Sunday, May 4, 2014

აღიარება "1"


„ნუ წუწუნებ,ნუ მოთქვამ ბებერივით“,გაიღიმე,გარშემო მიმოიხედე რამდენი კარგი რამ ხდება,გამოძვერი მაგ სოროდან,ყოველ წამს უმეორებდა,ლილის,რაღაც ხმა შიგნიდან,თუმცა იგი ყურს არ უგდებდა,,-„შემეშვი,“-ჩასძახებდა გაბრაზებული,და რაღაც ხმაც სადღაც უჩინარდებოდა,აღარ ესმოდა  მისი მომაბეზრებელი რჩევა დარიგება,ლანძღვა და ასე შემდეგ,დეპრესიაში მყოფს საკუთარი ფიქრებიც კი აწუხებდა და მათ განდევნას ცდილობდა,თუმცა ეს ბედნირება არა და არ ეღირსა საწყალს,გრძელი შავი თმა სულ გაეშალა და შუბლზე ჩამოფხატვოდა,შავებში ჩაცმული იჯდა საფლავის წინ და მისტიროდა დაღუპულ დედ-მამას,ცრემლი ნიაღვარივით მიედინებოდა და მიწაში იმარხებოდა,იქიდან წამოსვლა არ სურდა თუმცა უკვე გვიანი იყო,აღარც მეტრო მუშაობდა,გამვლელს გაუკვირდებოდა ეს ახალგაზრდა გოგო რამ აიყვანა ამ ღამე სასაფლაოზეო,თუმცა ყველას აზრი არაფრად მიაჩნდა და წინ ყოველთვის თავის აზრს აყენებდა,სულ არ ადარდებდა ვინ რას იტყოდა ან იფიქრებდა მასზე,ძლივ ძლიობით წამოდგა,მხრებში გაიმართა,კაბა გაისუფთავა და გზას გაუყვა,ტროტუარზე მიაბიჯებდა გზას,ლამპიონები უნათებდა,ტაქსიც სადღაც გამწყვარიყო,სულიერი არავინ ჩანდა,უშიშრად მიაბიჯებდა შიშველი ფეხები ,დაღლილობისგან თავი უკონწიალებდა  და თვალებიც ეხუჭებოდა,სახლამდე კარგა მანძილი იყო დარჩენილი და იქვე ბაღში შევიდა,სკამეინკა მოძებნა რომელსაც მთვარის შუქი ანათებდა და შუა წრეში ხეებით და ბუჩქებით გარშემორტყმული ამაყად იდგა,ლილი წამოწვა და თვალები მთვარეს მიაპყრო,ცრემლი აღარ ზდიოდა,ოხრავდა,დარდს და მწუხარებას ამ ოხვრას და ღრმად ჰაერის შესრუტვა გამოსრუტვას ატანდა თან,წამით სისუსტე იგრძნო,თვალებზე ლოდი დააწვა,მთვარისგან ზურგ შექცევით დაწვა,მისთვის მოუხერხებელ თუმცა ამ წუთისთვის კომფორტულ დასაძინებელზე და ღრმა ძილს მიეცა,მთვარე კი მის ზემოთ დანარნარებდა.
-აქ რას წამოწოლილხარ სახლი არ გაქვს?,-ძილბურანში მყოფს მოესმა ხმა,თუმცა თვალები არ გაუხელია ზურგი იბრუნა და ისევ განაგრძო ძილი
-შენ რა არ გესმის?-დაუყვავა და ხელით შეანჯღრია,-ლოთი კაცივით,რომ წამოწოლილხარ,ადექი
-რა მოხდა?-ოდნავ ღია თვალებით და გაკვირვებული ხმით კითხა მის თავზე,მდგარ უცნობს,-არ მაქვს უფლება დავიძინო?-კითხა გამწყრალი ხმით და ფეხზე წამოდგომა სცადა თუმცა ძალა გამოეცალა და ისევ სკამზე ჩამოჯდა,უცნობი შეცბა,ხელში წყლით სავსე ბოთლი ეჭირა,და ლილის გაუწოდა
-მგონი,რომ კარგად ვერ ხართ,ფერი არ გადევთ, წყალი გამომართვით ცოტა სულს მოითქვამთ,მაპატიეთ ძილი,რომ დაგირღვიეთ მაგრამ აქ  ყოფნა საშიშია,მითუმეტეს ასე გვიან,-ოდნავ მორიდებულად გადახედა სკამზე მოკალათებულ ლილის რომელიც ბოთლს არ ართმევდა
-გმადლობთ,მაგრამ არ მინდა,სხვის წილ წყალს ვერ დავლევ
-ნუ ხართ ასეთი პრინციპული,გამომართვით სულს მოითქვამთ,გამოცოცხლდებით,-არ ეშვებოდა უცნობი
-კარგი რადგან ასე დაჟინებით მთხოვთ,შემთხვევით ექიმი ხომ არ ხართ?
-ყოფილი,-უთხრა და მწარედ ჩაიცინა
-რატომ ყოფილი?-
-გუშინ სამსახურიდან გამომიშვეს,-ამოიოხრა და ლილის გვერდით მიუჯდა,ორივეს თავები ჩაეღუნათ დასჯილი ბავშვებივით და ხმას არ იღებდნენ,ღამის სიმყუდროვეს,მხოლოდ ფოთლების შრაშუნი არღვევდა,ბოლოს სიმყუდროვე უცნობმა დაარღვია
-კარგით,კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს სიმყუდროვის დარღვევისთვის და ნება მომეცით სახლამდე მიგიყვანოთ,უარს არ ვიღებ,-ჩაიცინა და სკამიდან წამოდგა
-არც ვაპირებ უარის თქმას,-მიუგო ოდნავ ირონიულად  და მშველელს თან გაჰყვა,ნელი აუჩქარებელი ნაბიჯბებით მიუახლოვდნენ,მანქანას,ჯიბეში გასაღების ძებნა დაიწყო უცნობმა,რომ მიაგნო,მანქანის კარს მოარგო.
მანქანაში,რომ მოთავსდნენ,ლილიმ ახლაღა შეამჩნია,მუქი შავი თმა,მუქი მწვანე თვალები,როელიც დაღლილობისგან,ნახევრად იყო ღია,პატარა აპრეხილი ცხვირი,მშვიდი სახე,რომელის  სიმშვიდემაც მის სხეულშიც შეაღწია,მშფოთვარება,წუხილი დარდი ყველაფერი ერთიანად გააქრო,გაბადრული სახით უცქერდა,უცნობს.
-ჰაიკა,-უეცრად წარმოთქვა,უცნობმა და ლილის გადახედა,-მე ჰაიკა მქვია,მოფერებით ჰაკის მეძახიან,შენ?-გაკვირვებული დუმდა,არ მოელოდა ,უცნობის ასეთ წინსწრაფულობას
-ლილი,-მიუგო და ტუჩზე იკბინა,-ჰაიკა სადაური სახელია?
-სომხური,არ გეგონოს სომეხი ვარ,უბრალოდ მამაჩემს მოსწონდა ეს სახელი რატომღაც,“ჰაიკა“-წარმოთქვა ამაყად და პორთველიდან სურათი ამოაძვრინა,დახედა და მალევე ჩააცურა უკან,თვალზე მომდგარი ცრემლი შეიშრო და  ნახევრად ჩაბნელებულ გზას გახედა
-კარგი სახელია
-ლილი,კი ლამაზი და თითქმის იშვიათია,პირველად მესმის,თუმცა ხომ გაგიგია რაც იშვიათია ის ყველაზე კარგიაო.-მის ნათქვამზე ლილი წამოწითლდა,ჭარხალივით,და თავი ჩაქინდრა
-სასაფლაოზე რას აკეთებდი?,-წარმოთქვა უეცრად ჰაიკამ და ლილის გაოცებულ სახეს შეეფეთა,
-შენ რა იცი მე სად ვიყავი?,-კითხა გულ მოსულმა და შეუბღვირა,-შენ რა უკან დამყვები?
-არა მაგას როგორ მკადრებ,მეც სასაფლაოზე ვიყავი ასული,ჩემი მშობლების საფლავზე და იქვე გვერდით შეგნიშნე,მერე გამოგყევი ცოტახანი გელოდე,და რომ არ გამოხვედი შიგნით შემოვედი,შენ კი თურმე ჩაგძინებია
-ესეიგი მითვალთვალებდი-უთხრა გაბრაზებული ხმით და კარს ეცა
-მოიცა სად მიდიხარ,რა მოგივიდა,ცუდი განზრახვა არ მაქ,მამის სულს ვფიცავარ ცუდს არაფერს გიპირებ,დამიჯერე,-ლილი გაბრუებული იყო და ჰაიკას ნათქვამი ერთი სიტყვაც არ ესმოდა,კარის გაღებაც ვერ შეძლო,რომ გადამხტარიყო და ეშველა,საკუთარი თავისთვის,თუმცა რატომ გარბოდა?ჰაიკა არ ჩანდა ის პიროვნება,ქალზე ძალა ეხმარა,კარის ჯაჯგურს მოეშვა და საზურგეზე გადაწვა,ცრემლი  უნებურად ჩამოუცურდა და მძიმედ გადაყლაპა ყელში გაკვეტებული ნერწყვის ბურთულა
-მაპატიე,-მიუგო ნაღვლიანი ხმით ჰაიკამ და ხელი მხარზე შეახო-არ მეგონა თუ ასე განაწყენდებოდი,მე უბრალოდ დახმარება მინდოდა-ლილი მიხვდა დანაშაულს და ჰაიკას მაგრად მიეკრო,მისი ქცევით გაკვირვებული და გაოგნებული დარჩა ჰაიკა,მანქანა გააჩერა და ასლუკუნებული ქალი მკლავებში მოიქცია,შუბლზე აკოცა და,რომ დახედა, უკვა ჩასძინებოდა,სავარძელზე მიაწვინა და ისევ განაგრძო გზა.

-გმადლობ,რომ მომიყვანე,იქ ძილი საკმაოდ არაკომფორტული იყო,მაპატიე შინ ვერ შეგიპატიჟებ,არ მინდა მეზობლები ავალაპარაკო,ლილის ღამით უცხო კაცი მოყავს სახლშიო,მათი ჭორაობის თავი არ მაქვს,კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გაწეული დახმარებისთვის
-არაფერს,რას ბრძანდებთ დიდი პატივია თქვენი დახმარება,რომ შევძელი-უთხრა ღიმილი ნარევი ხმით ჰაიკამ და მანქანისკენ დაიძრა,სანამ მანქანა ადგილს მოწყდებოდა,უცქერდა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა,უცნობის გამოჩენამ მასში რაღაც გარდატეხა მოახდინა,სახიდან ღიმილს ვერ იშორბედა,აღარც ფიქრების განდევნა სურდა,ორი წელია უკვე რაც შავებით დადის,დროა გარდერობი განაახლოს,კარადაში ვერ ნახავდით ფერად სამოსს,არჩევანიც ძალიან იოლი იყო,შავი კაბა,შავი მაიკა,შავი ფეხსაცმელი,ყველაფერი შავი,რამდენიმე  მაინც დაიტოვა დანარჩენი კი გადაყარა,მაღაზიები დაიარა და რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი იყიდა,ადრე თუ შავ ფერს აქცევდა ყველაზე მეტ ყურადღებას,ახლა თითქმის ყველა ფერის სამოსი იყიდა და კარადა ააჭრელა,წამ და უწუმ აღებდა ორი სათის წინ შელაგებულ სამოსს უცქერდა და თავისი ქცევით კმაყოფილი ხურავდა ისევ კარადის კარს,მეზობლებას არ გამოპარვიათ მისი ასეთი ცვალებადობა,საღამოობით კოჭებამდე კაბას იცმევდა,ჭრელაჭრულა ზოლებით და სასეირნოთ გადიოდა,თმები ისევ გაეშალა,ახლა უკვე კულულები გაეკეთებინა და პეპელასავით დაფარფატებდა ქუჩაში,
გვერდით ნაცნობმა მანქანამ ჩაუარა,მოშორებით გააჩერა და მაღალი საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი გადმოვიდა,შემდეგ გააღო კარი და ,მოკლე სადა კაბაში გამოწყობილი ქალი გადმობრძანდა,ხელი ხელში გაუყარა და ერთად შევიდნენ იქვე მდგარ კაფეში,ლილის დაინტერესდა და უკან გაჰყვა,როდესაც კაფეში შევიდა ძალიან არასასიამოვნო რამე შეიტყო,მამაკაცი,რომელსაც გუშინ ღამით ეხუტებოდა და ღამე მასზე ფიქრებში ვერ იძინებდა,ვიღაც ქალს წელზე ხელ შემოხვეული ებაასებოდა და უღიმოდა,ლილიმ შეუმჩნევლად დატოვა იქაურობა,ცრემლი ნიაღვარივით მიედინებოდა,გული ამოხეთქვას ჰქონდა,სიბრაზისგან ნესტოები დაბერვოდა,მუშტები შეკრა და ისეთი მიიწევდა წინ გეგონებოდათ,ვინმეს მოსაკლავად მიდისო,საშინლად განიცადა,ჰაიკას უცხო ქალთან დანახვა,ყველა ოცნება და იმედები წყალში ჩაეყარა,ეგონა ჰაიკა ის ერთადერთი იყო ვისაც ყველა ქალი ელოდება,რომელსაც“თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს უწოდებენ“,და მის მოლოდინში ბერდებიან.მთელი დღე დაბოდიალობდა,არც სახლში მისვლა სურდა არც ჰაიკასთან შეხვედრა,სიკვდილზე ფიქრი აეკვიატა,თუმცა არ სურდა ღვთის დაუკითხავად მოეწერა,ამ განაჩენზე ხელი.იმედ გაცრუებული და ბედით უკმაყოფილო დაბრუნდა ისევ სახლში.

No comments:

Post a Comment