Sunday, May 4, 2014

აღიარება "9"


როგორც იქნა მიაღწია ლილიმ სახლამდე და ჩანჩალით აუყვა კიბეებს,შიომ სადარბაზომდე მიაცილა და სანამ არ გაიგო ლილი სახლში შევიდა მანამ არ მოცილებია კორპუსს,აივანზე გამოვიდა და იქიდან გადასძახა შიოს
-წადი-და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა,შიოც დამშვიდებული წაბაჯბაჯდა სახლში,მეორე დილით საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა,აღარ იცოდა რა დაელია ნაბეღლავიც არ შველიდა,ბოლოს ლილის დაურეკა 
-ჩემო წამალო რას შვები დღეს ხომ გცალია,წავიდეთ სადმე ლამაზ ადგილას,ცოტა განტვირთვა არ გვაწყენდა,ბატონ დავითსაც ვთხოვე და ერთი კვირით შვებულება მომცა
-ბატონ დავითთან მუშაობ?-გაოცება ვერ დამალა ლილიმ
-ხო მამაჩემის ბავშვობის მეგობარია და სამსახური დამაწყებინა თავის ოფისში
-მშვენიერია,კარგი მეც არაფერი არ მაქ ისეთი აქ საქმე და წავიდეთ ზღვაზე
-ახლა ბათუმი არ თქვა თორემ 
-ბათუმში-და სიცილი აუტყდა
-რა ბათუმი კაი ჰა მაგას მირჩევნია სოფელში წავიდეთ-ლილიმ სიცილი შეწყვიტა და თანხმობის ნიშნად თავი დააქნია ისე თითქოს შიო დაინახავდა-დუმილი თანხმობის ნიშანია
-ხო წავიდეთ მაშ,
-კარგი გადაწყვეტილია სოფელში მივდივართ ფინა ბებოსთან

***
-ბებო რამდენი ხანია არ მინახავხარ როგორ მომენატრე-გახარებულ ფინას გადაეხვია ლილი 
-მეც მომენატეთ ბებო გენაცვალოს,აბა რა ხდება რა ამბები ჩამომიტანეთ რაცხა წყვილად ხართ და რამეს ხომ არ აპირებთ?-ეშმაკურად ჩაიცინა ფინამ და შიოს თვალი ჩაუკრა,ერთმანეთს გადახედეს,შენ უთხარი,არა შენ უთხარი მუნჯურად თვალებით ეკამათებოდნენ ერთმანეთს ბოლოს ლილიმ გადაწყვიტა ახალი ამბის თქმა
-ბებო მე და შიო შეყვარებულები ვართ?
-რას ქვია შეყვარებულები რავა არ უნდა დაინიშნოთ?-გაკვირვებული იყო ფინა,ლილიმ დაამსვიდა ხნიერი ქალბატონი და ახსნას შეუდგა
-ყველაფერს დრო გვიჩვენებს ჯერ ასე იქნება მერე დავინიშენბით,ვიქორწინებთ და ვიქნებით ერთი მთლიანი ოჯახი,-ფინამ ვეღარაფერი უთხრა მის ერთადერთ შვილიშვილს,გარდა იმისა,რომ ორივე გადაკოცნა კიდევ ერთხელ მიულოცა და სახლში შეიპატიჟა,სოფლის ნობათით აივსო ისევ სუფრა უწინდელივით და მოჰყვენ აქაურ-იქაური ამბების თქრობას,მათ საუბარში გვერდითა მეზობელიც ჩაერთო,ჟუჟუნა,შიოს და ლილის ამბის გამგონეს სახტად დარჩა თვალები მოულოდნელობისგან ვეღარაფერი მოიფიქრა,ფინამ საკუთარი გამოხდილი არაყი გამოიტანა და ახალგაზრდები დალოცა,კარგად,რომ შეზარხოშდენ,შიომ სახლში წასვლა დააპირა
-ხვალ გადმოგივლი ცხოვრება კაი?არ მინდა სოფელი ავალაპარაკო,აბა შენ იცი ჭკვიანად და სმა აღარ გააგრძელო არ გამილოთო ფინა იცოდე-სიცილით უთხრა ფინას შიომ 
-არა,არა ამას შემოევლოს ბებო რა გავალოთო არა გრცხვენია?წაი ახლა სახლში გათენდება მეორე დღეც,ერთხელ მაინც,ხომ უნდა მოგენატროთ თავები ასეც არ შეიძლება,ხომ გაგიგიათ სიყვარული უფრო მტკიცდება როდესაც ხშირად ვერ ნახულობენ ერთმანეთს,მონატრებაც უნდა იგრძნოს ადამიანმა,მასე თვალებში მაზოლები ამოგივათ-მოკლედ ძლიას გააგდეს შიო და სახლის მილაგებას შეუდგნენ,შემდეგ ლილიმ ძაღლთან ერთად ითამაშა ეზოში და გადაწყვიტა ჩუმად გაპარულიყო შიოს სანახავად,გულმა მაინც ვერ მოუთმინა,წყალი გადაივლო და ჩუმად დაიძრა შიოს სახლისკენ,რომ მიუახლოვდა შიო ეზოში ბოდიალობდა და ბოლთას სცემდა,ხან ცაში იყურებოდა,ხან ხეზე ჩიტებს მისჩერებოდა,ვერც შეამჩნია ისე მიეპარა ლილი უკან და მაგრად ჩაეკონა,ისე,რომ სუნთქვა გაუძნელდა
-აქ რა გინდა ფინამ რა გვითხრა,-ლილიმ თავი მოისაწყლა,ხელები გაშალა და უფრო ძლიერად ჩაეხუტა საყვარელ მამაკაცს,თავი მკერდზე დაადო 
-რა ვქნა ვერ ვძლებ უშენოდ,თუ გინდა წავალ-ხმაში მოწყენა შეეტყო,ხელები უშვა და უხაკ დახევა სცადა,როცა შიომ წელზე მოხვია ხელი მთელი ძალით მიიკრა სხეულზე
-მოიცა სად წახვალ,დარჩი,მეც მომენატრე უშენოდ წამითაც ვეღარ ვძლებ რა გვეშველება სიცოცხლე?-ჩაიცინა და ცხვირზე წაეთამაშა
-არც არაფერი,ხოდა ამიტომ სულ ერთად უნდა ვიყოთ
-სულ ერთად,-გაიმეორა შიომაც და ბაგეებს დაეწაფა
-უნდა წავიდე-ამოილუღლუღა მის მკერდზე დაკვესებულმამართალია შიოსთან განშორება გაუჭირდა მაგრამ,ეს სამუდამო ხომ არ იყო,კიდევ ერთხელ აკოცა შიომ და ისე გაუშვა,შინ მისულ ლილის ფინა ჩაძინებული დახვდა დივანზე,ეცადა ფრთხილად გადაედგა ნაბიჯი მაგრამ,ახლა აკრაწუნდა იატაკი,ახლა მოუნდა ძაღლს ყეფა,მოკლედ ჩუმად შესვლის მაგიერ მთელი ხმაურით და აჟიოტაჟით შევიდა და ამან ფინა დაფეთბული წამოახტუნა დივნიდან
-რა მოხდა?სად იყავი?ძაღლს რა დაეტაკა
-არაფერი ბებო დამშვიდდი,მეც მაგიტომ გავედი გარეთ ყეფა,რომ ატეხა მეგონა ქურდები შემოვიდნენ-მოიმიზეზა უცებ ლილიმ
-რაის ქურდები აქ რა უნდათ მაგენს,კაი თუ ქალი ხარ უჰ გამისკდა გული,
-წყალი გინდა?-დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით შეეკითხა ლილი
-კი თორემ გავფშიკავ ფეხებს
-მაგას ნუ ამბობ ახლა,აქ რატომ დაიძინე საწოლი არ გაქ?წყალს მოგიტან და მერე წავიდეთ დავიძინოთ
-ხო,ხო-დაეთანხმა ფინა

No comments:

Post a Comment