Sunday, May 4, 2014
აღიარება "5"
-შეიძლება მართლაც ისაა დამნაშავე მაგრამ,ამით რას იზამთ,მე ვერაფრით დაგეხმარებით ისე წავიდა არაფერი უთქვამს,სად მიდიოდა,ან საერთოდ რატომ გარბოდა-წარმოთქვა გულ დაწყვეტილმა და ნაღვლიანი თვალებით გადახედა რაფასთან მდგომ ქალს,რომელსაც ხელები დაეყრდნო ზედ და ჰორიზონტს გაჰყურებდა
-ყველაფერს ვიღონებ,რომ შენი ძმა ციხეში ამოვალპო,-უთხრა პირდაპირ და მკაფიოდ
რაფას მოცილდა და ჰაიკას გვერდით დივანზე ჩამოჯდა-მაპატიე მაგრამ,მკვლელს ასე ვერ ვაპარპაშებ,გინდაც ის შენი ძმა იყოს,ვიცი გული გწყდება ასეთი,რომ გამოდგა თუმცა რას ვიზამთ,ასეც ხდება ხოლმე,სიყვარული ადამიანს აბრმავებს,გონებას უბინდავს
-მე იმაზე მწყდება გული,რომ ვერ გეხმარებით,ჩემი ძმა არაა შესაცოდი,რადგან პატარაობიდანვე დესპოტი და აღვირახსნილი იყო,მის გამო ბევრი ვითმინე,ახლა დროა პასუხი აგოს იმ ცოდვებისთვის რაც გააკეთა,მითუმეტეს ადამიანის მკვლელობისთვის-ლილის უკვირდა ჰაიკას ლაპარაკი და თვალებ გაფართოებული უსმენდა,ვერ დაეჯერებინა ჰაიკა ამხელა ბოღმას თუ ინახავდა გულში და ძმის სიძულვილს
-ჩვენ უშენოდაც გავართმევთ თავს,ახლა კი ერთ რამეში უნდა დამეხმარო,მისი ფოტო უნდ ამივიტანოთ პოლიციაში,რომ უფრო გაუადვილდეთ საქმე,ამაში შენს მეტი ვერავინ დაგვეხმარება და შემდეგ თავისუფალი ხარ
-კარგი,როგორც იტყვით ქალბატონო ლილი-მიუგო ღიმილ ნარევი ხმით და მისკენ უფრო ახლოს მიჩოჩდა
-კარგი ჩემო ბატონო,მაშ წავიდეთ ახლავე და ჩავაბაროთ სურათი პოლიციას
-კარგი დღეს თავისუფალი ვარ და თქვენს სამსახურში მიგულეთ ქალბატონო-გაუღიმა და წამოდგომა სცადა,როდესაც ლილიმ ხელი დაუჭირა
-გმადლობ,ვიცი ეს შენთის ყველაფრის მიუხედავად ძნელია-ჰაიკას ირონიულად ჩეცინა ხელი ხელზე მოუჭირა
-სულაც არა პატარავ,პირიქით და შიო ვინაა?
-შიო ჩემი ბავშვობის მეგობარია,ძალიან კარგი და უაღრესად პატიოსანი ადამიანია,მას თამუნდა ძალიან უყვარდა სიცოცხლეს ერჩივნა,ნეტავ მეც ასე ვყვარებოდე ვინმეს და სიკვდილზეც არ ვიტყოდი უარს
-შენ რა გაგიჟდი?და რა იცი,რომ არ უყვარხარ,იმაზე მეტადაც კი ვიდრე შიოს თამუნა-ეს ისე წარმოთქვა ჰაიკამ თითქოს ლილის მიმართ გრძნობები ჰქონდეს,რომლის გამომჟღავნებაც სურს თუმცა შიში იპყრობს
-ვიცი,მე არავის ვუყვარვარ,არავის ვჭირდები ფინას და შიოს თუ არ ჩავთვლით
-მეც მჭირდები-წარმოთქვა დაუფიქრებლად და ენაზე იკბინა,ლილის ჩაეცინა და კარისკენ წავიდა
-დროა სახლიდან გავაღწით,თორემ დაგვიანდა-წარმოთქვა და კარი გამოაღო,ჰაიკაც დაჰყვა მის ნებას და სახლი დატოვეს,გზაში ორივე დუმდა,სანამ ლილის ტელეფონი არ აწკრიალდა და მანქანაში „ბატონო“,გაისმა
-დიახ შიო,ახლა პოლიციაში მივდივარ მკვლელის ფოტო სურათით,ახლა ყველაფერს ვერ აგიხსნი,მოდი თბილისში ჩამოდი რა და აქ უფრო კარგად გამოვიძიებთ ყველაფერს,კარგი კარგი ფინა ბებო მომიკითხე-ტელეფონი,რომ გათიშა უკვე პოლიციის შენობასთან იმყოფებოდნენ,ჰაიკამ მანქანა დატოვა და ლილის კარის გასაღებად გაემართა,ის მომენტი წარმოუდგა თამუნას,რომ გაუღო და ერთ ხანს შეყოყმანდა,შემდეგ თავაზიანად როგორც ჯელტმენს შეეფერებოდა კარი გამოაღო და სასიამოვნო გარეგნობის,სილამაზის განსახიერება „ლილი“ გადმობრძანდა,შენობას აავლო თვალი და მისკენ გაეშურა,ჰაიკა უკან მიჰყვებოდა
დამნაშვესავით,თავ ჩხრილი სურათით ხელში,ეს მოგაგონებდათ,როდესაც ადამიანი გილიოტინაზე მიჰყავთ,ჰაიკას მარჯვენა ხელი აუკანკალდა და ძმის სურათმაც კანკალი დაიწყო,მეორე ხელით მაჯაზე წვდა,თითქოს ამით ხელის დამშვიდება სურდა,მარჯვენა ხელმაც შეწყვიტა ცახცახი,ახლა სურათი უკვე მარცხენა ხელში გადაანაცვლა,ხელის გული ჩაეოფლა და შარვლის უკანა ჯიბეში მოათავსა სურათი,რომელსაც ჯერ ზიზღით შეავლო თვალი ლამის ხელებში მოეკუჭა,სახე დაებრიცა,თვალები ჩაუსისხლიანდა,-მიმიფურთხებია შენი კაცობისთვის,ძმაო,-ჩაისისინა და აის შემდეგ მოათავსა უკანა ჯიბეში,ფეხდა ფეხ მიჰყვებოდა ლილის,სანამ მათ წინ მაღალი მამაკაცი არ აეყუდა და ძალაუნებურად შეჩერება მოუწიათ,ლილი თავაზიანად მიესალმა სიმპატიურ მამაკაცს და ჰყაიკას ანიშნა,რომ სურათი იყო საჭირო,მანაც არ დააყოვნა,უკან წაიღო ხელი და ძმის სურათი ხელის კანკალით გაუწოდა მის წინ მდგომ კაცს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment