-თითები გადააჯვარედინე
-ნუ გეშინია გავალთ,ახლა ღამეა ყველას ზძინავს-ქალმა მთვარეს ახედა,რომელიც მათ თავზე დანავარდობდა,შემდეგ აქეით-იქით მიმოიხედა,მეორეს ხელი ძლიერად მოუჭირა და სწრაფი სიარულით წავიდნენ წინ
-ხომ ვთქვი,გეგა არაა ნორმალური ადამიანი,რატომ არ მიჯერებდი-გაბრაზებული ხმით უთხრა ქალმა გვერდით მდგომს
-მიყვარს,თუმცა შენთვის ამის ახსნას რა აზრი აქვს,სიყვარული ხომ არც იცი რა არის-ქალს სახე დაებრიცა და უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი
-წადი უკან დაბრუნდი,ახლა ალბად ზძინავს და მიუწექი გვერდით,მაგრამ დილით,რომ გაიღვიძოს და უხასიათოდ იყოს ვაიმე მერე შენ,ცემით სულს ამოგხდის
-ვიცი,რომ მაინც ვუყვარვარ ყველაფრის და მიუხედავად
-ხო,აბა რა თვალები დაგიბრმავა,მთელი ერთი წელი სიბნელეში გატარა,დროა გაახილო და დაინახო რა არის კარგი და რა არა,იმსახურებ თუ არა ასეთ კაცს გვერდით
-ტასო!-ხრიწინით თქვა მან-მე არ შემიძლია,მგონი ცუდი აზრი იყო სახლიდან გამოპარვა,-ტასომ ალმაცერად გადახედა,სიბრაზე მეტად მოეძალა და ხელი უშვა სოფოს
-მარტო წავალ-ნაწყენი ხმით თქვა და ორი ნაბიჯით წაიწია
-მოიცა-წამოეწია სოფო-მარტო არსად წახვალ,სახლიდან გაპარვა ორივეს იდეა იყო,მარტო არსად გაგიშვებ-ტასოს გაეღიმა და ხელი ისევ მოკიდა
-რა სიწყნარეა არა?-ღრმად შეისუნთქა ჰაერი-ამ დროს,რომ ვიარო გარეთ არ დავიღლები,ეს ის სიწყნარე და სიმშვიდეა რაც მაკლდა,ახლა სრული თავისუფლება გვექნება,ვერც დედა მაიძულებს გათხოვებას და ვერც მამა,შენც არ მოგიწევს დილით იმაზე ფიქრი თუ რით ასიამოვნო „პირ“ „მყრალ“ და უქნარა კაცს-სოფოს გაეცინა დის ნათქვამზე,რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ გაჩუმდა-კარგი ვქენი ბინა,რომ ვიყიდე,თურმე შინაგანად სულ მსურდა დაღწევა მათი ბჭყალებისგან
-მათ თავს ვერასოდეს დააღწევ,ბოლომდე ჩვენ მშობლებად დარჩებიან,ხომ გაგიგია ჩვენ არ ვირჩევთ ვინ იქნება მშობელი
-ყველაფერს მივცემდი,რომ თბილი და მოსიყვარულე მშობლები გვყოლოდა,სითბოს ფულით კიარა ხელების მოხვევით,რომ გამოხატავდნენ,რომ უკითხიათ
გინდა
რამე?
დ
ათავს
ვუქნევდი
ხელზე
ფულს
მიდებდნენ-თვალები
აემღრვრა
ტასოს,ხელები
გადააჯვარედინა
და
მთვარეს
მიაცქერდა
-მოდი დავივწყოთ წარსული,ვიცხოვროთ მშვიდად,მარტო მე და შენ
-გპირდები საკუთარ სიცოცხლეს,რომ არასოდეს მიგატოვებ
-არც მე,ახლა წავიდეთ თორემ საცაა გათენდება-ხელი მოკიდა სოფომ და გზა გადაჭრეს.
-მომშივდა-თქვა სოფომ,როცა მაღაზიას ჩაუარეს,უკვე დილის შვიდი საათი იყო,ჯიბეებში ფულის ძებნა დაიწყეს,მაგრამ ორივეს ცარიელი აღმოაჩნდა,ერთმანეთს დაბნეული და საწყალი თვალებით დაუწყეს ყურება
-ფული არ წამოიღე?
-არა,რად მინდა მათი დამპალი ფული,რამეს ვიზამ,ნუ ღელავ შიმშილით არ დავიხოცებით
-ვიმათხოვრებთ?-ეჭვისთვალით ახედა დას,ტასომ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია
-ყველას თავისი გაჭირვება,აქვს ზოგს 5 თეთრიც კი რაღაც ჰგონა და მე რა ნამუსით უნდა მოვთხოვო,დიპლომი ხომ მაქვს და ვიმუშავებ,რამეს გამოვნახავ სანერვიულო არაფერია-კმაყოფილმა თქვა და ხურდის ძებნა განაგრძო
-შიმშილით გული წამივა,გუშინაც მშიერმა დავიძინებ
-წამო,იქნებ გამყიდველმა მოწყალება გაიღოს-მაღაზიაში შეიყვანა ტასომ
-დიდი ბოდიში ქალბატონო,ფული დავკარგე და შეგიძლიათ პური მომცეთ,ფულს ხვალ მოგიტანთ-ქალი ყოყმანობდა,ადგილიდან არ იძვროდა და თვალებში უყურებდა ტასოს
-ეს ისეთი მაღაზიაა,ნისიათ არავის არაფერი გააქვს-ამპარტავნული ხმით თქვა და უკან შებრუნდა,ყუთებში ძრომიალობა გააგრძელა
-თქვენიც და თქვენი მაღაზიისაც,ხალხს შიმშილით კლავთ-ყელში ბურთულა გაჩხერილი ძლივს ამბობდა სიტყვებს,ცრემლების შეკავებაც გაუჭირდა,როცა სოფოს შეწუხებული სახე დაინახა,ქალს ვეღარაფერი უთხრა,იგი არც უსმენდა და დებილი არ იყო ტყუილად ელაყბა,მაღაზიიდან გამოვიდნენ და გზა გააგრძელეს
-სადმე უბრალო მაღაზიაში შევიდეთ იქ მოგვცემენ ნისიად
-სიტყვა ნისიას ვერ ვიტან,ეს,რომ იცოდეს მამაჩვენმა ხო წაგვაცალა თავები
-მამას ნუ მიხსენებ,ძალიან გთხოვ-გააჩუმა ტასომ
-უკაცრავად!-უცნობი ხმა მოესმათ უკნიდან,სოფო წინ წავიდა,მაგრამ ტასომ გააჩერა
-ნუ გეშინია,მე მივხედავ-და უცნობისკენ შებრუნდა,მის წინ მაღალი კლასიკურად გამოწყობილი 25-26 წლის მამაკაცი
იდგა
და
იღიმოდა,ხელში
პარკი
ეკავა,რომელიც
ტასოს
გაუწოდა
-მე მათხოვარი არ ვარ-თქვა მან გაბრაზებული ხმით,მამაკაცს გაეცინა
-ვიცი,ვხედავ უბრალოდ,მაღაზიაში შეგნიშნეთ და გადავწყვიტე დაგხმარებოდით,ცუდად ნუ მიიღებთ
-გმადლობთ,არ უნდა შეწუხებულიყავით
-არ შევწუხებულვარ,ტასო
-რა?-თვალები გაუფართოვდა და ახლა უკვე შიშით შეხედა მამაკაცს-თქვენ რა მიცნობთ?
-არა,საიდან-სახე გაუფითრდა მას
-ახლახან ჩემი სახლი ახსენეთ-არ უთმობდა ტასო
-გთხოვთ,ეს გამომართვით-გაუწოდა მან,ტასომ გამოართვა,მაგრამ ადგილიდან არ დაძვრულა
-მიცნობთ!-მკაცრი ხმით თქვა მან,მამაკაცი ხმის გაუცემლად გაბრუნდა და წავიდა.
-ვინ იყო?
-არ ვიცი,მაგრამ,რომ გვიცნობს ფაქტია,ჩემი სახელი ახსენა-დაბენული ხმით თქვა და პარკში ჩაიხედა
-ნეტავ ისაა,მამას,რომ უნდა გაერიგებინა შენთვის-თვალი გააყოლა სოფომ-ნეტა მართლა ის იყოს,მშვენიერი გარეგნობის მამაკაცია,მაღალია,შავი თმით გამჭოლი მზერა აქ
-ლურჯი თვალები,აპრეხილი ცხვირი,გამოკვეთილი ტუჩები
-ოჰოოჰო-მხარი გაკრა სოფომ-ხომ არ მოგეწონა
-არა!-ცივად თქვა ტასომ და წინ წავიდა.
გული ისე უცემდა,როგორც ჩიტს გალიაში გამომწყვდეულს და დაბნეული აცეცებდა თვალებს,გულის შემაწუხებელი სიჩუმე იდგა გარშემო,სოფოს ჯერ კიდევ ეძინა ტასო კი ფანჯარასთან იჯდა და მზის ნაზ ამოსვლას უცქერდა,გონება არეული ჰქონდა,ფიქრები სადღაც შორს იყო გადახვეწილი,თავადაც ვერ იკვლევდა გზას საით წასულიყო,ამით მშობლებს გულს ატკენდა,მაგრამ თავად მშობლები არასოდეს დაფიქრებულან მას თუ ტკიოდა,ან საერთოდ თუ იცოდა რა იყო ტკივილი,გამთენიისას თავს გრძნობდა თავისუფლად,ხედავადა როგორ იღვრებოდა სიმუქეში ცისფერი საღებავი და გარშემო ყველაფერი ნელ-ნელა და აუჩქარებლად ჩნდებოდა,მზის სხივები კი ფანჯრის მინებს აწვებოდა და სითბო ოთახში აღწევდა.
გული ისე უცემდა,როგორც ჩიტს გალიაში გამომწყვდეულს და დაბნეული აცეცებდა თვალებს,გულის შემაწუხებელი სიჩუმე იდგა გარშემო,სოფოს ჯერ კიდევ ეძინა ტასო კი ფანჯარასთან იჯდა და მზის ნაზ ამოსვლას უცქერდა,გონება არეული ჰქონდა,ფიქრები სადღაც შორს იყო გადახვეწილი,თავადაც ვერ იკვლევდა გზას საით წასულიყო,ამით მშობლებს გულს ატკენდა,მაგრამ თავად მშობლები არასოდეს დაფიქრებულან მას თუ ტკიოდა,ან საერთოდ თუ იცოდა რა იყო ტკივილი,გამთენიისას თავს გრძნობდა თავისუფლად,ხედავადა როგორ იღვრებოდა სიმუქეში ცისფერი საღებავი და გარშემო ყველაფერი ნელ-ნელა და აუჩქარებლად ჩნდებოდა,მზის სხივები კი ფანჯრის მინებს აწვებოდა და სითბო ოთახში აღწევდა.
ფარდები გადაწია და გაიზმორა,დღე ღამეს ბევრად ერჩივნა,ის უფრო მეტყველი იყო,უფრო მეტის გაგება შეეძლო,მაგრამ არც ღამე აკლებდა.
დღე ხომ რაღაც ახლის დასაწყისია,წინა ღამის დასასრული,ადამიანიები ხომ იმისთვის იღვიძებენ,რომ ამ დღემ რაღაც ახალი უნდა მოახდინოს მათში,სიახლე შეიტანოს „გაუფერულებულ“ ცხოვრებაში კიდევ
ერთმა
დღემ.
-გღვიძავს?!-ნამძინარევი ხმით მიუგო სოოფმ და საწოლში გაიზმორა,რამდენჯერმე დაამთქნარა კიდეც და წამოდგომა სცადა,მაგრამ ტანმა ზძლია და ისევ საწოლზე გადაწვა
-არც მიძინია-გაბედულად თქვა ტასომ და ფანჯარაში გაიხეა-გამთენიისას მომხდარ ამბავზე ვფიქრობდი,უცნობ მამაკაცსზე და ვითომ შემთხვევით წამოსროლილ ჩემს სახელზე-სახე მოეღუშა და რაფიდან ჩამოვიდა
-ნუ ფიქრობ,თორემ გააფრენ,იგი უბრალოდ დაგვეხმარა,შეიძლება გაზეთში აქვს ამოკითხული ჩვენი სახელები და იქიდან ახსოვდი,სახელით კი შენს დასაბნევად და ასაღელვებლად მოგმართა,რაღაც
ჰქონდა
ჩაფიქრებული
-იდიოტს და ხეპრეს არ გავდა-ნიკაპზე მოისვა ტასომ ხელი და აბაზანაში ლასლასით გავიდა,სოფო წამოდგა და ჩაცმა დაიწყო.
ის,რომ არა ეს ლუკმა ახლა ცხვირწინ არ მედებოდა-სასიამოვნოდ გაეღიმა სოფოს და სოსისი გაუქანა ყბაში
-ხო და მეც ნაკლები საფიქრალი გამიჩნდებოდა
-თავიდან არ დაიწყო,კაცმა თავაზიანობა გამოიჩინა შენ, კი მადლობის მაგიერიც არ ხარ-გაბრაზებული ხმით თქვა სოფომ და ტასოს ჯერ კიდევ ხელ უხლებელ თეფშ დააცქერდა-ჭამე,რატომ არ ჭამ?
-არ მშვია,თუ მომინდა შევჭამ,გაზეთში რაღაც ვაკანსია ვნახე და შუადღით უნდა გავიდე სახლიდან
-რა ვაკანსია?
-მდივანი
-რა?-ლამის დაიზრჩო სოფო,ხელი უკან წაიღო და რამდენჯერმე ჩაირტყა ზურგში-ლამის გავიგუდე,გოგო ნუ ხარ სულელი,მდივნად შენ არ იმუშავებ
-მართლა?!,და სხვა იდეა გაქვს?
-გვექნება-უკმეხად თქვა მან და გაბრაზებული სახით შეხედა
-არა,ახლა ამას დავჯერდეთ,მდივნად მუშაობა არც ისე ცუდია,არც ისეთი თავმაღალი ვარ,რომ ვიუკადრისო-თქვა და მაგიდიდან წამოდგა,ხელუხლებელი თეფში კარაგაში შედო დ აკარი მიხურა,სოფო გაოცებული უცქერდა და სიტყვებს ვერ პოულობდა რა ეთქვა ტასოსთვის.
შუადღით გაემზადა და სახლიდან გავიდა,მთელი გზა ეიფორიაში იყო,ხელებიც აქეთ იქით გაურბოდა,იმაზე მეტად ნერვიულობდა ვიდრე წარმოედგინა,ნაბიჯებსაც აუჩქარა,რომ გზა შეემოკლებინა,ამით ნერვიულობაც
დროულად
გაუქრებოდა,შენობას
როდესაც
მიუახლოვდა
მამაკაცს
მხარი
გაჰკრა,მაგრამ
ისე
ჩქარობდა
ბოდიში
არ
მოუხდია,ფეხი,რომ დადგა
კარი
გაიღო
და
გაბედულად
შედგა
შენობაში
ფეხი.
***
-ბატონო ალექსანდრე!
-გისმენ ნინო
-ქალბატონი ტასოა მოსული,თქვენ,რომ აიყვანეთ სამსახურში
-შემოვიდეს-ტასო თავ აწეული წარზდგა უფროსის წინაშე,მამაკაცს გაეღიმა,როდესაც დაინახა და სავარძელი შესთავაზა,ტასო ჩამოჯდა
ისე,რომ მზერა
არ
მოუცილებია
-რა სასიამოვნო დამთხვევა არაა/?-ბაგეზე ღიმილს ვერ იშორებდა ალექსანდრე და ტასოს უცქერდა,იგი უხერხულად შეიშმუშნა და მზერა აარიდა-მე თქვენ გამთენიისას გნახეთ,მაღაზიაში-ტასო უხერხულად გრძნობდა თავს,ფიქრებიც აღარ ჰქონდა,სადღაც გაეფანტა,გონებას ვერაფრით იკრებდა,რაღა ეს,წამოიყვირა გონებაში რაღაცამ და ჩაწითლებული თვალები მიანათა მამაკაცს,ალექსანდრე შეკრთა მიხვდა ტასო ვერ გრძნობდა თავს კარგად,მის ერთადერთ განთიადს არ სურდა კაცისთვის შეხედვა,ცოტა ეტკინა გული ცოტა არა ძალიან ეტკინა გული,მაგრამ უხმოდ უცქერდა.
-სხვა სამსახურს მოვძებნი არ შეწუხდეთ,-ფეხზე წამოდგა ტასო და კართან მივიდა,უნდა გამოეღო,როდესაც ხელის შეხება იგრძნო და დაბნეული შებრუნდა მისკენ-ხელი გამიშვით-თქვა გამწყრალი ხმით,ალექსანდრემ უშვა და განზე გადგა
-მე თქვენ უკვე აგიყვანეთ სამსახურში და არ გაქვთ უფლება ასე უეცრად წახვიდეთ
-რა?-გაოგნდა ტასო-თქვენ შეშლილი ხართ,არ მინდა აქ მუშაობა,თუ შეიძლება გამანთავისუფლეთ
-არ შემიძლია-თითქმის ამღვრეული ხმით თქვა მან,ტასო დაიბნა,ძალიან გაუკვირდა ალექსანდრეს ქცევა,დაიბნა,კარი გააღო და ადამიანი-რობოტივით გავიდა,გარშემო ვერავის დ ავერაფერს ხედავდა,უბრალოდ მიდიოდა წინ,უკან კი ალექსანდრე მიყვებოდა.....
-გთხოვ,ტასო დაბრუნდით სახლში,თქვენი არ ყოფნა ძალიან გვაკლია
-გთხოვ,ტასო დაბრუნდით სახლში,თქვენი არ ყოფნა ძალიან გვაკლია
-მართლა მამა?!,როცა წამოვედით მაშინ შეამჩნიე ჩვენი არსებობა?
-ტასო,ასე ნუ მელაპარაკები,ძალიან მიყვარხარ და გულს მტკენ,უხეში საუბრით-ამღვრეული ხმით თქვა ხნიერმა მამაკაცმა,ტასოს სიბრაზისგან სახეზე ალმური მოედო,ცოტაც და ტელეფონს ძირს მოისვრიდა,რომ აღარ მოესმინა შეწუხებული ზურას გოდება,ფარსი სითბო
-მე უფრო მტკენ მამა გულს,ამ ქვეყანაზე უსამართლობაა,დიდი უსამართლობა,შენ და დედა არ უნდა იყოთ ჩვენი
მშობლები,თქვენ
ჩვენ
არ
გვიმსახურებთ-მთელი
ზიზღი
და
ბოღმა
ჩააქსოვა
სიტყვებში
მან
-შვილო,მისმინე,შენ ჯერ ბავშვი ხარ და კიდევ არ გესმის ბევრი რამ,შენ არ გამოგივლია ნახევარი საუკუნე,შენ არ გიბრძოლია,ლუკმა-პურისთვის,რომ ორი თოთო ბავშვი გაგეზარდა,შენ არაფერი მოგკლებია,ერთი რამის გარდა-ზურა გაყჩდა და შვილის გახშირებულ სუნთქვას უსმენდა-თუ შეგიძლია გვაპატიეთ,მეც და დედათქვენსაც,სითბო და სიყვარული,რომ არ გამოგიყავით,უბრალოდ
არ
მინდოდა
ჩემნაირ
გაჭირვებაში
გაგევლოთ,მინდოდა
სრულფასოვნები
ყოფილიყავით
-მამა,მე ბევრად მერჩივნა,თქვენი სითბო უფრო მეტი მქონოდა ვიდრე ქონება,-ცრემლი მოადგა თვალებზე-მაგრამ ეს ასე არ მოხდა
-თქვენს საქციელს გამართლება არ აქვს,სადაცაა მიწას მივბარდებით და მაშინ გვტოვებთ,მაშ რატომ გაგზარდეთ,რატომ ვიწვალე ამდენი,განა იმისთვის,რომ მერე ორივე შვილი სახლიდან გაქცეულიყო?-ოდნავ გაუმკაცრდა ხმა ზურას და სიტყვებს ხრიწინით ამბობდა
-შენ უფლება არ გქონდა უჩემოდ მიგეღო გადაწყვეტილება,უსიყვარულოდ გათხოვება უსამართლობაა,მაშინ არ გახსოვდით?,ეს განსაკუთრებული
მიზეზია,რის გამოც
წამოვედით,მე არ ვაპირებ
გავყვე
ადამიანს,რომელიც
თვალითაც
არ
მინახავს,სახლიც
კი
არ
ვიცი
მისი
და
საერთოდ
არაფერი
-ჩვენ და მისმა მშობლებმა,ასე გადავწყვიტეთ,როდესაც დაიბადე
აკვნიდანვე
მიგაბარეთ
მათ
ვაჟს
-არა,ეს უსამართლობაა-ცრემლი ვეღარ შეიკავა და ატირდა,ზურას შვილის ტირილი წამებასავით ჩაესმა,გული ატკივდა,მაგრამ რას გააწყობდა
-მე არ მინდა შვილი,ნაადრევად მივაბარო მიწას-აღმოხდა მას და ტელეფონი გაითიშა-ტასო ჩაიკეცა და ცრემლიანი თვალებით იატაკს მიაშტერდა
-რა მოხდა,რა გითხრა მამამ-გვერდით მიუცუცქდა სოფო
-დავიბენი სოფო,ბოლოს ნათქვამ სიტყვებზე დავიბენი,ვერაფერი გავიგე,“არ მინდა ნაადრევად მივაბარო შვილი მიწასო“,რატომ მითხრა
-აუ,არ ვიცი-გაკვირვებული და ნაღვლიანი ხმით თქვა სოფომ და მოეხვია-დამშვიდდი,ყველაფერს გავარკვევთ,წამოდი ადექი გავემზადოთ და სახლში ვესტუმროთ
-ამის გაგების მერე რაღა დამაძინებს,-წამოდგა და ოთახში შევიდა.
კარი,რომ გაიღო და ტასო სოფოსთან ერთად შევიდა,ზურაც და დარინეც გაბადრული სახით წავიდნენ მათკენ,მაგრამ არცერთს მიუცია უფლება ჩახუტებოდნენ
-საქმეზე ვართ!-მკაცრი ხმით თქვა ტასომ და სავარძელში მოკალათდა-მამა,ყველაფრის ახსნა მოგიწევს,დედა შენ კი გამოისყიდი შენი უმცროსი შვილის ცოდვას,შენს სიძეს უჩივლებ ძალადობისთვის
-უკაცრავად?-ჩაახველა უაკნ მდგომმა წვერ მოშვებულმა მამაკაცმა,ტასო ფეხზე წამოდგა
მის
ახლოს
დადგა
-ხმის ამოღების უფლებაც გაქვს?-ხრიწინით უთხრა ტასომ-შენისთანა უნამუსო კაცის მნახველი არ ვარ,გახრწნილი ავადმყოფი ხარ,ჩემს დას არ უყვარხარ,შენნარი უსაქმურთან ცხოვრება არ სურს და შენთან გაყრა უნდა-მამაკაცს გაეცინა,სიმწრის სიცილით და სოფოს შეხედა,იგი ერთიანად ცახცახებდა
-რაც შენ თქვი,ზუსტად ისე გაიმეოროს სოფომაც,-ზურა მათ შუაში დადგა
-თუ ჩემს შვილს შენთან გაყრა ენდომება,მე არ შევაჩერებ
-ენა ამოიდგი სიმამრო,როგორ მოხდა,ადრე წინააღმდეგი არ იყავი ახლა რა ბზიკმა გიკბინა,ხომ იცით როგორ მიყვარს თქვენი შვილი და მისთვის ყველაფერს გავაკეთებ
-მე არაფერი არ ვიცი,-წარმოთქვა გამწარებული ხმით-ჩემი შვილის გადაწყვეტილებას ველოდები-და სოფოს
მიაეცერდა
ყველა,იგი დაბნეული
უცქერდა
და
ხმის
ამოღებას
ვერ
ბედავდა
-მე...-ჩაეხლიჩა ხმა-არ მინდა,რომ
-აი არ სურს გაყრა
-ხმა გასუსე,ნაძირალა!-დაიყვირა ზურამ,სოფოს კიდევ უფრო გაუჭირდა ხმის ამოღება
-არ მინდა შენი ცოლი მერქვას-როგორც იქნა მოაყომარა,გიგას სიცილი აუტყდა ბოლო ხმაზე ხარხარებდა შეშლილივით
-დატოვე აქაურობა-ხელი მოკიდა ზურამ და გარეტ გაათრია,მერე სოფოსთან მივიდა და მაგრად მოეხვია შვილს-ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის და ძვირფასია შენი გადაწყვეტილება და მისაღები,ხომ იცი,რომ არ მსურდა
გიგა,მაგრამ
რადგან
გიყვარდა
არ
შეგეწინააღმდეგე
-აღარ მინდა ამაზე საუბარი-სოფო ჩამოსცილდა და კიბეებზე
აირბინა
-გტოვ არაფერი დამიმალო-ანერვიულებული ხმით მიუგო ცოტახნის მერე ტასომ,ზურა გვერდით ჩამოჯდა და შვილს ხელი ხელზე დაადო
-გპირდები ყველაფერს აგიხსნი,-ტასო გაიტრუნა
-ეგ იმიტომ ვთქვი,რომ თუკი მათ ვაჟს არ გაყვები ცოლად,მოგკლავენ-ტასო გაფითრდა,ხმას ვეღარ იღებდა ეგონა ენა მუცელში ჩაუვარდა,კი მაგრამ რატომ?! ყვიროდა გონება და შიგნიდან სერავდა ორგანოებს,გული საშინელ ხმებს გამოსცემდა,ტვინი კი თითქოს ბერდებოდა
-მამა-სასოწარკვეთილი ხმით თქვა მან-რატომ დათანხმდი
-არ ვიცოდი შვილო,რომ მცოდნოდა ამას იზამდნენ,გეფიცები
არ
დავთანხმდებოდი-აემღვრა
ზურასაც
თვალები,დარინე
გასუსული
იდგა
და
ნაბიჯს
ვერ
დგამდა,ხმის ამოღებაზე,ხომ ლაპარაკიც
ზედმეტია
ტასო გაფითრდა,ცოტაღა აკლდა გონების დაკარგვას,მაგრამ ძალას იკრებდა,ზურა ძლიერად უჭერდა შვილს ხელს.
და თვალებით სთხოვდა პატიებას,ტასო კი ამას ვერც კი ამჩნევდა ცრემლიანი თვალები ყველაფერს უბურავდა მის გარშემო.
-გათხოვებას სიკვდილი ბევრად მირჩევნია მამამდინარესავით წამოუვიდა თვალებიდან-საკუთარი
მამა,რომ ამას გაგიკეთებს,სიკვდილი
ბევრად
მსუბუქი
ასატანია,მინდა
მომკლან
რადგან
მისი
ცოლი
არ
გავხდები
-ამას ნუ ამბობ შვილო გთხოვ-აღმოხდა დარინეს
-ხმას ნუ იღებ დედა,შენ შეგეძლო მამას შეწინააღმდეგებოდი,შენს ჭკუაზე ატარებ დღემდე და რაღა მაშინ ჩაგივარდა ხმა,როცა შვილს ვიღაცას აბარებდა
-გვაპატიე,თუ შეგიძლია
-ხვალ მოვიდნენ და მომკლან!-კატეგორიული ხმით თქვა და გარეთ გავარდა.
სხივები,ჩაწითლებულ ქუთუთოებს უწვავდა,მაგრამ ფეხზე არ დგებოდა,უფრო სწორად,ვერ დგებოდა,ფეხები არ ემორჩილებოდა,ისიც კი გადაავიწყდა
როგორ
აღმოჩნდა
მიწაზე,ხელები
მოსვროდა
და
მუხლებიდან
სისხლი
ზდიოდა,ხელის
გულები
გადაუტყავდა
და
საშინლად
ეწვოდა,მიწას
დაეყრდნო
და
წამოდგომას
ეცადა,მაგრამ
ისევ
სისუსტე
მოეძალა
და
და
ნიკაპით
დააწვა
მიწას,ნესტის
სუნმა
მთელ
სხეულში
გაიარა,გული გამალებით
უცემდა
და
ცრემლები
ჯერ
კიდევ
დამპალ
მიწას
უარესად
ალპობდა.
ფეხზე,რომ წამოდგა ძლივ-ძლიობით მივიდა სკამთან და ჩამოჯდა.
გონებას იკრებდა,რომ გაეხსენებინა რა მოხდა,ან მიკარგულ ადგილზე როგორ აღმოჩნდა,მაგრამ თითქოს მეხსიერება წაეშალა,თვალები დახუჭა და ხელები ერთმანეთზე დაიწყო.
გადატყავებული მუხლები ეწვოდა და სისხლი წვეთავდა,ყურში თითქოს ხმა ჩაესმა,ვიღაც ტასოს გაიძახოდა,თვალები გაახილა,მაგრამ გარშემო ხეებისა და სველი მიწის მეტი არაფერი იყო,ჯიბეში ტელეფონი ახმაურდა,ნატკენი ხელებით წვალებით ამოიღო.
-სად ხარ?!-ნამტირალევი და აღლევებული ხმა გაისმა ტელეფონში
-არ ვიცი,-სასოწარკვეთილი ხმით თქვა ტასომ
-მანდ დარჩი,ალექსანდრე მოვა და წამოგიყვანს,ჯერ ის მითხარი სად ხარ
-არ ვიცი-მეთქი სოფო-უყვირა ტელეფონში-რაღაც მიტოვებული ადგილია,უწვიმია და ირგვლივ ნესტიანი მიწის სუნია,ხეებშორის სკამია,გრძელი და იქ ვზივარ,რომ გამოვფხიზლდი ძირს ვიწექი,ხელის
გულები
და
მუხლები
მაქვს
დაზიანებული
-კარგი,მშვიდად იყავი,მან იცის ეგ ადგილი საბედნიეროდ და წამოვიდა.
ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩაიდო და ფეხზე წამოდგა,სკამს კრუგი დაარტყა,ხან ცას უყურებდა ხან მიწას,გონება მოიკრიბა და გაახსენდა,რომ სახლიდან გამოიქცა,მაგრამ ასე შორს როგორ წამოვიდა,ალბად სირბილისგან ქანცი გაწყდა და ძირს უგონოდ დაეცა,რამდენჯერმე დააცემინა და სიცივე იგრძნო სხეულში,სკამზე დაჯდა ფეხები მოკეცა და თავი მუხლებზე დადო.
მზის სხივები რაღაც დიდმა დაუჩრდილა და თვალები ძლივ-ძლიობით გაახილა,ალექსანდრე,რომ დაინახა გაღიმება სცადა
-წამოდექი-მიუგო ალექსანდრემ და ხელი მიაშველა-აქ ყოფნა,ხოარ გაგიტკბა-გაეღიმა მას და ხელში აიყვანა ტასო,მან ისევ დახუჭა თვალები და თავი მკერდზე მიადო.ჩქარი ნაბიჯებით მიიყვანა მანქანამდე,წვალებით გააღო უკანა კარი და სავარძლებზე გადააწვინა,კარი მიხურა მანქანას მოუარა და საჭესთან მოკალათდა,მძინარეს თვალი შეავლო და მანქანა ადგილს მოსწყდა,თხუთმეტი წუთიც არ იყო გასული უკვე სახლთან,იყვნენ და ალექსანდრეს ტასო გადმოყავდა მანქანიდან,სახლში,რომ შეიყვანა ყველა შემოეხვია და კოცნა დაუწყეს ტასოს.
-გთხოვ ასე აღარ მოიქცე,ძალიან გვანერვიულე-ჩაეხუტა დარინე,მაგრამ შვილის სიცივე იგრძნო და მალევე მოსცილდა გულდაწყვეტილი
-აცადე ბავშვს,სულს ნუ შეუხუთავ,ვერ ხედავ სუსტადაა-თქვა მკაცრი ხმით ზურამ,ტასო ხმას არცერთს სცემდა,ალექსანდრეს უცქერდა და ცდილობდა მის ამოცნობას,მუხლების წვამ გაუარა,ალექსანდრემ სპირტით დაუმუშავა და ბინტით გადაუხვია მუხლები და ხელისგულები,მადლობის ნიშნად გაუღიმა მან.
-მე წავედი და ტასო გაფრთხილებ,მეორედ ეს აღარ გააკეთო,თორემ შენს საძებნელად აღარ წამოვალ
-ჯობდა არც ახლა წამოსულიყავი,ისედაც უნდა მომკლან და ასე მერჩივნა სიკვდილი,რაღა სხვას დააწვეს ჩემი ცოდვა კისერზე-ცრემლი შეიკავა და ზიზღით გახედა მშობლებს
-გთხოვ არ მოუსმინო შვილო,არ იცის რას ამბობს-აღელვდა ზურა და ალექსანდრეს საცოდავი სახით შეხედა,თითქოს მასზე ყოფილიყო ყველაფერი დამოკიდებული
-არაუშავს,მისი ნათქვამი არც გამიგია,თუკი ჩემს ცოლობას სიკვდილი ურჩევნია,მიიღებს-უკან შებრუნდა და სახლიდან გასვლა დააპირა,როცა ტასომ დაუყვირა
-ბარემ აქ ხარ და აღასრულე!,მიდი რას უცდი ლაჩარო,უსინდისო არაკაცო,მიდი გამომასალმე დაწყევლილ სიცოცხლეს,უბადრუკს და დამასვენე ერთხელ და სამუდამოდ-ალექსანდრემ ჯერ ზურას შეხედა,ჩასისხლიანებული თვალებით მერე კი ტასოსკენ
წავიდა,ხელი მკლავში
ძლიერად
მოკიდა
და
ტუჩები
ყურთან
ახლოს
მიუტანა
-თუ არ მორჩები მართლა მოგკლავ!-ჩაუსისინა და ფეხზე წამოდგა
-ვერ გიტან-მიაძახა გასვლისას,მისკენ ზურა წავიდა და შვილის დაწყნარება სცადა,დარინე კი სოფოსთან ავიდა ოთახში.
-რა დაგემართა,ალექსანდრეზე ასე რატომ
ბრაზობ?
-არ უნდა ვბრაზობდე,ჩემი საქმროა
-რა?-თვალები გაუფართოვდა სოფოს-შენი საქმროა დ ამე რატომ არაფერი მითხრა-გაოცდა იგი
-ეგ,ლაჩარი იცი გუშინ რა მითხრა?მოგკლავო-სოფოს შეაჟრჟოლა,არც ქარი უბერავდა და არც ფანჯრები იყო ოთახში ღია,მაგრამ ისე შეამცივნა თავი ყინვაში მჯდარი ეგონა
-გაყევი ცოლად,გემუდარები-ამღვრეული თვალები მიანათა დას და ხელი ხელზე ძლიერად მოუჭირა
-სოფო!რატომ არ გესმის,რთულია გაყვე ადამიანს ცოლად,რომელიც არ გიყვარს,ასე არ დამიგეგმავს
-შენზე წინ მამამ გადადგა ნაბიჯი,სამწუხაროა,მაგრამ ეს რეალობაა,თუ გინდა შეინარჩუნო სიცოცხლე უნდა გაჰყვე
-მე არ მინდა სიცოცხლის შენარჩუნება,ისეთ ადამიანს ვეძებდი,რომელსაც ვეყვარებოდი,მეც მეყვარებოდა,გულს გადავუშლიდი ჩემს დარდს ურცხვად გავუზიარებდი,მისი შიში,რომ არ მექნებოდა,საღამოობით
ღვინოს,რომ შევსვამდი
მასთან
ერთად
ან
ჩახუტებულებს
ჩაგვეძინებოდა,ისე,რომ ვერც კი გავიგებდით,მერე კი შუაღამისას
ერთმანეთის
მკლავებში,რომ გაგვეღვიძებოდა
და
გამთენიისას
გარეთ
გავიდოდით
სასეირნოდ.
-იქნებ შეძლო და შეიყვარო,იქნებ მოხდეს ისე როგორც გსურდა,ნუ დაღონდები,ხელს ნუ ჩაიქნევ,არ ჩანს ცუდი ადამიანი ალექსანდრე,იგი სანდოა
-მის თვალებში იმხელა ზიზღი იმალება,ალბად ისიც ამ დღეშია,თუკი სხვას მოიყვანს ცოლად ოჯახი აუჯანყდება,ალბად ორივე მსხვერპლი ვართ,გარემოების და ადამიანების მსხვერპლი.
უკვე მეცინება,რადგან ტირილი აღარ შემიძლია,შევეგუო? ეს არ მოხდება,ალექსანდრესაც კი ვანანებ,არავის არ შევარჩენ ჩემს უბედურებას
-მეც?
-შენ რა შუაში ხარ-გაეცინა და ხელი გადახვია-შენ ერთადერთი ადამიანი ხარ,ვინც გულწრფელია
-და ვისაც უანგაროდ და უსაზღვროდ უყვარხარ
-მეც მიყვარხარ.
-ჯერ კიდევ სუსტად ვარ,ადგომა არ მინდა,გუშინწილ რაც გადავიტანე,საკმარისია ახლა დასვენება მინდა
-გამთენიისას სიარული ხომ ყოველთვის გიყვარდა,ახლა რა გეტაკა-ცხვირი ჩამოუშვა სოფომ-ადექი გთხოვ,გავიდეთ,ახლა განსაკუთრებით ლამაზი ჩანს ცა და უფრტო
მეტი
სიწყნარე
სუფევს,ხელსაც
არავინ
შეგვიშლის
ვიაროთ,ქუჩებში
და
სუფთა
ჰაერით
გავიჟღინთოთ-ტასო წამოდგა
და
კარადიდან
ტანსაცმელი
გამოიღო
....
ირგვლივ სამარისებული სიჩუმე სუფევდა,მხოლოდ ორი ადამიანი მიუყვებოდა ტროტუარს და ერთმანეთში ბაასით ირთობდნენ თავასაც და ართობდნენ გათენების დროსაც,სიო ფოთლებს აშრაშუნებდა და ტასოს სახეზე ელამუნებოდა
ირგვლივ სამარისებული სიჩუმე სუფევდა,მხოლოდ ორი ადამიანი მიუყვებოდა ტროტუარს და ერთმანეთში ბაასით ირთობდნენ თავასაც და ართობდნენ გათენების დროსაც,სიო ფოთლებს აშრაშუნებდა და ტასოს სახეზე ელამუნებოდა
-რა სიწყნარეა არა?!-თქვა სოფომ-თითქოს ქვეყანაში არაფერი არსებობს,მთვარის ჩემი და შენს გარდა,ისე დანავარდობს უსასრულობაში მგონია თავი,მგონია
მხედავს
და
მაუწყებს,რომ მისი წასვლის
დროა,რომ მზემ უნდა გაათბოს
ახლა
ჩვენი
გულები,განსაკუთრებით
შენი
-გთხოვ სოფო,ახლა იმაზე არ დაიწყო საუბარი!-ნაღვლიანი და ოდნავ მკაცრი ხმით თქვა ტასომ,მშვიდად იყო და ამ სიმშვიდის დარღვევა არ სურდა,იმის გახსენებით თუ რა ელოდება,ღირს თუ არა ცოცხლად დარჩენა სხვა ადამიანთან ყოფნისთვის,ადამიანთან რომელსაც მხოლოდ გამთენიისას შეხვდა,კიდევ სამსახურში და მესამედ სახლში,ეს ყველაფერი ტკივილზე მეტად შიშს გვრის,თუკი მართლა მოხდება ყველაფერი ისე,როგორც უნდათ,მაშ რას ეტყვის ტასო შვილებს!ახლა აუხდენელ ოცნებად ექცა მოსიყვარულე ოჯახი,თბილი ბუდე სადაც მშვიდად აღზრდიდა ბარტყებს,ახლა შფოთვა და დარდი უხვად ექნება.სოფო დას მიუბრუნდა და მოწყალე თვალები მიანათა,არც მას ემეტებოდა ტასო ვინმესთვის,ტკივილისთვის და ტანჯვისთვის
არ
ემეტებოდა
ისიც
ისევე
განიცდიდა
როგორც
ტასო,მაგრამ
როცა
დგება
მომენტი,რომ ადამიანს
არ
შეუძლია
შეცვლა
რაიმის,მაშინ
ყველაფერს
ნებდება.
-მე არ მინდა,ცოლად გაჰყვე,არ მინდა დაიტანჯო,მაგრამ არც ის მინა გვერდით შენ კიარა შენი სურათი, მედგას და,რომ მომენატრები მას შევაცქერდე მონატრების გრძნობის გასაქარვებლად
-საყვარელო!შენს მეტს არავის დასწყდება გული ჩემი არ ყოფნით,მშობლებს არაფრად ვუღირვარ,ჩვენით უბრალოდ ხელის მოთბობას ცდილობენ,არ ვიცი ესე რატომ ხდება,მაგრამ ჩვენ შეცვლა არ შეგვიძლია,ალბად ნაადრევი სიკვდილი მიწერია
-გთხოვ!-ტუჩზე დაადო თითი-გაჩუმდი,მეორედ არ გაიმეორო,შენ ძლიერი ხარ,გაჰყევი ალექსანდრეს,გაუძელი ამ ყველაფერს,გემუდარები,ნუ მაცხოვრებ შენს აჩრდილთან
-ძალღონეს ვიკრებ,რომ შევძლო,გეფიცები არ მსურს გული გატკინო,თუკი მას ცოლად გავყევი ეს მხოლოდ შენს გამო მოხდება-ძლიერად ჩაეხუტა-ახლა უნდა დავბრუნდეთ,ხომ იცი არ მიყვარს როცა იგებენ გარეთ ვიყავით-სოფომ გაღიმება სცადა,რადგან ტასოს შეატყო სახე გაებადრა
-ყველაფრის და მიუხედავად მაინც გეღიმება-თქვა მან და დაბლა წასულ მთვარეს დააკვირდა
-ხო,მეღიმება მტკივა,მაგრამ მაინც მეღიმება!
-ასე ჯობია,ყველაფერს თუ ცუდი მხრით არ შეხედავ,უფრო გაგიადვილდება-დამშვიდებით თქვა მან
-ღრმად ჩავისუნთქებ და მზად ვარ ახალი ცხოვრებისთვის!-მთელი ძალით
შეისუნთქა
ჰაერი
და
დამშვიდებულმა
გააგრძელა
გზა,უკან მიჰყვა
სოფოც,არცერთს
აღარ
შორდებოდათ
ღიმილი
ბაგეზე,რაც ასე აკლდა
მათ
შინაგან
სამყაროს,გულს,ტვნის,სულს.
ჯერ კიდევ არსებულ სულს.
-თქვენ რა არ გძინავთ?-შეეფეთათ დარინე და გაბრაზებული სახით შეხედა ორივეს-რა პატარა ბავშვებივით დაიპარებით ქუჩაში-ტასომ ხმა არ გასცა ისე აუარა გვერდი და კიბეზე ასვლა დააპირა,როცა დარინემ ხელი მოკიდა და უკან ჩამოიყვანა
-რამე მოხდა?!-მკაცრი ხმით მიუგო მან და თვალისდაუხამხამებლად შეაცქერდა თვალებში
-გკითხეთ,ასეთ დროს გარეთ რას აკეთებდით-მეთქი-ტონი შეეცვალა დარინესაც
-ვსეირნობდით-ჩაერია სოფო მათ საუბარში
-გამთენიისას სეირნობა ვის გაუგია?-ირონიულად თქვა მან-იქნებ რა ხდება-დაზძინა მან და შვილებს ალმაცერად გადახედა
-ისეთი არაფერი მოხდება,რაც თითოეულ ოჯახში ხდება-უკმეხად უპასუხა ტასომ და გაცილდა,აღარც სოფო დარჩა დედის წინ დიდხანს,მისგან სითბო კიარა სიცივე მოდიოდა და ვერ გაუძლო ამას.
-რატომ უნდა ვოცნებობდე სხვა დედაზე
-იმიტომ,რომ ვინც გვაყვს არ არის კარგი
-ტასო!არ გეჩვენება,რომ მართლა პატარა ბავშვებივით ვართ?
-რატომ?-გაიკვირვა მან
-სახლიდან,რომ ვიპარებით
-არა,გაპარვა არ ნიშნავს,რომ ბავშვი ხარ,უბრალოდ ნიშნავს,რომ მარტო გინდა ყოფნა,დასვენება სიმშვიდე და ნეტარება გჭირდება,შენს სულს და სხეულს უნდა,ჩვენ ხომ სიმშვიდე გამთენიისას აღმოვაჩინეთ,მთვარე ჩვენთნ ერთად,რომ ჩადის და მზე,რომ ჩვენთნ ერთად ამოდის,ამაზე საოცარი ხომ არაფერია,მერე რა თუკი ღამით ვიპარებით,განა რას ვაშავებთ,დედა ძუ მგელია,აფთარი კიდევ რა შეიძლება ეწოდოს,გულქვა,ჩვენი არ ესმის,არადა დედას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს შვილების წესით
-ოცი წელია ვარსებობ და იმდენი რამ გავიგე,მგონი არ არსებობს ადამიანი,როლემაც არ იცის რა არის ტანჯვა,ტკივილი,მარტოობა,ყველა ადამიანში ოდესმე დგება მარტოობა
-რა გიკვრის მე ოცდახუთი წელია ვარსებობ და ჯერ ვერ გამიგია ამ სამყაროსი,ერთი ორომტრიალია,ადამიანები ფუტკრებივით დაწრიალობენ,მოუსვენრად არიან,ყველა რაღაცისთვის ცხოვრობს,ხოდა ჩვენც რაღაცისთვის უნდა ვიცხოვროთ-ირიბად გაიღიმა ტასომ და საწოლში შეწვა
-დადგება დრო როდესაც,ბედნიეირი იქნები და შენს საყვარელი ადამიანთან ერთად გახვალ გარეთ გამთენიისას,ხელს ჩაგკიდებს და ყოველ ქუჩას ერთად გაივლით,სიყვარულს სუნამოსავით მიაფრქვევთ გარშემო
-რა სასიამოვნოა ამის მოსმენა-შუბლზე აკოცა ტასომ და საწოლში ჩასრიალდა
-ძილი მოგერია?!თითქმის გათენდა-გაეცინა მას
-ხო იცი,ძილი უდროო დროს მოდის,ცოტას წავუძინებ და მერე შევხვდები ალექსანდრეს,მშობლებს გავაოცებ ჩემი გადაწყვეტილებით,ალბად არც დარინე
და
არც
ზურა
ფიქრობს,რომ მე დავთანხმდი,თუმცა
არ
მინდა
იფიქრონ
ეს
მათი
გამარჯვებაა,არა ეს ჩემი და ჩემი სულის
გამარჯვებაა,რომ მათ წინაშე
ყველაფერში
მართალი
ვარ.
-ანუ,გაჰყვები ცოლად ალექსანდრეს?!-წარბები აუთამაშდა სოფოს-იმის და მიუხედავად,რომ მის მიმართ არაფერს გრძნობ-კიდევ ერთხელ შეახსენა მან
-დიახ!-კატეგორიული ხმით განუცხადა ტასომ და ზურგი აქცია-ახლა წადი,მერე ვილაპარაკოთ.
მოსალოდნელს მშვიდად ელოდა,მის წინ თეთრი ვარდების თაიგული ლარნაკში ჩაწყობილი იწონებდა თავს,ტასო ცდილობდა ყურადღების სხვა რამეზე გადატანას,ხელის თითებს აწვალებდა და გულებს ერთმანეთზე დაასრიალებდა.
მოსალოდნელს მშვიდად ელოდა,მის წინ თეთრი ვარდების თაიგული ლარნაკში ჩაწყობილი იწონებდა თავს,ტასო ცდილობდა ყურადღების სხვა რამეზე გადატანას,ხელის თითებს აწვალებდა და გულებს ერთმანეთზე დაასრიალებდა.
ისეთი სიწყნარე იყო ყურებში საათის ისრების რაკა-რუკი ესმოდა მხოლოდ,იჯდა და ელოდა განაჩენს,ზურამ და დარინემ გააჭიანურეს აღარა და აღარ გამოდიოდნენ კაბინეტიდან,ტასო კი ლოდინით დაიღალა,სიჩუმემაც ნერვი შეუტოკა,წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა,გამოაღო.ხელისგულებით რაფას დაეყრდნო
და
ჰორიზონტს
გაჰყურებდა,ეზოში
ნაცნობი
მანქანა
შემოვიდა
და
ყურადღება
მასზე
გადაიტანა.
ალექსანდრეს სადად ეცვა,შავ შარვალ კოსტუმში იყო გამოწყობილი და ფეხსაცმელიც უჩვეულოად უბზინავდა,ჰალსტუხი შეისწორა და მშვიდად წავიდა წინ,სანამ ის სახლში შევიდა ტასო გარეთ გამოვიდა და გადაეღობა
-საცოლევ!-გაუღიმა ალექსანდრემ და გადაკოცნა დააპირა,მაგრამ ტასო გვერძე გადგა-არ ვიმჩნევ-ცივად თქვა ალექსანდრემ და კარი შეაღო,ტასო ნიკაპაწეული მიჰყვა უკან,ზურა უკვე დივანზე დაუხვდა,ამან ეჭვი დაბადა,მაგრამ აღარაფერი უკითხავს არმოსურნე სტუმრის თვალწინ,ცდილობდა მშობლების წინ კარგად მოქცეოდა ალექსანდრეს,ისიც ამჩენვდა ტასოს ცბიერებას და სულაც არ იყო უკმაყოფილო,რადგან მისგან ოდნავი სითბოც კი დიდძალ ბედნიერებას ანიჭებდა.
-სასიმამრო როგორ ბრძანდებით?!-დიდი გულის
მხურვალებით
და
პატივისცემით
მოიკითხა
ზურა,ტასოს
ლამის
სიცილი
აუტყდა,მაგრამ
ღრმად
ჩაისუნთქა
და
გადაუარა
-კარგად,შვილო თავად როგორ გიკითხოთ,კომპანიაში საქმეები როგორ მიგდით?
-მშვენივრად,ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს,რაღაც მეჩვენება ტასო კარგ ხასიათზეა-ეშმაკურად ახედა საცოლეს და ანიშნა ჩემს გვერდით დაჯექიო,ტასომ ვერაფერი უთხრა დ აგვერდით მიუჯდა,მაგრამ წამსვე ინანა რადგან მასთან სიახლოვე სულს უხუთავდა და თითქოს ახრჩობდნენ თოკით, თვალები ბურუსში ეხვეოდა.მთელი სახე ლალის თვალივით აუწითლდა
-დღეს ჩემთან წავიყვან სახლში-დააყოლა მან ბოლოს,კმაყოფილი სახით და ხელი ხელზე ძლიერად მოუჭირა,ისე,რომ სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა,ტასო შეკრთა,თვალები ნელ-ნელა აევსო ცრემლით
-სად?!-კითხა მან დაიბნეული ხმით,თითქოს ძლიბურანში მყოფი იყო და ახლა გამოერკვა რა ხდება მის გარშემო
-დღეს,ჩემთან გადმოხვალ საცხოვრებლად-მეთქი,თუკი მამაშენი
წინააღმდეგი
არ
იქნება
-წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო შვილო,-გაეცინა ზურას-თქვენ სრული უფლება გაქვთ,ერთად იცხოვროთ-ამაყად თქვა მან და შვილს შეხედა
-დიდი მადლობა!-მოუგო მან-მაშ ახლავე ჩაალაგე ბარგი,მე საქმეები მაქვს,დიდხანს ვერ გავჩერდებით.-ტასო გაოცებული წამოდგა და დაბნეული ავიდა საძინებელში,ტვინში სისხლი უდუღდა,თვალებიდან ვეღარ იხედებოდა,გულში ისეთი ტკივილი იგრძნო,როგორც მეომარს ბრძლოის დროს,რომ ისარი მოხვდება მკერდში.
ყველაფერი გამოალაგა კარადიდან და გამწარებულმა ჩაყარა ჩემოდანში
-უგულო არაკაცი!-თქვა ბოღმით სავსემ და ჩემოდანი საწოლიდან ჩამოდგა,-სულ არ ვებრალები-ლუღლუღებდა იგი.
მთელი გზა უხმოდ იყო,წამითაც კი არ გაუპარებია თვალი ალექსანდრესკენ,რადგან მისი დანახვა
ცუდად
ხდიდა,გულს ის უღრნის,რომ დარჩენილი
ცხოვრების
გატარებაც
მის
გვერდით
მოუწევს,ალბად
შეეგუება
ნელ-ნელა,მის შეყვარებას
ვერ
შეძლებს,მაგრამ
საკუთარი
თავის
იმედი
და
რწმენა
აქვს,რომ შეეგუება
მის
გვერდით
ცხოვრებას.
მანქანა ქვაფენილზე გაჩერდა,ჯერ ალექსანდრე გადმოვიდა,შემდეგ კარი გაუღო ტასოს,იგი ძლივს გადმოვიდა,ფეხები უკანკალებდა
-ცუდად ხარ?-კითხა შეშინებული ხმით
-გთხოვ,აქ მაინც მორჩი თამაშს!-უხეშად უთხრა ტასომ და გავლა დააპირა,მაგრამ სისუსტე იგრძნო ფეხებში და ჩაიკეცა,ალექსანდრემ ხელი მიაშველა,თორემ ქვაფენილზე დაეცემოდა
-შენი ფერი არ მომწონს-შეშფოთებულმა განუცხადა და ხელში აიყვანა,ტასო უღონოდ იყო და ხმის გაცემაც უჭირდა,რომ ტკბილი სიტყვა ეთქვა ალექსანდრესთვის.
საწოლზე დააწვინა და ფეხსაცმელი გახადა,ფეხები შეუკეცა და საბანი დააფარა,ტასოს ისე მშვიდად ეძინა ვერც კი გრძნობდა,ალექსანდრეს შეხებას,ვერ ხედავდა მის მზრუნველობას
-ჩემი ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი ხარ!-ჩუმად თქვა ალექსანდრემ და ოთახიდან გავიდა,კარი ფრთხილად მიხურა,რომ ტასოს არ გაღვიძებოდა და კიბეებზე ჩავიდა,დივნის გვერდით პატარა მაგიდა იდგა სადაც ღვინის ჭიქა დატოვა ალექსანდრემ,ხელში აიღო და სმა გააგრძელა,ღვინო,რომ უკვე შეერია სისხლს,თავბრუ დაეხვა,ფეხებში სისუსტე იგრძნო და დივანზე მიწვა,პერანგის ღილები შეიხნა და ხელები უკან გადააწყო,ცხენივით მოჰყვა ფრუტუნს და უაზროდ უცქერდა ჭაღს
-რამე გნებავთ ბატონო?-კითხა მოსამსახურემ
-არა,გმადლობ წადი დაიძინე გვიანია-გაუღიმა მან,მოსამსახურე კი სწრაფად წავიდა დასაძინებლად.
მთელი ღამე დივანზე იწვა და ღრმა ფიქრებს მისცემოდა,გამთენიისას ჩაეძინა,ძილმა მაინც თავისი გაიტანა.
გახევებული იწვა საწოლზე,ძილიც არ ეკარებოდა,არადა როგორ უნდოდა სამუდამოდ დაძინება,დასერილი სხეული ორმაგად ეწვოდა,ვერც გონების მოკრება შეძლო,სულ დალეულივით იწვა და თვალები ჭერისკენ ჰქონდა მიმართული,რამდენიმე წამით სუნთქვაც კი შეწყვიტა,ახლა მართლა იყო სიწყნარე,ღამის სიჩუმეს მისი სუნთქვაც კი არ აწუხებდა,ფანჯარაში მთვარის შუქი შემოდიოდა და ოთახის ნახევარს ანათებდა,იმ ადგილს სადაც ტასოს საწოლი იდგა,ოთახის ნაწილი კი ისევ სიბნელეში იყო მოქცეული.ალექსანდრეს ღრმად ეძინა და სრულიად დავიწყებული ჰქონდა ტასოს არსებობა,თუმცა ძილში ვის რა ახსოვს.ეს მტანჯველი ღამეც მიიწურა,მზე ისე აცხუნებდა ალბად ცდილობდა ტასოს გულის შეთბობას,თვალებში ჩამდგარი ცრემლის შეშრობას,მაგრამ როდის იყო მზის სხივები ადამიანს ავიწყებდეს რამეს.დილა ადრიან მოესმა კარზე მუშტების ბრახა-ბრუხი და ალექსანდრეს დაგუბული ხმა
გახევებული იწვა საწოლზე,ძილიც არ ეკარებოდა,არადა როგორ უნდოდა სამუდამოდ დაძინება,დასერილი სხეული ორმაგად ეწვოდა,ვერც გონების მოკრება შეძლო,სულ დალეულივით იწვა და თვალები ჭერისკენ ჰქონდა მიმართული,რამდენიმე წამით სუნთქვაც კი შეწყვიტა,ახლა მართლა იყო სიწყნარე,ღამის სიჩუმეს მისი სუნთქვაც კი არ აწუხებდა,ფანჯარაში მთვარის შუქი შემოდიოდა და ოთახის ნახევარს ანათებდა,იმ ადგილს სადაც ტასოს საწოლი იდგა,ოთახის ნაწილი კი ისევ სიბნელეში იყო მოქცეული.ალექსანდრეს ღრმად ეძინა და სრულიად დავიწყებული ჰქონდა ტასოს არსებობა,თუმცა ძილში ვის რა ახსოვს.ეს მტანჯველი ღამეც მიიწურა,მზე ისე აცხუნებდა ალბად ცდილობდა ტასოს გულის შეთბობას,თვალებში ჩამდგარი ცრემლის შეშრობას,მაგრამ როდის იყო მზის სხივები ადამიანს ავიწყებდეს რამეს.დილა ადრიან მოესმა კარზე მუშტების ბრახა-ბრუხი და ალექსანდრეს დაგუბული ხმა
-გღვიძავს?
-დიახ!-ხმამაღლა თქვა მის გასაგონად
-შეიძლება შემოვიდე?
-როდს აქეთ მეკითხები,ნება შენია-ცივად თქვა და ფანჯრისკენ გადაბრუნდა,ალექსანდრე ხმა ამოუღებლად შევიდა ოთახში და სვეტივით აღიმართა ტასოს საწოლთან
-როგორ გეძინა?
-ცუდად-გულისყრომით განუცხადა,მან და საწოლზე წამოჯდა-ძალიან ცუდად,თითქმის არ მიძინია,მეორე დღეა შენს გვერდით ვარ და მგონია საუკუნე გავიდა,სული მეხუთება,გული მიჩერდება,სუნთქვა მეკვრის,იმის წარმოდგენაც კი მზარავს,რომ ჩემს გვერდით გძინავს
-შენს გვერდით არ მძინავს-დაებრიცა სახე ალექსანდრეს და უკმაყოფილო სახით შეხედა ქალს-დიდ პატივს გცემ და ვცდილობ არ შეგაწუხო,შენ კი მეორე ოთახში მწოლიარეც გაწუხებ,მაშ წავალ სახლიდან და იცხოვრე ამ უშველებელ სახლში მარტომ-ტასომ თვალები მოიფშვნიტა და დაამთქნარა
-რა ვქნა,რომ ვიცი ჩემთან გინდა,მიტომ ვამბობ ამას,ვიცი სულით და გულით ჩემთან ხარ,მე კი არ მინდა ასე,რომ იყოს
-შენთან ახლოს არ მიშვებ და გულით ან სულით მაინც მოგიახლოდე,განა რა დაშავდება-ტასო ერთხანს დადუმდა,თვალებში ჩააცქერდა ალექსანდრეს
-ეს ყველაფერი დიდი სისულელა,ცდილობ თავი შემაყვარო,მერე კი გაქრები ისე,რომ არც კი გამაგებინებ,რომ არ გსიამოვნებდეს ჩემი ტანჯვა,აქ არ მომიყვანდი
-იცი,შენს აზროვნებას ვერ ჩავწვდი,მაპატიე,მაგრამ უსამართლოდ მექცევი,სათანადოდ არ მაფასებ,შენთვის რას არ გავიღებდი-გაწყვიტა მან საუბარი,დაღალა ქალისთვის ახსნა განმარტების მიცემამ,შუბლზე ხელები მიიჭირა და მოხუცივით დაიხარა
-რას გაიღებდი,ერთს გთხოვ მალე გამიშვი აქედან,დამიბრუნე სიცოცხლის ხალისი,ნუ მაიძულებ შენთან ყოფნას-მუდარის თვალებით შეხედა ტასომ,თავ ჩაღუნულ მამაკაცს,ალექსანდრე ქვემოდან უყურებდა და ყელში გაჩხერილ დიდ ბურთულას ყლაპავდა,განა შენ ხარ მარტო ცოდო!,ფიქრობდა იგი და ზიზღით ევსებოდა თვალები
-არაფერი არ გესმის,როგორ გაგაგებინო,ვცდილობ სიცოცხლე შეგინარჩუნო,რატომ ჯიუტობ-სიბრაზისგან აენთო თვალები!
-არ მინდა ეს უბადრუკი სიცოცხლე,არც შენი ვითომ დამცველის სახე,წადი სხვა ცხოვრება ნახე,მე კი სიკვდილის საშვალება მომეცი,ნუ მტანჯავ
-მორჩი სისულელეებს,ძალიან გთხოვ-ხრიწინით თქვა მან და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა,ტასომ ფეხები მოკეცა,თავი მუხლებზე დადო და აქვითინდა
-არაადამიანი ხარ!-ლუღლუღებდა იგი
-ვიცი!-უცებ თქვა,მერე კი იგრძნო ხმა წაერთვა,თვალებში ცრემლი ჩაუდგა,ტვინში კი სისხლი მოაწვა-შეწყვიტე მოთქმა,თუ ღმერთი გწამს-გაუმკაცრდა ხმა,ტასომ თავი აწია და ზიზღით შეხედა,ნიკაპი უცახცახებდა და ხელებით მთელი ძალით ებღაუჭებოდა საბანს
-მითხარი,რა გიდევს მანს გულის მაგიერ,ქვა,ლოდი,თუ ყინული?
-გული!-მიუგო მან და წამოდგა,ხმა აღარ გაუცია,სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან დ აკარი დახურა,ტასომ კი უფრო მეტად უმატა ტირილს,გული კედლებს ასკდებოდა,ცოტაც და ტირილისგან გათავდებოდა.
უსასოებით სავსე ალექსანდრე ონკანთან მივიდა და წყალი დალია,ერთხანს ნიჟარას დააცქერდა სადაც დარჩენილი წყალი ჩადიოდა,მერე მოსცილდა და მაცივრის კარი გამოაღო,შეიხედა,თავი გადააბრუნა და დახურა.ნერვიულობა ძალიან მოეძალა,ხელ-ფეხი უკანკალებდა,ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და ეზოში გავიდა მოსაწევად.
ძლივს ხელის კანკალით ჩაიცვა და დაბლა ჩავიდა,ალექსანდრე,რომ არ დახვდა შვებით ამოისუნთქა,მანაც დალია წყალი და ტელევიზორს მიუჯდა,უცქერდა და მერე მოიაზრა გამორთული,რომ იყო,საკუთარ თავზე გაეცინა და ჩართვა გადაწყვიტა,მაგრამ პულტს ვერ მიაგნო,ბოლოს გულდაწყვეტილი კნუტივით მოიფუზა
დივანზე.
რამდენიმე ღერის მოწევის შემდეგ,უკან დაბრუნდა და გაოცდა,როდესაც ტასო დივანზე მჯდარი დაინახა
-მეგონა წახვედი-მიუგო მან აღელვებული ხმით და ფეხზე წამოდგა-როცა შინ არ ხარ,გამოვდივარ არ გეგონოს სულ ოთახში ვარ
-არც მგონია-ირიბად გაეღიმა ალექსანდრეს და დივანზე ჩამოჯდა-დაჯექი-უთხრა მან,ტასო ყოყმანობდა,თუმცა ციოდა,არ გაჭრიდა და ჩამოჯდა,დივნის თავში ის იჯდა ბოლოში კი ალექსანდრე-ოდნავ მაინც მოიწიე,მეზობლის ბავშვივით,რომ ჩამომიჯექი-გაეცინა მას,მაგრამ ტასოს ოდნავადაც არ გაუღიმია
-არ მინდა-ცივად თქვა მან-ტელევიზორის ყურება მინდოდა,მაგრამ პულტი ვერ ვნახე
-მე ავიღე,-წამოდგა და პულტი ჯიბიდან ამოიღო
-რატომ?-გაიოცა ტასომ
-რავიცი,გამყვა-გაეღიმა ისევ
-ჩართე გთხოვ,რამე საინტერესოს ვუყურებ ამით მაინც გავიხალისებ ცხოვრებას
-ეს დამპალი რაღაც გიხალისებს ცხოვრებას?-გამწარდა ალექსანდრე,თვალებში ცეცხლი აენთო-რატომ,რა დავაშავე,განა ვიმსახურებ ასეთ სიცივეს,გულქვა ხარ,იჯექი და უყურე,მე სრულიად აღარ მაინტერესებს,თუ გინდა
მთელი
სახლი
თავზე
დაიმხე,ქმარი
გვერდით
გიზის
და
ტელევიზორით
გინდა
გაიხალისო
ცხვრება?,მშვენიერი,მე დავიღალე
დამღალა
ფარისევლობამ
და
გეტყვი,რომ არ მიყვარხარ,შენ ალბად
გეგონა,რომ მიყვარდი,შენზე
მზე
და
მთვარე
ამომდიოდა,არა ნურას
უკაცრავად,შენისთანა
ქალი
ცხოვრებაში
არ
შემიყვარდება,რადგან
ჩემს
გულში
არაა
ადგილი,შვებით
ამოვისუნთქე,ახლა ყველაფერი
იცი,იმიტომ
მოგიყვანე
ცოლად,რომ დაიტანჯო,ყოველდღე
ცრემლებმა
დაგახრჩოს
და
ცხოვრების
გასალამაზებლად
ამ
„ყუთს“
უცქირო,მე დავასრულე,ახლა სამსახურში
მაგვიანდება-წამოხტა
და
სწრაფად
გავარდა
სახლიდან
ისე,რომ ტასო რას ეტყოდა
არ
დალოდებია,მანქანაში
ჩაჯდა
თუარა,ადგილს
მოსწყდა.
ტასო კი თვალცრემლიანი იჯდა და უყურებდა გამორთულ ტელევიზორს,რადგან პულტი ისევ ჯიბეში დაიტოვა ალექსანდრემ.....
სიყვარული ადამიანს ეხმარება,სხვა თვალით დაინახოს სამყარო,ამ სამყაროში კი ერთი განსაკუთრებულისთვის იცხოვროს,სიყვარული შეიძლება სასჯელადაც ჩაითვალოს ადამიანისთვის,ან განუკურნებელ სენად,თუმცა ამავე დროს ყველა ჭრილობის მალამო სიყვარულია,სიყვარულია სიყვარულიდვე დაჭრილი სხეულის მკურნალი,მარტო მყოფი უსიცოცხლო გულის აცეკვების და ცხოვრების ხალისის დაბრუნების.
სიყვარული ადამიანს ეხმარება,სხვა თვალით დაინახოს სამყარო,ამ სამყაროში კი ერთი განსაკუთრებულისთვის იცხოვროს,სიყვარული შეიძლება სასჯელადაც ჩაითვალოს ადამიანისთვის,ან განუკურნებელ სენად,თუმცა ამავე დროს ყველა ჭრილობის მალამო სიყვარულია,სიყვარულია სიყვარულიდვე დაჭრილი სხეულის მკურნალი,მარტო მყოფი უსიცოცხლო გულის აცეკვების და ცხოვრების ხალისის დაბრუნების.
სიყვარული წმინდაა,ეს უჩვეულოდ მოდის ამოუხსნელად,ისე,რომ შემჩნევაც ჭირს,ზოგიერთი არც კი აღიარებს ამას,რომ შეყვარებულია,თუმცა გული,გული როცა ტანგოს
ცეკვავს,ხტუნავს
პატარა
ბავშვივით,მაშინ
ყველაფერი
ნათელი
ხდება
გული
ახვედრებს
ადამიანს
ყველაფერს,რომ მას ის უნდა და სხვა არავინ.
ყველაზე დიდი ნებისყოფა გამოიჩინა ალექსანდრემ,მართალია ყველაფერი ეტკინა,ქუჩაში უმისამართო კონვერტვით მილასლასებს,ქარი ძვალ რბილში ატანს,ისე მიაპობს ქარს თითქოს უნდა გულში შეაღწიოს და ტასო სამუდამოდ გაუქროს,გაყვეს ქარს თან,ცრემლი ისე გაიყოლა ქარმა ლოყას არ შეხებია,იმედგაცრუებული მიადგა სახლს,ისეთ სახლს
სადაც
შესვლა,სიკვდილს
უდრიდა,ან სიკვდილისთვის
თვალებში
ჩახედვას,ნუთუ ტასო სიკვდილია.
თავად ტასო მშვიდად იჯდა საწოლზე და „ტრიუმფალურ თაღს“ კითხულობდა,ვერც კი შეამჩნია ოთახში ქარიშხალის შემოვარდნა,რომელიც წიგნს დაწვდა და მაგიდაზე დადო,ხელი მოკიდა და ოთახიდან ძალით გაჰყავდა
-რას აკეთებ?!-შეჰკივლა გაბრაზებულმა ტასომ და გაუძალიანდა,თუმცა ალექსანდრეს ძლიერად ეჭირა და თავს ვერ ითავისუფლებდა-რა დაგემართა
გამიშვი-ცრემლები
წამოუვიდა
ტასოს
-არაფერი!-ცივად უპასუხა ალექსანდრემ,შემოაბრუნა და მაგრად აკოცა,ტასოს ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს მიუწვდომელი ხილი დააგემოვნა,ჯერ არ ნახული რამ,გონებაში ყველაფერი აბობოქრდა,გული აუჩქარდა,სისხლი საფეთქლებს მოაწვა,მთელი სხეულით იგრძნო ალექსანდრეს კოცნა,კოცნა რომელიც მან ტკივილით სავსემ გაიმეტა საყვარელი ქალისთის,ან უბრალოდ გულის გადასაყოლებლად,იარის მოსაშუშებლად,როდესაც
მოსცილდა
ტასო
გაბრუებული
და
გაურკვევლობაში
ჩავარდნილი
შეჰყურებდა
და
ცრემლები
ზდიოდა
-ეს..ეს რატომ გააკეთე?,რას ნიშნავს?-ლუღლუღით კითხა მან
-არაფერს,სრულიად არაფერს!-ისევ ცივად უპასუხა და კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა-მანქანაში გელოდები,გაემზადე უნდა წაგიყვანო-მიაძახა და გარეთ გავვარდა,ტასო გაოგნებული შევიდა ოთახში და საგარეო კაბა ჩაიცვა,ალბად შინ მაბრუნებს,გაიფიქრა მან და ბაგეზე ღიმილი მოეფინა,სწრაფად გამოეწყო და დაბლა ჩავიდა.
უხმოდ მიუყვებოდა ალექსანდრე ტროტუარს და ორთქლს
უშვებდა,გვერდით
მიჰყვებოდა
ტასო
თვალცრემლიანი
გაუგებრობაში
მყოფი,კბილი
კბილზე
ჰქონდა
დაბჯენილი
და
ნესტოებით
მთელი
ძალით
ისრუტავდა
ჰაერს
-დავიღალე!-თქვა უეცრად,ხმადაბლა ალექსანდრემ და ცისკენ აღაპყრო მზერა-თითქოს,ყველაფერი დავკარგე,ფეხქვეშ მიწა გამომეცალა,აღარავის ვჭირდები,ვგდივარ ოთახის შუაში,დამტვერილი პიანინოსავით,რომელსაც ხელს აღარავინ
ჰკიდებს,მტვერსაც
კი
არ
სწმენდს,თუმცა
პიანინო
შეჩვეულია
და
თავისად
მიაჩნია
მტვერი,რადგან
მხოლოდ
მას
ახსოვს,მხოლოდ
ის
ეხება-თვალებში
ცრემლები
კრისტალებს
მიუგავდა,ტასო გარინდული
მიჰყვებოდა
და
ცდილობდა
გარკვევით
გაეგო
მისი
ნათქვამი
ყოველი
სიტყვა
-და ეგ ყველაფერი ჩემი ბრალია ხომ?-დასძინა ტასომ და სვლა შეანელა,ალექსანდრე მიუბრუნდა და ისე ჩააცქერდა თვალებში,ეწადა სხვა ადამიანის დანახვას,რადიკალურად განსხვავებულის,თუმცა ტასოს
თვალები
ტასო
იყო
და
ამას
ვერ
შეცვლიდა
-შენ ხარ დიახ დამნაშავე რას წარმოვიდგენდი ასე თუ გამთელავდა
ცხოვრება,ასე თუ დამინგრევდა
ყველა
ოცნებას,თანაც
ერთბაშად,ყველაფერი
წყალმა
წაიღო,ჩაძირა,გააქრო
აღარ
არსებობს,გულიღა
შემრჩა
მხოლოდ
ისიც
ნაფლეთები,სადამდე
გავუძლებ
არ
ვიცი
-შენი ვერაფერი გავიგე-სლუკუნით თქვა ტასომ-არ მიყვარხარო და შემომტირი-ალექსანდრეს ცინიკურმა ღიმილმა გადაურბინა
-ჰაჰ’გეგონა შენ გგულისხმობდი?-თქვა სარკასტულად და ბოროტულად გადაიხარხარა-არა,არა რა სისულელა,ეგ როგორ
იფიქრე,მე შენ,არავითარ
შემთხვევაში-ცინიზმს
არ
იცილებდა
იგი,ყველა
ღონეს
ხმარობდა
ტასოს
დასამცირებლად
-მაშ,მე რატომ მიყვები,განა რა ხეირია?
-შენი სახით კარგი მსმენელი მყავს,აი მოსაუბრეზე რა გითხრა,ლაპარაკი არ იცი,სად რა უნდა თქვა ან როგორ მოიქცე,რომ გული არ ატკინო ადამიანს,შენს მეტი არავინდა არაფერი განაღვლებს,მოკლედ ცხოვრობ საკუთარი თავისთის-ტასომ წარბები შეკრა და გრუბად შეხედა მამაკაცს,რომელსაც ლოყები ალისფერი ჰქონდა და ირონიულად უღიმოდა ბაგე
-არაა,ეგ სიმართლე შენ არ მიცნობ არ იცი რანაირი ვარ,თავად ლაპარაკობ სისულელეებს,რომელშიც არც კი ხარ დარწმუნებული
-ვინ მოგახსენა,ძალიანაც ვარ დარწმუნებული,იმაზე მეტად
ვიდრე
შენ
გგონია,ჩემს წინ არაფრის
მთქმელი
წიგნი
ხარ
გადაშლილი,რომლის
წაკითხვაც
მთრგუნავს
და
მინდა
რაღაც
შევცვალო,მაგრამ
როგორ
განა
შეუძლია
ადამიანს
წიგნში
შესწორებების
შეტანა
-გიყვარს ვინმე?-ხრიწინით მიუგო ტასომ,ალექსანდრემ მზერა აარიდა,ხელები გაასავსავა და დაიორთქლა
-დიახ,მიყვარს,უზომოდ მიყვარს ყველაფერს მირჩევნია,მშვენიერი არსებაა,ნაზი,თბილი,მოსიყვარულე,კეთილი,ყველაფერი კარგი რაც შენ არ გაგაჩნია-ტასოს სიბრაზე მოერია,ლოყები აუხურდა და ხელის გულების სრესას მოჰყვა-ვერც კი წარმოვიდგენ შენ თუ ვინმეს შეყვარება შეგიძლია,მანდ გულში მხოლოდ შენი ადგილია როგორც ჩანს.

No comments:
Post a Comment