Sunday, May 4, 2014

გზა სიძულვილიდან,სიყვარულზე გადის.(სრულად)


სიყვარულია-ჰაერი

სიყვარულია-სრულყოფილება
სიყვარულია-უკვდავება
სიყვარულია-უსასრულობა
სიყვარულია-ლტოლვა
სიყვარულია-გრძნობა
სიყვარულია-სითბო სულში
“ადამიანების ცხოვრება სხვადასხვა გზით მიდის, ძნელია დიდი ხნით შეაჩერო ვინმე შენს სიახლოვეს…”
როცა ადამიანი ამბობს,არავინ მჭირდება მარტოც მშვენივრად ვგრნობ თავს,რათქმაუნდა იგი ტყუის,სინამდვილეში კი პირიქითაა,მას უნდა,რომ ვინმემ იზრუნოს,დაიცვას,როცა გტკივა უთანაგრძნოს,გულში ჩაიკრას,ძალიან ცოტა თუ ამბობს,სიყვარულზე უარს,ან საერთოდ არ ამბობს.
სიყვარულია გრძნობა,რომელიც როგორც მოდის ისე მიდის,მაგრამ ზოგჯერ წასვლა ძალიან მტკივნეულია,ისეთი მტკივნეული,რომ გვაძულებს არსებობას.
სიყვარულია ჰაერი,რომელიც ძალიან ბევრია გარშემო,თუმცა ყველა მტრობის ჰაერს ვსუნთქავთ,ალბათ სიყვარულის ჰაერს,აღემატება.
თუ გიყვარს სრულყოფილი ხარ,რადგან სრულყოფილება თვით სიყვარულია.ბევრიც შეიძლება დაიღალა ამ ამ სიტყვის წაკითხვით,უბრალოდ გზა ბოროტებიდან ან სიძულვილიდან სიყვარულზე გადის.
გაზაფხული დადგა და დაეტყო ყველაფერს,რათქმაუნდა ადამიანებსაც,ყველა აჟიტირებული და გამოცოცხლებული დადის გარეთ,გარშემო საოცარი სურნელი ტრიალებს,ისეთი,რომ თავბრუს დაგახვევს.
-უკაცრავად რომელი საათია?
-08:00
-ზუსტად რვა?
-დიახ-დაუმოწმა ქალმა
-გმადლობთ-თავაზიანად გადაუხადა მამაკაცმა მადლობა და წავიდა,თეონა კი გაუყვა გზას,რომელიც სკოლისკენ მიდის,უკნიდან ხმა მოესმა
-თეო მას-იგი შებრუნდა და თავისი მოსწავლე სანდრო დაინახა,პატარა ბიჭი მხრებში გამართული იდგა და უღიმოდა მასწავლებელს-როგორ ბრძანდებით?
-გმადლობთ,კარგად სანდრო შენ?
-კარგად მას.-ღიმილს არ იშორებდა სახიდან და ახალგაზრდა მასწავლებელს შესციცინებდა
-წადი ახლა არ დააგვიანო-ბიჭი უყოყმანოდ გაიქცა სკოლისკენ,თეონა კი დინჯად წავიდა,მას არ ეჩქარება,პირველი ფანჯარა აქვს და სხვა მასწავლებლების ყურებას ურჩევნია ქუჩაში იბოდიალოს.
სეირნობისას ლაშა არც კი გახსენებია,ან უბრალოდ ყოფილი საქმროს გახსენება არ სურდა.წაბლისფერი კულულები ქარმა აუფრიალა და მორცხვად შეისწორა,თაფლისფერ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა თითქოს ვიღაცის დანახვა უნდოდა და დაინახა კიდეც.
-სოფო,ძლივს გამოჩნდი,რა ზარმაცი ხარ-მიუახლოვდა თუარა სოფო,უსაყვედურა თეონამ
-ოჰო’კაი რა,სამასწავლებლოში რატომ არ ხარ,გარეთ რატომ მელოდები?
-დირექტორის და მასწავლებლების თავი არ მაქვს
-კარგი,კარგი როდის იყო შენ რამის თავი გქონდა
-კი,ხატვის
-როგორ გიყვარს 
-კი ძალიან,ჩემი სამყაროა
-ამიტომაც ხარ ხატვის მასწავლებელი
-ხატვის არა ხელოვნების
-ხო რაცაა,მაგრამ ხატვასაც ხომ ასწავლი
-კი,ამიტომ მაქვს დირექტორთან უთანხმოება,თეორიით შემოიფარგლეო,თეორია არაფერია პრაქტიკის გარეშე,როცა ბავშვსს მხატვრებს აცნობ და მათ ნამუშევრებს არ ანახებ ეს ეგოისტობაა,რა დააშავა იმ ბავშვმა.
-სკოლიდან გაგაგდებენ
-მილიონი სკოლაა სხვას ვნახავ
-მერე მე?-საწყლად ახედა სოფომ-მეც წამოვიდე?
-წამოდი-ღიმილით უთხრა თეონამ.
-იმედია არ გაგაგდებს,წამო ახლა შევიდეთ.

--
-კაკულია გაკვეთილზე რატომ დააგვიანე?
-ვჭამდი მას
-გეტყობა-გაეცინა თეონას-კარგი ადგილს დაუბრუნდი-იგი არ იყო მასწავლებელი,რომელიც ბავშვებს უბრალო რამის გამო ზჯიდა,უბრალოდ მათგან მისდამი პატივისცემას ითხოვდა რაც აცერთ მის მოსწავლეს არ ეშლბოდა.
-თეო მას,დღეს რა თემაზე დავხატავთ?-კითხა სანდრომ
-გაზაფხულზე,გაიხედე ეზოში და რასაც დაინახავ დამიხატე
-ვერ დავხატავ
-რატომ,ფანქრები არ გაქვს?,ხელი გტკივა?
-არა მას.
-მაშ?
-უბრალოდ ვერ დავხატავ
-მე მეგონა შენ მხატვრობას აპირებდი
-დიახ მას.
-მაშ რა ხდება?,დახატე ისე როგორც შეძლებ-სანდრო დაჯდა და დაიწყო ხატვა.
--
სკოლის შემდეგ კაფეში შეიარეს,სოფო უცნაურად იქცეოდა
-ოცდასამის ხარ,ბავშვები არ გინდა?-თეომ გაკვირვებულმა შეხედა
-კი მინდა,მაგრამ რატომ მეკითხები?
-ლაშას  შეურიგდი
-რა?-თეო სახე შეეფაკლა სიბრაზისგან,ჩანთას დაავლო ხელი და წასვლა დააპირა,მაგრამ სოფომ გააჩერა
-ბოდიში,რა მალე ბრაზდები რაიყო
-ლაშას ნუ მიხსენებ,იმის ღირსიც არაა,რომ მასზე ვილაპარაკო,ცუდადაც კი
-კარგი ჰო’-უთხრა სოფომ-დაწყნარდი
-წყნარად ვარ-გაღიმება სცადა თეომ-არა რა,მის სახელს მაინც ჩააკვეხებ ხოლმე სადღაც,ისე არ შეგიძლია,შვილები შენ არ გინდა?
-მინდა
-ჰოდა შენს თავზე იზრუნე-დაიჭყანა თეო-ლაშა ნუ კი გეცოდება
-ყველა კაცი ერთნაირია რა
-ახლა რაღა მოხდა?
-გიორგიმ,სახლში ამიყვანა,ცოტა ვისაუბრეთ ,ისე წამოვედი ერთი არ უკოცნია-თეონას გაეცინა
-და მერე რა არის ამაში გასაბრაზებელი?
-მიმტკიცებს მიყვარხარო და
-შენი ჭირიმე,ალბათ ეუხერხულა,საოცარი პიროვნებაა გიორგი,რამე,რომ აწყენინო მოგკლავ
-ძალიან საოცარი,რა უცნაური სიყვარული სცოდნია,არც კი ჩამეხუტა
-ისე საუბრობ,შენი ცემა მინდება,ნეტავ მე შემხვდეს ისეთი პიროვნება,თავის სურვილებს,რომ არ მომახვევს თავზე.
ჭორიკანა დედაბრებივით იყვნენ კაფეში ჩამომსხდრები და გაუჩერებლად ლაპარაკობდნენ,როდესაც წამოდგნენ თეოს უკნიდან ვიღაც დაეჯახა და წაბორძიკდა,ხელი სოფომ შეაშველა ძირს,რომ არ დაცემულიყო
-მაპატიეთ-აღელვებული ხმით მიუგო თეოს უცნობმა მამაკაცმა,თეომ სიტყვა ვერ დაძრა,როდესაც მამაკაცი დაინახა,მის თაფლისფერ თვალებს შეხედა,იგი მოინუსხა,სკამზე ისე დაჯდა მამაკაცისთვის თვალი არ მოუშორებია
-აა...რაუშავსს-ძლივს თქვა მან,და სახე აარიდა
-უბრალოდ ისე შემოვვარდი,ვერ დაგინახეთ
-არაუშავსო-უთხრა სოფომაც და გაუღიმა
-კარგით,კარგად ბრძანდებოდეთ.-როდესაც უცნობი ჩამოშორდა სოფომ წამოაყენა თეო და გარეთ გავიდნენ
-რა დაგემართა?-კითხა მეგობარს მან
-არ ვიცი,უბრალოდ მსიმა თვალებმა დამაბნია
-მისმა თვალებმა?
-ჰო ვერ გეტყვი ეს რა იყო,უბრალოდ ჩავიძირე და ამოსვლა აღარ მინდოდა,ასეთი რამ პირველად მოხდა
-ვაიმე მეშინია-მოიკუნტა სოფო-გინდა დავეწევი და ვეტყვი
-რას დაეწევი სრულ ჭკუაზე ხარ?-წამოარტყა თეომ თავში
-ჩემს მომავალ სიძეს გავს
-ნუ სულელობ
-აგერ ვნახავთ თუარა.
მათ ბავშვურ საუბარს ჩუმად ისმენდა მოხუცი ქალი და თავისთვის რაღაცებს ბუტბუტებდა,მერე მოუბრუნდა და თეონას საათი ჰკითხა.
-დღეს ყველა საათს მეკითხება რა ხდება?-როდესაც მოხუცი ჩამოშორდა მიუგო თეომ სოფოს და თვალი გააყოლა მოხუცს
-მესაათე ჰგონიხარ,ალბათ-გაეცინა სოფოს
-ზურგზე მაწერია,“მოდი მკითხე,რომელია საათი?“-სიცილით თქვა თეონამ და ფეხები გადააჯვარედინა-აქ რატომ ვდგავართ?
-არ ვიცი,წავიდეთ მაშინ-ტაქსი გააჩერა სოფომ.
--
მთელი გზა უცნობზე დ ამის თვალებზე ელაპარაკებოდა სოფო და უმტკიცებდა,რომ ერთი ნახვით შეუყვარდა.
ერთი ნახვით შეყვარებაზე ბევრი თქმულა,მაგრამ ცოტა რამ თუ დაიჯერება,უბრალოდ შეუძლებელია  ადამიანია შეიყვარო ერთი ნახვით,სიყვარული არც ისეთი გრძნობაა,რომ მალე დაგვატყდეს თავს.
წარმოუდგენელიც კია ადამიანი შეიყვარო,ნახო ერთხელ და თქვა,რომ გიყვარს.

--
ყველაზე რთულაი გული იყოს მარტო,მას არ უყვარდეს ვინმე,იგი ცარიელი იყოს ყველაფრისგან,ეს ადამიანის უბედურებაა,ამ ქვეყნად მარტო დარჩენილი ადამიანია არაფერს წარმოადგენს არავისთვის არაფერია,ის.იგი არავინ იცის არავის ახსოვს,უბრალოდ ცოცხლობს სანამ მოკვდება.
სიყვარული წყალივითაა,უიმისოდ შეიძლება დავიხრჩოთ,დიდხანს ვერცერთის გარეშე ვძლებთ,მივილტვით,მივისწრაფვით ერთი რამისკენ,რომ ვიღაცას ვიღაც უყვარდეს და არა ზძულდეს,მაგრამ ამ დროისთვის ყველაფერი შეცვლილია,არეულაი საათის ისრები,ყველაფერს სხვა ელფერი აქვს,უსიყვარულობას ვზეიმობთ,ვიტანჯებით,გვძულს,მაგრამ არა გვიყვარს,არა გვენატრება,არა მოგვწონს.ყოველდღიურად დიდი ბოღმის ნერწყვებს ვყლაპავათ,გვშურს სხვა,რომ უყვარს და ჩვენ არა,გვშურს,რომ სხვა უკეთესია ჩვენ არა,მაგრამ არაფერს ვცვლით.
გაცვდა სიტყვები,გაჩნდა უნდობლობა,არაღაფრის გვჯერა,ადამიანია ადამიანს თვალებით კლავს დ ამონადირე ცხოველს რატომ დაინდობს.
-თამარ ჩემი ტელეფონი მინდა
-მანდ დევს,შენს წინ მაგიდაზე-ნიკა დაიხარა და ტელეფონი აიღო
-დღესაც დავაგვიანებ,ბევრი საქმე მაქვს,არ ინერვიულო
-კარგი,ყოველდღე აგვიანებ და გაფრთხილება რაღა საჭიროა
-მაინც მოვალეობის მოხდის მიზნით
-კარგი!
-რომ გახვალ დაურეკე,მამაშენს
-რატომ?-სახე დაებრიცა მას
-მთხოვა,დამირეკოსო,საქმე მაქვსო-ნაღვლიანი ხმით მიუგო თამარმა
-ცუდი ხდება რამე?-გაფითრებულ თამარს შეხედა ნიკამ და ხელი მხარზე დაადო
-არ ვიცი-დაღონებული სახით მიუგო მან-მე არაფერი მითხრა,ჩემს შვილს უნდა ვუთხრაო
-კარგი,ჰო დავურეკავ და საღამოს,რომ მოვალ გეტყვი
-გმადლობ-შუბლზე აკოცა თამარმა.
“მიიღე ცხოვრება ისეთი როგორიც არის. ”“კარგი გრძნობაა,გრცხვენოდეს ადამიანების,მაგრამ უმჯობესია საკუთარი თავის გრცხვენოდეს”,სხვისი განკითხვა ქურდობაზე დიდ ცოდვად მიმაჩნია,ყველას აქვს საკუთარი ცხოვრება რომელსაც თავად წარმართავს,და მასში ჩარევის უფლება სხვა ადამიანის უფლებებში არ უნდა შედიოდეს,არ უნდა გაკიცხოს დაშვებულისთვის,სინამდვილეში ყველამ,რომ ჩვენს გულებში,ჩვენს სულში ჩავიხედოთ,ძალიან ბევრ ცუდს აღმოვაჩენთ,უშეცდომოდ არავინ ცხოვრობს უბრალოდ უნდა შეგვეძლოს იმ შეცდომის აღიარება,ყოველგვარი ზემოხსენებულის გარეშე
„ცუდს რად უნდა მტერობა
„კარგია მუდამ მტრიანი“
ყველა ცდილობს კარგს ავნოს,ამასობაში ისინი გამოდიან ცუდები,კარგი ადამიანი ცუდი ადამიანის ზეგავლენის ქვეშაა სულ,მისი სიკარგე ბევრს აღიზიანებს,როგორ შეიძლება ადამიანი კარგი იყოს.
გულში როდესაც სიყვარულის მუსიკა გაიჟღერებს,როდესაც ადამიანი იგრძნობს,რომ ცოცხალია,ვიღაც ვიღაცისთვის ყოველთვის მარადიულად ცოცხლობს.
თბილ გულში აჟღერებულ აკორდებს უსმენს,რომელიც მთელ სხეულს უთბობს.
“სიცოცხლე იმით კი არ იზომება, რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმით რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა…”.
კიდევ ერთი კამათის შემდეგ,თეო სკოლიდან წამოვიდა,დაიღალა დირექტორთან უთანხმოებით,სოფომ,რომ გაიგო მისი წამოსვლის ამბავი ძალიან ეწყინა და მეგობრის სანუგეშებლად სახლში ესტუმრა მას.
-კერძოდ მოვამზადებ ბავშვებს,მათ ვისაც ხატვის სწავლა უნდა,ნუ დაღონდები დიდი არაფერი მომხდარა
-მე შენს ადგილზე თავის ადგილს მივუჩენდი,იმ გრძელ ცხვირა ქალს-თეოს სოფოს ნათქვამზე გაეცინა
-არ იყო საჭირო,ხომ იცი გინდაც უდანაშაულო ვიყო არავის ზედმეტს არ ვკადრებ,მშვიდი ცხოვრება მინდა
-მერე თავს რით ირჩენ?
-ბავშვებს ავიყვან,თქო ხომ ვთქვი წეღან
-განცხადება გააკარი?
-კი,ბევრგან და სამმა მშობლემა დარეკა უკვე-სოფოს თვალები გაუბრწყინდა,მის უიმედო გულში იმედი გაჩნდა
-შვებით ამოვისუნთქე-თქვა მან
-რა საყვარელი ხარ-მოეხვია თეო.რამდენიმე ხანში ტელეფონმა დარეკა-დიახ გისმენთ!,ხატვას კი მე ვასწავლი,ბავშვი რამხელაა?,კარგით დღეს მობრძანდით და გაგესაუბრებით.-რომ დაკიდა,სოფომ ინტერესით შეხედა
-რაო?-კითხა მან
-კაცი იყო,ჩემი შვილი მხატვარი მინდა გამოვიდესო და მინდა თქვენთან ვატაროო
-მშვენიერია,კარგი არჩევანია,ბიჭია თუ გოგო
-ბიჭი,ექვსი წლისაა,ცოტა ჯიუტი და უხეში  ბავშვიაო და არ შეგეშინდეთო
-ეგღა გაკლდა შენ ზუსტად-მკვახედ მიუგო სოფომ
-კარგი რა სკოლაზე უარესი რაღა იქნება,როგორმე მოვუვლი-დაებრიცა სახე თეოს-ახლა სახლი მოვაწესრიგოთ,ის კაცი,რომ მოვიდეს და ასე დავხვდეთ მერიდება-წამოდგა და სახლის მილაგებას შეუდგა,მერე ტანსაცმელი გამოიცვალა და ერთად ელოდებოდნენ მოსწავლის მოსვლას.
--
როდესაც თეომ კარი გააღო,ფერი დაეკარგა,ენა ჩაუვარდა
-გამარჯობათ!-მიუგო მამაკაცმა,რომლის გვერდითაც ბიჭი იდგა და ბოროტული თვალებით უმზერდა თეოს
-მგონი,ადრე შევხვედრილვართ-ძლივს თქვა თეომ
-დიახ,ერთი კვირის წინ კაფეში,კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს-ირიბად გაიღიმა მან
-არაუშავს,ესაა თქვენი შვილი?
-დიახ,იმედია გაუძლებთ რამდენიმე საათით-საბა სახლში შევარდა და სირბილი დაიწყო
-ნუ ღელავთ გავუმკლავდები
-მე ნიკა
-სასიამოვნოა თეონა,შემობრძანდით ყავას დაგალევინებთ
-არაა,საჭირო მეჩქარება,რცა წასაყვანად მოვალ მაშინ დავილაპარაკოთ დეტალურად,დღეს ერთმანეთი გაიცანით.დროებით-გაუღიმა ნიკამ და კიბეებზე დაეშვა.კარი,რომ მოხურა თეომ საბას მიუბრუნა,ხელი წაავლო და სავარძელში ჩასვა
-აქ არ დავრბივართ,მოედანი არ მაქვს,უწესობას არ ვარ მიჩვეული,მსვიდად მინდა ვიმუშავო,შეგიძლია ეს გააკეთო?
-რა?-დაებრიცა სახე საბას
-წესიერად მოიქცე,თორემ უკან გაგაბრუნებ
-რატომ მეუფროსებით?-სოფომ პირი დააღო,ბავშვი და ასეთი ენაწაგდებული პირველად ნახა
-რა თაობა მოდის მართლა რა-უთხრა თეოს
-შენზე უფროსი ვარ და იმიტომ
-მერე დედაჩემი არ ხართ
-რატომ მოხვედი მაშ აქ?
-მამამ მომიყვანა-დაიმანჭა საბა
-ესეიგი შენ ხატვა არ გინდა
-მინდა,აბა სად ვხატო,ხატვის ოთახი გაქვთ?-თეოს გაეღიმა,ბიჭს ხელი მოკიდა და ხატვის ოთახში შეიყვანა
-ეს ჩემი სახელოსნოა,კეთილი იყოს შენი ფეხი
-ბოროტი,რომ იყოს?-ეშმაკური სიცილი აუტყდა საბას და მაგიდასთან დასკუპდა,სადაც სახატავი მასალები ეწყო.
-დღეს იმას დავხატავთ რაც შეგვიძლია
-ანუ მე რაც მინდა?
-დიახ-წინ თაბასის ფურცელი და ფანქრები დაუწყო და უხმოდ დაუჯდა გვერდით,თვალს ადევნებდა როგორ ხატავდა,საბამ დახატა წაშალა,დახა წაშალა,ასე ტამაშობდა,თეო კი ხმას არ სცემდა,ბოლოს წამოდგა და სოფოსთან გავიდა,რომ დაბრუნდა საბას თავი ნახატზე ედო,მერე ასწია,სკამიდან წამოდგა და ნახატი თეოს მიუტანა
-დედა სადაა?-კითხა თეომ,როდესაც ნახატზე მხოლოდ მამა-შვილი,რომ ეხატა-ალბათ ეს პატარა ბიჭი შენ ხარ,ეს კი მამაშენია და დედა?ვერ დახატე?,ბავსვსს,რომ შეხედა,ისეთი სახე ჰქონდა,ცოტაც და ცრემლი წამოუვიდოდა,მაგრამ საბა ისეთი ჩანდა ამას არ იზამდა.
-არ ვიცი-მიუგო მან და ნახატი გამოართვა-ალბათ მაღლაა,რა მნიშვნელობა აქვს,მე რაც დავხატე ის შემიფასე
საღამოს ნიკამ ამოაკითხა საბას და თეოს გაესაუბრა,კითხა როგორ იქცეოდა მისი შვილი,ხომ არ გააბრაზა,თეო კი ერთსა და იმავეს უმეორებდა,არა ძალიან კარგი ბავშვია,საბა კი გაოცებული და შეწუხებული უყურებდა,ვერ გაეგო პატარა ანც ბავსვსს მასწავლებელი ასე,რატომ ახასიათებდა,ასეთი კარგი მან რა გააკეთა,მისი ცუდის გარდა.თეომ ნახატი აიღო და ნიკას გაუწოდა,მამაკაცმა,რომ დახედა ნახატს მწარედ ჩაიღიმა,ნახატი გადაკეცა და საბას მიაწოდა.
-ეს პირველი გაკვეთილის თემა იყო,შემდეგში უკვე,მე რაც ვიცი იმას ვასწავლი,თქვენი შვილი ნამდვილად ნიჭითაა დაჯილდოებული,საოცრად უჭირას ფანქარი,გონიერია,იცის რასაც აკეთებს,აუცილებლად ატარეთ ხატვაზე,მე დარწმუნებული ვარ,რომ ყველას გააოცებს საკუთარი გამოფენებით-საბას კმაყოფილს გაეღიმა და ყელმოღერებული დადგა მამის წინ.
-ვატარებ კიდეც-თქვა კმაყოფილებით აღსავსემ და საბას თმები აუჩეჩა,მან კი ცივად შეხედა და თმა შეისწორა-ამისმა დიდკაცობამ,მომკლა-სიცილით მიუგო ნიკამ თეოს
-ხვალ იმავე დროს მობრძანდით
-კარგით,და გადასახადი რამდენი იქნება
-50 ლარი
-კარგი,მაშ ჩვენ წავალთ და ხვალ ისევ დაგიბრუნდებით-გაუღიამ თბილად ნიკამ და წავიდნენ.კარი,რომ დახურა თეომ,დივანზე ჩამოჯდა და თვალი იატაკს გაუშტერა,ყველგან ნიკას თბილ თაფლისფერ თვალებს ხედავდა,ისე მონუსხა მისმა თვალებმა,საუბრის დროს უყურებდა,კი სირცხვილით იწვოდა,მაგრამ არ შეეძლო,უბრალოდ არ შეეძლო მისის თვალებისთვის მზერა მოეცილებინა.რამდენიმე ხანში სოფო მოადგა ზღურბლს,თან ვიღაც ახმახი მამაკაცი,მოიყოლა.
-ვაჰ გიორგი-გაუბრწყინდა თვალები კლასლეის დანახვაზე თეოს-როგორ ხარ?
-არამიშავს თეუშკა შენ?
-მე ვარ რა,მარტოობა დაბედებული,აბა რა ხდება ერთად რატომ მოხვედით?,გატყობთ ახალია ამბავი უნდა მითხრათ-სოფო და გიო ისე იყვნენ აჟიტირებულები ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიდნენ
-მოკლედ,ვქორწინდებით.-თქვა ბოლოს გიომ,თეო გახარებული წამოვარდა და ორივეს ჩაეხუტა
-გილოცავთ,როგორ გამახარეთ,ძალიან კარგები ხართ,ძლივს არ მოაბით თავი?-ოყებაწითლებული ქალი ემოციებისგან გაითანგა
-ჩემი მეჯვარე,ხომ იქნები?
-კი,ეგ რა შეკითხვაა?-დაიმანჭა თეო-მაგაზე ვოცნებობდი და ხელიდან გავუშვებ?!
-ამ თვის ბოლოსაა
-დღეს რა რიცხვია?
-9 მარტი
-ქორწილი როდის იქნება?
-30 მარტს,31_ში თაფლობის თვეში მივდივართ,თან მეჯვარეებიც მიგვყავს
-მეჯვარეები რაღა საჭიროა,ეგ რაღა თაფლობის თვეა?-გაეცინა თეოს
-დაიმსახურეს,თუკი გიოს ძმაკაცი მოჰყავს მეჯვარეებმა რა დააშავეს
-ძმაკაცი?-თეომ შეხედა გიოს-მე ვიცნობ?
-არა,შენ,რომ გადახვედი კლასიდან მაშინ შემოგვემატა,არ იცნობ-თეოს სახე დაებრიცა
-აღარაა ეგ თაფლობის თვე-ისევ თავისას იმეორებდა იგი
-ოჰ’მოიცა რა.მე მინდა ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად დავისვენო,აქ არაფერია მოსარიდებელი
-კარგი’კარგი,როგორც გინდათ,მაგრად გამიხარდა ეს ამბავი,რომ არ ავღნიშნოთ ისე არ შეიძლება,-წამოდგა და ღვინო გამოიღო მაცივრიდან,თაროდან ჭიქები გადმოიღო და ადესის ღვინო ჩამოასხა.-აქედან ოთხით მიდიხართ,აბა წავიდა.-ჩამოარაკრაკა ღვინო ჭიქებში.
ისე გამოათრო ორივე,რომ სახლში არამცთუ ოთხით,საერთოდ ვერ წავიდოდნენ,იქვე მიწვნენ და მიიძინეს,თეოც ზალიან დაღლილი იყო და მასაც იქვე მიეძინა,რომ გაეღვიძა შუაღამე იყო,სოფოს და გიოს ღრმა ძილით ეძინათ,წამოდგა თეო და ოთახი მიალაგა,ჭურჭელი დარეცხა და ცოტახნით სუფთა ჰაერზე გავიდა,თავიდან ვერ ამოდიოდა ნიკა და მისი თვალები,მისი უღმერთო ღიმილი და უმოწყალოდ თბილი ხმა რომელიც,საოცრად ათბობდა თეოს სულს და გულს,რომლითაც ისევ გრძნობდა არსებობას.აივნის მოაჯირზე გადაეყუდა,ოდნავი ბიძგი და მიწაზე გაირთხმეოდა.თავში მოწოლილმა სისხლმა,მიახვედა,რომ გასწორების დრო იყო,ლოთი კაცივით გადაყუდებული მოაჯირს,საკუთარი თავი აღარ მოეწონა,რომ გასწორდა,რამდენჯერმე ლოყებზე შემოირტყა ხელი,ამბობენ ხელოვანი ხალხი,ცოტას აფრენსო,თეოს ეს აღიზიანება და ცდილობდა დაემტკიცებინა,რომ ცრუობდნენ,მაგრამ ყოველთის საპირისპიროს ამტკიცებდა თავისი არაორდინალური და მართლაც ფრენასწავლული ქცევებით.ოთახში,რომ დაბრუნდა იგრძნო ღვინის სუნი,ჩახუთული ჰაერი,მკაფიოდ ისმოდა სოფოსა და გიოს სუნთქვის ხმა,წამით ყველაფერი შეწყდა,თეოს ეგონა,ძილში გაიპარნენო,რადგან არცერთის სუნთქვა არ არღვევდა ღამის სიმყუდროვეს,მაგრამ სოფომ ისეთი ჩაისუნთქა,თეო შეხტა.კონწიალით მივიდა საწოლამდე და გაუხდელად მიწვა,ახლა აღარც მას აწუხებდა,ჩხუთული ჰაერი და ღვინის სუნი,რადგან ძილმა მოიტაცა.
--
-გუშინ რა დაგვალევინე?-კრუსუნით კითხა სოფომ და ხელი თავზე მოიკიდა
-ღვინო
-ღვინო იყო თუ მეხი დამეცა რა უბედურებაა ეს,თავი მილაყლაყებს
-არაუშვს გადაგივლის,მეც მასე ვარ
-არაფერი გეტყობა-დამანჭული სახით შეხედა სოფომ
-რომ ლაპარაკობ უფრო არ გტკივა?
-ჰო-ამოიკრუსუნა სოფომ
-ხოდა გაჩუმდი
-რომელი საათია?
-მესაათეს ვგავარ?,მაჯაზე იკბინე და გაიგებ-სოფომ ძალით გაიღიმა,მეგობარს გულს ხომ არ დასწყვეტდა,მაგრამ კიდეც დააპირა მაჯაზე კბილების ჩასობა.-12:00,პირველზე ნიკამ ბავსვი უნდა მოიყვანოს,მე კი რას ვგავარ-აკრუსუნდა თეოც
-მანამდე მოწესრიგდები არაუშავს,ჩვენს წავალთ ახლა,მაგრამ ჯერ ერთი პრობლემაა-გიორგის გაგუდულს ეძინა,პირქვე იყო დამხობილი.
-ცოდოა ეძინოს,ხელს არ მიშლით იყავით
-არა,საქმეები გვაქვს აუარება-თეო წამოდგა და გიორგის გაღვიძებაში მიეშველა.
-დამაძინე რა!-უკმაყოფილო ხმით უთხრა სოფოს და ბალიშვს ჩაებღაუჭა
-სახლში დაიძინე-ტანზე ჩმეტდა სოფო,როგორც იქნა წამოაგდო გიორგი,ერთი ორი შემოარტყა,სახეში,რომ გამოფხიზლებულიყო და მერე აწითლებულ ლოყებზე აკოცა.
-ან რას მირტყამდი ან რას მკოცნიდი-მიუგო გიომ  და დაამთქნარა
-რა უჟმური ყავხარ პატრონს და რა ეშველება
-შენ რა გეშველება,თორემ მე მეშველა და ჩემს პატრონსაც
-გაადგი ფეხი
-გავადგავ-ხელი დაადო მხარზე და სოფო მოიკუნტა,თეო იდგა და გაღიმებული სახით უყურებდა მათ.

--
ყოველი დღე თითქოს ერთმანეთს გავდა,ბავშვების მეცადინეობა,საღამოს საწოზე წამოწოლა დასვენება,ამას დაემატა გიოს და სოფოს ქორწილი,თვალის დახამხამებაში გაირბინა დღეებმა,თეომ საბა ცოტახნით დაასვენა,რადგან საქმე ასე მოითხოვდა.ყოველი დილა თენდებოდა,ძახილით“თეო ადექი,მომეხმარე,თეო ადექი კაბის საყიდლად გამომყევი.ქორწილის წინა დღემდე ამოსუნთქვის საშუალება არ ჰქონდათ,გიორგის მეჯვარე მაშინ მოვიდოდა თეოს,რომ ეძინა და მაშინ მიდიოდა თეოს,რომ ეღვიძა,ბუზღუნით დგებოდა და გიოს ეჩხუბებოდა,რომ ცუდი მეჯვარე ჰყავდა და ყველაფრის კეთება მას უწევდა,გიორგი კი ხმას არ იღებდა,მარტო თავს აქნევდა.ქორწილის წინა ღამეც,რომ მოვიდა,თითქმის ყველაფერი მზად იყო ხვალინდელი დღისთვის,თუმცა აკლდა ერთი რამ,თეო არ იცნობდა გიორგის მეჯვარეს,უბრალოდ ვერაფრით მოხერხდა მათი ერთად შეყრა,გიოს მეჯვარე,რომ მიდიოდა დარბაზში,თეო უკვე წამოსული იყო,და არცერთი არ ცდილობდა,რომ ერთმანეთს შეხვედროდნენ
-მოვა ხვალინდელი დღე და გავიცნობ-ამბობდა თეონა და სოფოს დამშვიდებას ცდილობდა.
30 მარტის დილაც გათენდა და ყველა წამოხტა თბილი ლოგინებიდან,თეონამ სწრაფად მოიწესრიგა თავი,წყალი გადაივლო,და სოფოსთან ერთად სალონში წავიდა.
ადამიანის ბედნიერებისთვის სულ უბრალო რამაა საჭირო,გარშემო მყოფთა თანადგომა და სიყვარული.კიდევ უფალი,რომლის გვერდში ყოფნასაც ადამიანი სულ გრძნობს.
„ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას.“ახლო თვალით დანახული ჩვენი ცხოვრება ჰგავს ტრაგიკომედიას,შორიდან დანახული კი კომედიას.პატარა პრობლემაც შეიძლება დიდ პრობლემად გადაიქცეს,უბრალოდ მალევე უნდა შევძლოთ მისი აღმოფხვრა.
თვალებიდან წამოსული ცრემლი,ზოგჯერ ბედნიერებისთვისაა,და არა იმისთვის,რომ გვტკივა.სურვილი ბევრათ აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს და დასახული მიზნების აღსრულებას წინ ბევრი,რამ უდგას,ბევრი შრომაა საჭირო,რომ მიაღწიო მწვერვალს და თქვა,რომ ეს შეძელი.სიყვარულია ევერესტი,რომლის დაპყრობაც ძალიან რთულია.
უბრალოდ საჭიროა გული გაანთავისუფლო,მისი კარი გააღო და იქ სიყვარული შეუშვა.ადამიანის სიმდიდრე მარტო მატერიალური კუთხით არ იზომება,ადამიანია მხოლოდ მაშინაა მდიდარი თუკი გული აქვს სხვა ადამიანების სიყვარულით სავსე. ორჯერ არავინ არ ცხოვრობს, მაგრამ არიან ისეთნიც, რომლებიც არც ერთხელ არ ცხოვრობენ.„ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც“.(რემარკი).ვისაც სიყვარული არ შეუძლია ან გული არ გააჩნია ან უბრალოდ არ ცდილობს ვინმე შეიყვაროს.თუკი ვინმე გვიყვარს ეს იამს ნიშნავს,რომ სიცოცხლის ბოლომდე მასთან გვინდა ყოფნა.როცა გიყვარს ბევრად უფრო ძლიერი ხარ ვიდრე,რომელიმე მოვარჯიშე დარბაზში.თუკი მოკვდი,ისე,რომ არ გყვარებია შეგიძლია თქვა,რომ არც გიცხოვრია.როცა იბადები უკვე უყვარხარ ვინმეს.ცოდვაა ის ადამიანი ვისაც სიყვარული არ შეუძლია ან არ აქვს გამოცდილი თუ რა გრძნობაა გიყვარდეს,ღამე იძინებდე,მის სახეს ხედავდე,გრძნობდე მის ,სითბოს და ყოველ დილით შეგეძლოს მისი ჩახუტება.
--
-გიო შენი მეჯვარე სადაა?-ანერვიულებულმა თეომ ჰკითხა მას
-არ ვიცი,წესით უნდა მოსულიყო
-რა არაპუნქტუალურობაა-დაებრიცა სახე თეოს
-მოვა,ნუ ნერვიულობთ
-როდის?მიდი სხვას სთხოვე რა,მამაო გველოდება,ხალხიც ნერვიულობს უკვე
-ცოტახანიც-შეეხვეწა სოფოს გიორგი-თუარადა სხვას ვთხოვ-ლაპარაკში ტელეფონიც აბზუილდა-ნიკა სად ხარ აქამდე?-გაბრაზებული ხმით ჰკითხა გიომ
-რაღაც პრობლემა შემექმნა,საბაა ცუდად და მეჯვარედ ვეღარ დაგიდგები მაპატიე,ვინმე სხვას სთხოვე
-საბას რა დაემართა?-თეოს აღელვება უფრო დაეტყო,როდესაც ორი ნაცნობი სახელი მოისმინა,ხელი ძლიერად მოუჭია სოფოს და ყურში ჩასჩურჩულა-„ნიკა ჩემი მოსწავლის მამა?,მათზეა საუბარი?-სოფომ ვეღარ დაუმალა სიმართლე და უთხრა
-კი ეგაა,და ვიცი,რატომაც არ უნდა მეჯვარედ ყოფნა და თავისი შვილი მოიმიზეზა
-რას ლაპარაკობ ვერ ვხვდები-წარბები აზიდა თეომ და გაკვირვებით შეხედა სოფოს.ამასობაში გიორგიმ ნიკასთან საუბარი დაასრულა და გულდაწყვეტილმა შეხედა სოფოს
-როგორ მინდოდა,ნიკა ყოფილიყო ჩემი მეჯვარე-თქვა მან ნაწყენი ხმით-სტუმართაგან ერთი ლამაზი,შვგვრემანი მამაკაცი წამოდგა-„გიო აქ ვარ“-დაიძახა მან და გიორგის გვერდით დაუდგა
-გმადლობ ბექა-მოწყალე სახით გადახედა გიორგიმ და მამაოს სთხოვა დაეწყო.
--
-ბოლო წამს ადამიანის გადაგდება რა უსინდისობაა-ქოთქოთებდა თეო,სოფო კი გაღიმებული სახით ალაგებდა ჩემოდანში ტანსაცმელს,იტალიაში თაფლობის თვეზე წასასვლელად.
-მე არ გავბრაზებულვარ ნიკაზე,კარგი ქნა,თქვენი ასე დანათესავება არ მაწყობს,თურმე ჰქონია ჭკუა,მე კიდევ უჭკუო მეგონა
-რას როშავ თვითონაც არ იცი
-ვიცი,თან ძალიან კარგად,ყველაფერი წინასწარ გათვალა,მაგ უნამუსომ
-ვერაფერი გავიგე-ხელები გადააჯვარედინა და გაბუსხული ბავსვის სახით დაჯდა
-ჯობია ადგე და ჩაალაგო,იტალიაში მივდივართ ხვალ
-ნიკაც?
-კი ნიკაც-კმაყოფილი სახით თქვა სოფომ და საწოლიდან წამოაგდო.
--
მეორე დილით უკვე აეროპორტში იყვნენ და ისევ ნიაკს ელოდებოდნენ,იგი არ იყო არაპუნქტუალური უბრალოდ,ასე სურდა და აგვიანებდა კიდეც,თეოს კი თავისდაუნებურად ნერვები აწყდებოდა.
-მეც მოვედი-დაიზახა შორიდან და სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა,იქვე შედგა,როდესაც თეონა დაინახა,ხმა არ ამოუღია თვალი ჩაუკრა და სოფოს და გიორგის მიულოცა შეუღლება.
-ესეც მოგყავთ?-უკამყოფილო სახით და ცინიზმით სავსე ხმით ჰკითხა გიორგის
-ესეც მოგვყავს რას ქვია?-კითხა სოფომ
-მეგონა დასვენებას ვაპირებდით
-და მე ხელს რაში გიშლით?
-საბა,არ მაყვს აქ და ვისთან გაერთობით-თეონას ბოღმა მოაწვა,ხელები აექავა და თავის შეკავებას ცდილობდა
-მხატვრებსაც სჭირდებათ დასვენება
-ვა’ეგ არ ვიცოდი,გეთქვათ ესეც თუ მოგყავდათ და საბას გამოგაყოლებდით
-შეგიძლია მიბრუნდე და შენი უჟმური სიფათის ანხვას კიდეც მირჩევნია საბას ცანცარს ვუყურო.
-რა ზრდილობიანი მეჯვარე გყავს სოფო,შემშურდა-ცინიზმს არ იშორებდა ნიკა
-მე ნორმალური მეგონეთ,ასეთი ჩანდით,შვილს აჩვენებთ თავს,რომ წესიერი მამა ხართ?
-არავის თავს არ ვაჩვენებ,და არც უწესო ვარ,ჩემს გაღიზიანებას ნუ ცდილობ,არაფერი გამოგივა,სენნაირთან მილიონთან მქონია საქმე 
-ნიკა ახლა წესიერად-შეაჩერა გიორგიმ-ჭკუას მოუხმე,ჩასხდომის დროა,ნუ გამართეთ აქ პატარა ბავშვებივით კინკლაობა და ერთმანეთის დაჭმა.-ყველამ თვის ჩანთას მოკიდა ხელი და თვითმფრინავში ავიდნენ.
დაბინავების დროს ნიკამ სპეციალურად მოკიდა თეონას ერთ-ერთ ჩემოდანს ხელი და თავის ოთახში წაიღო,ატყდა ერთი ამბავი,თეონა საშინლად აღელვდა,ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა,მაგრამ ვერ ახერხებდა
-თვითმფრინავში დამრჩა?
-არა,ყველაფერი გადმოვიღეთ
-რაღა ჩემი გაქრა?
-ნიკა სადღა გაქრა?
-ნიკა სულ არ მადარდებს მე ჩემოდანი მინდა-პატარა ბავშვივით წუწუნებდა თეო
-ვინ დაკარგა ნივთი?-მოარიხინებდა კიბეებიდან ნიკა ჩემოდანს-ჩემს კართან იდო,ვისია?
-ჩემი-გაბრაზებული მივარდა და ჩემოდანი გამოართვა-რატომ გაიყოლე?
-რა გავიყოლე?
-ჩემი ჩემოდანი
-ჰო,ნიკასთან მინდაო და გამომყვა,იცოდი,ფეხები,რომ ჰქონდა?
-ცინიკოსი ხარ
-აბა,მე რაში მინდოდა შენი ჩემოდანი,ჩემიც საკმარისად მქონდა,ოთახამდე ძლივს მივიტანე-არ ტყდებოდა ნიკა,თეოს ხმა აღარ გაუცია,მოკიდა ჩემოდნებს ხელი და ოთახში შევიდა.
-დებილი ხარ-უთხრა გიორგიმ ნიკას-რას მოათრევდი,ჯერ
-შემეცოდა,მისი წივილი ყურებს მიხვრეტდა
-კარგი დალაგდა ახლა ყველა თავის ოთახებში,ორი ჩლუნგი.-ნიაკს სახე დაებრიცა და ოთახში ზლაზვნით შებრუნდა.თეო კი ვერა და ვერ დაცხრა,ცხელი აბაზანაც მიიღო,წიგნიც წაიკითხა,მაგრამ ნიკაზე იდმენად იყო გაბრაზებული,რომ არაფერი შველიდა,მას არ სჯეროდა,რომ შემთხვევით წააწყდა და თვითონ არ გაუყოლებია ხელთ.თმები გაიშრო და ნიკასთან გავიდა,მისი ოთახის კართან დადგა და ფიქრობდა,შესულიყო თუ არა,ზედმეტი იყო თუ არა მისი ქცევა,ბოლო-ბოლო ჩემოდანია,რამდენჯერმე დააკაკუნა,მაგრამ კარის გაღების მცდელობა არ ყოფილა,უარესად გაცოფებული გამობრუნდა და თავის ოთახში შესვლა დააპირა,როდესაც კიბეებზე დაინახა ნიკა და წინ გადაუდგა
-რატომ მოიპარე ჩემი ნივთი?
-რა ნივთი მოვიპარე?-გაკვირვებით შეხედა ნიკამ
-ჩემს ჩემოდანში,სათამაშო მედო,შენთვის უნდა მომეცა
-ხუმრობ ხო-გაიცინა ნიკამ
-რა შემატყე,რომ ვხუმრობ?-მკაცრი ტონით  კითხა თეომ
-აბა რა სათამაშო,იქ მაგდაგვარი არაფერი იდო-და ტუჩზე მწარედ იკბინა
-აჰა’ანუ შენ აიღე ჩემი ჩემოდანი და გახსენი კიდეც-პირველად ეჩხუბებოდა,მამაკაცს ასეთ უმნიშვნელო რამეზე
-თავი დამანებე რა-გვერდი აუარა ნიკამ
-ნეტა,იცოდე როგორ მძულხარ
-მე,მზე და მთვარე ამომდის შენზე.-ცინიკურად მიუგო და ოთახში შევიდა.თეო კი ოდნავ კმაყოფილი დაბრუნდა ოთახში და საწოლზე ჩამოჯდა,დიდი ვერაფერი საქმე გააკეთა,მაგრამ გული მაინც იჯერა,უბრალოდ ის მაინც გაიგო,ნიკამ,რომ აიღო ჩემოდანი,საკუთარი თავი კოხტად ჩაუშვა,ადამიანს ისე ვერაფერი დაღუპავს,როგორც მისი ენაო და ნიკასაც ზუსტად ეს მოუვიდა.ახლა სრულფასოვნად შეეძლო ესუნთქა და ნიკას დამარცხება ეზეიმა,თანაც უმნისვნელო დამარცხება,მაგრამ ძალიან დიდი სიხარული და სიამოვნება მიანიჭა.მამაკაცი ისეთი დაბნეული სახით უყურებდა,ალბათ სხვა რა ეთქვა ვეღარ მოიფიქრა,ვერ ხსნიდა თეო ნიკამ საკუთარი თავი,რატომ ჩაუშვა.ფიქრებისგან გათანგულს მიეძინა და შუა ძილში ვიღაცის ფხაკუნმა გამოაღვიძა,ნიკას ოთახი მის გვერდითაა და ხმა აშკარად იქიდან მოდიოდა,უფრო სწორად,ვიღაც კედელს ჩხაპნიდა,ძილბურანში მყოფი წამოდგა,ხალათი შემოიცვა და კედელს მიუახლოვდა,არ მოელოდა ასეთ ძვირფას სასტუმროში,თხელ კედლებს,ვიღაცის გაფაჩუნებაც,რომ ისმის,მაგრამ ეს ფაჩუნს არ გავდა,ვიღაც ზაკაზად ფხაჭნიდა კედელს.თეო ოთახიდან გამოვიდა და ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა ნიკას ოთახს,მიაყურადა,ცოტახანი ასე იყო,მერე კი დააკაკუნა და კარი ,რომ გააღო ნიკამ,გაკვირვებულმა შეხედა
-შენ აქ რა გინდა?-აღტაცებული ხმით ჰკითხა მან
-რას აკეთებ?
-რას და მძინავს,რატომ მაწუხებ?ოთახში ობობაა,თუ მკვდარი ვირთხა
-შენს კედელზე,რამეს აკეთებდი?
-არა,-კიდევ უფრო გაოცდა ნიკა და უკან მიიხედა-მაშინებ ხო იცი-დაიმანჭა,იგი-ღამე რამე გელანდება ხოლმე?-ისტერიული სიცილი აუტყდა-ვინმე მოკალი?-აგრძელებდა ნიკა
-იქნებ მოკეტო და წესიერად დამელაპარაკო,ხმა შენი კედლიდან გამოდიოდა,ვიცი შენ ფხაჭუნობდი
-პატარა აღარ,ვარ,რომ ღამით კედლები ვაფუჭო,გთხოვ დამაძინე,თუ ასეთი მშიშარა ხარ,საქართველოში დარჩენილიყავი-თეოს მოთმინების ფიალა აევსო,გამწარებული წვდა საყელოში და შეანჯღრია-რა ძალის პატრონი ყოფილხარ-დაზძინა ნიკამ და ხელები მაჯებში ძლიერად მოკიდა
-ჩემს ნერვებს ნუ ეხუმრები,ნუ ცდილობ წყობილებიდან გამომიყვანო
-შენ ჩემთან დაწოლა გინდა და ძალით იგონებ რაღაცებს-თეოს სახე აელეწა,ხელი გააშვებინა და მწარედ გააწნა სილა,სანამ ნიკამ აზრზე მოსვლა მოახერხა თეონა უკვე ოთახში იჯდა და ტიროდა,ვერაფერი გაეგო მის თავს რა ხდებოდა.
საკუთარი საქციელით,დაბნეული,ისევ ოთახში იჯდა და ტიროდა,ცრემლებით გაეჟღინთა მაისური,თვალები ჩაუწითლდა,საშინელი დასანახი იყო,ვინმეს ეგონებოდა მკვდარ მშობლებს გლოვობსო,ძლივს წამოდგა ფეხზე,და საწოლზე ჩამოჯდა,იატაკზე ჯდომით ყველაფერი ატკივდა,ძალღონე მოიკრიბა,თვალები ძლიერად დახუჭა,ემბრიონის ფორმაზე დაწვა და დაძინება სცადა,გულში ქარიშხალი იყო,დაბნეული ფიქრები ერთმანეთს ასკდებოდნენ,ზოგი გამატარე გამატარეს ზალიხიტ მიიკვლევდა გზას,ზოგიც ენის წვერზე ხვალინდელი დღისთვის წიანსწარ იკავებდა ადგილს.პატიება ყველაზე რთულია და ადამიანს თუკი შეუძლია,ყველაზე დიდი დანაშაულიც კი აპატიოს მეორე ადამიანს,ის სულგრძელია და სათნო.თუმცა გულში არ გაუვლია,თეოს,რომ მოეთხოვა პატიება ეთხოვა ნიკას,ცდენილისთვის,ის არ იყო ბავშვი,ის არ იყო შურის მაძიებელი და გულღრძო ადამიანი,უბრალოდ ზედმეტად გაამზფრა  ნიკას უტიფრობამ სიტყვაცია,არადა ჰქონდა შანსი საკუთარი შეცდომა გამოესწორებინა,თეონა არ იყო მიჩვეული,ასეთ თავხედურ საუბარს მამაკაცისგან,მითუმეტეს ნიკასგან,ადამიანისგან,რომლშიც ყველაფერს კარგს ამ ღამემდე ხედავდა,ან ცდილობდა მისი ალერსიანი და გულუბრყვილო თვალები ამის დანახვას,მის შეცნობას,სწორად,მაგრამ ხშირად ცდება ადამიანი და გამონაკლისი არც თეონა აღმოჩნდა,ნახევარი ბრძოლის ველი,მშვიდობით გაიარა,მაგრამ დასასრულს პირდაპირ ფეხებთან აუფეთქდა ნაღმი,გონებაში დალექილი ნიკას ტიპი,მისდა საუბედუროდ სრულიად ეწინააღმდეგებოდა რეალობაში არსებულ პიროვნებას,სრულიად გაუთლელ და უყაირათო მამაკაცს,რომელიც მაცდურ სითბოს და მოწყალებას აკვესებს თვალებიდან.
დრო – საუკეთესო მასწავლებელია,მაგრამ სამწუხაროდ თავის მოწაფეებს კლავს.დრო-ასევე მკურნალია,დაზიანებული გულის,გაფუჭებული ნერვების.არსებობს გამოთქმა,აპატიეთ,მაგრამ არ დაივიწყოთ,თითქმის რთულია ჯერ აპატიო და მერე ის დაივიწყო,რატომ მოუხდათ შენს წინ პატიების თხოვნა და რატომ მოგიხდა,პატიების გაღება,მოწყალე,ღვთისნიერი კაცივით,რომელი მათხოვრებს ხურდა ფულს უნაწილებს.თბილ საბანში,ტკბილად ეძინა თეონას,მაგრამ სახეზე მაინც ემჩნეოდა,წეხანდელი სიმწარე,ცრემლის კვალი წამწამებზე ემჩნეოდა.ოთახის კარი აჭრიალდა და ჩუმი ნაბიჯებით შემოვიდა ნიკა ოთახში,ხელში წითელი ვარდების თაიგული ეკავა,დინჯად,მაგრამ მაინც შიშით უახლოვდებოდა თეონას საწოლს,რომ დახედა თვალები აემღვრა,გული აუჩქარდა,სუნთქვა შეეკრა,პირველად გრძნობდა,უსუსურობას,თავი ნამდვილ ქალაჩუნად წარმოიდგინა,როდესაც ვარდების საწოლზე დადებისას,ცრემლი ჩამოუგორდა,ისე,რომ ვერ გააცნობიერა,ტუჩზე კბენით უკან გამბრუნდა და ისევ ჩუმი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან.მისი წინასწარ მომზადებული ვარდების თაიგული,ოდნავ მოწყენილი იყო,მაგრამ მაინც ლამაზად გამოიყურებოდა,ვარდი ხომ ვარდია.აღელვებული და გონება დაბურული წამოწვა საწოლზე ნიკა და ფიქრებს გასაქანი მისცა,თუმცა გონება შეზღუდული იყო შეეძლო ეფიქრა,მხოლოდ ერთზე და ეს ერთი რათქმაუნდა იყო თეონა,უბრალოდ ნიკა ვერ ახერხებდა,თვი დაეღწია,ამ ფიქრებისგან,რაც უფრო მეტს ფიქრობდა,უფრო მეტად უჩნდებოდა ამ ფიქრების განხორციელების სურვილი,თეონას გაღვიზების და მისი გულში ჩახუტების,ან პატიების თხოვნის,მანაც საშინლად განიცადა და სიმწარეც იგემა,როცა თეონა მის მუდმივ „ქალებს“ შეადარა.
--
დილით,ოთახიდან გამოსვლა დაეზარა,საწოლზე ყვავილები,რომ დაინახა,ელდა ეცა,ყვავილები მთელი ძალით მოიქნია და კედელს მიანარცხა,თვალები შეშუპებული ჰქონდა,ერთი კვირის უძინარს გავდა,ვარდებმა უფრო მეტად გააღიზიანეს დ აგააცობეს და ნიკა ალბად უნდა გაცლოდა,თვალში არ უნდა მოხვედროდა,რომ ცოტათი დამსვიდებულიყო მაინც თეონადა ერთმანეთს ცივილიზებულად დალაპარაკებოდნენ.
-რატომ დადე ვარდები ცემს საწოლზე და საერთოდ რა გინდოდა ცემს ოთახში,როგორ შემოხვედი,მაგდენი სითავხედე გეყო?-ხმამაღლა სოფოს და გიორგის გასაგონად კითხა თეონამ და გაპუტული ვარდები ჩაახუტა
-არავინ არ ყოფილა შენს ოთახში,მითუმეტეს ვარდებიარ დაუდია,ყველაფერი ჩემი ნუ გგონია,ალბათ ვინმეს შეეშალა ნომერი და შეცდომით შენ შემოგიტანა-მსვიდად უთხრა ნიკამ
-აღიარე,მაინც,რომ ეს მყრალი ვარდები შენია
-ჩემი არაა,შენნაირ ქალს მე ვარდებს კიარა მინდორში ბალახს არ მოვუწყვიტავ და იმას არ მივართმევ-გაღიზიანებას გაღიზიანებდა დაემატა და ვითომ ცივილიზებული საუბარი,ჩხუბში გადაიზარდა,მერე ძლივს გააშველეს სოფომ და გიორგიმდა კარგადაც დატუქსეს პატარა ურჩი ბავშვებივით,თეონა საღამომდე ოთახში იყო ჩაკეტილი და არ გამოდიოდა,ნიკა კი უდარდელად დადიოდა,ქუჩებში და ქალაქს ათვალიერებდა,სოფოს კიდეც მოეშალა ნერვები,ნიკა,რომ ასე ნავარდობდა უდარდელად,თეონა კი ოთახში იყო.
-ნიკა!
-გისმენ სოფო!
-რის მიღწევას ცდილობ?-ჰკითხა სერიოზული ხმით
-რის მიღწევას უნდა ვცდილობდე?-გაოცდა ნიკა
-ძალიან გთხოვ თავს ნუ იშტერებ და მეც ნუ მაშტერებ,სპეციალურად რატომ აღიზიანებ თეონას?
-არავის არ ვაღიზიანებ,რა დავაშავე არ მესმის
-სწორედ ეგაა შენი პრობლემა,რომ რაც დააშავე,რომ ვერ ხვდები-მაგრამ ძალაინ კარგადაც ხვდებოდა ნიკა რაც დააშავა,თუმცა სოფოს ვერ ეტყოდა ამას.
-ოხ ეს ქალები
-ქალებზე,კრინტი არ დაძრა,საბას დედამდე და მერეც იმდენი გყავდა,ვინ მოთვლის და მეგონა იცოდი მათი ფსიქოლოგია,და ცდილბოდი ნერვები არ შეგეჭამა
-არავის ნერვებს არ ვჭამ
-ეტყობა აგერ.
ნიკას აღარც უცდია,რაიმის ახსნა სოფოსთვის,მაგრამ დიდი სიამოვნებით მოისვრიდა ტლიკინა ქალს ნაგვის ურნაში,ტყუილ უბრალოდ ცილს,რომ სწამებს,მაგრამ სოფომ,რა იცის ნიკას გულში რა ხდება და რატომ სჩადის ამ ყველაფერს.გიორგის კი ყოველივე ეს დიდი ძალიან დიდ უაზრობად ეჩვენებოდა,თავისდა გასაკვირად.
თაფლობის თვეში ყოფნის დღეები,მშვენივრად მიდიოდა,მაგრამ იყო,გამონაკლისებიც,თუმცა დიდი და არა პატარა გამონაკლისები.ერთმანეთის დაჭმა,უბრალო რაღაცის გამო.თეოსთვის ნიკას გვერძე ყოფნა აუტანელი,გაუსაძლისი გახდა,თითქოს ველურ პირობებში იმყოფებოდეს,თითქოს სასჯელი დააკისრეს სახელწოდებით „ნიკა“,ყოველი წინადადება იწყებოდა ნიკას ზახილით და ბოლოს სოფოს და გიორგის ჩარევით,მათაც ვეღარ გაეგოთ,ასე ძალიან რატომ ზძულდათ ნიკას და თეოს ერთმანეთი,მტერი არ იკადრებს იმას რასაც ისინი ერთმანეთს უკეთებდნენ და ყოველდღე ამწარებდნენ ერთმანეთს,ერთმანეთთან კი ორივე აფერისტულად ამბობდა:-აქ შენთან ერთად ყოფნას არაფერი ჯობია.-და ზურგს უკან ერთმანეთის გალანძღვას არ კმარობდნენ.ნიკა ფიქრობდა,რომ თეო,რომ არ წასულიყო მათთან ერთად უკეთესი იქნებოდა ბევრად და თეო იმავეს ამბობდა,მხოლოდ სახელცვლილს,სოფო და გიორგი კი თითქმის ერთი მეორის მზგავს დიალოგებს ისმენდნენ და მტელი დღე ბჭობდნენ,უნდოდათ მათ მაინც გაერკვიათ,რა უნდოდათ ერთმანეთისგან  ორ ახალგაზრდა ადამიანს.ყველაზე მეტად დრო არ გვეკუთვნის და არ გვყოფნის ჩვენ.გაფრთხილებაა საჭირო,ის ჩვენ არ გვეკთხება გაჩერდეს თუ წავიდეს,არ გვაქვს უფლება ეს ვთხოვოთ დროს,თეოს შემხედვარე სოფოს კდიევ უფრო მეტად აღელვებდა დროის მცირე რაოდენობა,მასზე მეტად უნდოდა,რომ მეგობრის ცხოვრებაში რაღაც შეცვლილიყო და წარმოდგენაც არ ჰქონდა ეს ცვლილება გაზრდის მაგიერ თუ დაპატარავდებოდა და თოთო ბავშვის სახეს მიიღებდა.თითქოს სოფოს ლაპარაკს აზრიც დაეკარგა თეონასთან,ვეღარ გაეგო ენერვიულა თუ ეგლოვა,მისი მეგობრის ცვალებადობამ,მასზე ძალიან იმოქმედა,იმის კითხვაც კი ერიდებოდა,რის გამო  ან რის გამო იყო ასე.საღამოს თეონა დასახატატად მოემზადა,ოთახში მშვიდად დაჯდა და რასაც ხედავდა ხატავდა,ფუნჯის ფურცელზე დასმის თანავე იგრძნო სიმშვიდე,თეთრს წითელი შეერია,წითელს ცისფერი,გრძნობდა,რომ რასაც ახლა დახატავდა ყველაზე განსაკუთრებული იქნებოდა,თავის ნახატებისგან,რადგან შინაგანადაც სიახლეს გრძნობდა,მრლვარე და გასაოცარ სიახლეს,გრძნობების აღრევას და აბობოქრებულ ტალღებს სხეულში,მომხდარის და მიუხედავად,ქალს მხნეობა არ დაუკარგავს.ოთახში სოფო შემოვიდა ლანგრით ხელში,დაღონებული სახით,თითქოს მკვდარს უყურებდეს,ფერმკრთალი სახით,დაღონებული,მგლოვიარე დედასავით.ლანგარი მაგიდაზე დაუდო და გვერდით ჩამოუჯდა,თეონას ხატვა არ შეუწყვეტავს,იმდენად იყო გართული,მგონი ვერც მიხვდა ოთახში მეორე სულიერიც,რომ იყო.
-დამელაპარაკე!-თბილი და ოდნავ მკაცრი ხმით უთხრა სოფომ და ხელი მხარზე დაადო-მინდა ვიცოდე,რა მოხდა დილით-ისეთი ხმით უთხრა,იგრძნობოდა,რომ იცოდა თეონა არაფერს ეტყოდა.
-არაფერი არ მომხდარა დილით-მშვიდი ხმით მიუგო თეონამ,ფუნჯი დადო და სოფოსკენ შებრუნდა
-რატომ მატყუებ?,ეს რაში გარგია,მე შენი და ვარ,რატომ შემაქციე ზურგი?-სიტყვებში ტკივილი იგრძნობოდა,სოფო ცდილობდა თეონასთვის მიეხვედრებინა,როგორ ცუდად გრძნობდა თავს.
-ზურგი არ შემიქცევია,რანაირად ლაპარაკობ,დილით ერთად არ ვიყავით?
-კი,ვიყავით მაგრამ,..
-მაგრამ, რა?
-ახლახან ნიკა საქართველოში წავიდა და მთხოვა გადმომეცა,რომ აპატიო ის რაც დილით მოხდა-თეონამ დაბნეული და განცვიფრებული სახით შეხედა
-ალბათ,მაგ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის,თორემ არ გთხოვდა.
-ესეიგი მიზეზი,არსებობს
-რა მიზეზი?-გაკვირვებით შეხედა თეონამ,გული აუჩქარდა,მღელვარება დაეტყო,ხელის გულები მოისრისა და აბნეული სახით შეხედა სოფოს
-იმის,თუ რატომ მთხოვა ეგ გადმომეცა და რატომ წავიდა ასე ნაჩქარევად და გამოუმშვიდობებლად საქართველოში.
-ძალიანაც კარგი თუ წავიდა,დავისვენებ და გავერთობი აქ ყოფნით
-და ნიკა რაში გიშლიდა ხელს,მანამ რატომ ვერ ერთობოდი/?
-შენც კარგად ხედავდი რა დღეში იყო,მისი ქცევები აუტანელი გახდა,ყოველ ღამით მოჩვენებასავით შემოდიოდა და ჩემი საწოლის კიდეზე ჯდებოდა,იცი რამდენჯერ გამისკდა გული?
-შენ სულელი ხარ თუ თავს ისულელებ,რა უნდა კაცს ქალის ოთახში თუკი მის მიმართ არაფერს გრძნობს?
-უნდა,რომ გამომიყენოს,მას სიყვარული არ შეუძლია მექალთანეა,რა სისულელს ამბობ,ნიკას მე შევუყვარდი?,ისე ვართ როგორც კატა და თაგვი და რომელ სიყვარულზეა ლაპარაკი
-თქვენს ქორწილში,ქართულს,რომ ვიცეკვებ მერე მითხარი ეგ სიტყვები-ირიბად გაიღიმა სოფომ.თეონამ ისეთი სახით შეხედა,თითქოს უთხრა,მეტი არ გემეტება ჩემთვისო?!
-უბრალოდ ის მიკვირს,ცოლი როგორ მოიყვანა ან სად გაუშვა?
-არსად გაუშვია დაეღუპა-სოფოს ნათქვამმა ჩააფიქრა თეონა და საბას ნახატი გაახსენდა,როგორ ცივად უპასუხა,თუ რატომ არ დახატა დედა.
-მართლა?,ვწუხვარ,დიდი ხანია?
-კი,საბა ერთი წლის იყო,რომ დაიღუპა,ნიკას დაბადების დღეზე
-რატომ?
-ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა,უცებ გარდაიცვალა,გავიგეთ თუ არა,რომ კიბო ჰქონდა,ერთ კვირაში კიდეც დაიღუპა
-და ასეთი როგორაა ნიკა?,უფრო მეტად შემძულდა
-ასეთი როგორი?-გაოცდა სოფო
-აუტანელი,მუდამ მომღიმარი სახით,რომ დადის და სხვისი გამწარების მეტს არაფერს აკეთებს,სულ კარგ ხასიათზეა,უბრალოდ ქვა უდევს გულის მაგიერ.
-როგორ გეტყობა,რომ არ იცნობ
-მაგას რა ცნობა უნდა ეგრევე ეტყობა რაცაა,არაა ეგ შესაცოდებელი კაცი.
-ვინ გთხოვს,რომ შეიცოდო,მათხოვარი კიარაა,უბრალოდ კარგად დაფიქრდი რა სამბობ,უკეთ გაიცანი და მერე თქვი მასზე რამე.
ადამიანებს უყვართ არა საჭიროებისთვის, არამედ ბედნიერებისთვის.თუმცა ამ დროში ყველაფერი სხვაგვარადაა,თუკი გიყვარს ბედნიერი არ ხარ,ვერ გრძნობ ნამდვილი სიყვარულით გამოწვეულ ბედნიერებას,თითქოს უკვე ბედნიერებაა,როცა გიყვარს და მის იქით ყველაფერი უმნიშვნელოა და მეორეხარისხოვანი,ესეიგი გული გდებია საგულეში და არა ქვა.დღითი დღე ნადგურდება სიყვარული,ანადგურებს ორგულობა,გარყვნილება,დაუმორჩილებლობა.კაცს ერთი არ ჰყოფნის,ან რა უნდა თავადაც არ იცის და ქალებში ცდილობს გაარკვიოს,თუმცა ისიც მართალია როცა კაცს უყვარდება მისთვის სხვა ყველაფერი აზრს კარგავს,ისევე როგორც სიცოცხლე,საკუთარი თავი,ყველაფერს გააკეთებს საყვარელი ქალის მოსახიბლად,შეუძლებელსაც კი,ერთმა კაცმა ქალის გამო პიანინოზე დაკვრა აითვისა,რადგან ქალმა წინა შეხვედრაზე განუცხადა,რომ რაიმე სახის ინსტრუმენტზე აუცილებლად უნდა იცოდეს კაცმა დაკვრაო. ვერ შეიყვარებ ვერც იმას, ვისიც გეშინია, ვერც იმას, ვისაც შენი იშინია.ვისაც არ ჰყვარებია, მას არც უცოცხლია.თბილისში ჩასულებს ნიკა აეროპორტში დახვდათ,თეოსთვის ხმა არ გაუცია,სოფო და გიორგი მოიკითხა და ბარგის წამოღებაში მიეხმარა.
-როგორ დაისვენეთ?-ჰკითხა როდესაც მანქანაში მოკალათდნენ და ნიკამ ძრავი ჩართო-მე,რომ წამოვედი ალბათ უკეთესი იყო,ხომ-უკან მჯდომ თეონას სარკეში დააკვირდა,მიტრიალების მოერიდა.
-არა,მაგრად დაგვაკლდი-მიუგო გიორგიმ-რატომ წამოხვედი მაინც ვერ გავიგე-ნიკამ ჩაახველა და მეგობარს ირიბად გაუღიმა
-საქმეები მქონდა და ჩამოვედი,ორი კვირა მაზოლები ამოგიყვანეთ თვალებში და მეტი რა გინდა?-გაეღიმა მას
-შენ,რომ წამოხვედი ისე ვეღარ ვერთობოდით
-რატომ?-თან თეონას შეხედა,სარკეში,მის სახეს აკვირდებოდა,აინტერესებდა რაეაქცია ექნებოდა,მათი საუბრისას,იგი მოუსვენრად იჯდა ცქმუტავდა,მთელი გზა უხმოდ იყო,მაგრამ თქმა კი უნდოდა,თუმცა უჭირდა,ნიკასთან რაიმის თქმა.

--
ნემსივით ჩაერჭო გულში ნიკას სიტყვები,როდესაც მანქანიდან გადმოსვლა დააპირა
-ერთი უგულოს ბრალია-ნიკა ეცადა ჩუმად ეთქვა,მაგრამ თეონამ მაინც გაიგონა და თვალებში ცრემლი ჩაუდგა,ამ ხნის მანძილზე გული სიძულვილით უფეთქავდა,მაგრამ გრძნობდა,რომ სიძულვილი,თვითონ სიტყვა შეუსაბამო იყო იმ გრძნობებთან რასაც თეონა ნიკას მიმართ განიცდიდა,მსიმა სიტყვებმა შუაზე გააპო,სისუსტე იგრძნო და სოფოს ხელი მოკიდა,კანკალმა აიტანა,თვალეიც ცრემლით ამოევსო,ძლივსღა სუნთქავდა
-თეო რა გჭირს ცუდად ხარ?-ნიკა დაფეთდა,სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და თეონას ხელი მოკიდა,ეს ისე სწრაფად გააკეთა,რომ იგრძნო მისი სითბო,სურნელი მაშინ მიხვდა,თეონა მის მკლავებში უღონოდ,რომ იწვა.
-რა მოუვიდა?-კითხა გიორგიმ სოფოს,მან კი მხრები აიჩეჩა
-არ ვიცი,უცებ გახდა ცუდად
-თქვენ სახლში ადით მე ექიმთან წავიყვან და მოვალ-უკანა სავარძლებზე დააწვა და კარი მიხურა,გიორგი და სოფო სადარბაზოში შევიდნენ,ნიკამ კი მანქანას შემოუარა და სწრაფად ჩაჯდა,სულ მთლად გაფითრებული და განრევიულებული იყო.
--
-ახლახანს თვითმფრინავით იმგზავრა
-ალბათ მაგის ბრალია
-მთელი გზა უხმოდ იყო,არც გარეგნულად ეტყობოდა,რამე
-წყნარად ახალგაზრდავ,ქალი აკრგადაა,უბრალოდ გონება დაკარგა,თქვენი ვინაა?
-ჩემი?-დაიბნა ნიკა-მეზობელია,აეროპორტიდან მე წამოვიყვანე
-მის ოჯახის წევრებს დაურეკეთ და უთხარით,რომ ყველაფერი რიგზეა
-კარგით,გმადლობთ ექიმო,შეიძლება ვნახო?
-რათქმაუნდა.-ხალათი ჩააცვეს და პალატაში შეუშვეს,თეონას ეძინა,ნიკა საწოლზე ჩამოჯდა და მისი ხელი ხელებში მოიქცია,უცქერდა და სითბოს გრძნობდა,თითქოს ახლა დაიბადა.
მისი ნაზი სუნთქვა,რომ ესმოდა ტანში უვლიდა,დაიხარა და ფერმკრთალ ბაგეზე ოდნავ შეეხო
-ეს კოცნა მთელ სიცოცხლეს მეყოფა,შენ,რომ მაინც გძულდე-თქვა და საწოლიდან წამოდგა,ხელის გაშვება არ უნდოდა,ძლიერად აკოცა ხელზე და პალატიდან გამოვიდა.
რატომაა ნიჭი-გიყვარდეს?,ალბათ იმიტომ,რომ ძალიან ცოტას შეუძლია და ცოტაა ნიჭიერი.უფალი ყველას აჯილდოებს ნიჭით,ბედნიერია ის ვინც სიყვარულის ნიჭითაა დაჯილდოებული,და უბრალოდ შეუძლია მართლა უყვარდეს.თითქოს სუნი აქვს სიყვარულს,ჰო სუნი,რაღაც სასიამოვნო,საამური,რომელიც ძალაუნებურად გითრევს და კიდევ ტკბილია სიყვარული.
ნიკა ჩაფიქრებული იჯდა საწოლზე და ხელები მუხლებზე ჰქონდა დაწყობილი,ფიქრები ერთი მიმართულებით მიცურავდნენ,თითქოს ცდილობდა მათ განდევნას,მაგრამ უშედეგოდ,ფიქრები მას უმოწყალოდ ესხმოდნენ თავს,ამ ღამემაც თეონაზე ფიქრში გალია,თითქოს ცხოვრებას უფრო მეტად მიეცა აზრი,ნიკას ცხოვრებაში ქალის გამოჩენის შემდეგ,თუმცა ფიქრთა ნაწილი თავის განსვენებულ ცოლს მაინც ახსენებდა და ნიკა წუხდა,იმის გამო,რომ მისი დავიწყება შეძლო და გულის კარი თეონას გაუღო,უბრალოდ მას აღარ შეუძლია გულს უბრძანოს,რომ გადაუყვარდეს,სამუდამოდ დაეპატრონა.მის არსებაში გაჩნდა გაუქრობელი გრძნობები,ისეთი მყარი ხიდი აიგო,მის დანგრევას მხოლოდ სიკვდილი თუ შეძლებს,ნიკამ იცის,რომ თეონა მას,როგორც მამაკაცს არასოდეს სეხედავს და გუშინდელ კოცნას,თუნდაც ცალმხრივს,იგი კუბოს კარამდე მიიტანს,ისე,რომ სხვა ქალს არც მისცემს შეხების უფლებას,თუკი ეს თეონა არ იქნება,უბრალოდ ვერ შეძლებს,ისევე ძლიერად გრძნობს მის თბილ ტუჩებს,თითქოს ეს წუთია აკოცა.დაღლილი წამოწვა და თვალები ჭერს მიაპყრო,ხელები დაიკრიფა და თვალები ნელ-ნელა დახუჭა,რომ თვალწინ თეონას სახე წარმოედგინა,მისი ნაზი ღიმილი და კიდევ ერთხელ შესძლებოდა,მის ბაგეს დაპატრონებოდა.
--
-როგორ გრძნობ თავს?
-არამიშავს
-რა დაგემართა გუშინ?
-არ ვიცი,უცებ დამეხვა თავბრუ,ალბათ მგზავრობის ბრალია
-ჰო’საავადმყოფოში ნიკამ წაგიყვანა,მთელი დღე შენს გვერდით იყო
-მერე რა
-ეჰ’არაფერი-ჩაიქნია ხელი იმდე გაცრუებულმა სოფომ,თეონას კი გულის სიღრმეში გაუხარდა,მიხვდა,რომ ბაგეზე კოცნა ნიკას ეკუთვნოდა,ეს მანამდეც იცოდა,უბრალოდ ნიკას გარდა ამას ვერავინ გააკეთებდა-რა უგულო ხარ-სოფოს სიტყვებმა,ნიკას ნათქვამი გაახსენა და გული შეეკუმშა
-უგულო,შენსკენ მოიკითხე
-ნიკა?
-სწორედაც
-ნიკა,რომ უგულო დ აუგრძნობი იყოს,ხელში არ აგიყვანდა და საკუთარი მანქანით არ მიგიყვანდა საავადმყოფოში
-ძალიან ბუნებრივია,ყველა ადამიანი ასე მოიქცეოდა
-ყველა არა!-მკაფიოდ თქვა სოფომ და ყავის თეფშები ამორეცხა
-კი ზუსტადაც,არავინ ტოვს ადამიანს გასაჭირში,თუ ოდნავ ნორმალურია
-აჰ’ესეიგი ნიკა ოდნავ ნორმალურია,ეს დიდი მიღწევაა
-ნუ ტიტინებ-გაუწყრა თეონა,აღარ იცოდა თავისი სიხარული სად წაეღო და ნიკაზე უხეში მოხსენიებით ფარავდა,მისდამი შეცვლილ განწყობას.
-მერე იტყვი,რატომ ვარ შინაბერაო
-შინაბერა არ ვარ,ან რა საჭიროა გათხოვება,რა ხეირი
-ხო,არაფერი საერთოდ,უბრალოდ სიბერეში მე წყლის მომწოდებელი და ხილის ხიდან მომწყვეტი მეყოლება,შენ კი,მოკაკული ხმელ ფოთლებს მოაგროვებ და ცეცხლს მისცემ,მერე ჩამოჯდები თვალებ ამღვრეული და გაიხსენებ,ჩემს სიტყვებს,მერე ინანებ,მაგრამ კაი დროსი.
-გაცუმდი,გთხოვ-გაუწყალდა გული თეონას.
-რატომ?-გაბრაზდა უარესად სოფო,ხელები შეიმშრალა და თეონას გვერდით ჩამოჯდა-ნიკასთან უნდა მიხვიდე და მადლობა,მოუხადო
-ის,რომ არ ყოფილიყო,თქვენ მომხედავდით,ასე,რომ მადლობის თქმას არ ვაპირებ,ეგ კიარა,რომ შემეფეთოს სადმე,ჩემგან სალანძღავი სიტყვების მეტს ვერაფერს მოისმენს,ეკუთვნის კიდეც
-რატომ?,რა დააშავა ასეთი?
-მაკოცა,გუშინ
-რა?-თვალები გაუფართოვდა სოფოს და ტაში შემოჰკრა-ყოჩაღ,ძლივს
-რა გიხარია?-გააჩუმა თეონამ
-და საიდან იცი,რომ მან გაკოცა?დაინახე?
-არა მეძინა
-ვაიჰ,კაპლი,ისე გაკოცა,რომ მძინარემაც კი იგრძენი,მმ უცებ შემშურდა.-თვალები დაახამხამა სოფომ
-ხოდა,პასუხი უნდა მოვსთხოვო,სიტყვაციით ისარგებლა
-რა პასუხი,მაგ პასუხს ვატყობ,მეორე კოცნაც მოჰყვება,ოღონდ ერთობლივი
-ვაიმე რა ტუტუცი ხარ-დაებრიცა სახე თეონას და თავი ხელებში ჩარგო,სოფომ კი ეშმაკურად გაიღიმა და ხელი დაჰკრა
-წადი ახლა და მოსთხოვე პასუხი-გაბადრული სახით უყურებდა სახე წაშლილ თეონას.
--
მოიხურა თუარა სოფომ კარი,თეონა ზედ მიეყრდნო და ჩაფიქრდა,ღირდა თუარა მართლა მისვლა ნიკასთან და წაჩხუბება,მაგრამ თავადაც ხვდებოდა,რომ ჩხუბი კარგს არაფერს უქადდა,უბრალოდ სიტყვაციას უარესად დაამძიმებდა,მას კი ეს არ აწყობდა,უბრალოდ ვერც სხვა ხერხს ფიქრობდა,როგორ ეთქვა ნიაკსთვის,რომ მასთან ჩხუბმა და კინკლაობამ დაღალა და ახლა სხვა,რამ უნდა.ბოლოს მაინც გაბედა და სწრაფად ჩაირბინა კიბეები,ტაქსი გააჩერა და ნიაკს მისამართზე მივიდა.კარი საბამ გაუღო და ისეთი სახე მიიღო თეონა ანერვიულდა
-რა გინდა?-ჰკითხა,საბამ-შენ ცუდი ხარ,მამას  მართმევ-ისეთი სიძულვილით უთხრა,რომ თეონა ადგილზე გაშრა
-მე არავის არ გართმევ,საბა,მამა სახლშია?
-კი,სახლშია,რა გნებავს?,ცუდადაა და წევს
-საბაა,გადი აქედან-დაუყვირა ნიკამ-უფროსების საქმეში ცხვირს ნუ ყოფ-ბავშვი უარესად გაბოროტდა და გამწარებული გავარდა,თავის ოთახში,ნიკა კი თეოანს მიუახლოვდა.
-რა გინდა?-ჰკითხა მანაც
-მადლობის სათქმელად,მოვედი
-რომელი მადლობის?-ოდნავ წამოწითლდა ნიკა-აჰ’არაფრის,ამას ყველა ნორმალური ადამიანი გააკეთებდა
-მაინც გმადლობ და კარგად,-სწრაფად შემობრუნდა და კიბეებზე ჩაირბინა.
--
-ერთი წუთით-წამოეწია ნიკა-როგორ ხარ?
-ბანალურად ჟღერს
-ხო ვიცი
-რა გინდა?
-არაფერი
-კარგი,კარგად.
თითქოს სამუდამოდ დაესვა წერტილი,იმას რის გამოც ორივე იბრძვოდა.
„რა არის სიყვარული? - ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს.“სიყვარულის დამალვა ძალიან რთულია,დუმილი მის მტრად ითვლება რადგან ხშირად იგი გასცემს,ადამიანს ეტყობა ხმის ამოუღებლად,რას გრძნობს,უყვარს თუ ზძულს.სიყვარული ჩვენი სისიუსტეა,მის მონებად ვართ ქცეული,ვერ ვიგებთ როდის რას გვაკეთებინებს,თავის ჭკუაზე გვატრიალებს და არც კი ვეწინაარმდეგებით,სხვა ადამიანების სიყვარულით სავსე ადამიანი ალბათ უფრო მეტადაა ახლოს უფალთან,რადგან ბოღმისა თუ სიძულვილისთვის,გულში ადგილი აღარ დარჩენია.
„არის სიყვარული რომელიც თავისუფლად დაცურავს ცაში, ეს სიყვარული სულს ათრობს. სიყვარული, რომელიც გამდნარია და გაბმულია ყოელდღიურ საქმიანობაში,სითბო შეაქვს ოჯახში.“ყოველ ოჯახს საოცარი სითბო და სურნელი აქვს თუკი,მასში სიყვარული სუფევს,წმინდა და სათნო.სიშორე შეიძლება მოკეთეც კი იყოს რადგან იგი  სიყვარულს მტკიცეს ხდის,ერთმანეთის ნახვის სურვილს ამძაფრებს.“ვერავითარი თავის მოკატუნება ვერ დამალავს სიყვარულს,თუ ის არსებობს“,ცალმხრივი სიყვარული მტკივნეულია მაგრამ,ტკბილი,როცა ვხვდებით,რა ძლიერ შეგვძლებია შეყვარება,ეს სრული ნეტარებაა ჩვენთვის.სიყვარულთან ყველაფერი უმწეოა,სიყვარული ატრიალებს ყველაფერს.
სახლის კარს,რომ მიადგა მაშინ მიხვდა,რა შანსი დაკარგა მაგრამ,ვეღარ შეცვლიდა,ალბათ ასეც იყო საჭირო.ცრემლებ ჩამდგარი ძლივს შევიდა სახლში,გულამომჯდარი და დარდიანი დაჯდა დივანზე და თავი ხელებში ჩარგო,ნიკას ნათქვამს გონებაში ატრიალებდა,ოხრავდა,დარდისგან არაქათ გამოცლილი მიწვა და დაიძინა.ძილმა საღამომდე გასტანა,მერე კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა.
-რა ქენი?-შემოვიდა თუ არა სოფო,მაშინვე ჰკითხა,ხელი ძლიერად მოუჭირა ხელზე და ინტერესით მიაცქერდა
-არაფერი,მადლობა გადავუხადე და წამოვედი-ჩვეულებრივი ხმით მიუგო თეონამ
-მეტი არაფერი?-გაოცდა სოფო,მას სრულიად სხვანაირად წარმოედგინა,ეს ყველაფერი და ასეთ უბრალო დადგმას ვერც წარმოიდგენდა,ნიკაზე ძალიან იმედგაცრუებული დარჩა-მეგონა უფრო იყოჩაღებდა-თავი დახარა დაბლა
-რას გულისხმობ?-დაიმანჭა თეონა და პასუხს დაელოდა,სოფოს გაეღიმა,მასში ეშმაკურობა იგრძნობოდა,იგი გონებაში რაღაცებს ხლართავდა,თეონას უკითხავად
-ბოლო-ბოლო,ან ერთმა თქვით ან მეორემ-დიდი გულის მწუხარებით წარმოთქვა სოფომ და დივანზე მოწყვაეტით დაეშვა
-რა გინდა ვერ გამიგია,არ მიყვარს და..-აქ თითქოს ჩასწყდა რაღაც,ჭაში სათლი ჩავუშვა და უცებ გაწყდეს,ისეთი შეგრძნება დაეუფლა,გაღიზიანდა თან დაიბნა,საკუთარმა ნათქვამმა ჩიხში შეიყვანა,დაბნეული აფახუნებდა წამწამებს.
-შენი თვალები სხვა რამეს მამცნობს-დაბეჯითებით თქვა სოფომ-ნუ მატყუებ-იმედგაცრუებული ხმით წარმოთქვა მან
-ნეტავ მხოლოდ იმას ხედავდე,რასაც უნდა ხედავდე.
-ეგ რას ქვია?
-იმას,რომ რაც არ გეხება არ უნდა დაინახო თქო
-ანუ გიყვარს?,გამოტყდი,მე რაღას მაწვალებ-ეშმაკურად ჩაეცინა სოფოს-ნუ ღელავ ნიკას არ ვეტყვი
-ძალით გინდა შემაყვარო?
-რატომ ძალით,ძალიან კარგადაც ვხედავ,რომ გიყვარს,უბრალოდ მას,რომ გიხსენებ ფერი გეცვლება,იბნევი ბრინჯივით,მე კი შენს აკრეფას და დაწყობას ვცდილობ,ძალიან ხარ არეული,ლაპარაკის დროს თვალები აქეთ-იქით გაგირბის,რაც აშკარად ჩანს,რომ მატყუებ,მოკლედ საკუთარი ხუთი თითივით გიცნობ.
-აღიარება რას მომიტანს?
-ბევრ რამეს,-მოესმა ნიკას ხმა დ აუკან შებრუნდა,კანკალმა აიტანა და დაბნეული მიაცქერდა-კარი ღია,რატომაა?,იქნებ ქურდი შემოვიდეს
-შენ ქურდზე უარესი,ხარ,დაუკაკუნებლად,რატომ შემოხვედი
-სურპრიზი მინდოდა
-შენ სურპრიზი ნაკლებად ხარ
-რაღაც ეჭვი მეპარება-სოფოს სეხედა და თვალი ჩაუკრა-რაო რას ამბობდი?,აღიარება რას მოგიტანს? და რა იცი,რომ არ მოგიტანს
-შენ ვინ გეკითხება რამეს?
-ჩემზე ლაპარაკობდით-გაეცინა ნიკას
-ვინ მოგახსენა?
-გავიგონე,უფალმა მეც მარგუნა სმენა და ყველაფერი მესმის
-მადლი უქნია,-ცინიკურად გაიღიმა თეონამ-ალალია შენისთანასთვის სმენის ქონა,სხვა მაინც არაფერი გაქვს-ნიკამ უკმაყოფილოდ შეხედა და სოფოს სთხოვა გასულიყო,სოფომ კი წასვლა არჩია.
-კარგი,შენთან ლაპარაკი ფუჭად დროის ფლანგვაა,იმის სათქმელად,მოვედი,რომ საბა გამომყავს ხატვიდან,აღარ უნდა,შენთან,რომ ვატარო
-მშვენიერია-ოდნავ აღელვებული ხმით თქვა თეონამ
-თუმცა,ადრიანად ნუ იზეიმებ,მე ვივლი ყოველდღე შენთან-აღტაცებით თქვა და თითები დაატკაცუნა,თეონას კი ლამის ენა გადასცდა სასულეში,ვეღარ აბრუნებდა,რომ რამე ეთქვა
-კი მაგრამ,შენ რაღა გინდა?
-როგორ თუ რა მინდა?,ხატვა მინდა ვისწავლო
-შენისთანა უმეცარს და შეუგნებელ ადამიანს ხატვას არ ვასწავლი-კატეგორიული ტონით მიმართა თეონამ,ნიკა მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა,მასში იმდენი უთქმელი რამ ამოიკითხა,გუნება შეეცვალა,სიხარული ტკივილმა შეცვალა,გული შეეკუმშა,ხელი წელზე მოკიდა და მთელი ძალით ჩაიკრა,წინააღმდეგობას გრძნობდა,თეონა უყვიროდა და ხელების დახმარებით ცდილობდა,ჩამოშორებოდა მაგრამ,ნიაკს სიძლიერეს ვერ გაუმკლავდა და ბრძოლით დაქანცული მის მკლავებში ჩაესვენა..
-გიყვარვარ ხომ ასეა?
-არა
-ნუ მატყუებ,შენს თვალებში ვკითხულობ-თეონამ თვალები მაგრად დახუჭა-რა საყვარელი ხარ ნეტა იცოდე-ლოყაზე უჩმიტა ნიკამ და კიდევ უფრო ძლიერად ჩაიკრა გულში
-გამიშვი.
-არა,მინდა,რომ ასე დიდხანს მყავდე,ქოფაკო
-ქოფაკი არ ვარ
-ხარ,შეგიძლია აღიარო ხელს რა გიშლის?
-ხელს არაფერი მიშლის,რადგან საღიარებელი არაფერია-დაებრიცა სახე და ხელები მოუჭირა-გამიშვი,თორემ ვიყვირებ
-რა ბავშვურად ჟღერს-არც აცია არც აცხელა,დაეწაფა მის ბაგეს,თეონას მთელ ტანში დაუარა,უნდოდა შეწინააღმდეგებოდა,მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდა.
-ნუ დამტანჯე,ახლა მაინც მითხარი სიმართლე-წყლიანი თვალებით შეხედა ნიკამ-შემიცოდე,ვიცი გიყვარვარ და ამოღერღე ახლა-ხელებს ძლიერად უჭერდა 
-შემეშვი რა
-რატომ მაკოცე?
-არ მიკოცნია
-რომ არ გიყვარდე ვერაფერს ვიგრძნობდი,მორჩი ბავშობას და თქვი,თქვი,თორემ წავალ და ვეღარასოდეს მნახავ,ნუთუ სიყვარულზე ძლიერი სიძულვილია
-არა-თავი დახარა დაბლა
-მაშ,მითხარი
-სხვა მიყვარს-ნიკამ ხელი გაუშვა და უკან უკან წავიდა,სიმწრით ყლაპავდა ნერწყვებს და ცრემლებს იწმენდდა,კარამდე უკანსვლით მივიდა მერე შებრუნდა და წავიდა,ისე,რომ არაფერი უთქვამს,თეონას კი ცრემლები წამოუვიდა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.“დიდი სიყვარული დიდი ტანჯვაა, რადგან ვისაც უყვარს, მას სწყურია შექმნის წყურვილით.“ნიკა ვერც კი წარმოიდგენდა,თუ გრძნობებზე ასე დასცინებდა ვინმე,ფურთივით ათამაშებდა და მერე დაჩუტულს სადმე მიაგდებდა,მთელი გზა ტიროდა,საშინელ დამცირებას გრძნობდა,ფეხქვეშ მიწას ვერ გრძნობდა,მოდიოდა და მოჰქონდა სიცარიელე.“ისე არაფერი აძლიერებს სიყვარულს, როგორც გადაულახავი წინააღმდეგობები.“,მაგრამ სადღა შეწევს ძალა ნიკას,რომ ამ წინააღმდეგობებს გაუმკლავდეს,მანქანაში ჩაჯდა და ზღვაზე ავიდა,ბლომად სასმელიც მიაყოლა,ჩამოჯდა წყალთან ახლოს და სმას შეუდგა,ცრემლები ახრჩობდა,სულ მთლად წამხდარი იყო,სულიერად,მორალურად განადგურებული,სიცოცხლეს მობეზრებული,ფეხზე გაიხადა და წყალში შეცურა,თავბრუსხვევა და თავის წვა იგრძნო,ყურებში წყალი ჩაუგუბდა,ვეღარც აზროვნებდა რას აკეთებდა,ნელ-ნელა ეშვებოდა დაბლა,წვასაც უფრო მეტად გრძნობდა,სხეულში ტკივილს,სუნთქვაც უჭირდა უკვე,და ხელებს აფართხალებდა,მაგრამ უკვე გვიან იყო,მისი სული წყალმა შთანთქა და ზედაპირზე ამოტივტივდა.
--
-რა მოხდა?-დაურეკა სოფომ-უთხარი,რომ გიყვარს?
-არა,არ მითქვამს ვუთხარი,რომ სხვა მიყვარს
-რა?,რატომ,მას ისე ძლიერად უყვარხარ,რამეს ჩაიდენს,სულ გაგიჟდი?
-არაფერს იზამს,ვაჟკაცობა არ ეყოფა,ნუ გეშინია,სხვას იპოვის
-რა უგულო ხარ,მის გრზნობებზე თამაშობს,ეს არ შეიძლება,გონს მოდი,მერე სანანებელი არ გაგიხდეს
-არ გამიხდება.
--
-სოფო!-ღრიალით შევარდა მისაღებში გიორგი
-რა მოხდა?-შეშინებული გამოვარდა სოფო,ქმრის მკვრისფერი სახე,რომ დაინახა,ცრემლები წამოუვიდა
-ნიკა,აღარაა,მისი გვამი წყალმა გამორიყა-მუხლებზე დაემხო გიორგი და ცრემლები წამოსცვივდა,სოფომ სისუსტე იგრძნო და ქმარს გვერდით მიუცუცქდა,ხელები შემოხვია და ორივე ძლიერად ტიროდნენ.
-ხომ ვამბობდი,რამეს იზამს თქო-ქვითინებდა სოფო-ხომ ვაფრთხილებდი თეოს,ვაიმე საბა
-არ ვიცი,როგორ ვუთხრა,ლამისაა ჭკუიდან გადავიდე,მიდი შენ თეონას დაურეკე და უთხარი-სოფო ძლივს წამოდგა და თეონას დაურეკა.
-რატომ ტირი?-ჰკითხა თეონამ,როგორც კი მისი ხმა გაიგო
-ნიკა!
-ნიკა რა?
-წავიდა
-სად წავიდა
-უბრალოდ წავიდა
-სად ?-ტელეფონში ტირილის ხმა გაისმა
-მაღლა,ცაში.
-* * * *

No comments:

Post a Comment