Sunday, May 4, 2014

გრაცია


ერთი მსუბუქი მოძრაობა და უკვე სამშვიდობოს ხარ,ხალხში ატეხილი ჩოჩქოლისგან თავდაღწეულმა ღრმად ჩაისუნთქა და ხელჩანთა მარჯვენა იღლიაში ამოიდო,მსუბუქი ნაბიჯებით დაუყვა კიბეებს,უკან ბუნძულით მიჰყვა ორი მამაკაცი,მანქანის კარი გაუღეს და ისიც თავმომწონედ დაბრძანდა
-ახლა საით ქალბატონო ანნა-მარია,-მიუგო ქალს მძღოლმა და წინ დამაგრებულ სარკეში ჩაიჭყიტა,მის ფერცვლილ კანს და აღშფოთებულ სახეს აკვირდებოდა
-სახლში,-უთხრა და მშვიდად გადაწვა საზურგეზე,მძღოლმა მორჩილად დაუქნია თავი და გასაღები გადაატრიალა,-მამა მელოდება,-დააყოლა და ჩანთა გახსნა
-მამათქვენს ძალიან მნიშვნელოვანი რამ აქვს სათქმელი და ამიტომ მოგიწიათ დროზე ადრე ჩამოფრენა
-ვიცი,-მკვახედ მიუგო მან და ტუჩზე იკბინა,-უჩემოდ აღარ შეუძლიათ ყოფნა და საქმეს გადააბრალეს,-ფრუტუნებდა გულმოსული
-ასე არაა ქალბატონო,ოდნავ მაინც ეცით პატივი მამათქვენს
-მამაჩემს თუ მის პატივმოყვარეობას ან რეპუტაციას,რომელიც არამყარი შენობასავითაა,-ჩანთიდან წითელი ტუჩსაცხი ამოიღო და ოდნავ გადაისვა ტუჩზე
-ძალიან გთხოვთ,წითელ საცხს ნუ იყენებთ,ვიცი ამას მის გასაღიზიანებლად აკეთებთ მაგრამ თქვენს თავმოყვარეობასაც ეცით პატივი და იყავით ის ვინც ხართ,სხვისი ჯიბრში ჩადგომა არაფერს გარგებთ მითუმეტეს მამის
-ლექციას ნუ მიტარებ დავით შენ გევალება ჩვენი ადგილზე მიყვანა გზაში ლაყბობა არაფერს მოგცემს,-ირიბად გაუღიმა და ჩანთა შეკრა,დავითმა ძლიერად მოუჭირა საჭეს ხელები და კიდევ უფრო მძლავრად მიადგა ფეხი გაზსს,ისე,რომ ანა-მარია შექანდა,აქეთ-იქით დაიწყო ხტუნვა და წივილი
-ჩემი სიკვდილი გინდა?,-ღაოდა ბოლო ხმაზე
-არა აუტანელი ქალი მინდა შინ მალე მივიყვანო,არ ინერვიულოთ ყოფილი მრბოლელი ვარ და ნაადრევი სიკვდილი არ მოგელით,-ანა-მარიამ კოპები შეკრა,ხელები შემოიწყო,ტუჩები წინ გამოზნიქა და გაბუსხული ბავშვის სახე მიიღო,დათოს გაეცინა და გაზს ოდნავ უშვა ფეხი,სახლიც ახლოს იყო უკვე
-მე აუტანელი არ ვარ,-ჩაილუღლუღა მანქანიდან გადასვლისას და მთელი ძალით მიხურა კარი,ისე,რომ მინები შეზანზარდა,ამაყად აუყვა კიბეებს და კართან დადგა,დათო შორიდან უყურებდა და მის ქედმაღლურ ქცევაზე სიმწრით იცინოდა,სახელურს ხელი ვერ მოკიდა,ტანში დაბურძგლა,-"ვინ იცის რამდენმა შეახო ხელი,-ჩაიდუდღუნა მან,ხელსახოცი ამოიღო და ზარის ღილაკს ოდნავ შეახო,შიგნიდან ფაჩუნის ხმა მოესმა,მალევე წინსაფარიანმა გოგონამ გაუღო კარი
-ანა-მარია,როგორ მიხარია,რომ ჩამოხვედით ქალბატონო
-მეც მიხარია ტასო,-გაუღიმა და შევიდა,წინ კახა გადაეღობა
-როგორ გამახარე,რომ არ მიუკადრისე,-შემოხვია ხელები შვილს
-ეგ მეორედ არ თქვა მამა,ძალიან მომენატრეთ,-მიელაქუცა ისიც
-საღამოს შენს ჩამოსვლას ავღნიშნავთ,ვიცი არ გივარს მაღალ წრეში გამოჩენა მაგრამ ზოგჯერ საჭიროება მოითხოვს
-რადგან ეს ყოველივე ჩემთვის გააკეთეთ,სხვა რა გზაა,-შეიშმუშნა და მამის მკლავებიდან განთავისუფლდა
-დავითმა გზაში,ხომ არ გაგაწვალა
-არა კომფორტულად ვიმგზავრე,-გვერდულად უთხრა და თან ფანჯარაში გაიხედა,მისი დანახვა უნდოდა მაგრამ დათო იქ აღარ იდგა სადაც დატოვა,-ისე უფრო უკეთ,რომ აგეღწერა
-რას უწუნებ?,-გაოცდა კახა
-დათო რატომ აიყვანე,ის სად გაუშვი საბა,მსვენიერი მძღოლი იყო
-რა გინდა ანიკო,რომ დაგირეკე ხომ გაგაფრთხილე სხვა დაგხვდება თქო
-არაფერი რა უნდა მინდოდეს,წავალ დავისვენებ გადავიღალე,-თავი დახარა და ფრატუნით აუყვა კიბეებს
-კიდევ უფრო გაზრდილხარ,გალამაზებულხარ დედა,რომ გხედავდეს იამაყებდა
-მხედავს მა,-პატარა უმანკო ბავშვივით უტხრა და ასვლა გააგრძელა,-საღამომდე
-საღამომდე,-მიუგო მანაც.

ანნა-მარიას ძილით ისარგებლა და დათოსთან გავიდა სასაუბროდ
-რატომღაც ჩემს სვილს თვალში არ მოუხვდი კარგად,ეცადე ფრთხილად იყო
-ვეცდები ბატონო კახა,-გვერდულად გაუღიმა დათომ,-ახლა ხომ აღარაფერი საშიშროება არ ემუქრება,სიწყნარეა
-ამით რისი თქმა გინდა დავით
-წავალ და საღამოს მოვალ,როდესაც სტუმრები მოვლენ და თვალს შემოვავლებ სიტყვაციას,არ მინდა რაიმე გამეპაროს
-კარგი როგორც იტყვი შვილო,ეს შენი საქმეა-თვალი ჩაუკრა მან
თავი დაუკრა დავითმა და მანქანაში მოკალათდა კახა კი ისევ უკან შებრუნდა.
ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც,ბინდი ცამოწვა ირგვლივ,ანნა-მარიას საჭირო ნივთები ოთახში დაუხვდა და არც თუ უკმაყოფილო დარჩენილა,როდესაც გამოეწყო,ხავერდოვნად დაუყვა კიბეებს,როგორც მას სჩვევია,სტუმრები უკვე შეკრებილიყვნენ,შრაშუნობდნენ და ერთმანეთთან ლაყბობით თავს ირთობდნენ,კახას გაეღიმა,როდესაც მისი მშვენიერი ქალიშვილი იხილა,ანნა-მარია აუღელვებლად ათვალიერებდა სტუმრებს,მათ სამოსზე ეღიმებოდა,ყველას როგორ დახვეწილად და გრაციოზულად ეცვა,სიცილად არ ჰყოფნიდა დიდი რაოდენობის სამკაულები,ხელზე მოისვა ხელი,შერცხვა თითქოს მისი სიტიტვლე რადგან ყველას რაღაც სამკაულით ჰქონდა დამშვენებული,კარგახანს ისრესდა,ლავიწის ძვლებს, ყელს სანამ დავითის შეხება არ გამოაფხიზლა
-კარგად ხართ?,-აღელვებული ჰქონდა ხმა,-აქ რატომ შეყოვნდით,-ხელი ძლიერად მოკიდა მკლავზე,ანნა-მარიამ შეუბღვირა და ცივად გააშვებინა,მშვიდი ნაბიჯებით წავიდა წინ და სტუმრებს მიესალმა,დათოს არ ესიამოვნა მისი მოპყრობა და გაბრაზებული გავიდა სახლიდან.
-კარგად ხარ შვილო?,-კითხა კახამაც
-კი მამა,რაიყო ყველამ პირი შეკარით?-ცერებულად გაეღიმა მას
-არა ფერი არ გადევს და ავღელვდი,-დაუმოწმა კახამაც
-არაფერია,-შეუბღვირა ანნამ და ხალხს სთხოვა ყველა სუფრასთან დამსხდარიყო.

-გარეთ რატომ ხარ შემოდი,ხო ყველაფერი რიგზეა?,-დავითი სიგარეტს ეწეოდა და შემოგარენს ათვალიერებდა,როდესაც კახამ შეაჩერა
-კი სიწყნარეა,ალბად გოგამ გადაიფიქრა თქვენი ქალიშვილის მოტაცება
-ჩუმად ანნამ არ გაიგოს,მერე ყველაფერს მიხვდება
-ის არ გიტქვამთ,რატომ არ გინდათ,გაჰყვეს ცოლად,თქვენზე ორმაგად შეძლებულია
-აქ ფული და ძალაუფლება არაფერ შუაშია,ახლა ახსნის დრო არ მაქვს რაც იცი ისიც საკმარისია
-მცველად ვმუშაობ და ახსნა განმარტებას ვითხოვ
-ამ დროისთვის შენ მძღოლი ხარ,ზედმეტი კიტხვები არ გინდა,შენც გაირთულებ ამით საქმეს,ახლა სახლში შევიდეთ,ანნამ არ მინდა ინერვიულოს,სტუმრებთ მარტო დავტოვე,-წარბები შეჭმუხნა და შიგნით შესვლა დააპირა,როდესაც მობრუნდა და თავით ანიშნა შემომყეო,დათოც მორჩილად მიჰყვა უკან.
ანნა-მარიას სახე შეუწუხდა მის დანახვაზე,ვერ აიტანა კაცი,რომელმაც რამდენიმე საათის წინ სახლში მოიყვანა,პირველივე დანახვაზე სიძულვილი და აგრესიის დიდი მარაგი ჩაეწვეთა მის ტანში,გონებასა თუ ტვინში,მისი ყოველი ჩუმი და იდუმალი,ამოუცნობი მოძრაობა აღიზიანებდა,დათო ცივად გადაჰყურებდა სუფრასთან მსხდომთ,წამით მზერა ანნაზე გადაიტანა,ერთხანს აკვირდებოდა მის შეფაკლულ ლოყებს,ბროწეულისფრად მოელვარე ტუჩებს,გონებაც ეშვებოდა სხვაგან მაგრამ,ძალისხმევით ისევ უკან რეალობაში ბრუნდებოდა.
-კაცის მკვლელივით იყურება მამა ჩვენი მძღოლი,-ჩასჩურჩულა ანნამ და ფეხები დააბაკუნა,ლუკმის ღეჭვით შეჰყურებდა და ეგონა მის წინ მკვლელი იდგა,-გავიდეს მაშინებს,-ხრიწინა ხმით უთხრა და დათოს დაუბღვირა
-რას გადაეკიდე ამ დათოს,პატარა ბავშვივით იქცევი უკვე ანნა,25 წლის ხარ რით ვერ გაიზარდე,-გაუწყრა კახაც
-უსულო საგანივით დგას,დაჯდეს მაინც
-არ უნდა და ნუ დააძალებ,-წამომდგარი ანნა შეაკავა კახამ
-არა,-შეეწინააღმდეგა და სუფრიდან წამოდგა.
დათოს წარბები კეფაზე გადაუვიდა მის წინ ანნა,რომ აესვეტა
-დაგვდე მძღოლო პატივი და შემოგვიერთდი,-ცერებულად მიუგო მან
-არ მინდა,თქვენ მიირთვით,-მშვიდად მიუგო დავითმა,ანნა უკმაყოფილო დაბრუნდა სუფრასთან
-ვაღიარებს უსულო საგანი არაა,რადგან ლაპარაკოს ესეიგი სუნთქავს მაგრამ,რომ შია სახეზე ვატყობ,ჩემი ერიდება?,-უცბად ეშმაკს ანგელოზის ფრთები გამოესხა და დათოსთან მიფრიანდაო,ანნა წამიერად შეიცვალა,ამ ანგელოზივით,რაც ალბად ღვინის ბრალი იყო.
ხან უფრთო ანგელოზი ,ხანაც ეშმაკი,ასეთი იყო ანნა-მარია.

ძლივს აჰქონდა თავი კიბეებზე,ფეხებს ვერ იმორჩილებდა,მისი ცოდვით დაიწვა დათო,შუა კიბეზე წამოეწია და ასვლაში მიეხმარა
-ქალს არ შეშვენის ასე გამოთრობა,-მისი ნათქვამი ჩაესმა ანნას და თვალები,რომელთაც ძლივ-ძლიობით ახელდა გაუფართოვდა,არ ესიამოვნა დათოს ნათქვამი,ხელები ზიზღით შეაშვებინა და გზის გაგრძელება დაუხმარებლად გადაწყვიტა მაგრამ,ყველაფერი კრახით დასრულდა,დავითი,რომ არა ალბად ხალიჩის გორგალივით ჩამოგორდებოდა კიბეებზე,ძლიერად დაიჭირა,დაცვის მიზნით,რომ აღარ გაეშვა ხელი ხელში აიყვანა და ისე მიიტანა ოთახამდე,კარი ფეხით შეაღო,შუქიც დიდი წვალებით და ქოშინით აანთო,ოთახი მოათვალიერა,დაზვერა და საწოლზე ფრთხილად დააწვინა,ფეხსაცმელები გახადა და ფეხები აუკეცა,ამის შემდეგ უკვე სრულიად დამშვიდებული გავიდა ოთახიდან,გასვლისას შუქიც ჩაუქრო.

დილით თავი ისე უფეთქავდა ეგონა მიწისძვრა იყო,კრუსუნებდა და საწოლიდან ადგომა ეზარებოდა ჭირივით.
-ანნა-მარია,საუზმეს აქ მოგართმევთ,-მიუგო ოთახის კართან მდგომმა ტასომ
-თუ არ შეწუხდები,თორემ დღეს ადგომის თავი ნამდვილად არ მაქვს,-ამოიკრუსუნა და თვალები მილულა,ტასომაც აღარ დააყოვნა და ოთახიდან გავიდა,კიბეზე ჩადიოდა,როდესაც დათომ შეაჩერა
-ქალბატონი ანნა როგორაა?,-ინტერესიანი თვალები მიაპყრო მას
-ადგომა არ უნდა,თავი უსკდება და მოთქვამს,დამავალა საუზმე ოთახში ავუტანო
-შენ გაამზადე და მე ავუტან,-ტასოს გაოცება აღებეჭდა სახეზე მაგრამ,თავი დაუკრა და დარჩენილი საფეხურებიც ჩაიარა.

ანნამ ფეხების ბაკუნის ხმა გაიგო და ოთახში ტასოს სემოსვლას ელოდებოდა მაგრამ,მის წინ სინით ხელში სულ სხვა პიროვნება დადგა,თვალები აენთო და სახე დაემანჭა
-საუზმობის ყოველგვარი სურვილი დამეკარგა,-იღრინებოდა საწოლიდან
-მინდოდა მომეკითხეთ როგორ იყავით,გუშინ დოზას გადააჭარბეთ
-შენი შეხსენება არ მჭირდება ისედაც ვიცი,რომ ბევრი მომივიდა,-ტუჩები გვერდულად მოიქცია მან,-დამღალა მათმა გაუთავებელმა ლაპარაკმა და ვარჩიე დროზე ადრე გავცლოდი,-შუბლი გაეხსნა და კმაყოფილებით აღიჭურვა
-საუზმობაში ხელს არ შეგიშლით,მე მხოლოდ თქვენი ამბავი მაინტერესებდა,დავდებ და გავალ,-მშვიდად მიუგო დათომ და სინი ტუმბოზე დადო,-დიდხანს არ იწვეთ ჯამრთელობისთვის არაა სასარგებლო,-ბოლოს მაინც თავისი გაიტანა,ანნამ კოპები შეკრა,ცივად ახედა მძღოლს და საუზმეს დახედა
-შეგიძლია გახვიდე,დამღალა შენმა ფილოსოფოსობამ,-შეუღრინა და სინი ფეხებზე დაიდო,დათო არ შეპასუხებია,სახეზე ღიმილ მოფენილი გავიდა ოთახიდან,ანნას კი ათასი ლანძღვა და მყრალი სიტყვები ამოუვიდა პირიდან,როდესაც იგი გავიდა,რომ მოესმინა ალბად გული ხეთქავდა.

შუადღე მოვიდა და საწოლიდან ჯერაც არ ამდგარიყო,დატო კი ელოდა რადგან მნიშვნელოვან საქმეზე უნდა წაეყვანა,გამწყრალი ბურტყუნებდა,-"ეს თავქარიანი ლაწირაკი ვინ მომიჩინა,"-ბრაზდებოდა ანნაზე,რომ აღარა და აღარ ჩამოაღწია ანნამ დაბლა,კახამ ააკითხა
-მძღოლი გელოდება რატომ არ დგები,-მკაცრი ხმა ჰქონდა კახას
-ავდგები,-შეუბღვირა ანნამ და საწოლზე წამოჯდა
-თხუთმეთ წუთში დაბლა იქნები,-უთხრა და კარი ძლიერად გაიხურა,-"რა ყველა ცოფიანი ძაღლივით იღრინება,"-ჩაიბურტყუნა და საწოლინადან წამოხოხდა.
15 წუთში უკვე მანქანასთან იყო,დათომ კმაყოფილი სახით აათვლიერა,საკმოდა ელეგანტურად და მადისაღმძრელად გამოწყობილი ანნა და მანქანის კარი გაუღო.

-სად მივდივართ?,-როდესაც დავითიც მოკალათდა კითხა ანნამ
-მამიდაშენთან მან მოგიწვია,შენი ჩამოსვლა,რომ გაიგო,მომიტევეთ თქვენი ჩამოსვლა,რომ გაიგო მომეზადა რათა სათანადოთ დაგხვედროდათ
-ისევ მაღალი წრე და ქედმაღალი ხალხი,-ჩაიბურტყუნა თავისთვის მაგრამ,დატომ ერთორ სიტყვას მაინც მოკრა ყური
-ვის სიამოვნებს თავისნაირი ნახვა,ისე იქცევით დ არიყავთ ხალხს,თითქოს თქვენ მათნაირი არ იყოთ,ამაყი,ძირს,რომ არ იყურებით რადგან ეს სიმდაბლის მომასწავებელია,ცხვირს,რომ უბზუებთ,თქვენზე დაბლა მდგომს,-ანნას სახე აეწვა
-როგორ ბედავ ჩემთან ასე ლაპარაკს,არაა შენი საქმე მე დაბლა ვიყურებ თუ მაღლა,თუ არ გინდა სამსახური დაკარგო,ენაკ კბილი დააჭირე,-მის ნათქვამზე დავითს გაეღიმა
-რომ იცოდე ვის ელაპარაკები მასეთი ტონით ხმას არ ამოიღებდი,-ყელი მოიღერა მან და ძრავი აამუშავა
-სულ მდაბალ და უჟმურ ადამიანს,-ბუტბუტებდა ანნა და დაბურულ მინებში იჭყიტებოდა,-თუმცა ლამის მამაჩემი ტოლი ხარ და გუნებაც მაგიტომ გაქვს მყრალი
-იცი მაინც რამდენის ვარ?
-კი,-თავი დაუქნია ანნამ,-40,ნუ არ გეტყობა მაგრამ ასე მომახსენეს
-სანდრო წყაროდანაა ეგ ინფორმაცია კი 40 წლის ვარ და ესეც საკმარისი უნდა იყოს,იმისთვის,რომ უფროსთან ზედმეტი არ ისაუბროთ,-მკაცრი სახე მიიღო დათომ და საქარე მინას მიაშტერდა.ანნა გატრუნული იჯდა და დარჩენილი გზა ხმას აღარ იღებდა.

-ჩემი პატარა თოჯინა,-სახე გაბრწყინებული თვალებ ამღვრეული გადაეხვია ლალი ძმიშვილს,-რამხელა გამხდარხარ,ის პატარა თოჯინა აღარ ხარ,აეროპორტში,რომ ვაცილებდით და ცრემლებს ვწმენდდით,-დათოს გაეღიმა ლალის ნათქვამზე
-წარსულის გახსენება არაა საჭირო,-დაიმანჭა ანნა,-ბიძია ხომ სახლშია,-დააყოლა ბოლოს და სახლში შეიჭრა,სავარძელში მოკალათებული მამაკაცი,რომ დაინახა მისკენ წავიდა,იგი წამოდგა და ანნა ძლიერად ჩაეხუტა
-ცეროდენა მოსულა,-თმაზე უსმევდა ხელს
-ბიძიკო მომენატრე,-ამღვრეული თვალები მიანათა ანნამ,-შენ ერთადერთი ადამიანი იყავი ვინც მიგებდა,რჩევებს მაძლევდა შენი დარიგებები დამაკლდა იქ, ჩემო თბილო ბიძიკო
-შენ შემოგევლოს შენი ბიძიკო,საძაგელო აქამდე არ უნდა ჩამოსულიყავი?,-ანნას სახე მოეღუშა
-ვცდილობდი მაგრამ,იქაც იმდენი საქმე იყო,ახლა მამაჩემმა დაიჟინა და მის გამო ჩამოვედი
-კახას სიტყვა ისევ ფასობს,-თქვა ირაკლიმ და ლალის გახედა,სახე გვერძე მოექცია მას,-სანამ სტუმრები მოვლენ,შენთვის მამიდამ ოთახი მოამზადა მიდი შვილო დაისვენე გამოიძინე
-სანდრო სადაა,-კითხა ანნამ და ლალის გახედა
-გასულია საქმეზე მალე მოვა,შენ კი დაისვენე,-თვალი ჩაუკრა ირაკლიმ,-შენს მძღოლსაც გამოვუყოფთ ცალკე ოთახს,ცოდოა მასაც სჭირდება დასვენება
-მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,-ეშმაკურად ახედა ბიძამისს და სარივით დარჭობილ დათოს ააყოლა თვალი.

ოთახთან იდგა,როდესაც კარის ხმა გაიგო,კიბესთან მიცუცნულდა და კარის გაღებას დაელოდა,ირაკლი და ლალი ჯერ კიდევ შესასვლელში იდგნენ
-რა ხდება,აქ რატომ ხართ?,-შემოსულს მათი იქ ყოფნა გაუკვირდა
-სანდრო შვილო სტუმარი გვყავს
-ვინ?,-წარბები აუთამაშდა სანდროს,თითებს ტკაცა-ტკუცი გაჰქონდათ
-შენი ბიძაშვილი ანნა,-უთხრა ირაკლიმ და გაიღიმა,სანდროსაც გაეღიმა და ძალიან გაუხარდა ახალი ამბის ცნობა
-ახლა სადაა?,-გახარებული წავიდა მათკენ
-ისვენებს შვილო,დაღლილია ნამგზავრი,-სიტყვსი დასრულება არ დაცალდა ირაკლის ანნა სანდროს წინ იყო ატუზული და საწყალი თვალებით შეჰყურებდა
-ანუნი,-შემოსძახა და ხელში აიტაცა,-ჩემი ანუნი ცოტა დამძიმებულა,-რდოესაც დასვა ხელები გაავარჯიშა,-ისევ ის პატარა ანუნი წარმოვიდგინე,ეს კიდევ ქალი ყოფილა,-გაეღიმა სანდროს
-სულ 15 წლის ვერ ვიქნები მამიდაშვილო,-დაეჭყანა ანნა,-შენც რამხელა გამხდარხარ,ჩემო დიდო ძამიკო მომენატრე,-და კიდევ ერთხელ შეეფსკვნა სანდროს,მანაც ძლიერად შემოხვია ხელები
-მეც მომენატრე სულელო,რომმა შენი თავი წაგვართვა
-არ წაურთმევია მე აქ ვარ,-კისკისებდა ანნა
-ვიცი გხედავ მაგრამ,ძალიან გაგიტკბა ალბად იქ ყოფნა,აქ ცამოსვლა რას მივაწეროთ?
-ვის სანდრინიო ვის,-წარბები აათამაშა მან და ხელები გადააჯვარედინა,სანდრომ განერვიულებულმა გახედა ლალის და ირაკლის,ანნას შეეშინდა მისი ხასიათის ასეთი ცვალებადობა,-რა მოხდა?,-აღელვებული ხმით ჰკითხა მან
-არაფერი ფერია,წადი შენ მერე ამოვალ და რაღაცას მოგიყვები,-თვალი აუთამაშდა სანდროს,როდესაც იტყუებოდა ყოველთვის მარჯვენა თვალი უთამაშებდა,ეს ერთგვარი რეფლექსი იყო,რიტაც ძალიან უჭირდა რამის დამალვა,ამიტომ ანნას თვალი აარიდა,თავი დაღუნა და მისაღებში შევიდა
ანა კი გაბუსხული,პატარა ბავშვივით აუყვა კიბეს და ოთახის კართან აიტუზა,ვერ გადაწყვიტა შესულიყო თუ არა,სანდროს სახე,რომ ახსენდებოდა შიში იპყრობდა,ოთახში შესვლა ვერ შეძლო,აკანკალდა,გამწარებული დაიწყო ხელებით მკლავების ტანის სრესა და ჩუმად ჩუმად ჩვიდა ისევ კიბეებზე,დათოს ოთახისკენ,ფრთხილი ნაბიჯებით წავიდა და კარი შეაღო.
-რა საყვარელია ეს უჟმური,-გაიფიქრა მან,როდესაც საწოლის თავთან დადგა და პირდაპირ დასცქეროდა მძინარე მძღოლს,რომელსაც ემბრიონის ფორმა ჰქონდა მიღებული და ტკბილად ეძინა.
-აქ რაღაც ხდება,რატომ ჩამომიყვანა მამაჩემმა ასე საჩქაროდ,შენ არ იცი?,-ჩურჩულებდა თავისთვის,კი უნდოდა ახლა დატოს არ სძინებოდა მაგრამ,ასე ახლოს მასთან ვერ მივიდოდა და ვერც ამ კითხვებს დაუსმევდა,ან რატომ იყო მის ოთახში,რა შუაში იყო მძღოლი
-შინაგანი ხმა მეუბნება,რომ შენ რაღაც იცი,ვიცი და მოგიწევს მითხრა
რა გინდა,რომ გითხრათ?,-მძინარემ ამოულუღლუღა,ანნა შეკრთა და ოთახიდან გასვლა დააპირა,როდესაც ხელი დაუჭირა დავითმა და მისკენ შეატრიალა
-აქ რატომ ვართ,არ მომწონს ეს ამბავი,ჩემი ბიძაშვილი აღელვდა ჩემი დანახვისას,არ მოეწონა მამაჩემის გამო,რომ ჩამოვედი ,-თვალები აემღვრა მას,დავითი ეცადა გაეღიმა,რომ ანნას საკუთარი ნათქვამი სისულელე ჰგონებოდა,ახლა იმას ვერ ეტყოდა,რომ მისი მძღოლი კიარა მცველი იყო,აი მისი ჩამოსვლის მიზეზი კი არც მან იცოდა,რატომღაც არასწორ საქციელად თვლიდა კახას ქმედებას,რომში უფრო დაცული არ ეყოლებოდა?,ვიდრე აქ სადაც გოგას ხალხი ნაბიჯ ნაბიჯ დაჰყვებიან და უთვალთვალებენ
-დამშვიდდი არაფერი ხდება,დაღლილი ხარ და გეჩვენება ყველაფერი
-არ მეჩვენება,-ცივად გააშვებინა ხელი და სლუკუნით გავიდა ოთახიდან,დათოც გაჰყვა თან რათა არ უნდოდა აღელვებული და ანერვიულებული ანნა ბიძამისს და სანდროს ენახა.

-რა გატირებს?,-საწოლის კიდესთან იდგა დათო და თავზე უსვამდა ხელს ანნა-მარიას,-ხომ აგიხსენი,რომ არაფერი ხდება,უბრალოდ მოენატრე შენს სანათესაოს და ბატონმა კახამ გადაწყვიტა ისევ საქართველოში დაებრუნებინე
-სუ,გაჩუმდი შენც მათნაირი თვითმარქვია ხარ,ნუ მატყუებ და დაფიცებაც არ გაბედო,რომ მართალს მეუბნები,-ცრემლები შეიშრო მან და საწოლიდან წამოდგა
-არ ვაპირებ დაფიცებას,არც მტკიცებას რაც არის იმას გეუბნები შენ არავითარი საფრთხე არ გემუქრება,შეგიძლია ახლავე წახვიდე უკან თუ ასე გაწუხებს აქ ყოფნა,-თავი ჩაქინდა დავითმა და კიდეს მოსცილდა,-ცრემლები შეიმშრალეთ და დაბლა ჩამოდით გელოდებით,-მკაცრად მიუგო და გასვლა დაააპირა
-როცა მოგეხასიათება თქვენობით მომმართავ და როცა არა შენობით
-მაპატიეთ ქალბატონო,ხანდახან მავიწყდება,რომ ჩემზე მაღლა მდგომს ვესაუბრები,ამით არ მიიჩნიოთ,რომ გამცირებთ არა უბრალოდ,თ_ებით საუბარი რატომღაც ასე პატარა ადამიანთან მიჭირს და მადლობას მოგახსენებთ,თუ ყოველ საუბარზე არ დამაყვედრით როგორ მოგმართავ-თ,- მკაფიოდ წარმოთქვა და ოთახიდან გავიდა,ანნა გაბრაზებული დაჯდა ისევ საწოლის კიდეზე და ხელებში ჩარგო თავი.

მთელი სახლი სტუმრებით გაივსო,მორთულ მოკაზმული ხალხი,აქეთ იქით დაიარებოდა,უხალისოდ ჩაიარა კიბეები,გაიარა შემოსასვლელი და მისაღებში შევიდა,მის დანახვაზე ყველას ღიმილი მოეფინა,მამაკაცებმა თავიც კი დაუკრეს,ანნა-მარია ამაყად წავიდა წინ,თვალებით დათოს ეძებდა,ამ გარემოებაში მხოლოდ ის აღმოჩნდა მისთვის ყველაზე ახლობელი,შიშმა აიტანა,წამიერად გაჩერდა,ვერც ბიძამისს ხედავდა,მკლავზე ძლიერი ხელი იგრძნო და შეკრთა,მთელი სხეული შიშმა მოცვა,მისკენ შებრუნდა და ყველაფერმა გადაიარა,როდესაც ყბა მოქცეული დავითი დაინახა
-რა შეშინებული სახით მიყურებთ?,-შუბლი შეჭმუხნა დავითმა
-სანდრო სადაა?,-აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება,-არც მამიდა ჩანს,არც ბიძა და მამიდაშვილი
-დაწყნარდი,ვერ ხედავ მოდიან,შენ,რომ დაადე თავი და გამოხვედი,ყველა ერთად უნდა ცამოსულიყავით ამიტომ მოხვდი ამ გაუგებრობაში
-ისევ შინაურული მიმართვა,-იღრინებოდა ანნა
-ერთხელ მაინც არ შეგიძლია ასაკის შესაფერისად მოიქცე?,-გაწყრა დათო,-25 წლის ქალი ხარ თუ ბაღი ახლა დაამთავრეთ ბავშვო?,-ანნა საშინლად გამწარდა და კარგა,კოხტად დააბიჯა ქუსლიანი ფეხსაცმელი,დათო დაიამნჭა მაგრამ,არც თუ შესამჩნევად,აიტანა ის ტკივილი რაც ორიოდ წამის წინ ქუსლის შეხებამ მიაყენა
-ზედმეტები მოგდის,-მკაცრად მიუგო დავითმა და გასცილდა,ანნა ისევ დარჩა მარტო სანამ მისიანები კიბეებიდან ჩამოვიდნენ.

-ხომ არ მოიწყინე?,-მიუახლოვდა სანდრო და წელზე მოსვია ხელები
-არა ძამიკო რა მომაწყენდა,აქ იმდენი გასართობი სათამაშოა თანაც მოძრავი და არც თუ ისე შეუხედავი,-სახე დაბრეცილი ესაუბრებოდა ანნა სანდროს და იღიმოდა
-დავითს ვეძებ ხომ არ გინახავს?
-არა,-მხრები აიჩეჩა მან,-წეღან ჩემს უკან იდგა და ახლა სად გაქრა არ ვიცი,რამე მოხდა?,-ცალი წარბი აზიდან მან და ტუჩები დაებრიცა

-არა არაფერი ისე მაინტერესებდა,-ნაალადევად გაუღიმა მან,-მე გავალ შენ ირაკლისთან მიდი,-,როდესაც სანდროც გაეცალა ანნას ცხვირ ჩამოქნილი წავიდა ბიძამისკისკენ და მათ გვერდით დაუდგა.

No comments:

Post a Comment