Sunday, May 4, 2014
იყო ადამიანი ნიშნავს,იყო....(3)
გაბრიელი შინ ძალიან დაღლილი დაბრუნდა,დემეს ნახვაც კი შეეზარა,იმწუთასვე ოთახს მიაკვლია და ღრმა ძილს მიეცა,შუა ღამით საშინელი კოშმარი ესიზმრა და გულ გახეთქილს გამოეღვიძა,-არ უნდა დავთანხმებოდი გიგას,ვინ ვარ მე,რომ ასე მოვექცე სრულიად უდანაშაულო ადამიანს,ყოველთვის პრიორიტეტული იყო ჩემი ადამიანობა და ახლა ისიც სადღაც გაქრა-ფიქრობდა და საკუთარ თავზე ბრაზობდა,საწოლზე წამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო კარგახანს ასე იყო დაყუდებული,თვალები მთვარის შუქს მიაპყრო წამით მოჭუტა და თითქოს მთვარემაც ფორმა იცვალა შემდეგ ისევ გაუფართოვდა და მთვარეც თავის ფორმას დაუბრუნდა,საწოლში ჩაწვა,ეცადა თუმცა ვერაფრით დაიძინა,ჯერ კიდევ უცნობ ადამიანზე,რომ ნიძლავი დადო ამას საკუთარ თავს ვერ პატიობდა,სინდისი სადღაც შუბლის წერტილში უხტუნავდა.
მონიკას უდარდელად ეძინა,მშვიდი უშფოთველი სახე ჰქონდა,მთვარის შუქზე კიდევ უფრო ლამაზი მოუჩანდა პირი-სახე,ხელი თავ ქვეშ ამოედო და ისე ჩასძინებოდა გვერდით კი გადაშლილი წიგნი ედო,კითხვის დროს ჩასძინებია.
ღამემ მშვიდად განვლო,დილა კი უეცრად დაატყდა ხუთი წუთის ჩაძინებულ გაბრიელს და მცხუნვარე მზემ თვალები მოსჭრა,ბუზღუნით წამოდგა და ნახევრად ღია თვალებით დააბიჯებდა,მონიკას ჯერ კიდევ ეძინა და მისი გაღვიძება მოერიდა,თავად გაიკეთა ყავა და სამსახურში წავიდა,საშინლად არ სურდა იქ გიგას ნახვა, თუმცა ბედმა უმუხთლა პირდაპირ ფეხებში გაებლანდა და უკან გაჰყვა,გაბრიელს ამოსუნთქვის საშუალებაც კი აღარ მისცა,ყვავივით დააცხრა,გამოუძინებელს და ათასი კითხვა დააყარა,რომელთაც მხოლოდ ერთი,ორი ხმოვნისგან და ერთი თანხმოვნისგან შემდგარი პასუხი იყო-,“არა“,-და ხმას აღარ სცემდა,გიგა რისი გიგა იყო საქმე ბოლომდე,რომ არ მიეყვანა და გაბრიელისთვის სისხლი არ გაეშრო,ბოლო წვეთიც კი არ ამოეწოვა,მისი ძარღვებიდან,გაბრიელი განრისხდა ნესტოები დაებერა,გული უფრო რიტმულად უცემდა,საფეთქელი აუტოკდა
-რა გინდა გიგა?ნუთუ არ დაიღალე,არ ვარ თანახმა,უფრო სწორედ აღარ ვარ,მას ვერ მოვექცევი ეგრე არაკაცურად,გაიგე-შეღრინა და ზურგი აქცია,სახე დამანჭულ გიგას,რომელსაც ფეხი ფეხზე გადაედო და მუხლზე იდაყვ დაყრდნობილი შესცქერიდა გაბრიელს
-როდემდე,უნდა იყო ასეთი აუტანელი,ძალიან გინდა სამუდამოდ მარტო?ადამიანი ღმერთმა ხომ იმისთვის შექმნა,რომ ყოველი დღით იხაროს და არა ცხვირ-პირი ჩამოსტიროდეს,შენსავით და მხოლოდ სამსახურზე ფიქრობდეს
-ღმერთს ნუ ახსენებ,შენ ისეტ რამეს მენიძლავები,ღმერთს,რომ ვკითხო დამიჯერე მას არ მოეწონება ჩვენი საქციელი და ნუღარ მეკამათები ხომ იცი სიტყვას არ გადავალ,ნურც შენ იღლი თავს ტყუილი ლაპარაკით და ნურც მე მაცდენ,ერთს გეტყვი,ღმერთმა შეგვქმნა იმისთვის,რომ იყო ადამიანი პირველ რიში,თორემ აგერ ცხოველებიც მრავლადაა ზოოპარკებში და შენც მათ ემსგავსები,სიამოვნების გამო ადამიანობას ყიდი,იყო ადამიანი ნიშნავს,იყო.. და არა გერქვას,შენ უნდა იყო,ღმერთმა ჩვენ ადამიანები შეგვქმნა იმისთვის,რომ გამოვირჩეოდეთ პირუტყვებისგან,თუმცა ახლა მგონი ვერ გავარჩევთ,ვინ ადამიანი და ვინ პირუტყვი,ვინ?ხო,ჩვენ და პირუტყვები უკვე ვინ ვართ 21_ე საუკუნეში ეს სიტყვები დაიმახსოვრე,არაფერი გვაშორებს(გვანსხვავებს) პირუტყვთან,მხოლოდ ფიზიკურისა.
გიგა უსმენდა და გაბრიელის ნათქვამს მღვდლის რჩევა დარიგებას ადარებდა,იგი მშობლისგანაც კი ვერ იტანდა ასეთ საუბარს და რა ვალდებული იყო მეგობრისგან მოესმინა,ის რაც მის ყურს და გონებას არ სიამოვნებდა,გაბრიელი იმ ენაზე ლაპარაკობდა რომელი ენაც გიგას არ ესმის სწორედ ეგაა მისი და ბევრი მისნაირის პრობლემა
-კარგი აღარ გააგრძელო-გაბრაზებულმა წამოიყვირა და ოთახიდან გავარდა,გაბრიელმა დამშვიდებულმა განაგრძო საქმის განხილვა,როდესაც გიგა უკან შემოვარდა,ხელების ქნევით,გეგონებოდა ბუზებს იგერიებსო
-სამსახურის შემდეგ შენთან მოვდივარ,მოგიწევს ამყვე თამაშში თუ არ გინდა, მან გაიგოს დემე შენი შვილი,რომ არაა,-ნერწყვი გადაყლაპა და ტუჩზე იკბინა,გაბრიელი გაფითრებული უყურებდა გიგას და უკვე აღარ იცოდა რა ეთქვა,არც მისი სემოთავაზება ხიბლავდა და მითუმეტსე მუქარის შემცველი,რას გააწყობდა თამაშში უნდა აყოლოდა,შეუდრეკელ და უგუნურ ადამიანს
-ჯანდაბაშიც წასულხარ შენც და შენი გარყვნილი აზრებიც,კარგი შანტაჟისტო თანახმა ვარ,ვცდი შევაბა,აგყვები მაგ დაწყევლილ თამაშში და მერე წაგებული,რომ დარჩე რას იზამ?-მის ნათქვამზე გიგამ გემრიელად გადაიხარხარა
-რა,შენ მაჯობებ მე ქალის შებმაში?გამაცინე იცი,-გაბრიელი ხვდებოდა,რომ ამდენს ვეღარ მოუთმენდა და ერთი მაგრად მითეთქვავდა,თავის ხელში აყვანა ძალიან უჭირდა
-აღარ მინდა ამ თემზე საუბარი,წაგათრევ დღეს სამსახურის მერე და გაგაცნობ,დაკმაყოფილდი?-ირონიულად ჩაიცინა გიგამ და გავიდა,ისე,რომ არაფერი უთქვამს გაბრიელისთვის.
მონიკა ძალიან შეეჩვია დემეს,ისე უყურებდა როგორც საკუთარ შვილს-ალბათ,ცოლს გაცილებულია და ბავშვის აღზრდა თავის თავზე აიღო-ფიქრობდა და თან დემეს კალიასკით ეზოში ასეირნებდა,ჯერ კიდევ არ ენახა სახლის პატრონი,გაბრიელი და წარმოდგენილი ჰქონდა როგორიც იქნებოდა,მაღალი სპორტული აღნაგობის მოწაბლისფრო თმით და მოთაფლისფრო თვალებით,რატომღაც ასე ეგონა,პატარ დემეს,რომ დახედა ეჭვები უფრო დაუდასტურდა,მოწაბლისფრო სწორი თმა და თაფლისფერი თვალები,რომელიც მწვანეში გადადიოდა და საოცრად ერწყმოდა ერთმანეთს,დემე არ გავდა გაბრიელს უბრალოდ თმის ფერი და თვალის ფერი დაემთხვა,ეს უკვე ცხადყოფდა მონიკასთვის,რომ გაბრიელის შვილი იყო,მზემ ძალიან დააჭირა და გარეტ ყოფნა გაუსაძლისი გახდა,ამიტომ მონიკამ დემე სახლში შეიყვანა აჭამა და დასაძინებლად გაამზადა,ისევ ჭირვეულობდა,თავის საწოლში ვერაფრით დააწვინა,არც სურდა ისევ მის მუცელზე მოკალათებულიყო და ისე დაეძინა,მუდამ ასე ხომ ვერ იქნებოდა,როდესაც სამსახური დასრულდებოდა მერე გაუჭირდებოდა დემეს ძიძასთან განშორება,ამიტომ ძალით ჩსვა თვითონ კი საწოლზე წამოწვა,რომ ყურადღება მიექცია,დეემ გაბმულად ტიროდა,ცრემლები ნიაღვარივით მიედინებოდა საწყალი გასკდა ტირილით,სანამ ბუზღუნით არ წამოაგდო მონიკა და მის მკერდზე არ დადო თავი,ისევ ისე როგორც წინა რამით,თავი გვერდულად დადო მონიკას მკერდზე და თვალები მინაბა ცრემლით დასველებული წამწამები ფრთხილად მოწმინდა და თავზე მოეფერა,მასაც მოერია ძილი და კიდევაც მიეცა,ისე ღრმად ჩაზინა ვერ გაიგო გაბრიელის მოსვლა,სამსახურის დამთავრებამდე ტრადიციულად შემოიარა გაბრიელმა სახლი დაათვალიერა და გასვლა დააპირა,როდესაც დემე გაახსენდა და მისი ოთაიხსკენ დაიძრა,ფრთხილად შაღო კარი და ისეთი სურათი დახვდა რამაც ძალიან გააკვირვა ლამის აატირა კიდეც,რომ მიუახლოვდა და ძიძას დახედა თვალები გაუფართოვდა,ეს ხომ ის იყო პატარა გოგონას რომ მოზდევდა,რომელიც გულში ჩაუვარდა და როემლზეც ახლახან ნიძლავი დადო,მთელ ტანში დაუარა საოცრარი რამ იგრძნო ამ სანახაობის შემყურემ,ფრთხილად დაიხარა და დემეს აკოცა ისე,რომ მის სახე ოდნავ შეეხო და ამან დააფრთხო,თვალები გაახილა და შეცბუნდა,როდესაც მის წინ მამაკაცი დაინახა
-მაპატიე,არ მინდოდა შენი გაღვიძება,უბრალოდ ცდუნებას ვერ გავუძელი,რომ ეს ანგელოზი არ ჩამეკოცნა,-მიუგო გულ აფორიაქებულმა და კარისკენ წავიდა,როდესაც მონიკამ შაჩერა
-არაუშავს,გთხოვ მომეხმარე თავის საწოლში გადავიყვანოთ,ასე დიდხანს ვერ ვიქნებით-ოდნავ ღიმილით თქვა მონიკამ,გაბრიელიც დაჰყვა მის ნებას და მათკენ ფრთხილად მიბაჯბაჯდა,დემე ხელში აიყვანა და საწოლში ჩააწვინა
-საიდანღაც მეცნობით-კართან მისულს მიაძახა
-მეც-ჩაეღიმა მწარედ და ოთახი დატოვა,მონიკა წამოდგა საწოლიდან და უკან გაჰყვა
-მაშინ,შენ...-სიტყვებს ვეღარ აბამდა ერთმანეთზე,დაღლილობამაც თავისი ქნა,თავი უკონწიალებდა ფეხზე ძლივს იდგა
-ხო,მახსოვს,პატარ გოგო და თმა აბურდული ქალი,კი მე გაბრიელი
-მონიკა-ორივეს ჩეღიმა,გაბრიელმა იგრძნო როგორ მოაწვა ყელში სინანული საშინლად წვავდა,ანადგურებდა,მორალურად და სულიერადაც.
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment