--„ჰეი შენ“--
--ფშ--
-დასაწყისისთვის არაუშავს რა--
--ძილი მომერია--
--თავში რაღაც მომხვდა--
--გამოვფხიზლდი--
-კარი შეღრიჭინდა--
--თავი ვიღაცამ შემოყო--
--დამიძახა--
--ისევ ფშ--.-ისეთი არაფერი ხდება,გამოვედი მოვათვალიერე,არავინ იყო და ისევ უკან დავბრუნდი--
--მაგიდაზე წერილი დამხვდა--,-ავიღე და ზერელედ დავხედე,წაკითხვა დამეზარა--
--თავი ისევ შემოყეს,მაგრამ ამჯერად კაჭკაჭა იყო--თავის კონწიალით შემოვიდა და დამხედა.
-ისევ აქ ხარ?
-კი,როგორც მხედავ აქ ვარ,შენ რატომ ხარ აქ?-შევუბრუნე კითხვა,იგი ჩამოჯდა სავარძელში და ხელები მაგიდაზე დააწყო
-რავიცი შემოვრჩი,ავდგები და წავალ საქმე მაინც არაფერია
-კარგს იზამ,საქმე არც მე მაქვს,მაგრამ ვიქნები ცოტახნით
-აჰ’კაი გვანცა,როგორც გინდა,მე წავედი,იმედია არაფერი შეგაშინებს-თავისი მომხიბვლელი ღიმილი მაჩუქა და გავიდა.
--ფშ--,-ისევ მომესმა შტვენის ხმა,წამოვდექი და კარს მივაყურადე,მერე გამოვაღე და ძირს თაიგული დამხვდა,ერთი ამოვიოხრე და თაიგული ავიღე,შიგ ისევ წერილი იდო,იგივე შინაარსის.
--მე ძლიერ---რაღაცნაირად სიცილი ამიტყდა და წერილი დავხიე,ყვავილები გვერძე მივყარე,ჩანთა და შემოსასხამი ავიღე და გავედი.
--
სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი მიმოვიხედე,ისეთმა შეგრძნებებმა შემიპყრეს,თითქოს ვინმე მითვალთვალებს,სწრაფად ჩავჯექი მანქანაში და ძრავი ჩავრთე,რამდენიმე წამში უკვე მთავარ ტრასაზე ვიყავი.
--წვიმა წამოვიდა--
--ეს მეჭირდებოდა ახლა--
--საბურავმაც დაუშვა--
-დღეს მარცხენა ფეხზე ავდექი--,-მანქანიდან,რომ გადმოვედი საშინლად შემცივდა,ტანში გამცრა,ხელები დავიორთქლე და ჩავიცუცქე,ხელით გავსინჯე საბურავი და მართლაც დაშვებული ყოფილა,წამოვდექი და მანქანაში ჩავჯექი,ველოდიებოდი,როდის გამოივლიდა მანქანა,რომ გამეჩერებინა.
--წვიმამ უმატა--
ტელეფონი ამოვიღე და კაჭკაჭას დავურეკე,მაგრამ არ იღებდა,გული კი დამწყდა,მაგრამ რას ვიზამდი,ისევ მანქანის გამოვლას დაველოდე.
--კაჭკაჭას ცოლი--,-გამახსენდა,როდესაც ტელეფონმა გაანათა,აღარ ავიღე,მომერიდა სახე ამეწვა,რას იფიქრებდა,მერე მისი ცოლი,გავუთიშე და მანქანიდან გადავედი,სწრაფად რადგან ვხედავდი მანქანის შუქებს,როგორ მიახლოვდებოდა,წინ გადავუდექი და მანაც დაამუხრუჭა
--აბა ხოარ შემასკდებოდა--
მძღოლი არცისე კმაყოფილი გადმომიხტა და მომმვარდა
-თქვენ რა გაგიჟდით?-დამიყვირა მან
-დახმარება მჭირდება-საწყალი ხმით მივმართე და მანქანისკენ წავედი-საბურავი დამეშვა-მას სიბრაზე გადაუვიდა და ირიბად გამიღიმა
-მეორე გაქვთ,რომ გამოვცვალო?-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და უკანა მხარე გავაღე,საბარგულიდან საბურავი ამოიღო,მერე თავისი მანქანიდან ხელსაწყოებიც მოაყოლა და საქმეს შეუდგა
--აღარ წვიმდა--
როცა მორჩა შეკეთებას,წვალებით წამოდგა,დასვრილი ხელი გამომიწოდა
-დამიკავე-ხელსაწყოების ჩანთა მომცა და ხელები გაიწმინდა,მერ ეისევ უკან გამომართვა და მანქანაში ჩადო
-გმადლობთ,გადამარჩინეთ-მას გაეღიმა და მანქანაში სანამ ჩაჯდებოდა მითხრა:
-ფრთხილად იარეთ-ისევ გაიღიმა და წავიდა.
დამსვიდებულმა გავაგრძელე გზა და როგორც იქნა სახლშიც მივედი,კარი შევაღე თუარა სახლის სითბო სახეზე მომეხუტა,საკუთარ სახლზე დიდი ბედნიერება არ არსებობს,წინათ ნაქირავებში ვიყავი სანამ საკუთარს ვიყიდიდი და გული მქონდა შეჭმული,პატრონი სახლის ინტერიერში ცვლილებების შეტანას მიშლიდა და სულ კამათი და დავიდარობა გვქქონდა.
--დივანზე გავწექი--
-ჭერს მივაშტერდი--
--დაღლილობისგან ძლივსღა ვსუნთქავდი--
--ყურები მქონდა დახშული--
--თვალები მიმეღვენთა--.
--
სველი ტანსაცმელი,მანქანაში შევყარე და ჩავრთე,უკვე ღამის სამი საათი იყო,მანქანამ,რომ ნგრევა და ხტუნვა დაიწყო,მეზობელი ამოვიდა,კარგად გამომთათხა და ჩავიდა.მანქანა მაინც არ გამოვრთე,სანამ რეცხვა არ დაამთავრა,მერე დავფინე კიდეც.
--წვიმამ გადაიღო--
წამოვწექი და წიგნის კითხვა დავიწყე,როცა ისევ გაისმა ჩემი ტელეფონის ხმა,რომ დავხედე ისევ კაჭკაჭა იყო,ჩავიფრუტუნე და ტელეფონი გავთიშე
--ბზ,ბზ--,-არ წყვეტდა ხმას ტელეფონი
-გისმენ კაჭკაჭ
-რატომ მირეკავდი,მოხდა რამე?-მკითხა ნამძინარევი და შეწუხებული ხმით
-ისეთი არაფერი,ზარი გამომეშვა უბრალოდ,ბოდიში,რომ გაგაღვიძე
--გაიცინა--
-არაუშავს,შემეშინდა,რომ არ მიპასუხე-შეწუხებული ხმით მომიგო მან
-კაი,ხომ გითხარი არაფერი ხდება,შეგიძლია დაიძინო
-ჰო კაი,შენ რა ხარ-მაყოლა მაინც და გათიშა.
დილით თავი სუსტად ვიგრძენი,ვიფიქრე სამსახურს გავაცდენ,კაჭკაჭა მაინც არაფერს მეტყვის,კაი კაცია მეთქი,მაგრამ ,რომ დამირეკა და ამბავი მამცნო შურდულივით წამოვხტი და კარადას ვეცი.
--
-აკი ცუდად ვარო?-მკითხა წარბების თამაშით კახამ,ჭარხალივით გავწითლდი და მისი შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე,ერთხანს მიყურა მერე კი შემეშვა,მიხვდა აზრი არ ჰქონდა ლოდინს კარი გააღო და გავიდა,მერე უკან შემობრუნდა და ხელში წერილი მომცა,სახე შეცვლილი ჰქონდა
-ძირს იდო?-ვკითხე მე,მაგრამ არაფერი მითხრა,კარი გაიხურა და წავიდა,ღია ვარდისფერ კონვერტს დავაცქერდი,ალბათ გავაფრენდი ისევ ის სიტყვები,რომ დამხვედროდა,ჩემი ცხოვრება უაზრობას მიაქვს და კიდევ უფრო უაზრო ხდება,როცა ყოველ დილით წერილების კითხვა მიწევს თანაც უცნობისგან,სავარძელში ჩავეშვი და კონვერტი გავხსენი,ფურცელიც ვარდისფერი შეფერილობის იყო,როგორიც წინა წერილები,ამჯერად გული ამიჩქარდა,უჩვეულოდ,აქამდე უბრალოდ ვხსნიდი არ მაინტერესებდა შიგნით რა იყო,მაგრამ ახლა რაღაც დამემართა,უცნაური შეგრძნება დამეუფლა,თითქოს ომში წასული ქმრის წერილი მეპყრეს ხელთ,რომლის ყოველი სიტყვაც სიცოცხლის ტოლფასია ჩემთვის,წერილი კი იმის მაუწყებელი,რომ ჯერ კიდევ ცოცხალია და არაფერი უჭირს.
-- --
რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს,წერილი ცარიელი დამხვდა,ის შეგრძნებები გაქრა ჩემში რაც მისი გახსნისას გამიჩნდა,თუმცა ცარიელი ფურცელი ისევ უკან ჩავდე კონვერტში,დასახევად ვერც ის გავიმეტე,თუკი იმ პიროვნებას ვუყვარვარ მის სათუთ გრძნობებს,რომლებიც ფურცლებზე გადმოიტანა ჩემთვის,მგონი ცუდად მოვიქცევი,რომ გავანადგურო.
--
-გვანც ჩემი ცოლი ცუდადაა და საავადმყოფოში უნდა დავაწვინოთ-თვალებ ამღვრეული და მხრებ ჩამოყრილი იდგა კახა,მე ხმა ჩამივარდა,ვერაფერი ვუთხარი,საშინლად მეტკინა გული ასეთი განადგურებული,რომ ვნახე,ვიცი,რომ კახა თავის ცოლს აღმერთებს და ისიც ვიცი,რომ თუ დაკარგა თან გაყვება,კახას დაკარგვას კი მე ვერ გადავიტან,მე ვერ შევძლებ მისი თბილი ღიმილის დავიწყებას,რომელიც ცხოვრება სმილამაზებდა,რომელთანაც შემეძლო კახაზე ახლოს ვყოფილიყავი,რადგან ის კიარა მისი ღიმილი მათბობდა და მათბობს მთელი ცხოვრება.
-ცუდია,მაგრამ შენ არ ინერვიულო,21_ე საუკუნეა ახლა და შენს ცოლს ასე იოლად სიკვდილის ნებას არ მისცემენ-ოდნავ მოეშვა,სახეზე ფერი მოუვიდა,სიცოცხლის პატარა ნიშანი შევნიშნე
-მაინც მეშინია-ხრიწინით თქვა და მაგიდას მუშტებით დაეყრდნო-ხომ იცი,როგორ მიყვარს,მისთვის რას არ დავთმობ.- --ვიცი--,ჩავილაპარაკე ჩემთვის და ცრემლი მომადგა,ჩემს გულსაც მოუნდა ასეთი ძლიერი სიყვარული,არა ეს ჩემს გულს სულ უნდა,მაგრამ სადაა.
-ნუ გეშინია,ყველაფერი კარგად იქნება,ყველას ცხოვრებაში დგება მძიმე მომენტები,ეს უფლის ნებაა,შენ კი ახლა გამოცდაზე ხარ,არ უნდა შეშინდე და ჩააბარებ
-გვანცა,ჩემი კიარა ჩემი ცოლის სიცოცხლე დევს სასწორზე,როგორ არ გესმის-ტონს აუწია კახამ,ხელები აუკანკალდა,სუნთქვას მოუხშირა
-აქ,რომ დგახარ და ნერვიულობისგან ლამისაა ხელებში ჩამაკვდე,ამით დაეხმარები შენს ცოლს?-მეც ამევსო მოთმინების ფიალა,გავმწარდი,მან თავი ასწია და ისეთი თვალებით შემომხედა,მეგონა სადმე მომიქნევდა
-ალბათ მართალი ხარ-დაწყნარებული ხმით მითხრა და უკან შებრუნდა-წავალ მისთვის ვილოცებ
-გინდა მეც გამოგყვები,ერთად ვთხოვოთ უფალს შენი ცოლის გადარჩენა-უარი არ უთქვამს,მადლიერი სახით შემომხედა და კართან დამელოდა,სანამ მე შემოსასხამი და ჩანთა ავიღე.
--
ეკლესიის ეზოში მამაო იდგა,კახა მასთან მივიდა,მამაომ დალოცა და ცოტახანს ისაუბრეს,მე ეკლესიაში შევედი და სანთელი დავანთე,როდესაც ლოცვა დავასრულე,მაშინ მივხვდი ჩემს გვერდით,რომ დიგა კახა და გულმხურვალედ ლოცულობდა,აი მაშინ დავინახე მასში,ყველაზე დიდი სულიერება,წმინდა სული,ცოლისადმი უანგარო სიყვარული,ამ ყველაფერს აქამდეც ვხედავდი,მაგრამ არა ისე ძლიერად როგორც ახლა,როდესაც მის ძლიერად დახუჭულ თვალებს და მოჭმუხნულ შუბლს დავაკვირდი.ხელები უკანკალებდა და ოფლი ზდიოდა შუბლზე,მე ხატებს ვემთხვიე და ეკლესიის ეზოში გავედი,თხუთმეტ წუთში კახაც გამოვიდა,სრულიად სხვა ადამიანი,ხელმეორედ დაბადებული,ისევ ძველებურად გამიღიმა
-როგორ ხარ?-ვკითხე მე
-ვერ ავხსნი ისე
-კარგია
-ასეთი სიძლიერე არასოდეს მიგვრძვნია-თქვა მან აღელვებული და სიხარულით აღსავსე ხმით-ბოლოს ექვსი წლის ასაკში ვილოცე,დედასთან ერთად და შემეშინდა მეგონა უფალი ჩემს ვედრებას არ ისმენდა,მაგრამ როგორც კი დავიწყე მისგან ვიგრძენი,რომ მთელი ცხოვრება მომყვება
-მიხარია-გავუღიმე მე ამს კი გაუკვირდა,ჩემგან ღიმილს არ იყო დაჩვეული,თუმცა არაფერი მითხრა,ეკლესიის ეზოდან გამოვედით და მანქანაში,რომ ჩავსხედით,მხოლდო მაშინ მომიგო ხმადაბლა
-ღიმილი გიხდება-მეტი აღარაფერი უთქვამს ძრავი ჩართო და უხმოდ ვიყავით მთელი გზა.
--
მე ისევ კაბინეტში ჩავიკეტე,კახა აღარ შევაწუხე,საუბრით,რომანტიკა მომეძალა და უცნობი თაყვანისცემლის,წერილები ამოვყარე უჯრიდან და როდესაც წაკითხვა დავაპირე კახა შემოვიდა
-ინახავ?-გაეცინა და ერთერთი წერილი აიღო ხელში
-დიახ ვინახავ-ვუთხარი მე და წერილი გამოვსტაცე-შენ არ გეხება-მწარედ გავუღიმე და წერილები უჯრაში ჩავყარე,მას გაეცინა და სავარძელში ჩაესვენა
-დღეს უკეთდება ნინას ოპერაცია-მოეღუშა სახე
-ოპერაცია ვის არ გაუკეთებია-ვეცადე დამემშვიდებინა
-ყველა სხვადასხვანაირად იტანს
-ვიცი,მაგრამ ნინა ძლიერია და ყველაფერი კარგად იქნება
-იცი ამას ვინ გიგზავნის?
-არა და არც მაინტერესებს
-აბა რატომ ინახავ?-ისეთი სახით შემომხედა,წამით დავეჭვდი კახა ხომ არ იყო,თუმცა ნინა და ეს აზრიც წამში გაქრა
-ისე უბრალოდ,სხვის გრძნობებს პატივს ვცემ-მან თავი უკან გადაწია და ფშუტუნებდა
-რა უცნაურები ხართ?
-ვინ?
-თქვენ ქალები
-სულაც არა,ეს თქვენ ხართ კაცები უცნაურები,ჩვენი,რომ ვერაფერი გაგიგიათ
-ძნელად გასაგებია ქალი
-სულაც არა,პირიქით-იგი წამოდგა და კარისკენ წავიდა,ისეთი შეგრძნება დამეუფლა მომინდა წამოვმხტარიყავი და ჩავხუტებოდი,მაგრამ თითქოს სავარძლის ფეხზე მიმაბეს და ფეხებს ძვრა ვერ ვუქენი
-დროებით-მითხრა და გავიდა მე კი თვალებში მოწოლილი ცრემლი ჩამომიცურდა,კანზე ცრემლი,რომ ვიგრძენი მეგონა ნაპერწკალი მომხვდა,საშინელი წვა ვიგრძენი.
--
იცით ყველაზე მეტად რამ დამამძიმა?,რომ ვხედავდი როგორ იწვა ნინას საფლავთან კახა და ბოლო ხმაზე ღრიალებდა,მე კი გახევებული ვიდექი და ვერაფერს ვაკეთებდი,არც კახა იცვლიდა ფეხს,მუჭებში მიწა ჰქონდ ამოგროვილი და მთელი ძალით სრესდა,ვიგრძენი ამის ყურება აღარ შემეძლო და მანქნააში ჩავჯექი,მინიდან ვუყურებდი მის ტანჯვას,ცრემლებს არც ჩემს თვალებზე დაუგვიანიათ.
--
რამდენიმე თვე სამსახურში არ წავედი,არც კახასთვის დამირეკავს,ვიჯექი ოთხ კედელ შუა და ვფიქრობდი.
დივანზე წამოვწექი,უნდა დამეძინა,როცა კახამ დარეკა,ისეთი ხმა ჰქონდა ქვას გააპობდა შუაზე,მე დაფეთებული წამოვვარდი დივნიდან ჩავიცვი დ აგავვარდი სამსახურში
--
-რა მოხდა?-შევვარდი თუარა ვეცი კახას და ბოლო ხმაზე ვუყვირე,მან ჩემი უჯრიდან ყველა წერილი ამოიღო და ნაკუწებად აქცია,ვცდილობდი შემეჩერებინა,მაგრამ სანამ ყველა წერილი არ გაანადგურა არ გაჩერდა
-მეორედ სამსახურში ვნახავ ასეტ სულელურ ნივთებს და სამსახურიდან გაგიშვებ-მე გავოგნდი,ხმა ჩამივარდა,კანკალმა ამიტანა,მის თვალებში სიძულვილის ცეცხლი ენთო,გამქრალი იყო,ის კეთილი, სათნო, თბილი, თვალები სადღაც.
-რა დაგემართა?-ხმის კანკალით ვკითხე მე
-არაფერი-მიღრიალა მან და უხეშად დამსვა სავარძელში-აწი სამსახურში დაგვიანებით არ მოხვიდე,არც გააცდინო,გინდაც კვდებოდე,არ მაინტერესებს,მოხვალ და წახვალ როცა საჭიროდ ჩავთვლი,არ მიიღებ არავის წერილებს,არ უპასუხებ უცხო ზარებს,არ ივლი პაემნებზე,კაცებს მოერიდე,თუარ გინდა,რომ სამსახური დაკარგო-ასეტი საუბრის მერე რომელი ნორმალური ქალი არ გადავა ჭკუდიან და თავში ათასი რამ არ მოაწვება,ერთხანს ვდუმდი,მერე წამოვდექი და მასთან ძალიან ახლოს დავდექი
-ეს ყველაფერი რას მივაწერო?!,სად ჯანდაბში გააქრე კახა,რა გინდა ჩემგან მკვდარი ცოლის მაგივრობა გაგიწიო?-სახე აუწითლდა,ხელი აღმართა,მაგრამ დარტყმა ვერ გაბედა-არაკაცად ქცეულხარ,ან მე დავინახე ახლა შენი ნამდვილი სახე
-ნუ ცდი ჩემს ნებისყოფას
-კაცი,რომ ვიყო გაგინებდი და მაგრად გცემდი,მაგრამ არ ვარ
-ჰმ’რა სამწუხაროა-მომიგო ირონიულად
-მადლობა თქვი,რომ არ ვარ
-რომ იყო,მეც გცემდი,ამიტომ მადლობა უფალს არ ხარ
-უფალის ხსენება არ გაბედო,შენ უღირსი ადამიანი გახდი,ასეთი არ გაჩენილხარ
-გადი
-თავად გადით ბატონო კახა,ეს ჩემი სამუშაო ადგილია
-ტონი შეცვალე,გირჩევნია ხმის,მაღიზიანებს
-შემთხვევით მეც ხომ არ გაღიზიანებთ?
-დიახ’მაგრამ იყავით სანამ თქვენს შემცვლელს მომიძებნიან-გაიხურა კარი დ აგავიდა
დაბნეული ჩამოვჯექი მაგიდის კიდეზე და ხელებში ჩავრგე თავი,ვფიქრობდი ასე რამ შეცვალა კახა და პასუხიც მქონდა ნინას გარდაცვალებამ,მაგრამ მე რა შუაში ვარ ნეტავ ამის პასუხიც ვიცოდე,ასე ხომ აღარ ვიჯდებოდი.
ნინას დაკარგვის მერე მოველოდი კახა შეიცვლებოდა,მაგრამ არა ასე,ურჩხულს არ დაემგვანებოდა,ამის დიდი იმედი მქონდა,ახლა დაბნეული და დამცირებული აქ კიარ უნდა ვიჯდე,მასთან უნდა ვიყო და ვამხნევებდე,მაგრამ ამის გაკეთება არ შემიძლია,რომ მივუახლოვდე მომკლავს,გული ამტკივდა,როდესაც მისი უმოწყალო ღვარძლიანი სიტყვები გამახსენდა,მისი არაადამიანური ღრიალი ზარს მცემდა.
უჯრა დავხურე,რატომღაც წერილებზე გული ძალიან დამწყდა,თითქოს ჩემი განვლილი ცხოვრებიდან ეპიზოდი მოსწყდა,უბრალოდ სხვამ მიისაკუთრა,ერთი თბილი და საინტერესო,ყველაზე საინტერესო ეპიზოდი,ფილმის კადრი,რომელიც ამოჭრეს,ფილმიდან,რადგან ზედმეტად სენტიმენტალური იყო,ჩემი ცხოვრების ეს ნაწილიც სენტიმენტალური იყო თავის მხრივ.
მყავდა უცნობი თაყვანისმცემელი,რომლისგანაც ვიღებდი საოცარ სითბოს,ახლა კი უეცრად ყინულის მთასავით აღიმართა კახა ჩემს წინ და დამიშალა ეს ყოველივე,რომელი ჭკუადამჯდარი მამაკაცი გააკეთებდა ამას თუკი შენს მიმართ გრძნობები არ გააჩნია და საკმარისად მაქვს საბუთები,რომ კახას ჩემზე როგორც ქალზე არასოდეს უფიქრია და მივაჩნი,ერთ ჩვეულებრივ ადამიანად,რომელიც გადამკვდარია საქმეზე და ცხვირს არ ყოფს იქიდან.
-სურვილი აღმიძრა-
-წამოვხტი და კაბინეტიდან გავვარდი ისე,რომ კარიც არ დავხურე-,სწრაფად გავიარე დერევანი და გარეთ გავედი,ეზოში არავინ იყო,მანქანის კარი გავაღე და,როდესაც უნდა ჩავჯდე,მესმის კახას ხმა
-უკან დაბრუნდი-თითქმის სასოწარკვეთილი ხმით მიღრიალა და სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ,ხელი ჩამავლო მკლავში და ისევ უკან ამათრია,მკლავი ჩამიწითლდა და საშინლად ამტკივდა,ცრემლებიც ვეღარ შევიკავე და არც მიცდია შემეკავებინა,მწარედ მოვიქნიე ხელი და კახას სახეზე აესვენა
-ღირსი ვარ-მითხრა და კაბინეტში შემაგდო,მერე კარი მთელი ძალით მოხურა და ისევ დავრჩი მარტო,უფრო მეტად შეძრწუნებული,ამას მკლავის ტკივილის დაემატა და უკვე მეგონა ვიღაც მახრჩობდა.
--
საღამოხანს ისევ შემოვიდა კახა და მითხრა,რომ შემეძლო წავსულიყავი შინ,არაფერი ვუთხარი,ოდნავ გავიღიმე და ნივთები შევაგროვე,როცა ყველაფერი მზად მქონდა და უნდა გავსულიყავი ხელი დამიჭირა
-მე წაგიყვან-მითხრა და ჩანთა გამომართვა,არ შევეწინააღმდეგე ხმა არ ამომიღია,უკან მივყვებოდი დასჯილი ბავშვივით და ბოღმა მახრჩობდა.
თავისი მანქანის კარი გააღო და მიმითითა,მეც დავჯექი ღვედი გავიკეთე და დაველოდე მას.
რომ დაჯდა კარგახანს მიყურა,მეგონა რამეს მეტყოდა,პატიებას მთხოვდა ამ დღეებში მომხდარის გამო,მაგრამ ხმაც არ ამოუღია უბრალოდ მიყურებდა და მიყურებდა,მისმა მზერამ ძალიან,რომ შემაწუხა გადასვლა დავაპირე,მაგრამ შემაჩერა და ძრავი ჩართო.
--
-სახლში იყავი,არსად გახვიდე-როდესაც მივედით,მხოლოდ ეს მითხრა და წავიდა,სახლში ავედი გამოვიცვალე ნივთები მაგიდაზე დავაწყე,აბაზანაში შევედი,ვიფიქრე თბილმა წყალმა მაინც მისველოს მეთქი,ცოტა აზრზე მომიყვანოს,მკლავი ჩალურჯებუი იყო,ხელი,რომ დავადე საშინლად მეტკინა,სიმწრით დავიბანე და გამოვედი მალევე რადგან სული შემეხუთა,სარკეში ცემს თავს,რომ დავაკვირდი შემეცოდა,მკვდრის ფერი მედო,მწვანე თვალები კი დაღლილობისგან უცნაური ფერი გამხდარიყო,ჩემს გამხდარ ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე და წაბლისფერი თმა,რომელიც წელამდე ლამის მაქვს მაღლა ავიწიე და ისე შემოვიხვიე პირსახოცი,საშრობი ჩავრთე და აბაზანიდან გამოვედი,ტანსაცმელი,რომ ჩავიცვი ქურაზე ყავა დავდგი და სანამ ადუღდებოდა საქმეს გადავხედე,ნესტოებში მძაფრი სუნი ვიგრძენი,მაგრამ ყურადღება არ მივაქცია,მერე კიდევ უფრო მძაფრი გახდა უკვე თავიც ამტკივდა და ,რომ ვიგრძენი ცუდად ვხდებოდი ქურას შევხედე და არ ენთო,მხოლოდ ამის დანახვაღა შეძლეს ჩემმა თვალებმა და გული წამივიდა.
--
გონს,რომ მოვედი წამოდგომა ვცადე,მაგრამ ძალიან სუსტად ვიყავი და ვერ შევძელი,ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და კაჭკაჭას დავურეკე,იმედი მქონდა,რომ აიღებდა
-რა გინდა?-თავისი ცივი ხმა არსად დაუკარგავს,გავთიშე და თვალები დავხუჭე,ამჯერად უკვე საბოლოოდ.
--
-მე გარდავიცვალე-,მაგრამ აზროვნება არ დამიკარგავს მაშ,როგორ ვარ მკვდარი?,ვიგრძენი როგორ მომიკდა ვიღაცამ ხელები,ცივი უხეში და ძლიერი ხელები და გულში ჩამიკრა,თვალების გახელა ისევ არ შემეძლო და ვერ შევხედე მას,მაგრამ მის სუნრნელს მის სითბოს ვგრძნობიდ დ ამესმოდა,როგორ შეშინებული ბავშვივით უცემდა გული
-ნუ გეშინია,ერთი უკვე დავკარგე მეორეს დაკარგვას აღარ ვაპირებ-და ძლიერად მიკრავდა გულში.
--
თვალები,რომ გავახილე პალატაში ვიწექი,კახას ჩემი ხელი ხელში ჰქონდ ამოქცეული,თავი ჩემს მუცელზე ედო და ეძინა,იმდენად საყვარელი იყო ჟრუანტელმა დამიარა,მუცელში პეპლებმა დაიწყეს ფარფატი,ვუცქერდი და ვტკბებოდი,მისი გაღვიძება არც მიცდია,ოდნავ შევეზე თმაზე,ხელი ნაზად ავუსვი სახეზე,რომ არ გაღვიძებოდა და უფრო მეტხანს შემძლებოდა მისი წყნარი და საყვარელი სახის ყურება.
-რატომ გააკეთე ეს?
-რა?
-თავის მოკვლა რატომ სცადე-მე გაოცებულმა ავხედე,სულაც არ ჰგავდა მისი ნათქვამი ხუმრობით ნათქვამს
-რა თავის მოკვლა-გაოცებულმა მივუგე და ხელები საბნიდან ამოვყავი
-მთელი სახლი გაზის სუნით იყო გაჟღენთილი,მითხარი რატომ ჩემი ბრალია?-სასოწარკვეთილება შეეპარა ხმაში-ჩემი ბრალია მეთქი?
-არაფერი არაა შენი ბრალია,საერთოდ რას ლაპარაკობ არ მესმის-საწოლზე ჩამოჯდა და ჩემი ხელში მოიქცია
-ამ ბოლო ხანებში შენთან მიმართებაში შევიცვალე და ამას ძალაინ კარგად გრძნობ და ხვდები,აქედან გამომდინარე გამიჩნდა კითხვა ჩემი ბრალია ხო-ისე მკაცრად მკითხა ხელი გავაშვებინე და საბანში ჩავიმალე
-გემუდარები თავი დამანებე,შენი სამსახურიდანაც წავალ და საერთოდ გავქრები ისე,რომ თვალით ვეღარ მნახავ-ამოვილუღლუღე საბნის ქვემოდან
-მაპატიე-მითხრა საცოდავი,საწყალი კაცის ხმით,რომლისთვისაც ამ ქვეყანაზე ცხოვრება ცხოვრებას აღარ ჰგავს და ჯოჯოხეთადაა ქცეული
-რა გაპატიო?-მკაცრი ტონით ვკითხე და მაღლა ამოვძვერი
-ყველაფერი-და თვალები აემღვრა,ისეთი სასოწარკვეთილი გახდა,ხელები ძლიერად მომუშტა და ცრემლები წამოცვივდა-მე შენ როგორც უმცროს დას ისე გიყურებ ძალიან მიყვარხარ და მეშინია ვინმემ გული,რომ გატკინოს საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ და ვერც სხვას,ამ ბოლო ხანებში ვიცი ცუდად გექცეოდი და ამიტომ გთხოვ მაპატიო ყველაფერი,ამას ისე გთხოვ როგორც უფროსი ძმა და არა ბავშვობის მეგობარი-გული შემეკუმშა,სუნთქვა შემეკრა,თავი საშინლად ვიგრძენი,კანკალი დამეწყო და ყვირილი მომინდა,კბილებს ერთმანეთს მთელი ძალით დავაჭირე,სხვანაირი ტკივილი მინდოდა მეგრძნო ხორციელი და არა სულიერი,აი ის გულის ტკივილი არ მინდოდა მეგრძნო,ამ სიტყვების მერე მართლა გარდავიცვალე,ვიგრძენი როგორ ჩამოცურდა ლოყაზე ცრემლი და როგორ შემეზო მისი თბილი ხელი სახეზე,ცრემლი მომწმინდა,მე ჯერ კიდევ გაბრუებულმა და გაურკვევლობაში მყოფმა ხელი მაჯაზე მოვკიდე და ჩემსკენ მთელი ძალით დავითრიე,ისე ძლიერად ჩავეხუტე მივხვდი სუნთქვა გაუჭირდა,გულისცემაც მოემატა,რომ მოვცილდი დაბნეულმა შემომხედა და კიდევ ჩამეხუტა,ახლა მან მომიჭირა მთელი ძალით ხელები,ისე,რომ სუნთქვა შემეკრა,თავბრუს ხვევა ვიგრძენი,თავი მკერდზე მივადე და თვალები დავხუჭე
-მაპატიე?-მკითხა მან
-კი-ვუპასუხე ცრელმნარევი ხმით
-ნუტირი,ეს ცრემლები ჩემს გამოა და გული მეწვება,რომ ვხედავ
-შენს გამო არაა
-ნუ მატყუებ,ამით დარდს ვერ შემიმსუბუქებ უფრო მატკენ
-მე უკვე გაპატიე
-აბა რატომ ტირი
-არ ვიცი-ამოვილუღლუღე და ძლიერად მივეკარი
-იმის თუ გეშინია,რომ სამსახურს დაკარგავ ცდები-ხელი დამისვა თმაზე
-არა,მაგის არ მეშინია
-აბა რისი გეშინია?
-არაფრის,არაფრის,ძალიან გთხოვ ამდენ კითხვებს ნუ მისვამ
-რა მოხდა გუშინ?
-გაზი დამრჩა ჩართული,თავის მოკვლას არ ვაპირებდი
-მადლობა ღმერთს,გული გამისკდა,სანამ კარი შემოამტვრიეს
-რა?-წამოვყე თავი -ჩემს სახლს კარი აღარ აქვს?-ისეთი სახით შემომხედა,გავჩუმდი
-კარს ნაღვლობ?,სულზე მოგისწარი-თქვა მან შეშფოთებული და შეძრწუნებული ხმით-თავზარი დამეცა,რომ დაგინახე,კინაღამ იქვე გამისკდა გული
-რატომ?
-რა ბავშვურ კითხავს მისვამ-გაეცინა კახას-მიყვარხარ და,როცა ნახავ საყვარელი ადამიანი ცუდ დღეშია გაგისკდება აბა რა მოგივა-ისეთი სახე მიიღო,ვუჩმიტე ლოყაზე,დაეიმანჭა და ორივე ლოყაზე მიჩმიტა
-ბავშვური არაა,სრულიად ლოგიკური კითხვაა რატომ?
-გააჩნია მაგ „რატომ?_ს“ სად გამოიყენებ
-ოჰო’აქ საჭირო იყო,ენის წვერზე რაც მომადგა ის ვთქვი
-ახლა რა გადგება ენის წვერზე?-შემომხედა და დაიჭყანა,ამ დროს ოთახში ექთანი შემოვიდა,რომ დაგვინახა გაიღიმა
-მშურს თქვენი-უთხრა კახას
-რატომ?-კითხა მან
-ვხედავ როგორ ძალიან გიყვართ თქვენი მეუღლე-„მეუღლეო“,რომ თქვა თვალები შუბლზე ამივიდა და კახასგან გავთავისუფლდი
ექთანი,რომ გავიდა,კახამ ახსნა დაიწყო
-სხვა ვერაფერი მოვიფიქრე,ბოდიში
-რა სხვა ვერაფერი მოიფიქრე
-ისე არ მიშვებდნენ -მოიღუშა კაჭკაჭი ბეღურასავით
გამოწერის დღიდან რაღაც შეიცვალა,ისევ ისეთი გახდა კახა როგორიც იყო და უბრალოდ ბოროტი ადამიანის ნიღაბს იყო ამოფარებული,შეიძლება ითქვას გაზის ბრალია ის,რომ ის გახდა რაც იყო,თუმცა არ შეცვლილა ერთი რამ მამაკაცის გვერდით,რომ მხედავდა საშინლად ბრაზდებოდა,მე არაფერს მეუბნებოდა,მაგრამ ყველაფერი სახეზე ეტყობოდა.
ხვალ კომპანია აწყობს თანამშრომლების წვეულებას,სადაც სხვა კომპანიის თანამშრომლებიც იქნებიან მოწვეული,მე კი წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ჩავიცვა,დიდი ხანია არც მაღლები ჩამიცვამს და არც კაბა,მკაცრი ქალის იმიჯი მქონდა შექმნილი და ალბათ ამიტომ მივედი ოცდარვა წლამდე,ვისთვის მეთხოვა რჩევა,მეგობარი მე არ მყავს და დედა,მერე ჩემი ქვედა მეზობელი გამახსენდა ცისია,მოვწესრიგდი და ჩავედი.
-გვანცა?-თქვა გაოცებულმა-ჩემთვისაც მოიცალე?-ის ჩემსავით მარტოხელაა
-დახმარება უნდა გთხოვო
-შემოდი,მერე კართან,ხოარ ვილაპარაკებთ,რამე სერიოზულია?ცუდად,რომ გახდი მის მერე რამე გჭირს?-დივანზე დავსხედით და ერთ ამოსუნთქვაზე მომაყარა
-არა,არაფერი არ მჭირს,უბრალოდ უნდა დამეხმარო კარგად ჩაცმაში
-დაიცა,რა ხდება?
-წვეულება გვაქვს და მე საიმისო არაფერი მაქვს,იქნებ რაიმე ამარჩევინო საიტზე,მაღაზიებში ბოდიალის დრო არ მაქვს,გამოწერით მინდა
-კარგი რა პრობლემაა-ნოუთბუქი აიღო და გვერდზე შევიდა საიდანაც თავად იწერს სასურველ ნივთებს,იმდენი მანახა თვალები ამიჭრელდა,ყველა კაბა ერთმანეთზე უკეთესი იყო,თუმცა ერთზე თვალი განსაკუთრებით დამრჩა,ღია წითელი ტანზე მომდგარი,აქა-იქ თვლებით მორთული
-აი ეს იყოს-ვუთხარი და ხელით მივუთითე,მან კმაყოფილმა შემომხედა და ახლა ფეხსაცმლის ძებნა დაიწყო,ყველა საჭირო რამ,რომ გამოვიწერეთ,ცისიამ ყავა გააკეთა,მე კი ვიჯექი და ველოდებოდი ჩემს შეკვეთას-მალე მოიტანენ?-ქალს რომელსაც ცხოვრებაში არ ცმია ასე,ერთი სული მქონდა როდის ჩავიგდებდი ხელში
-კი მალე მოიტანენ,მანამდე ყავა დალიე-ჩემსკენ მოაჩოჩა ფინჯანი.
--
-იდეალურია-მითხრა მან-აწი სულ კაბები უნდა ჩაიცვა,თორემ ჩემსავით მარტოხელობა არ აგცდება
-ისედაც მარტოხელა ვარ-გავიცინე მე
-ჯერ გაქვს დრო,მე კი აღარ,ნაოჭებ შეპარული სახე ვიღას უნდა ახლა-მოიღუშა ცისია
-ოჰ კაი რაა,ქალი მუდამ ლამაზია, შენც წამოდი წვეულებაზე იქნებ მეორე ნახევარი იქ გელოდება
-რაღა დროს ჩემი მეორე ნახევარია,არც მინდა ეს დაწყობილი ცხოვრება ვინმემ ამირიოს
-კარგად დააწყე კარგად,არ აგირიოს,მიდი სწრაფად გამოიცვალე,გელოდები,უსენოდ არსად წავალ-ვუთხარი და ოთახში ძალით შევიყვანე
-კარგი ჰო-თქვა გაბრაზებული ხმით-რადგან არ მეშვები
-როცა ქალს ეძლევა სანსი,სიახლე შეიტანოს საკუთარ ცხოვრებაში ან თუნდაც საკუთარ იმიჯში,რატომ უნდა დაიხიოს უკან,ცუდს რას სჩადის თუკი რაიმის რაიმით შეცვლა სურს-ჩემს საუბარს ყურადღებით უსმენდა და თან კარადაში კაბას ეძებდა,მერე შემომხედა
-თმა ასე უნდა გქონდეს?,ეს რა მაკიაჟია?-რომ ჩაირთო ვერ გავაჩერე,სწრაფად ჩაიცვა,სავარძელში დამსვა და თმები დამიხვია,თმები ისე ლამაზად გადმოიყარა წინ,ისე შემცვალა ვარცხნილობამ სარკეში,რომ ჩავიხედე მეგონა სხვა პიროვნებას ვუყურებდი,მერე მაკიაჟიც გამიკეთა,იგი ამ საქმის პროფესიონალია-ნამდვილ ანგელოზს გავხარ,მართალია მაკიაჟი არ გჭირდება ისედაც ლამაზი ხარ,მაგრამ პირდაპირ საოცრება ხარ-ემოციებს ვერ მალავდა ცისია
-კარგი ნუ გამაწითლე,ჯობია შენს თავს მიხედო ახლა,ჩემზე მეტად მინდა ბრწყინავდე მე შეიძლება ვერც კი შემამჩნიონ-თავი დავხარე და ვეცადე ცრემლი არ წამომსვლოდა,თორემ ჩამომრეცხდა ცისიას ნაწვალებს
-ნუ სულელობ,კაცი,რომ შენ არ შემოგხედავს კაცობაზე ხმა არ ამოეღება-მის ნათქვამზე მწარედ ჩავიღიმე,სავარძლიდან წამოვდექი და ადგილი დავუთმე ცისიას
--
იმდენი ხალხი იყო სად შევმძვრალიყავი არ ვიცოდი,ამის საშუალებას ცისია არც მაძლევდა,გამუდმებით მაკონტროლებდა
-ისე გაიარე,ვითომც ვერ ამჩნევ ვერავის და შენს მეტი არავინაა,ყელი მოიღერე და დაზაფრული ნუ დადიხარ-მკაცრად მითხრა და წელში გამასწორა,დინჯად გავუარე მამაკაცების ჯგუფს,ყველამ გაოცებული სახით შემომხედა,თავს ვიკავებდი,რომ არ გამეცინა,ელეგანტურად მივაბიჯებდი კახასკენ,რომელიც ზედაც არ მიყურებდა,მსვიდად საუბრობდა პარტნიორებთან,მეწყინა,მაგრამ არ შევიმცნია გვერდი ჩავუარე და მამაკაცებთან დავდექი,მისი რეაქციის გასაგებად
-მშვენივრად გამოიყურები გვანცა-მომიგო ნიკამ,ჩემმა თანაშემწემ და ხელზე მემთხვია
-გმადლობ-ვუთხარი მორიდებით
-აქამდე რატომ ვერ ვამჩნევდით,თურმე რა სილამაზე გვყოლია-უთხრა ნიკას ლაშამ და მერე ორივემ მე შემომხედეს,თავი უხერხულად ვიგრძენი და ცისიასთან მივედი,მას უკვე მოეხიბლა მამაკაცი და ერთმანეთში ბაასობდნენ,წამიერად თავი მარტო ვიგრძენი,მაგრამ მალევე მოვიდა კაჭკაჭა ჩემთან
-როგორ ხარ?-მკითხა მან
-მშვენივრად არ მეტყობა?
-რავი-მის ხმაში ვერაფერს ვგრძნობდი,არც კომპლიმენტებით დამასაჩუქრა,როგორც ეს ნიკამ და ლაშამ გააკეთეს,საერთოდ რა დევს ამ კაცში,უკვე ვეღარც გამიგია,საშინლად გავმწარდი,სახე ამეწვა,სემდეგ ცისიას ნათქვამი გამახსენდა და გამეცინა
-რა მოხდა?-მკითხა დაბნეული ხმით კახამ-ცუდად გამოვიყურები/?
-დიახ-მივუგე ხრიწინით-მაგრამ ვერ ვხვდები,იმ ქალებმა თვალი,რატომ დაგადეს,არ გაშორებენ-კახას ალმური მოედო,შებრუნდა და იმ ქალებსიკენ წავიდა
--
„გამოვეცალე,თორემ გულიც გასკდებოდა,უბრალოდ ამდენ ქალში მხოლოდ ის,რომ ანათებს,რომ ვხედავ თავბრუ მესხმის,გული მიჩქარდება,კომპლიმენტიც ვერ ვუთხარი,რას იფიქრებ მერე,სხვანაირად შემომხედა,ჩემი შებმა უნდაო,არა ის მუდამ ჩემი ანგელოზი და ოცნების ქალი იქნება,სხვა გამოსავალი მაინც არ მაქვს,ძლიერი გრძნობები,რომლებიც,მასთან მაკავშირებს,ასე უცებ ვერ მივალ და ვეტყვი“
-ისე მაინც ვერ გამოვიყურები,რომ იმ მამაკაცის ყურადღება მივიქციო ვინც მიყვარს
-გიყვარს?
-ჰო’ბავშვობიდან,მის ქორწილში ვიქეიფე
-მოიცა ცოლი ყავს?
-ყავდა
-დაშორდა?
-არა დაეღუპა,იმდენად უყვარს,რომ ჭკუიდან იყო გადასული,მერე როცა აზრზე მოვიდა
-საწყალი
-სულაც არა,ეგ კიარა მე ვარ საწყალი
-შენ რატომ?
-როგორ თუ რატომ?,ვერ ხედავ მისთვის რას არ ვაკეთებ და ვერც კი მამჩნევს,სხვა ქალებს ეარშიყება
-იქნებ იცის და გაეჭვიანებს
-რა სისულელეა
-სისულელე რატოა,აბა რატომ გიყურებს
-მიყურებს?
-ჰო,თვალს არ გწყვეტს,აშკარად მასაც აქვს გრძნობა,თორემ ქალს კაცი ასე მჭამელი თვალებით არ აშტერდება
-კაი რა,ქალად ვერც აღმიქვამს,მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ და დასავით ხარო,საავადმყოფოში ბედნიერი სახით მითხრა
-მე შენი არ ვიცი,მაგრამ შენს ადგილზე,რომ ვიყო სერიოზულად დაველაპარაკებოდი და გამოვსტყუებდი რამეს,აი კიდევ დაიმალა,ხო გეუბნები მასაც უყვარხარ და თქმას ვერ გიბედავს,მალულად ყურება ზუსტად ამის მანიშნებელია,ისე იქცევა როგორც პატარა ბავშვი
-რაღაცები ნუ გელანდება,ნუ ცდილობ გამამხიარულო
-კარგი მე თუ ვერ ვახერხებ იქნებ მას ვთხოვო დახმარება
-არ გაბედო!-მაგრამ ვინ მისმინა,ადგილიდან მოსწყდა და წამში კახას წინ გაჩნდა,მან ღიმილი აჩუქა და გამოელაპარაკა,მერე კი ორივე ჩემსკენ წამოვიდნენ,კახამ ჩემი ხელი ითხოვა და საცეკვაოდ გამიყვანა,რომ დაინახეს ვცეკვავდით ,ყველა წამოიშალა.
-ვის თხოვნას არულებ?-ვუჩურჩულე მე
-ჩემი გულის-მითხრა მან ალერსიანი ხმით და გადამაწვინა,უეცრად თავბრუსხვევა ვიგრძენი და ლოყები შემეფაკლა
-ჩემმა მეგობარმა გთხოვა,მოწყენილია და გაართეო?
-არა,პასუხი გითხარი,უკვე ცეკვის დროს ლაპარაკი არ შეიძლება-მითხრა სერიოზული ხმით და ხელი წელზე ძლიერად მომკიდა
-რატომ?-არ გავჩუმებულვარ მე
-სიწყნარეში,უფრო კარგად შეიგრძნობ შენი პარტნიორის სხეულს და დაეპატრონები-მისი გახშირებული სუნთქვა ჩემს სახეზე ეფინებოდა,გული ამოვარდნას ჰქონდა,აღელვებული,თვალებში მიყურებდა-საოცრება ხარ-მეგონა მომესმა,დავიძაბე და ხელი გავაშვებინე
-რა?მე მითხარი?
-არა,მაპატიე-კდიევ უფრო აღელვდა და თვალებში ცრემლი ჩაუდგა
-რა გაპატიო,კი,მაგრამ პატიებას რატომ მთხოვ,ცეკვის გამო?
-არა,არა მე შენთან არ მიცეკვია
-რა?-მეც ავნერვიულდი,უნდოდა რაღაც ეთქვა,მაგრამ არ დაავაცადე,გამწარებული გავვარდი გარეთ და ტაქსის გამოვლას ველოდებოდი,ისიც გამოვიდა.
-არ მინდოდა,მაპატიე-იმეორებდა იმავეს,გაფუჭებული კასეტასავით
-ძალიან გთხოვ არაფერი მითხრა
-უნდა გითხრა,საოცრება ხარ
-ისევ თავიდან იწყებ
-რატომ არ გინდა მომისმინო,რის გეშინია
-ყველაფრის,მათ შორის შენიც
-ყველაფრის გეშინოდეს,მაგრამ ნუ მეუბნები,რომ ჩემიც გეშინია
-თავიდან მომწყდი,მე ნინა არ ვარ,ვიცი საოცრება ხარ მას უთხარი,მის მოჩვენებას რომელიც ჩემში დაინახე,ეს მალე ჭკუიდან შემშლის,მომეშვი-ხელი ძლიერად მომიჭია და მთელი ძალით მიმიკრა,ცრემლები ვეღარ შევიკავე.
ცა მოიღრუბლა და საშინელი წვიმა წამოვიდა,ჩვენ კი ვიდექით გაუნძრევლად,ის ხელს არ მიშვებდა,უფლებას არ მაძლევდა წავსულიყავი,ღმერთო ჩემო რა ემართება,ან მე რა მემართება,რატომ არ შემიძლია ყველაფრის თქმა და დაშორება,მისგან შორს ყოფნა
-მე მიჭირს უიმისოდ ყოფნა,მაპატიე,ჰო ნინა მომეჩვენა,მართალი ხარ-ხელი შემიშვა და უკან დაიხია
-დებილი ვარ!
-მაგას რატომ ამბობ?
-იმიტომ,რომ...ჯანდაბა!
-რა მოგივიდა?-ხელი წამავლო მან,თვალებში ბინდი ჩამოწვა,მთელი სხეულით მივეკარი და ხელის მტევნები უსიცოცხლოდ ჩამოვყარე.
--
-ყველაფერს ველოდი,მაგრამ ამას არა
-რას?-ინტერესით მომაცქერდა ცისია
-რას და თავის მკვდარ ცოლს ჩემში ხედავს
-რა?-თვალები გაუფართოვდა და ლამის დაიხრჩო
-ჰო’რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს ჩემთვის,გუშინაც იმიტომ მიყურებდა,ალბათ ნინას ხედავდა,თვალსაც იმიტომ არ მწყვეტდა,არ ვიცი დავიღალე ცისია
-ასე ნუ ამბობ,გთხოვ,მასზე უკეთესს იპოვი,აი ნახავ
-მე ის მინდა,ისაა ყველაზე უკეთესი,მე ჩემი უკეთესი მინდა-ვკრუტუნებდი მე და თვალებს ვიმშრალებდი.
უძლური აღმოვჩნდი,ერთმა პატარა გრძნობამ,გამანადგურა,არ უნდა არსებობდეს სიყვარული იქნებ უკეთესიც კი იყოს ეს და მერე თავად ჩვენ ვიპოვოთ ერთმანეთში ამ გრძნობის მზგავსი,იქნებ მაშინ,როცა ჩვენთვითონ აღმოვაჩენთ ამას,მაშინ მაინც დაგვიფასდეს და დავაფასოთ.
--
დაბნეული ვუყურებდი წითელ ვარდებს და წერილების შეკვრას,სწრაფად გავხსენი ყველა და წავიკითხე,ყველა სიტყვა სითბოთი და სიყვარულით,იყო გაჟღენთილი,მეც კი არ შემიძლია ასეთი სიყვარული,როგორიც ამ წერილების ავტორს,მაგრამ სადაა ის ადამიანი,რატომ იმალება,ასეთძლიერ გრზნობებს როგორ იტევს გულში,როგორ მინდა გამოჩნდეს მან მაინც ჩამიკრას გულში და მითხრას „გვანცა მე შენ უსაზღვროდ მიყვარხარ“,მაგრამ შემოვა მაღალი გულცივი,ამაყი კაცი და მეტყვის
-გვანცა ჩემს კაბინეტში შემოდი საქმე მაქვს-ახსენე და
-კარგი კახა,ახლავე-წერილებს ხელი დავაფარე,ყვავილებისთვის ხელი არ მიხლია,ვიცი დაინახა,მეგონა არაფერს მეტყოდა,მაგრამ ვერ ავცდი.
-მე შენ რა გაგაფრთხილე-შემოვიდა ოთახში ყვავილები აიღო და მარჯვენა ხელის გული გამიშალა წინ-წერილებიც-დამიბრიალა თვალები,მე დაბნეული წამოვდექი და წერილები ავიღე,უნდა მიმეცა,მაგრამ გადავხიე,გავანადგურე მის თვალწინ ყველა წერილი,-რატომ დახიე?-უფრო გაუმკაცრდა ხმა-მე გითხარი,მომეცი მეთქი
-ნუ მიბრანებ რა გავაკეთო,შენი ჩხუბი ყელში ამოვიდა,ჩემი წერილებია და მინდა დავხევ მინდა შევინახავ,ეგ ყვავილები შეგიძლია ვინმე შენს ......,აჩუქო,ალბათ მაგის საყიდელი ფული აღარ გაქვს-ერთხანს მიყურა,მგლის თვალებით,მერე ყვავილები მაგიდაზე დაყარა და ოთახიდან გამწარებული გავარდა,ცრემლები წამომივიდა და უსულო საგანივით მივესვენე სავარძელში,ვიჯექი გაუნძრევლად და სახეზე თბილ წვეთებს ვგრძნობდი.
რამდენიმე ხანი ასე გავატარე,მერე ცისიას დავურეკე,მხოლოდ მას შეეძლო ამ წუთს ჩემი დახმარება,თორემ არ ვიცი რა დამემართება.მალე ჭკუიდან შემშლის მისი გამოხტომები,პატარა ქალივით იქცევა,რისი მიღწევა უნდა ამით,უსინდისო არაკაცია და მეტი არაფერი,რომ იცოდეს რა უბრალოა იგი ჩემს თვალში და რა საცოდავი.
--
-თუ არ უყვარხარ,რატომ გიშლის მიიღო წერილები ან ვარდები სხვა კაცისგან?
-არ ვიცი,არ აქვს უფლება ასე მომექცეს,მითუმეტეს,როცა დად მივაჩნივარ....
-სადმე,განმარტოვდით,მყუდრო ადგილას,მშვიდად,რომ იყოს,არაფერზე ღელავდეს და ათქმევინე ასე რატომ გექცევა იქნებ მართლაც აქვს მიზეზი,იქნებ ის წერილებიც მისია და ვარდებიც,ყველაფერს აქვს მიზეზი,უმიზეზოდ არაფერი ხდება,უბრალოდ მასაც უნდა გაუგო,ისტერიკებში არ უნდა ჩავარდე,სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო,წყნარად დინჯად დაუჯდე გვერდით და მოუსმინო,არ გაინტერესებს რას გეტყვის?
-არაფერს არ მეტყვის,და საერთოდაც მასთან ვერ განვმარტოვდები,ამის საშუალებას თვითონ არ მომცემს,რომც ვცადო
-შენ ცადე,ამით რას კარგავ
-დროს და ნერვებს
-შენი ჭირიმე რა,ცრემლების ღვრას კი ჯობია მიხვიდე და ცივილიზებულად დაელაპარაკო,უთხარი გული გადაგიშალოს გითხრას რა აწუხებს-ცისიას ეჭვის თვალით ავხედე და მერე ჩემხ სუსტ თითებს დავაკვირდი,ხელები მიკანკალებდა
-შენ წინა ცხოვრებაში,ფსიქოლოგი იყავი?-ვკითხე სიცილით,მას გაეღიმა და ხელი ხელზე მომკიდა
-არ ვიცი,ალბათ ვიყავი,მაგრამ ეს სრულიად უადგილოა,მე მინდა დაგეხმარო-პირველად ვიგრძენი,მეგობრული სითბო და სიყვარული,გული ამიჩუყდა და ცისიას ჩავეხუტე
-რომ გავარკვევ ყველაფერს,პირველი ამას შენ გაიგებ,გმადლობ.
-მადლობა არაა საჭირო,თუ რამე დაგჭირდეს აქ ვარ,არაფრის მოგერიდოს.
--
ცისიასთან საუბარმა დამამშვიდა და წყნარად გავუყევით სახლის გზას,გზადაგზა ვღიღინებდით,როდესაც უკნიდან ვიღაც მომეპარა და თვალებზე ხელი ამაფარა,მე შემეშინდა და ვიკივლე,ცისია ხმას არ იღებდა,უცნობმა ხელები,რომ მომაცილა სახიდან და უკან შევბრუნდი,იმედგაცრუებული ისევ შემოვბრუნდი
-რატომ გავჩერდით?-ხელი მოვკიდე ცისიას და გზა გავაგრძელეთ,როცა კახა ისევ წამომეწია და მთელი ძალით მომეხუტა,მეგონა მელანდებოდა და დაბნეული ვუყურებდი ცისიას,რომელსაც რეაქცია არ ჰქონდა,ღმერთო ჩემო.
-რა გჭირს გვანც,ჩემი დანახვა არ გაგიხარდა?-ჩამჩურჩულა ყურში კახამ
-არა!-ვუთხარი მკაცრი ხმით და ჩამოვშორდი-თავი დამანებე-მან ისევ მიმიხუტა,ცისიაც სადღაც გაუჩინარდა,მეც უკვე რეალობას და არარეალურს ვეღარ ვარჩევდი.
-
გვანცა-კომაში ყოფნის დროს.
--
-ექიმო ჩემი ცოლი როგორ არის?-თვალებ ჩასისხლიანებული მივარდა კახა ექიმს-კომიდან როდის გამოვა?გემუდარებით მითხარით-ექიმს უიმედო სახე ჰქონდა,კახა კი განადგურებული უყურებდა და აღარ იცოდა რა ექნა
-პაციენტი უკვე ხუთი თვეა კომაშია,მაპატიეთ,მაგრამ მისი გადარჩენის ალბათობა ძალიან შემცირდა,ქალბატონი გვანცა,კომაში ყოფნისას ძალიან დასუსტდა,მისი სასიცოცხლოდ საჭირო ორგანოები ნელ-ნელა წყვეტენ ფუნქციონირებას-კახა სასოწარკვეთილი დაეცა ძირს მუხლებით და ხელები ექიმს შემოხვია
-გემუდარებით,გადამირჩინეთ ჩემი ცოლი-სასოწარკვეთილი ბღაოდა იგი.-მანახეთ მაინც-ექიმმა ფეხზე წამოაყენა და პალატაში შეიყვანა სადაც გვანცა ეწვინათ,ქალს სიცოცხლის ნიშან წყალი აღარც ეტყობოდა,კახა,რომ მიუახლოვდა,მის ახლოს ჩამოჯდა,ქალის ხელი ხელის გულზე დაიდო და ფერება დაუწყო
-მიყვარხარ,არ მოგცემ უფლებას მიმატოვო.-მის სუსტ ხელს ძლიერად უჭერდა ხელს და კოცნიდა.-ნეტავ მე ვიყო მანდ,ნეტავ მე ვხედავდე ახლა იმას რასაც შენ ხედავ,ნეტავ მე ვკვდებოდე და შენ არა.გემუდარები,ჩვენი ძლიერი გრძნობის ხათრით გაახილე თვალები,დაბრუნდი.
ნელ-ნელა თითქოს რეალობაში ვბრუნდებოდი,მაგრამ რატომღაც უცნაური შეგრძნება მქონდა,ნესტოებში წამლის სუნს ვგრძნობდი,ყრუდ მესმოდა ჩემი გულის ცემა,მინდოდა თვალები გამეხილა,მაგრამ რაღაც ძალა ამის საშუალებას არ მაძლევდა,ცემს მტევანზე ვიღაცას ხელი ძლიერად ჰქონდა მოკიდული,მინდოდა რამე მაინც მეთქვა,მაგრამ ტუჩებმაც არ მომცეს ამის საშუალება,ვიგრძენი როგორ წამოვიდა ცრემლი ჩემი თვალებიდან.
--
კახამ,როდესაც დაინახა გვანცას ცრემლი ზდიოდა,ხელი უშვა და სწრაფად წამოვარდა,სახეზე ფერება დაუწყო,კოცნიდა,ცრემლები მოწმინდა
-შენ აქ ხარ,ჩემთან-ლუღლუღით ჩასჩურჩულა მან-აქ ხარ,აქ-მისი ცრემლები სახეს უნამავდა ქალს,გულ ამოვარდნილი კახა ეალერსებოდა,ტირილით ქალის ფერკმრთალ სახეს.
რამდენიმე ხნის გასვლის სემდეგ,ექიმი შემოვიდა,ქალი შეამოწმა და გაოცებული მივიდა კახასთან.
-თქვენი მეუღლე,კომიდან გამოდის-გაოცებულმა და გახარებულმა ექიმმა,ამცნო კახას,ეს საოცარი ამბავი
-გმადლობთ,ექიმო-გადაეხვია კახა და ისევ ქალს მიუბრუნდა,გვანცას ამ მდგომარეობაში ჩავარდნის დღიდან იგი არ მოსცილებია,დღე და ღამე ეჭირა მისი ხელი და ელოდებოდა გვანცას კომიდან გამოსვლას.
სიყვარული თვით სიკვდილზე ძლიერი აღმოჩნდა.
--
ისევ ვგრძნობდი,ვიღაცას ჩემი ხელი ეჭირა,მისი ცრემლები აღარ მასველებდა,ახლა მის ხმამაღალ სიცილს ვუგდებდი ყურს,მის გახარებულ ხმას ვისმენდი,როდესაც ვიღაცას ესაუბრებოდა,მის უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდი და მინდოდა დამენახა ვინ იყო,ნუთუ ის ვინც წერილები მომიძღვნა?!ღმერთო მაღალო,გევედრები დამანახე სულ ხუთი წუთით შემახედე,იმ ადამიანს.
სიმძიმე თითქოს მომეხსნა,მოვძლიერდი,საპასუხოდ ხელი ძლიერად მოვუჭირე მას,ვიგრძენი იგი როგორ შეკრთა,თვალების გახელა ვცადე,რომ მისი სახე დამენახა,როდესაც გავახილე ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი,მერე თანდათან გაიწმინდა,თითქოს მოღრუბლული ციდან ღრუბლები გაიფანტა,გამოიდარა.
კახა,რომ დავინახე,ცრემლები წამომივიდა,ნუთუ ისაა ამ ყველაფრის ავტორი.
-გვანცა-რომ დამინახა,კოცნა დამიწყო ხელზე-როგორც იქნა დამიბრუნდი,ძვირფასო-სიტყვა „ძვირფასო“იმდენად მეუცნაურა,რომ დავიბენი-თუ არ შეგიძლია ლაპარაკი,არაუშავს,არ შეგეშინდეს მე შენთან ვარ,მთავარია გადარჩი-ვერ მივხვდი რატომ საუბრობდა,კახა ასე თბილად-რატომ მიყურებ ისე თითქოს პირველად მხედავდე,მე შენი ქმარი ვარ-ქმარი?!კი,მაგრამ მე ქმარი სად მყავდა,მითუმეტეს კახა,ღმერთო ჩემო,ახლა ვარ სიზმარში თუ მაშინ ვიყავი.როდის მაშინ.ყველაფერი ამერია,თავგზა ამებნა.
--
ექიმმა,კახას ხელი მოკიდა და პალატიდან გაიყვანა
-პაციენტი,ახლა გამოვიდა კომიდან,ძალიან გთხოვ,ნუ გადაღლი,ცოდოა,ასე უცებ,რომ უთხარი ყველაფერი,დაიბნევა,შეეშინდება,ჯობია საბოლოოდ,რომ მომჯობინდება მერე აუხსნათ ყველაფერი.
-კარგი,ექიმო,როგორც მეტყვი-აჟიტირებული კახა,ისევ პალატაში დაბრუნდა,გვანცას ჩასძინებოდა,ისევ ჩამოჯდა მის გვერდით და,მისი ხელი ხელებში მოიქცია
-უშენოდ მოვკვდები,გესმის?!,გმადლობ,რომ არ მიმატოვე,რომ ისევ ჩემთან ხარ,მალე ყველაფერი კარგად იქნება,ვიცი რატომაც გაოცდი,როდესაც გითხარი შენი ქმარი ვარ მეთქი,რომ გამოკეთდები,მომიყევი ამდენი ხანი რას ნახულობდი და რატომ არ დაბრუნდი მალე.
ისე იყო კახა გახარებული,ვერც იაზრებდა რეებს ლუღლუღებდა.ქალი შეიშმუშნა და ისევე ძლიერად მოუჭირა ხელი კახას.თვალები გაახილა.
-კახა-თქვა მან სუსტი ხმით-შენ არ ხარ-ძალღონეს იკრებდა,სათქმელად
-რა არ ვარ-დაფეთებული დააცქერდა კახა
-შენ არ ხარ-იმეორებდა გვანცა
-რა,რა არ ვარ,გემუდარები მითხარი
-ჩემი.
-მე შენი ვარ, სიცოცხლე,სულ შენი ვიყავი,შენ კი ჩემი,გთხოვ,ნუ აღელვდები,მშვიდად იყავი
-რატომ,მეუბნები,რომ ჩემი ქმარი ხარ
-იმიტომ,რომ შენი ქმარი ვარ უკვე სამი წელია,რაც გაიგე,რომ წერილები და ყვავილები მე მეკუთვნოდა და ცოლი კიარა და დავასაფლავე-ქალმა ამოიოხრა
-მომატყუე?-იმედგაცრუებული ხმით თქვა მან
-არ მომიტყუებიხარ,შენ სიმართლე მანამდე იცოდი,სანამ გაიგებდი,რომ წერილები მე მეკუთვნოდა
-ვერაფერი გავიგე,იქ ყველაფერი სხვანაირად იყო
-სად იქ?
-იქ
-სად?
-არ ვიცი-დამწუხრებული ხმით თქვა ქალმა და ატირდა
-ნუ ტირი,გთხოვ,შენ კომაში იყავი დიდი ხანი და ალბათ განვლილ ცხოვრებას ხედავდი,იმას რაც შენი კომაში ჩავარდნამდე მოხდა
-მე შენი ცოლი იქ არ ვყოფილვარ,შენ კი მეუბნები,რომ სამი წელია ერთად ვართ,რატომ ვერ ვნახე ის სამი წელი,რატომ არ მახსოვს-აღელვებული ხმით,ოდნავ ხმამაღლა საუბრობდა ქალი
-იმიტომ,რომ შენ დამიბრუნდი,ვეღარ მოასწარი იმ სამი წლის ნახვა
-რა დამემართა,კომაში,რატომ ვიყავი?
-მანქანა დაგეჯახა
-მომიყვები?
-რას?
-რა მოხდა იმ სამ წელიწადში
-კი,მაგრამ იმ სამ წელიწადში იცი რა იყო ყველაზე მთავარი?,ჩვენი შვილი
-მე შვილიც მყავს?-უფრო ძლიერად ატირდა ქალი
-ჰო’საყვარელო,სამი წლის ანდრია,ყოველღამე გაიძახის დედა სადაა?,ძალიან მოენატრე
-თავი სიზმარში მგონია
-არა,ახლა სიზმარში არ ხარ,მანამდე კი ალბათ სიზმარში იყავი
-ჩემი წარსულის სიზმარში?
-ჰო
-მიყვარხარ?-კახას მწარედ გაეღიმა
-ალბათ კი
-და შენ?
-მეც.
.jpg)
No comments:
Post a Comment