Sunday, May 4, 2014

ნდობა "2"


თორნიკემ დაასრულა ლექცია და სანამ სახლში წავიდოდა გადაწყვიტა კაფეში შეევლო,მანამდე კოტეს გადაურეკა და მოახსენა,რომ დააგვიანდებოდა,კაფეში შევიდა და იქვე კუთხეში მოკალათდა,ერთი ფინჯანი შეუკვეთდა და სანამ მოიტანდნენ წიგნის კითხვა დაიწყო,ფიქრი აეკვიატა,იმ ქალებზე,რომლებიც გუშინ ვაგონში დღესი კი ტრასაზე ნახა,მეტროში მყოფ ქალს კარგად არ დაკვირვებია ამიტომ დიდად ვერც მიხვდებოდა იგივე,რომ ყოფილიყო.
-“სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია” ,-მხოლოდ ესღა ამოიკითხა წიგნიდან ხმა მაღლა,გარშემო მიმოიხედა,ხახი მოათვალიერა წიგნი დახურა და ყავის სმას შეუდგა.
კოტემ იცოდა დააგვაინებდა კარგად ხვდებოდა რა ჯინიანიც იყო თორნიკე მაგრამ,ელენეს აკავებდა შეძლებისდაგვარად,ხან რას იმიზეზებდა ხან რას.
-წავალ რა,-ამოილუღლუღა ლოდინით დაღლილმა და შემოსასვლელისკენ გააპარა თვალი
-სად წახვალ,აქამდე ელოდე და ცოტახანიც რა გთხოვ?,სულაც დარჩი,-საკუთარმა ნათქვამმა კმაყოფილებით აავსო სოფო,მეგობარს ეშმაკურად დახედა და ფეხები გადააჯვარედინა,კოტეს ცალი ხელი შუბლზე მიედო და ისრესდა
-სოფო მართალია,სამი დღე ხომ ისედაც რჩებოდი,-დაუმოწმა მანაც
-ხომ მაგრამ,მე აქ კიარა შენს მშობლებთან ვრჩებოდი,მარტოხელას სახლში ვერ დავრჩები,-კოტემ დაუბღვირა
-რა აზრი აქვს,ვერ ვხვდები,მორჩი ახლა ბრუტუნს,სამი დღე არაფერი მოგივა,-დაეჭყანა თან და შტვენა დაიწყო,-წუთი წუთზე მოვა,-უთხრა და კარს შეხედა მაგრამ,თორნიკე სულაც არ ფიქრობდა სახლში მისვლას დ აის წუთის წუთიც საათებად იქცა.
-როგორ ხარ ლაშა?,-ხელი ჩამოართვა თორნიკემ მეგობარს
-კარგად,რამდენი ხანია ლუდი არ დამილევია და გამოვედი მეთქი ნაცნობს ვნახავ,თვლას წყალს დავალევინებ,ამ ავარიამ ბოლო მომიღო,-ფეხებზე დაიხედა და თორნიკემაც ინსტიქტურად დახედა
-არაფერი გიირს,საღსალამათი ხარ უკვე,მე კიდევ დღეს გადავრჩი,თორემ ვიწვებოდი მეც,ჰერში ფეხებ დაკიდებული,-სიცილით მიუგო და მხარზე გადახვია ხელი,-ჩემი ძმა მაძალებს ადრე მოდი,გოგო უნდა გაგაცნოო,-ჩიბურტყუნა და გვერდულად ახედა ლაშას,მან კი,ეგრედ წოდებულმა მუსუსმა,წარბები აწია და გაოცების სახე მიეღო
-ხო კარგად ხარ,-კბილების ერთმანეთზე დასმით მიუგო და კეფაში ჩაუბარტყუნა
-კი და ცუდად ყოფნის რა შემატყე?-გაუწყრა თორნიკე
-გოგოს გაცნობას გთავაზობენ,კაცი მოკალიო ხომ არ გთხოვენ
-არ მინდა და ძალაა,-გაიბუსხა თორნიკე
-რა სასაცილო ხარ ახლა იცი?,-გინდა მაგრამ,შენ მეს არ უნდა,რომ გინდოდეს,შანსი ნოლია,კაცი უქალოდ ცარიელი ფერფლია,ქალი კიდევ უკაცოდ,ასე,რომ ჩემთან თავის გამოდებას და ტყუიელბს,სიაფანტობას გირჩევ კაცურად მელაპარაკო,გული გამიხსნა,-თორნიკემ ყურის ბიბილოები მოისრისა და ნიკაპზე მიიდო რამდენიმე თითი
-ახლა მე გეკითები ხო კარგადა ხარ?,-და გაეღიმა,ლაშამაც ღიმილითვე უპასუხა
-მე ჯერ ოცდახუთის ვარ,-გაოცება აღებეჭდა სახეზე
-მაგარი ხარ რა,რამ გაყო 28 და 25,-ლაშამ შეხედა და სახე დამანჭა,-კარგი ხო,-თორნიკემაც შეწყვიტა ასაკის გარჩევა და უფრო სერიოზულ საქმეზე გადავიდა
-კოტეს სამსახური უნდა დააწყებინო შენს ოფისში,-ხელი მხარიდან მოაცილა და წინ დაუდგა
-გამოცდილია?
-ნწ,-უარყოფის ნიშნად თავი გაუქნია,- მაგრამ,დიპლომი აქვს და გამოდგება მაგ საქმისთვის ძალიან ნიჭიერია და პროფესიონალი,ნუ არ უმუშავია მაგრამ,მაინც
-ხვალ მოვალ დ ადაველაპარაკები თუ გამოვიდა რამე,ხო კაი თუ არადა ნუ მიწყენ,-თორნიკემ ცივად გახედა
-არ გრცხვენია?,-შენ შანსი მომეცი და თუ ვერ გამოვიყენე გული არ დამწყდება შენს ქმედებაზე,-გაუღიმა და შუბლი მოიფხანა.
ლამაზი ქალის დანახვაზე ყველა კაცს ემართება შინაგანი დარბევა,გულის აჩქარება,რაღაც არაამქვეყნიური,ნუ თუ რათქმაუნდა ქალი მოეწონა,მორჩა აქ დასრულდა ყველაფერი იგი სიტყვებს ერთმანეთს ვეღარ აბამს,ენა ებმის,წარამარა,ყლაპავს ნერწყვს,ხელებს უაზროდ აცანცარებს აქეთ იქით,ხან თმაზე ისმევს ხანაც ჯიბეებში ჩაიყოფს და ქალს წინ და უკან უვლის.
ელენე,საკმაოდ მოხიბვლელი არის,რომ ნებისმიერ მამაკაცში შეუძლია მეტწილად ეს რეაქცია გამოიწვიოს,გარეგნობით შოკში ჩააგდოს იგი,თაყვანისმცემლები აუარება ჰყავდა,მართლა საკმაოდ ბევრი ეტრფოდა,სკოლის ასაკიდან დღემდე,ნუ დღეს დღეისობით ერთი შემორჩა დანარჩენ ყველას გული აუცრუვდათ,როდემდე უნდა ედიათ საკმაოდ ჯიუტ ქალზე,კენტად შემორჩენილ ყმაწვილს,ე.წ ბექა სხირტლაძეს აზრადაც არ მოსვლია თავის დანებება,თითქმის ყოველდღე წერს,ან ურეკავ ან სახლის წინ ხვდება ათასი საჩუქრით,ნუ ის საჩუქრები ისევ უკან მიქავს მაგრამ,მაინც ცდა ბედის მონახევრიაო და ოველდღე ახალ ახალი საჩუქარი მოაქვს,ელენემაც ამ მოუშორებელი თაყვანისცემლისგან შორს გახწევა მოისურვა და ჭოჭმანით მაგრამ დიდი სურვილი ჰქონდა,თორნიკეს სახლში დაბინავდა,ეს ისე,რომ თორნიკემ არ იცოდა რადგან ლაშასთან საუბარში გაერთო და თან ბევრი ალკოჰოლიც მიიღო გადაამეტა და მოუწია ღამის ლაშასთან გათევა,აქედან გამომდინარე მას არ უნახავს ელენე და არც ის იცის მასთან,რომ დარჩა.
დილით თავი გაბრუებული ჰქონდა და ხმა დაბლა წარმოთქვა,თავისთვის,-თავი მტკივა,-ოთახში ჩურჩუტივით შევიდა ლაშაც და ლამის ზედ დაეცა თორნიკეს,თავს ვერ იკავებდა,-რაიყო კიდევ დალიე?
-ხო,ასე მიტხრას პახმელიას,შშშ....ვვ,-ენის მიკეცვ მოკეცვით,გადახლართვ-გადმოხლართვით მაგრამ,მაინც უშედეგო ცდით ვერაფერი უთხრა,თვლაები დახუჭა და თორნიკეს გვერდით მდგარ საწოლზე სიმეტრიულად გაიშხლართა
-რა მაგარი ხარ შენ,მჟავე ან ნაბეღლავი უნდა დაგელია და გამოხვიდოდი,პახმელიაზე კიდევ ლუდი დალიე?,-სიცილი აუვარდა თორნიკეს მაგრამ,თავის ტკივილმა შეაწუხა და შუბლზე მიიდო ხელი,-წავალ მე თან გზაში ნაბეღლავს ვიყიდი,სირცხვილია სტუმართან
-ვინ სტუმართან,ის წავიდოდა უკვე,დარჩი რა
-ისე კი რა კაია მისი სიფათის დანახვა აღარ მომიწევს,-მის ნათქვამზე ლაშას გაეცინა
-შენ რა სიზმარში ნახე?,-თონრიკემ ცალი წარბი აზიდა და კუშტად შეხედა ლაშას
-არა,რას ბოდალობ
-აბა საიდან დაასკვენი როგორია,იქნებ სიფათი არაა და ვარდია ან კოკორი
-ასკილია და მყრალი მინდვრის ყვავილი,-მწყრალად მიუგო და შარვალი ამოიცვა,-გინდაც ვარდსა ემგვანოს,შიგნით ჭიანი კაკალი იქნება,ან ლოდი
-სისულელეებს მორჩი და გზას ბარაქა დააყენე,-გევრდულად გაუცინა და ხელი გაკრა.

-კოტე,თორნიკე სადაა?,-შეშინებული გამოვიდა სოფო
-საძინებელში სად იქნება,ასე მომახსენა გუშინ მძინავს და არ გამაღვიძოთო,-დაზუსტებით მიუგო და თორნიკეს ოთახის კარებს გახედა
-ოთახის კარი ქარმა გააღო და ლოგინი ალაგებულია
-ალბად ადრე გავიდა ნახე უკვე ათი საათია,-დაებრიცა სახე კოტეს
-გუშინ სახლში არ მოსულა,რომ მოსულიყო ხომ გავიგებდით
-ასე მიტხრა გასაღებით ჩაკეტე და ,რომ მოვალ გავაღებო,-ახსნას ცდილობდა კოტე
-კარის ხმას ან გასაღების ცხაკუნს მაინც გავიგებდით,მოგატყუა შე ბოთე,-ფხუკუნი დაიწყო სოფომ
-რა მომატყუა კაცო მოვიდა და წავიდა
-არ მოსულა,-ტონს აუწია სოფომ
-მოვიდა თქო,-დაუყვირა კოტემაც
-რა გაჩხუბებთ,-თმა აბურდული თვალებ დასიებული ელენე გამოჩანჩალდა ოთახიდან
-ელენე რას გავხარ,-პირდაპირ მიახალა ნახევრად ძილში მყოფს სოფომ-ორი დღის გამოუძინებელის სახე გაქვს რა არის ეს,-თვალები გაუფართოვდა სოფოს
-არაფერი,ასე ვარ დილაობით რა გული გაგისკდა რაიყო ,-მიუგო და სააბაზანოში შევიდა
-შენი ბრალია,რა გაყვირებდა გავაღვიძეთ გოგო,-ისევ განაგრძეს კამათი
-მე ნუ გადამიარე შენ შტერი მამალივით შუადღეს მოგინდა ყივილი
-აა,ვყიოდი კიდეც,-თიტები დაატკაცუნა კოტემ
-კარგით გაჩუმდით თორემ გამისკდა თავი,-გამოსძახა აბაზანიდან.

ნაშუადღევს ძლივს მიაღწია სახლამდე თორნიკემ და კიბეებს აუყვა,მეზობლის ბავშვებმა იცელქეს დ ამოატყუეს ლიპტი არ მუშაობსო მაანც შემოწმება დაეზარა და კიბეებით ააღწია სახლამდე,დაზარუნება ვერ მოასწრო უკვე კარი ღია იყო და კოტე მგლის თვალებით შეჰყურებდა,მოქანავე თორნიკეს
-სად იყავი?,-გაბრაზებული ხმით მიუგო , ხელი მხარში ჩაავლო და შეახოხა სახლში
-ლაშასთან,რა იყო?,-გაკვირვებულმა დახედა და გაიღიმა
-რა რაიყო,ხომ შემპირდი ადრე მოვალო,დღესაც ვერ ნახავ ელენეს ახლა სასწავლებელშია წასული
-ძალიან კარგი,-კმაყოფილმა დახედა ხელებს
-საღამოს მოვა,სამი დღით ჩვენთან რჩება,ან მეტით
-რა?,-ერთი-ორად გაუფართოვდა თვალები და თეთრზე წითელი ზოლები გაჩნდა,ნაპრალებივით,-ჯერ,რომ გეკიტხათ არა?
-არა,-თავი გააქნია კოტემ,-საღამოს არსდა გაადგამ ფეხს
-საქმე მაქვს,პატარა ბავსვივით მაინც და მაინც უნდა გავიპარო?-გვერდულად გაიღიმა და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან
-საქმე მოიცდის
-ვერ მოიცდის,მე შენს საქმეზე დავდივარ შენ კი რას აკეთებ
-რა საქმე?-ყურები ცქვიტა კოტემ,ტორნიკეს ნათქვამმა დააინტერესა,ხელები გადააჯვარედინა და ტუჩები წინ გამოწია
-ლაშა შემპირდა,დღეს საღამოს უნდა წავიდეთ მე და შენ და მოვილაპარაკოთ,ის მოიცდის
-ვინ ის
-მდგმური
-მდგმური არაა,ჩემი რძალია და ელენე ქვია
-ხო კაი რაც ქვია,ისე სახელი კარგი აქვს,-წამიერად ჩაფიქრდა თორნიკე
-მხოლდო სახელი არა
-კარგი აღარ გვინდა მასზე საუბარი,-ფიქრები გაფანტა და ხელკავი გამოდო კოტეს,-ჩვენ დღეს გვაქვს ბევრი საქმე რა დროს მდგმურია,-აგრძელებდ აისევ თავისებურად საუბარს,კოტეს კი გული უწუხდებოდა უკვე და კანზე ნაკვერჩხალივით ედებოდა თორნიკეს პირიდან გადმოსროლილი გაუაზრებელი სიტყვები.
საღამოხანს დაბრუნდა ელენე,სახლში მხოლოდ სოფო დახვდა,თორნიკემ კოტე წაიყვანა ლაშას სანახავად და თავიც დაიმშვიდა,რომ ელენეს ნახვას ასცდებოდა,ამას რატომ აკეთებდა არ იცოდა მაგრამ,გული კარნახობდა ცუდ რამეს გააკეთებდა,როდესაც ელენეს შეხვდებოდა ამიტომ,ჯელტმენის სტატუსი,რომ არ დაეკარგა და ქალთან არ ეკამათა მისგან თავის შორს დაჭერა არჩია მაგრამ,მეორეს მხრივ საშინლად უნდოდა მისი ნახვა,ნუ მაინც წინა პლანზე მამაკაცური თვისებები,საკმაოდ დაინტერესდა მისით,ნუ კოტემ მოახერხა დაეინტერესებინა გზაში იმდენი რამ უამბო
-იგი ძალიან ლამაზია,ნაცრისფერი თვალები აქვს,დახვეწილი ტუჩები,გულით საოცარი ადამიანია გამგები,თბილი მეტნაკლებად წყნარი
-არ გაჩუმდები?,-გაბრაზდა თორნიკე,რადგან ქაფი ზდიოდა უკვე იმდენს ლაპარაკობდა მისი ძმა ელენეზე,-თუ ასე მოგწონდა სოფო რატომ მოიყვანე ცოლად,-კოტე მოიღუშა,თორნიკეს ნათქვამი ეწყინა
-რა შუაშია მოწონება სიყვარულთან,ის ლაამზია და კარგი ავღწერე შენთის,მე ვინც მიყვარს ჩემი ცოლიც ისაა,-შეუბღვირა მან,ნუ თორნიკეს უნდოდა კიდევ გაეგრძელებინა ელენეს აღწერა კოტეს მაგრამ,გული აუცრუვდა მის უმცროს ძმას და ხმა აღარ ამოუღია მთელი დარჩენილი გზა,ლაშასთანაც,რომ მივიდნენ ძლივს გაღო ბაგე,რომ რამე ეთქვა
-ესეიგი,ყველაფერი გადავწყვიტეთ,გამოსაცდელი ვადით აგიყვანთ,ვნახო შევხედავ როგორ იმუშავებ და ამის მერე გადავწყვეტ უკვე შემდეგ რა იქნება
-ყველაფერი შენს მონდომებაზეა დამოკიდებული,-მხარი დაადო თორნიკემ კოტეს და ცერებულად გაიღიმა
-ვიცი,-მანაც გაიღიმა და კმაყოფილებით აღსავსემ თვალი იმ ოთახს,მოავლო სადაც მუშაობა უნდა დაეწყო,პატარა პროცედურის გავლის შემდეგ სახლში დაბრუნდნენ,თორნიკე დაღლილობისგან ფეხზე ძლივს იდგა,კოტე კი მიკონწიალდა დივნამდე და ზედ გაწვა ლობიოთი გატენილი მეშოკივით
-სუფრა გავშალე,მოდით მიირთვით და მერე დაწექით,-მიუგო სოფომ და ხელი სამზარეულოსკენ გაიშვირა
-ჯერ გადავივლებ,-თქვა თორნიკემ და აბაზანისკენ წავიდა
-დაკავებულია,-დააწია სიტყვები სოფომ კართან მისულს
-ელენე?-ცივად მიუგო და კარს მოშორდა,საშინლად გაღიზიანდა მაგრამ,თან ესიამოვნა,ისევ მისაღებში უნდა შესულიყო როდესაც,აბაზანის კარი გაიღო და ელენე გამოვიდა პირსახოც შემოხვეული,თმის წვეთები მხრებზე ეცემოდა,პირსახოცი მუხლზე საკმაოდ მაღლა იყო,თორნიკეს ხელის აფარება არც უცდია,უყურებდა და გაოცებას ვერ მალავდა,ელენე კი მოიკუნტა და სწრაფად შევარდა ოთახში,სირცხვილისგან ლოყები აუხურდა,სულ მთლად გაწითლდა,თორნიკე გაუაზრებლად გაჰყვა უკან და ისიც ოთახში შევიდა
-გადი,-დაუყვირა ელენემ
-რა უფლებით მიბრძანებ გავიდე ეს ჩემი სახლია
-ეს კი ჩემი სხეული და რა უფლებით მიყურებ,-გამწარდა ელენე
-ლამაზია და ვუყურებ,-არ დაუთმო თორნიკემ,-ჩცმული,რომ იყო ახლავე გაგაბრძანებდი აქედან,აი ამიტომ არ მინდოდა შენი ნახვა ვიცოდი ნაცნობი ქინებოდი,ვიცოდი რამე ისეთი მოხდებოდა რაც შენს შეკავებას მაიძულებდა მაგრამ,ასეთი რამეც არ წარმომედგინა,-ჩაიცინა და უაკნ უკან წავიდა,-ქალი მეტროში,ქალი მანქანაში,ხომ არ გეცნობი'თ ისა და,სულ შემთხვევით,-თვალი ჩუკრა თორნიკემ
-შენს დამპალ სიფათს რა დამავიწყებს,-შუბღვიტა ელენემ
-მე რატომ ვარ დამპალი,მეტროში არ დაგეხმარეთ,ახლა მაქანით გატანისთვის მადლობას ვერ მოგიხდიდით მაპატიეთ ქალბატონო ელენე
-ქალბატონი არ ვარ,-გამწარებული იმშრალებდა თმებს
-მე მაპატიეთ საქალბატონე,-ელენემ ვეღარ მოითმინა და სველი პირსახოცი ესროლა
-აქედან გაეთრია,-თორნიკემ სახიდან მოიცილა პირსახოცი და ოთახიდან გავიდა,წინ პირ ღია კოტე გადაეღობა
-სულ გაგიჟდი?,რატომ შეყევი,-ხმა გამწყრალმა მიუგო
-არ ვიცი,-შუბლი მოიფშვნიტა და კოტე გვერძე გადგა,-წავალ წყალს გადავივლებ და მოვალ,-ესღა უთხრა და აბაზანაში შევიდა,გაოცებული იდგა კოტე და ტუჩებს იკვნეტდა.

ვახშმის დასრულების შემდეგ,თავ ჩხრილი გაუყვა მისაღებს,გაიარა შემოსასვლელის ნაწილი და ოთახში შევიდა,საწოლზე ჩამოჯდა და ფიქრებს გასაქანი მისცა,-ვიცოდი,რომ ის ის იყო,ის კიდევ ის,არა ისიც ის იყო და ისიც,ღმერთო ჩემო,-ტვინი ლამის გადაუბრუნდა,თვალები დახუჭა და ხელები მაგრად შემოიჭირა საფეთქლებზე,-აქედან თუ არ გავაგდე დავიტანჯები მაგრამ,რატომ დავიტანჯები?,-კედელთან მივიდა და მაშში ჩასმულ სარკეს შეხედა,-რატომ დავიტანჯები,რა სისულელეა,არა მაინც არ უნდ აიყოს აქ,არა,-დაუბღვირა საკუთარ გამოსახულებას და უკან უკან წავიდა.

ელეენ საწოლზე იყო წამომჯდარი და წიგნის კითხვით იყო გართული,როდესაც ზარი შეუვიდა ტელეფონზე მაგრამ,თვალს ვერ წყვეტტდა წიგნს და არ უპასუხა,ოთახში სოფო შევიდა,მის წინ ჩამოჯდა და ხელი წიგნზე დაუფარა
-რა ხდება შენ და თორნიკე რატომ იქცევით ასე?
-არაფერი არ ხდება სოფო,უბრალოდ ისეთი არ აღმოჩნდა როგორიც მე მეგონა,ქვეყანაში სადაც მილიონზე მეტი ცხოვრობს რაღა ის დამეხმარა მეტროში,რაღა მას გავკარი მანქანა,სადაც წავალ ყველაგნ ის მხვდება აღმოჩნდა ჩემი სიძის ძმაც ეგ ყოფილა,-ნაწყენი ხმით ჩაიბურტყუნა და ნერწყვის ბურთულა გადაყლაპა,-მე უფრო კარგი თბილი,ზრდილობიანი ახალგაზრდა მეგონა,ის კი,-ცრემლი მოაწვა,-არ ვიცი რატომ მაგრამ ტირილი მინდა ალბად იმიტომ,რომ იმედი გამიცრუვდა
-ალბად-მწუხარედ დაუქნია თავი სოფომ,- მაგრამ,თორნიკე ზუსტად ისეთია როგორიც აქამდე გეგონა უბრალოდ საღამოს აურია ნასვამიც იყო და მის სახლში ნახევრად შიშველი ქალი,რომ დაინახა ბუნებრივია თვალი ვერ მოაშორა
-შენც მას იცავ?,-თვაი მუხლებში ცდო ელენემ
-არ ვიცავ,გიხსნი,რომ არაა ცუდი ადამიანი დანარჩენი უკვე თქვენ იცით მე და კოტე არ ვერევით,-ხელი დაადო ხელზე და დაუსვა,-ჩემი იმედი გქონდეს,-თავზე აკოცა და საწოლიდან წამოდგა,ადგომისას განათებული ტელეფონისკენ გაექცა თალები,-ბექასგან თორმეტი შეტყობინებაა მოსული,-და გაეცინა,-რატომ არ ესმის,რომ არ გიყვარს
-მიყვარს
-რა?,-გაოგნდა სოფო,-გუშინ არ გიყვარდა დასანახად ვერ იტანდი და ასე უცებ?,-ხელები ერთმანეთში გადახლართ და გაოცებული სეაცქერდა ელენეს
-ყველა ადამიანი იმსახურებს ერთ შანსს,-მიუგო და ტელეფონს გადაწვდა,სოფო მხრების ჩეჩვით გავიდა ოთახიდან,ელენმე კი ბექას გადაურეკა.
ადამიანს ჰკითხეს ყველაზე მეტად ვის ენდობიო,მან კი უპასუხა ღმერთსო.
ადამიანი ღმერთს იმიტომ ენდობა,რომ იცის იგი არასოდეს დაივიწყებს,ყოველთვის ეგულება სადღაც იგი და გასაჭირის დროს დახმარებას სთხოვს,სამწუხაროდ გვაქვს ჩვევა ან უკვე კარგად დანერგილი წესჩვეულება,როდესაც კარგად ვართ,ცხოვრებით ვტკბებით გვავიწყდება ღმერთი,განა მისი დამსახურება არაა ჩვენი ბედნიერება,ეს უდიდესი საჩუქარი,მისია,სამწუხარდო ამ დროს ყველას ავიწყდება იგი,აი სხვაა როცა გასაჭირში ვარდება ადამიანი,ნდობაც მაშინ ჩნდება,ბოლომდე მიენდობა ღმერთს დ აიცის,რომ იგი არ გაწირავს.
როცა დარდი მოგაწვება მარწუხივით გიჭერს და გაწვალებს,თითქოს სიყვარული დანაშაულია,ამ სიტყვის წარმომთქმელი კი დამნაშავე,ყველაფერი შეიცვალა,დრო ადამიანები,ყველას გული ცივია,არავის უნდა დაამტკიცოთ სიყვარულის არსებობა მაგრამ,არც სწამთ ზოგიერთს,იგი ამოუხსნელი ფენომენია,აღარ სჯერა ადამიანს,როდესაც ეტყვი მიყვარხარ,რადგან ყოველ ორ ნაბიჯში ისმის და შესაბამისად იგი გაუფასურებულია ჩვენ მიერ,მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვართ დამნაშავე,რომ აღარ გვწამს სიყვარულის,რომელიც თვით ღმერთია,არ ვენდობით და ფუჭი დროის კარგვად მივიჩნევთ,როდესაც ახსნას ცდილობს ის ადამიანი,რომელიც შეპყრობილია სიყვარულით.
თორნიკეს არასოდეს ყვარებია ამიტომ ამ გრძნობის ბაი ბურში არ იყო,არც მექალთანე არაა,წყნარად მშვიდად ცხოვრობს,ბჭყალებში ცხოვრობს,ახლა უკვე ცხოვრობდა,მის სამყაროში გამოჩნდა,"გრძნობა ქალი",არა იგი ვერ აჰყვებოდა ამას,ყველაფერს იღონებს,რომ ელენემ მის გულში არ შეაღწიოს.

საღამოხანს რატომღაც წვიმა წამოვიდა,ცა შეწუხდა თითქოს ამდენ დარდით შეპყრობილ ადამიანს,რომ უყურებდა და გლოვა გამოუცხადა,ნაზად მოდიოდა წვიმა,თორნიკე ოთახში ფანჯარასთან იჯდა,იდაყვით რაფას დაყრდნობილი და ჰორიზონტს გაჰყურებდა,უცქერდა,პატარა წვიმის წვეთებს,რომელიც ქალის ნაზ ცრემლს აგონებდა,მასში იღვიძებდა გრძნობა,წყლის პატარა ბურთულებმა ელენეს სველი სხეული გახსენა და ტანზე ეკლებმა დააყარა,რატომღაც დახატვა მოუნდა და საჭირო ნივთები ამოაწყო,დაიწყო იმის ხატვა რაც მის წინ იყო გადაშლილი მაგრამ,წაშალა,თვალწინ ელენეს სახე დაუდგა სველი თმები მხრეამდე,რომელიც წურწურით მიუყვებოდა მხრებს და ჩაღრმავებუ ადგილას ფოსოზე ნაზად ეცემოდა დ აგზას მთელ სხეულზე ან პირსახოცზე იკვლევდა,ლავიწის ძვლებზე ბრილიანტებივით დაუსვა პატარა წვეთები და აქამდე მოხაზა,სახატავი ატრიბუტიც არ ეყოფოდა იმდენზე,რომ მთლიანად დაეხატა,ამიტომ სადამდეც დაეტია ის დახატა.

-მიდიხარ?,-ნაღვლით აღსავსე თვალები მიანათა სოფომ ელენეს
-კი,ბექა მოვა და წავალთ,-მშვიდად მიუგო,ყოველგვარი გულდაწყვეტის გარეშე და ბარგის ჩალაგება განაგრძო,-ვიცი არ დამიჯერებ მაგრამ,ბექა მართლა შემიყვარდა ამდენი ხნის შემდეგ ვიგრძენი,ალბად სიშორემ განაპირობა,-სოფო შეიშმუშნა,თავი გადაატრიალა და თითები ერთი მეორის მიყოლებით დაატკაცუნა,-ჰა რას იტყვი ხომ მართალი ვარ,-სოფო დადუმდა,ელენეს უყურებდა და წყენა უფრო უძლიერდებოდა
-წადი და ამით დავასრულოთ ყველაფერი,მე როცა მოვახერხებ გნახავ,-მიუგო და შეკვრაში მიეხმარა
-ბექაზე რატომ არაფერს ამბობ?-ხმა გაებზარა ელენეს
-შენ ის არ გიყვარს,-ღრმად ჩაისუნთქა და ხელით კეფა დაისრისა,-არც თორნიკე მაგრამ,თქვენ ორს შორის ძაფია ირს გაწყვეტასაც ვერ მოახერხებ,ის უსასრულოდ გრძელია და სადაც არ უნდა წახვიდე რაც არ უნდ აგააკეთო,ის სულ შენს უკან იქნება,ბოლომდე გამოგყვება,-ტუჩები მოკუმა და ცერებულად გაიღიმა
-თუ გინდა მითხრა,რომ ბედია,მე ბედის არ მჯერა,-თავი გააქნია უკამყოფილოდ და საწოლიდან ჩამოდგა ჩემოდნები
-კარგად,ბექა მოვიდა უკვე,წარმატებები დ აიმედია მერე არ ინანებ არც შენ და არც თორნიკე,-ელენემ წარბი აზიდა და თავი გაუქნია,ჩემოდნებს მოკიდა ხელი და გორიალით მიიტანა შემოსასვლელამდე იქ კი ბექა დახვდა,სოფომ თვალი აარიდა,ბექასაც დიდად არ შეუწუხებია თავი მისვლით და მისალმებით,ელენე გადაკოცნა და ერთად ჩაუყვნენ კიბეებს,კოტემ კი კარი მიხურა და სოფოსკენ წავიდა
-თორნიკე სადაა?,-მიუგო მან
-ოთახში,დაღლილია და ისვენებს,-უთხრა სოფომ და სამზარეულოში გავიდა,სტაქანი აიღო და წყალი ჩამოასხა,კოტე ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა თორნიკეს კარს და ფრთხილად შეაღო,საწოლზე,რომ არ დახვდა,გაბედულად შეაღო კარი და იქვე შეჩერდა,ზურგით ფანჯარასთან მჯდომი,ტარიელივით ჩაფიქრებული ძმა,რომ დაინახა
-რას აკეთებ?,-ხმადაბლა მიუგო და მიუახლოვდა,თორნიკე შეიშმუშნა,სახე დამანჭა,ნახატი დაკეცა და ჯიბეში დამალა
-არაფერს,ვერ დავიძინე და გადავწყვიტე მეყურებინა,როგორ წვიმს,-გაეღიმა მას
-საინტერესო საყურებელია როგორ წვიმს,-ჩაიცინა კოტემ,-ელენე წავიდა,-წარბები მოეღუშა კოტეს,თორნიკემ არც შეიმჩნია
-ძალიან კარგი,-მშვიდად მიუგო და ფანჯარას მოცილდა
-შენ რა ხატავდი?,-ატრიბუტის დანახვაზე კითხა კოტემ
-კი რაიყო?
-მეგონა დაგავიწყდა,-თორნიკეს გაეცინა
-რა ხატვა?,-ხელით გაისწორა თმები,-ეგ როგორ უნდა დამვიწყებოდა შე კაცო,-გაეღიმა და რაფიდან ნივთების აკრება დაიწყო
-რავიცი,-მორცხვად გაეღიმა კოტეს,-წამოდი ცხელი ყავა დავლიოთ,ცოტას გამოფხიზლდები,-უთხრა და კარს მიეყრდნო,თორნიკე კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი თავი სარკეში და კმაყოფილმა გაიღიმა
-სურვილი არ მაქვს,-დააყოლა ბოლოს და უკან შებრუნდა ფანჯრისკენ დაიწყო ისევ ცქერა
-გაქვს,-ხელი დაადო მხარზე,-ვიცი ახლა რაც გაწუხებს მაგრამ,გადაივლის
-არაფერი არ მაწუხებს,წამოდი ყავა დავლიოთ,-მშემობრუნდა და დაადო მანაც მხარზე ხელი           
დაიღალა
თვალებში დიდი სევდის ნაკვალევი დაემჩნა,თითქოს მთელი განვლილი წლები გლოვობდა
დადიოდა
როგორც სიკვდილის პირას მყოფი,უხალისოდ მიდიოდა სასწავლებელში და ასევე უხალისოდ ბრუნდებოდა შინ,ერთ დღესაც ადგა კოტე და მკაცრად დაელაპარაკა,ვეღარ აიტანა ძმის მდუმარება.
-დამიჯერე ასე სჯობს,-ფართოდ გახელილი თვალებიდან შეჰყურებდა კოტე თორნიკეს,რომელიც კედლეთან იდგა და იატაკს მიშტერებოდა,-ელენე უნდა ნახო და დაელაპარაკო,-განაგრძო ისევ მან
-საჭიროებას ვერ ვხედვა,-მწარედ გაეცინა და კედელს მიეყრდნო მარჯვენა მხარით,კოტემ ცივად გახედა
-როგორ თუ საჭიროებას ვერ ხედავ,სანთელივით,რომ იწვი მაგას ვერ ამჩნევ?,ყველგან მისი ნახატები,რომ ყრია,-თვალი მოავლო ოთახს და მზერა სამუშაო მაგიდაზე ჩამწკრივებულ ნახატებს მიაპყრო,-აჰა,ესეც ნათელი მაგალილით,იმისო,რომ ელენე შეგიყვარდა,ვალდებული ხარ მიხვიდე და უთხრა ხოლო რას გეტყვის და როგორ მოიქცევა,ეს მისი ნებაა მაგრამ,ხელს არ გკრავს,-გვერდულად გაუღიმა მან
-ხვალ საღამოს სტუდენტები გეგმავენ შეკრებას,მეც დამპატიჟეს,თან დააყოლეს მარტო არ მოხვიდეო,-ირონიულად გაეცინა და ხელები გადააჯვარედინა
-მშვენიერი საბაბი გეძლევა,ელენეს სთხოვე და წამოგყვება
-ასე იოლი არაა,ის ნაწყენია,წყენა კი დიდი დროის მანძილზეც კი არ გაივლის
-არაა ნაწყენი,ქალია და თავს იფასებს მიხვდი,-ხელები დაატკაცუნა კოტემ,-უნდა,რომ შენ უთხრა,ის რისი თქმაც უნდა და თავმოყვარეობისთვის ფეხის დაბიჯება არ სურს,შენ მამაკაცი ხარ
-ვიცი,ქალები რაც არიან,არ მსურს მასზე საუბარი,ალბად არც საღამოზე წავალ,-დაბეჯითებით მიუგო თორნიკემ და ოთახის ფანჯები გამოაღო,-აქ ჩახულუთულობაა,-თქვა და თავი გარეთ გაყო
-არ იქცევი სწორად,-მის გვერდით დადგა კოტეც
-მე უფროსი ვარ და უკეთ ვიცი რა გავაკეთო და რა არა,შენ კი ამის სისწორე მცდარობის შემოწმებას არავინ გავალებს,-მკაცრად უთხრა თორნიკემ,ხელი ჯიბეზე წაიღო,-ფუ ამის სიგარეტი აღარ მქონია,წავალ ვიყიდი და ცოტას გავივლი
-როგორც გინდა,-ხმადაბლა მიუგო და ფანჯარას მოსცილდა,თორნიკემ დახურა და ჩაცმა დაიწყო,-მაგრამ,რომ წვიმს?,-დააყოლა ბოლოს კოტემ
-არაუშავს,არ მომკლავს,-გაეცინა თორნიკეს
-გაცივდები
-გთხოვ პატარა ბავშვივით ნუ მარიგებ,ცუდად მხდის,-წარბები აათამაშა და ოთახიდან გავიდა.

"სიყვარული ძალსა შენსა,ვინ არს რომე არ ჰმონობდეს",სრულიად არავინ,თორნიკე არ იყო მაგრამ,გახდა,ადრე თუ გვიან ყველა მონა ხდება რამდენიც არ უნდა იძახოს,"მე სიყვარული არ შემიძლია".,როდესაც სიგარეტი იყიდა,ტროტუარს დაუყვა,წვიმის წვეთები კეფაზე ეცემოდა,კეფიდან კი ზუგრში ჩაუყვებოდნენ,თორნიკეს აჟრიალებდა მაგრამ,არა უსიამოვნოდ,ყოველი წვეთის შეხება,ავადმყოფურად სიამოვნებდა,თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და გამვლელ-გამომვლელებს აკვირდებოდა,მათში საკმაოდ ნაცნობი სილუეტი შენიშნა,მისკენ წასვლა დააპირა მაგრამ შეყოვნდა რადგან იგი მარტო არ იყო,თან ახალგაზრდა მამაკაცი ახლდა,რომელიც მედიდურად გამოიყურებოდა და თვალებში შესციცინებდა,დავიწყებული ჰქონდა ამ ქვეყნად მარტო ის და მის გვერდით მყოფი,რომ არ არიან,ქალს სიცივისგნა ხელფეხი უკანკალებდა და აშკარად უკმაყოფილო ჩანდა,თორნიკე კარგა მანძილით ჩამოშორდა მათ,გული,ტვინი,ფიქრები,პულსის პიანინოს ნოტებივით აყოლა,სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და მოკიდებას ეცადა მაგრამ,წვიმა უქრობდა,ღერის დასველდა,-ამის დედაც,-ამოიგმინა და დამპალი სიგარეტი ძირს მოისროლა,ინსტიქტურად უკან მიიხედა და ძლიერი შეჯახების შედეგად ძირს გაწვა,-წინ არ იყურები?,-წამოდგა და ყვირილი დაიწყო
-ბოდიში,-ნამტირალევი ხმით მიუგო მან,თორნიკეს ძალიან ეცნო ხმა,ტანსაცმლის გაწმენდას შეეშვა და დამნაშავეს შეხედა,ორივე შეკრთა და უკან დაიხია
-რატომ ტირი,წეღან ბედნიერებისგან თვალები გიბრწყინავდა,-პირდაპირ მიუგო და ერთი ნაბიჯით წინ წაიწია
-ეგ შენ არ გეხება,ბოდიში,ხომ მოგიხადე ახლა გამატარე,-ამღვრეული ხმით მიუგო და წასვლა დააპირა მაგრამ,თორნიკემ მკლავში მოკიდა ხელი -ჯერ მითხარი და მერე წადი,-მიუგო აღელვებული ხმით და ხელი უშვა,გამოცადა თუ წავიდოდა მაგრამ,ელენე აღარ განძრეულო,წვიმის წვეთებს მხურვალე ცრემლები ერეოდა,-რატომ ტირი,ბექას დაშორდი?
-გინდაც ასე იყოს ეს შენ არ გეხება,-ცრემლები შეიმშრალა ელენემ
-მეხება,-ამაყად მიუგო თორნიკემ,-აღარ განაგრძო ყველაფერი გასაგებია,ძალიან მიხარია,რომ დაშორდით,ტყუილს ვერ ვიტყვი,შეიძლება გული გატკინო რადგან შენ გიყვარს მაგრამ,ვიცი,რომ ჩვენს შორის მესამე აღარ არსებობს და შემიძლია იმედი მქონდეს,რომ ოდესმე მაპატიებ ჩემს საქციელს
-ძალიანაც ნუ დაიიმედებ თავს,-მკვახედ მიუგო ელენემ,-არ მიყვარს დ აარც არასდროს მყვარებია,ეს შენს საეჭვიანებლად გავაკეთე,-ყელი მოიღერა მან და მკაფიოდ წარმოთქვა,თორნიკეს გაეღიმა და მასთან უფრო ახლოს მივიდა
-თუ ჩემი ეჭვიანობა გინდოდა,გამოდის გულგრილი არ ხარ,-ხელი ოდნავ შეახო ხელზე,ელენეს ტანში დაფურცლა,კანკალმა აიტანა
-თუ შეიძლება ხელი გამიშვი,-გაბრაზებული ხმით მიუგო და ცივად გამოსტაცა ხელი
-არ შეგჭამ,-გვერდულად გაეღიმა თორნიკეს,-მითხარი,რომ გიყვარვარ და გაგიშვებ,-ხელი ისევ მჭიდროდ მოკიდა და მოუჭირა,საკმაოდ ახლოს მივიდა ისე,რომ მის გულისცემას გრძნობდა,პატარა გული,რომელიც უსუსური ბავშვივით ქვითინებდა,მეროე ხელი წელზე შემოხვია,ელენე შეკრთა,ლოყები შეეფაკლა,უნდა დაერტყა მაგრამ ხელი არ ემორჩილებოდა,თითქოს თორნიკეს ჰიპნოზის ქვეშ მოექცა,მუხლები მოეკვეთა და გონება დაებინდა
-გამიშვი გთხოვ,-ამოილუღლუღა შეშინებული ხმით,თორნიკეს ძალიან ცოტა აკლდა და მის ღვინისფერ ტუჩებს დასწვდებოდა.
-არ მიყვარხარ,-უნდა ეკოცნა თორნიკეს,როდესაც ელენმე მკაფიოდ მიუგო,იგი უკან დაიხია,ცივად შეუშვა ხელი
-წადი,-გამწყრალი ხმით მიუგო მან,ელენე უსიტყვოდ წავიდა უკან უკან,შებრუნდა და მშვიდად გაუყვა გზას,თორნიკე იდგა უსასოოს,უნდობლობა შეპყრობილი,თვალებ ჩასისხიალენბული და ხელებ მომუჭული უყურებდა როგორ მიდიოდა ელენე,ხელები თავისკენ წაიღო და სველ თმას ჩაებღაუჭა,საკმაოდ სველი იყო ამიტომ,იქვე მდგარ ტაქსში მოკალათდა და სახლში წავიდა,შესასვლელში კოტე გადაეღობა და გაბრაზებული უბღვერდა
-ესაა მალე მოვალო,სანამ მთლიანად არ დალპი ფეხი ვერ გამოადგი?,-საყვედურით აავსო მან
-ელენე ვნახე,-მიუგო ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმით და შუბლი შეჭმუხნა,-არ ვუყვარვარ,-თქვა და დაიხარა თასმების შესახსნელად,-ისე უემოციოდ,უღიმღამოდ მომახალა,-დაბლიდან ელუღლუღებოდა კოტეს,შემდეგ წამოდგა და ოთახისკენ წავიდა
-ვწუხვარ მეგონა,-გააწყვეტინა თორნიკემ
-გეგონა ვუყვარდი ხო,-ჩაეცინა მწარედ,- რა ლოიალური ხარ,ალბად ასე იოლად არ უყვარდება,როგორც მე
-შენ?,-აღშფოთება ვერ დამალა კოტემ,-შენ გიყვარდება იოლად?,-გვერდულად გაეღიმა მას,-ეჭვი მეპარება
-კარგი როგორცაა,სოფოს ამაზე არაფერი უთხრა,რადგან მისგან მხარდაჭერას არ ველი,მაინც ელენე დასავითაა და რათქმაუნდა მე გამამტყუვნებს
-შენი ნებაა,-მიუგო კოტემ და შემოსასვლელიდან გავიდა,თორნიკე კი ოთახში შელასლასდა სველი ტანისამოსი გაიძრო და მშრალების ჩაცმის შემდეგ,მოწყვეტით დაეშვა საწოლზე.


No comments:

Post a Comment