Sunday, May 4, 2014

აღიარება "2"

„თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი“,ესეც მეორე უკიდურესობა,ლილის სწამდა,რომ მართლაც არსებობდა,თეთრი ცხენი და მისი პატრონი,ეგონა ის გამოჩნდა,რომ ჰაიკა იყო სწორედ ის,მაგრამ გონს მალევე მოეგო ეცადა მასზე და იმ უცნობ ქალზე აღარ ეფიქრა,-იქნებ ცოლია,მეგობარი,შეყვარებული,-ფიქრობდა და ახსნას ვერ უძებნიდა,რატომ განიცდიდა ასე ჰაიკას სხვა ქალის გვერძე ნახვას,მთელი ღამე თეთრად გაატარა,წამითაც კი ვერ მოხუჭა თვალი,გაშტერებული უცქერდა ღია ფანჯარაში მთვარეს,რაფაზე ჩამომჯდარი და მის გაურკვეველ მოძრაობას აკვირდებოდა,მთვარე საოცრად უყვარს,ამშვიდებს,ყველანაირ დაღლილობას და სტრესს ხსნის,ის მისი მაგიური ძალაა,მზის ამოსვლა და მთვარის ჩასვლა საკმაოდ ლამაზი მომენტია,გათენებას ვინც შესწრებია მიხვდება,რაზეც მაქვს საუბარი,საოცარი ფერები იხატება გარშემო,მზე ნელნელა,იჭრება ცაში და იქიდან გადმოჰყურებს,მთვარე მორჩილად უთმობს ასპარეზსს და სადღაც იკარგება,ლილი ისევ გაშტერებული გაჰყურებდა,შემოგარენს ქალაქიც გამოცოცხლდა,ახმაურდა,ყველა სადღაც მიისწრაფოდა,ზოგი სამსახურში ზოგიც ალბათ მეგობართან.
რაფიდან ჩამოვიდა და ოთახში სიარულს მოჰყვა,საწოლზე გულაღმა დაემხო და ცოტახანს დუმდა,არც ცრემლი ზდიოდა,თუმცა ტირილი უნდოდა,გულში რაღაც საშინლად ტკიოდა,ჰაიკას ფიქრებიდან განდევნა სურდა,მაგრამ თავად ფიქრებს არ სურდა ლილის მიტოვება.-ვინ დამწყევლა,-ამოიგმინა და ყელში გაჩხერილი ბურთულა გადაყლაპა,ერთხანს ასე იყო საწოლზე გადაწოლილი,ცოტა სიმშვიდე,რომ იგრძნო წამოდგა კარადა გამოაღო და სარაფანი გამოიღო,ვსო მორჩა ლილი აღარ აპირებს ცრემლის ღვრას სრულიად უცხო ადამიანის გამო,დროა ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოს,ოღონდ არა ცუდი,უბრალოდ სიცოცხლით გაიხაროს,იმით,რომ არსებობს,თბილისში უკვე გაუსაძლისი იყო გაჩერება და გადაწყვიტა მამის სამშობლოში გურიაში,ფინა ბებოსთან წასვლა,კარადიდან უკლებლივ ყველა ტანისამოსი გადმოიღო და ბარგის ჩალაგებას შეუდგა,ყველაფერს,რომ მორჩა ტაქსი გამოიძახა.
სოფლის გზა ძალიან დამღლელი გამოდგა მისთვის,დიდი ხანია რაც ამ გზაზე არ გაუვლია,სოფელს,რომ მიუახლოვდნენ ქარმა დაუბერა,საოცრად ესიამოვნა ლილის იქაური სურნელი,სიმშვიდე მოჰგვარა,ოდნავ დაბურული ფანჯრიდან გაჰყურებდა,საოცრად ლამაზ ბუნებას,რომლის ნახვითაც არავინ დარჩებოდა უკმაყოფილო,დაღლილობისგან თვალებიდან ძლივს იხედებოდა,როგორც იქნა მიაღწია,სახლის კარამდე,ტაქსი ახლოს გააჩერებინა და ბარგის გადმოტანაში დაიხმარა მძღოლი,ეზოში შესულს,თვალწარმტაცი სილამაზე გადაეშალა,როგორ მონატრებია აქაურობა, ეზოში,რომ დარბოდა და ათას გასართობს იგონებდა,განვლილმა წლებმა თვალწინ ქარიშხალივით გადაურბინა,ძაღლის ყეფის ხმა მოესმა და გვერდიდან დაჯახება იგრძნო,დიდი ფუმფულა ძაღლი,ენა გადმოგდებული შესქეროდა ლილის და ფეხებზე ელაქუცებოდა,კუდს უქიცინებდა,მას მალევე მოყვა,წელში ოდნავ მოხრილი,მაგრამ მაინც ახალგაზრდული იერის მქონე მოხუცი,სიბერეს ვერაფერი დაეკლო მისი მშვენიერი სახისთვის და ერთ დროს,უმშვენიერესი ქალისთვის.მშვიდად მოაბიჯებდა ფინა ბებო და სახე ბედნიერებისგან და მოულოდნელობისგან გაბადვროდა,ლილის მიუახლოვდა და მონატრებული შვილიშვილი გულში ჩაიკრა
-აქ რა ქარმა გადმოგაგდო?-კითხა და მისი ხელი ხელში მოიქცია
-მოგეხსენებათ,ქალბატონო ფინა,რომ თბილისში ამ დროს გაუსაძლისია გაჩერება,ამიტომ,მე გადავწყვიტე მომენახულებინა ჩემი უსაყვარლესი ბებია,-უთხრა თვალებ გაბრწყინებულმა,და მოხუცს ძლიერად ჩაეხუტა
-კარგი გადაწყვეტილება მიგიღია,ამ დროს შენი ტოლი გოგონები აქეთ აღარ ჭაჭანებენ,აღარავის სურს სოფელი,მიგვატოვეს მოხუცები,ყველას ზღვა ურჩევნია ზაფხულში,მაკვირვებს შენი გადაწყვეტილება და დიდად მოხარული ვარ სხვებს,რომ არ გავხარ-ჩაიცინა მოხუცმა და ლილის გვერდით ფეხებზე მიკრულ ძაღლს მიაცქერდა,-სიმბასაც ძალიან მოენატრე,ხედავ აღარ გშორდება,შენთან თამაში მოენატრა,გახსოვს რამდენს თამაშობდით,მერე ორივე ენა გადმოგდებული,რომ მოლასლასებდით,ეჰ რა დრო იყო,მაშინ ჩემი შვილიც ცოცხალი იყო,-ოდნავ ნაღველი მოაწვა და მძიმედ ამოიოხრა
-კარგი ბებიკო,ვიცი ძნელია,მეც საშინლად განვიცადე,თუმცა ღმერთმა ასე ინება დაე იყოს ასე,ჩვენ მას წინ ვერ აღვუდგებით,ახლა კი ნუ გავიფუჭებთ ერთმანეთის ხილვით განცდილ სიხარულს და დავტკბეთ,ერთად ყოფნით,თორემ დრო მეწურება შვებულება მალე გავა და ისევ დავუბრუნდები ჩვეული ცხოვრების დინებას,სამსახურს,რომელიც ასე საშინლად მღლის,ხან გამოქცევა მინდა,მარა თავი ხომ უნდა ვირჩინო,-საუბარი ახლა უკვე სახლის ყველაზე დიდ ნაწილში მისაღებში განაგრძეს,ლილის ოჯახი შეძლებული იყო და სოფლის სახლი საკმაოდ კარგად იყო მოპირკეთებული,ირგვლილ საოცარი სურნელი ტრიალებდა,მოხუცს გაზზე თეთრი ბალი შემოედგა და მურაბას ხარშავდა,ლილის საშინლად ენატრებოდა,ფინას ნახელავი კერძები,ამ სურნელოვან მურაბასაც დიდი სიამოვნებით გაკრავდა კბილს,მთელი სამზარეულო მურაბის სუნით იყო გაჟღენთილი,ისხდნენ მაგიდასთან და ერთმანეთს მონატრებულები სოფლის და ქალაქის ამბებს უზიარებდნენ,ფინა ბებო დატრიალდა ხელად გააწყო სუფრა,სოფლის პროდუქტით აივსო მაგიდა,ლილი კი გემრიელად შეექცეოდა მონატრებულ საკვებს,მალევე მურაბასაც გაუგო გემო.
-ბებო სასწაული ხელი გაქვს,მინდა ავღნიშნო,რომ არა სამსახური სულ აქ შენს გვერდით ვიქნებოდი,როგორ შემოგთავაზო,იმ სიბინძურეში ცხოვრება საიდანაც გამოვიქეცი ცოტახნით,სიბინძურე არ ნიშნავს,რომ მაინც და მაინც ყველგან რაღაც უნდა ეგდოს,ზოგადად ვამბობ,მანქანების გამონაბოლქვი,უხარისხო საკვები,შენც კარგად მოგეხსენება,რომ თბილისში,არაა ისეთი ჰაერი,როგორიც სოფლებში,არ მინდა შენს ჯამრთლობას ზიანი მივაყენო-ლილის საუბარზე მოხუცს ეცინებოდა 
-ქალაქის ჰაერი არც უნდა შეადარო,სოფლის ჰაერთან,იმდენ რამეს ამუშავებთ,რომ კიდევ კარგი ჰაერია,ახლაც იმდენი რამე გამოიგონეს,ჩვენ დროს სად იყო კოპიუტერი თუ რა ქვია?
-კომპიუტერი-შეუსწორა სიცილით
-ხო რაცაა,იმას,როგორ შევაცქერდები,ან ტელეფონი,რომაა ახლა ყველა,რომ გიჟდება მაგიზე რა ქვია?ვაშლი თუ რაცხა,მოკლედ არ ვარ კარგად ჩახედილი, თქვენი და ჩვენი თაობა საკმაოდ განსხვავებულია,თქვენ ჩვენზე მეტად ხართ განვითარებული ტექნიკურ საკითხებში,
-კი ეგრეა ბებო ეგრე,და წარმოიდგინე ჩვენი თაობის შემდეგ თაობას რა ექნებათ,გამომგონებლები ყოველ წუთს ახალ ახალ რაღაცებს იგონებენ დგვაოცებენ შესაძლებლობებით
-ეჰ შვილო,წლები მიდის,სულ ერთ ადგილას ხომ არ გავჩერდებით,მრავალფეროვნება კარგია,ერთფეროვნება ღლის ადამიანს,აგერა ყოველ დღე ვცდილობ არცერთი დღე არ გავდეს ერთმანეთს ყოველ დღე რახაც ახალს ვაკეთებ,შიოც აქაა,გუშინ ჩამოვიდა ბათუმიდან
-მართლა?რამდენი ხანია არ მინახავს ეგ საზიზღარი,თითქმის ათი წელია,ტიტუ რა ბევრია,ალბათ ვერც ვიცნობდი,შენ,რომ არ გაგეფრთხილებინე,ნეტავ თვითონ თუ მიცნობს?
-გიცნობს,გიცნობს-ჩაიცინა ეშმაკურად მოხუცმა და თითქოს რაღაც საიდუმლო იცისო,ტუჩები მაგრად მოკუმა, ვაი თუ რამე გადმომცდესო.
-გუშინ ბლის დაკრეფაში მომეხმარა,ალბათ დღესაც გადმოივლის,აგერ ჭიშკრის ხმაა მიდი გახედე მაგი ხომ არაა?-ლილი წამოდგა და გარეთ გაიხედა,ეზოში მაღალი,შავთმიანი მამაკაცი მოაბიჯებდა,თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა,ლილი ეზოში გავიდა და წინ დაუდგა

No comments:

Post a Comment