Sunday, May 4, 2014

აღიარება "3"


-აქა მშვიდობა,-მიუგო მამაკაცმა და გადაეხვია
-მიცანი?-კითხა გაკვირვებული ხმით ლილიმ და მონატრებულ მეგობარს მაგრად მოეხვია
-აბა რა,სულ არ შეცვლილხარ
-შენ ოდნავ,-ამის თქმაზე ორივეს გაეცინა
-აქ რა ქარმა გადმოგაგდო?
-თავად?
-დასავლეთის-გაუღიმა ხელი მხარზე გადახვია და ასე გაუყვნენ სახლისკენ მიმავალ გზას
-როგორ მოიფიქრე აქ ჩამობრძანება?
-მომენატრა აქაურობა და ჩამოვედი,თბილისში ყოფნაც მოსაბეზრებელი გახდა უკვე
-ხო ეგრე ვარ მეც ბათუმში,ყველას უკვირს აქ როგორ იწყენო,მაგრამ ვიწყენ,ყოველდღე წყალს და ქათამივით შეტრუსულ ხალხს ვეღარ გაუძელი და აქეთ გამოვწიე,მიხარია შენც,რომ ჩამოხვედი,აქ თუ მოვახერხებ შენს ნახვას,თორემ ისე არ კადრულობ ბათუმში ჩამოსვლას
-ერთი ამ უნამუსოს დამიხედეთ-ჩაიკისკისა ლილიმ და მხარზე ოდნავ წამოარტყა ხელი,-თავად თუ მობრძანდები ხოლმე თბილისში,ჰა სხვას,რომ საყვედურობ
-მე ვიყავი თბილისში მაგრამ,ისეთი დაკავებული ბრძანდებოდით მდივანმა არ შემომიშვა-ჩაიცინა ოდნავ ნაწყენმა და ხელები მუხლებზე შემოიწყო
-როგორ თუ არ შემოგიშვა-გაკვირვებული შეაცქერდა ლილი
-როგორ და ასე,მივედი შენს ოფისში და მდივანს ვთხოვე:-ქალბატონო ნატალი მინდა ქალბატონ ლილისთან შემიშვათ თქო,მან კი უარი განმიცხადა დაკვაბულიაო
-ეგ როდის?-მეოცე საუკუნეში?
-არა სამი თვის უკან,კარგი რაც იყო იყო ახლა,ჩემს წინ ზიხარ და საკმაოდ მახარებს ეს ფაქტი,-კიდევ ერთხელ მოეხვია,მონატრებულ მეგობარს და კარგახანს არ უშვებდა,სანამ ლილიმ არ ამოგიმინა,
-კაი გამიშვი,დავიხრჩვი -და შიომაც შეუშვა ხელი
მისაღებში ნამცხვრებით სავსე სინით მოაბიჯებდა მოხუცი ფინა და ეშმაკურად უცქერდა მოჭუკჭუკე ახალგაზრდებს,გაახსენდა ერთ დროს თავადაც ასე იყო წამოსკუპებული სავარძელში და დიდი ხნის უნახავ მეგობარს ებაასებოდა.
-სოფელში,ჭორები დაიარება შიოს ცოლი მოყავსო,-წარმოთქვა მოშორებით მდგარმა და სინი ლილის გაუწოდა,თუმცა ისე დაიბნა კარგახანს გაწოდებული ჰქონდა ფინას, ყბა ჩამოვარდნილი და იმედგაცრუებული დარჩა მისი ნათქვამით,გონს მოსულმა მოხუცს,ბოდიშები უხადა და სინი გამოართვა
-ნაწილობრივ მართალია-და ლილის უკმაყოფილო სახეს მიაცქერდა-რაიყო არ გიხარია?-კითხა ოდნავ დაღონებული ხმით და ყბა დაუხურა
-არა,როგორ არა მიხარია,-დაბნეულობისგან სიტყვებს ვეღარ აბამდა-უბრალოდ აქამდე რატომ არ მითხარი,პირველი მე უნდა გამეგო,შე უნამუსო
-ხო რავი,ვეღარ მოვახერხე თქმა,თუმცა უმნიშვნელოა
-რა არი ბიჭო უმნიშვნელო,ჩემი ერთადერთი მეგობარი,რომ ქორწინდება ეგაა უმნიშვნელო?-გაუწყრა ლილი და გაბრაზებულმა ზურგი აქცია
-კარგი ხო ვიხუმრე,-მეგობრის გულის მოლბობას ეცადა შიო
-როდის უნდა გამაცნო?
-ახლა თბილისშია,რაღაც საქმეზე და,რომ ჩამოვა აუცილებლად გაგაცნობ,
-მოიცა აქ აპირებს ჩამოსვლას?აქვე ჩაგეკითხებით
-მე ვარ აქ დ მა სად წავა?,-კითხა გაკვირვებულმა და ფეხზე წამოდგა
-მიდიხარ?
-არა ფეხი ამტკივდა და ცოტა გავშალე,-მიუგო სიცილით და კარისკენ წავიდა,-კაი წავედი და,როცა ჩამოვა გადმოგივლით
-კარგი,იცოდე არ დამაღალატო ერთი ვნახოთ რავარი გოგოა
-კაი გოგოა-უთხრა და შუბლზე აკოცა,-აბა ჰე ხვალამდე,ცნობისთვის ხვალ მოდის და მოემზადე,-გვერდულად გაიცინა და კარი გაიხურა,ლილი დატოვა გაოგნებული და ახალი ამბით გახარებული,
?შიო?:მაღალი,საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი,მუქი ზღვისფერი თვალები და საოცრად ლამაზი პირისახე,ერთადერთი ვინც მასთან მეგობრობა შეძლო ლილი იყო რადგან სოფელში ყველა გოგოს უყვარდა ან მოსწონდა და მასთან ახლოს ყოფნას ვერ ბედავდნენ,ამაზე შიო და ლილი ბევრს ხალისობდნენ ხოლმე,ჯერ კიდევ ოცდახუთი წლისაა,მშვიდი და გაწონასწორებულია,მუდამ კარგ ხასიათზეა და სასაიმოვნო მოსაუბრეა,ლილის შურდა კიდეც იმ ქალის,ამისთანა ბედში,რომ ჩავარდა,ამის ფუფუნება ვინ მისცა.ფინას მიეხმარა სახლის საქმეებში,ამასობაში ღამის თორმეტი საათი მოვიდა და დაღლილ დაქანცული გაუყვა საძინებლისკენ.
დილით მშვენიერი ამინდი იყო,მზე ანათებდა,ეზოში კი ენა გადმოგდებული ძაღლი დარბოდა,ლილი ფანჯრიდან უცქერდა,მშვენიერებას და მთქნარებით კვდებოდა,ფანჯარას მოშორდა,ტანისამოსი ჩაიცვა და კიბეებს ჩაუყვა,იქვე შეჩერდა,დივანზე ზურგ შექცევით მჯდარი ქალი და მამაკაცი,რომ შეამჩნია,ფინა მასთან მივიდა და ყურში უჩურჩულა
-შიო და მისი საცოლე აქ არიან,-ლილის გაუკვირდა ამ დილა ადრიანად აქ რამ მოიყვანათო,ფინამ კი სიცილით მიუგო-უკვე პირველი საათი იწურება,-ლილიმ გვერდით ჩაუარა და იქვე სავარძელში მოკალათდა,ერთმანეთი გააცნო შიომ და ისევ განაგრძეს ყავის სმა,ლილი კარგახანს მიაცქერდა თამუნას,თითქოს სადღაც ყავდა ნანახი მაგრა,სად ვერ იხსენებდა,რატომღაც ამპარტავანი და ქედმაღალი მოეჩვენა,შიო კი ისე შესციცინებდა
ატყობდა ,რომ თამუნა ძალიან უყვარდა,თუმცა თავად თამუნას თვალებში სულ ხვა რამ იკითხებოდა,რამაც დიდად არ გაახარა,და ააღელვა კიდევაც ლილი.ცოტახანი ისაუბრეს,შემდეგ თამუნამ თავის ტკივილი მოიმიზეზა და შიო იძულებული გახდა შინ წაეყვანა,ლილი საშინლად ეჭვიანობდა თამუნაზე,გრძნობდა მეგობრას კარგავდა თუმცა ამას მას ვერ ეტყოდა,არ სურდა შიოსთვის გულის ტკენა ამიტომ დუმილი არჩია,გულ დაწყვეტილი მიყვა სახლის საქმეს,ბლის კრეფას და ძაღლთან თამაშს,შემდეგ შემოგარენის დათვალირება მოისურვა და,რომ გამოეწყო სასეირნოდ გავიდა,სახლს,რომ გასცდა,იქვე ხის მორზე წამომჯდარ მოხუცს მიესალმა
-რავა დაკოხტავებულა,გიორგის ქალიშვილი,შეხედე შენ-,მოხუცის ნათქვამზე ლილის გაეღიმა
-როგორ ბრძანდებით,ჟუჟუნა ბებო?
-მე რა მოსაკითხი ვარ,შენ მითხარი ახლა როგორ ხარ?ასე ცალად როდემდის უნდა დაიარებოდე,დრო მიდის არავის არ ელოდება,უნდა იყოჩაღო შვილო,ოჯახი ყველაზე კარგია,განსაკუთრებით დედობა
-მე კარგად ვარ,რაც შეეხება ჩემს ცალად ყოფნას,სულაც არ ვდარდობ ჟუჟუნა ბებო,რა საჭიროა ოჯახი და ზედმეტი პრობლემები
-მომესმა თუ მართლა შენ თქვი მაგი,რავა,არ აპირებ გათხოვებას?შინაბერა გინდა იყო?ტიტუ,გადამრევს ეს ახალგაზრდები-ხელები წაიშინა თავში
-ეგ არ მიგულისხმია,უბრალოდ ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი რომელთანაც ცხოვრების დარჩენილი წლების გატარება მსურს
-რამდენი წლის ხარ ახლა?
-ოცდაოთხის,-მიუგო და ალმაცერად გაუღიმა
-არ ხარ შვილო პატარა,მოუჩქარე ცოტა,ფინა ამხელა შვილიშვილს მოესწორა და შვილთაშვილსაც,რომ მოესწროს არ იქნება ურიგო,იფიქრე მოხუცის სიტყვებზე,მერე სანანებელი არ გაგიხდეს,იცოდე შემდეგ ჩამოსვლაზე მეორე ცალიც უნდა გამაცნო-ჩაიხითხითა ჟუჟუნა ბებომ და ხელი ხელზე დაადო
-აუცილებლად,-უთხრა ლილიმ და ხის მორიდან წამოდგა,-ილო პაპა მომიკითხეთ
მიუგო და ისევ გაუყვა სოფლის გზას,იქვე ნაძვნარშიც შევიდა და სიარულის დროს შენიშნა,ვიღაც მამაკაცი და ქალი ერთმანეთს ეკინკლავებოდნენ,ქალი ეცნო,ორი წუთის წინ მის სახლში,კოხტად მოკალათებული თამუნა,ხოლო მამაკაცი ზურგით იდგა და გაუძნელდა მისი ცნობა,წყვილს აერიდა და იქვე ბუჩქებში მიიმალა,იქიდან ადევნებდა თვალყურს მოვლენების განვითარებას,ბოღმა ახრჩობდა,სურვილი გაუჩნდა თამუნა ეცემა,შიო არ იმსახურებდა ამისთანა ქალს,-ფუი შენი,მიმიფურთხებია შენი ქალობისთვის-ჩაიდუდღუნა და უფრო ახლოს სცადა მისვლა,თუმცა უკნიდან ვიღაცამ წაავლო ხელი
-ჩუმად,უფროსებს არ უსწავლიათ,რომ სხვისი საუბრის მოსმენა უზრდელობაა?-მიუგო შარვალ კოსტუმში გამოწყობილმა მამაკაცმა და მისკენ შეაბრუნა,საკმაოდ ძლიერი მკლავბიდან ლილი თავს ვერ ინთავისუფლებდა
-გამიშვი,იდიოტო,მანდილოსანთან მოქცევა არ უსწავლებიათ შენთვის?-შეუღრინა ლილიმ და ხელიდან დაუსხლტა ბუმბერაზ მამაკაცს,ასე მაგრად ცხოვრებაში არ ურბენია,გული ამოხეთქვას ჰქონდა,ვერაფერი გაეგო,რა საქმეში იყო თამუნა,რა ხდებოდა საერთოდ მის გარშემო,კანკალმა აიტანა,-შიო,შიო,-გაიძახოდა და მისი სახლისკენ მიიწევდა,ეთქვა თუ გაჩუმებულიყო,თუმცა მაინც თქმა არჩაი,შიოს,რომ რამე დამართნოდა მერე საკუთარ თავს ვერ აპატიებდა,რომ არ გააფრთხილა ვისთანაც იჭერდა საქმეს,შიო გულ გახეთქილს ეზოში მიეგება,ღიმილიანი სახე მალევე შეეცვალა,ოდნავ აღელვებაც დაეტყო ნამტირალევი და აკანკალებული ლილი,რომ დაინახა
-კი მაგრამ,რა მოხდა,რა მოგივიდა?-კითხა განცვიფრებულმა და გულში ჩაიკრა,ლილი კარგახანს ხმას ვერ იღებდა,უკან დახევა სცადა,მაგრამ თვალწინ გაურბინა წეღანდელმა ნანახმა და შიოსთვის ამბის მოსაყოლად გაემზადა
-თამუნას კარგად იცნობ?-მისმა კითხვამ შიო შეაცბუნა
-რათქმაუნდა,რომ არ ვიცნობდე ცოლად არ მოვიყვანდი
-არც მოიყვან,-ეს ისე გამოთქვა თხოვნა კი არა მოთხოვნას გავდა
-რას ქვია არც მოიყვან,მე ის მიყვარს
-სამაგიეროდ მას არ უყვარხარ
-რეებს,მიედ მოედები?-განრისხდა შიო
-თუნდაც ჩემთან ამდენ წლიანი მეგობრობა გაწყვიტო,მე მაინც გეტყვი იმას რაც ნაძვნარში დავინახე,არ გავჩუმდე და მაგ ვიღაც თამუნას ვაზღვევინებ
-კი მაგრამ არ გინდა ახმისნა,უფრო გარკვევით?ვერაფერი გავიგე
-გარეთ გამოვედი სასეირნოდ და ნაძვებში გადავწყვიტე შესვლა,იქ კი თამუნა ვიღაც კაცს ეკამათებოდა,მე კი ერთმა ბუმბერაზმა შემამჩნია და დამიჭირა,თუმცა გამოქცევა მოვახერხე,თამუნას უნდა უფრთხილდე,არ გეხუმრები არაა ეგ ნორმალური
-მგონი შენ არ ხარ ნორმალური,ჩემს საცოლეზე ასეთი რამ როგორ მოიგონე,არ გრცხვენია?ასე გაღიზიანებს მეგობრის ბედნიერება?
-მაგას როგორ მკადრებ,ძალიანაც მიხარია უფრო სწორად მიხაროდა,სანამ ფარდა აეხდებოდა ყველაფერს,თუ ჩემი არ გჯერა,მითხარი სადაა ახლა შენი ანგელოზი ქალბატონი?-შიო ერთხანს დუმდა
-არ ვიცი,-მიუგო აღელვებული ხმით,-მაგრამ შენი მაინც არ მჯერა
-იმიტომ,რომ დაბრმავებული ხარ,ასეთი რა გაგიკეთა იმ ქალმა,რომ ბავშობის მეგობრასაც კი აღარ მიჯერებ,-გაგულისდა ლილი,ზურგი აქცია და ჭიშკრისკენ გაეშურა,თუმცა გზაში წამოეწია შიო
-გთხოვ არ ინერვიულო მე კარგად ვარ,და რაც ნახე ყველაფერი დაივიწყე
-ვეღარ გცნობ,-უთხრა ლილიმ და მისი ხელი მხარდინა მოიცილა,თვალები აუწყლიანდა და თავ დახრილი გაუყვა გზას,შიო ერთ ხანს დადუმებული იდგა,ნაბიჯს ვეღარ დგამდა თითქოს მიწაზე მიეწებაო.
ლილი ეცადა ჩუმად შეპარულიყო სახლში,რომ ფინა ბებოს ნამტირალევი და გაუბედურებული არ ენახა,თუმცა შიგ კარებში შეეფეთა და გული კინაღამ გაუხეთქა
-რა მოგივიდა ბებიკო?-შეეკითხა აკანკალებულ შვილიშვილს და შესასვლელი გზა დაუთმო
-არაფერი რა უნდა მომხდარიყო,-მიუგო კიბეებთან მისულმა ისე,რომ არც კი შეუხედავს
-მოდი აქ,-დაუყვავა ფინამ,ცხოვრებაში პირველად,რა გაეწტობოდა ლილი მასთან მილასლასდა და თავ ჩაღუნული დუდღუებდა
-ხო რაიყო?
-თავი აწიე და თვალებში ჩამხედე,ხომ იცი მე ვერაფერს გამომაპარებ,რატომ გინდოდა ჩუმად შემოსვლა ისე,რომ მე არ გამეგო,თვალს რატომ მარიდებ
-დაღლილი ვარ და თავის აწევა მეზარება
-უყურე შენ,მატყუებს ვითომ თავის მოკლე ჭკუით,აი, შენ მომატყუებ ამ ხნის ქალს?აბა ჰა გისმენ თავი აწიე,თვალი თვალში გამიყარე და მოყევი რა მოხდა თვარა მე ვიყო ფინა თუ მთელი სოფელი არ შევძრა
-კარგი ხო კარგი,-უკვე ტიროდა ლილი
-შენ მოგიკვდა ბებო რა მოხდა ამისთანა,ნუ ტირი ახლა,თვარა მეც ქე ამატირე,შენ მოისპე,წამო დავსხდეთ,და მოყევი რა მოხდა,სად მოხდა,-დივანზე ჩამოსხდნენ,ლილიმ ფინას კალთაში ჩარგო თავი და ამბის მოყოლა დაიწყო
-ტიტუ რატომ ვარ ცოცხალი,ეგია კარგი გოგო?აი,რა დღე მოელის მაგენმა ხო არ იციან დამაცადონ,სულ კუდით ქვას ვასროლინებ ასეთ დღეში,რომ ჩააგდეს ჩემი ბაღანა,შენ არ იდარდო,იდარდოს შიომ,ცხონებული მამამისი საფლავში ტრიალებს,ღმერთო შენ უშველე და გაუნათე გონება ყველას,-ასეთს პირველად ხედავდა ლილი,სახეზე ოდნავ ღიმილიც კი ეპარებოდა გურული მოხუცის საუბარზე,კარგახანია გურული კილო არ მოესმინა მის ყურებს
-კარგი ბებო დამშვიდდი,სამწუხაროა,რომ მარტო შენ გჯერა ჩემი
-მოიცა,რაო რა თქვი?ვის არ ჯერა შენი
-შიოს
-ნუ გადამრიე ახლა სუ მთლად,რაიო რატო არ მჯერაო
-იგონებ რაღაცებს და ჩემი ბედნიერება არ გიხარიაო
-რაცხა,დიდობაში მთლა არევია მაგ საწყალს ტვინი,მე მოვუყვები და თუ არ დაიჯერებს რა ვუყო,ჩვენ გაფრთხილებული გვეყოლება და კისერს,რომ მოიმტვრევს მერე მოვა და ბოდიშებს მოგიხდის,რომ არ დაგიჯერა
-კარგი ბებო,არ ჯერა ნუ ჯერა,ყავდეს თავისი უნაკლო ცოლი მე უკვე აღარ მადარდებს,ახლა წავალ დავწვები საშინლად ვარ დაღლილი-უთხრა ძლივ ძლიობით ლილიმ და ოთახისკენ წავიდა,როცა სახლში შიო შემოვარდა ღრიალით
-ლილი,ლილი,მიშველე მოკლეს,გესმის მოკლეს,-ლილი გაფითრდა მთელ ტანში სიცივემ დაუარა,თითქოს სუსხიან ამინდში მდგარიყო გარეთ,აკანკალდა,შიოსკენ გაიქცა და ძლიერად ჩაეხუტა,ორივე აქვითინდა,შიოს ფეხებში ძალა გამოეცალა და ჩაიკეცა,ლილიც თან გაიყოლა,ორივე მუხლიჩოქა იყვნენ ერთმანეთს მიკრულები
-დამშვიდდი გთხოვ
-როგორ დავმშვიდდე მითხარი,ის აღარაა გესმის,მოკლეს ჩემი ცხოვრება მოკლეს ახლა რა უნდა ვქნა
-გთხოვ მშვიდად,ასე ვერაფერს ვიზამთ,რა მოხდა მითხარი მე,რომ წამოვედი
-სადაც შენ იყავი იქ მივედი და.....-ხმა გაუწყდა და თავი ხელებში ჩარგო,-და ის იქ......
-კარგი დაწყნარდი,ვწუხვარ,ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად გამოვიძიებთ ჩემი იმედი გქონდეს,ახლა კი წამოდი დავსხდეთ და მშვიდად დავილაპარაკოთ,-როგორღაც წამოაყენა მასზე ბევრად დიდი ტანის მამაკაცი და მისაღებში მდგარ დივანზე წამოაწვინა,ფინა გაშეშებული იდგა ხმას არ იღებდა,უცქერდა სასოწარკვეთილ შიოს და ლილის და გული საშინლად ტკიოდა.

No comments:

Post a Comment