Sunday, May 4, 2014

გრაცია "3"


-ანნა-მარია,გესმის,?დავითია მოსული სადღაც მიდიხართ,მალე გელოდება კაცი სირცხვილია,-ხმამაღლა მიუგო მან,ანნა საწოლში გაიზმორა,თვალები მოისრისა და ბებოს ახედა
-რა უნდა,სად მივყავარ,-ხრიწინით უთხრა და საწოლში წამოჯდა
-მნიშვნელოვან საქმეზე,ადექი ნუ ალოდინებ,-ეცადა მშვიდი სახე ჰქონოდა
-უჩემოდ მოაგვაროს ეგ მნიშვნელოვანი საქმე,-ბურტყუნით უტხრა მან და საწოლში ჩასრიალდა,საბანი გადაიფარა და ძილი განაგრძო
-ხელია მოსაწერი,ის კი შენმაგიერ ვერ მოაწერს,ადექი,-სულ ტყუილად ყურს არ იბერტყავდა,ლილი დაიღალა და საბანი გადახადა,ანნა-მარიამ სიცივე იგრძნო და საბანს ეძგერა
-მომეცი შემცივდა
-ადექი,-მკაცრად უტრა და საბნითურთ გავიდა ოთახიდან,დათომ,რომ დაინახა გაეღიმა
-რატომ არ დგება?
-გუშინ გვიან დაწვა და ძილი არ ეყო
-ამდენი დრო არ მაქვს,-შემობრუნდა და მისი ოთახისკენ წავიდა,ყოველგვარი რეაქციის გარეშე,ჭირვეული ბავშვი ზურგზე მოიკიდა და სააბაზანოში შეაგდო
-იცოდე სანამ არ დაიბან არ გამოხვალ,-კარი გადაკეტა და დაელოდა,როდს შეწყვეტდა ყვირილს ანნა და წყლის ხმა,რომ გაიგო დამსვიდებული გამოეცალა,ლილი იდგა და იღიმოდა,სულ გადაავიწყდა საბანი,რომ ეკავა,მერეღა მიხვდა დათომ,რომ გამოართვა და ოთახში შეიტანა და კოხტად გადააფარა საწოლს.
-მე დაბლა ვიქნები და ,რომ გამოვა ეცადოს მალე გაემზადოს ყველაფერს გზაში ავუხსნი,ამდენი დრო არ მაქვს,-უთხრა და გარეთ გავარდა,სწრაფად ჩაირბინა კიბეები და მანქანასთან დადგა.
ანნას გაუტკბა აბაზანაში ყოფნა ახლა იქიდან გამოყვანა გაიწელა,თითქოს ჯიბრზე აკეთებდა ამ ყველაფერს,როდესაც ლილიმ შეაწოდა საჭირო ნივთები,გამშრალებას შეუდგა,თან რაღაცას ბურტყუენებდა თან ფენით თმას იშრობდა.
კაბა და ფეხსაცმელი საწოლზე დააწყო ლილიმ გაუთოვებული და ანნა-მარია,რომ გამოვიდა აბაზანიდან სწრაფად გადაიცვა,მქრალად გაიკეთა მაკიაჟი და გასვლა დააპირა,როდესაც გაოგნებული შემობრუნდა
-ბებო,რატომ ჩამაცვით,თეთრი კაბა,რატომ არ მიხსნით რა ხდება,-მოღუშული სახით უთხრა მან
-ნუ აყოვნებ,წადი და ის თავად აგიხსნის,-გაუღიმა ლილიმ და კარისკენ უბიძგა,ანნაც მხრებ ცამოყრილი გავიდა სადარბაზოში და ნარნარით ჩაუყვა კიბეებს.
უყოყმანოდ ჩაჯდა მანქანაში და ღვედი გაიკეთა,მოთმინებაც არღარ ჰყოფნიდა,ცნობისმოყვარეობამ გამოღრნა,ძვალივით,ახედა დახედა დათოს და მერე საკუთარ ფეხებს დააშტერდა,მოუსვენრად ცქმუტავდა,არც ხმას იღებდა უნდოდა დათოს დაეწყო ყველაფერი მაგრამ,დანა პირს არ უხსნიდა,ცდილობდა დაემალა ცნობისმოყვარეობა და არსებულს შეგუებოდა,ხომ ცდილობდა მაგრამ,ამის გაკეთებას დიდი ნებისყოფა სჭირდება
-მე და შენ ჩვენ უნდა გავხდეთ ერთი წლით,-თქვა და საჭეს ძლიერად შემოხვია ხელები,ანნა-მარია შეცბა,ნათქვამი ვერ გადახარშა და გაკვირვებულმა ახედა სახე გაბადრულ დათოს
-რას ქვია ჩვენ,-აღრენილი ხმით მიუგო და ხელები გადააჯვარედინა
-მე და შენ ხელი უნდა მოვაწეროთ და უნდა შევქმნათ ჩვენ,ასეა საჭირო თქვენი უსაფრთხოებისთვის,ხელს მოვაწერთ შემდეგ ვიქორწინებთ მაგრამ,ეს ქორწინება იქნება ვალდებულებების გარეშე,მე შენ არაფერს გაძალებ,ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შენი და შენი ოჯახის საკეთილდღეოდ კეთდება
-და გგონია,რომ გოგა ამით თავს დახრის და ბრძოლის ველიდან გავა?,-წარბები აუთამაშდა ანნა-მარიას,-რადგან ეცოდინება,რომ მე აღარ ვარ თავისუფალი,თანაც ვარ მისი ნახევარ ძმის ცოლი
-არ მგონია დამიჯერე ყველაფერი ისე იქნება როგორც ვამბობ,ცოლის მოვალეობის სესრულებას არავინ გთხოვს,ზოგჯერ შეიძლება თამაში მოგიწიოს,სხვა არაფერი
-რას ქვია თამაში მომიწიოს
-როდესაც ვესტუმრებით ხალხს,ან თუნდაც ქორწილის დღეს,ჟურნალისტები და ძალიან ბევრი ხალხი იქნება და მათთან უნდა ითვალთმაქცო,ასევე მეც,-მტკიცედ წარმოთქვა და ანნას შეხედა
-არასოდეს არავინ მომიტყუებია,ახლა კი საქვეყნოდ გინდა გავერიო შენს ტყუილ სპეკტაკლში სადაც დედოფლის როლი მერგო და მთელს მსოფლიოში ყველაზე აუტანელი და საზიზღარი მეფე უნდა იდგეს ჩემს გვერდით
-რატომ ვერ მიტან,განა რა დავაშავე ამისთანა,-ნაწყენი ხმით მიუგო და სატერფულს აუსვა ფეხი ოდნავ,ანნამ თვალები დააფახუნა,გაირინდა,ხელის გულები ერთმანეთში ჩადო და ფანჯრისკენ შეაბრუნა თავი
-ამის ახსნა არ შემიძლია,უბრალოდ ახსნას ვერ ვუძებნი,საერთოდ რატომ ვზივარ აქ და რატომ მოგყვები
-ახსნა ყველაფერს მოეძებნება შენ ძალიან კარგად იცი აქ რატომაც ზიხარ,შეგიძლია გამაჩერებინო გადახვიდე და ამით დასრულდება ყველაფერი,მე ძალით არ წამომიყვანიხარ,-დაღვრემილი სახით შეხედა მან და მანქანა გააჩერა
-ძალიან სახალისო იქნება შენი ცოლობა,ამ პატარა გოგოსთვის ამიტომ ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ მითუმეტეს თუ ეს თავისუფლებას მომცემს,თანაც მცველის წყალობით,ახლა კი დაძარი მანქანა,-თვალი ჩაუკრა მან და ღვედი შეისწორა,დათოს ნაძალადევად გაეღიმა რადგან ნერვიულობისკან კბილს კბილს ვერ აცელდა.
სწრაფად დატოვეს მანქანა და შენობაში შევიდნენ,იქ უკვე მომზადებული იყო ორი პირი
-ესენი ალბად მეჯვარეები არიან
-დიახ,დაქირავებული მეჯვარეები,-დაუდასტურა დათომ
-ღმერთო რა დავაშავე,არადა ჩემი ხელისმოწერა სულ სხვანაირი წარმომედგინა,ჩემი მეგობრები დამასაფლავებენ ამ ფოტოებს,რომ ნახავენ,დაქირავებული მეჯვარე უნდა მიდგეს გვერდით,დროზე მოხდეს ყველაფერი თორემ ტვინში სისხლი მაწვება და ვგრძნობ დავეცემი
-რა განერვიუელბს,ეს ყველაფერი მოჩვენებითია,მე და შენ ისევ ისეთი ურთიერთობა გვექნება როგორიც ადრე,ამით არაფერი შეიცვლება,შეცვლით ეს მხოლოდ გოგასთვის შეიცვლება,ასე,რომ ნუ ღელავ,-ხელზე შეახო ხელი და ძლიერად მოუჭირა,ანნამ საოცარი სიმხურვალე იგრძნო,უნებლიერად მიეყრნო დავითს და თვალები მილულა,საოცარი სურნელი იგრძნო,გონება დაებინდა
-ანნა კარგად ხარ?,-რეალობაში დათოს ხმამ დააბრუნა,თვალები დააფახუნა და მეჯვარის გვერდით დადგა,დათოც გვერდით დაუდგა და ხელმოწერის პროცედურა დაიწყო.
კალამი რამდენჯერმე გაექცა,რა სჭირდა ვერ ხვდებოდა,დათოც ააღელვა,ხელი ისევ ისე ეკიდა და ძლიერად უჭერდა,როდესაც ხელი მოაწერა და მხრებში გაიმართა დათომ ყურთან ახლოს მიუტანა ტუჩები და უჩურჩულა
-კარგად ხარ?,-ანნამ ხმა ვერ ამოიღო და მხოლოდ თავი დაუქნია,დათომ სწრაფად მოაწერა ხელი და გარეთ გაიყვანა,სუფთა ჰაერმა ცოტა გონება გაუხსნა,მომხდარის გაანალიზებაში დაეხმარა,წინ მეჯვარეები დასხდნენ უკან კი ანნა-მარია და დავითი მოკალათდნენ,ხელის მოწერიდან სახლამდე ეჭირა ანას ხელი დ ასიევ ისე ძლიერად უჭერდა

ლილიმ ამასობაში სუფრა გააწყო და გაბადრული სახით შეეგება ანნა-მარიას და დავითს,ანერვიულდა,როდესაც ანნას წახდენილი სახე დაინახა,რომელიც ისევ ძლიერად ეკავა ხელით დავითს და არ უშვებდა
-შემოდით შვილო დასხედით,დღეს ორივე ტქვენგანისთვის მძიმე დღე იყო და ძალიან საპასუხისმგებლო,-სკამი გამოუწია და ანნა-მარია ჩამოსვა,უხეშად გამოგჯილა ხელი და შუბლზე მიიდო,-წყალი გინდა ბებიკო,-მიუგო თბილად ლილიმ,ის კი გარინდული ფიქრებში იყო წასული და საფეთქლებს ისრესდა თითებით
-შეეშვით,აცადეთ გაიზაროს ყველაფერი,-ჩაერთო დათო,მის გვერდით ჩამოჯდა და თვალებში ჩააშტერდა,-არ გინდა გვითხრა რამე,ნუ გვანერვიულებ,ხელისმოწერაზეც შემაშინე,-ანერვიულებული ხმით თქვა დათომ,ხელები ერთამნეთზე დაიწყო და ანნა-მარიას პასუხს დაელოდა
-წყალი,-ლუღლუღით წარმოთქვა მან და იდაყვით მაგიდის კიდეს დაეყრდნო,დათომ ხელი მოკიდა და ძლიერად შეანჯღრია
-გამაგებინე რა გჭირს,-შუბლიდან ოფლი წურწურით ჩამოუვიდა სახეზე,ხელებიც ოფლიანი ჰქონდა,ლილიმ გაუწოდა წყალი და ერთი ამოსუნთქვით დალია,დათო გაოგნებული შეჰყურებდა,ჯერ არ ენახა ასეთი უმწეო და უსუსრი ანნა-მარია,მუდამ ამაყიდა ძლიერი ქალის როლმა ისიც დაღალა,შეასუსტა კედლები და მათ ნგრევა იწყეს,დავითისკენ გადაიხარა და ცალმხარეს მიეყრდნო
-გთხოვ ოთახამდე წამიყვანე,-ამოიოხრა მან და უფრო ძლიერად მიეკრო მკერდზე,დათომ ხელები მოხვია ხელში აიყვანა და ოთახისკენ წავიდა,როდესაც დააწვინა და გასვლა დააპირა,ხელზე ძლიერი მოჭერა იგრძნო და შეტოკდა
-მაპატიე,ახლა დასვენების მეტი არაფერი მინდა,როცა გავიღვიძებ მერე გავაგრძელოთ საუბარი,-თქვა მან ოდნავ ღია პირით და თვალები ნახევრად დახუჭა,დათომ თავი დაუქნია,-და კიდევ მადლობ,ამას არ ვიმსახურებდი,-ხელი უშვა,იგი საწოლიდან წამოდგა
-როდესაც ცუდად ხარ რატომ ღაღადებ ტყუილებს,არ მჯერა შენი სამსახიობო ნიჭის სემოწმება თუ გინდა,ეს ხალხთან გააკეთე და არა შენს ფიქტრიურ ქმართან,-თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა,ანნა-მარია ბუზღუნით გადაბრუნდა მარცხენა მხარეს,თავქვეშ ამოიდო ხელი და ფართოდ გახელილი თვალებით გაუაზრებლად მიაშტერდა კედელს

"რამდენი სალანძღავი სიტყვა ამოდის ჩემ გონებაში,როგორ მინდა ყველაფერი ერთიანად ამოვანთხიო მის წინაშე მაგრამ,თავს უსუსურად ვგრძნობ,მგნია მის ფეხებთან ჩვიკეცები და არ მეყოფა ძალა რასაც მართლა ვფიქრობ ის მივახალო,მისდამი ზიზღით ვარ განსჭვალული,რომელსაც თან ერთვის სიყვარული,არ მესმის ეს ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავებული გრძნობა რატომ არის ჩემში დათოს მიმართ,რატომ გამოიწვია მახელა ზიზღი,იმედ გაცრუება,სითბო სიყვარული,ტკივილი,რომელსაც ყოველდღე მაყენებს,მისი ყოველი შეხება სხეულზე ხელახალ ნაიარევს მიჩენს,წყეულიმც იყოს ის დღე,როცა მე აქ ჩამოვედი და მას შევხვდი,დიახ ვნანობ,ვნანობ,რომ ვინობ,რომ ჩემი ფიქტირუი ქმარია და კიდევ ბევრი რამ,არ ვიცი ღმერთო ალბად არასწორად ვფიქრობ,ვერც იმას ვუმტკიცებ საკუთარ თავს,რომ ის დამნაშავეა ამ ყველაფერში და ვერც იმას ვხსნი რატომ შემიყვარდა,ალბად მიმსმა უხეშობამ და თავამაღლებულმა ქცევებმა,რომ დამანახა სინამდვილეში ვინ ვარ,გამაღიზიანა და ამან პატარა სიყვარულის ფესვები გამოიღო,რომელიც მინდა დალპეს განა გაღვივდეს და ხედ იქცეს დალპეს და აღარასოდეს გაჩდეს ჩემს გულში."

-დაიძინა?,-სამზარეულოში შესულ დავითს წინ დაუდგა ლილი წყლით ხელში,-დალიე შენც არ გაწყენდა მერე კი ისადილე,მოძლიერდები
-დღეს ქორწილზე მინდოდა საუბარი მაგრამ,მისმა აფერისტულმა ხასიათმა დამიკარგა განწყობა და ახლა მხოლოდ იმის სურვილი მაქვს ყველაფერი მალე დასრულდეს,-მკაცრი ხმით თქვა და წყალი მოსვა
-ჩემს შვილისვილს აფერისტს რატომ უწოდებ?,-წარბები აზიდა ლილიმ და სტაქანი გამოართვა
-არ ვიცი,არ ვარ მისი ნათქვამის სიმტკიცეში დარწმუნებული,არ მჯერა მისი,ნდობა დავკარგე რადგან არც თავად მენდობა,ზიზღის თვალებით მიყურებს,მამის მკვლელი მგონია ჩემი თავი ქალბატონო ლილი,როცა ის მიყურებს,იმხელა სიძულვილი იკითხება მის თვალებში,რომ ვუყურებ მაკანკალებს,თითქოს მე ვიყო 25-ის- ის კი 40-ის,ვერ ვიმორჩილებ ყველანაირად მივუდექი მაგრამ,ის არ ვიცი შეუპოვარია და არასოდეს მაჩვენებს თუ რა სურს სინამდვილეში რას მოელის ჩემგან,ხანდახან მისგან დაცვა მჭირდება,-ლილიმ ხელი მიიტანა ტუჩთან და დათომაც შეწყვიტა საუბარი
-რადენი წლის ხარ?,-ახტკინებული ხმით თქვა და ხელი აიფრიალა სახის წინ,დათოს გაეცინა
-40-ის,რაიყოთ?
-40-ის და ასეთი ახალგაზრდა შეხედულება,29-30 წლისაზე მეტი მართლა არ მეგონე,შვილო შენ კიდევ რამხელა ყოფილხარ,-კისკისით მიუგო ლილიმ
-იმაზეც მწყდება გული,რომ მასზე დიდი ვარ დ ამისთვის შეუფერებელი,არ მინდა ამან ხელი სეუშალოს ჩვენს მოქმედებებს და ასაკობრივი სხვაობით შეგვაწუხონ ჟურნალისტებმა,პრესამ
-ნუ ღელვა შვილო,ახლა ისეთი დროა ასაკს არ ექცევა დიდი მნიშვნელობა,მთავარია ბედნიერი იყოს ადამიანი სხვა ყველაფერი უკვე უბრალოვდება და მეორე პლანზე იწევს,იმედია გაძლებთ ერთი წელი, მაგრამ,განა მაგდენია საჭირო?,-ეშმაკურად ახედა დათოს,მან მზერა მოარიდა და სტვენა სტვენით მივიდა დივნამდე
-კი სჭირდება,-თქვა ხმადაბლა

-მე საერთოდ ვარ გულახდილი ადამიანი და ასევე გულახდილად გეუბნებით,რომ ამ ყველაფერს დრო სჭირდება და მე ყველანაირად ვეცდები გავუძლო მის აუტანელ,ცნობისმოყვარე,ბავშვურ,ამპარტავნულ ხასიათებს მაგრამ,ამასთანავე მეც არანაკლებ მჭირდება კარგი ნერვების პატრონი,რომ ასევე გაუძლოს ჩემს ხასიათს,ანნას მხოლოდ ერთი წელი მოუწევს და ჩემს ნამდვილ ცოლს ემს ერთადერთს მთელი ცხოვრება,ანნას საწუწუნო არაფერი აქვს ჩემს ცოლზე ცოტახანი იქნება აუტანელი კაცის გვერდით,-ცერებულად გაეღიმა დათოს და დივანზე მოკალათდა,ფეხი ფეხზე გადაიდო და ხელები ზედ შემოიწყო
-იმედია ამ ერთი წლის განმავლობაში კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდებდა,თქვენს შორის და სრული იდილია დაისადგურებს,-მიუგო ლილიმაც და გაირინდა
-მე არ ვიღწვი მისი გულის მოსაგებად,არ მაქვს სურვილი ზედმეტად დავუახლოვდე,მხოლოდ დახმარება მსურს და ამის შემდეგ ავორთქლდები,გავქრები მწარე თუ ტკბილი სიზმარივით ან მოგონებასავით წარსულში ჩავიმარხები,კაცმა არ იცის რა მოხდება ქალბატონო ლილი,-გაეღიმა და ოთახის შუაში დადგუმლ მაგიდას დააშტერდა,რომელზეც სქელ ყდიანი წიგნი იდო,-დროის გაყვანის უებარი საშუალებაა,-თქვა და წიგნის ასაღებად გადაწვდა,ლილი კი სამზარეულოში შებრუნდა და განაგრძო კერძის მომზადება.
რამდენიმე წუთიანი შრიალის შემდეგ,თვალების წვა იგრძნო,ნესტის სუნით გაჯერებული,ფარატინა ფურცლებით და მკრთალი ნაწერით თავ მომწონე წიგნი ისევ მაგიდაზე დააბრძანა და დივანს ზურგით მიეყრდნო მოდუნდა და თვალები დახუჭა.
რაღაც ხმაურზე ან ვინმეს საუბარზე,რომელიც გვერდით ოთახშია და მეტნაკლებად გვესმის,ყური რაღაცნაირად იძაბება,თითქოს გვეზრდება,მისაღებში ფრატუნით შემოვიდა ძილბურანში მყოფი ანნა-მარია,თმა აბურდული და ბუს თვალებით მოათვალიერა ყველაფერი,ხმაზე სმენა დაეძაბა დათოს და თვალები გაახილა
-თქვენ გაიღვიძეთ მე ვიძინებ,რა საოცარია,-გაეღიმა და ისევ დახუჭა თვალები,ანნა კი მამის მკვლელი მზერით მისკენ წავიდა და ლოყაზე მწარედ უჩმიტა,პატარა ბავშვივით,რომელიც მამას თამაშს თხოვს და ლოყაზე ჩმეტს,დათომ მაინც გააგრძელა ძილი,რეაქცია არ ჰქონია ანნას ქმედებაზე,ახლა უკვე გატუტუცდა დ ამეორე ლოყაზეც უჩმიტა თანაც უფრო მკვეთრად,რამაც ლოყის აწითლება გამოიწვია
-არ დაიძინო უნდა წავიდე,-ამის თქმაზე,რაღა დააძიენბდა დათოს,ალივით წამოენთო და ანნას გაოცებულმა შეხედა
-რას ქვია უნდა წახვიდე,მე გიცდი,რომ ქორწილზე ვისაუბრებდით შენ კი მიცხადებ მივდივარო,-ცალი წაბი აზიდა და ხელები გადააჯვარედინა
-მეგობრებმა დამპატიჟეს საღამოზე და უნდა წავიდე
-არა რა,განა იტყვის წავიდე'თ,არა ამბობს წავიდე,ვინ გიშვებს,მომწონს უკითხავად,რომ არ მიდიხარ მაგრამ,უჩემოდ ვერსად გაგიშვებ,მითუმეტეს იციან,რომ მე შენი ქმარი ვარ,-შეუბღვირა და ნაწყენი ბავშვივით ზურგი აქცია,ეგონა ანნა მიხვდებოდა შეცდომას
-მხოლოდ მე დამპატიჟეს,-ჩაიბუტბუტა ანნამ,-არ ვაპირებდი თქმას,რადგან ვიცოდი ასეთი შედეგი ექნებოდა,შენ ხომ ხისთავიანი რეგვენი ხარ და არავისი არ გესმის
-შეურაწყობას ნუ მაყენებ,არ დაგავიწყდეს რამხელა მსხვერპლზე წავედი შენი გულისთვის
-მაყვედრი კიდეც,მე არ დამივალებია,მადლობ ბატონო მაგრამ,დახმარება არავის უთხოვია,-ტუჩები წინ გამოწია,ზურგით შებრუნდა და მანაც გაბუსხული ბავსვის სახე მიიღო
-არ წახვალ
-წავალ
-არ წახვალ
-წავალ'თ,-იყვირა მან და ოთახში გავარდა,დათოს ირონიულად ჩაეცინა და ოთახში გაჰყვა
-ესეიგი წავალ'თ,მომწონს შენი გადაწყვეტილება,მე თანახმა ვარ,ოღონდ არ ჩაიცვა გამომწვევად,მოიქეცი ისე,როგორც უნდა იქცეოდეს დანიშნული ქალი,ნუ ქალიშვილი ხართ მაგრამ,მოიქეცით ისე როგორც ქალი,-თავილი ჩაუკრა და დამცინავი მზერა სტყორცა
-ნუ მითანხმები რა გავაკეთო,თორემ ხალხში შეგარცხვენ,ჩავშლი შენს გეგმებს და გაქრება ერთწლიანი თანაცხოვრების გეგმაც,რომელიც ასე ძალიან გინდა,-ირონიულად მიუგო და კაბები გადმოაწყო კარადიდან,-გადი უნდა ჩავიცვა,-შეუბღვირა მან
-არა იყოს დავრჩები
-თუ ასეა მიტრიალდი,-გაბრაზებული ხმით მიუგო და ზედატანის გახდა დაიწყო,დათო კი შეტრიალდა მაგრამ,ამ ოთახში შებრუნებას აზრი არ აქვს,რადგან სარკეების რაოდენობა ადამიანს აძლევს საშუალებას აკრძალული რამ დაინახოს,იდგა სარკესთან და უცქერდა,როგორ ემზადებოდა ანნა-მარია,იმდენი უტიფრობა ეყო,რომ ასე ურცხვად,ფარულად ეყურებინა მისთვის,ალბად იმიტომ,რომ ქმარია,თუმცა არაა ანნა ვალდებული თავისი მოვალეობის შესასრულებლად
-შეგიძლია მოიხედო,-უთხრა ანნამ,დათოს ლოყები შეფაკლული ჰქონდა,გულიც ორმაგად უცემდა,პულსი აჩქარებული ჰქონდა,ლამის მუხლები მოეკვეთა,რომ შებრუნდა,ჩაცმული უკვე ვეღარ აღიქვა,ღრმად ჩაისუნთქა,ჰალსტუხი ოდნავ მოუშვა და გვერდულად გაიღიმა
-გიხდება,-ნაძალადევად წარმოთქვა და ოთახიდან გასვლა დააპირა,-ახლა სახესაც მიხედე,თმას მე დაბლა დაგელოდები,-მიუგო და თვალი ჩაუკრა.

მსვიდად დაუყვა კიბეებს და წამში მანქანასთან იყო,ზუსტად 15 წუთი მოუწია ლოდინი,ანნამ,რომ ჩამოვიდა კარი გაუღო და ჯელტმენურად დააბრძანა,შემდეგ შემოუარა მანქანას და თვითონაც მოთავსდა
-ვიცი,რომ მხედავდი,-კორპუსს ოდნავ გასცდნენ თუ არა,ანნამ წამოაძახა,-გამოგცადე,შენი რეაქცია მაინტერესებდა,გამოიყენებდი თუ არა ამ შანსს მაგრამ,ალბად ვერ მოიხიბლე ჩემი სხეულით და მამაკაცური სურვილები არ მოგაწვა,არც გული აგიჩქარდა და სხეულში შიგნიდან წვა არ გიგვრძნია,-დავითს ყბა ჩამოუვარდა,გაშტერდა,ხმას ვეღარ იღებდა,მასზე ეშმაკი ანნა აღმოჩნდა,ქალი მაცდური,სხვა რა უნდა იფიქროს ანნაზე,შუბლზე ოფლმა დაასხა,სხეული გაეყინა,თითქოს გულიც გაჩერდა
-რა თამაშს თამაშობ,-ხრიწინით მიუგო დავითმა
-თამაშს შენ თამაშობ მე არა,ეს უბრალოდ წახალისება იყო,-ირონიულად ჩაეღიმა და ხელი ოდნავ შეახო მუხლზე,დათო შეკრთა,მისი ხელი ფეხიდან მოიცილა
-ანნა-მარია ნუ მაიძულებთ
-რას?,-უმანკო სახით ახედა და მისკენ გადაიხარა,იგრძნო ის საოცარი და ამაღელვებელი სურნელი,რომელიც ათრობდა,დატოს გული თევზივით აფართხალდა,სიბრაზისგან ლოყები აეწვა
-დაუბრუნდი შენს ადგილს,არ გამაბრაზო თორემ მივბრუნდებით და დარჩები ყველაფრის გარეშე
-შენ ჩემთან გინდა ხომ ასეა,-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები
-გაჩუმდი მეთქი,ნუ აყოლიხარ ეშმაკის ცდუნებას,თორე მიიღებ
-ნუ უარყობ,მე პატარა ვარ შენთან შედარებით მაგრამ,არა ემბრიონი,მე ქალი ვარ და შენ გინდა,რომ შენი ვიყო,ხომ ამიტომ მომიყავნე ცოლად და არა ჩემს გადასარჩენად
-ანნა გაჩუმდი გთხოვ,არ მინდა გული გატკინო,რადგა სათუთი ბუნება გაქვს,დაბრუნდი შენს ადგილზე და ხმა არ ამოიღო,არ იცი მე რას ვგრძნობ,თუ ასე ძალიან გაინტერესებს არ მიზიდავ როგორც ქალი რადგან,პატარა განებივრებული ბავსვი ხარ და რაც მოგესურვება იმას ტლიკინებ,-ცივად მიუგო მან
-მაშ,შეხებისას რატომ შეკრთი,რატომ აგიწითლდა სახე,გული აგიჩქარდა,აკანკალდი,ნუთუ შენს ცივ სხეულში არის ერთი თბილი წერტილი,ნუთუ ცივსისხლიან,უხეშ ადამიანში არის შეგრძნებები,შენს ლოდივით გულს შეუძლია სიყვარული,მე ბევრი კითხვა დამიგროვდა მას მერე რაც შენ გაგიცანი
-ჩემში ნუ ეძებ კარგს,რადგან იგი არ არსებობს და ვერც იარსებებს,-უხეშად მიუგო დათომ,სიმწრისგან ისე ძლიერად უჭერდა ხელებს საჭეს,რომ კანი სულ გადაეხეხა,ცოტაღა აკლდა და მანქანას მოაბრუნებდა და ანნა-მარიას სახლში წააბრძანებდა,ალბად ხელის შემშლელი ფაქტორი გზის გავლილი მანძილი იყო,ანნაც მიხვდა,რომ უხმოდ უნდა მჯდარიყო და გაიტრუნა,ისეთი სახე მიიღო,როდესაც მანქანიდან გადავიდნენ,ეგონებოდათ ძალით წამოიყავნესო,დავითმა ხელკავით მიიყვანა კარამდე,წინ ანნას მეგობარი მეგი მიეგება,საკმაოდ ლამაზი თანაც,ინტერესით ათვალიერებდა დავითი,საოცრად მოიხიბლა მეგით მაგრამ,ცდილობდა არ გამოემჟღავნებინა,ანნა ხვდებოდა რასაც განიცდიდა დათო და ორმაგი სიძულვილი უჯდებოდა სხეულში,მეგი წინ წაუძღვა სტუმრებს და მათთვის განკუთვნილ ადგილებზე დასხა,ორივე დიდ დისკომფორტს გრძნობდა,დათო განსაკუთრებით
-ესენი მართლა შენი მეგობრები არიან?,-დამცინავად მიუგო მან და ცერებულად გაეღიმა,-მხოლოდ მეგიმ გამოიჩინა თავაზიანობა
-აქ მხოლოდ მეგის ვიცნობ,ესენი მისი მეგობრები არიან,-გამწყრალი ხმით მიუგო ანნამ და თავი ჩაღუნა,მეგის ხსენებაზე ლოყები შეეფაკლა და საშინელი ტკივილი იგრძნო,მეგი გაბადრული სახით მიუახლოვდა მათ მაგიდას და დათოს გვერდით ჩამოჯდა,ანნამ ეჭვიანობის ინსტიქტი ვერ დაძლია და დათოს ძლიერად მიეხუტა ამით დაანახა მეგის,რომ ის მისი იყო,დათოს რათქმაუნდა ესიამოვნა ანნას ქმედება,წელზე მოხვია ხელი და ყურში ჩასჩურჩულა
-უკვე დავიწყეთ სპექტაკლი?,-თქვა და ლოყაზე ნაზად აკოცა
-ხელს,ხომ არ გიშლით?,-უთხრა მეგიმ და წამოდგა
-არა იყავი,-თავი გააქნია ანნამ,მეგის უსიტყვოდ დაჯდა და მაგიდას იდაყვით დაეყრდნო,დათომ ღრმად ჩაახველა და სუფრიდან წამოდგა
-თქვენ ისაუბრეთ მე ცოტას გავივლი,დიდი ხანია ერთმანეთი არ გინახავთ ალბად ბევრი სალაპარაკო გექნებათ,-გვერდულად გაუღიმა და წავიდა
-რა საოცარი ქმარი გყავს ანნა-მარია,-ეშმაკურად უციმციმებდა მეგის თვალები,ანნა მასთან მუდამ გულახდილი იყო,ვერც კი იფიქრებდა ოდესმე თუ რამეს დაუმალავდა,ისეთ მნიშვნელოვან თემებზე უსაუბრიათ მაგრამ,ახლა ყველაზე ნაკლებად მეგის უამბობდა ყველაფერს,რადგან მეტოქედ წარმოუდგა,ის ხომ დავითის ხელში ცაგდებას ცდილობს მეგი კი ზედმეტი თავის ტკივილი იყო
-კი მართლაც საოცარია,მასთან თავს ბედნიერად ვგრძნობ,-მთელი ემოციებით,სიხარულით და აღტაცებით თქვა ანნამ
-ასაკი სულ არ ეტყობა,-კისკისიდ მიუგო მან,-ისეთი აღნაგობა აქვს,გამჭოლი მზერა,ამღვრეული მუქი მწვანე თვალები,პირდაპირ გადასარევია
-ბედი მაქვსო მე უნდა ვთქვა,-თვალი ჩაუკრა ანნამ,არასოდეს უფიქრია მეგობრის გამწარებაზე მაგრამ,ახლა ორიენტირებული სწორადაც,რომ ამაზე იყო.
დათო გარეთ გავიდა,შემოგარენი მოათვალიერა,სუფთა ჰაერი ჩაყლაპა და ისევ დაბრუნდა ანნასთან
-ხომ არ მოიწყინე,უჩემოდ?
-არა რა მომაწყენდა,-ნაძალადევად გაუღიმა ანნამ,დესერტის შემდეგ მუსიკა ჩართეს და ყველა წყვილებად ცეკვავდა
-მე ცეკვა არ ვიცი,-გაბუსხული იჯდა ანნა და დატოს გაწვიდლ ხელს არ ართმევდა
-რამდენი ხანი გელოდო მომეცი ხელი და მე გასწავლი ცეკვას,-თვალი ჩაუკრა და წელზე მოხვია ხელი,ააყენა და ცეკვისთვის დათმობილ ადგილზე დადგნენ,მუსიკა ნაზი იყო,წელზე ისევე ეკიდა ხელი,ანნამ ორივე ხელი მის მხარზე ჩამოდო,რამდენიმე მოძრაობა შეასრულეს,შემდეგ ,ცალი ხელი ხელზე მოკიდა დათომ ,ცალი ისევ მის მხარზე ედო ანნას,მეორე ხელი კი ისევ წელზე ერტყა,მუსკია დასრულდა მაგრამ,მათ ვერც გაიგეს ისევ გააგრძელეს ცეკვა,მოწყდენ რეალობას და სადღაც უდაბურ სამყაროში გადაინაცვლეს სადაც,მარტო ის ორნი იყვნენ,ანნამ მკერდზე დაადო თავი და თვალები მილულა,მეგის გაეცინა და სხვა მუსიკა ჩაურთო რადგან მიხვდა ისინი კიდევ კარგახანი იქნებოდნენ ასე.

-მაპატიე,-ძლივს გამოერკვნენ დაუბრუნდნენ რეალობას,-იმდენად სასიამოვნოა ჩემს ცოლთან ერთად ცეკვა,რომ ირგვლივ ყველაფერი მავიწყდება,-თან ანნას გადახედა,სიმწრისგან ტუჩებს იკვნეტდა
-არაუშავს მერე რა მოხდა,-გაუღიმა მეგიმ,ისევ სუფრას მიუსხდნენ და განაგრძეს მირთმევა,სასმელს სასმელზე ცლიდნენ,ანნამ როდესაც გემო გაუგო სტაქანს ტუჩს ვერ სწყვეტდა,სულ მისკენ იწევდა.
-დათო წავიდეთ რა,-წუწუნით უთხრა და კისერზე ჩამოეკიდა,თვალებს ვეღარ ახელდა,უკვე გვიანი იყო,დათოც შეზარხოშებული იყო და ნამდვილად არ ჰქონდა მისი თრევის თავი,როგორღაც მიიტანა ჯერ საკუთარი ტანი მერე გვერდით ანნას ჩამკიდებული გალეშილი სხეული
-ლოთი ხარ,სერიოზული დახმარება გჭირდება,-როდესაც მანქანაში ცასხდნენ ტუჩზე მიადო თითი დათომ,-ამდენი არ უნდა დაგველია,მგონი მარტო ჩვენ დავლიეთ,-ჩაეცინა და თავი საჭეზე დადო,ანნამ თავი ვერ შეიკავა და ზედ დააწვა
-არ უნდა დამეძინოს თორემ აქედან ვერ გავალთ,-თავი ააწევინა,მერე თავადაც გასწორდა,თვალები ფართოდ გაახილა და მანქანა დაძრა
-ასე მთვრალებს ჯარიმას აგვკიდებენ დავრჩენილიყავით მეგისთან,-ბუტყუნით მიუგო ანნამ
-სუუ,გაჩუმდი,მე არასოდეს არავინ მაჩერებს,-ამაყად მიუგო დათომ და სიჩქარეს უმატა.
-ყველაზე დიდი მატყუარა ხარ ვინც კი ოდესმე შემხვედრია,-ცალი წარბი აზიდა ანნამ და გვერდულად გახედა დავითს
-რატომ?,-გაკვირვენულმა შეხედა მან
-არ იყო საჭირო მეგისთან სპეკტაკლის თამაში,შეგეძლო ყველაფერი აგეხსნა და ახლა მასთან იქნებოდი
-რაებს ბოდიალობ შენ,-შეუღრინა დათომ
-ნუთუ მართლა მასე იყო,რაღაც მეეჭვება,უბრალოდ სიტყვაციიდან გამოსაძვრომად საკუთარი ცოლი აირჩიე
-მიკიბ-მობკიბულ საუბარს ვერ ვიტან,შენ თუ იმას გულისხმობ რაც ცეკვის მერე მეგის ვუთხარი,კი სწორად მიხვდი გამოვძვერი,რადგან სხვა ვერაფერი მოვიფიქრე,ეს კი ძალიან დამაჯერებელი იყო
-ანუ სიმართლე არაა,-საქარე მინას დააშტერდა,ხელები ერთმანეთსი გადახლართა და ყელში მოწოლილი ბურთულა ძლივს გადაყლაპა
-არა რათქმაუნდა,-ირონიულად გაეცინა დათოს,-ბავშვთან ცეკვა რა სასიამოვნო უნდა იყოს
-რეგვენი,ავადმყოფი ხარ,ვერ გიტან,ეს კარგად დაიმახსოვრე,მეზიზღები როგორც შავი ჭირი
-ნუ იწყევლები რა დედაბერივით,ახალგაზრდა ხარ ცხოვრება წინ გაქვს რაღა ამ ბებერს გადაეკიდე,ჩემს გეგმებში არ შედიოდა შენი შეყვარება და არც არასდროს შევა
-მოვკვდები და შენისთანას არ შევიყვარებ,-სისინით მიუგო და მუშტები შეკრა
-ჩიტივით თავისუფალი ხარ,არაფერს გიკრძალავ ჩემთან ერთად,-ჩაეღიმა და თმაზე გადაისვა ხელი
-ერთი თვეც,რომ გავძლო შენნაირ ცხოველთან მადლობა თქვი,-გაბრაზებული ხმით თქვა ანნამ
-არავინ არაფერს გაძალებთ გოგონავ,როცა გინდათ წადით,სრულებით არ მედარდებით
-თავის კოვლა მინდა,აღარ მინდა ამ დამპალ ქვეყანაში ცხოვრება,ყველა ადამიანს ნესტის სუნი,რომ აქვს,აღარ მინდა ბოღმით,შურით აღსავსე თვალების ყურება,მომაკვდავი და გაუბედურებული სხეულების ცქერა,მე დავიღალე ცხოვრებით,-ამოილუღლუღა და სავარძელზე გადაწვა
-შენ რა სულ გააფრინე,როგორ ფიქრობ მაგაზე ჯერ პირზე რძე არ შეგშრობია,ცხვორებას მეგონა ვარდისფერი სათვალით ხედავდი,რადგან სულ პატარა ბავშვივით იქცევი,მუდამ კარგ გუნებაზე ხარ,ასე უცებ რამ შეგცვალა,აღარ იფიქრო მაგ სისულელეზე,-ანერვიულებული უყვიროდა დავითი ანნას,სახეზე ფერი აღარ ედო,ხელის გულებიც დაუსველდა,-ღმერთის საწყენს ნუ ამბობ
-შენ რა განერვიულებს,ხომ არ გადარდებს რა მომივა
-რადგან არ მადარდებ ეს იმას არ ნიშნავს,რომ სიკვდილისთვის მემეტები,მეორედ ამ თემას შეეხები და ჩემი ხელით მოგკლავ,-დაუბღვირა და მანქანა გააჩერა,-მოვედით,-ღრმად ცაისუნთქა და მანქანიდან გადაიდა.

-მოხვედით?,-ნერვიულობამ წამში გადაუარა ლილის,როდესაც ისინი დაინახა,დათო უკვე ფხიზელი იყო,ანნა კი თავს აკონწიალებდა და ცალი ხელით დავითზე იყო ჩამოკიდული კუნძივით
-დიდი თავის ტკივილია,თქვენი შვილიშვილი,ქალბატონო ლილი,დიდი რაოდენობით სასმელს სვამს მერე კი ტანს ვეღარ ერვა და მე მიხდება მისი თრევა,არ ვწუწუნებ უბრალოდ მეშინია მერე ვინ უნდა ათრიოს,-ეშმაკურად გაეღიმა და ანნა საწოლზე დააწვინა,საწყლად კრუსუნებდა და შუბლს ისრესდა
-არ გახვიდე აქ დაწექი,-დუდრუნებდა თავისთვის,დატომ კარი მიხურა და ტანსაცმლიანად მიუწვა გვერდით,ისე,რომ არ შეხებია,მასთან ასე ახლოს ყოფილიყო და ვერაფერი გაეკეთებინა,შეხება მთლად გააფრენინებდა,გულ აჩქარებული იწვა,მთვრალი ანნას გვერდით და დაძინებას ცდილობდა,როდესაც ანნა გადმობრუნდა და ხელი მის გულზე დადო,გულისცემაც ორმაგად აჩრადა,გაუაზრებლად მისტრებოდა ჭერს და ვეღარაფერზე ახდენდა კონცენტრაციას,უბრალოდ იწვა,ანნა კი მისკენ უფრო ახლოს იწევდა,ბოლოს მთლიანად მიკრობილი იყო,ახლა უკვე თავი დაადო მკერდზე და გემრიელად თვლემდა,საწყალ კაცს კი მოსვენება არ ჰქონდა მთელი ღამე,ვერც ინძრეოდა,რომ მას არ გაღვიძებოდა,თორემ მერე ვეღარაფერი შეაკავებდა,მის ნახევრად დაფარულ მკერდს,რომ ხედავდა სუნთქვა ეკვროდა,მკერდი,რომელიც მას ეყრდნობოდა,ხელი წელზე ძლიერად შემოხვია და თავისკენ მიიზიდა,ნაზად აკოცა შუბლზე და ისევ გაუშვა


დილით სანამ ანას გაეღვიძებოდა,მანამდე ადგა დავითი,წყალი გადაივლო,გამოცოცხლდა,ისევ ძველებურ ფორმას დაუბრუნა,ანნას შიშველი სხეული თვალწინ ეგდა და მხოლოდ ეს უღრღნიდა გულს,ყველაფერს სპეციალურად უკეთებს,რომ დავითს თავი შეაყვაროს,მას უკვე უყვარს.
დავითმა არ იცის,რომ ანაასაც უყვარს და არც ანამ იცის დავითსაც იგივე გრძნობა,რომ აქვს და ერთმანეთის იმდონემდე მიყვანას ახდენენ,სანამ თავს არ შეაყვარებენ,არადა მათ უკვე უყვართ ერთმანეთი თანაც გაგიჟებით მაგრამ,არ იციან,მთელი არსებით,ასეთი სიყვარული ძალიან იშვიათი გახდა ამ დროში.შხაპის შემდეგ ისაუზმა და ისე წავიდა ლილისთვის არაფერი დაუბარებია,ანნამ,რომ გაიღვიძა,თავი ვერ აწია ბალიშიდან,იმდენად ტკიოდა
-ბეე,-გასძახა ოთახიდან და შუბლზე მიიდო ხელი,ლილი დაფეთებული შევარდა საძინებელ ოთახში
-რაო ბებიკო,როგორ ხარ?,-საწოლზე ჩამოჯდა და ნაოჭიანი ხელი ხელზე დაადო
-მიყვარხარ ბე,-ამღვრეული თვალები მიანათა,-შენს ნაოჭებს ვფიცავ,გულით მიყვარხარ,-მეორე ხელი ზემოდან დაადო ანნამ,-რა თბილი ხარ,მე კი თანდათან ვცივდები,-ამოილუღლუღა და თავი გადააბრუნა
-ნუ მიედ-მოედები ახლა,მეც მიყვარხარ ბებო შემოგევლოს და ვერც კი წარმომიდგენია,ჩემი შვილიშვილი,რომ არ მიყვარდეს,ჩემი პატარა ანგელოზი ხარ,-მიანათა მანაც ამღვრეული თვალები
-ბებო უსუსური ვარ,არ შემიძლია საკუთარი თავი დავიცვა,ნახე რა დღეში ვარ,რამდენი დავლიე გუშინ,ყველაფერში მას ვადანაშაულებ და გონია,რომ მძულს,არადა მიყვარს
-ვიცი,ვიცი,-ეშმაკურად ჩაეღიმა ლილის და თვალი ჩაუკრა
-რა იცი
-,რომ დავითი გიყვარს,მე შენ მასზე უკეთ გიცნობ,ვხვდები,როდის რას გრძნობ რა გინდა,ეს თვალებში გეტყობა,ალბად ის შენს თვალებს არ დაკვირებია კარგად,თორემ ყველაფერს ამოიკითხავდა,მართალია,როცა ამბობს ჯერ პატარა ხარ,არ უნდა,რომ დაიტანჯო,ტკივილი მოგაყენოს
-მაგრამ,ყველაფერი პირიქით ხდება,-ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე,-გაუთლელი ხეპრეა,-ცრემლი მოიწმინდა,-ქედმაღალია,გულღრძო,ცივი,არაფერი ადარდებს გარდა საკუთარი თავისა,ეგოისტია
-მე კი სხვაგვარად ვფიქრობ,-ცერებულად გაეღიმა ლილის,-სურულიად სხვა ადამიანია,შენ კი სრულიად სხვა წარმოგიდგენია,ეგოისტი,რომ იყოს,შენს დახმარებას არ გადაწყვეტდა,ან თუნდაც გულღრძო,ის თავისებურია,როგორც შენ ასევე მასაც დიდი ტკივილი აქვს გულში,თვალები მუდამ ამღვრეული აქვს,ყველაფერს გულგრილად უყურებს,შეიძლება გარეგნულად ვერც კი შეატყო მაგრამ,მასაც ისევე სჭირდება დაცვა და გვერდში დგომა როგორც შენ,მას რაღაც აწუხებს და ეს წუხილი აუცილებლად უნდა გაგანდოს,შენ კი შენს დარდს გაუზიარებ,მერე იქნებ უკეთ გაუგოთ ერთმანეთს,-გაუღიმა და საწოლიდან წამოდგა
-ალბად მართალი ხარ,მე კი მის გადაყვარებას ვცდილობდი მაგრამ,ვერაფრით მოვახერხე,მეცინება კიდეც ასე უეცრად როგორ შემიყვარდა

-წავალ,მაღაზიიდან ბორჯომს ამოგიტან,-უთხრა და ოთახიდან გავიდა,ანნა კი გვერდულად დაწვა და ძილი გააგრძელა.

No comments:

Post a Comment