ეგონა ვირუსს ასცდებოდა მაგრამ,რამდენიმე დღე მაინც მოუწია საწოლში გატარება,რადგან საშინლად ავად გახდა,წელი,გულ-მკერდი,კუნთები ყველაფერი ტკიოდა,სასწავლებელშიც ვეღარ დადიოდა მაგრამ,სტუდენტები აკითხავდნენ ყოველდღე და თორნიკეს სიამოვნებდა მათი ყურადღება.
-სოფო,თუ შეგიძლია ეს ნახატების შეკვრა მომაწოდე,-რბილი
ხმით უთხრა თორნიკე და ხელი მაგიდაზე დაწყობილი შეკვრისკენ გაიშვირა
-ახლავე,-მიუგო და შეკვრა აიღო
-მადლობ,-რდოესაც გაუწოდა უთხრა თორნიკემ და გახსნა,-კოტე
სამსახურშია?
-კი,დღეს მარინე და გიორგი მოდიან,-თვალებ გაბრწყინებულმა
უთხრა და საწოლზე ჩამოჯდა,თორნიკესაც გაუხარდა,-რომ გაიგეს ცუდად ხარ ძალიან ინერვიულეს
თრუმე და გადაწყვიტეს ენახულებინე,-თორნიკეს კმაყოფილად ჩაეღიმა,თავი საჭიროდ იგრძნო,რომ
ვიღაცას ახსოვდა,არა ვიღაცებს კიდევ ახსოვდათ,ანუ ჯერ კიდევ საჭიროებდა ქვეყნად არსებობას,ელენეს
ნახატები დაკუჭა და საწოლის ქვეშ შეყარა,ისე,რომ სოფომ ვერ დაინახა.
-აი მოვიდნენ,-ზარის ხმა შემოესმა მას და ოთახიდან გავიდა,ცოტახანში
გიორგი და მარინე შემოლაგდნენ ოთახში,შეწუხებული სახე ჰქონდა ქალს,თორნიკეთან მივიდა
და შუბლზე აკოცა
-ჩემი ბიჭი,როგორ დასუსტებულხარ,არაფერს ჭამ?
-ვჭამ როგორ არა
-ვერ ჭამს დედა,ყლაპვა უჭირს,-დააყოლა სოფომ და თორნიკეს
საყვედურით ავსებული თვალებით დახედა
-შე საწყალო,-სახეზე მიეალერსა,ისე როგორც ამას პატარაობაში
აკეთებდა,თორნიკე გაიტრუნა დედის სითბო ძალიან ესიამოვნა
-ნუ ღელავთ ვირუსია უბრალოდ,რომელიც ბევრ ადამიანს შეიძლება
შეეყაროს,მომაკვდინებელი არაა,სახე ნუ ჩამოგტირით,-მიუგო ჩხრეწილი ხმით
-კარგი შვილო კარგი,-მშვიდად უთხრა მარინემ და გაეღიმა.
ცოტახანში ყველა გაიკრიბა ოთახიდან რადგან ტორნიკეს
სისუსტემ სძლია და ჩაეძინა
-რამდენი ხანია რაც ასეა?,-სამზარეულოს მაგიდასთან ისხდნენ
მარინე,გიორგი და სოფო
-კვირა შესრულდება,წამლებს იღებს და ფეხზე მალე დადგება,როგორც
წეღან მოგახსენეთ საჭმლის ყლაპვა უჭირს და უკვე სურვილიც გამქრალი აქ,დღე გამოშვებით
თუ შევაჭმევთ რამეს,ისიც ძალით,ძალიან შეიცვალა,-ამოიოხრა სოფომ
-ეს ვირუსის ბრალი არ უნდა იყოს,-დააყოლა მარინემ და
გიორგის ახედა
-არ ვიცი დედა,ნაწილობრივ ვირუსის ბრალია ნაწილობრივ
კი,,-ტუჩზე იკბინა მან და საუბარი შეწყვიტა,აამსობაში კარზე ზარის ხმა გაისმა,-წავალ
გავაღებ,-მიუგო სოფომ,-ალბად კოტე მოვიდა,-თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს ორივემ.
-აქ რა გინდა?,-კართან ატუზულ ელენეს,კითხა გამწყრალი
ხმით
-თორნიკეს სანახავად მოვედი,-მშვიდად მიუგო მან
-ახლა შეუძლოდაა და ძინავს ისე შემოდი,მისი მშობლებიც
აქ არიან ნახე
-კარგი,-დაუქნია თავი და სახლში შეჰყვა,მარინეს ძალიან
გაუხარდა მისი დანახვა
-რა ყურადღებიან ხარ,თორნიკეს შენი ნახვა ძალიან გაუხარდება,-უთხრა
მარინემ და ეშმაკურად აუციმციმდა თვალები,ელენემ თავი ჩაღუნა და რაღაც ჩაიბუტბუტა.
-ხო ალბად,-მიუგო ბოლოს და შებრუნდა,-აბაზანაში შევალ
და ახლავე მოვალ,თქვენის ნებართვით,-და წავიდა,ისინი საუბარში გაერთნენ და ვერც კი
შენიშნეს,რომ ელენე თორნიკეს ოთახში შეიპარა,როდესაც მძინარეს დახედა,გული აუკიაფდა,თვალები
აემღვრა,რამდენჯელმე იკბინა ტუჩზე და ხელები მომუჭა,მის ახლოს დადგა და თვალის დაუხამხამებლად
უცქერდა,საწოლთან დაკუჭული ბურცელი შენიშნა და რატომღაც დააინტერესა,არ მოელოდა იმას
რაც ამ ფურცელზე ეხატა,ცრემლები წამოსცვვიდა და უკან უკან წავიდა,ფეხი წამოკრა მაგიდას
და ხმაზე თორნიკე შეიშმუშნა,გვერდი იცვალა და ისევ განაგრძო ძილი,ელენმ კი ღრმად ჩაისუნთქა
და კარი ფრთხილად გააღო და გავიდა,ხელში ნახატი ეკავა დაკუჭა და ჯიბეში ჩაიდო,თვალები
შეიმშრალა და ისევ დაუბრუნდა სამზარეულოში მყოფთ.
-ელენე რა გჭირს?,-თვალებ ამღვრეული,რომ დაინახა სოფომ მასთან მივიდა და ხელკავი გამოდო,ელენემ სისუსტე იგრძნო და მთელი ძალით ჩაებღაუჭა,-ელენე,-ამის თქმა და მისი გონების დაკარგვა ერთი იყო,გიორგიც მიეშველა,ხელში აიყვანა და დივანზე დააწვინა
-ელენე რა გჭირს?,-თვალებ ამღვრეული,რომ დაინახა სოფომ მასთან მივიდა და ხელკავი გამოდო,ელენემ სისუსტე იგრძნო და მთელი ძალით ჩაებღაუჭა,-ელენე,-ამის თქმა და მისი გონების დაკარგვა ერთი იყო,გიორგიც მიეშველა,ხელში აიყვანა და დივანზე დააწვინა
-რა მოუვიდა?-აღშფოთდა მარინე,-წეღან კარგად იყო,-მხრები
აიჩეჩა სოფომ
-არ ვიცი,პირველად წაუვიდა გული,-დაიხარა და სპირტი
მიუტანა ცხვირთან,მძაფრი სუნი,რომ იგრძნეს ნესტოებმა ელენეს თვალები გაეხილა,შეშინებულმა
მიმოიხედა და ჯიბისკენ წაიღო ხელი
-რა დამემართა?,-ამოიგმინა და მოწყვეტით დაეშვა დივანზე,ისევ
ეცადა წამოდგომას,ხელები მომუშტა და ისე დაეყრდნო დივანს,გაჭირვებით მაგრამ, მაინც
წამოდგა
-,ხელი როგორც კი მოგკიდე ისე ძლიერად მომიჭირე მეგონა
მომტყდებოდა და შემდეგ გონება დაკარგე,გადაიღალე ალბად
-ხო ალბად,-დაამოწმა მანაც და სამზარეულოში წყლის დასალევად
გავიდა,გიორგი დ ამარინე დამშვიდებულები დასხდნენ ისევ მაგიდასთან და საუბარი განაგრძეს
-კარგი სოფი მე წავალ სახლში
-როგორც გინდა,-მიუგო მან და სტაქანი გამოართვა,ხელი
მოკიდა და შემოსასვლელამდე მიაცილა
-გთხოვ თორნიკეს არ უთხრა,რომ აქ ვიყავი,-ამღვრეული
ხმით მიმართა და ხელი ძლიერად მოუჭირა
-არ ვეტყვი მშვიდად იყავი,-თავი დაუქნია სოფომ.
როდესაც ელენე წავიდა,თორნიკეს ოთახში შევიდა,მას უკვე
ეღვიძა
-ელენე იყო აქ,თქვენი საუბარი გავიგონე,-თვალებიდან
ცეცხლს აკვესებდა,-რა უნდოდა ჩემს სახლში
-ისევ თავიდან იწყებ?-კოპები შეკრა სოფომ
-რას ქვია თავიდან-აღარ აქვს მას უფლება ჩემს სახლში
მოსვლის გარკვევით მითხრა,რომ არ ვუყვარვარ,-ანერვიულება დაეტყო სახეზე,უეცრად თავში
რაღაც მოაწვა საწოლიდან გადაიწია და ფურცლები გამოიღო,გადათვალა და,როდესაც მიხვდა
ერთი ნახატი აკლდა,უფრო განრისხდა,ნერვი აუთამაშდა,თვალებში ისევ სისხლისფერი ნაპრალები
გაუჩნდა,-თან უფლება მიგიციათ ჩემს ოთახში შემოსულიყო
-შენს ოთახში არ ყოფილა,-მკაცრი ტონით უთხრა და ფანჯრისკენ
წავიდა
-იყო და თან ხელს ჩემი ნახატი გააყოლა,-ხრიწინით მიუგო
და საწოლზე გადაწვა,სოფოს ახლაღა მოუვიდა აზრად თუ რატომ გახდა ელენე ცუდად მაგრამ,თორნიკეს
მაინც საპირისპიროს უმტკიცებდა.
"რატომ არაფერი ვუთხარი,რატომ მოვატყუე,"ცრემლების
ღვრით მიდიოდა ელენე,ხელში გაშლილი ფურცელი ეკავა და ცრემლებით ასველებდა,წამდაუწუმ
უყურებდა საკუთარ თავს,ქალს,რომელიც მისი ასლი იყო,ლავიწის ძვლებზე წყლის წვეთები შენიშნა
და ის დღე გაახსენდა,უარესად აეწვა სახე,ლოყები შეეფაკლა,ნახატი დაკუჭა და ისევ ჯიბეში
ჩაიდო და ტაქსი გააჩერა
-საბურთალოზე თუ შეიძლება,-მიუგო დამშვიდებული ხმით
-დიახ ქალბატონო,-რბილად უთხრა მძღოლმაც და ადგილიდან
დაიძრა.
ხან ვუშვებთ ისეთ შეცდომას,რომლის გამოსწორებასაც მთელი
ცხოვრება ვანდომებთ,ან უბრალოდ არ ვცდილობთ გამოვასწოროთ.
მზიანი დილა იყო,ტორნიკეც აღარ უჩიოდა ჯამრთელობას,საწოლიდან
წამოდგა და ფანჯრები გააღო,ოთახი განიავდა მზის სხივები შეეფინენ,მათ წინ არიმართა
და გულმკერდი სითბოთი აევსო,ხელები გაშალა და გაიზმორა,რამდენჯელმე დაამთქნარა და ფრატუნით
გავიდა ოთახიდან,კოტე სუფრასთან იყო დასკუპებული და ყავას მიირთმევდა და კრემით ამოვსებულ
შუს მიირთმევდა,თან ხელს ორსული ქალივით მუცელზე ისმევდა
-რა სასიამოვნოა დილით მირთმევა,მმ,-კმაყოფილმა გახედა
სახე დამანჭულ თორნიკეს და ყავა მოხვრიპა-დილამშვიდობის ძამიკო,-თბილად მიუგო ტუჩები
ხელსახოცით მოიწმინდა და წამოდგა
-დილამშვიდობის,-უთხრა მანაც და აბაზანაში შევიდა
-რაღაც კაი ხასიათზე ჩანს არა?-კითხა სოფოს კოტემ და
გვერდულად გაიღიმა,სოფომ კი თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია,ამასობაში მოათავა საქმე
აბაზანაში თორნიკემ და საუზმეს შეექცა
-დაგელოდები და ერთად გავიდეთ
-კაი,თუ არ დააგვიანებ დამელოდე,-ტუჩის კუთხეებში კრემი
ესვა და კოტემ,რომ შეხედა სიცილი დაიწყო.
კიბეებზე ჩაირბინეს და პირველი შემხვედრი ტაქსი გააჩერეს,როგორც
ყოველტის წინასწარ გადაუხადა თორნიკე ფული და დამშვიდებული მოკალათდა
-ერთ დღეს მანქანის საყიდლად წავიდეთ,რამდენსაც ამათ
ვახარჯებთ კი მოგვივიდოდა რამე ნორმალური
-თვის ბოლოს ხელფასს ვიღებ და წავიდეთ-დაეთანხმა კოტეც,-მართალი
ხარ სულ ასე ხო არ ვივლით
-ელენეზე,ხომ არაფერი გაგიგია
-ისევ ელენე,-ცხვირი ჩამოუშვა კოტემ-მეგონა დაგავიწყდა
-შენ სულ მცდარი რამ რატომ გგონია,-მხარი გაჰკრა სიცილით
თორნიკემ,-ან ნებითა მისითა ან ძალითა ჩემითა
-ეგ რას ნიშნავს
-უიმისოდ ყოფნა არ შემიძლია და სხვა რა დამრჩენია უნდა
მოვიტაცო
-რა?,-თვალები გაუფართოვდა კოტეს,-ამას შენ ამბობ,მისი
ნახვა აღარ გინდოდა და ასე უცებ როგორ გადაწყვიტე
-მეგონა დავივწყებდი მაგრამ,შევცდი,ხედავ მეც კი შევცდი,ამიტომ
დიპლომიანმა სასიძმო უნდ ამოიტაცოს ელენე,-კმაყოფლს ჩაეღიმა და ოდნავ დაბურულ მინაში
გაიხედა.
-სიყვარულს ადამიანის ჭკუიდან გადაყვანაც შეუძლია და მე ეს ახლა გავიგე,არა უფრო სწორად შენ დამიმტკიცე,მანდ ტვინში ბორტები მოგეშვა რაღაც სხვანაირად აზროვნებ,სად გაქრა ის თორნიკე,რომელსაც ქალებისკენ გახედვა არ ეპიტნავებოდა და მთელი გონება და სული სამსახურში ჰქონდა ჩადებული,ჩემს გვერდით ზის ახალი სრულიად განსხვავებული,ნამდვილისგან საკმაოდ შეუსაბამო მაგრამ,უკეთესი,-მძღოლს ეღიმებოდა მათ საუბარზე
-სიყვარულს ადამიანის ჭკუიდან გადაყვანაც შეუძლია და მე ეს ახლა გავიგე,არა უფრო სწორად შენ დამიმტკიცე,მანდ ტვინში ბორტები მოგეშვა რაღაც სხვანაირად აზროვნებ,სად გაქრა ის თორნიკე,რომელსაც ქალებისკენ გახედვა არ ეპიტნავებოდა და მთელი გონება და სული სამსახურში ჰქონდა ჩადებული,ჩემს გვერდით ზის ახალი სრულიად განსხვავებული,ნამდვილისგან საკმაოდ შეუსაბამო მაგრამ,უკეთესი,-მძღოლს ეღიმებოდა მათ საუბარზე
-ზოგჯერ ხდება ისეთი რამ ადამიანის ცხოვრებაში,რაც მთლიანად
ცვლის მის სტრატეგიას,მომავლის მხარეს კიდევ ერთი ნიშანი ჩნდება
-და ეს ნიშანი ზოგჯერ სიყვარულია,-თითები დაატკაცუნა
ერთი მეორის მიყოლებით კოტემ და გაბადრული სახით გახედა თორნიკეს,მან თავი დაუქნია
და გვერდულად გაიღიმა
-უკვე მოვედით,-მიუგო მძღოლმა და მათაც დატოვეს მანქანა.
სამსახურის კართან იდგნენ და კოტე სანამ შევიდა ცოტახანს
კიდევ განაგრძეს საუბარი-როგორ აპირებ მის მოტაცებას,მეშინია ამას ცუდი შედეგი არ მოჰყვეს
-არ მოჰყვება ძამიკო დამიჯერე,თუ მურმანის ეკალივით
არ ჩაეკვეხა ვიღაც ჩვენს შორის
-ბექას გულისხმობ?,-ალმაცერად ახედა კოტემ
-დიახ სწორედაც,რომ ბექას მაგრამ,ის მამშვიდებს,რომ
ელენეს არ უყვარს და ისიც არ დამავიწყდება,რომ არც მე ვუყვარვარ
-და შენ გჯერა,რომ არ უყვარხარ?,-ტუჩები წინ გამოწია
კოტემ და ფეხები გადააჯვარედინა
-არა,-ჩაეღიმა თორნიკეს,-ღმერთმა მომანიჭა უნარი,როდესაც
ადამიანი მიყურებს მივხვდე თუ იგი რას გრძნობს ჩემს მიმართ ან განიცდის იმ წუთს,რა
დროსაც მე მიყურებს,ამას დავუმატოთ პრაქტიკა,როდესაც მე მას შევეხე,გამოსცრა ტანში,ხელები
აუკანკალდა,თვალებში სითბო ჩაეღვარა,ისეთი საყვარელი და სათუთი იყო მომინდა მეკოცნა
მაგრამ,ყველაფერი გააფუჭა,ერთი მცდარი ტყუილი სიტყვებით,მაშინ ჩემში დიდი უნდობლობა
და ზიზღი გამოიწვია,რასაც გრძნობდა ის დამიმალა თანაც,ისე,რომ იცოდა მივხვდი,რომ ვუყვარვარ,-ვეღარ
ჩერდებოდა თორნიკე,კოტე კი დგომით დაიღალა,ერთი ოთხჯერ მაინც დაამთქნარა
-დამაგვიანდა სახლში,რომ მოვალ მერე გავაგრძელოთ,-წუწუნით
უთხრა და შევიდა
-კაი ჰო,-დააყოლა ბოლოს და შემობრუნდა,კიბეებზე უნდა
ჩასულიყო,როდესაც მის წინ მანქანა გაჩერდა,ოდნავ ანერვიულდა
-დაბრძანდით ბატონო თორნიკე უნივერსიტეტში ჩვენ მიგიყვანთ,-მიუგო
ერთმა ახალგაზრდა გოგომ და კარი გაუღო,თორნიკემ შვებით ამოისუნთქა და მანქანაში მოკალათდა.
,,სინანული გონიერებაა,რომელიც გვიან მოდის”.გვიან ეგება
ადამიანი გონს და სინანულში ვარდება,ცრემლები ბალიშს ასველებს გამოსავალი კი თითქმის
არ არსებობს,წყლულები დღითიდღე მატულობს ტანზე,გული ჭრილობებს იძენს და ფართოვდება,საწოლის
კუთხეში იჯდა ელენე გულზე ძლიერად ჰქონდა ხელი მოჭერილი,მტკივან ადგილს უფრო ძლიერად
იტკიებდა,პატარა აღარ იყო,რომ ვენები დაესერა ან თავი ჩამოეხრჩო,ფიქრობდა შეცდომის
გამოსწორებაზე,ჭრილობის შეხორცებაზე,რომელიც მანვე მიაყენა საკუთარ თავს,არადა შეეძლო
ცივილიზებულად შეეხედა ამ ყველაფრისთვის განა,რა მოხდა,ცრემლები შეიშრო და ფეხზე წამოდგა,სახლში
არავინ იყო ამიტომ დიდხანს არც თავად გაჩერებულა.
ყველაზე რთულია ადამიანს დაანახო,რომ გიყვარს,ზოგჯერ
დუმილი სიტყვაზე ძვირფასია და რისი თქმაც ადამიანს სურს,იმას ხანდახან თვალები გვამცნობს.
ფრთხილად გაშალა ფურცელი და დააცქერდა,მთელი გზა თვალი
არ მოუცილებია,თორნიკეს სახლთან,რომ მივიდა დაკეცა და სათუთად ჩაიდო ჩანთაში,ლიფტი
არ მუშაობდა ამიტომ ფეხით აუყვა კიბეებს,კორპუსი დიდი ხნის იყო ამიტომ,კიბეები აქა-იქ
მითხრილ მოთხრილი და გაფუჭებული იყო,მოაჯირები ყანყალებდა.ქოშინით ამიაღწია კარამდე
და რამდენჯერმე დააბრახუნა,ხელის აწევა დაეზარა,რომ დაეზარუნებინა
-ელენიკო,როგორ მიხარია შენი ნახვა,-,როდესაც კარი გააღო
სოფომ შემოეხვია და სახლში შეიყვანა
-მოპარული ნივთის დასაბრუნებლად მოვედი,-მიუგო რბილად
და ჩანთიდან ნახატი ამოაძვრინა
-როდესაც თორნიკე,მოვა პირადად გადაეცი,იქნებ მას არ
უნდა,რომ დაუბრუნო,-ეშმაკურად ჩუკრა თვალი სოფომ,-მოდი ყავა დავლიოთ,კრუასანები მაქვს,-თბილად
გაუღიმა ელენემ და თავი დაუქნია.
გასქურაზე შემოდგა ყავა და კრუასანებით სავსე საინი
მიიტანა,-თორნიკე მალე მოვა?,-ცოტახნის შემდეგ თვა ელენემ და კრუასანი აიღო
-რათქმაუნდა,ექვსზე სახლშია ხოლმე,-ლაპარაკ=-ლაპარაკში
ყავაც ამოვიდა და ფინჯნებში ჩამოასხა,-კოტეც ამ დროს მოდის
-რა კარგია კოტემ სამსახური,რომ იშოვა
-მერედა ვისი დახმარებით?,-ისევ გადაერთო სოფო თორნიკეზე,ელენე
შეიშმუშნა,ფინჯანს დახედა და თავის ანარეკლს ყავაში დაემანჭა,-თავს რატომ არიდებ მასზე
საუბარს,მგონი ჯობია ორივე სერიოზულად დაილაპარაკოთ,პატარა ბავშვები აღარ ხართ,განსაკუთრებით
ის,-ელენე ყელში გაკვეტებული ნერწყვის ბურთულა გადაყლაპა,სახეზე ფერი ეცვალა
-ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს,-მკაცრი ტონით მიუგო
და სული შეუბერა ცხელ ყავას
-მე რატომ მგონია,რომ გაქვთ,ახლა მოვა და ყველაფერს
გაარკვევთ-შეუბღვირა სოფომ.
ტაქსი გააჩერა და სახლისკენ წავიდა,გზად კოტე შეხვდა
და ისიც წაიყოლა
-რა მალე გამოხვედი ძამიკო,-ხელი გადახვია კოტემ
-ამ დროს გამოვდივარ სულ,-დაებრიცა სახე თორნიკეს,-დღეს
საშინლეად დავიღალე,სახლში წასვლა რატომღაც არ მინდა,-კოტე დაიმანჭა
-აქედან პირდაპირ სახლში,მერე თუ გინდა წადი,სოფომ არ
მინდა ინერვიულოს,ტელეფონიც დამრჩენია
-კაი მაშ,ჯერ სახლში მივიდეთ და მერე სადმე წავიდეთ
ჩვენ სამი,-თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია კოტემ,ეს იდეა მასაც მოეწონა.
ნიჟარასთან იყო უკვე მისული სოფო,როდესაც კარზე დააბრახუნეს,ალბად
ხელის აწევა მათაც დაეზარათ,ელენემ ყურები ცქვიტა
-მე გავაღებ,-თქვა და კარისკენ გაემართა,როდესაც თორნიკე
დაინახა,ანერვიულდა
-რა კარგ დროს მოვედით ელენეც აქ ყოფილა-მხიარულად მიუგო
კოტემ თორნიკეს და მხარზე დაუბარტყუნა ხელი
-შემოდით,-თავი დახარა და ისე უთხრა,თავი არ აუწევია,დასჯილი
ბავშვივით გაჰყვა უკან,კოტემ სოფო გადაკოცნა
-აქ კარგი ამბავი მოხდება-უჩურჩულა ყურში და წყალი მოსვა,-მგონი
თორნიკეს გეგმა ჩაუვარდა,ელენე თავისი ფეხით მოვიდა
-რა გეგმა?,-ხელი მოკიდა სოფომ და სამზარეულოდან გაიყვანა
-არაფერი ისეთი-ხელი ჩაიქნია კოტემ,-უბრალოდ უნდა მოეტაცებინა,რადგან
მეტის ატანა აღარ შეუძლია,კაცი გაგიჟებულია სიყვარულისგან
-მერე მივიდეს და უთხრას,-გამწყრალი ხმით მიუგო სოფომ
-ოხ ეს ქალები,-ჩაიფრუტუნა კოტემ
ელენე მოკუნტული იჯდა დივანზე თავი ჩახრილი ჰქონდა,თორნიკე
მის გვერდით დაჯდა,დაწყებაა რთული,თორემ მერე ყველაფერი თავისით მოდის
-ელენე უნდა ვილაპარაკოთ
-მეც მაგის თმას ვაპირებდი,-მხრებში გაიმართა და ამაყად
მიუგო
-წამო ოთახში შევიდეთ მაშინ,-თავი დაუქნია მანაც და
გაჰყვა,როდესაც შევიდნენ საწოლზე ჩამოსხდნენ და ერთმანეთშ თვალებში უყურებდნენ
-რა რთულია შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს უთხრა,რომ
გიყვარს,ელენე,-მისი ხელი ხელებში მოიქცია,-ნუ დამსჯი,ნურც მატყუარა შემრაცხავ,უბრალოდ
მომისმინე,-უმწეოდ აფახუნებდა ელენე თვალებს,-მიყვარხარ,-მისი ხელი აიღო და გულთან
მიიტანა,ელენე შეკრთა,როდესაც იგრზნო თორნიკეს გულის ცემა,ის ისე რიტმულად ძგერდა,თანაც
ორმაგად,თითქოს საგულედან ამოგლეჯას ლამობსო,ელენე ამდენს ვეღარ გაუძლო და მის მკერდზე
მიესვენა,ტორნიკე ხელები ძლიერად შემოხვია და მთელი ძალით ჩაიხუტა,-ასე ახლოს ხარ და
მაინც მგონია,რომ შორს ხარ
-ალბად იმიტო,რომ არ მითქვამს როგორ ძლიერად მიყვარხარ,-ამოილუღლუღა
ელენემ,მისი მკერდიდან თავს ვერ იღებდა იმ სურნელს ვერ წყდებოდა,მისი კანის საოცარ
სურნელს
-ვიცი,პატარავ,-ალერსიანი ხმით მიუგო თორნიკემ,თავი
ააწევინა და ოდნავ შეეხო ბაგეზე,ისე,რომ ორივემ თავბრუსხვევა იგრძნო,ელენემ ვეღარ მოითმინა
არ იკმარა ოდნავი შეხება და ბაგეზე ჩაეკონა.
უმტკივნეულოდ გადაიარა ქარიშხალმა ყველაფერი ჩაწყნარდა,ცუდ დასაწყისს ყოველთვის ცუდი დასასრული არ აქვს ზოგჯერ გამართლდება კიდეც,სიყვარულის პატარა პირამიდები ეგება ჩვენ გარშემო,იქმნება პატარა ხუხულები შემდეგ ფართოვდება და დიდ სართულებიან ნაგებობად იქცევა,ერთმანეთის ალერსით გაუმაძღარნი სიყვარულის თვალები შეჰყურებდნენ ერთმანეთს
უმტკივნეულოდ გადაიარა ქარიშხალმა ყველაფერი ჩაწყნარდა,ცუდ დასაწყისს ყოველთვის ცუდი დასასრული არ აქვს ზოგჯერ გამართლდება კიდეც,სიყვარულის პატარა პირამიდები ეგება ჩვენ გარშემო,იქმნება პატარა ხუხულები შემდეგ ფართოვდება და დიდ სართულებიან ნაგებობად იქცევა,ერთმანეთის ალერსით გაუმაძღარნი სიყვარულის თვალები შეჰყურებდნენ ერთმანეთს
-ახლა რა იქნება
-ამას დრო გვიჩვენებს,დავტკბეთ იმით რაც გვაქვს და თუ
მეტს დავიმსახურებთ მივიღებთ კიდეც
-სირცხვილი სოფო და კოტე მარტო,რომ დავტოვეთ,-თორნიკეს
გაეცინა და ნიკაპზე წაკრა თითი
-ანუ გავიდეთ და რა ვუთხრათ,რომ გავალთ?,-ეშმაკურად
აუციმციმდა თვალები,ხელი შემოხვია წელზე და შუბლზე აკოცა
-ვუთხრათ,რომ ყველაფერი მოგვარდა
-კაი,მომეცი ხელი და გავიდეთ,-ხელი გაუწოდა თორნიკე,ელენეს
გაეღიმა და ხელი დაადო,ძლიერად მოუჭირა მან
-ნუ გეშინია არსად გავიქცევი,-გაეცინა ელენეს
-ვიცი მაგრამ,როდესაც ხელი მიკიდა კიდევ უფრო ვძლიერდები,-კარი
შეაღო და ამაყად გავიდნენ ოთახიდან,კოტე და სოფო დივანზე ისხდნენ და საუბრობდნენ,ხელი-ხელ
ჩაკიდებული ელენე და თორნიკე,რომ დაინახეს უთქმელად მიცვივდნენ და მიულოცეს
-წავალ შმპანიურს ამოვიტან,-თქვა კოტემ და წასასვლელად
მოემზადა
-ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთ,-გაბადრული სახით მიუგო სოფომ
ელენეს და ხელკავი გამოდო
კოტე წავიდა,ელენემ და სოფომ სუფრის გაწყობა დაიწყეს
თორნიკემ კი მშობლებს დაურეკა,ისე გაუხარდა მარინეს მათი ამბავი ემოციები ვერ დამალა
და ტელეფონში ატირდა,თორნიკეს დედის რეაქციაზე გაეღიმა და კიდევ უფრო მოემატა სიხარული,როდესა
იგრძნო რამხელა ბედნიერება მიანიჭა ამით ძმას და მშობლებს.
დედას ყოველთვის კარგი უნდა შვილისთვის,შეიძლება რამეში
შეცდეს მაგრამ,იგი უკიდურეს შემთხვევაშიც კი არ ატკენს შვილს გულს,მოკვდება და ბოლომდე
უერთგულებს თუნდაც მან ზურგი აქციოს,თუნდაც არ დაუჯეროს რასაც დაარიგებს დედისთვის
ის ისევ ისეთი პატარა დაუცველი არსება იქნები,რომელიც უფალმა ჩაუსახა,ცხრა თვზე მუცლით
ატარა,შობა მოავლინა ქვეყანას,სიარული და ლაპარაკი ასწავლა,.ეს ყოველიფე მის გონიერებაში
კარგად იყო გათვითცნობიერებული და დედის ფასი კარგად იცოდა.
კოტემ უკვე მოიტანა ორი ბოთლი შამპანიური,ამასობაში
გახარებული გიორგი და მარინეც მოადგნენ ზღრუბლს და კიდევ უფრო მეტი სითბო და სიყვარული
შეიტანეს სახლში
-გამახსენდა,-სუფრასთან ისხდნენ,როდესაც შეზარხოსებულმა
კოტემ თითი დააბარტყუნა მაგიდაზე და ბარბაცით აწია თავი,-ასე ახლა წელს ვიყავით,ზუსტად
1997 წელი სრულდებოდა,-ჩაეღიმა და თბილად გადახვია ხელი სოფოს,-ბოლო და უკანასკნელი
წელი იყო,როდესაც ყველანი სუფრასთან ვისხედით და ვილოცებოდით,-თვალებიც კი აემღვრა,თორნიკესაც
თვალწინ დაუდგა ის დრო და ღიმილი მოადგა ბაგეზე, მიხვდა კოტე რის თქმასაც ცდილობდა,ხელი
ააფარა პირზე და შეაჩერა
-კარგი ხარ ძამიკო შენ,-უთხრა მან და შამპანიურით სავსე
სტაქანი მიუჭახუნა.
თუ ერთხელ მაინც არ ენდე ადამიანს,ფუჭად ჩაივლის შენი
ცხოვრება,ყველა ადამიანს ეძლევა შანსი,შეცდომის გამოსწორების,ნდობის მოპოვების,სიყვარულის
დამტკიცების და ასე შემდეგ,უამრავი რამის სანამ მიწაზე მყარად დგას და ზურგი აქვს გამაგრებული,კაცად,როდესაც
იბადები კაცადვე უნდა მოკვდე.
მინაწერი ხელსახოცებზე,რომელიც შემდეგ ყველამ შეინახა
რათა სამახსოვროდ შეენახათ ეს განსაკუთრებული დღე
1.ხელსახოცი,რომელიც დაწერა თორნიკემ და გადასცა მომავალ
მეუღლეს ელენეს,-ჩემო ძვირფასო,სულის ნაწილო,ყველაზე ტკბილო,ფიცად მიიღე ჩემი ნაწერი,რადგან
მე შემოგფიცავ უკვად სიყვარულს,შენთან ერთად შევქმნი ლამაზ ოჯახს და მეყვარები სიკვდილამდე,-დაკეცა
და ხელის გულზე დაუდო,შემდეგ კი თითები ერთი-მეორის მიყოლებით დააკეცინა და ზედ ეამბორა.

No comments:
Post a Comment