?-ჰკითხა მან და გულში ჩაიკრა,არც კი უგრძვნია წინააღმდეგობა,თუმცა ვერც იგრძნობდა რადგან ნინეს ძალა არ შესწევდა წინააღმდეგობა გაეწია და არც სურვილი გააჩნდა ამის.-რატომ ტირი,რა მოხდა?-ჰკითხა ხელმეორედ დემემ-ჩემი ბრალია?,დილით ნათქვამმა აგატირა?
-არა!-ლუღლუღით თქვა ნინემ-ისევ უნდა წავიდა საქართველოდან,მე კი არ მინდა თქვენი მიტოვება
-მერე დარჩი,ნუ წახვალ
-ჩემზე არაა დამოკიდებული,თორემ დავრჩებოდი-კეკე წამოდგა და მათ მიუახლოვდა
-ჩემო საყვარელო,ჯერ ერთი კვირაც არაა რაც ჩამოხვედი და ასე უცებ რატომ დაგიბარეს?
-არ ვიცი,კეკე,არა,მითხრეს სასწრაფოდ ჩამოდიო,ნურაფერს მკითხავთ უარესია ეს ჩემთვის-ორივეს ჩამოსცილდა და ოთახში შევიდა,დემეს იქ გაჩერება აუტანელი გახდა და წავიდა.
--
-კეთილი მგზავრობა!-მიაძახა კეკემ ნინეს სანამ ტაქსში ჩაჯდებოდა,ტაქსი როგორც კი გასცდა,ნინეს კორპუსს,აეროპორტის გზაზე უნდა გადასულიყო მძღოლი როდესაც,ნინემ მიმართულება შეაცვლევინა.
მიმართულების შეცვლამ მძღოლი დააბნია და მგზავრს გაკვირვებული სახით გადახედა,ნინემ კი გაუღიმა და მშვიდად მიუგო,ყოველგვარი დაძაბულობისა გარეშე
-წასვლა გადავიფიქრე,აქ ვრჩები თბილისში-მძღოლს გაეცინა ნინემ კი ბარათი მიაწოდა სადაც მისი ახალი სახლის მისამართი იყო,მძღოლმა,რომ დახედა ნინეს მიუბრუნდა.
-რატომ წამოხვედით სახლიდან თუ საიდუმლო არაა?
-უბრალოდ იქ გაჩერება აღარ შემეძლო-ამოიოხრა ნინემ
-რატომ?
-შეიძლება გაგიკვირდეს ამას,რომ გეტყვი მაგრამ,მეგობრის ბედნიერება არ მიხარია-მძღოლმა გაოცებული და აღტკინებული სახით შეხედა,მის ყურებს ჯერ ასეთი რამ არ მოესმინათ
-კი,მაგრამ რატომ?უზრდელობაში არ ჩამომართვა ამდენ კითხვებს,რომ ვსვამ
-არა,ვიღაც მაინც მჭირდებოდა,რომ ჩემი გასაჭირი მომეყოლა,არავინ გვერდით არ მყავს,გმადლობ,რომ გსურს ჩემი უაზრო ისტორიების მოსმენა
-შენს ასაკში მეც დიდ გასაჭირში ვიყავი,აღარ ვიცოდი ვისთვის გამენდო ჩემი გულის ტკივილი,შეგიძლია გული გადამიშალო მე ანმდვილად არავის მოვუყვები შენზე,შესაძლოა ვეღარც ვიხილოთ ერთმანეთი-ეშმაკურად ჩაიღიმა მძღოლმა
-თქვენი სახელი?
-ცოტნე დადიანი-ნინეს გვერდულად გაეღიმა-თქვენ?
-მე ნინე გოგლიძე ვარ
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც-ნინე მიხვდა,რომ უხერხულ საუბარში გადადიოდნენ და ისევ თავის გასაჭირს მიუბრუნდა
-ჩემზე ბევრად დიდი ხარ და გამოცდილებაც მეტი გექნება-ცოტნემაც თავი დაუქნია-ჩემი ბავშვობის მეგობარი მიყვარს,მას კი ჩემი საუკეთესო მეგობარი-ცოტნეს ეშმაკურად ჩაეღიმა
-რაღაცას გეტყვი,მიყვარდა ქალი სიგიჟემდე ის კი ვერ ხვდებოდა,მე კი გული ძალიან მტკიოდა,ერთ დღესაც ავდექი და ვთხოვე,რომ დამხმარებოდა,მოვატყუე,რომ მისი დაქალი მიყვარს მეთქი და შენ უნდა დამეხმარო,მანაც დაიჯერა და სიხარულით დამთანხმდა
-მერე რა მოხდა?
-რა და ახლა ის ჩემს გვერდითაა და ვიზეც ვუთხარი მიყვარს და დამეხმარე მეთქი,ჩვენი მეჯვარე იყო-თვალი ჩაუკრა და საჭიკენ მიბრუნდა-გავგარძელო გზა?
-დიახ-მიუგო ნინემ და ჩაფიქრდა,გაახსენდა დემესთვის მიცემული პირობა,რომ დაეხმარებოდა კეკესთან დაახლოებაში,მაგრამ ჰოლში,რომ ერთად ისხდნენ და კეკეს თაიგული ეკავა,დემე კი სითბოთი ამოვსებული თვალებით უყურებდა ნინე მიხვდა,რომ კეკემ უკვე გაიგო დემეს,რომ უყვარს და იგი ბედნიერია,ამიტომ გამოცლა ამჯობინა.სიყვარული ადამიანის სიამოვნების, ნეტარებისა და ბედნიერების წყაროა. გიყვარდეს ეს ნიშნავს სამყაროს ხედავდე გულით, გრძნობდე მთელი შენი ემოციით და ყოველი დღე იყო გაჯერებული ამ უხილავი ღმერთით. -გარს შემოვლებულ ემოციებს ძლივს უმკლავდებოდა,ტაქსი ნელ-ნელა მიუყვებოდა აღმართს დაკოხტად მოპირკეთებული შენობის წინ გაჩერდა,ნინემ ქაღალდის ხუთ ლარიანი მიაწოდა მძღოლს თუმცა ცოტნემ არ გამოართვა
-ფულს არ ავიღებ შეგიძლია გადახვიდე-მიუგო მან და თვალი ჩაუკრა,ნინემ მხრები აიჩეჩა და ფული ჩანთაში დააბრუნა,მანქანის კარი გააღო და გადავიდა,საბარგულთან დადგა და გაღებას ეცადა მაგრამ,ვერ გააღო,სიცილით მიუახლოვდა ცოტნე და გაუღო,რათა ნინეს ჩემოდანი გადმოეღო.
--
სახლში ისე შევიდა თითქოს სამსჯავროზე შედიოდა,ჩემოდანი იქვე მიაგდო და თვალი მოავლო სახლს,სახლს სადაც ათი წელია ფეხი არ შეუდგამს,ყველაფერი მტვრით იყო სავსე,ჩანთიდან ტილო ამოიღო და მტვერი გადაწმინდა,სახლი გამოცოცხლდა,ბოლოს დაღლილი დივანზე დაწვა და დაიძინა,სიზმარშიც კი არ ასვენებდა დემე,ყოველ წამს ახლედა თვალებს და ცდილობდა გაეაზრებინა,რომ დემე მასთან არ იყო და როგორც ზისმარში ცხადშიც არ ეკავა მისი ხელები და გათოშილს არ უთბობდა.ცხარე ცრემლები წამოუვიდა და გაბრუებული მიეყრდნო დივანზე,ხელები ერთმანეთში გადააჯვარედინა და ერთ წერტილს მიაშტერდა,თთქოს ცდილობდა კონცენტრაციას მაგრამ,არაფერი გამოზდიოდა.გული,გონება,ტვინი მას არ ემორჩილებოდნენ.თითქოს დემე დაეუფლა ამ ყველაფერს და მისი ბრძანებით ხორციელდებოდა ყველაფერი.ხელები საფეთქლებზე მიიჭირა და მისმა შინაგანმა ხმამა იკივლა,გული აუჩქარდა,თვალები ჩაუწითლდა,უჰაერობა იგრძნო,შეგრძნება ჰქონდა თითქოს მთელი ძალით დაენარცხა მიწას და ადგომის უნარი დაუქვეითდა,სხეულში სიცოცხლეს ვეღარ გრძნობდა,მხოლოდ საშინელი თავის ტკივილი და საფეთქლების რიტმული ფეთქვა,ახვედრებდა,რომ ჯერ კდიევ ცოცხალი იყო,მის ძარღვებში სისლიც კი აღარ მოძრაობდა.იგრძნო,რომ ამდენს ვეღარ გაუძლებდა და დანებდა.
ძალაინ რთულია გაექცე მას ვინც მთელი არსებით გიყვარს,უარი უთხრა სენს გრძნობებს და დაუთმო იგი სხვას,იმის გამო,რომ გირჩევნია შენ იტანჯო ვიდრე ორმა ადამიანმა ერთის გამო,რომ მან ვერ დათმო ცალმხრივი სიყვარული და ორმხრივს წინ აღუდგა.სიყვარული ზალასაც გვანიჭებს და კდიევაც გვასუსტებს,გვიკარგავს იმ უნარს,რომ ვიყოთ ძლიერები,სიყვარულისთვის ბრძოლაა საჭირო,ბრძოლისთვის ძალაა საჭირო.ეს ყველაფერი ერთმანეთში ებმევა და ჩვენ ადამიანები აღარ ვართ იმასთან ახლოს რასაც ძალა და ბრძოლა სჭირდება,გვეშინია დამარცხების რადგან გასწორება და წელში გამართვა რთულია.სიყვარულს არ შეუძლია იფიქროს უყვარს თუ არა,თუ უყვარს უყვარს თუ არადა არა,სიტყვა არ ვიცი,სიყვარულის მტერია,არ ვიცი მიყვარს თუ არა,ეს ნიშნავს,რომ არც გვიყვარს,რადგან თუ გვიყვარს პასუხიც დამაჯერებლია და არ არის მასში „არ“ სიტყვა.სიყვარულისთვის აუტანელია სიცრუე,ნიღაბი,ტყუილი,ცრუ სიყვარული.
სიყვარულია ის არის, რასაც შენ გრძნობ და არა ის, რასაც შენს მიმართ გრძნობს ვიღაც,რათქმაუნდა ყველაზე მაგარი და სასიამოვნოა როცა იცი,რომ უყვარხარ მაგრამ,იმაზე კარგი და საოცარი არაფერია როცა შენ თავად გიყვარს ვიღაც,გსურს მასთან ყოფნა,ფიქრობ მასზე,გენატრება და გინდა სულ ხედავდე,ეხუტებოდე,მისთვის მთას გადადგამ,მიწას შეძრავ,მთვარეზეც კი გაფრინდები,ადამიანი ჭკუიდან მაშინ იშლება,როცა სიყვარული ეწვევა,რადგან ამ დგომარეობას ადამიანი უმძიმეს მდგომარეობამდე მიჰყავს.
ყოველ ადამიანს შუძლია, უყვარდეს. არ არსებობს ერთიც კი, ვინც სიყვარული "არ იცის".
როცა აცნობიერებ,რომ
როცა გრძნობ,რომ
როცა სიტყვები უბრალოდ აღარ წარმოადგენს საჭიროებას
როცა ყველაფერი უფასურდება
როცა სიტყვა მიყვარხარ არ ცვლის არაფერს.შენ გტკივა ეს ყოველივე?შეგიძლია შეცვლა?,მაგრამ არ ცვლი.რატომ შენი „მე“ გაკავებს?,თავს უმწეოდ და უსასოოდ გრძნობ?,ეს ყველაფერი შენი ბრალია,არ დააბრალო არავის,მითუმეტეს უფალს,შენი ტკივილი შენივე ქმედებიდან მოდის და დამნაშავე შენი საკუთარი თავის გარდა არავინაა.სიამაყე დაღუპავს ადამიანს,ამით ვერაფერს მიაღწევსა გარდა იმისა,რომ ძალიან დატანჯავს საკუთარ თავს.თუკი გაქვს შანსი გადადგი,და თუ არ გაქვს დაელოდე ის აუცილებლად ნახავს გზას შენთან მომავალს.წყალი გადაივლო,ტანი შეიმშრალა,ხალათი შემოიცვა და აბაზანიდან გამოვიდა,წყალმა დაძაბულობა მოუხსნა,მისი შინაგანი სამყარო მშვიდად იყო,სამზარეულოში შელასლასდა და წყალი დადგა ქურაზე,ჩაის ჭიქაში ორი კოვზი შაქარი ჩაყარა და ფერი ჩააგდო,როდესაც წყალმა ფუხფუხი დაიწყო ქურიდან გადმოდგა და ჭიქაში დაასხა,ფრთხილად მოურია კოვზით და თან სული შეუბერა,ჭიქით ხელში სამზარეულოდან ჰოლში გადაინაცვლა,სავარძელში მოკალათდა,წიგნი დაიჭირა და კითხვას შეუდგა.სიყვარული ახსნა განმარტებებს ვერ ითმენს. მას ესაჭიროება საქმეები.საოცარია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როდესაც უყვარს.კითხვაში ღამის სამმა საათმაც მოაწია და ნინემ მთქნარებით გადადო წიგნი გვერძე,ფეხები მოკეცა და თვალები დახუჭა.მხოლოდ ძილმა შეძლო ნინესთვის მწარე ფიქრების წართმევა.თუმცა მოსვენება არ ღირსებია დემეს,.ტკივილი-რომელიც ანადგურებს ყველაფერს,ლოდი გულზე,რომელიც სუნთქვას ძნელს ხდის,ცხარე ცრემლები რომლებიც ასველებს სახეს,ბალიშს,ფიქრები კი ამ ყველაფრის გამკეთებელი.საყვარელი ადამიანის გარეშე ყოფნა ეს იგივეა,ყოფნა ჰაერის ან საკვების გარეშე,წყლის გარეშე,უბედურებაა,სისასტიკე.დანამულ ბალიშზე,დაემხო და ხელები ბალიშს ძლიერად ჩაავლო,კარგად ესმოდა გულის ხმა,მისი ტირილი,ტკივილისგან,გულსაც აღარ შეეძლო უკვე,აქედან გამომდინარე აღარც დემეს,იგი ყველანაირად განადგურებული იყო,რომ გრძნობდა იხრჩობოდა,შეშინებული წამოვარდა და ტელეფონს დაავლო ხელი,ოთახში შუქი არ ენთო და ტელეფონის შუქით სცადა გზის გაკვლევა,ასანთებამდე,როდესაც აანთო თვალები მოსჭრა და ხელი აიფარა,წვა იგრძნო ქუთუთოების,პირველად თავის სიცოცხლეში იყო ამ მდგომარეობაში და იმედია,რომ უკანასკნელადაც,როცა კაცი ტირის არ ნიშნავს,რომ ის არაკაცია,პირიქით ნუ თუ რათქმაუნდა კარგი საქმის გამო ზდის ცრემლი იგი კაცია და სულაც არ უნდა მიიჩნეოდეს ეს სირცხვილად,განა კაცს არ აქვს გული?,განა მას არ აქვს საცრემლე ჯირკვლები?,მაშ უფალი მას არ დაატანდა,შენ კაცი ხარ და არ გინდა რათ გინდა,ქალმა იტიროს მხოლოდო.ეს რათქმაუნდა მცდარია,საკუთარი თავი იმის გამო არ უნდა დასაჯოს ადამიანმა,რომ ცრემლი წამოუვა,დემეც სწორედ ამას განიცდიდა,რომ ტიროდა,ცალკე ის ცალკე ნინე.
--
ტელეფონი ხელის კანკალით აიღო და ნინეს ნომერი აკრიფა,შინაგანად გრძნობდა,რომ ის ისევ თბილისში იყო,იქ სადღაც ახლოს,.გადიოდა,მაგრამ არავინ იღებდა,იმედები უკვე გადაეწურა დემეს,როცა გაისმა ხმა,ხმა რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა
-გისმენთ,ვინ ბრძანდებით?
-ნინე ბრძანდებით?
-დიახ,მე გახლავართ,თავად ვინ ხართ?
-ვერ მცნობთ?
-ვერა,არც ხმა მეცნობა და არც ნომერი
-ნომერი შეიძლება არ გეცნოთ მაგრამ,ხმა...,დასანანია,რომ არ გეცნობათ,ამ ხმით ისეთ რამეს შეიტყობთ,შეიძლება არც და ვერც დაიჯეროთ,კარგიც კი არის,რომ ვერ მცნობთ,მე ეს უფრო მეტ გამბედაობას მძენს და მომეშვა გულზეც,ახლა თამამად გეტყვით ჩემს სათქმელს და მშვიდად დავიძინებ
-კი მაგრამ,სახელი მითხარით,ან რა უნდა მითხრათ,ამისთანა ამ შუაღამისას?
-შენი ძალიან ახლო ნაცნობი ვარ,მაპატიე თუკი ძილი დაგიფრთხე მაგრამ,ვერ მოვითმინე,მინდოდა გამეგო წახვედი თუ დარჩი,სიმართლე გითხრა,ვიცოდი,რომ არსად წასვლას არ აპირებდი,მაპატიე თუკი შეგაშინე მაგრამ,აღარ შემიძლია ნინე,ეს ტკივილი გულს მიჭამს,მიწამებს სიცოცხლეს,მანადგურებს,ფიზიკურად და სულიერად.
-სახელს,თუ მეტყვი იქნებ უკეთ დაგეხმარო
-სახელის თქმით არ მგონია რაიმე შეიცვალოს,შენ ალბათ სხვა გიყვარს და სხვისკენ მიიწევ,მე კი მთელი ცხოვრებაა მიყვარხარ,სულ ბავშვი,რომ იყავი მაშინაც მაგრამ,მაშინ ბავშვურად.
-სულ ავირიე,უცნობი თაყვანისმცემელი ხარ?
-არა’ძალიან ნაცნობი მიჯნური,თაყვანისმცემელი ცუდად ჟღეს,ჩემი გრძნობები ამაზე მეტია,სიტყვა მიყვარხარ_ზე მეტიც კი,არ ვიცი როგორ გადმოქცე,მინდა ვიყვირო,პლანეტებამდე,რომ მიაღწიოს ხმამ,მინდა რაღაც სიგიჟე ჩავიდინო,ისე მაგრად მიყვარხარ,რომ ყველაფრის გადატრიალება შემიძლია შენს გამო,უბრალოდ შენ მოინდომე.
--
რომ გაიღვიძა ტელეფონი ხელში ეკავა,გაკვირვებულმა ჩაიდო ჯიბეში და სავარძიდან ძლივს წამოდგა,ფრუტუნით გავიდა სამზარეულოში,ონკანი მოუშვა და წყალი ნელ-ნელა დალია,რამდენიმე წვეთი სახეზე მიიპკურა,რომ გამოფხიზლებულიყო და გონს მოსულიყო,საკუთარ თავს ჰკითხა მართლა ლაპარაკობდა თუ არა ტელეფონით ღამე,მას საერთოდ არაფერი აღარ ახსოვდა,ვის ელაპარაკა ან რა ელაპარაკა,კისერი გაივარჯიშა,მხრებში გაიშალა და ისევ ჰოლში დაბრუნდა,საათს,რომ შეხედა დილის 9:00 საათს უჩვენებდა,გემრიელად დაამთქნარა და აბაზანაში წყლის გადასავლებად შელასლასდა.
--
სიყვარული ქარივითაა, შენ არ შეგიძლია მისი დანახვა, მაგრამ შენ შეგიძლია შეიგრძნო ის–"."ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვებით".არისტოტელე ამბობდა,რომ-სიყვარული მარტო ურთიერთ შერწყმას კი არ გულისხმობს, არამედ ფილოსოფიასაც. ბრძენი სიყვარულსაც მიეცემა და სახელმწიფო საქმეებსაც გააკეთებს, დაქორწინდება კიდეც და მეფეებთანაც იცხოვრებს.თვისუფლების მოპოვება სიყვარულით შეგვიძლია,სხვა დანარჩენი კი აუფერულებს თავისუფლების ჟინს.სიყვარულს სიხარულიც გააჩნია და მწუხარებაც ცენ კი უნდა ვეცადოთ მწუხარება ნაკლები იყოს სიყვარულში,რადგან მან შეჩვევა იცის.
დილა გახუხული პურით და მეზობლის ბავშვის გამაყრუებელი ბღავილით,შემდეგ ტელეფონზე ათი შეტყობინებით და საბოლოოდ გამოლენჩებული თავით.გრილი აბაზანით და ნოყიერი საუზმით,მერე სადილით,მერე კი ვახშმით და ზარი კარზე.
-არ მელოდი?-ჰკითხა და კედელს მიეყრდნო
-არა-გააქნია თავი ნინემ
-რაღაცის სათქმელად მოვედი-მშვიდად მიუგო მან-შემომიშვებ?
-უკვე შემოხვედი და რას მეკითხები
-შეტყობინება დაგიტოვე,რომ შემოგივლიდი,არ გინახავს?
-ვნახე-ამოიოხრა მან-მაგრამ ამ დროს არ გელოდი
-რა უდროესია,ვახშმის დროა,ვიფიქრე რამეს წავუღებ და გამიმასპინძლდება თქო-პარკი გაუწოდა.
-არ იყო საჭირო,მეც მაქვს პროდუქტი და რამეს მოვიფიქრებდი-ირიბად გაიღიმა ნინემ
-ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,ამაზე მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს
-მაგალითად?
-მაგალითად:სიყვარული
-ყველაზე ბანალური და არაფრის მთქმელი სიტყვა შეგირჩევა-ჩაეღიმა და,როდესაც ზღურბლს გადმოსცდა დემე,ნინემ კარი მიხურა
-პირიქით,ყველაფრის მთქმელი
-ამის სათქმელად მოხვედი აქ?
-მარტო ამის სათქმელად,არა მომენატრე-ნინე შეცბა,გააფთრებული სახით დაუწყო ცქერა,ხელები სახეზე აიფარა და ხელის გულების ლოყაზე შეხებისას იგრძნო,როოგრ უხურდა სახის კანი,ლავასავით უვარვარებდა ლოყები.
-მონატრება,მარტო სიტყვის თქმით არ უნდა შემოიფარგლებოდეს,ასე ადამიანს შეუძლია რაც ენის წვერზე მოადგება ყველაფერი ტქვას,მთავარია სინამდვილეში თუ გრძნობს ამას
-ზუსტადაც,სინამდვილეში,რომ ვგრძნობ ამ სიტყვას,იმიტომ გეუბნები,მართლა მომენატრე,შენი აუტანელი ხასიათი მომენატრა,უჟმურო
-აჰ’ალბათ აქედან გამომდინარე,აუტანელი და უჟმური ადამიანებიც ენატრებათ ხოლმე
-ნერვებს მიშლის შენი ცინიკური საუბარი,არ შეიძლება,რომ ვინმეს ენატრებოდე?
-არა,უფლება არ მიმიცია,ვინმეს ვენატრებოდე
-და,რომ უყვარდე?-ეჭვისთვალით შეხედა,დაბნეულ ნინეს.მან ვეღარ მოიფიქრა რა ეპასუხა დემესთვის,ერთხანს დუმდა,მერე კი სამზარეულოში შევიდა და ორი კაცისთვის სუფრის გაწყობას შეუდგა.
-კეკე,როგორ გყავს?,ქორწილს არ გეგმავთ?
-რეებს როშავ?-გაბრაზდა დემე-მგონი კეკე არ მიხსენებია მე-გაფითრდა იგი
-სამაგიეროდ მე ვახსენე და გთხოვ კითხვაზე კითხვით არ შემოიფარგლო,მიპასუხე.-დემეს გაეცინა და თითები მაგიდაზე დააკაკუნა,რამდენჯერმე შეხედა ნინეს და მერე ფანჯარას მიაშტერდა.
-ამით რის მიღწევას ცდილობ?-მკაცრი ხმით ჰკითხა მან
-არაფრის,რის მიღწევას უნდა ვცდილობდე,მინდა ბედნიერები იყოთ,მეტი არაფერი
-ხანდახან უნდა დაუსვა შეცდომა,რომ მიხვდე როგორ გამოასწორო,სენ კი ამას არასოდეს აკეთებ,არც შეცდომის ფასი იცი და არც გამოსწორების,სულ ერთ ხაზზ რატომ მიჰყვები,დავალებული გაქვს?
-დიახ-ამაყად მიუგო მან,სკამი გამოწია და ჩამოჯდა,დემეს თვალებში ჩახედა და ისე მიუწია თეფში ახლოს-მორჩი ფილოსოფოსობას და ჭამე-მანაც მიიწია ახლოს თეფში და ორიცალი კარტოფილი დაიტო თეფშზე,დემე მის ქმედებებს აკვირდებოდა და გულში სიმწრის ღიმილი უვლიდა.
-დაუნდობელი ხარ-მიუგო მან და მანაც გადმოიღო მოხარშული კარტოფილი,ზედ ლორი დააფინა და გემრიელად შეექცა.
-სიტყვა:მიყვარხარ ნამდვილად,როდის თქვი?
-რამდენიმე დღის უკან,ღამით-ნინეს ლამის ლუკმა გადასცდა-ერთ ქალს დავურეკე,ვითომ საქართველოდან წასვლას აპირებდა,თურმე ახლობლებს გაექცა მაგრამ,რატომ?,ალბათ მან იცის
-შენ იყავი?-მიკიბვ მოკიბვის გარეშე ჰკითხა და ჩანგალი კარტოფილში ჩაარჭო
-კი მე ვიყავი,შენი ნაცნობი თაყვანისმცემელი-ნინეს სახე შეეფაკლა,თვალები აუცრემლიანდა,სუფრიდან წამოდგა და დემეს ზურგი აქცია
-აქამდე,რატომ არაფერი მითხარი?-აღელვებული ხმით ჰკითხა მან
-შენი აზრით?
-აზრები არ გამაჩნია
-კეკე არც მე მიყვარს და არც მას ვუყვარვარ
-ჩემგან რა გინდა?
-სიყვარული
-ალბათ ხუმრობ ხო?
-არ ვხუმრობ ნინე-დემე წამოდგა და ხელი წელზე შემოხვია,ნინე შეკრთა და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა
-შემეშვი-ანერვიულდა ნინე
-მინდა მოგარჯულო,როდემდე უნდა იყო ასეთი ცივი
-მომწონს როგორიც ვარ
-ნინე,შემომხედე-თავისკენ შეაბრუნა დემემ-თვალებში მიყურე-ნიკაპზე მოკიდა ხელი და სახე ააწევინა-მითხარი,რომ არაფერს გრძნობ და შეგეშვები-ნინემ თვალები მაგრად დახუჭა და ხელები მომუჭა-რთულია?-ჰკითხა დემემე და მარცხენა ხელი წელზე შემოხვია,მთელი ძალით მიიკრა და მაგრად ჩაეხუტა-დუმილი ნიშნავს,რომ არაფერს გრძნობ,ეს ჩახუტება კი ჩემი ბოლო სურვილი იყო-შუბლზე ეამბორა და ჩამოსცილდა-ვახშმისთვის გმადლობ,მშვიდობით.დატოვა გაოგნებული და განცვიფრებული,თვითონ კი უკან მოუხედავად დატოვა სახლი და მისი ბინადარი.
--
შეიძლება ძალა არ გვქქონდეს მაგრამ გვქქონდეს შესაძლებლობა,დავამტკიცოთ,რომ ძალა არაა საჭირო,მთავარია გული,გონება და სული.საჭიროა სიყვარული და ერთგულება,კეთილი განზრახვა და თავმდაბლობა,რომელიც არ საჭიროებს ძალას.სიყვარული ცხოველებსაც კი შეუძლიათ მაგრამ,ადამიანებში უკვე მეეჭვება სუფევდეს იგი.არავინ იბადება მცოდნე,კეთილი,თუ ბოროტი,ყველა თავად იქმნის ამას.კეთილი იყოს თუ ბოროტი,თუმცა ხსირად ცხოვრება წყვეტს,უგულოს და გულიანის ბედს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment