Sunday, May 4, 2014

გრაცია "4" დასასრული


""""""""""
-"ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მშვენიერნი და ბედნიერნი და არ დაკარგონ დედამიწაზე ცხოვრების უნარი. მე არ მინდა და არ შემიძლია დავიჯერო, რომ ბოროტება შეიძლება იყოს ადამიანის ნორმალური მდგომარეობა.."
-დოსტოევსკის "იდიოტი",-ჩაეღიმა გიორგის,-ამხელა ცოდნის პატრონი ამ მოკუჭულ ქვეყანაში რატომ ხარ,რამხელაზე შეგიძლია გაიწვდინო ხელი და აიღო რაც გსურს მაგრამ იმას ჯერდები რაც ოდნავი ხელის გაწევით ან თუნდაც არ გაწევითაც კი შეგიძლია მიიღო,ვერც შენ იჯერე,რომ ბოროტი ადამიანი ნორმალრ მდგომარეობაში არაა,ხო რათქმაუნდა ის ხომ ბოროტია
-ბოროტად არ იბადები,ასევე არ იბადები ყველაფრის მცოდნე,იზრდები და ყველაფერს სწავლობ,გარკვეული გარემოება კი ადამიანს ხდის ბოროტს,გულღრძოს,ჩაკეტილს,მე ვთვლი,რომ ჯერ კიდევ მაქვს დედამიწაზე არსებობის სურვილი და ჩემი სიმძიმითაც არ ვაწუხებ მას
-შენ მთელ სამყაროს სჭირდები დავით,საოცარი ადამიანი ხარ,ყველაფერი შენი მეშეობით მოგვარდა რაც კი იყო,ძლიერი ხარ და ძალიან საამაყოა შენი მეგობრობა,-ლოყებ შეფაკლული იდგა დავითი და ისმენდა,ქებას საკუთარი თავისადმი,გიორგი მას მთელი ცხოვრება იცნობს და ყველაფერი მნიშვნელოვანი თუ უმნისვნელო რამ იცის,აღელვებს მეგობარი და მუდამ მის გვერდში დგას
-ანნას რთული ხასიათი აქვს,მამამისივით,სწორედაც,რომ ეგ მაწუხებს,ალბად ერთმანეთსაც მაგიტომ,ვერ ეგუებინა ხომ იცი ორი ერთნაირად მოაზროვნე ადამიანი,ხანდახან ერთმანეთის მტრებად იქცევიანო,ისინიც ზუსტად ასე არიან,სხვაგვარი მიზეზებიც აქვს ანნას,კახა არც ისე პატიოსანი კაცია და სვილის უბედურებაზე ააწყო ცხოვრება,უფრო სწორად ცდილობდა აეწყო მაგრამ,ახლა ნანგრევებიღა შერჩა,მისი წყალობით გარდაიცვალა ანნას დედა და მისივე წყალობით გავიცანი ჩემი სულის ნაწილი
-მასზე,რომ საუბრობ,თვალები გემრვრევა,გიბრჭყვინავს,ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ჩემს მეგობარს ოდესმე შეუყვარდებოდა,-ცერებულად გაეღიმა გიორგის და სათვალე შეისწორა.
იგი არის მაღალი,გამხდარი,საკმაოზე მეტადაც და ბავშვობაში დავითი კაკლის საბეტყ ხალას ეძახდა,რადგან ლამის ორ მეტრს აღწევდა და სტანდარტულ კარებში მოხრილი შედიოდა,ახლა 40 წლისაა და სიმაღლე აღარ აკომპლექსებს,ორი მეტრი რა ბევრია ახლა,მუქი ყავისფერი თვალები აქვს,მხედველობა დაქვეითებული ამიტომ,ატარებს სათვალეს,არის ძალიან სუფთა,საკმაოდ ზრდილობიანი და ყურადღებიანი,მათ დავითსაც და გიორგისაც თითქმის ერთნაირი თვისებები აქვთ,ქცევა,შეხედულებები,ბევრჯელ დაემთხა მათი აზრები ერთმანეთს და ამაზე ბევრიც უმხიარულიათ,მოკლედ ეს ხალასავით კაცი ხელებ გადაჯვარედინებული იდგა დავითის თავზე და გულისყურით უსმენდა მას.
-ჩემშვი დიდი გარდატეხა მოახდინა,უკვე ყელში მქონდა მომჯდარი და საშინლად მტკიოდა,შენ,რომ გიპოვე ამოვისუნთქე,-ყელი მოისრისა დავითმა და სავარძლიდან წამოდგა,ჩია კაცივით ჩანდა გიორგის გვერდითთუმცა არც თავად იყო პატარა,თანაც გიორგიზე შევსებული ტანისაა,დაკუნტული,რომ შეხედავ და გესიამოვნება,.
-შენი ტურფაა,-ჩაეღიმა გიორგის და მხარზე დაეყრდნო
-არა ჩემი გრაციაა
-გრაცია რა არის,ამიხსენით განათლებულო ყმაწვილკაცო,-ცერებულად გაეღიმა და ხელები ჩამოუშვა
-გრაცია ნიშნავს მშვენიერებას,ანნა ჩემი მშვენიერი ქალბატონია და არ დაგავიწყდეს "ჩემი",-ეშმაკურად გაეცინა დავითს და მუშტით დაეყრდნო მაგიდას
-მეც მინდა მყავდეს "ჩემი",გრაცია,რომელიც მხლოდ,"ჩემი"იქნება,-მოღუშული სახით თქვა მან
-სწორად ეგაა პრობლემა,რომ ანნა ჩემი გრაცია არაა და ვერც ვერასოდეს გახდება
-რატომ?,-გაოცებული დააცქერდა მას
-არ ვუყვარვარ,უფრო მეტიც ვძულვარ,ყველა სხვა სიკეთესთან ერთად,მისი გამოხედვა მეუბნება,როგორი უარგისი ადამიანი ვარ
-ამას ნუ ამბობ დავით,შენც კარგად იცი,რომ ეს ასე არ არის,თუ ქალის თვალებში სიძულვილს კითხულობ ალბად მის თვალებს კარგად არ აკვირდები,თორემ სიძულვილს თან უზადო სიყვარული ახლავს
-გულისხმიერებას და ღირსებას შენ ვერავინ გასწავლის
-შენ მითუმეტეს,წადი და დაუდექი გვერდით ისე როგორც მისი ქმარი და არა როგორც მცველი,აგრძნობინე სითბო,გული მოულბე,დამერწმუნე მოლბება და სიძულვილიც წამში გაქრება
-რთულია,ასე ერთბაშად ყველაფრის თქმა,მინდა ნაბიჯ ნაბიჯ მივყვე,ჯერ ეს მერე ეს..
-ცხოვრება ისნტრუქცია არაა მეგობარო,ისე უეცრად გაქრება დღეები,თვები,წლები,ანნა-მარია..'ც,კი გაქრება
-არა ის არ გაქრება,აქ გულში სამუდამოდ იქნება,-ძლიერად მიიჭირა ხელი გულზე
-ხო მაგრამ,მან რა იცის,შენს გულში რა ხდება,თუ არ გაუზიარებ
-დროთაგანმავლობაში მიხვდება
-რომ ვერ მიხვდეს?,ეს ცხოვრება ფუჭად ჩაივლის და შენ ემგვანები გაცრეცილ ფოთოლს,შემოდგომის მიწურულს ასფალტზე,რომაა შემორჩენილი,-ცერებულად გაეღიმა და სავარძელში მოწყვეტით დაეშვა,თვალები დახუჭა,ფეხი ფეხზე გადაიდო და ნიკაპი მაღლა აწია,-წადი...წადი,-როგორც სიზმარშია,მკრთალად,რომ გვესმის ხმა,ასე მკრთალად მიუგო გიორგიმ და ხელი გააქნია,-წადიი,'სანამ დროა,-ისე თქვა ბოლო ასო თითქოს ჰაერი აღარ ჰყოფნიდა,ხელებს კი ჰაერის დიდი მარაგის მოსაგროვებლად აქნევდა
დავითს გაეცინა და ოთახიდან გავიდა,თავი გადაატრიალა და ისევ უკან შებრუნდა
-არ გამაცილებ?,-კითხა სიცილით და სახელურზე ჩამოეკონწიალა,გიორგი ზანტად წამოდგა სავარძლიდან და გაფლატუნდა
-იმედია ჩემს რჩევას გაითვალისწიენბ,-შემოსასვლელში დააყუდა დავითი,მხრებზე დაეყრდნო და თვალებში ჩააშტერდა,დათო დაიმანჭა
-გამიშვი მე ვიცი რასაც გავაკეთებ,-სერიოზული სახე დაიჭირა მან,გიორგიმ ხელები ცამოუშვა და გაისტუმრა,ხელების ქნევით გაიარა,მისაღები და ისევ სავარძელში ჩაესვენა,დათო კი ამასობაში უკვე მანქანაში იჯდა და თავი საჭეზე ედო,აწევა ეზარებოდა,სანამ კარგად არ დაეტყო შუბლზე საჭის კვალი,მთელი სახე აუჭრელდა,გასაღები მოარგო და ძრავი აამოქმედა.

ანნა საწოლზე გაბუსხული იჯდა,ხელები გადაეჯვარედინებინა და ფეხები წინ გამოეწია,აღარც თავის ტკივილი ახსოვდა აღარც არაფერი გარდა დათოსი,ლილი გაბადრული სახიტ უყურებდა და ხმას არ იღებდა,გაყუჩული იდგა ოთახის კუთხესთან და უცქერდა ანნას
-სად წავიდა,-იღრინებოდა ის და ხელებს უაზროდ აფათურებდა
-რა შვილო,-მიუგო ლილიმ და მისკენ წავიდა
-რა,კიარა ვინ,-გაბრაზებული წამოდგა და აქეთ-იქით დაიწყო სიარული ციბრუტივით ტრიალებდა
-დაჯექი,თავბრუ ნუ დამახვიე,-დაუყვავა ლილიმ
-ამდენი ხანი მარტო რატომ დამტოვა,-ნაცრისფერი ტვალები მიანათა მან
-დამშვიდდი,მოვა მალე
-შენ იცი სადაცაა?
-არა არ ვიცი
-აბა რატომ ამბობ,რომ მალე მოვა
-უკვე დიდი ხანია გასულია და ვფიქრობ,ლოგიკურად,შვილო,დაჯექი დაწყნარდი,სულ ასეთ დღეში ნუ ხარ,მოვა სად წავა კიარ გაიქცევა,-სიცილით მიუგო ლილი და ძალდატანებით დასვა საწოლზე
-მე გარედ გასვლა მის გარეშე მეკრძალება თავად კი სულ არ ფიქრობს ჩემზე,ყველგან მარტო დადის
-ერთადერთხელ წავიდა უშენოდ,სადღაც რა თავი გაიგიჟე,-გაოცებული დარჩა ლილი,უეცრად ანნამ შუბლზე მიირტყა ხელი
-მეგისთანაა,-ამოიგმინა და მეორედ შემოიტყა შუბლზე ხელი,-არ უნდა წამეყვანა,ახლა გზა იცის და როცა მოესურვება მაშინ ნახავს
-ნუ ხარ სულელი ბავშვი,დათო მასეთი ადამიანი არაა,-გაუწყრა ლილი,-დამშვიდდი და წყნარად დაელოდე,-ანნა ლილის სიტყვას მიენდო,გაყუჩდა და დაელოდა დავითის მოსვლას.

შედგმული არ ჰქონდა დავითს ფეხი,მის წინ,რომ აეტუზა საწყლად ანნა და წინ აღარ უშვებდა,სანამ ანნა დაიწყებდა დავითმა დაასწრო
-ჩემს ძველ ნაცნობს შევხვდი,სახლში დამპატიჟა,მეც უარი ვერ ვუთხარი და მაგიტომ მომიწია შეყოვნება,თორემ ამდენხანს მარტო არ დაგტოვდი,ბოდიში აწი თან წაგიყვან,-მოღუშული სახე ნელ-ნელა გაეხსნა ანნას და კისერზე ჩამოეკიდა
-კარგს იზამ,-თვალი ჩაუკრა და გზიდან ჩამოეცალა,დათო გაოცებული შევიდა მისაღებში ,უკან მიჰყვა ანნა-მარიაც
-მაგ შენს ნაცნობს სახელი არ აქვს?,-წყლით სავსე სტაქანი ლამის ძირს გაუვარდა დავითს,წიკვინით,რომ წარმოტქვა ბგერები ანნამ
-მართლა პატარა ბავსვი ხარ,კი აქვს გიორგი ჰქვია,-ყლუპ-ყლუპად მოსვა წყალი და სტაქანი ნიჟარაში ჩადო,-ლილი სადაა?
-ოთახშია,-მიუგო მან და უკან შებრუნდა,-მეც ოთახში ვარ,-თქვა და წავიდა,დავითმა ხელი მოისვა შუბლზე და ჭერს მიაშტერდა
-ღმერთო რა დავაშავე,-ამოიგმინა და ტელევიზორის საყურებლად დივაზე წამოწვა
-დროა ქორწილზე ვისაუბროთ,-თავზე დააცხრა ანნა,დათო გაოცებული წამოიწია და ანნას ახედა,-მასე ნუ მიყურებ,აღარ უნდა დავქორწინდეთ,რაც უფრო იწელება ეს სპექტაკლი უფრო მღლის,სანამ გადავიფიქრე შენი ცოლობა,სწრაფად დავასრულოთ ყველაფერი,-მკვეთრად წარმოთქვა მან და მის გვერდით დივანზე ჩამოჯდა,დათო კარგახანს იჯდა გასუსული,გაოგნებული იყო მისით,ანნა კი იჯდა და ელოდებოდა,როდის ეტყოდა რამეს
-მსვენიერია,-გაეღიმა მას და დივნიდან წამოდგა,-გინდა ქორწილზე საუბარი,ვისაუბროთ,-თქვა და საათს მიაშტერდა,რომელიც კედელზე იყო მიკიდული და გულის გამაწყალებლად წიკწიკებდა,ანნამ თავი დაუქნია და გაიტრუნა,-ქორწილში ალბად ხვდები შენც,რომ ბევრი სტუმარი გვეყოლება,ჯიბე ავსებულიც და ჯიბე გამოფხეკილიც,მოწყობაში და გაფორმებაში მე არ ვერევი,შენ როგორც გინდა ისე მოაწყობ ყველაფერს,ჩამოწერ იმ სტუმრების სიას ვინც გინდა,რომ იყოს ამ დადგმის მაყურებელი,საკვებზე ლილი იზრუნებს,შენ ვერ მოგანდობ,მარტივად მოგვარდება ყველაფერი,დაქირავებული მყავს უკვე,მუსიკოსები,მზარეულები,დარბაზი სადაც მოეწტობა ეს ყველაფერი და ისღა დაგვრჩა,ზემოთ ხსენებულს მივხედოთ,-გაეღიმა და ხელები ერთმანეთში გადახლართა
-კაბა?,-წარბები აზიდა ანნამ
-კაბის საყიდლად შენ,მეგი და გიორგი წახვალთ,მეგისთან,რომ ვერ ავაწყო ურთიერთობა მეჯვარე იყოს,გიორგი კი ჩემი მეჯვარე იქნება,მაინც თავს ვიზღვევ,-თვალი ჩაუკრა და ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-აუტანელი ხარ,-შეუბღვირა ანნამ და ზურგი აქცია,დათოს გაეღიმა და მხარზე ნაზად დაადო ხელი,ანნა შეკრთა,ტანში ელვასავით დაუარა 'რაღაცამ' და აკანკალდა,დავითს ისე შესცივდა,თითქოს ყინვაში მდგარიყოს გაცრეცილი მაისურით,მიიხუტა და თავი მის მხარზე ჩამოდო,ანნა ხმას ვეღარ იღებდა,იყო მიკრული იმ კაცის სხეულზე,რომელიც ასე ძლიერად უყვარდა და მისი ყოველი შეხება რაღაც არა ამქვეყნიურ შეგრძნებებს უჩენდა,ვერც ფეხებს გრძნობდა,რომ მყარად დგომა შესძლებოდა,თტქოს სხეულიდან სხისხს სწურავდნენ,ყურის ბიბილოზე,ცხელი ჰაერი იგრძნო და ლამის ჭკუიდან გადავიდა,მაღლა ტუჩი ოდნავ შეახო დათომ
-ანნა,რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი,-ანნა კიდევ უფრო დიბნა,თვალები ძლიერად დახუჭა და ხელები მომუჭა,ვერც ტრიალდებოდა რადგან დავითი არ აძლევდა ამის საშვალებას,ვერც ხმას იღებდა,რომ,"რა"მაინც ეთქვა,დათომ კიდევ უფრო ძლიერად მიიკრა,უკვე მასაც აღარ შესწევდა ძალა უმოქმედოდ ყოფნის,კისერზე დაუსვა ხელი და ნაზად აკოცა,შემდეგ ისევ ყურთან მიიტანა,ათრთოლებული ტუჩები და ჩასჩურჩულა
-კაბაზე იარლიყი დაგრჩენია,-წარმოთქვა სარკასტულად,ხელი ცივად შეუშვა,კბილით მოწყვიტა კაბაზე მიმაგრებული იარლიყი და მაგიდაზე დააგდო,ანნას სიბარზე მოერია,სახე აეწვა,მისკენ შებტუნდა და ხელების დამორჩილებას ცდილობდა
-ყველაზე,აუტანელი,ეგოისტი და რეგვენი ხარ,ვერ გიტან,იმედია მალე გაივლის ერთი წელი,რომ შენგან გავთავისუფლდე და საერთოდ ყველასგან.-დათოს გაეღიმა და მაჯებზე ძლიერად მოუჭირა ხელი
-რას ელოდი,მითხარი,რაც ჩამოთვალე ეგ ყველაფერი ვარ კი და ეგ კარგად დაიმახსოვრე,ვერ მოგატყეუბ,რომ რამეს ვაპირებდი და იარლიყმა შემაჩერა,ეს უბრალოდ წახალისება იყო,-თვალი ჩაუკრა და ტუჩზე იკბინა
-40 წლის კაცის კვალობაზე,ზედმეტად თავხედი ხარ და ცანცარა,სერიოზული იმიჯი გაქვს შექმნილი მაგრამ,არასერიოზული ხარ,იცი,როგორ ვერ გიტან?,-უარყოფის ნიშნად თავი გააქნია დავითმა,მისკენ მიიზიდა და თვალებში ჩააცქერდა,ცხელი ჰაერი ანნას სახეს ეხეთქებოდა და მთელ სხეულზე ეკლება დააყარა,დათოს ბაგე იმდენად ახლოს იყო მაგრამ,შეხებას ვერ ბედავდა
-არ ვიცი,შენ მითხარი,-საუბრისას დაბლა ტუჩზე ოდნავ შეეხო,ამან სულ მთლად გააგიჟა,მტაცებე ცხოველს დაემზგავსა,არც დატოსთვის იყო მარტივი ამხელა ცდუნებისთვის გაეძლო მაგრამ,რადგან დაიწყო ვერც საზღვარს გასდებოდა და ვერც შეწყვეტდა
-ხელი გამიშვი,-მკაცრად მიუგო მან
-ესაა შენი პასუხი?,-ირონია ნარევი ხმით მიუგო დათომ და ჩამოშორდა
-რასაც შენზე,ვფიქრობ,რომ გითხრა გულის შეტევა დაგემართება
-რა მზრუნველი ხარ
-ნუ მამწარები დათო,ჯობია მიფრთხილდე,-შეუბღვირა და ამღვრეული ტვალები მოარიდა,უკვე ხმაზეც შეეტყო,დათო დაიბნა,მისი ამღვრეული ხმა,რომ გაიგო
-დასალევად მინდა წასვლა წამოხვალ?,-სიტყვაციის განსამუხტად თქვა დატომ და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა,ანნა თავს არ იღებდა,დივანზე ჩამოჯდა და საწყლად მოიკრუნჩხა,დატოც გვერდით მიუჯდა და ხელი დაადო მხარზე მაგრამ,ანნა მიიწია და მისი ხელი მთელი ძალით დაენარცხა დივანზე,-პატიებას არ გთხოვ,უბრალოდ წამოდი,კიდევ მარტო ვერ დაგტოვ,მეგისაც უთხარი,მე გიორგის შევუთანხმდი უკვე,თან გავაცნობთ ერთმანეთს სიტყვაციას ავუხსნით,-ანნამ თვალები შეიმშრალა და დათოს ახედა,ნიკაპი უცახცახებდა,ლამის ისიც აატირა,ხელი მოხვია და მიიხუტა
-კარგი წამოვა,დუდღუნით მიუგო და ჩამოშორდა,-წავალ გამოვიცვლი,კოსტუმი დაგისველე შენს გამოიცვალე,-თქვა და ფეხზე წამოდგა,დათოს გაეღიმა და ისიც წამოდგა.

რამდენიმე ხნის შემდეგ,ორივე სათანადოდ გამოეწყო,ლილის დაემშვიდობენ და სახლიდან გავიდნენ,ანნა მის გვერდით ვერ დგებოდა,მათ შორის იმხელა მანძილი იყო კიდევ ორი კაცი ჩადგებოდა,როდესაც კიბეებზე ჩადიოდნენ.
-მეგის დაურეკე?,-უკვე გარეთ იყვნენ,როდესაც კითხა დათომ,თან მის სახეს დააკვირდა,გაახსენდა სულ პირველად,რომ ჩაისვა მანქნაში,როგორ სასაცილოდ ეცვლებოდა მიმიკა,რამე ისეთს,რომ უხსენებდა,ახლაც ზუსტად ისეთი მიმიკა მიიღო,როდესაც დათომ მეგიზე ჩამოაგდო საუბარი,-დამშვიდდი,ერთი წელი ქმარს არავინ გართმევს,-ჩაეცინა მას,-თანაც მეგი მეჯვარე იქნება ქორწილში რა განერვიულებს
-გიორგი სიმპატიურია?,-უეცრად თქვა ანნამ და ტუჩზე მწარედ იკბინა,დათოს სახე ეცავალა,-რა განერვიულებს ის ხომ შენი მეჯვარე იქნება,-კისკისით მიუგო ანნამ და მანქანაში ჩაჯდა,თავი გააქნია დათომ და ისიც მოკალათდა
-მორჩი კისკისს და დაურეკე მეგის მე გიორგის დავურეკავ,-ცერებულად გაეღიმა და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან,ორივემ ერთდროულად დააჭირეს მწვანე ღილაკს და ერთდროულად გაისმა გასვლის ზარი.
-მეგი
-გიორგი
-მეგი,მე და დათო მივდივართ დასალევად ბარში და ხომ წამოხვალ,
-წამოვა აბა რას იზამს,-ჩუმად უთხრა დათომ,თვალი ჩაუკრა და განაგრძნო გიორგისთან საუბარი
-ნუ მიმწარებ რძალს,-იქიდან დაუყვავა გიორგიმ და დათოს გაეღიმა
-კარგი,კარგი გელოდებით,-უთხრა და ტელეფონი გათიშა.


ბარში ხალხმრავლობა იყო,განსაკუთრებით მაშინ ახმაურდნენ,როდესაც ანნა-მარია დაინახეს,იგი ძალიან შეწუხდა და დავითის უკან იმალებოდა,მას კი ეღიმებოდა,ბარის კუთხეში ჩამოსხდნენ,დავითმა ლუდი შეუკვეთა და სანამ მოიტანდნენ მეგის და გიორგის საუბარი გაუბა
-შენ იქნები ჩემი მეჯვარე,შენ კი ანნას მეჯვარე,-ანნამ შეატყო მეგის არ მოეწონა,ასე უცებ დანათესავება დათოსთან,ანნას საშინლად ესიამოვნა მაგრამ,არ შეიმჩნია,რას იფიქრებდა ოდესმე თუ ბავსვობის მეგობარზე რამე ცუდი გაუხარდებოდა მაგრამ,დატო იმდენად შეუყვარდა,რომ ეგოისტად იქცა,არა ცუდთან ერთად მან კარგიც ისწავლა,მან სიყვარული ისწავლა,ეს ხომ საკმაოდ ძლიერი გრძნობაა და ზოგიერთი უამისოდ კვდება,წარმოუდგენლად მეჩვენება ცხოვრება საყვარელი ადამიანის გარეშე
-არ გინდათ ეს ქორწილი სამუდამო,რომ იყოს?,-ეშმაკურად შეაპარა გიორგიმ,ანნა გაიტრუნა,თავი დახარა,დათოს კიდევ ფერები გადაუვიდა,გიორგის,რომ რამე ეთქვა ყელში წვდებოდა
-ერთი წელი,მხოლოდ ერთი,-მკაფიოდ წარმოთქვა დატომ და ანნას დახედა,რომელიც საწყლად იყო მოფუზული,როდესაც ლუდი მიიტანეს,კარგახანი პირს არ აკარებდნენ
-ერთი ბოკალი და ვწყვეტთ სმას,-ტუჩზე მიადო თითი ანნას დავითმა და ცერებულად გაეღიმა
-ორი ბოკალი და ვწყვეტთ,-მიუგო ანნამაც და მანაც დაადო ტუჩებზე თითი
-ერთი და ვსო,ორი ბევრია,-ძლივს გამოთქვა ბგერები,-თითები საუბარში ხელს მიშლის,-წუწუნით მიუგო და აკოცა,ანნა დაიჭყანა და თითები მოაცილა ტუჩიდან
-გთხოვ ორი,მეტი აღარ,-ამღვრეული თვალები მიანათა ანნამ
-თავს ვერ შემაცოდებ,მერე ისევ ჩემი სათრევი უნდა გახდე,დათვალე ერთი ამ ტვეში რამდენჯერ გათრიე
-რა უნამუსო ხარ,-ცხვირი აუბზუა და ბოკალი აიღო,-ორი,-ჩაილუღლუღა და გადაკრა,ბოკლში ქაფის ნარჩენებიღა იყო შემორჩენილი
-ლუდი ძალიან გყვარებია,-გაეცინა გიორგის
-ამას კითხე ერთი,რომელი სასმელი არ უყვარს,-მკვახედ მიუგო დავითმა და გადაიხარხარა,ანნამ ტუჩები ააწკლაპუნა და მხარზე მიეყრდნო,-ახლა არ მითხრა,რომ დათვერი...-გაოცებული დააცქერდა იგი
-არა კიდევ მინდა,-წუწუნიტ მიუგო ანნამ
-არა მეთქი,-დაუბღვირა დათომაც
-დალიოს შეეშვი,მერე მიგატანინებ,-გიორგისაც გაეცინა
-არავინ არ მიმიტანს მე მაქვს ჩემი ფეხები,უფლისგან ბოძებული,ორ ბოკალში არ დავთვრები,-ირონია ნარევი ხმით მიუგო ანნამ გიორგის და ცალი წარბი ზანტად აზიდა,დათომ თავი გადაატრიალა და კიდევ ერთი ბოკალი ლუდი შეუკვეთა,ანნას თვალები გაუბრწყინდა მის წინ კიდევ ერთი სავსე ბოკალი,რომ დადგეს
-ლოთი ხარ,ამას წყალი არ გაუვა,-ხარხარით უთხრა დატომ და გიორგის თვალი ჩაუკრა,მეგი ისე იყო გატრუნული,მისი იქ ყოფნა გადაავიწყდათ,ყველას ანნას გარდა,მთელი გულისყურით აკვირდებოდა
-მეგი,შენ გიორგი გაგაცილებს,-უთხრა ანნამ და გიორგის გაშტერებულ სახეს შეხედა
-რა პრობლემაა,-წარმოთქვა გიორგიმ და მეგის დაჯღანულ სახეს,რომ შეხედა წაუხდა ხასიათი,მეგიმ ნაძალადევად დაუქნია თავი,-წავიდეთ უკვე?,-უთხრა გიორგიმ,მანაც თავი დაუქნია და ძლივ-ძლიობით წამოდგა მაგიდიდან
-ხომ არ დაგვითვერი?,-კისკისით მიუგო ანნამ და დათოს ჩაეხუტა,უკვე ვეღარ განსაზღვრა საკუთარი ქმედება,ეს ყველაფერი მას სურდა განა მეგის გასამწარებლად აკეთებდა,დატოს სახეზე მოკიდა ხელი და მწყურვალივით დააცხრა ტუჩებზე,მეგის სახე აეწვა,უარესად დაემანჭა სახე
-ჩვენ გავიდეთ,ამათ ხელს ვუშლით,-მკვახედ მიუგო მეგიმ გიორგის და წავიდა,ისიც გაჰყვა,ანნა და დათო,რომ გამოერკვნენ ერთმანეთს გაოგნებულები უყურებდნენ
-მე..მე,-მძივივით დაიბნა ანნა,დათომ ტუჩებზე დაადო თითები და გააჩუმა
-ჯობია ჩვენც წავიდეთ,-ნაძალადევად გაეღიმა მას
-მაპატიე,მე
-არაუშავს,ვიცი ეს მეგის გასამწარებლად გააკეთე,არ მოგატყებ ძალიან სასიამოვნო იყო,კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი,-თვალი ჩაუკრა დათომ,ანნას მისი სიტყვები ესიამოვნა,წყენით სრულებით არ სწყენია
-არა ეს მეგის გამო არ გამიკეთებია,ნუ გეგმაში ის იყო მაგრამ,
-რა მაგრამ-დათო ჩააცქერდა,ამღვრეულ თვალებში და მისგან უთქმელ სიტყვას მოელოდა,ანნას ლოყები შეეფაკლა,ხმა ვეღარ ამოიღო,ფეხზე წამოდგა და მაგიდას დაეყრდნო,რადგან წონასწორობის შეკავება გაუჭირდა
-სახლში წამიყვანე გთხოვ,-ამოილუღლუღა მან,დატოც წამოდგა ხელი შემოხვია წელზე და ბარიდან გაიყვანა
-ხომ ხედავ ისევ,მე მომიწია შენი თრევა,-სიცილით მიუგო დათომ
-ჰო'რას ვიზამთ,-ნაძალადევად გაეღიმა ანნასაც.
სახლამდე ისე სწრაფად მივიდნენ ვერც კი გაიაზრეს,კარგახანი გაჩერებულ მანქნაში ისხდნენ,კორპუსის წინ და ერთმანეთს უცქერდნენ,არც დათო ამბობდა რამეს და არც ანნა,ორივე გატრუნული იჯდა
-მოდი დღეს რაც მოხდა დავივიწყოთ,-მისი სიტყვები ისარივით ჩაერჭო გულში ანნას,დატო იმის დავიწყებას სთხოვდა რაც მის სიცოცხლეში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო,პირველად შეეხო მამაკაცი მის ტუჩებს,სხეულს,კანს,პირველად იგრძნო კაცის სითბო,დათო კი ამის დავიწყებას სთხოვს,არა ეს მისთვის სიკვდილის ტოლფასია,არა ის ვეღარ გაუძლებს ამდენს,იტყვის,რომ მე არ შემიძლია მაგრამ,....'
-კარგი,უკვე აღარც მახსოვდა,-თავ დახრილმა მიუგო და მანქანიდან გადასვლა დააპირა,დავითი სწრაფად გადავიდა და გადმოსვლაში მიეხმარა,ანნამ კისერზე მოხვია ხელები,დათომ ხელში აიყვანა და კარი ფეხით მიხურა
-ხომ არასოდეს მიმატოვებ,-ანნას თვალები ჰქონდა დახუჭული და დათოს მკერდზე ედო თავი,მის სურნელს ბოლომდე ისრუტავდა,სასმელივით ათრობდა და გონებას უკარგავდა
-არა პატარავ,-მიუგო თბილი ხმით დათომ
-არა შენ მიმატოვებ,იმიტომ,რომ არ გიყვარვარ,სხვა გიყვარს,არ გჭირდება შენ ბავშვი,-ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე,დათო გაჩერდა ბოლო კიბეზე და დააცქერდა,მასაც აემღვრა თვალები და წვეთებმა ანნას სახეზე განისვენეს
-მე შენ არასოდეს მიგატოვებ რადგან,...'-ღრმად ჩაისუნთქა მან
-რადგან?,-ლუღლუღით მიუგო ანნამ,-მე არ მჯერა კაცის სიტყვის,იცი არასდორს არავინ შეხებია ჩემს ტუჩებს,იცი,რომ ბაგეთა ქალწულობა შემოგაფლითე?,შენ კი შენ კი მთხოვ დამავიწყდეს ის რაც გავაკეთე,ის რაც მე გავაკეთე არ იყო ძალით,ეს მე მინდოდა,სულით ხორცამდე მინდოდა
-გთხოვ გაჩუმდი,-ძალა აღარ ჰყოფნიდა დათოს,-მე არ ვიცოდი თუ შენ..
-თუ მე არასოდეს არავინ შემხებია ხო,-ანნა ჩამოსვა და ძლიერად ჩაიხუტა,ისე ძლიერად,რომ სუნთქვა შეეკრა,ჩახუტებისგან ორივეს სხეული და სული ატკივდა'თ.


სხეული ისე ხურდა თითქოს ცეცხლი ეკიდა,ეს ყველაფერი ბოლოს უღებდა,ყელი ეწვოდა უთქმელი სიტყვების გროვისგან,მხურვალედ შეეხო ანნას შუბლზე და საწოლზე დააწვინა,კარგახანს იდგა მის თავთან და უცქერდა,უცქერდა და ცრემლი საბანზე ეცემოდა,"როგორ მძულხარ ჩემო თავო,დამპალო ხორცო და მკვდარო სულო,-ერთი ორმოტრიალი ჰქონდა გულში,ფიქრებში,ნეტავ შეეძლოს,ნეტავ...შეეძლოს უთქმელის თქმა,აუხსნელის ახსნა..,იმ დაუსრულებელი,მელაქნონიური სიყვარულის ახსნა...,ტანჯვა რომელიც ასე ძლიერად აქვს სხეულში,აღარ უნდა მას სტკიოდა ხორცი,ისე როგორც ჭრილობა,...ქანდაკებასავით იდგა და უყურებდა მას,ქალს რომელსაც წამწამებზე ცრემლის კვალი შერჩენოდა...,არა ის არ წავა არ მიატოვებს არასდროს მას,თუ მიატოვებს მხოლოდ მაშინ,როდესაც მოკვდება....,თუმცა ის უკვე მკვდარია,ჯერ რა გაიარა და უკვე სიცოცხლის მოძულედ იქცა,რა ნახა და უკვე სული ტკივა,მის წინ დაეშვა დიდი შავი ფარდა სადაც თეთრად არის ნაწერები
"ის არ იმსახურებს"
"მასაც სტკივა"
"ისიც განიცდის"
"მასაც აქვს გული"
"არ ხარ მისი ღირსი",-და როდის იყო ის ფიქრობდა,რომ ღირსი იყო,სწორედაც,რომ ეს იყო პრობლემა ამ ყველაფრის,რომ დავითი თავს უღირსად თვლის,ურჩევნია თავად დაიტანჯოს ვიდრე ანნას მიადგეს ზიანი მაგრამ,ბეწვისოდენადაც ვერ ხვდება,რომ ანნას უარესად სტანჯავს,პატარას იტაცებდა უცხო ენები და,რომ არავის წაეკითხა მისი ნაწერები თუ რას ფიქრობდა სხვაზე მარტივი ხერხი მოიფიქრა,საკუთარი დამწერლობა შექმნა,ახლა გაახსენდა ეს უცხო რაღაც...თავში უეცრად წამოურბინეს სიტყვებმა,იქვე მაგიდაზე ფურცელი და კალამი შენიშნა,თავიდან იუარა მაგრამ,მერე შეუდგა წერას
"eh selkim hee,hee so beken lais beken,sia ne bedi ehesi.(მე შენ მიყვარხარ,შენ ხარ სუნთქვა,ჩემი სუნთქვა,უშენოდ არ მინდა სიცოცხლე.)
"sia wus,wus ol sai,ese sai,bedi ex wus sololo getitop."(ცხოვრება წამია,წამი კი შენია,მინდა ეს წამი შენთან ერთად გავატარო),-უეცრად ჩაფიქრდა რა სულელური რამ დაწერა,როგორ ბავშვურმა ახირებამ ხელი ააღებინა,გატაცებამ უაზრო გატაცებამ სიყვარულის ახსნა მოანდომა,გაეღიმა და სიმწრით ნაწკუწებად აქცია ფურცელი და ჯიბეში ჩაიყარა,ასეთი ბავშვური საქციელი მას არ შვენიდა,ასე ერთი ფურცლის ნაგლეჯით ანნას ვერ ეტყოდა,ამ უაზრო და გაცრეცილი სიტყვებით,არა მას რაღაც ახალი უნდა მაგრამ,ჯერ ვერ მიუღწევია ვერ მიუგნია იმ ახლისთვის,კიდევ ერთხელ დახედა მძინარეს,ბაგეზე ღიმილი მოადგა,.

საძინებლის კარს,ხურავდა,როდესაც ვიღაცამ მხარზე დაადო ხელი და დავითი შეკრთა,არ მოელოდა ამ ღამით თუ კიდევ ეღვიძა ლილის
-მაპატიე,-ცერებულად გაეღიმა,-მეგონა გეძინა
-მეც მეგონა,რომ გეძინათ,უბრალოდ ჩვენ ახლა მოვედით,ანნა დავაწვინე და გამოვედი,-თვალს არიდებდა ლილის,ისე უცნაური მანერები ჰქონდა ლილიმ შეატყო რაღაც მოხდა თუმცა ხმა არ ამოუღია იმ საკითხზე
-კარგი შვილო,წადი დაისვენე გვიანია,-თბილად გაუღიმა ლილიმ და ანნას ოთახის კარი ძლიერად მოხურა,დათო თავჩახრილი შევიდა ოთახში,გაუხდელად გაწვა საწოლზე და ჭერს მიაშტერდა,ფანჯარაში მთვარე ანათებდა,ფიქრების გასაქარვებლად მას მიაცქერდა,თითქოს სიმშვიდე იგრძნო,ნეტავ ასევე ურცხვად შეეძლოს უთხრას ანნას,როგორც ამას მთვარე აკეთებს და ღრუბლებს ეფარება,საწირო სიტყვებსაც ვერ პოულობს,ღმერთო რამდენი წინააღდეგობაა,საბანში გაეხვია და თვალები ძლიერად დახუჭა.

მზე ისე ურცხვად უცქერდა ანნას,რომ საწოლში დიდხანს ვერ გაძლო და ადგა,პერანგის ამარა გავიდა ოთახიდან,შეიჭრა აბაზანაში,წყალი გადაივლო და გამოფხიზლებული გამოვიდა.
დათოს ადგომა არ უნდოდა,არც მზე აწუხებდა და არც ვინმე უნამავდა ცივი წყლით სახეს,ამიტომ გაწელა დილა,სიზმარში ისეთი,რამ ნახა ბალიშ ცახუტებულს ეძინა და თავი მატრასზე ედო,საკითხარია ეს ბალიში ვის მაგივრობას უწევდა...
შრიალით გავიდა ანნა სამზარეულოში,ლილი ძველებურად ფუსფუსებდა
-დღეს მე მოვამზადებ რამეს,-გაბედული ინტონაციით მიმართა ანნამ და სახე გადაესკვნა,ლილის გაეცინა,ქალი მუხლებში იკეცებოდა,ფერები გადაუვიდა,ანნას აღარ მოეწონა და გაბუტული ჩამოჯდა სამზარეულოს სკამზე
-შენ გინდა საჭმელი გაგვიკეთო?,-ხითხითითით მიუგო ლილიმ და თავის შეკავებას ეცადა,ანნამ წარბები კეფაზე გადაიტანა,ხელები გადააჯვარედინა და ბებიას შეუბღვირა
-რატომ ვერ გავაკეთებ,დედამ მასწავლა,-მტკიცედ თქვა მან და თითები ერთი მეორის მიყოლებით აატკაცუნა
-არა რავიცი,თუ დათო არაა წინააღმდეგი,წავალ ბარემ კუბოებს შევუკვეთავ,-აგრძელებდა დაცინვას ლილი
-წადი შენ დაისვენე და თუ რამე მოგივათ ჩემს თავზე ვიღებ,-თვალი ჩაუკრა მან
-მაცდურად ჟღერს,-ცერებულად გაეღიმა ლილის
-წადი,წადი,-ხელებით მიეყრდნო წელზე და სამზარეულოდან ზალით გაიყვანა,მიწოლით გაიტანა ასე ვთქვათ.
-დღეს ირაკლი და სანდრო მოდიან და მათაც სწირავ?,-სერიოზული სახე დაიჭირა ლილიმ
-თუ რამეა პირველი იცი ვის გავწირავ?
-მე,-მოესმა ხმა შორიდან,,-ყველა შეეცოდებით ჩემს გარდა,მხოლოდ მე არ დამინდობს,-თვალი ჩაუკრა დავითმა
-როგორ გამოიცანი,არა შენში არის რაღაც ნიჭი,-დაიჭყანა ანნა
-ახლა კამათის დრო არაა,-მკაცრად თქვა ლილიმ,-როგორც ვთქვი აქ ირაკლი და სანდრო მოდიან და ხომ უნდა დავხვდეთ სათანადოდ
-დამშვიდდი ბებო,შენ წადი ყველაფერს მე მივხედავ
-რას იზამ?,-არასერიოზული სახით შეხედა დათომ და გაოცებულმა გახედა ლილის,-მარტო რას იზამს,ან რა იცის მეგონა ხუმრობდით,-ცალი წარბი ინსტიქტურად აუვიდა მაღლა
-კაცს არაფერი ესაქმება აქ,აბა ახლა დამაცადეთ,მე განახებთ,როგორი მზარეული ვარ,-ორივე გააგდო და ნაბადი პროდუქტებით საჭმლის მომზადება დაიწყო,.
დათო ტელევიზორთან იჯდა,ლილი კი პულოვერს ქსოვდა,ამასობაში სუფრის გაწყობას შეუდგა ანნა,ისეთი საოცარი სურნელი დატრიალდა სახლში დატოს ყბა ჩამოუვარდა და ნერწყვი მოადგა
-იმედია გემოც ისეთივე ექნება რაც სუნი,-მიუგო ლილის და გადაიხარხარა,ლილიმაც თავი დაუკრა და სავარძლიდან წამოდგა
სუფრაზე იმდენად გასაოცარი და განსხვავებული რაღაცები ეწყო,პირი ვერ დახურა,ანნას კმაყოფილებით აღსავსემ გახედა და დათოს დაუძახა,მასაც იგივე რეაქცია ჰქონდა,ანნა კი ეშმაკურად იღიმოდა და საკუთარ ნამოქმედარს უყურებდა.
კარის ზღურბლს ირაკლი და სანდრო მოადგნენ,დატომ გაუღო,როგორც ეღთადერთმა მამაკაცმა ოჯახში...

-მართლა შენ მოამზადე?,-აღფთოვანებულმა გადახედა სუფრას ირაკლიმ და სანდროს გახედა,მას ხელები სკამის საზურგეზე დაეყრდნო და ნერწყვებს ყლაპავდა,სულ,რომ გამაძღარი იყოს კაცი ამ სუფრიდან რაღაცას მაინც გაჰკარვს პირს,სულმოუთმენლად ელოდებოდნენ,როდის დასხდებოდნენ სუფრასთან ორივე მამა-შვილი,დატო კუთხეში იდგა,რატომღაც თავი შეუძლოდ იგრძნო და კედელს მიეყრდნო,სანდრომ შენიშნა და გვერდულად გაეღიმა
-ჰა'ასაკმა ხომ არ შემოგიტია,-ირონიულად მიუგო და ხელები ჯიბეში ჩაიწყო,სტვენით მივიდა დავითამდე და მხარზე დაეყრდნო,მან უჟმურად დახედა და შეიშმუშნა,-მართლა რა გჭირს?,-სერიოზული სახე მიიღო სანდრომ
-არაფერი,უბრალოდ მომშივდა,-თქვა და მგელივით დააცხრა საკვებს,სანდროს შეეშინდა აღარაფერს დამიტოვსო და ისიც შეუერთდა,მას მიჰყვნენ დანარჩენებიც.

-საოცარი იყო,-ამოვსებულ მუცელზე ხელს ისვამდა ირაკლი,-ასეთი გემრიელი კეთება სად ისწავლე?,მოიცა მახსოვს ზუსტად ასე ჩემი და ამზადებდა,შენც მისნაირი ხელი გქონია,-თვალები აუწყლიანდა ირაკლის,ანნა მიუახლოვდა მორცხვად,შემოხვია ხელები და ძლიერად ჩაეხუტა,-ვიცი,რომ ძალიან გენატრება,შენ ვერ წარმოიდგენ მე როგორ მენატრება
-ვიცი,-ლოყაზე აკოცა და უაკნ დაიწია,-ბიძია მე და დათომ გადავწყვიტეთ,ორ კვირაში დავქორწინდეთ
-ეს თქვენი გადასაწყვეტია,თუ რამეში შემიძლია დაგეხმაროთ,მითხარით და აქ ვარ
-გმადლობ ბიძია,-კიდევ ერთხელ აკოცა ანნამ,დავითი მისკენ წავიდა და შემოეხბია,როგორც გორგალზე ძაფი,-როდის მოასწარით შეყვარება?,-ეშმაკურად ახედა სანდრომ
-მოვასწარით,ან რა მოსწრება უნდოდა,-გაეცინა დათოს,-პირველივე დანახვისას ვიგრძენი,რომ ჩემია,-ძლიერად მიიხუტა და თმაზე აკოცა
-მშვენიერია,ბედნიერებას გისურვებთ,ჩვენი წასვლის დროა,-დაუყვავა სანდროსაც ირაკლიმ და ფეხზე წამოახტუნა,ლამის ლუკმა გადასცდა,მარჯვენა ხელში შემწვარი ბარკალი ეკავა,მარჯვენაში ჭიქა ღვინით სავსე,ყვლას სიცილი აუტყდათ,სანდრო კი მოიღუშა,ბარკალი თეფშზე დადო ჭიქა მაგიდაზე და გამოვიდა,პუტკუნა ლოყები ვაშლივით უღაჟღაჟებდა,ტანით არ იყო მსუქანი მაგრამ ლოყები ჰქონდა დაბერილი,ნუ არც ჭამას იკლებდა
-რასაც ჭამ ლოყებს ერგება?,-სიცილით მიუგო ანნამ-ჩემი ბუშტუკა როგორ მიყვარხარ,-უჩმიტა ლოყებზე და კიდევ უფრო აუწითლა,სანდრო ირაკლიზე მაღალი იყო,გასვლისას მას მიეყრდნო ირაკლი,ცოტა წონასწორობსი შეკავება უჭირდატ,რომ არა დავითი ალბად კიბეებზე გაგორდებოდნენ ხალიჩის გორგალივით და,დაასუფთავებდნენ კიდეც მტვრისგან შეწუხებულ კიბეებს.
სიცილით შემოხურა კარი დათომ და მიაყურადა,სადარბაზოში,რომ ჩაწყნარდა სიტყვაცია დამშვიდდა და მისაღებში ტელევიზორს მიუჯდა,სწორედ მაშინ შენიშნა,ნამტირალევი ანნა კუთხესთან მიყუჟული და რაღაცას ბუტბუტებდა,გაურკვეველი იყო რას..,დათო მასთან მივიდა უნდა მოხვეოდა მაგრამ შეყოვნდა,ამჯერად მოქმედება არა არამედ საუბარი თქმა ,კითხვა იყო საჭირო
-რა გჭირს?,რა გატირებს?
-არ ვტირი,-უხეშად უთხრა ანნამ და გვერდით მიჩოჩდა,-უბრალოდ თვალში წიწაკიანი ხელი ამოვისვი და ამიწვა,ეგაა და ეგ
-ნუ მატყუებ,-გამკაცრდა დათო,-ასე ჩემი დადგმის გამო ხარ?
-რა დადგმის?,-ახედა მან და კიდევ უფრო აემღვრა თვალები
-ირაკლის და სანდროს წინაშე რაც გავითამაშე?,-ხელის კუდელი კედელს მიადო და ანნა მათ შუა აღმოჩნდა
-ჰო."-ლუღლუღით თქვა და,იმდენად ძლიერად მიეკრო დატოს,რომ თავი ვეღარ შეიკავა და ორივე იატაკზე აღმოჩნდა,დავითი ანნას ქვეშ მოექცა,მან კოცნა დააპირა მაგრამ ზუსტად დათოს ბაგესთან შეჩერდა მაგრამ,დათოს რა გააჩერებდა,როცა ასე ახლოს ჰყავდა "გრაცია",ახლა თავად მოექცა ზემოდან და ძლიერად ჩაეკონა მის შევარდისფრებულ ბაგეს,ანნამ სიმწრით უკბინა და იმხელაზე დაიყვირა,ლილი გულ გახეთქილი გამოვარდა აბაზანიდან,ძირს გაწოლილი ტუჩ გახეთქილი დათო და ანნა,რომ დაინახა გულსშემოეყარა,ადგომაში მოეხმარა და დათოს ტუჩის დასამუსავებლად სპირტი და ბამბა მიაწოდა
-ბოდიში,-მორცხვად აიტუზა ანნა,დატოს გაეცინა და ბამბა დაასველა,-მე გაგწმენდ,-უთხრა ანნამ და ბამბა გამოართვა
-ამეწვება?,-პატარა ბავსვივით დაიჭყანა დათო,-ასეთი რა კბილები გაქვს,პირველ კოცნაზე არ გიკბენია,-ცერებულად გაეღიმა მას
-ცოტა ფრთხილად შენ,-დაუბღვირა ანნამ
-იმის მაგიერ,რომ მომიბოდიშო მემუქრები,კიდეც,-ცალი წარბი აზიდა დათომ
-სუს,მოგწმინდო დამაცადე,-და ფრთხილად მიუტანა ბამბა გახეთქილ ტუჩთან,-ბეე,ეტკინება?,-გასძახა ლილის
-ხოარ შეგეცოდე,როცა მკბენდი მაშინ არ გეცოდებოდი,ცოფიანო,-ამის თქმაზე,უმოწყალოდ მიადო ბამბა და კარგახანი არ აუღია,სიმწრისგან ფეხებს აბაკუნებდა დათო

ყველაფერს რასაც დასაწყისი აქვს დასასრულიც ახლავს მაგრამ,დასასრული ჩანს,იმ უღმერთო ტკივილის,იმ ტანჯვის დასასრული კიარა არამედ,უსასრულობა ჩანს,რაც უფრო მეტად გვტკენს გულს,ჩვენ ისეთი არსებები ვართ,რომ დავფიქრდეთ მივხვდებით რამდენ რამეს ვკარგავთ,როცა არ ვცდილობთ ცუდის გამოსწორებას და კარგს ვანადგურებთ,არ ვუმხელთ ჩვენს გარშემო მოფებს ჩვენს ტკივილის,არ ვანთავისუფლებთ ორგანიზმსს ნაგვისგან.სიკვდილზე მხოლოდ სულელები ფიქრობენ,სიცოცხლე კი ბედნიერებს სწყურიათ,უფრო ვიტყოდი გულნატკენები იღვწიან ნაადრევი სიკვდილისკენ,ყველა სულელი როდია ან ყველა ბედნიერი.ბედნიერი შეიძლება იყო ერთი დღით,სამით ოთხით მაგრამ,სულ?!ნწ" სულ ბედნიერი ვერავინაა ამ ქვეყნად,თუმცა როცა ბედნიერი არ ხარ ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა და არ იწვევს ფიქრს სულელურ თემებზე.
უკვე მოსული მწუხარება უფრო ასატანია, ვიდრე მოსალოდნელი და მოსალოდნელიც ალბად უფრო მძიმე და ეკლებიანი იქნება,რომელიც,მას ყველგან ერტყმის და გარდაუვლად მიიჩნევა მას გვერდი ააცილო,რომ ერთი სხეულის ნაწილიც არ გაჰკრა.
უხმოდ იდგა ანნა საძინებელში ფანჯარასთან,რაფაზე ხელებშემოწყობილი,ხვდებოდა,რომ ყველაზე რთული გზა ახლა უნდა გაევლო,უნდა გამხდარიყო დათოს ცოლი და ეცხოვრა სრულ სიყალბეში.
ტუჩებს იკვნეტდა და ნერვიულობისგან ხელფეხს ვერ აკავებდა,გული ისარივით წიკ-წიკებდა და გარდაუვალს ელოდება,...ელოდება,როდის დაეფინებამის წინ თეთრი სადა კაბა,ჩაიცვამს,სახეს მაკიაჟით აუვსებენ,თმებს დავარცხნიან,იდგა ანნა და ელოდა მათ.
ოთახში ატყდა ერთი ამბავი,კაბა,....ფეხსაცმელი,......მაკიაჟი,ამ ყველაფერს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი ელემენტი აკლდა,ბედნიერება.
ანნას გაეღიმა,ყველას აგრძნობინა,რომ ბედნიერი იყო,საკუთარი თავის გარდა.
მოთმინება ისეთი უნარია,რომელიც მაშინ ამოიწურება,როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო მაგრამ,დათოსთვის არ ამოწურულა,მშვიდად ემზადებოდა გიორგის დახმარებით,ცოტაოდენი ნერვიულობა მათაც შეეტყოთ,დათო ძალიან ასწრაფდა და ლამის მთელი სახლი დალეწა,ხან რას წამოკრა ფეხი და ხან რას
-რა განერვიულებს,ხომ გიყვარს,ეტყვი და სამუდამოდ შენთან დარჩება,-იოლ ხერხს მიაგნო გიორგიმ,დათოს მწარედ ჩაეცინა და აფრუტუნდა
-მაშ'აქამდე ვეტყოდი,-დაიბღვირა და ისე ძლიერად მოიჭირა ჰალსტუხი ლამის კისერი წაძვრა,გიორგი მიეშველა და ცოტა ამოისუნთქა
-ვაგვიანებთ,-ახლა ამაზე დაიწყო ნერვიულობა,არადა ჯერ ერთი საათი ჰქონდა წინ
-ე;კაცო დაჯექი დაწყნარდი,ნუ ამაფორიაქე,ღმერთო დიდებულო,სწორი იყო მამაშენი,რომ ამბობდა მალე დაქორწინდით,უფრო სახალისო იქნება თქვენთვისო
-არავინ მყვარებია და როგორ დავქორწინებულიყავი,-გაიოცა დათომ და კოსტუმი შემოიცვა,-შენ ნეტა ვისზე ჭიკჭიკებ,-დააყოლა მან და მხარზე წაუბარტყუნა,გიორგი წამოწითლდა და სახე დაემანჭა
-ვაგვიანებთ,-თქვა მან და ოთახიდან გავიდა,სამზარეულოში შევიდა,ჭიქა აიღო და წყლით აავსო,ცოტახანი უცქირა მას და შემდეგ ჩაარაკრაკა კუჭში,მაცივარს შუბლით მიეყრდნო და თვალები დახუჭა,მისი შემყურე დატო გაკვირვებული დარჩა,ვერ გაიაზრა გიორგის უცაბედი ქმედება,ჭიქა გამოართვა და თავადაც ჩაუძახა წყალი
-როგორც სხვა წყვილს ტქვენც გექნებათ პირველი ღამე?,-დატოს ჭიქა გაუვარდა ხელიდან და დარჩა ხელი გაშეშებული,-ჰო'მაგის გატეხვაღა დაგრჩენოდა და ეგეც მიამთელე,-ფხუკუნით უთხრა გიორგიმ და გაიწია
-ეს შენი საქმე არაა,-ენა გამოუყო და პატარა ბავშვივით დაიჭყანა,ჭიქის ნამსხვრევები ააგროვა და ურნაში ჩაუძახა,შემდეგ ტანსაცმელი დაიფერთხა და სარკესთან თმები გადაიკმაწნა,გიორგი სადარბაზოდან ეძახდა
-გამოდი,გეყოფა,დაიტოვე რამე თავზე
-რა არ მაქ?,-მკაცრი ხმით კითხა მან
-არა ბერდები და მეშინია ეკლესიამდე არ გამელოტდე,იმდენს უქაცუნებ მაგ სავარცხელს თმებს
-მიდი რა,-შეუბღვირა და სავარცხელი დადო,საკუტარ ანარეკლს თვალი ჩაუკრა და გიორგის გაჰყვა.

-ნერვიულობ?,-მისაღებში დივანზე იჯდა ანნა,მის გვერდით კი ლილი და სვილისვილის ხელი ხელით ეჭირა
-ცოტას,-მიმიკის დაჭერას ეცადა ანნა
-არაფერია,როცა ვთხოვდებოდი მეც მასე ვნერვიულობდი,ეს ბუნებრივია,ნუ გეშინია
-ხო მაგრამ,ბებია შენ,რომ თხოვდებოდი,ეს სამუდამო იყო მე კი..მე მგონია,რომ ფილმს ვიღებ სახელად,"როგორგ მოვატყუოთ ადამიანები",ეს ყველაფერი,ხომ თამაშია,თამაშია გოგასთვის
-მასზე ნუ ფიქრობ,-დაუყვავა ლილიმ და ხელი შეუშვა,-შენ გიყვარს დათო და შეგიძლია ეს უთხრა,უთხრადა და ყველაფერი ამით მოგვარდება
-არ შემიძლია,-მოიღუშა ანნა,ფეხზე წამოდგა და ღრმად ჩაისუნთქა,-მალე მინდა დასრულდეს,ცერემონიალი,გული მეკუმშება,-ლილი წამოდგა და სვილიშვილს ძლიერად ჩაეხუტა,აგრზნობინა,რომ ის მარტო არ იყო,რომ ჰყავდა ბებია,რომელიც არავის მისცემდა მისი გულისტკენის უფლებას,ძლიერად მოუჭირა ხელები და ამღვრეულ თვალებში ჩააცქერდა
-იცი პატარაობაში რას იძახდი?,-უარყოფის ნიშნად თავი გააქნია ანნამ,-მე ძლიერი გოგო ვარ,მინდა დაამტკიცო,რომ შენ მართლაც ძლიერი ხარ
-მაშინ არასწორად ვფიქრობდი,-თავი ჩაღუნა მან და ცრემლი მოიწმინდა,-მაკიაჯს ვაფუჭებ,-ამოლუღლუღა და ოთახისკენ წავიდა
-ზედმეტად ნერვიულობ,ეს არაფერს გარგებს,გარდა იმისა,რომ ბედნიერ დღეს ჩაგიმწარებს
-ეს დღე ბედნიერია?,-სიმწრის სიცილი აუვარდა მას და სარკისკენ წაიღო ხელი,-როგორც ამ ხელით დაიმსხვრევა ეს მინა ისეა ჩემი გულიც,სულიც და სხეულიც დამსხვრეული,ეს გამთელდება,ჩემი გული....გამთელდება როდესმე,-გულზე დაიდო ხელი,სარკეში საკუთარი თავი,რომ დაინახა გული შეუწუხდა,ცრემლი შეიშრო,მაკიაჟი ხელმეორედ გადაისვა და ლილის შეხედა
-მე ის უფრო მაღლევებს,ქორწილში არაფერი მოიმოქმედოს გოგამ და რამე არ გავნოთ,-გაფითრდა იგი და ხელები გულზე დაიწყო
-იქ იმდენი ხალხი იქნება ვერაფერს იზამს,ძალიანაც,რომ მოინდომოს
-ღმეღთმა გისმინოს,ახლა ადექი წაამოდი მოვიდნენ....'./.

მნიშვნელოვანმა ნაწილმა ჩაიარა,ჯვრისწერა დასრულდა და ყველა დარბაზში გაემართა,სტუმრები მართლაც ბევრი იყო,ზოგიც ნაცნობი ზოგიც უცნობი,არცერთ,რომ არ ენახათ თვალით,მოდიოდნენ ულოცავდნენ და მოლოცვას დიდი სიხარულით იღებდნენ დათოც და ანნაც
ხელი ძლიერად მოუჭირა ანნამ მას და მისკენ გადმოხარა
-მეშინია
-რისი,მე ხომ აქ ვარ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს,-შუბლზე აკოცა და ეს კოცნა მწარე წამალივით იგრძნო ანნამ
-სუფთა ჰაერზე მინდა გასვლა,-დათომ უარი ვერ უთხრა მაგრამ,მარტო არ გაუშვა,ხელი მოხვია და ერთად გავიდნენ სუფთა ჰაერზე,სუფრებზე მსხდომნი უკმაყოფილოდ იყურებოდნენ,ატყდა ერთი ალიაქოთი მეფე და პატარაძალი სად არიანო.
რატომღაც ყველაზე ლამაზი ამ ღამით აღმოჩნდა ცა,რაღაც გრაციოზული ფერების მქონე,გადაჭედილი ავრსკვლავებით,ცალკე ლამპიონები,ეზო ცარიელი იყო,გარეთ,როგორც ჩანს მხოლოდ ანნა და დავითი იყვნენ დანარჩენი ყველა კი შიგნით იჯდა,ოდნავი სიო ქროდა და ანნას კულულებს აქეთ იქით არწევდა აკვანივით,...
სამწუხაროდ სიმშვიდემ სულ რამდენიმე წამი გასტანა,ანნას გვერდით გონმიხდილი დათო დაეცა, არემარე ,ტყვიის ზუზუნმა და ანნას კივილმა შეძრა..
ჩაიმუხლა და ხელები სახეზე მოკიდა
-გთხოვ გაახილე თვალი,გემუდარები,-ტიროდა და მის გაფითრებულ სხეულს უყვიროდა,მალევე მათ გარშემო ხალხი შეგროვდა,ირაკლიმ სასწრაფოში დარეკა,სანამ მოვიდოდნენ ანნა მთელი ძალით იხუტებდა და მოთქმით ტიროდა,-არ წახვიდე,გთხოვ,ჩემთან დარჩი,მიყვარხარ
-დამშვიდდი შვილო,-ძალით წამოაყენეს ფეხზე იგი
-გამიშვით იქნებ ბოლოჯერ,ვეხები,ბოლოჯერ ვხედავ,გემუდარებით,-ფართხალებდა ირაკლის მკლავებში,ბიძამისი მაინც არ ანებებდა,მალევე სასწრაფოც მოვიდა და დავითის მომაკვდავი სხეული საკაცეზე დააწვინეს,მუცლის არედან სისხლი ზდიოდა და საავადმყოფომდე გაუძნელდათ შეჩერება
-კრიტიკული მდგომარეობაა,სწრაფად საოპერაციოში-როდესაც შეიყვანეს სწრაფად გააქანეს საოპერაციოში,ანნა სასოწარკვეთილი მუხლებზე ხოხავდა,არავისი საუბარი არ ესმოდა,მთელი საავადმყოფოს დერეფანი ხოხვით შემოიარა,უკვე ცრემლიც უშრებოდა,ძალა აღარ ჰქონდა,თვალები ეწვოდა,ირაკლის და სანროს მისი საცოდაობით გული ეწვოდათ,ბევრჯელ სცადეს აყენება მაგრამ,ანნა უფრო გიჟდებოდა
-არ წაიყვანო ღმერთო,-გულ ამომჯდარმა ხმამაღლა წარმოთქვა და ჭერს მიაშტერდა
-არ წაიყვანს,მოდი აქ დაჯექი,დაწყნარდი,ნერვიულობა არაფერს გარგებს,-შეღონებული ხმით მიუგო ირაკლიმ,-ჩვენ ყველა ვნერვიულობთ,დამლაგებლები კი უმუშევრები დატოვე ადე ადე ნუ მოწმინე,ვიცი რთულია მაგრამ,თავს მეტად ნუ იტანჯავ,იფიქრე კარგზე,მალე დასრულდება ოპერაცია და შენი ქმარიც დაგიბრუნდება,-ანნა წამოდგომას ეცადა მაგრამ,ძალა არ ჰყოფნიდა,სანრომ ძლიერად მოხვია ხელი და ააყენა
-მამა მართალია დამშვიდდი,ნუ ნერვიულობ,წუთი-წუთზე ექიმი გამოვა,-ნაძალადევად გაეღიმა სანდროს.

მაშინ ვფრთხებით,როდესაც ადამიანის დაკარგვის საფრთხე რეალურია,გვავიწყდება ძალა და უძლურნი ვხდებით,გვავიწყდება წინანდელი ბედნიერება და უბედურებაში ვეშვებით,გვავიწყდება ეშმაკური აზრები მაგრამ თავს იჩენს უფალი ჩვენს გონებასა,ფიქრებსა თუ გულში,სუნთქვა შეკრული იჯდა ანნა-მარია და ელოდებოდა ექიმის გამოსვლას,ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა,რომელმაც ჯერ ხუთ წუთს გასტანა,ტუჩებ მოკუმული იჯდა მოსაცდელში,ლილის გვერდით და ხელებს ისრესდა,თვალი ერთ წერტილზე ჰქონდა გაშტერებული,ლილიმ ხელი გადახვია და მიიხუტა,სითბომ თვალების დახუჭვა გამოიწვია,მთლიან სხეულში სიწყნარემ დაისადგურა,მის თმებზე ხელის გულს დაასრიალებდა ლილი,შეიძლება ითქვას,რომ ყველაზე ძლიერი ის აღმოჩნდა,მან შეძლო მყარი კედლის აგება,რომ ძლიერ დარტყმას არ ჩამოენგრია,სულ ოდნავ ბზარების დატყობის და მიუხედავად,იგი ანნაზე მეტად დამშვიდებული ელოდა ოპერაციის დასრულებას.

საავადმყოფოში კახა მივიდა,ცინიკური გამოხედვა მწუხარებით დაეფარა,ძნელად მისახვედრი იყო,ნიღაბ ქვეშ იყო ამოფარებული თუ მართლა შესტკიოდა დავითზე გული,როდესაც ანნამ დაინახა,მზერა მოარიდა,ფეხზე წამოდგა და სანდროსთან მივიდა
-სუფთა ჰაერზე გავიდეთ,აქ ჩახუთულობაა,-სანდრომაც,თავი დაუქნია და გარეთ გაიყვანა,ჩავლისას ცივად შეავლო ტვალი კახას და ისე დატოვა იქაურობა,კახა კი ლილის გვერდით ჩამოჯდა
-დავითი როგორაა?,-თქვა მან აღშფოთებული ხმით და ლილის თანაგრძნობის ნიშნად ხელი დაადო
-არ ვიცით,ჯერ ექიმი არ გამოსულა,-მიუგო ლილიმ და გვერდით მიჩოჩდა.

სუფთა ჰაერმა,დააწყნარა,აფორიაქებული სული დაუმშვიდა
-ჩემი ბრალია,-უეცრად წარმოთქვა მან და ხელები მომუჭა,სანდრომ გაოცებულმა დახედა მამიდაშვილს
-რა არის შენი ბრალი,ახლა არ ამანერვიულო უარესად,-გაუწყრა იგი
-გარეთ გაყვანა,ვთხოვე,შიგნით,რომ დავტეულიყა ასე აღარ მოხდებოდა
-მოსახდენი მოხდებოდა,თავს ნუ იდანაშაულებ,-ძლიერად მოუჭირა ხელი ხელზე,-და ნუ მიხეთქავ გულს,ეგღა მაკლდა,-გამწყრალი ხმით ტქვა მან,-წამოდი კმარა აქ ყოფნა,შიგნით შევიდეთ,-ანნაც უყოყმანოდ,მასზე მიყრდნობილი დბრუნდა უკან,სადაც ცხვირ ჩამშვებული კახა,სახეწამხდარი და ფერ დაკარგული ლილი და ირაკლი ისხდნენ

-კახიძის ნათესავები თქვენ ბრძანდებით?,-გაისმა დერეფანში,ექთანის ხმა,ანნა შეტრიალდა და მისკენ წავიდა
-მისი მეუღლე ვარ,-ანერვიულებული ხმით თქვა მან
-ყველაფერი კარგადაა,პაციენტის ნახვას მხოლოდ მისთვის ყველაზე ახლო ადამიანი შეძლებს,რადგან თავად ასე გადაწყვიტა,-ანნა დაიბნა,ყველას თვალი შემოავლო და სახე აწითლებული გაჰყვა ექთანს პალატაში,რომ შევიდა უარესად შეეხუთა სული,წამლების სუნმა თავი აატკივა,დავითისკენ ფრთხილი ნაბიჯებით წავიდა,საწოლის კუთხეზე ჩამოჯდა და დააცქერდა
-იცი როგორ მიხარია მე,რომ ვწერვარ აქ?,-სიმწრის სიცილმა გადაურბინა მას,ანნას სახე დაემანჭა
-მაგას კიდევ იტყვი და მე მოგკლავ,-ცერებულად გაეღიმა და ცალი წარბი აზიდა,მის ჯერ კიდევ ცივ ხელს,ხელი დაადო და სითბოთი ავსებული თვალები მიანათა,-შენ,რომ რამე დაგმართნოდა,მეც მოვკვდებოდი
-სუუ,ჩუმად მასეთი საუბარი ჩემს ჭრილობას მიტიკებს,-სახე დამენაჭა დატოს და თვალებში ჩაგროვებული ცრემლის ბურთულები ერთიანად გადმოსცვივდა,-რომ წავსულიყავი,ვეღარ ვნახავდი,შენს ლამაზ სახეს,ვეღარ შეგეხებოდი ძალით,ვერაფერს გეტყოდი,ჩემს გულში დაგროვილ ტკივილს ვერ გაგიზიარებდი მაგრამ,მე აქ ვარ,მან არ ისურვა ჩემი წაყვანა მაგრამ,პირობა მივეცი,რომ იმას გეტყოდი რისი თქმაც ძალიან მიჭირდა,-ანნა ინტერესით უყურებდა და მის ტუჩის მოძრაობას აკვირდებოდა,-მე ტყვიის,სიმწრის გარდა კიდევ გავიგე სხვა რამ,კიდევ ვიგრძენი შეხება,ცხელი მთრთოლვარე ხელების სახეზე,გავიგე ხმა შენი ნაზი ,თბილი და სასოწარკვეთილი ხმა,-ანნამ თავი ვეღარ შეიკავა და ცხარე ცემლი ჩამოუცურდა ლოყებზე,-მინდოდა,სულ სხვაგვარად მეთქვა,სხვანაირ გარემოში,-ანნა უკვე შეღონდა
-მითხარი,გარემოება ჩემს გადაწყვეტილებას არ შეცვლის,-ძლიერად მოუჭირა ხელი
-გავიგე,რომ გიყვარვარ,მართალია?,-ერთ ხანს დუმდა,შემდეგ თავი დახა რა ამოილუღლუღა
-დიახ,მიყვარხარ და ამის დამალვას სიკვდილი მირჩევნია
-მეც მაქვს შენთვის სათქმელი,აღარც არაფერი მაკავებს,რომ არ გითხრა,მი'ყვარ'ხარ,-წარმოთქვა მკაფიოდ,მისი ხელი ხელში მოიქცია და ნაზად შეახო  ტუჩები,ანნას ეკლებმა დააყარა,სახე აუჭრელდა,-კიდევ სხვაგვარად როგორ ვთქვა,ზე ამაღლებულად,მთელი გულით,სულით,შენი შეყვარების შემდეგ თითქოს ხელმეორედ მოვევლინე ქვეყანას,ყველაფერს სხვა თვალით შევხედე.....,-უსიტყვოდ დაიხარა ანნა მისკენ და მთელი არსებით ჩაეკონა ბაგეზე,შემდეგ კი უთხრა
-იქ სადაც შენ არ ხარ.. სიცოცხლეც  გამქრალია,ხოლო სადაც ხარ სიცოცხლეც ორმაგია,და იმის სურვილიც,რომ იცოცხლო,რადგან არსებობს ერთი ადამიანი,რომელისთვისაც სენი დაკარგვა სიკვდილს უდრის.....

.იმის შეგრძნება , რომ ვიღაც გიყვარს და მასაც უყვარხარ, ყოველდღიურობასაც
 კი გითბობს დ ნაირ-ნაირ ფერებში სახავს.

.სიყვარული შვებაა მწუხარების ჟამს, სიმშვიდე მღელვარების ჟამს;
 დაქანცულისთვის სულის მოთქმაა და სასოწარკვეთილისათვის- იმედი.

მერიონ ს.გარეტი...

No comments:

Post a Comment