Sunday, May 4, 2014
სწრაფად თორემ დარჩა გაუთხოვარი/საქორწინო (სრულად)
ისეთი საშინელი ამინდი იყო ფეხები მეკვეთებოდა,გაჩერებასთან ვიდექი და კაშნში ვძვერობი,რომ რამენაირად გავმთბარიყავი სანამ ტაქსი გამოჩნდებობდა,მაინც და მაინც ახლა გააჭიანურებს მოსვლას,თან ამინდიც უარესდება,შიმშილმაც შემაწუხა,თვალების ცეცება დავიწყე აქეთ-იქით,შევნიშნე,ტროტუარის მოპირდაპირე მხარეს,იდგა მამაკაცი და გაღიმებული სახით მიყურებდა,მზერა ავაცილე და როგორც იქნა მოღწეული ტაქსი გავაჩერე,ისე გავიყინე ძლივს გადავდგი ნაბიჯი,რომ დავმჯდარიყავი,დაღლილობისგან თვალები მტკიოდა,მძღოლისაც შემრცხვა,რომ ჩამძინებოდა?!ამიტომ,თვალებს არაფრის დიდიებით არ ვხუჭავდი,როგორც იქნა მივაღწიე სახლამდე და ცოტა შვება ვიგრძენი,ფული გადავუხადე და შეწუხებული სახით დავტოვე მანქანა,სიცივემ ისევ გამომაფხიზლა,გაყინულ ძვლებს რაკა-რუკი გაჰქონდა კიბეებზე ასვლა,რომ დავიწყე,ბოლო კიბეღა დამრჩა და იქვე შევდექი,როდესაც ჩემს კართან ნაცნობი სილუეტი დავინახე
-სად ხარ აქამდე ეკატერინე-მისაყვედურა ლინდამ
-სამსახურში სად უნდა ვიყო,-ირონიულად ჩამეცინა და ავათვალიერე,-კარგი საქმისთვის ხარ მოსული თუ ცუდი,-მან ეშმაკურად გამომხედა და ხელები გადააჯვარედინა
-მგონი ძალიან ცივა აქ,სახლში არ შემიპატიჟებ?-თქვა კისკისით,მე გამეღიმა და ჩანთაში გასაღების ძებნა დავიწყე,ყველა არასაწირო ნივთი შემხვდა გასაღების გარდა,სისწრაფეში რას არ ჩაყრის კაცი ჩანთაში,როდესაც მივაგენი,გამარჯვებულივით ჰაერში ავწიე და ლამის ვიყვირე ვიპოვე,მაგრამ თავი შევიკავე და გასაღები კარს მოვარგე,ლინდა გაფაციცებული მელოდებობა,კბილებს აკრაჭუნებდა და ფეხებს აბაკუნებდა.
რასაც ველოდი,იმაზე მეტი არც დამხვედრია,სახლშიც არანაკლებ ყინავდა,სწრაფად მივვარდი და გამათბობელი ჩავრთე,აქა-იქ მიყრილი ნივთებიც მოგავროვე და ყავის გაკეთება დავიწყე,ლინდამ სკამი კარმასთან ახლოს მიაჩოჩა,ჩამოჯდა და მიეფიცხა
-რამე სერიოზულია?-გავაპარა თვალები მისკენ,მან თავი გააქნია,სახეზე ეშმაკური ღიმილი ისევ უთამაშებდა
-შევღონდი,იტყვი თუ არა,-მინდოდა საყვედურივით გამომსვლოდა მაგრამ,მას ყური არ შეუხრია,ჯერ ძვლებს ილღობდა,ამასობაში ყავაც ამოვიდა და დავასხი,უჯრაში შოკოლადი მეგულებოდა,გუშინდელი შემორჩენილი,მაცივარში კი მანდარინები,როემლიც გამყიდველს დავუწუნე და სულ წყევლა-წყევლით ვიყიდე,ლინდა გატრუნული მიყურებდა,მე კი მის გონებაში შეღწევას ვცდილობდი,რომ გამეგო,რის თქმას აპირებდა და ვერ ამბობდა
-მოვკვდი შენი საცოდაობით-თქვა და ისე გაემზადა,გული ამიფანცქალდა ამბის მოყოლას იწყებს მეთქი,მეც სმენად ვიქეცი
-გიორგი ჩამოვიდა,-საშინელი სველება ამიტყდა,ვიგრძენი სხეული დამეძაბა,ნერვის ზაფიც გაიწელა
-ასე მშვიდად როგორ ამბობ,-ძლივს ვუთხარი ლინდას და ამოვისუნთქე,-ამის სათქმელად,მოსვლას ჯობდა სულ არ მოსულიყავი,-ვუთხარი გამწყრალი ხმით და ყავა მოვსვი
-რა განერვიულებს შენთან კიარ ჩამოსულა,ცოლი მოყავს,-ამაზე ორმაგად გამიფართოვდა თვალები და სახე დამემანჭა
-არ მაინტერესებს,-ისე ვთქვი თითქოს მართლა არ მაინტერესებდა,ლინდას ჩაეცინა და თითები დააკაკუნა მაგიდაზე
-როგორ ახერხებთ არ მესმის,უფალმა ერთმანეთისთვის შეგქმნათ,თქვენ კი ცალცალკე იშენებთ ბუდეებს,-გაბუსხული სახით შემომხედა,რაზეც უფრო ამეშალა ნერვები
-ხმა,კინტი,გიორგი წაიშალა,ის წარსულია,მე კი წარსულით აწმყოში ცხოვრებას არ ვაპირებ
-იცი ინანებ,შენც კარგად იცი,რომ დიდ შეცდომას უშვებ,ისეთს რომლის გამოსწორების შანსიც აღარ შეგეძლება,-სეწუხებული ხმით თქვა და ფეხზე წამოდგა,-მე ვეღარ გიშველი,როცა ბალიშში თავს ჩარგავ და აქვითიდები
-მე უკვე ზრდასრული ადამიანი ვარ და ვიცი რასაც ვაკეთებ,მან წლების წინ მიმატოვა,არაფრად ჩათვალა ჩემი გრძნობები,დრო და მანძილი კი ანელებს და აუფერულებს გრძნობებს,-მან თავი გადაატრიალა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო
-ოცდაათი წლის ხარ და ვიცი,რომ ყველაფერი გათვითცნობიერებული გაქვს,ვიცი,რომ გეტკინა,ვიცი,რომ გეწყინა,მაგრამ,შენ ის დაგავიწყდა,რომ ადამიანს აქვს ერთი შანსი,-მის ნათქვამზე ცინიკურად გამეცინა
-ცოტახნის წინ არ თქვი ცოლი მოყავსო?!,ახლა რა შეიცვალა,ხომ ხედავ მას აღარც კი ვახსოვარ,მას მაშინ დავავიწყდი,როცა იქ წავიდა,-ისევ კარმას გადაეფოფრა და საწყალი თვალებით შემომხედა,-არ ვაპირებ პირველი ნაბიჯის გადადგმას,თუ უნდოდა ის თავად მომძებნიდა,ახლა ცოლი მოყავს აქ კი ყველაფერი ძალიან თვალნათლივ ჩანს,"ეკატერინე არ მჭირდება",და არც ეკატერინეს სჭირდება გიორგი
-მე ჩუმად ვარ,-საჩვენებელი თითი მიიდო ტუჩებზე,-შენი საქმის შენ იცი
-ნუ გეშინია მე გული არ მეტკინება,და საერთოდ ტკივილი რა არის აღარც კი ვიცი,-ზანტად წამოვდექი და კონწიალით მივედი ლინდასთან,-მასზე არც გაბრაზებული ვარ,არც ნაწყენი მაგრამ,ურთიერთობის სურვილი არ მაქვს
-ვიცი-დააქნია თავი და მხარზე დამადო,-წავალ ახლა,პატარა ბაღიდან უნდა გამოვიყვანო,კოტე უკვე მოვიდოდა სკოლიდან
-წადი,თორემ ხომ იცი ატირებული დაგხვდება,-მას გაეღიმა და გადამეხვია
-კაი დროებით და საღამოს ჩემთან მოდი
-კაი ვნახოთ,თუ სქმე არ გამომიჩნდა მოვალ,-მივფლახუნდით როგორციქნა შემოსასვლელამდე,ჩავეხუტე და წავიდა,კარი დავხურე მივიხედ მოვიხედე და ოთახისკენ გავლასლასდი,აი ეს სიმარტოვე ასე,რომ მომეჩვია ძალიან მიყვარს,ალბად ჩემს საკუთარ ბინაში ხალხმრავლობას ვეღარც ავიტან,რა ჯობია,შენთვის წყნარად დაჯდე,პლედი შემოხვიო,ჩაი გვერდით დაიდგა და ძველი წიგნის ფურცვლა დაიწყო,თავისი სურნელით,რომ გატკბობს და მასში დაწერილი ტონა სიტყვები,რომლითაც იგება წინადადებები,საოცრად გნუსხავს და გგონია შენც წიგნის ნაწილი ხარ,თუნდაც აი ის ვინც ცეკვავს,იცინის,წარმოიდგენ,რომ შენ ხარ ის,წიგნის გმირი,ან თუნდაც გმირის ავტორი.
***
-მე ზრდასრული ვარ,არავისთვის მითხოვია დახმარება და არც ახლა ვაპირებ,ან ზედმეტად ამაყვი ვარ ან ჩემს ნაცნობებს არ ესმით ჩემი,მათ ვერ გაიგეს,რომ მე მინდა სიცოცხლის ბოლომდე მარტო ვიცხოვრო,გინდაც ვიარო გაუთხოვარი ქალის სტატუსით,განა ეს სირცხვილია?!ვიცი რამდენ ვალდებულებებს მოითხოვს ოჯახი,შვილები,ამაზე ბევრიც მიფიქრია ადრე და ძალიან მინდოდა მეც შემექმნა ოჯახი მყოლოდა შვილები,გამეტარებინა მათ გვერდით მთელი დარჩენილი წლები,ერთად გაგვევლო წლის დროები,დღესასწაულები,დაბადების დღეები,მაგრამ,ეს ყველაფერი მაშინ გაქრა ჩემი ოცნების ფურცლებიდან როდესაც მივხვდი გვერდით არ მყავდა საყვარელი ადამიანი,რომელიც ვიცოდი,რომ ცხოვრების ბოლომდე ჩემთან უნდა ყოფილიყო და არასდროს მიმატოვებდა,ჩემთან ერთად გააგრძელებდა ცხოვრების რთულ,ვიწრო,ბორცვებიან გზას,მაგრამ,გზა გადაკვეთა და წავიდა ჩემგან,-ცოტახანს მიყურა ფსიქოლოგმა,შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და ფეხი ფეხზე გადაიდო
-გაგიგიათ,რომ რასაც დასაწყისი აქვს იმას დასასრულიც აქვს?
-დიახ,-დაავუქნია თავი
-მაშინ რატომ ასრულებთ ყველაფერს,როცა ერთი სრულდება და იძლევა შესაძლებლობა სხვა დაიწყოს,თუ კიდევ ერთხელ მცდარი ქმედების გეშინია,ყველა ხომ არაა გიორგისნაირი,გაირკვა,რომ ის თქვენი ბედი არაა და მთელ დარჩენილ ცხოვრებას სხვა ადამიანთან დაასრულებს და შენ?!მთელი ცხოვრება წინ გაქვს,შეგიძლია მონახო ნამდვილი მამაკაცი ვინც მეგზურობას გაგიწევს და არ მიეჯაჭვო წარსულის მოგონებებს და მასზე აგებულ მომავლს,რომელიც არ იქნება
-ქალბატონო მაია სრულიად მართალი ხარ,ალბად ერთ ადგილზე ვარ გაჩერებული,არც წინ მივდივარ არც უკან,ჩემი განვლილი ყოფით უკმაყოფილო არ ვარ,მაგრამ,ახლის სურვილი არ მაქვს,მინდა იმ დინებას მივყვე რასაც აქამდე მივყვებოდი,-გულზე დავიკრიბე ხელები და წერს მივაშტერდი
-თუ ნაბიჯი არ გადაგი სიარულს ისწავლი?,თუ არ სცადე გამოვა?,შენი თავის რწმენა,როდესაც გაქვს მაშინ ყვეაფერს დაძლევ,შენ კი არ გაქვს საკუთარი თავის რწმენა,კაცების გეშინია ან პირიქით გგონია მათ ეშინიათ შენი,ხარ შენთვის ერთ პატარა სამყაროში სადაც მხოლოდ შენთვისაა ადგილი და აქ დასრულდა მორჩა,მერე რაღა იქნება,ასე უმოქმედოდ დაელოდები სიკვდილს?-მას თვალებში ჩავაცქერდი და ღრმრად ჩავისუნთქე,მეგონა ვიგუდებოდი,საშინელმა უჰაერობამ შემაწუხა,სწრაფად წამოვარდი ფეხზე და კარისკენ წავედი,მაია ფეხზე წამოდგა,ფურცლები დააწყო და ჩემსკენ წამოვიდა
-მოუგვარებელი არაფერია,მთავარია შენ მოინდომო,შიში კი უკვალოდ გაქრება,-ხელი დამადო თანაგრძნობის ნიშნად და თბილად გამიღიმა,მეც გავუღიმე და სწრაფად გამოვედი ოთახიდან,მოსაცდელში ლინდა მელოდებოდა,რომ დამინახა გამოსული გაუხარდა,შუბლიდან ნახაზები გაუქრა,მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა
-შენ მაგარი ქალი ხარ,-მითხრა და ხელი ძლიერად მომკიდა,მეც გონებაში გავიმეორე,რომ მაგარი ქალი ვარ,ამაში ეჭვი არც შემპარვია,-ახლა ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება
-არ ვიცი,ჯერ ახლა დავიწყე მომავლისკენ სხვა თვალით ყურება,ასე უცებ მე ჩემს თავს ვერ ვაიძულებ,-მას გაეცინა
-დამშვიდდი საყვარელო,ადრე თუ გვიან ყველაფერი სხვაგვარად იქნება.
***
სეანსის მერე შემეზარა სამსახურში შევლა და პირდაპირ სახლში წავედი,მაღაზიაში ერთი კაცის საყოფი პროდუქტი ვიყიდე და ტაქსი გავაჩერე.
ჩემს სადარბაზოში ლიფტი ისევ გაფუჭებულიყო და ფეხით ავლასლასდი მეექვსემდე,ქოშინით მივედი კარამდე.
დღე-დღეზე ახალი წელია მე კი ხალისი მაქვს დაკარგული,ალბად შარშანდელივით ლინდასთან წავალ,ესაა რაც მიტკიებს გულს სხვა არაფერი,ცივი კედლები,მტკივნეული მარტოობა,უფერული ახალი წელი,ახალი წელი რა ახალი წელია,ფერადი ნათურების ნაძვიხსის,ფეიერვერკების და გოზინაყის გარეშე.
ისევ კარმა,მის გვერდით ფუმფულა სავარძელი,გალიპლიპებული ჩაი,პლედი და წიგნი.
კომფორტულად მოვკალათდი სავარძელში,ფეხები მოვკეცე,პლედი შემოვიხვიე და წიგნი დავიდე,ხანდახან თუ გავაპარებდი კითხვის დროს თვალებს ფანჯრისკენ,აღვაპყრობდი თვალებს ზეცისკენ და იქიდან წამოსულ ფიფქრებს ვუცქერდი.
***
-წამოდი მალე,გავიყინე-წუწუნებდა ლინდა,
-ხო მოვდივარ,ფეხებს მეტზე ვერ ვადგამ-ვბუზღუნებდი მე,ძლივს მივედით გაჩერებამდე და ავტობუსს დაველოდეთ,ლინდა ერთ ადგილზე ვერ გავაჩერე
-რატომ ყოყმანობს,გავიყინე-ბუზრუნებდა ისიც,მეც არანაკლებ მციოდა და ლამის გინება დავიწყე მძროლების,მაგრამ,გვერდით მდგომი მოხუცი ქალის მომერიდა,დღევანდელი ახალგაზრდებისგანაც ეყოფა ახლა მეც,რომ არ მივემეტო.
ძლივს მოაღწია ავტობუსმა და ძვლების მსხვრევით ავედით,ბილეთის აღება დამეზარა და ჩემი ბარათი ლინდას მივაწოდე,კონტროლიორი,საწყლად მოფუზული იდგა აპარატთან და ანთებული თვალებით იყურებოდა,ყველას ხელებში უყურებდა,ვის ჰქონდა ბილეთი და ვის არა,ლინდამ მომაჩეჩა და გვერდით მომიჯდა
-რამდენი ხნით დარჩები?-მკითხა რამდენიმე ხნის მერე,მე მხრები ავიჩეჩე
-რამდენ ხანსაც გამაჩერებ-ვუთხრი და გამეღიმა
-მე მინდა სულ ჩემთან იცხოვრო
-ეგ არ მაწყობს,-დავიმანჭე მე და ბილეთი დავკუჭე.
***
ვიგრძენი რაღაც მკბენდა,სხეულის შიგნით კიარა გარედან,ნაქსოვი სვიტერი ყელში მიღიტინებდა,გარეთ კი ისევ ციოდა ამიტომ გახდა შემეზარა და კბენია სვიტერზე შემოვიცვი თბილი ქურქი,კაშნე შემოვიხვიე და გარეთ გავედი
-მოიცა დამიცადე,მეც წამოვალ-დამიძახა ლინდამ,მეც სადარბაზოს გასასვლელთან შევჩერდი და ლინდას დაველოდე,ისიც მალევე დაბრუნდა შეფუთნული
-ყოველდღე ისე ძლიერად ცივა,სადმე გზაში,რომ გავიყინოთ არ გაგიკვირდეს-მივუგე სიცილით და ხელი მაგრად ჩავჭიდე
-მწარედ ნუ ხუმრობ მართლა მომივიდა ერთხელ მაგდაგვარი შემთვევა,თუ დაგავიწყდა უკვე,-უხერხულად გავიღიმე და ინტერესიანი თვალებით შევხედე
-არ მახსოვს-მორიდებით ვთქვი მე
-გაგახსენებ,შარშან ძალიან,რომ ციოდა,ყოველი მეორე მოქალაქე ტრავმატოლოგიურში,რომ იწვა,გარეთ გავედით მე და შენ გიორგის უნდა დახვედროდი-გიორგი,რომ ახსენა მივხვდი რატომაც არ მახსოვდა ეს ამბავი,სახე დამემანჭა და გავჩერდი
-შევწყვიტო?-მკითხა მან
-არა გააგრძელე-ვუთხარი და სვლა ჩვენც გავაგრძელეთ
-აეროპორტსი ვიდექით,კანკალი გაგვიდიოდა,როდესაც გიორგი დაინახე გარშემო ყველაფერი დაგავიწყდა,ჩემი არსებობაც კი,-მომეჩვენა,რომ ნაწყენი ხმით მითხრა ეს
-კიდევ ნაწყენი ხარ მაგ დღის მერე?-გამეღიმა და ხელი გადავხვიე
-არა,ვყვები-ჩაიკისკისა მან,-მერე გიორგიმ დაგპატიჟა კაფეში,თან იცოდი,რომ ჩემები სოფელში იყვნენ და შენთან ვიყავი დარჩენილი,გიორგის შემოთავაზებაზე უარი არ გითქვამს მაგრამ,მეც გახსოვდი ჯერ კიდევ და მეც წამიყოლეთ
-ააჰმ,ხოო-ვითომ ახლა მოვედი აზრზე,რას მიყვებოდა-მახსოვს გასაღები,ხო კაი აღარ გინდა,მაგის გახსენება,ახლაც ბოდიში,რომ გაყურყუტე
-კაი რა ბოდიში,მაშინდელი ბოდიშებიც მეყოფა,-ამ საუბარში კიდევაც მივედით ფსიქოლოგის სახლთან
-მარტო ავალ-ვუთხარი ოდნავ აღელვებული ხმით და ხელები ჯიბეებში ჩავიწყე,-შენ კი წადი
-აქამდე გამოგყევი და-გამიწყრა იგი
-არაფერი მოხდება,მორჩება სეანსი და წამოვალ,-ოდნავ გაიბუსხა,მაგრამ მისი იქ ყოფან ვიცოდი უფრო ამანერვიულებდა და ისიც ვიცოდი,რომ სწორად ვიქცეოდი
-კარგი,-ჩვეულებრივი ხმიტ მითხრა და უკან გაბრუნდა,მე კი სადარბაზოში შევედი და ლიფტი გამოვიძახე
-არ მუშაობს-მომესმა ხმა უკნიდან,გვერდით მაღალი შავებში ჩაცმული მამაკაცი დამიდგა
-რა ყველგან გაფუჭებულია-ჩავიბურტყუნე გაბრაზებული ხმით და კიბეებზე ასვლა დავიწყე,ვიგრძენი ისიც მომყვებოდა,ცოტა შემეშინდა,მომესმა თითქოს გაეცინა მამაკაცს,წინ გამისწრო და გადამეღობა
-უკაცრავად გამატარეთ მეჩქარება,-მის თვალებს არ ეტყობოდათ,ბოროტის არაფერი,პირქით,იმდენად თბილი და ტკივილიანი თვალები ჰქონდა,არაამქვეყნიურმა ემოციამ,ეიფორიამ შემიპყრო,პირველად ვნახე ასეთი მუქი მწვანე თვალები,როემლებშიც ყველაფერი იკითხებოდა,შემეშინდა და ერთი საფეხურით უკან დავიწიე,საფეხურს თხრილები ჰქონდა და წავბორძიკდი,მამაკაცი,რომ არა ალბად დაბლა დავეშვებოდი,ხელი,რომ მომკიდა საშინლად შემეშინდა,ორმაგად დავიძაბე ვიდე აქამდე,როდესაც დაუხამხამებლად თვალებში მიყურებდა
-თქვენი შეშინება არ მინდოდა,უბრალოდ ვიცი ვისთანაც მიდიხართ,-მე თვალები გამიფართოვდა,გაოცებულმა ავხედე და მოვიკუნტე
-არ გამიკვირდება თუ ჩემი სახელიც გეცოდინებათ,-მან თავი დამიქნია
-დიახ,ეკატერინე ჭავჭავაძე,-ახლა კი მართლა დამერხა,შუა ზამთარში ისე დამცხა,შუბლზე ოფლის წვეთები ვიგრძენი
-კი,მაგრამ საიდან,შევხვედრილვართ სადმე,ჩვენთან იყავით ოფისში და დაგაზღვიეთ,თუ სადიან ამიხსენით-თან ანერვიულებული,თან აღშფოთებული ვუცქერდი მას
-მგონია აგვიანებთ,მას კი დაგვიანება არ უყვარს,სხვა კლიენტებიც ელოდებიან,ყველაფერი გათვლილი აქვს,წამი,წუთი საათი-მის მიკიბულ მოკიბულ საუბარს ვერაფერი გავუგე
-რაც გკითხეთ ის მიპასუხეთ,სხვა დანარჩენი კი ჩემი პრობლემაა-უკვე ამომასხა ყელში და უცნობის თავხედობა ვეღარ ავიტანე
-ასე რატომ დაინტერესდით,იქნებ შემეშალეთ ვინმეში,იქნებ სტატია წამიკითხავს თქვენზე და ზოგადად გიცნობთ,რატომ დაფრთხით,მე მტაცებელი და მკვლელი არ ვარ
-რომ შემშინებოდა,მთელს ქვეყანას შევძრავდი ჩემი კივილით-მას ცინიკურად ჩაეცინა
-კივილი არ ნიშნავს იმას,რომ გეშინია რამის,ხანდახან სახეც და სხეულიც უშვებს ადამიანს
-გამატარეთ-ხელი ვკარი გაბრაზებულმა და სწრაფად ვიწყე სვლა საფეხურებზე,ის უჩინარივით,რომ მეგონა ჩამოვიტოვე და მიხაროდა,მობრუნებულს წინ დამხვდა,ისევ იგივე მზერით,მოცინარი ბაგეებით და გადაჯვარედინებული ხელებით
-ყოვლისმცოდნე ადამიანო,გამატარე
-რაღაც გეშლება მე ყოვლისმცოდნე არ ვარ,მოდი ერთ რამეს გეტყვი და დაიხსომე,მე არ ვარსებობ,-ისე დამაჟრიალა,როგორც ყინვაში სარაფანით მდგარს
-გიჟი ხარ ვიღაც,გამეცალე ახლა,თორემ მიიღებ
-მე შენზე ყველაფერი ვიცი,შენ კი ჩემზე არაფერი,ამიტომ დროა ჩემზეც გაიგო,მაგრამ არა ახლა როცა ქალი გელოდებათ შეღონებული და საათს უყურებს
-გამოცანებით საუბარი შეწყვიტე მე არ მაინტერესებს ვინ ხარ და არც ის რა იცი ჩემზე,-სწრაფად მივვარდი კარს და დავაკაკუნე,კისერი მეწვოდა მისი მოუშორებელი მზერისგან
-სად ხარ აქამდე-გაბრაზებული ხმით მკიტხა მაიამ და მაჯის საათს დახედა,თავი გააქნია უკმაყოფილოდ
-მაპატიე ვიღაც გადარეული ამეკიდა,ახლაც ჩემს უკან დგას
-აბა სად?-უკან,რომ მივტრიალდი იქ აღარავინ იდგა,ლამის ფეხები მომეკვეთა
-ალბად შეეშინდა და სწრაფად ჩაირბინა-თავი დავიმშვიდე მე
-ხო ალბად,შემოდი ახლა,დრო არ მაქვს,გათვლილი მაქ ყველაფერი,საცაა მეროე კლიენტი მოვა
-მამაკაცი?-უეცრად ვკითხე მე
-დიახ-გაკვირვებულმა შემომხედა
-მუქი მწვანე თვალები აქ და შავები აცვია?
-დიახ,რაც აქ დადის სულ მასე აცვია,-ახლა კი უფრო მეტად ვიგრძენი შვება
-ეგ პიროვნება გადამეყარა წეღან,-მშვიდად ვუთხარი მე,მას კი სახე ეცვალა,მკვდრის ფერი დაედო,რაღაცის ბურტყუნი დაიწყო და სავარძელში ჩაეშვა
-რამდენი ხანია ცვდილობ მის გადარჩენას მაგრამ,არ გამომდის-ამოიოხრა მან
-იმ მამაკაცის?
-კი,ის ჩემი შვილია,-ყბა ჩამომივარდა,ენა მეგონა მუცელში ჩამივარდა,სახე შემეფაკლა სემრცხვა ასე,რომ ვესაუბრე უცნობზე,მის საკუთარ მშობელს,ახლა უფრო მეტად დამაინტერესა მისმა არსებობამ და მისმა ნათქვამმა,დაიხსომე მე არ ვარსებობ..
იმდენად გათიშული ვიყავი,ასხლამდე როგორ მივედი აღარ მახსოვდა,მხოლოდ ლინდას ზმაზე მივხვდი უკვე მასთან,რომ ვიყავი და სამზარეულოში მაგიდასთან ვიჯექი
-არ ვიცი,რა ვუწოდო,გიჟი,ავადმყოფი,მანიაკი,თუ რა..
-მე მგონია,რომ დაჩაგრული უფროა ეგ პიროვნება,მას რაღაც აწუხებს,ისეთი რამ ჩაიდინა წარსულში,რაც აწმყოში არ ასვენებს,-მითხრა ლინდამ და ყავა დამიდგა წინ
-ვერ დავლევ
-რატომ?-გაკვირვებულმა დამხედა და ფინჯანი ამაცალა,მე წამოვდექი და ვიგრძენი თავბრუ დამეხვა,ინერციით ისევ დავჯექი და მარჯვენა იდაყვით მაგიდას დავეყრდენი
-არ ვიცი რა მჭირს,რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი,დღევანდელი ამბის მერე,დაბნეული და შეშფოთებული ვარ,-შუბლზე წავიჭირე ხელი და ნერვოზიანივით დავიწყე თითების კაკუნი მაგიდაზე,ლინდამ ერთი ყლუპი მოსვა,სკამი მოაჩოჩა და გვერდით ჩამოჯდა
-თუ კიდევ შეგხვდა,დაელაპარაკე,მასზე ყველაფერი გაიგე იქნებ ამან უფრო დაგამშვიდოს
-თუ კიდევ კიარა,აუცილებლად შევხვდები,რომც არ მინდოდეს,ალბად ხვალ იქ დამხვდება ისევ და ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადო-ლინდას გაეცინა და ტუჩზე იკბინა,-რაიყო?-გაბრაზებული ხმით ვკითხე და მხარი გავკარი
-არაფერი,და მაიამ რა გიტხრა,რატომ ვერ შველის შვილს
-ქალი ლამის მოსაბრუნებელი გამიხდა და მაგას მომიყვებოდა?-ჩავიფრუტუნე უკმაყოფილოდ
-ხო მართალი ხარ-დააქნია თავი რამდენჯერმე და წამოდგა,მეც წამოვდექი და ნიჟარასთან მივედი,ონკანი მოვუშვი და წყალი ავავსე
-იქნებ მე შევძლო,მის ცხოვრებაში ცვლილების მოხდენა,იქნებ მისის სახიდან ტკივილი მოვაშორო და უიმედოდ კიარა იმედით უყურებდეს ცხოვრებას
-და შენ რა იცი,როგორი თვალით უყურებს?-ხითხითით მითხრა ლინდამ,მე ხელები გავასავსავე და ჭიქა დავაძირავე
-მის თვალებში მთელი განვლილი ცხოვრებაა ფილმის ლენტასავით,ან ამას მარტო მე ვხედავ ან სხვები თავს იბრმავებენ
-ვინ სხვები?-წარბები აუთამაშდა
-მისი ნაცნობები,თუნდაც მაია,მან კარგად არ იცის ალბად რა უჭირს შვილს
-და შენ იცი,ხომ?-მისი მწარე იუმორი ან მე დამღუპავს ან თავადვე მას,ჭიქა დავდგი და ოთახისკენ წავედი
-თუკი მისი წარსული ჩემთან არაფერ კავშირშია,მაშ რატომ იცის ყველაფერი ჩემზე,მაია მოუყვებოდა?არამგონია ფსიქოლოგები ამაზე კლიენტებს ესაუბრებოდნენ და სხვისი გაჭირება მაგალითად მოყავდეთ-მან უარყოფის ნიშნად თავი გააქნია
-ის კავშირში არაა,უბრალოდ იცის და მორჩა
-არაფერიც არ მორჩა,მაინც გავიგებ ვინაა-დარწმუნებით ვთქვი და ოთახში შევედი.
***
პირველ საფეხურზე,რომ შევდექი ფეხებში დამიარა,თვალები აქეთ-იქით გავაცეცე,ველოდი გუშინდელივით უეცრად გაჩნდებოდა,მაგრამ,ჯერ ჯერობით მხოლოდ მე ვიყავი სადარბაზოში,ნელ ნელა სვლა დავიწყე კიბეებზე,რამდენი რაღაცა გაიჩხაკუნებდა ვჩერდებოდი და ყურს ვუგდებდი,უკნიდან შეხება ვიგრძენი,მაგრამ,რომ მივბრუნდი არავინ იყო,წინ კი კატა გადმოხტა და ლამის დავგორდი,იმხელა ვიკივლე მგონი მთელმა კორპუსმა გაიგო,ღმერთს მადლობა ღამით არ მიწევს აქ მოსვლა,თორემ ალბად ამის მერე ფეხს არ მოვადგამდი,ღრმად ჩავისუნთქე და გზა გავაგრძელე,მაგრად მეკიდა ხელი მოჯაირზე და მისი დახმარებით,მივღოღავდი მაღლა მაღლა,შინდისფერი კარი,რომ დავინახე მეშველა,მაგრამ დაკაკუნებაც არ დამცალდა
-უკვე მოხვედი?-გაოცებულმა მაიამ მკითხა და ფეხის ტილო დაფინა
-კი მოცედი,არ გცალია?-ვკითხე მორიდებით და უკან უკან წავედი,მან კი ხელი მომკიდა და შინ შემიყვანა
-აქ დამელოდე,მოვალ და დავიწყოთ-დივანზე ჩამომსვა და თავად ოთახში შევიდა,იქიდან კამაითს ხმა გამოდიოდა,მაია აშკარადა ვიღაცას ეჩხუბებოდა,გიჟს და ავადმყოფს უწოდებდა და მოთქვამდა,ფეხზე წამოვდექი უნდა შევსულიყავი და გამეგო,რა ხდებოდა,მაგრამჩემს წინ ის აღიმართა,მყინვარივით და მკლავში მწვდა
-აქ იჯდები-მომიგო და უხეშად დამსვა დივანზე
-კი,მაგრამ რა ხდება?-მკაცრი ხმით ვკითხე,მას კი წარბი არ შეუხრია,მცველიივთ გვერდით იდგა და მიყურებდა,თვალის დაუხამხამებლად
-შენი საქმე რაც არაა,ცხვირს ნუ ყოფ-მითხრა ცივად და გასვლა დააპირა,მაგრამ მაია დაბრუნდა და მამაკაცი გაჩერდა
-მაია,მე გადავალ,ახლა კი უნდა წავიდე,კლიენტი გყავს და არ მინდა ხელი შეგიშალო,-ისეთი სახით უყურებდა,რომ ვერც კი იფიქრებდი,რომ ის მისი შვილი,თანაც სახელით,რომ მიმართა იმდენად მეუცხოვა,რომ ლამის წავეკამათე,მაგრამ,დავდუმდი,მისი აღნაგობა,ქცევა და საუბარი მაშინებდა,ლამის გამოვიქეცი,თუმცა მაიას მარტო დატოვებაც არ მინდოდა,თავს მოვიკლავ მეც,რომ ასეთი შვილი მყავდეს,უხეში,უზრდელი,ცივი,დესპოტიზმის განსახიერება და რავიცი კიდევ რა აღარ,რაც კი ცუდია ყველაფერი ამ მამაკაცში ბუდობს,გაბრაზებული გავარდა და კარი ისე გაიჯახუნა,მეგონა ჩამოვარდებოდა,დივნიდან წამოვდექი და მაიას მოვეხვიე,მან კი ქვითინი დაიწყო,გული ამიჩუყდა დ ალამის მეც ავტირდი
-კი,მაგრამ ამდენის უფლებას რატომ აძლევთ?-გამწყრალი ხმით ვთქვი და დივანიკსენ წავიყვანე,ის ყუჩებს იკვნეტდა და ცრემლებს იმშრალებდა
-მე აღარ ვიცი რა მოვუხერხო,რა აღარ ვცადე,მაგრამ მის მდგომარეობას ვერაფრით ვშველი,იმასაც ვეუბნები დაქორწინი იქნებ გადაგიაროს მეთქი,მაგრამ არ უნდა,მას ვეზიზღები შავი ჭირივით-სახტად დავრჩი,არ მესმოდა სვილს დედა როგორ უნდა ეზიზღებოდეს
-როგორ თუ ეზიზღები,შენი წყალობით მოევლინა ქვეყნიერებას და ასე გიხდის სამაგიეროს?
-შენ ჯერ კიდევ არ გესმის
-რა არ მესმის?-მივუგე მე და გაფართოებული თვალებით შევხედე
-ჩემი შვილი არაა
რამდენიმე წუთი უხმოდ ვიჯექი,გაოცებისგან ენას ვერ ვაბრუნებდი
-გუშინ,ხომ მითხარი,რომ ჩემი შვილიაო
-კი გითხარი,გითხარი-სასოწარკვეთილმა დააქნია თავი,ორჯერ,-იცი სად დავუშვი შეცდომა?
-არა-გავუქნიე თავი,მან ხელი ხელზე მომკიდა და თვალებში ჩამხედა
-როცა ვიშვილე,როცა ცხონებული დის შვილი,შვილად ვაღიარე,როცა ეს გაიგო შემიძულა,ჩემთვის მწარე სიტყვის და გულის ტკენის მეტი არაფერი ემეტება,მე მაბრალის საკუთარი დის სიკვდილს,თავბედს იწყევლის,არ გეგონოს,რომ მარტო მე მადანაშაულებს,ჩემი და მის მშობიარობას გადაყვა,იცი როგორ სძულს საკუთარი თავი?,ბევრჯერ გადარჩა სიკვდილს,ფსიქიკურად ყველაფერი რიგზე აქვს ახლა,მაგრამ ძველ იარებს მაინც არ იშუშებს,ცივად მესაუბრება,შენც ხომ ხარ მომსწრე,სულ გარეთაა,გვიან მოდის,არც მეუბნება რას აკეთებს,მხოლოდ იმას მეუბნება,ნუ ღელავ ცუდის გამკეთებელი ადამიანი არ ვარო,ცუდი მაშინ გავაკეთე,როცა ქალს სიცოცხლე წავართვიო,მე კი ცრემლები მომდის,მინდა მივიდე ვანუგეშო,მაგრამ ახლოს არ მიკარებს,-ვიგრძენი ლოყაზე ცრემლის წვეთი ჩამოგორდა,მაიას ხელი ხელებში მქონდა მოქცეული და ორივე ცხარე ცრემლით ვტიროდით,ვერც მე ვანუგეშებდი და ვერც ის წყნარდებოდა
-ყველაფერი არ დასრულებულა,ადრე თუ გვიან მიხვდება იმ დანაშაულს,რომელსაც უშევბს,დამიჯერე ინანებს,პირიქით მადლობელი უნდა იყოს,რომ აღზარდე,ის კი უარეს მდგომარეობაში გაგდებს
-მე მას არაფერში ვადანაშაულებ,ძალიან მიყვარს,მის მეტი არავინ მყავს,ერთი წლის წინ გული მოუბრუნდა თითქოს,შეიცვალა,სულ გაღიმებული დადიოდა,მზესავით ანათებდა-ამოიხვნეშა მან და ფეხზე წამოდგა-,მერე საიდანღაციდან მამამისი გამოჩნდა,ხელახლა გაახსენდა დემეტრეს,თუ რას წარმოადგენდა,როგორ მოევლინა,საწყალი ისევ დეპრესიაში ჩავარდა,იმ არაკაცმა კი რა აღარ უწოდა,ცემა-ტყეპა გამართა,სულ დაბეჟა საკუთარი შვილი,მერე კი ადგა და მის თვალწინ თოკი წაიჭირა
-თავი მოიკლა?-ძლივას ამოვღერღე,ორიოდე სიტყვა-დემეტრეს,თვალწინ,-გაოგნებული ჩავეშვი სავარძელში და შუბლზე მივიდე ხელი,ასეთი ამბავი რეალობაში არასდროს მსმენია,წიგნებიდან და ფილმებიდან მხოლოდ.
-დიახ,როცა ღამით დემეტრეს ღრიალი მაღვიძებს მის ოთახში შესვლის მეშინია,-მითხრა და ისეთი მოძრაობა გააკეთა,თითქოს ჟრუანტელმა დაუარაო
-რატომ?
-როცა პირველად მომესმა მისი ხმა,რომ შევედი,არ მეგონა თუ გული არ გამისკდებოდა,კედლები სისხლით იყო დასვრილი,ის კი გამეტებით ურტყავდა ძლიერად შეკრულ მუშტებს,თვალებში იმხელა ბოღმა და სიძულვილი ჩადგომოდა,რომ შიშით ფეხებს ვერ ვადგამდი,ერთ ადგილზე ვიყავი გაქვავებული,ურტყამდა და ღრიალებდა,მერე ძირს გაწვა და თოთო ბავშვივით დაიწყო ტირილი,რა მოგივიდა მეთქი,რომ ვკითხე მითხრა,მამა მესიზმრა და მითხრა ჩემი სიკვდილი შენი ბრალიაო,ფილმის კადრებივით ჩანდაო,ის ღამე როცა ჩემს თვალწინ თავი ჩამოიხრჩოო
-მე.მე არ ვიცი რა ვთქვა,გაოგნებული,აღშფოთებული,დაბნეული ვარ,არ ვიცი,მას თუ ამდენი რამ აქვს გადატანილი,ტაშის ღირსია,ბოლომდე მაინც არ დამორჩილებია წუთისოფლის სიმწარეს,ძლიერია და ვიცი,რომ მალე ყველაფერი დალაგდება-ღრმად ჩაისუნთქა მაია და მადლით სავსე თვალებით დამხედა
-იმედი არასდროს დამიკარგავს და არც არასდროს დავკარგავ,რადგან მას იშვიათი გული აქვს,შინაგანად ძალიან კეთილია,კარგი,უბრალოდ ამდენი ტანჯვისგან დასუსტდა და მხოლოდ სიტყვებითღა ახერხებს,თავის დაცვას,მინდა მოგიბოდიშო,შენც არანაკლებ გჭირდება დახმარება,მე კი დრო დავკარგე მასზე საუბარში,აღარც თავი მაქვს,-შეწუხებულმა დახარა დაბლა თავი
-არაუშავს,ხვალ მოვალ,რა საჩქაროა,თანაც უკეთესობა იგრძნობა,შენი უზომოდ მადლიერი ვარ და ერთი სათხოვარი მაქვს-თავი აწია და ინტერესით მომაცქერდა-დემეტრეს ნომერი მჭირდება,ჯერ გაუკვირდა მერე ეშმაკურმა ღიმილმა გადაუარა სახეზე,მერე ტელეფონთან მივიდა და მის გვერდით მოკალათებული პაწაწინა ბლოკნოტი აიღო,ფურცელი ამოხია,ნომერი მიაწერა და გამომიწოდა
-არ გეკითხები რად გინდა-ირიბად გამიღიმა და კარამდე მიმაცილა,კიბეებზე ჩამოსვლისას ვიგრძენი ტავბრუ დამეხვა,გულიც ამიჩქარდა,ძლივს ჩავაღწიე პირველ სართულამდე,ბოლო საფეხურზე,რომ ვიდექი,ვიგრძენი რაღაც რიგზე ვერ იყო და მოაჯრს დავეყრდენი,თვალები დავხუჭე და...
***
-გმადლობთ,რომ სახლში მოიყვანეთ,-მესმოდა,ლინდას ხმა,ვიღაცას მადლობას უხდიდა,თავი გაბრუებული,მქონდა თვალები ჯერ კიდევ მეხუჭა
-მადლობა,არაა საჭირო,-მორიდებით მიმართა,ძალიან ნაცნობმა ხმამ,თვალები გავახილე და წამოდგომა ვცადე,მაგრამ რაღაც ძალამ შემაკავარა და ისევ საწოლზე გავიშოტე
-ყავას ხომ არ მიირთმევდით?-კითხა ლინდამ,როგორც სჩვევია,უცნობთანაც გამოიჩინა სტუმართ მოყვარეობა
-დიდი სიამოვნებით-მიუგო,ისევ ძალიან ნაცნობმა ხმამ,საწოლში რა გამაჩერებდა,ძლივ-ძლიობით,თავს ძალა დავატანე და საწოლიდან წამოვხოხდი,ფრატუნით გავედი მისაღებში და მიძინებული თვალები ვეებერთელა გამიხდა,დემეტრე სავარძელში მოკალათებული,რომ დავინახე,სახეზე ღიმილი უთამაშებდა და სიგარეტის ღერს ატრიალებდა თითებში,რომ დამინახა თვალი ჩამიკრა და ფეხზე წამოდგა
-ფერი არ გადევს,რატომ ადექი,ჯერ სუსტად ხარ-დარდიანი ხმით,მითხრა თითქოს გული შესტკიოდა ჩემ ჯამრთელობაზე,მე ჩამეცინა და უხმოდ გავედი ლინდასთან,ის კი მხიარულად იდგა ქურასთან და ღუღუნით ამზადებდა ყავას
-იცი მაინც ვინაა?-ვკითხე აღშფოთებული ხმით
-კი ვიცი,-დამიქნია თავი და ქურა გამორთო,-შენი მშველელია საყვარელო,-ფხუკუნით მითხრა და ყავა გამომიწოდა-წაუღე-მითხრა და წარბები აათამაშა,“ეჰ“ ჩავიფრუტუნე ჩემთვის და მისაღებში ფრთხილად გავედი
-გმადლობ,-მომიგო,როდესაც ფინჯანი მაგიდაზე დავდგი,-ეკატერინე-მკაფიოდ წარმოთქვა მან,ლინდამ თავი გამოყო
-თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს?-გაბრაზებული სახით შემომხედა, მან მე კი სიცილი ვერ შევიკავე,ან რა იყო აქ სასაცილო,ჩემს საკუთარი სახლში,იჯდა პიროვნება,რომელზეც საშინელებები გავიგე,და ვეღარ გამიგია უნდა მეშინოდეს მისი თუ მეცოდებოდეს
-დიახ-ხაზგასმით წარმოთქვა ისევ დემეტრემ-მე მაიას შვილობილი ვარ
-რა?-ყბა მოეღრიცა და სამზარეულოში დაიმალა
ვცდილობდი,რომ რაც შეიძლება შორს ვყოფილიყავი მისგან,რომ ვხედავდი შიში მიპყრობდა.
-რატომ მარიდებ თავს,ვგავარ ისეთ ადამიანის,რომელსაც რაიმის დაშავება შეუძლია?-უხერხულობაში ჩავვარდი,უხმოდ მივედი და მის გვერდით ჩამოვჯექი,კმაყოფილს გაეღიმა და თვალებში ჩამაცქერდა
-შენზე ყველაფერი ვიცი,-ვუთხარი გაბედულად,მას კი წარბიც არ შეუხრია,ალბად მიხვდა საიდანაც გავიგე და როგორც გავიგე,სიმწრით გაიღიმა და ხელი ჩემსკენ წამოიღო,მაგრამ შუა გზაში გააჩერა და ჩაიქნია,მისი ფიქრები წარამარა იცვლებოდა,ხან იღიმოდა ხან წუხდა
-მაინც რა?-წარბები აათამაშა და ხელები გულზე დაიკრიბა
-ყველაფერი,-ვთქვი კატეგორიულად,მან თავი გაატრიალა
-მაია,-ცინიკურად თქვა მან და ისევ შემომხედა,ოღონდ არა თანაგრძნობთ,სიძულვილით და ამავე დროს დიდი ტკივილით სავსემ
-დედაშენმა-გაბრაზებული ხმით ვუთხარი,მას კი გაეცინა,-ის შენგან არ იმსახურებს ამხელა სიძულვილს
-შენ რა იცი,იმსახურებს თუ არა,რადგან ასე ვექცევი დიდი მისახვედრი არ უნდა იყოს,რომ ღირსია
-მცდარი წარმოდგენა გაქვს მასზე
-შენ კი მე არ მიცნობ და მისი მონაყოლით განმსჯი თუ რა ცხოვრებით ვცხოვრობდი და რამ მომიყვანა აქამდე?-ხრიწინით მითხრა და მუშტები შეკრა
-მე რა უფლება მაქვს განგსაჯო,უბრალოდ რაც ვიცი,იქიდან გამომდინარე ვაკეთებ დასკვნას
-და მცდარი,რომაა შენი დასკვნები?
-მაშინ შენ დამეხმარე სწორი დასკვნების გამოტანაში-მას ეშმაკურად ჩაეღიმა და ფეხზე წამოდგა,ხელები გაასავსავა და ჯიბეებში ჩააწყო
-წამოხვლა?
-სად?-გაკვირვებულმა ავხედე
-ჩემი ცხოვრება მინდა განახო,წამოხვალ?-მის ხმაში იგრძნობოდა დიდი სურვილი,რომ მე დავთანხმებოდი ამ წინადადებას,ყოყმანი აღარ დავიწყე ავდექი და ლინდასთან შევედი,გაშეშებული იდა ქურასთან და რაღაცას უჩხიკინებდა
-მე მივდივარ
-კაი-ყოველგვარი შეკითხვების გარეშე,მომახალა მე გაოცებული გავედი მისაღებში,ლინდა აშკარად ისევ შოკში იყო,დემეტრეს ვინაობის დადგენის მერე.
***
-აქ რატომ მოვედით?-შენობა რომელელიც ოთხი კედელიღა ჰქონდა მთელი,თუ ამასაც შენობას ვუწოდებდით,ნუ შენობის ნანგრევები,ჭერი მას არ ჰქონდა არაფერი,შიგნით დამტვრეული მაგიდის ნაწილები ეყარა აქა იქ,საშინელი მტვერი იყო,ერთი კედელი ნახევარიღა იყო,ყველა კედელზე წარწერები იყო,ის,რომ ადრე აქ ვინმე ცხოვრობდა ცხადყოფდა იმით,რომ ნივთების ნარჩენები,წიგნების ნაგლეჯები და ათასი,რამ ეყარა,სანაგვეში ვიყავდი დემეტრეს მიყვანილი,რომელიც გაბადრული სახით უყურებდა კედლებს და თითებით შემორჩენილ საღებავებს ფხეკდა
-აქ რატომ მომიიყვანე?-გავუმეორე მკაცრი ხმით,იგი შემოტრიალდა და ორი ფოტო გამომიწოდა,ერთზე გამართული,კოხტა სახლი იდგა მოერეზე კი ის სანაგვე სადაც მე ვიდექი
-ერთ დროს აქ მე ვცხოვრობდი,მის მერე რაც გავიგე,რომ ნამდვილი დედა არ მყავდა გვერდით,მინდოდა მაიასგან შორს ვყოფილიყავი,ეს ბედნიერება მქონდა სანამ ადგილსამყოფელს გაიგებდა,ყველაფერი იღონა,რომ გამოვესახლებინე მერე კი ეს სახლი დაანგრიეს და სანაგვედ აქციეს,მომატყუა უკანონოდ გაქვს შეძენილიო და პრობლემები რომ არ შეგქმნოდა გავყიდეო,მეც დავუჯერე,ოცი წლისას ჭკუა სად მქონდა თერთმეტი წლის მერე მივხვდი,რომ შეცდომა დავუშვი,ჩემი სიმშვიდის დარღვევაში ხელი არ შევუშალე,რომ არა მისი ბოროტული განზრახვები მე ასე არ ვიქნებოდი,არ მომიწევდა სულ გარეთ დაძინება,იმის გამო,რომ მას სურდა მის გვერდით ვყოფილიყავი უკიდურეს ზომებს მიმართა,ჩემი მომავალი ფეხებზე დაიკიდა.
-ვწუხვარ-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე
-ჩუმად,ხმას ნუ იღებ,როცა საბოლოოდ მიხვედი ვინც ვარ მერე მისაყვედურე-მითხრა უხეშად და ისევ განაგრძო საუბარი-მის სახლში ამ სახლის საბუთები აღმოვაჩინე და ვნახე,რომ ის ჩემი საკუთრება იყო,რომ დედაჩემმა დამიტოვა,როცა გაიგო,რომ ბიჭი ეყოლებოდათ წასულან და სახლის შერჩევა დაუწყიათ,ბიჭია მაინც და,რომ გაიზრდება ცალკე ცხოვრებას მოითხოვსო-თვალები აუცრემლიანდა,მაგრამ არ ხუჭავდა,თავი დაბლა დახარა,თითქოს მაერიდებოდა არ უნდოდა ასეთი მენახა,იგი ძალიან განადგურებული და სასოწარკვეთილი იყო,ხელი მოვკიდე ხელზე
-თავი აწიე-ვუთხარი მომთხოვნი ხმით
-გამიშვი-მითხრა და უხეშად მომიცილა-შენც მისნაირი ხარ,მან წამსვე გადაგიბირა,ათასი სისულელით გამოგიჭედა ტვინი,დაგაჯერა არარსებული და შეცდომაში შეგიყვანა,მე აქ იმისთვის,არ მომიყვანიხარ,რომ მონუგეშო-ცივად თქვა და გავიდა,გამწარებულმა გააღო მანქანის კარი და,რომ დაჯდა მთელი ძალით მიაჯახუნა,თვალების ცეცებით გავვარდი და სწრაფად მივედი მანქნამდე,შემეშინდა მეგონა აქ დამტოვდა,მაგრამ ვერც გაღება გავბედე,რომ დავჯდარიყავი,კართან ვიდექი და ვუყურებდი,მანქანიდან გადმოვიდა,ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამაჯინა
-გთხოვ ხმა არ ამოიღო,-ამღვრეული ხმით მითხრა და თვითონაც დაჯდა,ღვედი გავიკეთე და მოვიკუნტე,მთელი გზა გატრუნული ვიყავი,ან რა ამომაღებინებდა ხმას,ორი დღეა ვიცნობ და უკვე მისი სიტყვა ფასობს,მეშინია მისი-მაპატიე,შენ რატომ გეჩხუბები არ ვიცი,უბრალოდ მძულს ის ვინს პატივს სცემს ჩემს მტერს,რადგან იგი არაა ამის ღირსი
-ნუ მთხოვ პატიებას,უხეში ხარ და მე აღარ მსურს შენთან რაიმე კონტაქტი მქონდეს,ჩემი ცხოვრების გამწარების უფლებას არ მოგცემ,ჩემი ფსიქიქკის დარღვევის და ჩემი მორალის დარბევის უფლებას,შენც არანაკლებ უარგისი ხარ,მინდა შენში კარგი დავინახო,მაგრამ ცუდს ვხედავ,მეშინია შენი,შენთან ხმის ამოღებისაც კი მეშინია,განა დაგიავე რამე?მე გთხოვე აგეხსნა რატომ ხარ ამ დღეში?
-და მე დაგაძალე,წამოსვლა,მე ჩაგსვი მანქანაში და მოგიყვანე,მაშინ რატომ ჩაერიე ჩემს ცხოვრებაში რატომ გაიგე ყველაფერი ჩემზე,ესეც ჩემი ბრალია,რომ შენ ცნობისმოყვარე ხარ
-სახლამდე მიმიყვანე და აღარასდროს მოხვიდე,შენი დანახვა ცუდად მხდის-გამწარებული სახით შემომხედა და გაზს უმატა.
ყველაზე დიდი შეცდომა რაც ოდესმე დამიშვია ალბად ეს იყო,ადამიანს დახმარების ხელი გავუწოდე და მერე ტავად ვერ ვუარყავი,ხომ შევპირდი თავს,რომ დემეტრეს მკურნალი ვიქნებოდი,მე კი ვეჩხუბე იმის გამო,რომ მან საკუთარი ცხოვრების დანახვა მოინდომა ჩემთვის.
ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა,კარამდე ძლივს მივედი,თვალებიდან ვეღარ ვიხედებოდი,კარს მივეყრდენი და რამდენჯერმე მუშტი ძლიერად დავცხე
-რა დაგემართა?-კარი გააღო თუარა,აღშფოთბული ხმით მკითხა ლინდამ
-ყველაფერი-გულამომჯდარმა მივუგე და ლასლასით შევედი,ხელი მომაშველა და დივნამდე მიმიყვანა
-რამე დაგიშავა?
-არა მე დავუშავე,-ხრიწინით ვთქვი და ხელები ძლიერად მოვმუშტე,ლინდა ყბა დაღებული მიყურებდა,გვერდით მომიჯდა და ჩამეხუტა-ძალიან ცუდად ველაპარაკე და ვთხოვე,რომ საერთოდ არ გამოჩენილიყო,ახლა კი ვნანობ,სისულელე გავაკეთე-მან თმაზე დამისვა ხელი
-მის გამო ხარ ამ დღეში კი,მაგრამ რატომ?-გაბარზებულმა მითხრა და კოპები შეკრა
-შევცდი,დემეტრე არ ყოფილა ის ადამიანი ვინც მაიამ დამიხატა,იგი სრულიად სხვა პიროვნებაა,პიროვნება რომელსაც საკუთარი თავის გარდა აღარავინ ჰყავს,ადამიანს როემლსაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გააჩნდეს,მაიას მონაყოლის მერე მძულდა
-და ახლა?
-ახლა არ ვიცი,მაგრამ იმ შეცდომის გამოსწორება უნდა დავიწყო რაც,რამდენიმე წუთის წინ დავუშვი,მე მას მარტო არ დავტოვ,რადგან ყველაფერი ვიცი,არ შემიძლია მისი მიტოვება,კარგი ვქენი,რომ ნომერი გამოვართვი მაიას,ხვალ დავურეკავ და ბოდიშს მოვუხდი,-ლინდა უხმოდ წამოდგა და სამზარეულოში გავიდა,მე დივანზე დავწექი,ფეხები მოვკეცე და დაძინება ვცადე,იგი მალევე შემოვიდა,ხელში წყლით სავსე ჭიქა ეჭირა,გამოვართვი და ბოლომდე დავლიე,შემდეგ ისევ დავდე თავი და ჩამთვლიმა.
***
დემეტრე:
დღეებს ვითვლი,როდის ამომხდება სული
დღეს ბოლო ნაჭერი პურიც შემომეჭამა
გადათვლა დამავიწყდა,ფულიც რაღაც მცირედ მიყრია ჯიბეში
მანქანის წასაყვანად მოვა ალბად გელაც,მისი მადლობელი ვარ,ხანდახან მათხოვებს ხოლმე,ფულსაც მაძლევს,განა ისე,ეგ მე არ მეკადრება,მამაჩემისგან აღებულ ვალებს მიბრუნებს,მაგრამ როდემდე გასტანს,ახლა ასი ლარიღა აქ მოსაცემი,მე კი კვირის ბოლომდე ოცდაათი ლარი უნდა ვიმყოფინო,რომ მერე ასი ლარით შევეშველები თავს,შიმშილი არ მაძლევს უფლებას ვიფიქრო ეკატერინეზე,არც გამაძღარი ვფიქრობ,ცუდად არ გამომივიდეს,ვეღარ გამიგია,ამ ცხოვრებაში რისთვის მოვედი,ან რისთვის გავუშვი ახალგაზრდა ქალი ზეცაში,იმისთვის,რომ დამპალ სოროში მეცხოვრა?!
ეკატერინეს კი ბოდიში უნდა მოვუხადო,ძალიან ვეუხეშე,ასე არ მეკადრება,მას კიარა მეც მაშინებს საკუთარი თავი.
ვეღარ გადამიწყვეტია,ოცდაათი ლარი როგორ გადავანაწილო ერთ კვირაზე,რომ მშიერი არ დავრჩე,დღეს შუადღემ ისე მოატანა პური ვჭამე მხოლოდ,მეშინია ვაითუ პურის ნამცეციც აღარ შემრჩეს კვირის ბოლომდე,დღეში სამი ლარის დახარჯვით გავალ,ან ოთხი ლარის დახარჯვით და ორი ლარი დამრჩება,მერე ასიც მიემატება ამას და რაღაც გამოვა,უჭმელობით არ ამომხდება სული.
კიდე კარგი,რომ სახლი არ გაყიდა,მათი დაღუპვის მერე,თორემ ღია ცის ქვეშ მომიწევდა დაძინება,კარადაში მრავლადაა,მამაჩემის ნაქონი სამოსი,ზოგი დიდი მაქ,ზოგი პატარა,ნუ რაც ჩემზე პატარას ეცვა ისინი არ მეტევა,ტანსაცმელი მაქვს და ამის გამო ფულის დაზოგვა არ დამჭირდა.
კარგად გამოვეწყე,სახეზე ღიმილი ავიკარი და ჩემი ბედნიერი ოთხი ლარით მაღაზიაში ჩავედი,ერთი პური და სამი ლარის წონის კალბასი ვიყიდე,აგმყიდველი კი ყოველდღე მიბღვერს,არ სიამოვნებს ასე მცირედს,რომ ვყიდულობს სულ,დატანჯული მყავს სულ ზუსტად ვაჭრევინებ,რომ ზედმეტი ხურდა არ დამჭირდეს,ვალები არ მჭირდება.
ისევ გაბადრული სახით ვბრუნდები სახლში და მივირთმევ,ცოტაოდენს,რომ საღამოსაც მქონდეს.
ტელეფონის გაყიდვა ვიფიქრე,მაგრამ რამე,რომ მომივიდეს რითი შევატყობინო,რომ მიშველონ,მეგობრებიც არ მყავს,არა აღარ მყავს ეს უფრო მართებული ფორმა იქნება,სანამ კარგად ვცხოვრობდი იქვნენ მრავლად ჩემს გარშემო,გავსწორდი მიწასთან და ფეხით გადამიარეს,აი მესმის ნამდვილი მეგობრობა.
ხუთ ლარამდე წლის დასაწყისში ცვრიცხე და სამი ლარი მაქვს შემორჩენილი,ანუ ერთი წელი მყოფნის ხუთი ლარის ანგარიში.
რომ დავნაყრდი,მივალაგე და გამაძღარი დივანზე წამოვწექი,ანაჟამის დროინდელი წიგნი ავიღე და ფრთხილად გადავფურცლე,ძალიან იყო დაზიანებული,დღეების მარტივად გამყვანი და ცხოვრების შემლამაზებელი ნივთი იყო,რომელსაც ალბად მეხუთტ ვკითხულობდი,რადგან რაც კი წიგნები მაქვს სახლში ყველა რამდენჯერმე მაქვს წაკითხული,დროის დიდი რაოდენობის გამო.
ადრე სადღაც მოვკარი თვალი ალექსანდრე მაკედონელის გამონათქვამს: "დაიმახსოვრე, რომ ერთის ქმედებაზეა დანარჩენი ყველას ბედი დამოკიდებული”..,დანარჩენი ყველა არ ვიცი,მაგრამ ერთის ქმედებაზე,ანუ მაიას ქმედებაზე იყო დამოკიდებული ჩემი ბედი და ძალიანაც სასიამოვნო რამ მხვდა წილად,ცხოვრების ბოლომდე,იმაზე საფიქრალი მარგუნა,ფული სამყოფი მაქ თუ არა.
***
დღესაც საშინლად ყინავს,ისევ შევიფუთე და ისე გავედი გარეთ,სამი დღე გავიდა ჩემი და დემეტრეს კამათის მერე,თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ,აღარც მაიასთან ავსულვარ,მხოლოდ სამსახური სახლი,სამსახური სახლი,გაჩერებასთან ვიდექი,როდესაც ისევ დავლანდე მოპირდაპირე მხარეს კაცი,რომელიც ისევ მიღიმოდა,შემდეგ სწრაფად გადმოკვეთა ტრასა და ჩემს გვერდით აღმოჩნდა,იმდენად იყო დაფარული მხოლოდ ციმციმა თვალები უჩანდა და ძალიან ნაცნობიც ჰქონდა,გონებაში გიორგის სახე ამომიტივტივდა,მისი მუდამ წყლიანი თვალები,ამ მამაკაცსაც ზუსტად ასეთი თვალები ჰქონდა,ლურჯი ზღვასავით და უციმციმებდა,იდგა და მიყურებდა,მე შემრცხვა და მზერა მოვარიდე
-შეცვლილხარ-მისმა ხმამ ჩემამდე,რომ მოაღწია ელდა მეცა,სიცივე სადღაც გაქრა,ოდნავ ავნერვიულდი,მსიკენ არ შევტრიელბულვარ,გაშეშებული ვიდექი უხმოდ
-კიდევ უფრო გალამაზებულხარ-მომიგო უტიფრად,ხმაში არაფერი იგრძნობოდა,არც დარდი,არც ჩემი ნახვით გამოწვეული სიხარული,ეს მხოლოდ მის სახეს ეტყობოდა,იდგა და დებილივით იღიმოდა
-უკაცრავად?-მივუგე ისე თითქოს,ვერ ვიცანი-გიცნობთ?-მას ჩაეცინა და კიდევ უფრო ახლოს მოიწია,მე კი უკან დავიხიე და ლამის ურნას შევასკდი
-ასე უცებ დაგავიწყდი?-თითქოს,ნაწყენი ხმით მითხრა და მოიწყინა
-ვიღაცას გამზგავსებთ,მაგრამ ის არამგონია,იყოთ
-რატომ?-გაიკვირვა მან
-მან დიდი ხნის წინ დამივიწყა და ალბად ჩემთან საუბარს არც ახლა ისურვებდა-სისზიღ სავსემ ვუთხარი და გვერდი ავუქციე,ის კი უკან გამომყვა,მივდიოდი და მომყვებოდა,უკვე ერთიანად ვკანკალებდი,-რატომ მომყვებით უკან?-შევტრიალდი და მაღალი ტონით ვკითხე
-მართლა ვერ მცნობ?-დასევდიანდა უცებ,ნეტავ მართლა აღელვებდეს და თვალთმაქცობაც არ სჭირდებოდეს,ხომ აღარ ამტკივდებოდა გული,მომინდა ტირილი,მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი მისი თანდასწრებით ეს არ გამეკეთებინა
-გთხოვთ,ნუ გადამეკიდეთ და ნუ მომყვებით,ახლა თქვენთვის არ მცალია,სამსახურში ვაგვიანებ
-ძალით,აკეთებ ამ ყველაფერს ეკატერინე თუ მართლა ვერ მცნობ-ხმაში სიბრაზე შეერია
-სახელიც გცოდნიათ,ალბად ჩემი ძველი კლიენტი ხართ-ყველანაირად ვცდილობდი მის გაღიზიანებას და ეს ასახული იყო მის სახეზე
-გიორგი ვარ-გაბზარული ხმით წარმოთქვა და მომიახლოვდა-ატი წელია რაც არ მინახავხარ,მაგრამ მაინც მქონდა იმედი,რომ გემახსოვრებოდი-მომიგო მწარედ
-რას ვიზამთ,ვინც გვინდა ის ყოველთვის გვემახსოვრება და ვისაც არ აქვს ჩვენს მახსოვრობაში ადგილი სამწუხაროდ არა,-ირონიულად მივუგე და ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი
-მე კი ყოველთვის მახსოვდი,-ამ წინადადებამ სხეულში ისე გაიარა როგორც ხმალმა,მებრძოლის გულში,ფეხები ამიკანკალდა,ყელში რაღაც მომაწვა
-რა უტიფარი ხარ-სიძულვილით აღსავსე მივუგე და თვალებში ჩავაცქერდი,სადაც ყველაფერი იკითხებოდა,გარადა იმ ტყუილებისა რომელსაც ურცხვად მითხზავდა გიორგი
-ისევ მახსოვხარ და ისევე ძლიერად
-ახლა არ თქვა მიყვარხარო,თორემ შეიძლება ფურთხიც არ დამენანოს შენთვის
-ქალს ეგ ეკადრება?უნდა შეგრცხვეს ეგ,რომ გააკეთო
-მორალს ნუ მიკითხავ,მამაკაცს არ ეკადრება ქალის მიტოვება,მერე მისვლა და არარსებულის შეთხვზა,როგორც წინად გამომიყენე ახლაც ისე გინდა?გინდა საყვარლად გამიხადო!არავითარ შემთხვევაში,წადი შენს ცოლთან და დაივიწყე,მარტო ის გახსოვდეს,რომ მე მკვდარი ვარ,-ერთხანს დაბნეული ცხვარივით მიყურა,მერე ხელი ძლიერად მომკიდა და კოცნა სცადა,მაგრამ ვერ მოახერხა-ასე ძალადობით ცდილობ ყველაფრის გამოსოწრებას?-კიდევ უფრო დადაბლდა ჩემ თვალში,მისმა შეხებამ ზიზღი მომგვარა,ტელეფონი ამოვიღე და დემეტრეს გადავურეკე,მას რატომ არ ვიცი,მაგრამ ამ წუთს სხვა ვერაფერს ვფიქრობდი
-ქმარს ურეკვა?-სარკასტულად მითხრა და ახარხარდა,ხელი აიქნია და ტელეფონი ძირს დამაგდებინა,მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ არ გათიშულა,ეკრანი ანათებდა და ზარი გადიოდა,გიორგის კი მკლავებში ვყავდი ძლიერად მოქცეული და ისევ ცდილობდა ეკოცნა,მაგრამ ხელი შემიშვა და,რომ არ გამოვწეულიყავი ალბად დამიყოლებდა,მეც,უგონოდ დაეცა და თავიდან სისხლი წასკდა,შეშინებული სევაცქერდი,შუშის ბოთლით მდგარ,თვალებში ცეცხლ ანთებულ დემეტრეს
-დაგიშავა რამე?-სლუკუნით მივვარდი და მაგრად ჩავეხუტე,ბოთლი ძირს დააგდო და ორივე ხელი ძლიერად შემომხვია,მისგან ისეთი სითბო წამოვიდა,ჩავყუჩდი,-ნუ გეშინია მე აქ ვარ-მომიგო თბილად,-შენ კი დაახვიე აქედან ასნამ ცოცხალი ხარ-უღრიალა ბოლო ხმაზე,მე შეცბუნებული გამოვეცალე და გიორგისკენ შევბრუნდი,რომელიც ძლივ ძლიობით ადგა,ხელი გახეთქილ თავზე ედო და იღრინებოდა
-შენ რა მისი ქმარი ხარ?ბედი შენი,რომ ახლა საქმე მაქ თორემ ციხე არ აგცდებოდა
-დავაი,გაქრი და ჩემს ცოლს ახლოს არ მიუახლოვდე
-არსად დაკარგო.
ლასლასით წავიდა მე კი დემეტრეს მივუბრუნდი და ვერაფერს ვფიწრობდი რა მეთქვა
-ეს რატომ უთხარი?
-რა?
-,რომ შენი ცოლი ვარ
-იმიტომ,რომ იცოდეს მარტო არ ხარ და აღარ მოგეკარება
-არ იყო საჭირო-ჩავიბურტყუნე მე და შუშები ავკრიფე
-კარგი,გაეკიდე და უთხარი,რაღას უცდი,მერე კი ერთად წადით და დამასმინეთ-ცრემლები ვეღარ შევიკავე და ავსლუკუნდი,ფეხზე წამოვდექი და ძლიერად ჩავეხუტე
-მაპატიე და გმადლობ,მე არ ვიყავი დახმარების ღირსი,-გიორგის წასვლის მერეც კი არ შეუშვია ხელი,ძლიერად ჰქონდა შემოხვეული,მე კი მის მკერდზე მედო თავი,რაც ძალიან სასიამოვნო იყო,ეს შეგრძნებები დიდი ხნის დავიწყებული მქონდა,აღარც კი მახსოვდა რას იწვევდა,მისგან სითბო მოდიოდა,ვიგრძენი მთელი სხეული გამითბა,სიცივე სადღა იყო!იგი უკვალოდ გამქრალიყო
-ნუ ხარ სულელი ბავშვივით,რაც საჭიროდ ჩავთვალე ის გავაკეთე,არ დაგიმალავ ოდნავ ეჭვიანობასაც ჰქონდა ადგილი,რომ დაგინახეთ ერთად,მომინდა მისი ცემა,საშინლად გავმწარდი,-ვეღარ მივმხვდარიყავი ჩემზე საუბრობდა თუ სხვაზე,მაგრამ ძალიან მსიამოვნებდა რატომღაც ამის მოსმენა,გული არამქვეყნიური სითბოთ ამევსო,მომინდა სიცოცხლე ასე ჩახუტებულს დამესრულებინა
-ნუ საუბრობ მასე,თორემ მჯერა უკვე-სიცილით ვუთხარი,მასაც გაეღიმა და მაღლა აიხედა
-კარგი,ვისაც არ ჯერა,რაც უნდა სჯეროდეს,მასთან კამათი არ ღირს-სახე დაემანჭა და უკან გაბრუნდა-მე წავალ,შენ კი სახლში ადი,თუ არ ახვლა სამსახურამდე მე მიგიყვან დ ამევე წამოგიყვან,-მის საუბარზე რატომღაც გამეღიმა,ვიგრძენი თავი იმაზე დაცულად ვიდრე ათი წლის უკან გიორგის გვერდით ვგრძნოდბი,ვიღაცისთვის მაინც ვყოფილვარ ღირებული და ამან უფრო მეტად გამახარა
-ნუ შეწუხდები,ავალ სახლში,ამ ამბის მერე,ნამდვილად არ ვაპირებ სამსახურში წასვლას,სახლიდან მოვაგვარებ საქმეებს
-კარგი,როგორც გინდა-გამიღიმა და გზა განაგრძო
-მოიცა-დავუძახე მე,იგი შემოტრიალდა,ისეთი სახით შემომხედა,რაღაც ახალი გრძნობის დაარსებას ჩაეყარა ჩემს გულში საფუძველი,სულის შემძვრელად შემომხედა,ამოუცნობი და მეტყველი მზერა მომაპყრო
-დამელოდე,მეც მანდეთ მაქვს გზა-სწრაფად მივირბინე და ერთად გავაგრძელეთ გზა
-არ მომიყვები არაფერს?-მკითხა ცოტახნის მერე
-კი მოგიყვები,-ვუთხარი და ღრმად ჩავისუნთქე,ის კი სმენად იქცა,-მას გიორგი ჰქვია,ჩემი ყოფილი თაყვანისცემელია
-როდის გაიცანი?
-თერთმეტი წლის უკან,ჩემთან იყო მოსული სამსახურში,ჩვენი ურთიერთობა კარგად აეწყო,რამდენიმე ხნიანი ურთიერთობის მერე,მივხვდით,რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა-ამაზე გაეცინა და სახეზე აიფარა ხელები
-და როგორ აგიხსნა სიყვარული?
-ეგეც გაინტერესებს?-წარბები ავათამაშე მას კი გაეცინა
-კი აბა,მომავალში გავითვალისწინებ-მომიგო და სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა
-დიდი ვარდების თაიგულით მომადგა და მითხრა,რომ ვუყვარდი,მეც მიყვარდა და მიხვდი ალბად რასაც ვუპასუხებდი,მის მერე ბედნიერმა თვეებმა განვლო,არ დაგიმალავ ძალაინ ბედნიერი ვიყავი
-მაგრამ არა ხარ,იყავი,წარსული აწმყოსთან რადიკალურადაა დაშორებული,შენს თვალებში ისევ იგრძნობა,სიყვარული,დიდი ტკივილი,რომელიც ამ სიყვარულითაა გამოწვეული,მაგრამ შენ მაინც გიყვარს,იმის და მიუხედავად,რომ ათი წლის უკან მიგატოვა,თქვენმა ბედნიერებამ თვეებს გასტანა,მე კი არ მესმის ასეთი სიყვარულის,ეს გავს გართობას,რაღაც დაუკმაყოფილებლის რამდენიმე თვეში დაკმაყოფილებას
-არ მიყვარს-გამწარებულმა ხრიწინით ვთქვი
-კარგი,გააგრძელე
-მართლა არარ მიყვარს,რომ მიყვარდეს ასე არ მოვიქცეოდი,წინააღმდეგობას არ გავუწევდი
-კარგი,ნუ აღელვდი,მე არ გაკრიტიკებ,იმის გამო რა იყო წარსულში,მთავარია აწმყოში იყო კარგად,რომ მომავალიც იგივე გქონდეს
-პატარაობაში,დამსვამდენ და სწორ ხაზსს სუფთა ფურცელზე მასმევინებდნენ,რამდენიმე ჯერზე კლაკნილი იყო,ხან რვიანი,მერე კი სწორად გავუსვი,კმაყოფლმა მშობლებმა ხელი გადამისვეს და ასე დამარიგეს
პირველი ხაზი,ნიშნავს,რომ გექნება შენ შეცდომებეი ცხოვრებაში,რომლის გამოსწორებაშიც,მეორე ხაზი დაგეხმარება,მეორე ხაზში,ცოტას მოიკლებს შეცდომები და შენ ამ შეცდომებზე უნდა ისწავლო ყოველივე ეს და აი მესამე ხაზში კი,უკვე შენ ხარ იმ დონემდე მისული,რომ უშეცდომოდ მიდიხარ დასასრულამდე,აი ესაა მთელი ჩვენი ცხოვრების არსი,დაუშვა შეცდომა და ამ შეცდომაზე ისწავლო.
-მარტო რატომ ხარ,შენ ასაკში უკვე შვილები ჰყავთ,მყუდრო,თბილი ოჯახი აქვთ
-ალბად,იმიტომ,რომ არ გამოჩენილა ადამიანი,რომელიც ღირსი იქნებოდა ამ სტატუსის,და შენ რატომ არ გაქვს ზემო ხსენებული?-ეშმაკურად ავხედე,მან მზერა ამარიდა
-მე არასდროს მყვარებია,არც მომიტყუებია,არც გული მიტკენია ვინმესთვის,ალბად ყველაზე დიდი ცოდვაა ქალს გული ატკინო,მე ამას არ გავაკეთებ,განა იმისთვის გაჩნდა,რომ ვიღაც პირუტყვმა გამოიყენოს,ცხოვრების ნახევარი წაართვას და მერე რისთვის,საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად?!,აი ამიტომ არ მყავს ოჯახი,როცა გამოჩნდება ნამდვილი ადამიანი და მე მივხვდები,რომ ეს ის არის!,მაშინ გადავდგამ სერიოზულ ნაბიჯს რასაც ოჯახი ეწოდება
-რა უცნაურად აზროვნებ?
-რატომ?
-არ ვიცი,სხვანაირი მსოფლხედველობა გაქვს,მე კი ძალიან მომწონს შენი აზრები,ნეტავ ბევრი ფიქრობდეს ასე,მხოლოდ შენ ხარ განსხვავებულათ მოაზროვნე
-აზროვნება არაფერ შუაშია,უბრალოდ ვიცი,რომ ქალს გული არ უნდა ვატკინო,ყოველ შემთხვევაში ვცდილობ,ისეც არ მინდა გამომივიდეს,რომ არასდროს არავისთვის მიტკენია გული,მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობ და უმიზეზოდ არავის ვტკენ გულს
-მე არ მტკენია,მე მეწყინა და გავბრაზდი,მაგრამ გადამიარა რადგან დამნაშავე ვიყავი
-სადღაც მეც ვიყავი დამნაშავე,თორემ ასეთ სიტყვებს შენგან არ დავიმსახურებდი-სახე დამანჭულმა შემომხედა და ხელი მხარზე დამადო-ასე საუბარი,იცი სადამდე წაგვიყვანს?ჯობია აქ დავასრულოთ,შენ კი გიორგიზე მესაუბრე
-მოსაყოლი აღარაფერია
-დარწმუნებული ხარ?-მომიგო ეშმაკურად
-კი და მოვედი უკვე,ახლა მარტო მოგიწევს გზის გაგრძელება,-დავიჭყანე მე
-სახლში არ შემიპატიჟებ?-მაცდუარ ჟღედა,მაგრამ ლინდას ამბავი,რომ ვიცი,მაგრამ იქნებ სახლში წავიდა,ერთხელ მაინც,ხომ უნდა გამართლდეს ჩემი ფიქრები
-კარგი,თუ უსაქმოდ ხარ გპატიჟებ ყავაზე-ნასიამოვნებს გაეღიმა.
***
სახლი ცარიელი იყო,სწრაფად მოვწესრიგდი და ყავა დავდგი ქურაზე,დემეტრე დივანზე მოკალათდა და ტელევიზორს მიაცქერდა,ისე უყურებდა როგორც პირველყოფილი,რაღაც ახალს,რომ დაინახავს
-რამდენი ხანია ტელევიზორისთვის არ მიცქერია-დააყოლა მან და გაიზმორა,მე გამეღიმა და თავი უაზროდ დავუქნიე,მის ყურებაში,ლამის ყავაც გადმოვიდა,წარმოუდგენლად,კარგი იყო მისი ცქერა,რაღაც სხვა შეგრძნებებს იწვევდა,თანაც ისეთი საყვარელი იყო,პატარა ბავშვივით მიხტოდა გული აქეთ იქით,სწრაფად გამოვრთე ქურა და ყავა დავასხი,დემეტრემ ტელევიზორი გამორთო და სამზარეულოში შემოვიდა,ყავა მაგიდაზე დავდგი,იგი კოხტად მოკალათდა და ყავაში საკუთარ თავს უყურებდა
-გემრიელი-მომიგო,რამდენიმე ყლუპის მოსმის მერე,მადლობის ნიშნად გავუღიმე და მის პირდაპირ ჩამოვჯექი
-მაიასთან არ ბრუნდები?
-ამაზე საუბარი არ მინდა-მწყრალად,მითხრა
-კარგი,არ გაძალებ-მოღუშულიმა ვთქვი და ყავა მოვსვი,მას გაეცინა
-ისეთი სახე გაქვს ადამიანი ვერც მიხვდება,ოცდაათს ,რომ ცდები
-რატომ?-შევხედე გაკვირვებულმა
-ჭირვეული ბავშვი ხარ,გინდა ყველაფერს გისრულებდნენ,მაგრამ სააბოლოოდ შედეგს ვერ აღწევ-სახე დამემანჭა და თავი ჩავღუნე,ცოტახანი უხმოდ ვისხედით.
***
-მშობლები როგორ დაგეღუპა?-მკითხა ცოტახნის მერე,მე მხრები ავიჩეჩე და მოწყენილმა ავხედე
-არ ვიცი-ლუღლუღით ვთქვი
-რატომ?-მკითხა გაკვირვებული ხმით და ფეხზე წამოდგა,ფინჯანი აიღო და ნიჟარაში ჩადო,რეცხვა დაიწყო მე კი სიმწრის სიცილი დავიწყე
-დაანებე თავი,რა დრო მაგას უნდა,-მივუგე მე და ფეხზე წამოვდექი
-შენ კითხვაზე,პასუხი გამეცი-მკაცრად მითხრა და ხელები შეიმშრალა
-ათი წლის,რომ ვიყავი საზღვარ გარეთ წავიდნენ,ალბად ცოცხლები არიან ახლაც,არ ვიცი,-გულამომჯდარმა მივუგე,იგი ჩემსკენ წამოვიდა და ძლიერად მიმიხუტა-არ მინდა მათზე საუბარი
-არც მე გაძალებ-მითხრა და შუბლზე მაკოცა,მე გავიტრუნე და უფრო ძლიერად ჩავეხუტე.
-მე წავალ,რაღაც მაქვს გასარკვევი-მითხრა და წასვლა დააპირა,მე კი მისი გაშვება რატომღაც არ მინდოდა,ხელს არ ვუშვებდი,-უნდა წავიდე-გამიმეორე ისევ და ჩემი მკლავებიდან განთავისუფლება სცადა
-არ მინდა,რომ წახვიდე-ჩავიბურტყუნე მე,მას კი გაეცინა
-ჯერ ვერ მიტანდი ახლა კი გაშვება არ გინდა,რა საოცარია ეს ცხოვრება-ჩაეღიმა მას
-იგი,მოულოდნელობებითაა სავსე,რაც ძალიან მომწონს,ყველა მოულოდნელობა კარგად სრულდება
-ზოგჯერ-თვალი ჩამიკრა და განთავისუფლდა,მოღუშული გავყევი უკან,რომ გავაცილე,დივანზე მუცელზე დავწექი და დაძინება ვცადე,სვიტერზე მისი სუნამოს სუნი იყო შერჩენილი,ღრმად ვისუნთქავდი,რომ გავმძღარიყავი,საშინლად სასიამოვნო იყო,რაღაც ჰაეროვანი,თბილი,სვიტერი გავიხადე,გულში ჩავიხუტე და ისე დავიძინე.
რომ გავიღვიძე,კარზე აბრახუნებდნენ,შეშინებული წამოვხტი და გავვარდი კარის გასაღებად
-სწრაფად წამოდი,-ვედრებით მომიგო ნამტირალევმა ლინდამ
-რა მოხდა?-მივუგე აღელვებულმა და ხელი გულზე დავიდე
-ჩემი პატარა ცუდადაა-თქვა და მუხლებში ცაიკეცა,მე ვეცი და წამოვაყენე
-დამშვიდდი
-ნუ მამაშვიდებ,წამოდი სწრაფად
-ხო მოვდივარ,წადი და ჩამოვალ,ჩაცმაც არ მაცადოთ-გავბრაზდი მე,ის კიბეებზე დაეშვა მე კი სწრაფად გადავიცვი სვიტერი,ტყავი შემოვიცვი,ჩექმებში ჩავდგი ფეხი და ისე სწრაფად ჩავირბინე ლინდას კიდეც წამოვეწი,პატარა მანქანაში ეწვინათ,სულმთლად კანკალებდა,სახე,ლოყები წითელი ჰქონდა,ხელი,რომ შევახე გული გამისკდა ისეთი ცხელი იყო
-სწრაფად სწრფადა,-უყვიროდა,ლინდა ქმარს,მე კი პატარას თავი კალთაში მედო და ხელს ვუსვამდი,ვარვარებდა საწყალი პატარა.
საავადმყოფოში,შევიყვანეთ და იქ ყველანაირი დახმარება გაგვიწიეს,ბავშვსს სიცხე ჰქონდა ძალიან მაღალი,რაც ძალაინ საშიშია პატარა ასაკში და ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში სიკვდილს იწვევს,თუკი შესაბამის ზომას არ მიმართავს მშობელი და დროზე არ მიხედავს პატარას.
-ნუ ნერვიულობთ სულ მალე გამოკეთდება,სიცხე უწევს,-გვითხრა ექიმმა და წავიდა,მე კი ლინდას გვერდით მივუჯექი და ჩავეხუტე
-ყველაფერი რიგზეა,სიცხე უწევს,ნუღა ტირი
-შენ არ იცი რა გააკეთა,შოკში ჩამაგდო,კრუნჩხვებში ჩავარდა
-სიცხემ იცის,ვერ მოერია მისი ორგანიზმი დაწყნარდი,ყველაფერმა ჩაიარა,-ხელსახოცი გავუწოდე,რომ ცრემლი შეეშრო,მამუკა აღელვებული ბოლთას ცემდა,ერთ ადგილზე ვერ ჩერდებობდა.
რომ ვერცერთ ვაწყნარებდი,დემეტრეს დავურეკე,უკვე აღარც მე შემეძლო მათი ცქერა და ვკანკალებდი,იგი მალევე მოვიდა,რომ დავინახე,მაშველი რგოლივით მოჩანდა,მივედი და ძლიერად ჩავეხუტე
-გმადლობ,რომ მოხვედი
-ბავშვი როგორაა?
-უკეთ,მაგრამ,მშობელი ხომ იცი,ვერაფრით ვამშვიდებ,ერთი ცალკე მოთქვამს მეორე ცალკე
-ხო,ვხედავ-დააქნია თავი მანაც,და მამუკასთან მივიდა,ლინდამ ცრემლები შეიმშრალა და ფეხზე წამოდგა,სახეზე ფერი არედო,ძლივს დაღოღავდა,პალატიდან გამოსულ ექიმამდეც ძლივს მიაღწია,მეც მივეშველე
-საღამომდე,დავტოვოთ,სიცხემ საბოლოოდ,რომ დაუგდოს,თუ აუწია მერე სხვა ზომებს მივმართავთ,სახლში წაყვანას არ გირჩევთ,გართულება,რომ მოჰყვეს ვეღარ დაგეხმარებით
-ვიცი ექიმო-ამღვრეული ხმით მიუგო ლინდამ და გამოვბრუნდით
-ექიმებს ყველაზე კარგად შეუძლიათ ადამიანის დამშვიდება-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე
-ხო,სულ არ ადარდებთ,ისე ცივად მოგახლიან ყველაფერს,-მწყრალი ხმით თქვა ლინდამ.
***
ცოტახნით გარეთ გავედი,საავადმყოფოში ჩახუთულობა იყო,მათი ცქერაც გულს მტკენდა,ამიტომ ცოტახნით გამოვერიდე,ვიდექი და მთვარეს ვუცქერდი,უკან ნაბიჯების ხმა მომესმა და მივტრიალდი
-ოჰ'სუფთა ჰაერი-ღრმად შეისრუტა და ხელები გაშალა-რაღას უცდი-მითხრა მან,მე გამეღიმა და ჩავეხუტე
-ასე სწრაფად,როგორ ჩნდები,როცა არ უნდა დაგირეკო,სულ წამში აქ ხარ
-რაღაც ზებუნებრივი ნიჭი მაქვს-ჩაეცინა და ძლიერად მომხვია ხელები
-მაინც რა ანგელოზი ხარ?-ამ კითხვამ ისე დაასერიოზულა,ცოტა არიყოს შემეშინდა
-არა,რათქმაუნდა,-თქვა სიცილით-საიდან მოიტანე,უბრალოდ სწრაფად ვმოძრაობ
-თუმცა რა მნიშვნელობა აქვს,გრაციოზული ადამიანი ხარ და ძალიან ინდივიდუალური
-რაღაც,რომ გითხრა იმედია არ გამიბრაზდები-მითხრა და სახე დაებრიცა
-ვეცდები-ვუთხარი და მეც დავიჭყანე-ისეთს არაფერს მეტყვი,იმედია
-არა,რათქმაუნდა-გააქნია თავი და ღიმილიანი სახე უცებ დაასერიოზულა
-გისმენ აბა
-მგონი შემიყვარდი
-მგონი მეც შემიყვარდი
იცი რა?!თავო ჩემო,ჩემში სხვა ადამიანი დაიბადა,ადამიანი რომელსაც სხვა ადამიანი შეუყვარდა,და რომლის გარეშეც სუნთქვაც კი უძნენლდება უკვე,მე,კი მეგონა,რომ გიორგის მეტს ვერასდროს ვერავის შევიყვარებდი და დავრჩებოდი შინაბერა,მაგრამ ხომ მოგეხსენება თავო ჩემო ეს ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე,ხოდა ერთი მოულოდნელობა ჩემი დემეტრეა,ხო არ მოგესმა ჩემი მოულოდნელობა დემეტრე,რომელზე საუბარიც შენთან არ დამღლის,და არც არავისთან,მან ნამდვილ გრძნობას მაზიარა და რა პირით არ უნდა გადავუხადო სამაგიერო.
მოკლედ,მე შემიყვარდა...
***
ჩმთვის წყნარადა მივდიოდი სამსახურში,კაბინეტში,რომ შევედი,აუარება ყვავილები დამხვდა,სად აღარ იდო,ოთახის შუაში მაგიდაზე განსაკუთრებულად იდო ყველაზე დიდი თაიგული და ზედ პარათი ედო,სწრაფად მივედი და ბარათი ამოვიღე
"იცოდე,რომ დაგიბრუნებ"-ეს წინადადება რაღაც არ მესიამოვნა,ფურცელი დავხიე და სანაგვეში მოვისროლე,გაბრაზებული ჩავეშვი სავარძელში და ფიქრები მომაწვა,გამწარებული წამოვხტი და ყველა ყვავილი გავპუტე,ოთახში ხატია შემოვიდა და კართან აიტუზა
-შეგიძლია,მითხრა ვინ მოიტანა ეს ნაგავი?-ვეცადე რბილად მეთქვა,რა მისი ბრალი იყო,მაგრამ მას მაინც შეეშინდა
-არ ვიცი ქალბატონო,რომ მოვედი უკვე ეწყო
-კაი,ნუ ნერვიულობ არ გეჩხუბებიმანაც მშვიდად ამოისუნთქა
-დამლაგებელს დავუძახებ-თქვა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა,მე კი ფანჯარასთან მივედი,ხელის გულებით რაფას დავეყრდენი,ვცდილობდი ნერვების დამშვიდებას,ხან ერთ საგანს მივჩერებოდი ხან მეორეს,შევნიშნე ნაცნობი სილუეტი,კარგად დაკვირვების მერე კი აღმოჩნდა,რომ დემტრე იყო,სწრაფად შემეცვალა სახე,გული გამითბა,სავარძელში კოხტად მოვკალათდი და მის ამოსვლას დაველოდე,ამასობაში კიდეც დაასუფთავეს,სრულიად გაწმინდეს ოთახი ვარდის ფურცლებისგან და მეც ამოვისუნთქე,დემეტრე,გაბადრული სახით შემოვიდა,რაღაც სხვანაირად უციმციმებდა თვალები და ჰქონდა უჩვეულოდ გაბადრული პირი-სახე
-ჩემი სიცოცხლე როგორ არის?
-კარგად,საყვარელო შენ?-სიბრაზის დასაფარად ტყუილი ღიმილი ვაჩუქე,მაგრამ დემეტრეს თვალს არაფერი გამოეპარება,განსაკუთრებით,მაშინ,როცა საქმე მე მეხება
-რა მოხდა?-მკითხა ეჭვნარევი ხმით და ოთახი მოათვალიერა
-არაფერი,საყვარელო რა უნდა მომხდარიყო
-ეკატერინე იცოდე არ გამაბრაზო,არაფერი დამიმალო
-მართლა არაფერი მომხდარა
-აბა ჩემი თავი დაიფიცე
-ხომ იცი დაფიცება არ მიყვარს
-ესეიგი რაღაცაშია საქმე-აგრძელებდა თავისას,მეც ვეღარ დავმალე,მერე ვინანებდი
-ოთახში ყვავილები დამხვდა,ერთერთ ყვავილზე კი ბარათი წარწერით"იცოდე,რომ დაგიბრუნებ"-დემეტრეს ფერი ეცვალა,სახე დამანჭა და ცალი ხელით მაგიდას დაეყრდნო
-გიორგის ხელწერა-მომიგო გაბრაზებული ხმით
-კი,მისია-ვუტხარი მეც გაბრაზებული ხმით
-იმედი ბოლოს კვდება და ოცნებას კაცი არ მოუკლავს,იოცნებოს რამდენიც უნდა,ან მე რად ვიშლი ნერვებს ან შენ,აგზავნოს რამდენიც უნდა,მე ხომ ვიცი,რომ შენი გული მე მეკუთვნის,თუ ვცდები
-არა არ ცდები,შენთვის იძგერს გული მხოლოდ და მეყვარები სულ,უსასრულოდ
-მეც,საყვარელო და ვფიქრობ,რომ დროა ამ ყველაფერს სერიოზული ფორმა მიეცეს-ჯიბიდან პაწაწინა წითელი ყუთი ამოაძვრინა,მუხლზე დადგა და გამომიწოდა
-თანახმა ხარ?,-მე უხმოდ ბევრჯერ დავაქნიე თავი და სიხარულის ცრემლები წამომცვივდა.
ბედნიერება ხან ძალიან ახლოა ხან ძალიან შორს,ხან ვერ ვხედავთ ხან ვხედავთ,მაგრამ მაინც ვიტანჯებით,.
და ბოლოს თუკი ერთი მეორისთვისაა ის ერთი იმ მეორესი იქნება და არა ვიღაც მესამესი.
ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებოო
Subscribe to:
Post Comments (Atom)
.jpg)
No comments:
Post a Comment