Sunday, May 4, 2014

გამთენიისას“2“(დასასრული)


თვალებ
 გაშტერებული შეჰყურებდა მთვარის შუქით განათებულ ოთახს,ფეხებში მგრძნობელობა დაეკარგა,ეგონა ძარღვები გაუწყდა,ძლივს გადადგა ნაბიჯი,რომ საწოლამდე მისულიყო,ვენებში სისხლის მაგიერ ღვინო ჩქეფდა,მიხვდა ზომას გადაამეტა,ცუდი შეგრძნება დაეუფლა,მოწყვეტით დაეშვა საწოლზე და თავი ბალისში ჩარგო,ფიქრის თავიც აღარ ჰქონდა,ღრმა ძილს მიეცა,ისეთს,თოფის ხმაც,რომ ვერ გამოაფხიზლებდა.გვერდით ოთახში ტასო იწვა,მაგრამ ალექსანდრესგან განსხვავებით ძილი არ ეკარებოდა,წიგნი ეჭირა და კითხულობდა,ყველაფრით წიგნში იყო ჩართული,თავს უფლებას არ აძლევდა ეფიქრა ალექსანდრეს დღევანდელ ქმედებებზე,თითქოს არც წიგნი აძლევდა ამის უფლებას,ყოველი წინადადებით მასში ითრევდა,ისე ღრმად თან თვალების წვაც კი ვერ იგრძნო,წვას სიწითლე დაემატა,ნამტირალევს მიუგავდა,ჩაცვენილი ლოყები და ჩაწითლებული კითხვისგან გადაღლილი თვალები,აი რა მოზდის ადამიანს,როცა საინტერესო წიგნი უპყრია ხელთ.
თითქმის გათენებამდე იკითხა და დაასრულა კიდეც,შვიდ საათზე წიგნი დახურა და დაძინება სცადა,თუმცა ფიქრები მოაწვა,თითქოს მათ წინ აღმართული კედელი ჩამოიშალა,რომელიც აკავებდათ და ერთბაშად მოაწვა ტასოს გონებაში,თვალები დახუჭა,ღრმად სუნთქავდა,მისი ფიქრები სახეზე კალმით იწერებოდა,ეტყობოდა რასაც ფიქრობდა გონება,ძილმაც ვერ შეაკავა,წამოდგა და აბაზანაში შევიდა,წყალს სთხოვა დახმარება,მის ქვეშ დადგა და მაშინვე იგრძნო სიმშვიდე,როგორცს კი წვეთები ტანზე შეეხო,წყალი ყველაზე წმინდა მაშინაა სანამ ვინმე არ დააბინძურებს,მთელი ფიქრების სიბინძურე და ტანის წყალს გააყოლა,თავად გაწმენდილი გამოვიდა წყალმა კი ყველა მისი ცუდი წაიღო,პირსახოცი შემოიხვია და სარკესთან დადგა,ცოტახანს უცქირა საკუთარ სახეს,სახეზე აიფარა ხელები და ისე გავარდა აბაზანიდან,თითქოს საკუთარმა გარეგნობამ შეაშინა,როდის გავხდი ასეთი?,გაიფიქრა მან,ღმერთო რას ვგავარ,ხელები ჩამოუშვა  და ლასლასით მივიდა კარადასთან,ყველაზე განსაკუთრებული კაბა გამოიღო და სწრაფად გადაიცვა,ჩანთიდან კოსმეტიკა ამოყარა და მაკიაჟის გაკეთება დაიწყო,როდესაც სარკეში ჩაიხედა მაშინ იგრძნო კმაყოფილება,თვალებში სიხარულის ნაპერწკლები გაუჩნდა,ფერმკრთალი ტუჩები წითელ ღვინოს ჰგავდა,ჩაცვენილ ლოყებზე წითელი პუდრა გადაისვა და სახეზე სიცოხლის ნიშან წყალი გაუჩნდა,კიდევ ერთხელ მიხვდა თუ რა სილამაზის პატრონი იყო და როგორ იუბედურებდა თავს,ფრჩხილებზე წითელი ლაქი გადაისვა,როდესაც გაუშრა თმაც შეიმშრალა და ჩამოიწსორა,ამ ყველაფერს რატომ ან რისთვის აკეთებდა ვერ მიხვდა,თუმცა ძალიანაც სიამოვნებდა,საკუთარი თავის გალამაზება კიდევ,რომ შეეძლო.
დიდხანს იდგა სარკის წინ და უცქერდა საკუთარ თავს,ისე ძალიან მოსოწნდა ვერ მოსცილდა სარკეს,კაბა შეისწორა და ოთახიდან გავიდა,სწორედ მაშინ გამოვიდა ალექსანდრეც ოთახიდან ხელში გაზეთები ეჭირა,ერთი გადაშლილი ჰქონდა და თვალს ადევნებდა,ისე ჩაუარა ტასოს ზედაც არ შეუხედავს,არც სიტყვა დაუძრავს,კიბეებზე ჩავიდა და სამზარეულოში შევიდა,ვერ აიხსნება ტასომ იმ წამს რა იგრძნო,იმედი გაუცრუვდა თუ უმნიშვნელოდ ჩათვალა ქმრის ქცევა?! ერთი კი ნათელი იყო გული დაწყდა ზედაც,რომ არ შეხედა და არაფრად ჩააგდო,თუმცა ეცადა სახეზე არ შემჩნეოდა,საკუთარ თავს გაუღიმა და ჰაეროვნად დაუყვა კიბეებს,სანამ ის ჩავიდა ალექსანდრეც გამოვიდა
-დილამშვიდობის,მეჩქარება საღამომდე-მიაყარა უცებ ბოლო საფეხურთან მდგარ ტასოს და გარეთ გავიდა,იგი გაოგნებული დარჩა,მთელი სახე აუხურდა და თვალები აუცრემლიანდა,გრძნობდა გატყდა,სისუსტე იგრძნო და სწრაფად მივიდა დივნამდე,შეეძინდა აქ არ დავეცეო,გული საშინლად ეტკინა ქმრის უყურადღებობისგამო,იმედგაცრუება და ზიზღი დაეუფლა,ნუთუ აღარაფრად მივაჩნივარგაიფიქრა მან,ვცდილობ მასთან ვიყო ის კი...,არა შევცდი,ისევ ის უნდა ვიყო რაც ვიყავი,მეტს არც იმსახურებს,ცრემლები ვეღარ შეიკავა და მთელი მაკიაჩი ჩამოუვიდა.

მთელი გზა ნერვიულობდა,მთელი სხეული უცახცახებდა,მთლად შეშალა მისმა დანახვამ,ხმა ჩაუვარდა,ვერაფერი შებედა,იმის თქმაც კი,რომ ლამაზი იყო,თანაც ძალიან,როგორც კი ოთახიდან გამოვიდა დაინახა,მაგრამ თვალი აარიდა,გაზეთი გაშალა და უაზროდ აცეცებდა თვალებს,ნაწერიდან ნაწერზე ხტებოდა,წამოსვლისას ძლივს უთხრა ისიც ძალღონის მოკრების შედეგად,ახლა კი წართმეული ძალღონის მოკრებას ცდილობს,რომ საჭე მართოს,სხეული თითქოს მას არ ეკუთვნის,წაართვა ვიღაცამ,გული ორმაგად ძგერს,თითქოს საგულედან უნდა ამოგლეჯა,თვალებში ცრემლი ჩაუდგა და ძლივს ხედავდა წინ მიმავალ მანქანებს,ერთ-ერთს კინაღამ შეეჯახა.
ტასომ ტირილი შეწყვიტა და მთელი კაბა ტანზე შემოიხია,სასოწარკვეთილი ჩამოჯდა დივანზე და ლარნაკს მიაშტერდა,უეცრად თვალები დაეხუჭა და გაითიშა.
მთელი დღე თავ ჩაღუნული დადიოდა შენობაში,ხმას არავის სცემდა,რომ მოსაღამოვდა შინ წასვლა შეეზარა და დასალაევად წავიდა,მაგრად გამოტყვრა,გული მოიფხანა დარდი სასმელში ჩაახრჩო და მერე ტაქსით მივიდა სახლში,კარი,რომ შეაღო და მძინარე ტასო დაინახა,კაბა ტანზე შემოფლეთილი შეაჟრჟოლა,ბარბაცით მივიდა და გვერდით ჩამოჯდა,ხელები წელზე შემოხვია და მაგრად მიიხუტა,ტასო ცივი იყო,თუმცა ტუჩები ისევ მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა,ალექსანდრემ ფერება დაუწყო,უნდოდა გაეთბო,ტასო თითქოს გათბა და გამოეღვიძა,თქმაც არ დასცალდა,მოწყურებული ალექსანდრე დაეწაფა მის ბაგეს და მთელი არსებით აკოცა
-მთვრალი ხარ-ამოილუღლუღა,მის მკერდზე მიხუტებულმა ტასომ,ისე,რომ თვალები არც გაუხელია
-ცოტა დავლიე-მიუოგო ალექსანდემ და თმაზე მოეფერა
-ეს ცოტაა?-სიბრაზე მოერია ტასოს
-შენ რა განაღვლებს,ნეტა ვიცოდე-სარკასტულად ჩაეცინა მას და ქალს მოსცილდა,ციბრუტივით დაიწყო აქეთ იქით ტრიალი-სულ არ გადარდებს და ტყუილი ფარისევლობა რად გინდა?-თქვა მან და მიაცქერდა
-რატომ დალიე?
-რა შენი საქმეა,მინდოდა და დავლიე,სრულიად არ გაქვს უფლება,პრეტენზია წამომიყენო
-შენს სატრფოს ეჩხუბე?
-მას არასოდეს ვეჩხუბები,საბაბს არასოდეს მაძლევს,საოცარი არსებაა,ყველა ქალისგან განსხვავებული,არავის არ ჰგავს და არავინ არ ჰგავს,ერთია და ისიც მე მეკუთვნის
-მასთან იყავი?-ისე უეცრად კითხა,თანაც გულნატკენი ხმით,რომ თავად გაოცდა,რა მემართება?გაიფიქრა და მთვრალ მობარბაცე მამაკაცს შეხედა
-არა,მასთან არ ვყოფილვარ,დასალევად წავედი,მინდოდა მონატრება ჩამეხშო-ისე საუბრობდ ალამის თავად დაიჯერა,რომ მართლაც არსებობდა ვიღაც ქალი
-თუ გენატრება,წადი და ნახე
-აქ არაა,ბოდიში უნდა წავიდე დავწვე,ძალიან დავიღალე,ისე ეს კაბა ძალიან გიხდებოდა,რატომ შემოიხიე-თვალი ჩაუკრა და მაღლა ავიდა.

ერთ ტყუილს მეორე მოჰყვება,მეორეს მესამე და ასე.არ გვინდა თუმცა მაინც ვატყუებთ,არ გვინდა,მაგრამ მაინც ვტყუვდებით,ესაა ცხოვრება,ხან შენ ატყუებ ხან ის ,ეთმანეთთან ორივე მართლები გამოდიხართ ამასობაში ვითომ.რატომ უნდა უთხრა ადამიანს სიმართლე,როცა შეგიძლია ისეთი ტყუილის მოფიქრება,რომელიც გულს არ ატკენს,თუმცა რაღაც სიმართლის მარცვალი მაინც მოიძებნება ტყუილშიც კი.ყველაფერს მოეძებნება მიზეზი,თვით სიყვარულსაც კი,აბა რატომ გვიყვარდება ერთმანეთი თუ ამას მიზეზი არ აქვს,სხვაგვარად,რომ შევხედოდ სიყვარულია მიზეზი.
სასოებას მოწყურებული,ფიქრებში წასული ტასო,ალექსანდრეს გვერდით იჯდა,იგი მთელი ღამე ცუდად იყო,შფოთავდა და ძილში ლაპარაკობდა,ტასოც მასთან იყო,წამითაც არ უფიქრია მარტო დაეტოვებინა,ალექსანდრემ ძილში ბევრჯერ ახსენა ტასო და ცრემლი წამოუვიდა,ერთიანად ცახცახებდა,შუბლზე ოფლმაც დაასხა,ტასო ძალიან შეშინდა,უნდა წამომდგარიყო,რომ სასწრაფო გამოეძახა,თუმცა ალექსანდრემ ხელი ძლიერად მოუჭირა ხელზე და ადგომის საშუალება არ მისცა
-არ წახვიდე,გთხოვ-ძლივ-ძლიობით მიმართა მან,ვედრების ხმით-არასოდეს არ წახვიდე-და კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი-მე,უშენობას სიკვდილი მირჩევნია-და სამი ცრემლი ერთდროულად ჩამოცურდა,ტასო დაბნეული უყურებდა და გრძნობდა როგორ ტკიოდა ხელი,სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა,ისე ძლიერად უჭერდა ალექსანდრე
-მე არ გავიქცევი-ძადატანებით თქვა მან-სულ შენთან ვიქნები
-მპირდები?-ამოილუღლუღა მამაკაცმა
-გპირდები,ახლა ხელი გამიშვი სასწრაფოში უნდა დავრეკო,ძალიან ცუდად ხარ
-გეშინია?-თვალების გახელა სცადა ალექსანდრემ,მაგრამ სიმძიმე აწვა და ვერაფრით ახერხებდა
-რისი?-შეცბუნდა ტასო
-რომ მოვკვდები,გეშინია,რომ ამ ღამეს ვერ გადავიტან,ჩემი დაკარგვის გეშინია-გაღიმება სცადა მან
-არა,საიდან მოიტანე,უბრალოდ საჭიროა სასწრაფოს გამოძახება
-როცა ხელი მოგკიდე,მაშინ ვიგრძენი გეშინოდა,ახლაც ვგრძნობ,ვიცი გეშინია,რომ დამკარგავ,თუმცა არ გინდა აღიარო,რატომ?,ალბად გგონია თავმოყვარეობა შეგელახება,ის გრძნობა,რომ გადმოსცე რასაც ჩემდამი განიცდი-ტასოს ლოყები შეეფაკლა,თავი დახარა
-არა სულაც არა,მასე არაა-ხრიწინით მიუგო მან მამაკაცს-მეშინია,ალბად იმიტომ,რომ ხელში არ ჩამაკვდე,სხვა მიზეზი არ აქვს ამას-ალექსანდრემ თავი ფანჯრისკენ გადააბრუნა,თვალები გაახილა და მთვარეს შეხედა
-კარგიმჯერა-თქვა მან-მე კარგად ვარ,სასწრაფოს გამოძახება,საჭირო არაა,შენ კი წადი დაიძინე-უეცრად წაუხდა გუნება-არ მინდა აქ იყო,იჯდე და მიყურო ბუტაფორიასავით,თუკი არაფერს გრძნობ,მე შეცოდება არაფერში მჭირდება,სულ პატარა რამეს გთხოვდი და იმის ღირსადაც არ ჩამთვალე
-შენი არ მესმის,ერთ წამს სხვას ამბობ მეორე წამს სხვას-ჩაიფრუტუნა ქალმა
-შენ,რომ ჭკუა გქონდეს,ყველაფერს შეაბრუნებდი,თუმცა რასაც გელაპარაკები ყველაფერი გჯერა,არც მე ვიწუხებ თავს რაიმის ახსნით,უბრალოდ მინდოდა ყველაფერი შენ შეგემჩნია,თუმცა ამას ვერ ახერხებ,რადგან არ გაგეგება
-თავხედი ხარ და ამას ვერაფერი შეცვლის,ავადმყოფობაც კი!-გაბრაზებული წამოდგა და ოთახიდან გასვლა დააპირა,თუმცა შემობრუნდა,მომაკვდავს დააცქერდა,ფეხები თითქოს ქვიშაში ეფლობოდა,ადგილიდან ვერ იძვროდა,ალექსანდრე,მის მოუშორებელ მზერას გრძნობდა,კეფას,რომ უწვავდა
-გადი!-მკაცრად და ხრიწინით მიუგო ალექსანდრემ,ისე,რომ მისკენ არც შებრუნებულა,ტასომ ღრმად ჩაისუნთქა და ოთახიდან გავიდა.
ტელეფონი ამოიღო და სოფოს დაურეკა
-რა მოხდა?,ამ შუაღამისას რატომ რეკავ?-ანერვიულებული ხმით კითხა სოფომ,ტასო ხმას ვერ იღებდა,ერთ ადგილზე იყო გახევებული-მეტყვი თუ არა-გამოაცოცხლა დის ხმამ
-ალექსანდრეა ცუდად-ლუღლუღით თქვა მან-ახლოს არ მიკარებს,არც სასწრაფოში დარეკვა უნდა,არადა ფერი არ ადევს,დღეს ბევრი დალია,მერე კი დასაბანად შევიდა,ისე,რომ მე ვერ დავინახე,ცოცხალ მკვდარი გამოიყვანეს იქიდან,რა ვუყო არ ვიცი-ცრემლები ვეღარ შეიკავა ტასომ
-კაი დაწყნარდი,მოვალ თუ გინდა,მანამდე სასწრაფო გამოიძახე,ასე არ შეიძლება უსაყვედურა სოფომ,ტასომ ტირილი შეწყვიტა
-კარგი,მოდი მანამდე დავრეკავ-და ტელეფონი გათიშა თუარა სასწრაფოში გადარეკა.
სოფო,რომ მივიდა,სასწრაფო უკვე წასული დახვდა
-როგორ არის?-კითხა ტასოს და ჩაეხუტა
-ახლა უკეთ-მშვიდი ხმა ჰქონდა მას-სასწრაფოს ერთი ლამაზი ქალი ახლდა,მან გასინჯა და გამოკეთდა-ეჭვიანი ქალის ხმით თქვა ტასომ-ვითომ ცუდად იყო,მაგრამ დაინახა თუარა გამოკეთდა-სოფოს გაეღიმა
-იეჭვიანე?-წარბები აუთამაშდა და დას ხელი გადახვია,ტასომ უარფოსი ნიშნად თავი გააქნია,გაუკვირდა როგორ მოუვიდა დას ეს თავშიო
-თან ნემს,რომ გაუკეთა,აქო და აქო-აგრძელებდა ტასო-ისე,რომ ყველა გააოცა,ქალი კი ლოყებ შეფაკლული გაუშვა აქედან,ცოტაც და ალბად ნომერს გულის ჯიბეში ჩაუცურებდა
-ეჰ;ტასო-ჩაიხითხითა სოფომ-რა გამწარებული ხარ,აშკარად იეჭვიანე იმ ქალზე,და ვარ მითხარი სიმართლე-ტასომ ჩაიფრუტუნა
-არა მეთქი,ხომ გითხარი,არ მიყვარს და რატომ უნდა ვიეჭვიანო
-არა,ტყუილს მეუბნები კაი მჯერა,მაგრამ სახეზე,რომ არ გეტყობა ?-დასძინა მან
-წამოდი ნახე,რა მდგომარეობაშია,წამომდგარი,რომ იყოს არ გაგიკვრდეს,ან ახლა კიბეებზე ჩაცმული,რომ დაგხვდეს-სოფოს კისკისით გაჰყვა დას ალექსანდრეს ოთახისკენ.
იგი მართლაც,ჩაცმული იყო,საწოლზე იჯდა და მთვარეს უყურებდა,რომელიც საცაა ჩასვლას აპირებდა
-ალექსანდრე!
-გისმენ ტასო
-სოფო მოვიდა-სწრაფად წამოდგა საწოლიდან და სოფოს გადაეხვია
-რა სიურპრიზია,ტასომ დაგირეკა?რა საჭირო იყო,მე კარგად ვარ-გაიღიმა ალექსანდრემ
-ხედავს-მკვახედ მიუგო ტასომ
-აბა სულ ცუდად ხომ არ იქნები-ირიბად გაუღიმა სოფომ-როგორც ჩანს ნემსმა გიშველა
-არა,იმ ქალმა მიშველა,რა ლამაზი იყო იცი,საოცრება-ტასო შებრუნდა,გასვლა დააპირა,მაგრამ ალექსანდრემ შეაკავა-თუმცა ჩემ ცოლზე კარგი მაინც ვერ იყო,-და ჩაეხუტა,ისე,რომ ტასოს,რომ დომოდა ვერ მოსცილდებოდა
-მაშმე წავალ რადგან უკეთ ხარ,ტასო ძალიან ნერვიულობდა შენზე,რომ დამირეკა ტიროდა და მეთქი დავამშვიდებ,თუმცა ახლა ზედმეტი ვარ
-არა,დარჩი სადღა უნდა წახვიდე,ჩემს ოთახში დაწექი,სხვა ოთახები ცარიელია
-კი დარჩი,ტასო კი ჩემთან დაწვება-კმაყოფილს გაეღიმა და შუბლზე აკოცა
-რა საჭიროა თამაში ალექსანდრე,ვიცი,რომ ტასოს არ უყვარხარ
-ვინ მოგატყა,ძალიან ვუყვარვარ,უჩემოდ არ შეუძლია,ეჭვიანია
-მე მაინც წავალ-გაუღიმა და გავიდა,ტასო ალექსანდრეს ცივად მოშორდა და დას გაჰყვა
-დარჩი რა,ამ დროს ვეღარ გაგიშვებ-შეევედრა ტასო
-ქმართან დაწოლა თუ გინდა,გიშლის ვინმე?
-ჩაიგდე ენა-გამწარდა ტასო-მასთან არ დავწვები,ოთახს გავამზადებ და იქ დაიძინებ
-კარგი,ხო-შეღონდა სოფო-მაგრამ ჩემს სიძეს მარტო არ დავაძინებ,რამდენი ხანია ერთად ხართ,ცოდოა კაცი,მიდი გაათბე
-სოფო,მეთქი!
-ხო კაი,რა მოხდა

--
-საათს,რომ ისრები არ ჰქონდეს,დროს,რომ საზღვარი,მაშინ გვეყვარებოდა ადამიანი თუკი გვეცოდინებოდა,რომ ეს მარადიული იქნებოდა?თუკი ადამიანი მართლაც გვიყვარს მარადიულებიც,რომ ვიყოთ,მაინც გვეყვარება,ამოუხსნელად,იმაზე უფრო მეტად ვიდრე გვიყვარდა
-და თუკი დრომ ფურცელივით გაცრიცა შენი სიყვარული?
-არ გაიცრიცება,იმიტომ,რომ წრფელია და ნამდვილი,ნამდვილი სიყვარული კი ასე ადვილად არ ქრება,სიკვდილიც კი უძლურია მასთან
-ძალიან გიყვარს?
-ისე ძალიან,რომ ყველაფერი დავთმე,სიცოცხლეც კი,მისთვის კი არაფერს ვნიშნავ
-ნეტა რა იცი,ასე გითხრა?-ალმაცერად გადახედა ლიზიმ
-კარგი,რა დაიკო ქალს თვალებში ეტყობა როცა კაცი უყვარს-სახე დაებრიცა ალექსანდრეს და სკამიდან წამოდგა
-ოდესმე შეგიმჩნევია ჩემ თვალებში,რომ სანდრო მიყვარდა?
-არა-მხრები აიჩეჩა მან
-არადა,ხომ იცი როგორ მიყვარს,ნუ,რომ არ მყვარებოდა ცოლად არ გავყვებოდი-ირიბად გაიღიმა ლიზიმ
-ეგეც მართალია-გაეღიმა ალექსანდრეს-მაგრამ,ვიცი ტასოს არ შევუყვარდები-ამოიოხრა და მაგიდას დაეყრდნო-იცი ვიბრძოლებ,რომ გადამიყვარდეს-ლიზის თვალები გაუფართოვდა
-ამდენი ხანი იცადე,მის გამო,მთელი ცხოვრებაა გიყვარს და ასე იოლი გგონია შენ გადაყვარება?-ალექსანდრეს მწარედ ჩაეცინა და ლიზის ხელი გადაუსვა თავზე
-პატარავ,თუ მოვინდომებ გადავიყვარებ,იოლი არაა,მაგრამ თუკი ძალას მოვიკრებ გამოვა
-რაღაც არამგონია,ამას ისეთი პირი უჩანს შენ მისი დამთმობი არ ხარ-ეშმაკურად გაუღიმა დამ და წამოდგა
-კარგი,დროებით,ბევრი საქმე მაქვს და მთელი დღე სამსახურში ყოფნა,რომ არ მომიწიოს,მალე უნდა შევუდგე საქმეს
-კაი,წადი-გადაკოცნა და გაისტუმრა.

გზაში ლიზის ნათქვამზე ფიქრობდა,რათქმაუნდა იგი მართალი იყო,ან  უნდა იბრძოლოს ამ გრძნობისთვის ან უნდა გაქრეს  სამუდამოდ,მაგრამ ორივე დიდ სირთულეს წარმოადგენს ალექსნადრესთვის,ტასოს ცივი გული  ხო ვერაფრით გაალღო.მთელი გზა ფიქრობდა,როდესაც სახლში მივიდა,ტასო ისევ დივანზე დახვდა,ფეხები მოკეცილი ჰქონდა  და  მოფუზულს ეძინა,ალექსანდრეს ღიმილმა გადაურბინა ბაგეზე,მიუახლოვდა,ხელში აიყვანა და ფრთხილად შეიყვანა საძინებელში,როდესაც საწოლზე დააწვინა,ვეღარ მოითმინა და გვერდით მიუწვა,ხელი მოხვია და მიიხუტა,მთელი ღამე მკერდზე მიხუტებული ჰყავდა და დილით მოსცილდა სანამ ტასოს გაეღვიძებოდა,რომ ერთი ამბავი არ აეტეხა,უცებ დალია ჩაი და სამსახურში წავიდა.
ტასომ,რომ გაიღვიძა უცნაური შეგრძნება ჰქონდა,ნაცნობი სუნამოს სურნელი იგრძნო სვიტერზე,ოდნავ სიბრაზე მოერია,მაგრამ მალევე დაცხრა,რატომღაც ესიამოვნა ეს სუნი და სვიტერში ჩაძვრა,თვალები მაგრად დახუჭა და ხელები მოუჭირა,თითქოს სურნელის დაჭერა უნდოდა,რომ არ გაქცეოდა სადმე,მთელი ძალით ისრუტავდა.

-ამ დღეებში ძალიან უცნაურად იქცევი,რამე მოხდა?-წინ გადაუდგა გეგეჩკორი და მხარზე დაადო ხელი
-არა ბატონო კახა,ცოტა გადავიღალე,ეგაა და ეგ-მამაკაცს ჩაეღიმა და თავისი მოკლე ჩაპუტკუნებული თითებით ულვაშები გადაიწკიპა,მერე ალმაცერად გახედა ალექსანდრეს და სავარცელში ჩაცურდა
-ცოლთან გაქვს რამე უთანხმოება?
-არა,ძალიან მზრუნველი ცოლი მყავს-აღფრთოვანებული ხმით თქვა ალექსანდრემ
-მაშ,რაშია პრობლემა,სხვა გიყვარს?
-არა!-კატეგორილუად თქვა და სავარძელს მოსწყდა-ჩემ ცოლს ვაღმერთებ,არა ამ ქვეყნიურად მიყვარს,პრობლემა იმაშია,რომ დასვენება მინდა-კახა,მიუხვდა საითაც მიჰყავდა ალექსანდრეს საუბარი
-ვიცი,ერთი კვირა დაისვენე,გრთავ ნებას,მერე კი ახალი ძალებით შეუდექი საქმეს-ალექსანდრეს გაუხარდა,თუმცა გამოხატვის მოერიდა,არ უნდოდა შემჩნეოდა,რომ განზრახვაში სწორედ ეს ჰქონდა
-უარს არ გეტყვით,დასვენება აქაურობისგანაც მჭირდება
-მაშ,ახლავე წადი,საქმეც არაფერია-ალექსანდრემ უყოყმანოდ დატოვა კახა კაბინეტში,ყველას დაემშვიდობა და სახლში წავიდა

არასოდეს
 არ ყოფილა ასე მშვიდი,საკუთარ გრძნობებში გაერკვა,თითქოს აღელვებული ზღვა ჩაწყნარდა მის სხეულში,ალექსანდრეს არ ყოფნამ მასზე ძალიან იმოქმედა,თითქოს სხეულის რაღაც ნაწილი მოსწყდა,სიმშვიდესაც გრძნობდა და მონატრებასაც,თუკი აქამდე არარეალურად მიაჩნდა შეყვარება ახლა გადაყვარება-მიაჩნია ასე,რომ გრძნობდა მის გვერდით ოთახში არავინ იწვა,გული ეკუმშებოდა,სისხლი საფეთქლებს აწვებოდა და თვალები ცრემლით ევსებოდა,მიხვდა რატომაც გადაწყვიტა ალექსანდრემ,მარტო გამგზავრება,ტასოც დაიღალა უკვე თვალთმაქცობით,ისე ძლიერ იგრძნო მონატრება,ვეღარ გაძლო და მის ოთახში დაიძინა სურათზე ჩახუტებულმა,ალექსანდრეს,რომ დაენახა,ალბათ სიხარულისგან სუნთქვა შეეკვრებოდა და იტყოდა,ანგელოზი მოფრინდა ჩემს ოთახშიო,მთელმა ღამემ მასზე ფიქრში განვლო,იმის ცოდნა,რომ ათი დღით გაჩერდებოდა ალექსანდრე პარიზში,გულს უფრო უხუთავდა და ძლიერად ებღაუჭებოდა მის სურათს.
ბევრი წვალების მერე,რვა საათზე ჩაეძინა,ცხრაზე სოფოც მივიდა და ადგომა მოუწია
-ცოდო ხარ ამხელა სახლში მარტო,ჯერ ახლა გათხოვდი და უკვე მარტო დაგტოვა-გაბრაზებული ხმით მიუგო სოფომ და ჩემოდანი რიხინით აიტანა კიბეზე,ტასომ ხელები მიიჭირა თვალებზე და მოისრისა,რამდენჯერმე დაამთქნარა და სოფოს მიეხმარა
-ასე იყო საჭირო-როდესაც ოთახში შევიდნენ,სადაც სოფო ამ დღიდან იცხოვრებდა,აუღელვებლად უთხრა ტასომ და სკამი გამოუწია-დაჯექი-სოფო ჩამოჯდა და გაოცებული შეჰყურებდა დას
-ძალიან ხარ შეცვლილი-თქვა მან-სად წაიღო ძველი ტასო-თვალების ცეცება დაიწყო აქეთ იქით
-აქ ვარ-გაუღიმა ტასომ-ახლა ვარ მე ნამდვილი,აქამდე არც კი ვიცი ვიყავი თუ არა ტასო,მხოლოდ ახლა მივხვდი,რომ ვარსებობ-სოფოს პირი დაეღო და თითებს ერთი მეორის მიყოლებით ატკაცუნებდა-ეგეთი სახე რატომ გაქვს?-პირი დაუხურა ტასომ
-მეგონა,რომ არასოდეს....
-შემიყვარდებობდა?!მე ასე მეგონა,თუმცა ყველაფერი ხდება-სახე გაებადრა ტასოს
-მიხარია,რომ ასეთ ბედნიერს გხედავ,მაგრამ რაღა ახლა წავიდა,ან შენ რატომ არ წაგიყვანა,რა მოხდა?
-მისთვის არ მითქვამს ჯერ არაფერი,თავი ამარიდა,დაიღალა ყოველდღე ჩემი მომაკვდავი სახის ყურებით და წავიდა-სახე სანთელივით ჩამოუდნა ტასოს,სოფომ ხელი მოკიდა ნიკაპზე და ააწევინა
-უნდოდა,გრძნობებში გარკვეულიყავი,ეს დიდსულოვნებაა,მე ვამაყობ ჩემი სიძით-გაეღიმა და დას ჩაეხუტა-საოცარი პიროვნებაა,თურმე ვცდებოდით,რომელი შეყვარებული ადამიანი მოითმენს ამდენს
-რომელი და რომელსაც მართლაც უყვარს,მან ამით დამიმტკიცა
-სხვა გზა არც დაუტოვებია,ვალდებული გაგხადა შეგყვარებოდა
-არა,ვალდებული არ გამხადა,გრძნობა თავისით მოვიდა,ოღონდ საიდან არ ვიცი,თუმცა ამას არც აქვს მნიშვნელობა,ახლა მინდა მალე დაბრუნდეს,რომ ვუთხრა
-დაურეკე და იმ წამსვე გამოფრინდება-ჩაიკისკისა სოფომ
-არა,საქმეზეა წასული,უმნისვნელო რამისთვის ვერ მოვაცდენ
ამას ეძახი უმნიშვნელოს?-სახე დაებრიცა სოფოს-აბა მნიშვნელოვანი რაღაა ადამიანის ცხოვრებაში,ფული?
-კარგი,სახლში რა ხდება,მომიყევი
-არაფერი,მამა ცოდა შეუძლოდ იყო,ვირუსი შეეყარა,ახლა უკეთაა
-დედა?
-თავისებურად-ირიბად გაიღიმა სოფომ
-წამოდი,ყავის სახლში წავიდეთ,სახლში ჯდომა მომწყინდა
-კარგი,იდეაა-დაეთაანხმა კმაყოფილი სახით სოფო.

მაგიდასთან დასხდნენ თუარა,ოფიციანტი თავმომწონედ წარდგა მათ წინ და ფურცელი და კალამი მოიმარჯვა
-ორი ყავა და ნამცხვარი-სწრაფად ჩაიწერა და ფეხსაცმლის კაკუნით წავიდა მოსატანად
-წყნარი ადგილია-მიმოიხედა სოფომ-ყოველდღე ვივლიდი დიდი სიამოვნებით-ტასომ ეჭვისთვალით შეხედა დას და შემდეგ მზერა იქით გააპარა საითაც სოფო იყურებოდა
-ნახე,ჩვენსკენ მოდის-გულისფართხალით უთხრა სოფომ და დაგიპნოზებულივით უყურებდა მაღალ,შავებში გამოწყობილ მამაკაცს,რომელიც მათ მაგიდას უახლოვდებოდა
-ვინაა?-სახე დაებრიცა ტასოს-რა გიხარია?-დატუქსა სოფო-იცნობ?,-მიაყარა ერთბაშად,თუმცა სანამ სოფომ ხმა ამოიღო უცნობი გამოეცნაურა
-გამარჯობათ-ჰაეროვანი ხმით მიმართა და გაიღიმა-შეიძლება ჩამოვჯდე-სანამ ტასომ ხმა ამოიღო,სოფომ თბილად მიმართა
-რათქმაუნდა-უცნობს გაეღიმა და სოფოს გვერდით ჩამოჯდა სკამზე,თავი ამაყად გააცნო და მოჰყვა ქებას,ტასო შეღონდა და მალევე წამოდგა,სუფთა ჰაერზე გავიდა,სოფომ კი გააგრძელა თორნიკესთან საუბარი და არცთუ ისე უხეირო მოსაუბრე აღმოჩნდა.

-ძალიან კარგი ადამიანია-მთელი გზა,არ ამოასუნთქა და არც თავად ამოისუნთქა,არც ენა ატკივდა გაუთავებლად თორნიკეზე ლაპარაკით
-გავიგე,სოფო,რა დაგემართა,გიპნოზი გაგიკეთა?-მოეშალა ნერვები ტასოს და პირზე ხელი ააფარა-იმ შემთხვევაში გაგიშვებ თუკი თორნიკეს აღარ ახსენებ-სოფომ თავი დაუქნია,თუმცა ხელის აღება და მისი ალაპარაკება ერთი იყო
-მომეწონა!-კატეგორიული ხმით განაცხადა და ფურცელი გაშალა სადაც მისი ნომერი ეწერა
-ვიცნობ,მე მასეთებს,გოგოების გამოჭერაზე არიან მომართულები,დაჯდა თუარა თავის თავი აქო,ტუტუცი ხეპრეა
-ალექსანდრე ხო არის-გადააქნია სოფომ თავი
-რა?-თვალები გაუფართოვდა ტასოს-ხმა აღარ გავიგო შენი-სახე სიბრაზისგან აუწითლდა
-რა უცებ დაიცავი,არა მართლა შეყვარებული ყოფილხარ,მე კიდე მეგონა მეხუმრებოდი-გამართლება დაიწყო ნათქვამის
-დაუჯერებელს ვერფაერს ვხედავ,მიყვარს და მორჩა,საჯაროდ ხომ არ ვიყვირებ
-აბა რა უნდა ქნა,რომ ჩამოვა ხმამაღლა უყვირე,გული,რომ გაუსკდეს
-არანორმალური ხარ!-უთხრა და ხელი თავზე წამოარტყა

ალექსანდრე
,რომ ჩამოვიდა ზურამ ვახშამზე მიიწვია,გული ეთანაღრებოდა,მთელი გზა აეროპორტიდან სახლამდე ნერვიულობდა,აშინებდა ტასოს რეაქცია,ზურას მოტყუებაც არ უნდოდა,არც ტასოს დაყოლიება იქნებოდა ადვილი,ოფლად დაირვარა სანამ სახლში მიაღწია,სწრაფად გადაუხადა ტაქსს ფული და გაისტუმრა,ეზოში არავინ დახვდა,სამარისებული სიჩუმე იყო,ეგონა რადგან ტასომ იცოდა,მისი ჩამოსვლის ამბავი,დახვდებოდა,თუმცა,ისიც არ გაუკვირდება ახლა სახლში,რომ არ დახვდეს,ბარგი კარამდე მიიტანა დადგა და გასაღების ძებნა დაიწყო,მერე საკეტს მოარგო,რამდენჯერმე გადაატრიალა და კარი გააღო,გული შეეკუმშა,შუბლზე ოფლმა დაასხა,ფეხები აუკანკალდა,ტვინში ლამის სისხლი ჩაექცა,როცა სახლი ცარიელი დახვდა,ჩემოდნებს ხელი გაუშვა და მთელი ძალით დაეხეთქა იატაკზე,ხელები თავზე დაიწყო და თვალებ ამღვრეულმა მიმოიხედა გარშემო.დავკარგე!გაიფიქრა სასოწარკვეთილმა და მუხლებზე დაემხო,დაღლილობისგან ცრემლიც არ მოზდიოდა,მაგრამ გული ტიროდა,სისხლმა მიმოქცევა შეწყვიტა,თითქოს ახრჩობდნენ სუნთქვა გაუჭირდა,ხროტინებდა და ხელებს მკერდზე იჭერდა,მარჯვენა ხელი ძლიერად ჩაირტყა თითქოს ლუკმა დაადგა ყელზე,წამოდგომა სცადა,მაგრამ ფეხები არ დაემორჩილა,ღონემიხდილი მიწვა იატაკზე დაგებულ ხალიჩაზე და თვალები ძლიერად დახუჭა,ნეტავ სიზმარი იყოს,ნეტავ,გაიფიქრა მან და ხელზე იჩმიტა,მაგრამ ყველაფერი ნამდვილი იყო,ეს ცარიელი სახლი,მხოლოდ უსულო საგნებით გადატვირთული,ჩაბნელებული,უშველებელ სახლში წყვდიადს დაესადგურებინა.
ალექსანდრემ ძალ-ღონე მოიკრიბა,ფრთხილად წამოდგა,მხრებში გასწორდა და ბარგი ოთახში შეიტანა,საწოლი აურია,ლეიბი გადმოაგდო და მის ქვეშ შემალული ტასოს სურათი გამოიღო,ცოტახანი უცქირა,დასახევად ვერ გაიმეტა,დაკეცა და გულის ჯიბეში ჩაიდო,მერე შეძლებისდაგვარად მიალაგა საწოლი,კარადაში ტანსაცმელი შეაწყო,ცოტა დამშვიდდა და ზურას დაურეკა.
-მარტო მე,რომ მოვიდე შეიძლება?-ხრიწინით კითხა ზურას,ხნიერ მამაკაცს ჩაეცინა
-მოდი,მოდი ჩემი შვილი გელოდება-ამ სიტყვებმა,დანა დასცა,გაოგნებული მიაჩერდა კარადას და ხმა ვეღარ ამოიღო-ბოდიში,რომ არ გაგაფრთხილე,ყველანი აქ არიან,დღეს ხომ სოფო იუბილარია-ძლივს ესმოდა ზურას  სიტყვები
-მოვალ და ტასოს,მივხედავ-მჭექარე ხმით თქვა და ტელეფონი გათიშა.
სახლიდანგავვარდა,კარი დაკეტა,მანქანა ფარეხიდან გამოიყვანა და  სწრაფად მოსწყდა  მანქანა ეზოს.წვიმიანი ამინდი იყო და რამდენჯერმე გადარჩა დამტვრევას,ისე სწრაფად მიყავდა,კიარ მიყავდა მიაქროლებდა,ღამის სიწყნარეს მანქანის საბურავების სრიალი და ძრავის ბღუილი არღვევდა,თხუთმეტი წუთიც არ იყო გასული ეზოში,რომ დააყენა მანქანა და აუცქარებლად შევიდა სახლში,ყველა მიესალმა,გადაკოცნა,ტასო კი კუთხეში იყო მიყუჟული და ისე უყურებდა თითქოს მისთვის არავინ იყო,ალექსნადრემ შეხედა და გაღიმება სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა,როგორც კი დაინახა მოცინარი სახე,ადგილზე მიიყინა,გახევდა და მასთან მისვლა ვერ შეძლო,არც ტასოს უცდია მიახლოებოდა,შორიდან უყურებდა და იღიმოდა,ამ ღიმილში ყველაფერი იგრძნობოდა,სითბოც,სიყვარულიც,სიხარულიც,როგორც იქნა გადადგა ნაბიჯი და მიუახლოვდა ტასოს,გულის ცემა გაორმაგდა,სუნთქვა გაუხშირდა,მისგანაც იგრძნო იგივე და მთელი ძალით მიიკრა,ახლა არცერთს სჭირდებოდა თვალთმაქცობა,ახლა ორივეს ერთი გრძნობა ამთლიანებდა,ახლაც,რომ არაფერი მითხრას გავაფრენ,გაიფიქრა ალექსანდრემ და ლოყაზე ნაზად აკოცა
-მომენატრე!-ჩასჩურჩულა ყურში-ძალიან,ძალიან,ეს სურნელი,სითბო,კანის სინაზე,ყველაფერი,რომლის ყურებაც მხოლოდ შორიდან შემეძლო,ახლა კი მკლავებში მყავს მოქცეული და არსაც გამირბის,ნუთუ შეიცვალა რამე და რამის თქმა გინდა,შენი ჯერაც ამოუღებელი ხმა,მოკუმული ბაგე და ციმციმა თვალები მეუბნება,მეც მომენატრე,შენთან ჩახუტებამ,ყველაფერი მაგრძნობინა,ნუთუ ჩემსკენაც გაიღიმა ბედმა-ტასოს სახე გაებადრა ალექსანდრეს სიტყვებზე,ხელი დაუსვა სახეზე და გულზე დაადო,შეკრთა როცა იგრძნო,როგორ ძლიერად ცემდა მისი გული,თითქოს სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლისო,ყველაზე ძლიერად ცემდა,არანორმალურად,ძლიერად,თვალებში ჩააცქერდა
-მე მართლაც მინდა რაღაცის თქმა-სიტყვებს სითბო ჩააქსოვა-მაგრამ,მერე გეტყვი-თვალი ჩაუკრა და ჩამოსცილდა,ალექსანდრეს,მის ცქერაში გადაავიწყდა,ოცი წუთის წინ რაც დაემართა,როცა სახლი დაცარიელებული დახვდა და სიბნელე იყო გამეფებული,როგორც იტყვინა წყვდიადის კარი,რომ შეაღო და სიცივე,მარტოობა მიეგება ფეხებთან,მიელამუნა,სასოწარკვეთილს და დაღლილს.
-სოფო!გილოცავ-ორი სიტყვით მიმართა მან და გადაეხვია-საუჩარი სახლში დამრჩა,სისწრაფის ბრალია-სახე დაებრიცა,ალექსანდრეს
-არაუშავს,შენც საჩუქარი ხარ,პარიზიდან-გაიკრიჭა სოფო,ალექსანდრემ,თვალი მოკრა ტასო მამაკაცს ესაუბრებოდა,სახეზე ალი მოედო,აწითლდა,აღშფოთდა და მათკენ ისე წავიდა,კაცს ყველაფრის გამკეთებელი ეგონებოდა,მამაკაცს ძლიერად გაკრა მხარი და ლამის დაამტვრია
-ბოდიში!-უხეშად უთხრა და ხელით შეაკავა-შემიძლია ვიცოდე,ვის ესაუბრება ჩემი ცოლი?
-მე სოფოს საქმრო ვარ,თორნიკე-წარუდგა თორნიკე და თავისებურად მოიწონა თავი,ტასოს გაეცინა და ხელი მოკიდა ალექსანდრეს
-სოფო თხოვდება,საყვარელო!-„საყვარელოგაოგნდა ალექსანდრე,ახლა მართლაც დაემზგავსა ყველაფერი სიზმარს,გაიღიმა და სიძეს ხელი ჩამოართვა
-მაპატიე,განზრახ დაგეჯახე,მეგონა,ჩემს  ცოლს აბავდი-თორნიკეს გაეცინა და ხელი ძმურად დაკრა მხარზე
-ჩემი,აი ქი დგას-სოფოსკენ მიახედა ორივე-ყველაზე ლამაზი,ყველაზე მშვენიერი,ყველაფერს მირჩევნია,მინდა გითხრა შენც არაჩვეულებრივი ცოლი გყავს,თუმცა სოფო ჯობია
-არაფერი შეგეშალოს-თავისკენ მიწია ალექსანდრემ-ცუდი არაფერი წამოგცდეს,ჩემს ცოლზე,თორემ შამფურზე აგაცვავ მწვადივით
-ხუმრობ ხომ?-მწარედ გაეღიმა თორნიკეს
-არა!-დასერიოზულდა ალექსანდრე,მაგრამ ღიმილი შეეპარა-ვხუმრობ რათქმაუნდა,მაგრამ მთავარი იცოდე
-ვიცი,ძველო სიძე,ვიცი-ისევ ჩაარტყა ხელი და სოფოსთან მივიდა
-ეს დარტყმული მოეწონა შენს დას?-გაოცებულმა შეხედა ტასოს,მან თავი დახარა და სიცილი აუვარდა-რა გაცინებს
-არაფერი,მეც ეგ არ მიკვირს?,თანაც არც ისე დიდი ხანია ვიცნობთ,შენ აქ არ ყოფნაში,ერთადერთხელ გავედით ყავის დასალევად და მაშინაც ვიღაც აეტორღიალა-ალექსანდრეს გაეღიმა და მათ შეხედა
-უხდებიან ხო იცი,ფერი ფერსა მადლი ღმერთსა
-ჩვენზეც ასე ითქმის
-ჩვენზეც?-წარბები აათამაშა და ცოლს ეჭვისთვალით დახედა
-სალაპარაკო გვაქვს,თანაც ბევრი-ხელი ჩაავლო და პირველივე ოთახში შეიყვანა,კედელთან მიაყენა და მის წინ დადგა
-გისმენ!
-კარგი ქენი,რომ მიმატოვე და წახვედი,ყველაფერში დამაფიქრე,მიმახვედრე,უსენობამ ჩემში გრძნობის არსებობა დაამჩნია,თითქოს გულში რაღაცამ გამოიღვიძა,სადღაც მიყუჟულმა,ნელ-ნელა გამოცოცხლდა და სიყვარულის სახე მიიღო,თავიდან მიხაროდა,შენი წასვლა,გახსოვს რა ბედნიერი ვიყავი,რომ გავიგე მიდიოდი,მაგრამ რამდენიმე დღეში ვიგრძენი,ვიგრძენი ის,რომ მომენატრე,შენთან ჩხუბი,კამათი მომენატრა,შენი გაბრაზებული სახის დანახვა,შენი ხმა,გულის ცემა,ამღვრეული და სევდისგან ავსებული თვალები მომენატრა,იმედგადაწურული,რომ მიყურებდა,მე კი ვერაფერს ვამჩენვდი
-არაფრის თქმა აღარაა საჭირო,ყველაფერი ნათელია
-არა დამამთავრებინე-ხელი ააფარა ტუჩებზე-უსაელოდ მომენატრე და ყოველღამე თეთრად გავატარე,სულ შენ მეფიქრებოდი,სურათით მეძინა,მონატრებას ამით ვიკლავდი,ჩემს სვიტერზე,შენი სუნამო,იყო შემორჩენილი და მასზე ჩახუტებული ვიძინებდი,ცხოვრებაში არ მიგვრძვნია მონატრება,არ მიგვრძვნია სიყვარული,მე შენ გაღმერთებ ცას და მიწას მირჩევნიხარ,მზეს და მთვარეს,ვფიქრობდი,ნეტავ აქ იყოს,ნეტა ცალი თვალით მაინც დამანახა და ვფიცავ აღარ ავატირებ,აღარ მოვუშხამავ გულს და თავს არ შევაძულებ,ოღონდ ახლა ჩამახუტა მეთქი-ალექსანდრემ ხელი მოახვია წელზე და მიიკრა,მთელი ძალით
-მხოლოდ ერთი სიტყვაც საკმარისი იქნებოდა,ჩემო სუნთქვა,უბრალოდ,რომ მითხრა მიყვარხარ,ამასაც ვიკმარებ,ნუ მეუბნები,რომ უჩემოდ იტანჯებოდი,გულს მტკენ ამით,ვიცი მიგახვედრე,მაგრამ არასოდეს მსურდა ჩემს გამო პაწაწინა გული,რომელიც ახლა გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით ფართხალებს გტკენოდა,ღამეები გეთია,გპირდები არასოდეს მიგატოვებ,არასოდეს მოგცილდები,მხოლდო ერთ კითხვაზე მიპასუხე,გიყვარვარ?
-მიყვარხარ-ამოილუღლუღა ტასომ და ცრემლით დაუნამა მკერდი
-მიყვარხარ,მინდიხარ,ჩემი ხარ,სამუდამოდ ჩემი ხარ,-ისე ძლიერად მიიხუტა,ტასოს სუნთქვა შეეკრა,მოეშვა და საყვარელი მამაკაცის გულზე დადო თავი,ახლა აღარცერთს ახსოვდა სად იყვნენ,მათ გარშემო ყველაფერი გაქრა,სამყაროს მოსწყდნენ,სადღაც გადაინაცვლეს,ტასოს სახე ხელებში მოიქცია და აკოცა,მთელი არსებით,ორივემ იგრძნო ტკივილი,თუმცა ეს ტკივილი აღარ ჰგავდა უწინდელს,თან ახლდა დიდი სიყვარული,გრძნობა გაუქრობელი.

გამთენიისას ტასო საწოლზე წამოჯდა და მქრალ მთვარეს მიაცქერდა,ჩამიჩუმი არ ისმოდა,ალექსანდრეს მშვიდად ეძინა,მისი სუნთქვაც კი იშვიათად ესმოდა ტასოს,გრძნობდა შეცდომა დაუშვა,როცა მასთან დაწოლის ნება არ მისცა,ხელები გადააჯვარედინა და გაყინულ მკალებზე დაისვა,ფეხის თითების ტკაცუნით წამოდგა საწოლიდან და ფანჯარასთან დადგა,თითქოს რაღაც ნაწილმა უარყო ალექსანდრე,მაგრამ მეორე ნაწილი მთელი ძალით ეპოტინება მას,თუმცა არც ის აძლევს მიახლოების საშუალებას,ჩამოიღვენთა ფანჯარასთან დადგმული სანთელივით და შუბლი მინას მიადო,ახლა არცერთს უშლიდა რამე ხელს,ალექსანდრეს გაუმხილა,რომ უყვარს,თუმცა ისევ გვერდით ოთახში წევს,ისევ დგება გამთენიისას ბნელ და ცივ ოთახში,ჯდება საწოლის კიდეზე და უცქერს მთარეს,რომელიც საცაა გაქრება,ჩაიკარგება რაღაც სიღრმეში.
ჩნდება კითხვა,თუკი ორივემ იცის,რომ ერთმანეთი უყვართ მაშ,რა აკავებს ტასოს,რატომ არ ტოვებს ყველაფერს და გარბის მის ოთახში?!,სიყვარულზე მეტად მას შიში აქვს,ყველაფერი ავიწყდება,როცა ხედავს ალექსანდრეს,მაგრამ როცა მარტო რჩება,თითქოს ცივი წყალი გადაავლეს გამოაფხიზლესო,ქრება ყველაფერი,ის გრძნობაც,რომელსაც ალექსანდრესთან სიახლოვისას განიცდის,ის ფიქრები რომელებიც მისი ცქერისას ტივტივებს მის გონებაში და საერთოდ ყველაფერი,სიყვარული არაა მარტივი,მას დიდი ძალისხმევა სჭირდება,კარგად აწონ-დაწონვა,.მოსწყინდა ფანჯარაში ყურება და დაწვა,მაგრამ ძილი უკვე გამქრალი ჰქონდა.
ჭერს მიაშტერდა,ნაწილს მთვარის შუქი ანათებდა ნაწილი უკუნითში იყო,სევდა მოაწვა გულზე,ხელი დაიდო და იგრძნო,როგორ სწრაფად აძგერდა,კედლები გასკდა და სისხლი ხაზებათ წამოვიდა ორგანიზმში,სიცივე ფეხებიდან დაეწყო,და მთელი ტანი გაეთოშა,შეშინდა და საწოლიდან წამოხტა,ყველაფერს გაუცნობიერებლად აკეთებდა,სიბნელემ და სიცივემ თითქოს ფესვები გაიდგეს სხეულში,რაც უფრო ცდილობდა გათბობას,მით უფრო მეტად ციოდა,ვერც წინ მიდიოდა ვერც უკან,ხმაც არ ამოზდიოდა,რომ ალექსანდრესთვის დაეძახა,ხელებით ისრესდა,ცივ ტანს და თვალებს ფართოდ ახელდა.
კარს ეძგერა  მთელი ძალით გამოგლიჯა და ალექსანდრეს ოთახისკენ გაიქცა,კართან შეყოვნდა,სითბო იგრძნო,სიცივემ გაუარა,გაკვირვებული მიაჩერდა კარს და უკან დაიხია,რა მომდისგაიფიქრა მან და კარი შეაღო,ახლა უკვე სიცხე წვავადა მის კანს,როდესაც ალექსანდრე დაინახა გათბა,თითქოს მზეს ეფიცხებოდეს,საბანი გადაწია და შეძვრა,ისე,რომ ალექსანდრეს არ შეხებია,ეს სრულებით საკმარისი აღმოჩნდა,რომ გამთბარიყო,უშენოდ მგონი მოვკვდები,ჩაილაპარაკა მან,ხელი უნდოდა შეეხო მაგრამ,ალექსანდრე გადმობრუნდა და ცხვირი ცხვირზე მიაბჯინა,ტასო არ გაინძრა სანამ მას არ გამოეღვიძა,ალექსანდრეს თვალები არ გაუხელია,სურნელი ეცა ნესტოებზე,ხელი წელზე მოკიდა და მიიკრა
-სულ,მთლად ცივი ხარ-მიუგო მან და შუბლზე აკოცა-გარეთ იწექი?-გვერდულად გაიღიმა  ამხოლოდ ახლა შენიშნა ტასომ,რომ ლოყა ჩაეჩვრიტა
-არა,ოთახში ვიყავი,მაგრამ არ ვიცი რა დამემართა-მოფუზა და ალექსანდრეს მიეკრა,როგორც ლეკვი თბილ ბუხართან,რომ მოიკუნტება და თვალებს მილულავს
-აქამდე გამოსულიყავი,სულელო,ახლა რაღა გიშლის ხელს
-არ ვიცი-ჩაეხრიწა ხმა ტასოს-მეც ვერ გავუგე ჩემს თავს,უშენოდ ვერ ვძლებ შენთან კი არ მოვდივარ
-აწი მოხვალ
-უკვე მოვედი და აღარსად წავალ-ბაგეზე ნაზად აკოცა და ხელზე ძლიერად მოუჭირა ხელი-მე სულელი ვარ
-არ ხარ,უბრალოდ პატარა ხარ,ამ გრძნობას ვერ უმკლავდები,ვერ გარკვეულხარ ჯერ,ვიცი გიყვარვარ,მაგრამ რაღაც გაკავებს
-რაღაც მაკავებს?!ხოდა არ მინდა,რომ მაკავებდეს,მე შენთან მინდა,მინდა ამ გრძნობით ბოლომდე ვისარგებლო,არ მოგცე უფლება გული გაგიცივდეს,ყოველდღე გითბობდე და ჩვენს სიყვარულს ვიცავდე,ეს მინდა მე მეტი არაფერი,მე სამუდამოდ მინდა შენთან ყოფნა
-რომც არ გინდოდეს სხვა გზა მაინც არ გაქვს,მე შენ არსად გიშვებ,ჩემი ხარ და ასე იქნება სულ
-უშენოდ,არაფერი არსებობს,ნაპირზე გამოტანილი თევზი ვარ,ვიფართხალებ და მოვკვდები,შენ მავსებ ყველაფრით,არ მწამდა სიყვარულის,რადგან ჩემს გარშემო ყველა ამით იტანჯებოდა,უყვარდა მერე აღარ,მე კი არ მსურდა მათსავით მომსვლოდა,საშინელი დასანახია,როცა ადამიანს გული სიყვარულის გამო ტკივა
-შენ კი ჩემთან ყოფნა არ გინდოდა,ძალით აიტკივე გული,თავიდანვე შეგეძლო შეგუებოდი,რომ ჩემი ცოლი იქნებოდი და მალევე შეძლებდი ჩემს შეყვარებას,გულის სიღრმეში მაინც ვგრძნობდი,რომ ადრე თუ გვიან შენს ქცევებს ინანებდი და ჩემთან გენდომებოდა,მე,რომ გამერიყე მერე რას იზამდი?-ტასო ჩაფიქრდა,ალექსანდრეს ახედა და მწარედ გაიღიმა
-არ ვიცი,ალბათ არ გაპატიებდი,ძირფესვიან ამოგიღებდი-მამაკაცს გაეცინა და ცოლს ხელი მოკიდა ნიკაზე
-ჩემი სულელი და შენი აზრით მაგას გავაკეთებდი?,პარიზიდან ჩამოსვლის მერე შენთან ყოფნა არ მომინდებოდა?იმ დღეების მერე რაც გავიარეთ-ტუჩის კუთხეში აკოცა და ძლიერად მიიხუტა,ტასო გაყუჩდა ხმას აღარ სცემდა,ან რა უნდა ეთქვა-არასოდეს,არასოდეს გავაკეთებდი მასეთ რამეს,თუკი მიგატოვებდი,მაშინ იმის აღიარება მომიწევდა,რომ არც მყვარებიხარ,არ მწამს მე,როდესაც ადამიანები ერთმანეთს შორდებიან და ერთმანეთი აღარ უყვართ,ან უყვართ ისევ ან აქამდე ატყუებდნენ ერთმანეთს,რომ უვარდათ.
-აღარ მინდა საუბარი,გაჩუმდი და ჩამეხუტე.

თორმეტი შესრულდა,როცა ადგა საწოლიდან,ალექსანდრე აბაზანაში იყო წყალს ივლებდა,ხალათი შემოიცვა და ფანჯარასთან დადგა,გაიზმორა და წიგნს დააცქერდა,რომელიც რაფაზე იდო,დამტვერილი გაუბედურებული,საუკუნის გადაუშლელი,აიღო და გადაწმინდა,საცოდავი წიგნი,გაიფიქრა და ფურცლები ააშრიალა,სათაური ეუცხოვა და სანამ ავტორი წაიკითხა ალექსანდრემ დაუძახა
-საწმენდი შემომაწოდე რა დამრჩა-წიგნი უკან დადო და საწმენდი შეუტანა,რომ დაბრუნდა წიგნი გადაავიწყდა,საწოლზე წამოწვა და ამოიოხრა
-მალე გამოხვალ?-დაუძახა
-ახლავე
-თორნიკეზე რა აზრის ხარ,არ მინდა სოფოს კიდევ ვინმე უარგისი შეხვდეს
-არაა უარგისი-გამოლასლასდა პირსახოც შემოხვეული-კარგი პიროვნება ჩანს
-ასე ფიქრობ?-წარბები აათამაშა ტასომ
-შენ ნუ ნერვიულობ,საყვარელო მიდი გადაივლე და წავიდეთ,გველოდებიან-აკოცა და ჩაცმა დაიწყო,ტასო წამოდგა და აბაზანაში შევიდა.

ერთი
 მთვრალი და გალეშილი კაცი აეტორღიალა ქორწილში ტასოს და აღარ ეშვებოდა,თმები უკან ჰქონდა გადავარცხნილი და ცდილობდა თავი მოეწონებინა ტასოსთვის,ალექსანდრე გარეთ იყო გასული სიგარეტის მოსაწევად და ტასო ამ კაცის ხელში იოლად ჩავარდა,დიდი გულუბრყვილობა გამოიჩინა,მამაკაცმა საცეკვაოდ დაპატიჟა და უარი არ უთხრა,ცეკვის მერე კი თავხედურად იქცეოდა და მისი გაჩერება ტასოს ძალიან გაუჭირდა,მთელი სუფრა შესცქეროდა,ტასომ იქაურობა დატოვა და ოთახში ავიდა,თუმცა მამაკაცმა იქაც მიაგნო,ამჯერად თავშეკავებული დადგა მსი წინ,არც ბანცალებდა,აღარც ლოყებზე ედო ალისფერი,თითქოს არც დაულევია
-მომწონხართ-მიუგო,თავისუფლად და ახლოს მივიდა
-გათხოვილი ვარ-მკაფიოდ წარმოთქვა ტასომ და ხელით ანიშნა,გადიო მაგრამ,მამაკაცი არ ინძრეოდა,თვალებს აკვარკვარებდა და ურცხვად უცქერდა ტასოს მკერდზე
-არ მაინტერესებს,გათხოვილი ხარ თუ არა,მეც მყავს ცოლი მაგრამ,საყვარელზე უარს არ ვამბობ-შეიცხადა მამაკაცმა და ხელი გადაისვა,ჯერ ისედაც გადატკეპნილ თმებზე,ტასოს გულის რევის შეგრძნება გაუმძაფრდა,მამაკაცს ზიზღით სავსე თვალებით შეხედა
-მე თქვენ საყვარლობას არ ვაპირებ,გთხოვთ სანამ ჩემი ქმარისთვის დამიძახია გახვიდეთ
-რა მოკრძალებით მესაუბრები
-გადი,უკვე მეკარგება მოთმინება
-ვიცი შენც მოგეწონე და ასეც იმიტომ იქცევი,რომ უფრო გამომიწვიო-ტასო გაფითრდა ხელები აუკანკალდა,გული აუჩქარდა,ალექსანდრესთვის უნდა დაეძახა,მაგრამ ხელი ააფარა უეცრად მამაკაცმა და გააჩუმა
-ნუ მეურჩები!-ცდილობდა მოფერებოდა მაგრამ ტასო ყველანაირად ცდილობდა,მისი ღვინით აქოთებული ტუჩები მის  კანს არ შეხებოდა.ოთახში სოფო შევიდა და ეცადა ტასოს მამაკაცისგან განთავისუფლებას,აყალმაყალში ალექსანდრეც შევიდა,ტასო შეშინებული მისკენ გაიქცა და ძლიერად მოეხვია,მამაკაცი და დორბლებს ყრიდა და განრისხებული თვალებით უყურებდა სოფოს
-დაბლა ჩავიდეთ-მიუგო ალექსანდრეს ტასომ
-რა მოხდა?-კითხა ცოლს და მამაკაცისკენ წავიდა მაგრამ,სოფომ შეაჩერა
-ყველაფერი რიგზეა,დაბლა ჩადით,ეს ადამიანი ცუდად გახდა და ამოვიყვანეთ,რომ დაისვენოს-ალექსანდრეს ეჭვი შეეპარა მაგრამ,ცოლს დაჰყვა და დაბლა ჩავიდნენ
-იცოდე,თუ რამეს მიმალავ ძალიან მეწყინება-გაბრაზებული ხმით უთხრა ალექსანდრემ,ტასო გაფითრდა,ხმას ვერ იღებდა,დამუნჯდა-სიმართლე მითხარი-მკაცრად სთხოვა მან ცოლს და ხელი ხელზე მოუჭირა,ტასომ იგრძნო,ალექსანდრე ძალიან გაღიზიანდა მაგრამ სიმართლის თქმაც აშინებდა
-სოფომ ხომ გითხრა-მსვიდად თქვა მან და ქმარს ახედა
-არ მჯერა,ძალიან ახლოს იდექი იმ კაცთან,იცოდე,თუ რამე გაგიბედა,არ ვაცოცხლებ-ტასო შეკრთა,პირველად ნახა ალექსანდრე ასეთი განერვიულებული და გამწარებული,ხელი ლამის მოსწყდა ისე ძლიერად უჭერდა,ალექსანდრეს სუნთქვა გაუხშირდა,თვალები ჩაუწითლდა-რატომ მატყუებ?-ხელი უშვა და უკან დაიხია-რატომ?-თვალები აემღვრა და თავი დახარა-არ გიყვარვარ-თქვა მან და თვალი გაუშტერდა
-ყველაფერს აგიხსნი-ტასოს უნდოდა ხელით შეხებოდა მაგრამ ალექსანდრემ ზიზღით შეხედა
-ახლა არა,სახლში წავალ,შენ კი აქ დარჩი,არ მინდა ტყუილში ცხოვრება,არ მინდა გიყვარდე არა შენი სურვილით არა არამდე ჩემით,გთხოვ მითხარი,რომ არ გიყვარვარ,სხვა მე აღარაფრის მჯერა,კაცს ეარშიყები და მერე მატყუებ,ნუთუ ჩემი ტანჯვა არ კმაროდა-ტასოს თქმა უნდოდა მაგრამარ დააცადა ალექსანდრემ.

-ტასო არაა დამნაშავე-მანქანასთან მდგარ,დაღონებულ და სასოწარკვეთილ ალექსანდრეს სოფო მიუახლოვდა-იმ კაცისგან მე ვიხსენი,შენ კი იმიტომ,არ გითხარით არაფერი,რომ შეგვეშინდა შეხლა შემოხლა არ მომხდარიყო
-მითუმეტეს უნდა გეთქვათ,იმ არაკაცს ცხვირპირს მივულამაზებდი,ეს არ უნდა დაგემალათ,ჩემი ცოლის შეურაწყოფას საკუთარ თავსაც არ ვაპატიებ და ის ვინ მიგდია
-კარგი,დაწყნარდი,დაცვამ გააგდო უკვე ყველაფერი რიგზეა,გარდა ერთი რამის
-ტასო!-სახლისკენ გაიქცა ალექსანდრე,ეძება  მაგრამ,ვერსად ნახა თითქოს მიწამ ჩაყლაპა,ბოლოს სახლის უკან გავიდა,სიბნელეში ძლივს არჩევდა,სად დგამდა ფეხს,რატომღაც უკანა მხარე არ იყო განათებული,ქალის კვნესა შემოესმა და იმ გზით წავიდა,ტასო მიწაზე იჯდა და ტიროდა,ალექსანდრე გვერდით მიუჯდა და ხელის გადახვევა უნდოდა მაგრამ,უკან დაიხია
-მაპატიე,მე..
-ჩემი ბრალია-მიუგო ამღვრეული ხმით ტასომ და ხელი,ხელზე დაადო-სიმართლე უნდა მეთქვა,რატომ ჩამიწყდა  ხმა,რატომ არ ამოვიღე,დებილი ვარ
-გთხოვ ნუ ამბობ,ასე გული მეტკინა,ჩემს დანაშაულს შენ ნუ იბრალებ,უარესად ნუ მტანჯავ
-შენ ჩემი არ გჯერა-ხელი აიღო და წამოდგომა სცადა მაგრამ ძალა არ ეყო და ალექსანდრეს მიეყრდნო
-მჯერა,უკვე მჯერა,თუმცა არც არასოდეს შემპარვია ეჭვი არაფერში,ჩემი სუნთქვა ხარ,სიცოცხლე,ქონება,მე ყველაზე მდიდარი ვარყველაზე და ყველაფერზე მეტად,რადგან შენ და შენი უსაზღვრო სიყვარული მოვიპოვე
-იცი წეღანდელის მერე დავფიქრდი და ვიგრძენი,რომ დილით შენს გვერდით,რომ აღარ გავიღვიძებდი ალბად გულიც გასკდებოდა,იქვე დავლევდი სულს,უშენოდ მე ვეღარ გავძლებ,გესმის!მთლიანად მოგეჯაჭვე და თავს ვერასოდეს დავიხსნი,რადგან გასაღები ზღვამ ჩაძირა,სამყარო აღარ არსებობს უშენოდ,ქრება სადღაც წყვდიადში
-მიყვარხარ!
-სამუდამოდ?
-უსასრულოდ.
-მალე სამნი გავხდებით
-ანუ?

-ანუ ის,რომ,ჩემში მეორე სიცოცხლეა.

No comments:

Post a Comment