Sunday, May 4, 2014

ჭადრაკის დაფა


ზოგის
ცხოვრება თეთრია,ზოგის შავი ჭადრაკის დაფასავით,ერთი მცდარი სვლა და ფიგურას დაკარგავ,ამ შემთხვევაში პაიკს,თამაშშ ხომ პირველი ის იწყებს,ასეა ცხოვრებაშიც თუ გაგიმართლებს და ეს ნაბიჯი წარმატებულად იქნება გადადგმული ხომ კაი და თუ არა,ერთი კიბით უკან დაიწევ,ჭადრაკში კი ერთი ფიგურით ნაკლები გეყოლება თუმცა ამ თამაშში ხომ მთავარი მეფეა და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი პაიკი ან ლაზიერი მოაკლდება სათამაშო არენას და ამ ცხოვრებაში კი მთავარი რწმენაა,რაც არ უნდა გასაჭირში ვიყოთ უფალი ყოველთვის გვერდში ამოგვიდგება.-რამდენიმე გვერდი კიდევ გადაფურცლა ალექსმა და საიმისო,რომ ვერ ნახა ისევ დახურა,მოწყენილი დივანში ჩაეშვა და თავი ხელებში ჩარგო
-
მწერალი და ასეთი სულელური აზრებით?-ჩაიცინა და წიგნს გადახედა,-ჭადრაკის დაფა,რას არ მოიგონებს ხალხი,ცხოვრებას,რომ ჭადრაკის თამაშშს შეადარებ,-ლოყები დაბერა და შტვენა-შტვენით გავიდა სამზარეულოში,მაგიდაზე წიგნი შენიშნა,თავი გადაატრიალა და ბუზღუნით მივიდა წიგნთან-აქაც შენ?-ჩაეცინა და წიგნს დაავლო ხელი,ყდაზე ოქროსფერი ასოებით მიწერილი სახელი და გვარი ამოიკითხა ოდნავ ხმამაღლა- ალექსანდრე ახალკაცი,-წიგნი ისე გადაათვალიერა თითქოს პირვლად ხედავდა,იქვე თაროზე სხვა წიგნებს მიუდო გვერდით და ფლახუნით გავიდა სამზარეულოდან,რამდენიმე ხანში ტელეფონი აწკრიალდა
-
გისმენთ?-თქვა მკაცრად,ტელეფონში ნაზი ხმა გაისმა
-
ბატონო ალექს დიდი ბოდიშით,რომ გაწუხებთ-წარმოთქვა მორიდებით
-
არაუშავს ლანა გისმენ რა ხდება?-ხმაში გაბრაზება,რომ არ შეტყობოდა სიცილი დააყოლა
-
თქვენთან ჟურნალისტია მოსული,უფრო სწორად აქაა მოსული და თქვენ  გკითხულობთ,უნდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ წიგნის შესახებ
-
უთხარი,რომ ახლა ვისვენებ?-გაბრაზებულმა ჩაჰყვირა ყურმილში,ლანამ ტელეფონი ყურიდან მოიცილა და გაბრაზებულმა დაკიდა,ამაზე უფრო გამწარდა ალექსი
-
თავხედი-ჩაიდუდღუნა კოპებ შეკრულმა.
ლანა ანერვიულდა მიხვდა ცუდად გამოუვიდა ტელეფონის გათიშვა თუმცა ის ყოველთვის ვერ აიტანს უფროსის უხასიათობას,თანაც მუდმივს,ძლივს გადაადგა ნაბიჯი ჟურნალისტთან მისასვლელად,რომელიც დივანში იყო მოკალათებული და წიგნს ფურცლავდა
-
იცით,-აზრები გაეფანტა საწყალს,-ბატონი ალექსი ვერ მოვა დღეს-ძლივს ამოილუღლუღა ლანამ და ხელი მარაოსავით აიქნია,ჟურნალისთი მშვიდად წამოდგა ლანასთან მივიდა და ნაღვლიანი თვალები მიანათა
-
ძალიან მჭირდება,დღეს,რომ არ ჩავწერო ინტერვიუ სამსახურს დავკარგავ,გთხოვთ დამეხმარეთ-თავი მოისაწყლა,რაზეც ლანას გული აუჩუყდა,თუმცა რას გააწყობდა იმხელა იღრიალა ალექსმა ტელეფონში,რომ ხელმეორედ ამის განმეორება არ ღირდა
-
მაპატიეთ ქალბატონო მაგრამ,მან კატეგორიული უარი განმიცხადა-წარმოთქვა აკანკალებული ხმით
-
ასეთი ვინაა,რომ მასზე საუბრისას გაკანკალებთ-ირონია გაურია სიტყვებში
-
თქვენ მას არ იცნობთ
-
ხოდა გავიცნობ,მისი მისამართი მომეცით გთხოვთ,-ძლივს დაწერა ფურცელზე ალექსის მისამართი და ჟურნალისტშ გაუწოდა
-
არ გირჩევთ მასთან მაღალი ტონით საუბარს,ეცადეთ ბევრი არაფერი კითხოთ,წიგნი ჭირივით ეზიზღება ამიტომ,თემას ცოტა გადაუხვიეთ,რომ დაითრგუნოს ჯერ ისე მყრალი ხასიათი სულ უფრო აუმყრალდება-ბოლოს იტყვებზე ოდნავ გაეღიმა
-
ნუ ღელავთ თავს გავართმევ,წარმატებები მისურვე
-
წარმატებებს გისურვებთ
ნეტავ ვის აჩვენებდა გულის სიღრმეში მასაც ძალიან ეშინოდა,პირველ რიგში სამსახურის დაკარგვის,ნინა ფეხების კანკალით აუყვა კიბეებს და კარზე რამდენჯელმე ჩამოჰკრა ზარი,ალექსი ბუზღუნით წამოდგა დივნიდან და შემოსასვლელთან მილასლასდა
-
ვინ არის?-ისე ხმადაბლა მოუვიდა თვითონ ძლივს გაიგო და ხელმეორედ გაიმეორა-ვინ არის?
-
ჟურნალისტი ნინა ნაკაშიძე გახლავართ,-ამის გაგონებაზე თვალები დააბრიალა ალექსმა,-ოხ ეს ჟურნალისტები-ჩაიდუდღუნა გაბრაზებულმა და კარი გააღო,ნინა გაბადრული სახით იდგა და თვალებში შეჰყურებდა,სიბრაზე მორეულ ალექსს
-
შეიძლება?-მიუგო თავისუფლად
-
კი მობრძანდით-უთხრა უხეშად და გზა დაუთმო,ნინა მისაღებში შეკუსკუსდა და დაუკითხავად დასკუპდა დივანზე,ალექსი ცდილობდა არ შემჩნეოდა სიბრაზე,თუმცა ცუდად გამოსდიოდა
-
ინებებთ რამეს?
-
არა გმადლობთ,სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ და წავალ
-
მადლობა ღმერთს-თქვა ვითომ თავისთვის თუმცა ნინამ ყური მოჰკრა და ცოტა არ იყოს არ ესიამოვნა მასპინძლის ასეთი უპატივცემულობა
-
რა თქვით,მე მითხარით რამე?-წარმოთქვა ხმა ოდნავ გაბზარულმა
-
არა,ეს ისე ჩემთვის ვთქვი,მოდი საქმეზე გადავიდეთ ამდენი დრო არ მაქვს,-ხმა გაუმკაცრდა ალექსს
-
კარგით,პირველ რიგში რატომ გადაწყვიტეთ ამ წიგნის დაწერა?-კითხვა რომელსაც ყველაზე მეტად ვერ იტანდა ალექსი,ერთხანს დუმდა,თვალები კედელს მიაბჯინა,შემდეგ ძლივს გადმოსცდა რამდენიმე სიტყვა
-
ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს
-
ხომ მაგრამ ყველა მწერალს აქვს პასუხი -თქვა ცინიკურად ნინამ
-
სულ არ მადარდებს სხვა მწერლებს აქვთ თუ არ აქვთ,მე არ შემიძლია ამ კითხვაზე გიპასუხოთ,ასე,რომ შემდეგზე გადადით თუ შეიძლება-ნინამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და შემდეგ კითხვას დააშტერდა
-
თქვენი აზრით ცხოვრება მართლა ჰგავს ჭადრაკის თამაშს?
-
რაღაც მხრივ გავს რაღაც მხრივ არა,თუ დავფიქრედბით მივხვდებით,რომ ცხოვრება არის შავ თეთრი,შავი შეიძლება ასე განიმარტოს,“უბედური“,თეთრი კი,“ბედნიერი“,ზოგის ცხოვრება შავ ფერშია ზოგის თეთრში,ანუ ბევრს არ ხვდა წილად იცხოვროსბედნიერადმაგალითად,მე, ჩემი ცხოვრება შავია მე სიშავის მეტს ვერაფერს ვხედავ,ერთფეროვნება,ეს იგივე სიშავეა ჩემს გარშემო,ცისარტყელა არ ჩანს,როემლშიც შემიძლია სხვა ფერებიც დავინახო,სხვანაირად ვერც განვმარტავ ამ წიგნის აზრს,მართალია ცხოვრება თამაშს არ უნდა შევადარო თუმცა ერთი მხირ თვით ცხოვრებაც თამაშია,ან სულაც სპექტაკლი,რომელშიც მეც მაქვს რაღაც როლი,მაპატიე თემას გადავუხვიე,აი ეს იყო,კიდევ გაქვს შეკითხვა?-ნინა ხმას ვეღარ იღებდა,ასეთი რამ ცხოვრებაში არ მოესმინათ მის ყურებს,მოხიბლული დარჩა ავტორის გონებით,წიგნი რამდენჯელმე გადაიკითხა მაგრამ,ბოლომდე ვერ ჩაწვდა მის აზრსს,თუმცა ალექსის მონაყოლის შემდეგ მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა
-
მე მეეჭვება თქვენი ცხოვრება შავ ფერებში იყოს
-
თქვენ არაფერი იცით ჩემზე,უბრალო წიგნით და ჩემთან ინტერვიუებით ვერაფერს გაიგებთ-მიუგო თავ დახრილმა
-
კარგით მე შეკითხვა აღარ მაქვს,ვგონებ ყველაფერი სიღრმისეულად ახსენით და ჩემს მომდევნო კითხვებსაც გაეცით შეკითხვის დაუსმელად პასუხი,გმადობთ-თქვა მორიდებულად და დივნიდან წამოდგა,ალექსს სიბრაზემ ცოტა გადაუარა და ესეც საკმარისი იყო ნინას ტავაზიანად გასტუმრებისთვის და შემდეგ ყველაფრის დალეწვისთვის.
როდესაც ირგვლილვ სამარისებული სიჩუმე სუფევდა ალექსი ჩვეულ გავიდა სასეირნოდ, ქალაქს ეძინა,ის მშვიდად წყნარად მიუყვებოდა ტროტუარს ფიქრებში გართული,-ნუთუ ცხოვრებას არასოდეს მიეცემა აზრი,მაშ რატომ გავჩნდი?,რომ მერქვას უაზრო მწერალი,არავინ იცის რა მოხდა წარსულში გარდა შენი ღმერთო,არ ვიცი შეიძლება თუ არა შენობით,რომ გელაპარაკები,მე არ მინდოდა მისი სიკვდილი მართლა არ მინდოდა ღმერთო,ეს ტკივილი სულ თან მზდევს,ვერაფრით ვაღწევ თავს,მითუფრო როცა მახსენდება ერთ სხეულში მეორე სხეულიც,რომ სახლობდა ამაზე მეტად ვიშლები მაგრამ,რა გავაკეთო რაც მოხდა იმის შეცვლა არ შემიძლია,ჯერ არ გამოჩენილა ადამიანი და ალბათ არც გამოჩნდება ვინც ამ ტკივილის გადალახვასი დამეხმარება,შეეგუება ცემს უხასიათობას,თანაც მუდმივს,ალბათ სიკვდილამდე ასე ვიქნები,ყვეასთვის მიუღებელი,უჟმური მწერალი,რომელმაც არ იცის რას წერს და საერთოდ რას მოელის ცხოვრებისგან,ადამიანი სხვის ტკივილს ვერ გაიგებს თუ თავად არ აქვს გამოცდილი იგივე მაგრამ,არავის ვუსურვებ ამის გამოცდას,ეს ყველაზე დიდი ტკივილია და ცხოვრებაში უზარმაზარ შავ ლაქას აჩენს,რომლის გაქრობასაც მთელი დარჩენილი ცხოვრება მოუნდება,
ქვიშის საათი-ანუ სიცოხლის დასაწყისიდან დასასრულამდე,ან პირიქით დასასრულიდან დასაწყისამდე,სივკდილი დასასრული კი არა არამედ დასაწყისია,ხოლო მის იქით აღარაფერი,გამოდის უსასრულობაში ვიქნები,ნებისყოფა,რომ მქონოდა ახლა დაუსრულებელში ვიქნებოდი,მათთან და თავს აღარ დავიტანჯავდი,ცხოვრებაც ძალიან უცნაურადაა მოწყობილი სად რა გამოხტება კაცმა არ იცის,ვის რა ტკივილს მიაყენებს.
,
ბევრისგან მსმენია ბედი არსებობსო,თუმცა ბედის რა ვთქვა მე მხოლოდ უფლის მჯერა,ბედს კი შენთვითონ ადგენ,არავის დაუწერია შენი ბედი ცაში დაბადებისას და არ მიუკრია ტვინზე,ის  შენ უნდა შექმნა,არა არ უნდა შექმნა თუ კი, აზრები ამერია უკვე,ფიქრებიც კი არ მაქვს  ნორმალური და მე რა წიგნი უნდა დავწერო მაგრამ,არც ულუკმა-პუროდ დარჩენა მსურს,მერე მართლა გამძვრება სული,ჩემდა გასაკვირად ყველამ აიტაცა,“ჭადრაკის დაფადა  მომდევნო სულელურ ნაწარმოებს ელოდებიან რომელიც კაცმა არ იცის როდის იქნება რადგან მუზამ ჩემოდნები ჩაალაგა და პარიზში წავიდა,არ ვაპირებ იქ ჩავაკითხო მოწყინდება და ჩამოვა,აქა-იქ იუმორიც არ გვაწყენდა,ვინმე,რომ მისმენდეს გააფრენდა ამხელა ლექცია თავის თავს წაუკითხაო,თუმცა ლექცია ყოველ ღამეა და დიდად არ მანაღვლებს,არავის აქვს უდარდელი ცხორება,ნუ შეიძლება ათასში ერთხელ აენთოთ ვარსკვლავები მაგრამ,არა უსასრულოდ,აი მე კი არასოდეს,მხოლოდ შავი წერტილი რომელიც ყოველდღე იზრდება,ძალიან სენტიმენტალური და უაზროა ჩემი ცხოვრება,დრამატულიც.-კარგახანს იბოდიალა ბნელ ქუჩებში,ღამის სამი საათი იყო სახლამდე,რომ მიაღწია,კარზე მიეყრდნო და თვალები დახუჭა,კარგა ხანს დაჰყო ასე,შემდეგ თვალების ფშვნეტით შევიდა სახლში
-
მოვედი,ჩემო დიდებულო და დაუღწეველო სამფლობელოვ,როგორ ვერ ვიტან აქაურობას,შემოვედი თუ არა ვიგრძენი სული შემეხუთა,იქნებ ჩემი უბედურებაც ამ სახლთანაა კავშირში,სახლი და უბედურება მეგობრობენ,რა საინტერესოა,-ჩაიცნა და სამზარეულოში წყლის დასალევად გავიდა,მხოლოდ ახლაღა შეამჩნია შორიდან მისაღებში მაგიდაზე პატარა ფურცელი,თვალები მოჭუტა ნახევრად სავსე ჭიქა უაკნ დადო და მისაღებში გავიდა
-
ნინა ნაკაშიძე,დარჩა თუ დატოვა,ან რატომ დატოვა მე ვთხოვე?რა უცნაურები არიან ეს ქალები ის დამიტოვა  ნომერი არც უკითხავს მიდნოდა ან მჭირდებოდა თუ არა მაგრამ,რადგან დატოვა ვეღარ გადავაგდებ მაინც იყოს ყოველი შემთხვევისთვის-ფურცელი შარვლის ჯიბეში ჩააცურა და ოთახისკენ წაბარბაცდა,გაუხდელად მიწვა საწოლზე და ძილს მიეცა.

***
-
რა საზიზღარი ხარ დევი,სულ ყოველთვის შენ როგორ უნდა მიფუჭებდე საქმეს?,რომ ვამბობო ასეა საჭირო ესეიგი ასეა და ნუღა გადამისხვანაირებ ხოლმე რა ხო იცი მერე ყველაფერი ირევა,დალაგებაში კი წელი გწყდება,-კუთხესთან იყო საწყალი დევი ასვეტებული და ალექსის საყვედურებს უსმენდა
-
კარგი ალექს მაპატიე ხელს აღარ ვახლებ გპირდები-მოისაწყლა თავი ბიძაშვილმა,ალექსმა ეშმაკურად გადახედა და სიცილი წასკდა,დევი დაიბნა ეგონა გააფრინა,თუმცა ალექსმა მალევე შეწყვიტა,სახე დაუსერიოზულდა
-
კარგი დევი,მაპატიე,რომ სულ გსაყვედურობ,ამას იმიტომ არ ვამბობ,რომ მითხრა,“-გაპატიე ალექს“,უბრალოდ დავიღალე ყოველდღე საყვედურების თქმით,თანაც ისეთს არაფერს აკეთბთ,მე კი სულ გსაყვედურობთ შენც და სხვებსაც-დევი ერთხანს დუმდა,ალექსს ვეღარაფერი შებედა,მიხვდა რაღაც რიგზე ვერ იყო,რაღაც სხვანაირად ჭიკჭიკებდა  ახალკაცი,ამიტომ ტყუილად თავის ატკიებას დუმილი არჩია,ჩუმად დაუძვრა ალექსს
და მდივანთან მივიდა,რომელიც რაღაცებს ბუტბუტებდა და დევის მისვლა ვერც კი გაიგო სანამ ღრმად არ ჩაახველა და ფეხები დააბაკუნა
-
იმ ჟურნალისტის ნომერი მჭირდება ვინც ახალკაცის სახლში იყო მისული,-თქვა დევიმ და თან კოსტუმი შეისწორა,ლანას თვალის გუგები გაუფართოვდა
-
კი მაგრამ,რათ გინდათ?ბატონმა ალექსმა დაგავალათ?-ხმა ჩაეხრიწა მდივანს
-
არა ალექსს არაფერი დაუვალებია მე მაინტერესებს,-ლოყები აუღაჟღაჟდა გაბრიჭიძეს,ლანამ ჩაიფრუტუნა უკმაყოფილოდ და ნინას მისამართი გაუწოდა დევის
-
გმადლობ ლანა,-მიმართა თბილად და თვალი ჩაუკრა,მისი წასვლიდან ხუთი წუთიც არ იყო გასული ლანა ალექსის კაბინეტისკენ,რომ დაიძრა.
-
ბატონო ალექს გცალიათ?რაღაც მნიშვნელოვანი მინდა გითხრათ,-წარმოთქვა მოწიწებით და თავი დახარა,ხელები ერთმანეთში გადახლართა და თვალები იატაკს მიაბჯინა,ახალკაცი სავარძელს მოწყდა და ლანას წინ აესვეტა
-
გისმენ ლანა რა ხდება?
-
ახლახანს აქ გაბრიჭიძე გახლდათ თქვენთან,-ხმა უკანკალებდა ლანას,ეგონა რამე ცუდი გააკეთა,ენას ვეღარ იმორჩილებდა,რომ რამე ეთქვა,ყველაფერი წვერზე ჰქონდა თუმცა ვერაფრით ახერხებდა თქმას,-იცით...,-ახალკაცი დაიღალა ლანას მიკიბულ მოკიბული საუბრით და მაგიდის კუთხეზე ჩამოჯდა,
-
რა ლანა გისმენ რა მოხდა,დევი იყო კი ჩემთან მოსული რა მოხდა მერე რამე გაკადრა?-სიბრაზე შეერია ალექსს,დიდხანს ვეღარ გასტანა მისმა უშფოთველობა და სიბრაზის არაგანასახიერებლობამ.
-
ბატონი დევი თქვენგან,რომ გამოვიდა,ქალბატონი ნინას მისამართი მთხოვა და მეც მივეცი-ხმა აუკანკალდა ლანას,-იცით არ უთქვამს რად უნდოდა,იქნებ ცუდი განზრახვა ამოძრავებს?-მის ნათქვამზე გაეღიმა ახალკაცს და ლანას დამშვიდებას შეეეცადა
-
ნუ ღელავ არაფერი მოხდება მე ვუთხარი,რომ მის სანახავად წასულიყო,ხომ იცი საქორწინოა და მისთვის შესაფერის პარტნიორს ვეძებ,ნინა კი საკმაოდ ჭკვიანი ჩამოყალიბებული ქალბატონია,ამაში ცუდი რა არის?-გვერდულად გაეღიმა ალექსს
-
თქვენ რა მაჭანკლობთ?-გაეღიმა ლანასაც
-
ეგ რა არის არ ვიცი მაგრამ,გეტყვი,რომ ცუდს არაფერს ვაკეთებ უბრალოდ მივა გაიცნობს დაუახლოვდება,დამეგობრდებიან,მერე მეგობრობა სიყვარულში გადაიზრდება და ბოლოს ...-რა ბოლოს,თვალებ მოჭუტულმა კითხა ახალკაცს
-
მე რა ვიცი,ან ამხელა კაცი რამ გადამრია კარგი ვსო,საქმეს მიხედე ზედმეტად შევიჭერი როლებში,თუმცა არა მოიცა ერთი სათხოვარი მაქვს,დღეს ჩემთან უნდა წავიდეთ,თუ წინააღმდეგი არ ხარ და საქმეს თუ არ მოცდები-ლანას თვალები გაუბრწყინდა ახალკაცის შემოთავაზებას არ მოელოდა,წლებია მისი მდივანია თუმცა ახალკაცს ერთხელაც არ გადმოსცდენია სახლში დაპატიჟება
-
ხოლოდ ეს ოფიციალურ სახეს მიიღებს არ გეგონოს პაემანს გინიშნავ,შენი დახმარება მჭირდება,წიგნი მინდა დავიწყო ახალი თუმცა იდეა არ მოდის სათაურის მოფიქრებაში მინდა დამეხმარო,კიდევ ცოტა შინაარსშიც,რაღათქმაუნდა კომპენსაციას მიიღებ,ჰა რას იტყვი-ლანა გაშშებული იდგა,თითქოს ენა გადაეყლაპა,ხმას ვეღარ იღებდა
-
დიდი სიამოვნებით ბატონო ალექს
-
ერთი რამ დაიმახსოვრე,იქ ასე არ მომმართო თორემ გარეთ გაგაგდებ,ეს რათქმაუნდა ხუმრობით-თქვა და ალმაცერად გაიღიმა,ლანას მოეწონა ეს აზრი და უარი არ უტხრა რადგან ამას სულელურად ჩათვლიდა და მერე შინ მისული საკუთარ თავს გაუწყრებოდა,ამისთანა სანსი,რომ გაუშვა ხელიდან
-
ესეიგი თანახმა ხარ,-კიდევ ერთხელ გაუმეორა ალექსმა და წვისთვალით აათვალიერა
-
კი-მიუგო კმაყოფილად და კაბინეტი დატოვა,სამსახურის დასრულების შემდეგ კი ერთად წავიდნენ ალექსის სამფლობელოში,როგორც ახალკაცი უწოდებს
-
თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში ნურაფრის მოგერიდება,-თავიდან გაუჭირდა ლანას გახსნა მაგრამ,შემდეგ შეეჩვია გარემოს ან რა შეჩვევა ამას უნდოდა მარტო ალექსი და უსულო საგნები იყო გარშემო რომლებიც ისე რა ალამაზებდნენ სახლის ინტერიერს,უამრავი დეკორაცია,ნახატები,წიგნებით გადაჭედილი თაროები,ერთი სიტყვით,ზედმეტად სავსე იყო სახლი ხარახურა ნივთებით,ეს ალბათ იმიტომ,რომ ალექსი სიბრაზე მორეული უფრო მეტ ნივთ გამოასალმებს სიცოცხლეს და თავადაც დაიმშვიდებს ამით თავს
-
კარგი შევუდგეთ მაშ საქმეს,-ნოუთბუქი დაუდო წინ,თვითონაც მის პირდაპირ მოკალათდა მეორე ნოუთბუქი დაიდო და წკაპუნი დაიწყო
-
სათაური გაქვს?
-
ვერ მოვიფიქრე,ჯერ,რომ ისტორია დაგვეწყო იქნებ მერე მივიდეთ სათაურამდეც
-
ნწ,-თავი გააქვია ახალკაცმა,-ეგრე არ გამოვა,სათაურის გარეშე ვერ დავწერ ვერაფერს,ხომ უნდა ვიცოდე რაზე ვწერ,სათაურის გარშემო ათასი იდეა მოდის,აზრები,მუზა,მოკლედ მთავარია სათაური და მერე ყველაფერი დალაგადება თავის ადგილზე
-
კარგი,მაშ ასე,რომ დაწერო,-“იყო გამორჩეული“-.
-
არაა ცუდი ყოჩაღ უკვე მომწონხარ,პირველი სავარაუდო გვაქ,ახლა მეორე,მეორეს მე მოვიფიქრებ,მაგალითად,- „ილუზია“-.
-
მგონი ეგ უკეთესია,არ მეთანხმები?-გვერდულად გაეღიმა ლანას
-
არა,-გაეცინა ალექსს და თავი ხელებში ჩარგო,-შენი ჯობდა,თუმცა ჯერ 5 სავარაუდ ჩამოვწეროთ ორი უკვე გვაქვს მერე კენჭი ვუყართ და რომელიც უფრო კარგი,აზრიანი,ხალხისთვის მისაღები და დამაინტერესებელი იქნება იმაზე დავწეროთ,-დაეთანხმა ლანა და ახალი სათაურის მოფიქრებას შეუდგა
-
მესამე იყოს,-„21_ საუკუნე
-21_
საუკუნეზე რა შეგვიძლია დავწეროთ,გასულ საუკუნებს შევადაროთ?არ იქნება ურიგო მაგრამ,საკმაოდ რთული დასაწერი იქნება მე ასე ვფიქრობ,მითუმეტეს 21_საუკუნე არაფრითაა საინტერესო სხვა განვლილ საუკუნებს თუ არ ჩავთვლით
-
და რატომ არის უინტერესო?
-
ყველაფერზე ვერ მექნება ლანა პასუხი,შემოავლე თვალი სამყაროს,მსოფლიოს შეხედე რითია ეს საუკუნე დამაინტერესებელი,გამოგონებებით,იმით,რამხელა წარმატება აქვს ადამიანს?არის კი რაღაც ამაში თუმცა იმ რაღაცას მე არ ვეძებ,ასე,რომ არ ვაპირებ დავწერო  ეს სისულელე
-
არაა ეს სისულელა ალექს თუ დაუფიქრდები ძალიანაც საინტერესოა,დაწერო 21_ საუკუნეზე შენი ხედვით
-
მე ჩემი ხედვა არ გამჩნია ამ საუკუნეზე,ყველაფერი ბურუსშია,არ ვაპირებ ვწერო ტყუილად-ლანა აღარ შეეწინააღმდეგა და სიევ ჩფიქრდა რა შეიძლებოდა,რაზეც ალექსი კარგ და მყისიერ თემას დაწერდა
-
სანამ შენ ფიქრობ ჩემო ლანაჩკა მე მოვიფიქრე,არ ვიცი რამდენად მისაღებია შენთვის მაგრამ,მე არ ვთვლი ცუდად,-ლანა სმენად იქცა,-„შიშველი მსოფლიო
-
საინტერესო და მიმზიდველი სათაურია,ამაზე,რომ დაწერო ხალხი მიაწყდება მაგრამ,იქნებ ამიხსნა ამაში რას გულისხმობ
-
ძალიან მარტივია,ყველა სიშიშვლისკენ ილტვის,ყველას სურს რაღაცით დააინტერესოს თავი საზოგადოებას და ფეხქვეშ თელავს ღირსებას,ანუ  ხალხის წინ შიშველი დგებიან,ეგ იგივეა ხორცი გამოიტანო გასაყიდად,ხორცი არ იგულისხმო ფრინველის ან ცხოველის ადამიანის ხორცი,ყველა გაშისვლებული ამტკიცებს,რომ ეს მხოლოდ სხეულია და ამით არაფერს აშავებენ თუ კი საზოგადოების წინ იპოზიორებენ,სული ხომ არაა,თუმცა ის არ იციან,რომ ამით პირიქით სულს ყიდიან სარფიან ფასად,ხორცს კი აძღობენ,-ლანა იდაყვდაყრდნობილი უსმენდა ალექს,ლაპარაკით დაღლილი წამოდგა და წყალი დალია

No comments:

Post a Comment