Sunday, May 4, 2014
აღიარება "4"
-კარგი დაწყნარდი,ვწუხვარ,ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად გამოვიძიებთ ჩემი იმედი გქონდეს,ახლა კი წამოდი დავსხდეთ და მშვიდად დავილაპარაკოთ,-როგორღაც წამოაყენა მასზე ბევრად დიდი ტანის მამაკაცი და მისაღებში მდგარ დივანზე წამოაწვინა,ფინა გაშეშებული იდგა ხმას არ იღებდა,უცქერდა სასოწარკვეთილ შიოს და ლილის და გული საშინლად ტკიოდა.,შემდეგ მათ გაეცალა,საშუალება მისცა მარტო ესაუბრათ და ყველაფერი გადაეხარშათ
-ასეც ვიცოდი,ვიცოდი,რომ თამუნა კარგ საქმეში არ იყო,იქ,რომ მივედი კამათობდნენ,თამუნას ფერი აღარ ედო,საწყალს,სამწუხაროდ ის მამაკაცი ვისაც თამუნდა ელაპარაკებოდა ზურგით იდგა და ვერ დავინახე
-არ ვიცი უკვე აღარაფერი ვიცი,უსუსური ბავშვივით ვარ,თითქოს ჩემს გარშემო ყველაფერი გაქრა,სამყარო მიწამ შთანთქა და სატანჯველად მხოლოდ მე დამტოვა,სიბნელის მეტს ვერაფერს ვხედავ,ასე გულ-ხელ დაკრეფილი ვერ ვიჯდები უნდა მივხედო საქმეს ყველაფერი დაწვრილებით გამოვიძიო თუნდაც ამას ჩემი სიცოცხლე შეეწიროს,მაინც გავიგებ მკვლელის ვინაობას-თვალებ ჩასისხლიანებულმა შეხედა გაფითრებულ ლილის,დივნიდან წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა
-მოიცა საით,ასე განადგურებულს ვერ გაგიშვებ მეშინია თავს რამე არ მოუწიო-შიო ლილის მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა
-ნუ გეშინია პატარავ,არაფერს გავაკეთებ ისეთს რაც შენ გულს გატკენს,ახლა კი უნდა წავიდე და საქმეს შევუდგე,ეს ჩემი ვალია
-მეც წამოვალ,-დააწია სიტყვები კართან მისულს და შიოც შეჩერდა,ლილიმ სწრაფად აირბინა კიბეები გამოიცვალა და შიოსთან ერთად პოლიციაში წავიდა,პროზექტურაში ესვენათ თამუნა,ლილიმ ვერ გაბედა იქ შესვლა და შეხედვა,შიო კი ძლივს ფეხების გრეხვით შევიდა და თვალებ ამღვრეული დააცქრედა გვამს,ერთი წუთიც ვეღარ გაძლო ისიც მალევე გამოვიდა.
ლილის და შიოს პოლიციის თანამშრომელმა უხმო და ისინიც მორჩილად გაყვნენ
-ქალბატონო ლილი,როგორც გავიგეთ თქვენ გარდაცვლილი სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე გინახავთ ტყეში ვიღაც მამაკაცთან ერთად
-დიახ ეგრე იყო,ერთი საათით ადრე,-შეუსწორა ლილიმ
-კარგით,ერთი საათით ადრე,უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ გაიხსენოთ?-შეაცქერდა ეჭვისთვალით ახოვანი ოდნავ სრული მამაკაცი და მუშტით მაგიდას დაეყრდნო
-მე რაც დავინახე გეტყვით,მხოლოდ თამუნა,ვისაც იგი ელაპარაკებოდა,არა კიარ ელაპარაკებოდა კამათობდნენ და უცნობმა რამდენჯელმე ხელიც აღმართა,სამწუხაროდ ის ზურგით იდგა და არ ვიცი ვინ იყო,სამაგიეროდ მე ვინც შემამჩნია შემიძლია მისი ფოტო რობოტი შეგადგენინოთ-ოდნავ კმაყოფილმა მუშტი მოაცილა მაგიდას სკამი გამოწია და ზედ ჩამოჯდა
-დარწმუნებული ხართ?
-სავსებით-მიუგო ლილიმ და ფეხზე წამოდგა,შიო მასთან მივიდა და მაგრად მოეხვია
-მადლობ ლილი-სრულმა მამაკაცმა ჩაახველა და ისიც წამოდგა ფეხზე
-კარგით მაშინ წამობრძანდით მისი ფოტო რობოტი შევადგინოთ,წინ გაუძღვა ლილის და შიოს.
ფოტო რობოტის შედგენის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოიკითხეს,ყველაფერი ერთმანეთში შეაჯერეს და გამოძიებაც დაიწყო,საკმაოდ ჩახლართული საქმე იყო ზედაპირულად თითქოს უბრალო მკვლელთან ჰქონდათ საქმე და ყველაფერს უბრალოდ შეხედეს,შიო და ლილიც ეხმარებოდნენ გამოძიებას თავისებურად რითაც შეეძლოთ,რომ დახმარებოდნენ,ყოველდღე ახალ ახალი ცნობები მოდიოდა,საქმე იწელებოდა და იწელებოდა,თუმცა მკვლელამდე ჯერ ვერ მიეღწიათ ვერც ის ბუმბერაზი დაიჭირსე ვისი ფოტო რობოტიც ლილიმ შეადგენინა,ორივე დამნაშავეს უშედეგოდ ეძებდნენ,ლილის შვებულება ამოეწურა და თბილისში დაბრუნდა,გული საშინლად დაწყდა ფინა ბებოს თუმცა რას გააწყობდა შვილიშვილს ულუკმაპუროდ ხომ ვერ დატოვდა ქალაქში,ლილი ჩასული არ იყო,რომ შეუდგა თამუნას საქმეს,ძიება ძიებაში საკმაოდ ნაცნობ ადამიანს ჰაიკას წააწყდა,თუმცა გვერდი აუარა და ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული მისი ხმა,რომ შემოესმა
-გამარჯობა ლილი-მისკენ შებრუნდა და თავ აუწევლად მიუგო
-გამარჯობა ჰაიკა
-როგორ ხარ?
-არამიშავს თავად?-კითხა ცივად და ისევ შემობრუნდა
-მოიცა საით ამდენი ხანია არ მინახავხარ და ასე მხვდები?
-აბა,როგორ გინდა,რომ დაგხვდე?რომელი საუკუნის მეგობრობა გვაკავშირებს მე და შენ,რომ დიდი ხნის უნახავი მეგობარივით მოგიკითხო,გადაგეხვიო სახლში შეგიპატიჟო-?-კითხა გამწყრალი ხმით ზურგ შექცევით მდგარმა-მხოლოდ ერთხელ გნახე ისიც ღამით
-კარგი ბოდიში შეწუხებისთვის არ მეგონა ასე ცივად თუ მიმიღებდი-თქვა გულ დაწყვეტილმა და ისიც ზურგით შებრუნდა,ნაბიჯი უნდა გადაედგა როცა ლილიმ შეაჩერა
-კარგი მაპატიე ,უბრალოდ ისეთი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში,რომ უკვე თავგზა მაქვს აბნეული და არ ვიცი რას ვლაპარაკობ,მაპატიე,-თქვა ამღვრეული ხმით და ჰაიკას უკნიდან ჩაეხუტა-წამობრძანდი ჩემთან ყავაზე გპატიჟებ,უარი არ მიიღება
-არც ვაპირებ უარის თქმას,-მიუგო სიცილ ნარევი ხმით და უკან გაჰყვა.
ცდილობდა არ დამჩნეოდა ის ზიზღი რასაც მის მიმართ გრძნობდა და ეს საკმაოდ კარგად გამოზდიოდა ამ ცხოვრებაში ხომ ყველა ადამიანი ნიჭიერი მსახიობია ზოგიც სცენის ზოგიც ცხოვრების
-მაშინ ერთმანეთის კარგად გაცნობა ვერ მოვახერხეთ ახლა კი საკმაო დრო გვაქვს
-გისმენ რა გაინტერესებს
-მარტო ცხოვრობ ხომ,არ გიჭირს?
-რა მარტო ცხოვრება?-გაუმეორა ისე თითქოს კარგად ვერ გაიგო
-აჰამ-დაუკრა კვერი მანაც
-არა მივეჩვია,ჩვენ ადამიანები საერთოდ იოლად ვეჩვევით ყველაფერს ტკივილის გარდა,-დააყოლა ბოლო სიტყვა სისინით-იცი მე გნახე ერთ საღამოს როდესაც მე სასეირნოდ გამოვედი ვიღაც ქალთან ერთად კაფეში შეხვედი,ვინ იყო შენი მეგობარი?-ამ კითხვას და საერთოდ ამის თმას არ მოელოდა ჰაიკა რაღაცნაირად აუთამაშდა ხელები შუბლი დაეხაზა,ლილის თვალი აარიდა თითქოს არ სურდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა,ნერვიულად დაიწყო თითების ტკაცუნი და ფეხების ბაკუნს მოჰყვა
-რაზე მეკითები?ვერ მივხვდი-მიუგო,ისე თითქოს მართლაც ყურს დააკლდა და ვერ გაეგო მისი,ლილიმაც ხელახლა გაუმეორა და ყავა მოსვა,მასაც ნერვიულად აუთამაშდა მარჯვენა თვალი,ჰაიკას შემყურე
-ჩემი მეგობარი იყო და ჩემი ძმის შეყვარებული
-შენ ძმაც გყავს?თვალები გაუფართოვდა ლილის,გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა ასეთ პასუხს არ მოელოდა
-ხო,ახლა არ ვიცი სადაა რაც შეყვარებული მოუკვდა არ გამოჩენილა
-მოიცა მოიცა,მის სეყვარებულს თამუნა ხომ არ ერქვა?
-კი შენ საიდან იცი-ამის თქმაზე ლილი გაშეშდა ,გალურჯდა ხმას ვეღარ იღებდა,-ლილი კარგად ხარ?,გინდა სასწრაფოში დავრეკო?
-არა,არა-ძლივს ამოთქვა სასოწარკვეთილმა და ფეხზე წამოდგა,-და ახლა არ იცი სადაა შენი ძმა?
-არა თამუნას სიკვდილის დღეს ისინი ერთად წავიდნენ სადღაც მერე მარტო დაბრუნდა სახეზე ფერი არ ედო,ამბობდა მოკლესო,თუ მოვკალიო აღარ მახსოვს,მერე ოთახში შევარდა ყველაფერი გადმოყარა და გიჟივით გავვარდა ისე,რომ არაფერი მითხრა რა მოხდა
-შენმა ძმამ იცის თამუნდა ვინც მოკლა?-კითხა აღელვებულმა და ლოყა ჩამოიხოკა
-ლილი ფერი არ გადევს რა ხდება გამარკვიე
-მეც არ ვიცი რა ხდება,-ძალა გამოცლილი ჩაეშვა დივანში-შიო,-წარმოთქვა ხმა ჩახრეწილმა და თავში წამოირტყა ხელი
-შიო ვინაა?-გაკვირვებული მიაცქერდა ჰაიკა,ფეხზე წამოდგა და ოთაში სიარულს მოჰყვა
-შიო ჩემი ბავშვობის მეგობარია,ის დღე დღეზე ჯვარს იწერდა,ქორწინდებოდა ქალთან რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინ გამოასალმეს სიცოცხლეს
-ვერაფერი გავიგე
-რა არი აქ გაუგებარი,-ოდნავ ხმამაღლა წარმოთქვა ლილიმ და ფეხზე წამოიჭრა
-თამუნა შენი ძმის შეყვარებულიც იყო და ჩემი მეგობრის საცოლეც და ეს მკვლელი შენი ძმაა,მან გაიგო,რომ თამუნა თხოვდებოდა ეს ვერ გადაიტანა და მოკლა.
-არა ჩემი ძმა მკვლელი არაა რაღაცებს ნუ იგონებ
-მე ვიგონებ?ფაქტი სახეზეა-წარმოთქვა ცინიკურად და ჰაიკას შეშფოთებულმა შეხედა
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment