Sunday, May 4, 2014

იყო ადამიანი ნიშნავს,იყო....

-გაბრიელ დამიცადე სად გარბიხარ ასე სად მიიჩქარი,-წამოეწია ნაცნობის ხმა მამაკაცს და სვლა შეანელა
-
სამსახურში სანდრო რა მოხდა?-კითხა და ეჭვისთვალით აათვალიერა,გულ ამოხეთქილი ახალგაზრდა
-
არაფერი შეგამჩნიე და ვიფიქრე მივალ მივესალმე რამდენი ხანია არ მინახავს-მეთქი და შენსკენ გამოვწიე,სამსახურის ხელში სულ დაგვიწყნია მეგობრები
-ხო რას ვიზამთ-წარმოთქვა უხასიათოდ და ალმაცერად გადახედა ტანმორჩილ სანდროს,რომელსაც ცალი ხელი ჯიბეში ჩაეყო მეორეთი კი გაბრიელს მხარზე დაყრდნობოდა-შენ ისევ უსაქმურად დაწანწალებ?-მიუგო რამდენიმე ხნიანი პაუზის შემდეგ გაბრიელმა და ცალი წარბი აზიდა
-
რას ვიზამთ,ყველას შენნაირი ბედი ხომ არ აქვს,-ჩაიცინა ირონიულად,გაბრიელს არ ესიამოვნა,რომ გითხრათ სანდრო ეხატება გულზე-მეთქი მოგატყუებთ,სანდრო ის გამორჩეული და ერთადერთი ადამიანი გახლავთ ვისი დანახვაც გაბრიელს ყველაზე ნაკლებად ახარებს,იშვიათად თუ წააწყდება სადმე ისიც იმ იმედით,რომ არ გამოელაპარაკება,თუმცა რამდენი შეეჩეხება,სანდრო მიუსალმებლად გვერდს ვერ უვლის ამით ის ფიქრობს,რომ გაბრიელი უზრდელობაში და უპატივცემულობაში დაადანაშაულებს მეგობრის მიმართ,“მეგობრის,“როგორ ეზიზღება ეს სიტყვა,რას წარმოადგენს საერთოდ ყველასთვის მნიშვნელოვანია ყავდეს მეგობარი თუმცა გაბრიელისთვის მნიშვნელოვანია თავად იყოს ადამიანი,მეგობრების გარემოცვის გარეშე    თავად იზრუნოს საკუთარ თავზე,გაჭირვებასი თავადვე ჰპოვოს გამოსავალი ვინმეს დაუხმარებლად,ხანდახან დესპოტიც კია,ცივი გულქვა,უხასიათო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვს,მუქ შარვალ კოსტუმში გამოწყობილი მყარად დააბიჯებს  თავ აწეული,თუმცა შინაგანად ყველამ იცის,რომ იგი საკმაოდ თბილი და მოსიყვარულე ადამიანია,უბრალოდ ჯერ არ ყვარებია,რომ ეს გამოეყენებინა და ხანდახან იმასაც კი ფიქრობს,შეუძლია კია სიყვარული, სითბოს გამოჩენა სხვა ადამიანის მიმართ,მეგობრები საკმაოდ ყავს,თუმცა ნამდვილი მის სიაში არ მოიძებნება,როცა დახმარება სჭირდება წამში ქრება ყველა მაგრამ,როცა იმ ყველას უნდა დახმარება ერთი კორიანტელია გაბრიელის გარშემო,ამიტომ იგი ვერ იტანს სიტყვას,“მეგობარი
სანდრო ერთი უქნარა ხეპრე ტიპია,რომელიც ბირჟაზე დგომის მეტს არაფერს აკეთებს,ხელის განძრევა ეზარება, საქმე გამონახოს ,შიმშილით სული,რომ არ გასძვრეს,დიდის ამბით გადაეხვია გადაკოცნა მეგობარი და გზიდან ჩამოეცალა,გაბრიელმა დამშვიდებულმა განაგრძო გზა,როდესაც ფეხების ტყაპატყუპი შემოესმა,უკან მიბრუნდა ეგონა კიდევ სანდრო ხომ არ მომყვებაო და პატარა ბავშვი,რომ დაინახა შვება იგრძნო
ჩაკულულებული,ფრიალა კაბაში გამოწყობილი ასე ხუთი ოთხი წლის გოგონა სიცილ-კისკისით მორბოდა უკან კი თმა გაწეწილი სახე დამანჭული ახაგაზრდა გოგონა მოზდევდა და რაღაცებს უყვიროდა,თან მაღლებზე იდგა და ძლივს მორიხინობდა
-
ლოლა იცოდე დაგიჭერ და გაგტყეპავ,შე პატარა მაიმუნო,-ცოფებს ყრიდა ქალი,ლოლა შეჩერებას არ აპირებდა,ისეთი აკრეფილი მორბოდა,რომ არა გაბრიელი ბოძზე გაეკრობოდა
-
თქვენი შვილია?-კითხა მის წინ მდგარ ქალს,რომელსაც თმები აბურდვოდა,სახეზე გაბრაზება დატყობოდა  და მამაკაცს ამოფრებულ ბავშვსს უღრენდა ის კი ენას უყოფდა
-
არა ეს პატარა მონსტრი ჩემი შვილი,როგორ იქნება მე მისი ძიძა ვარ,-ჩაილაპარაკა სირბილით დაღლილმა და ღრმად ჩაისუნთქა-გმადლობთ,რომ დაიჭირეთ,ახლა სად გამექცევი,-გოგონას მაჯაში წვდა და მამაკცის ფეხებს მოაშორა,ის კი იკრიჭებოდა და მაღალ ბიძიას თვალებში შესციცინებდა
-
ცოლად მომიყვანთ?-წარმოთქვა მედიდურად და მხრებში გაიმართა,გაბრიელს ღიმილი მოერია,პატარას ჩაუმუხლა და ცხვირზე წაეთამაშა
-
რომ გაიზრდები კი,-მიუგო ღიმილით და ლოყაზე აკოცა,შემდეგ ისევ გაიმართა და განერვიულებულ ქალს,რომ შეხედა  დასერიოზულდა
-
ასე რატომ აბრაზებ ამ ქალს?არ გეცოდება  ,ხედავ როგორაა განერვიულებული და გადაღლილი ასე არ შეიძლება ,-თითი დაადო ცხვირზე შემდეგ თვალებთან ახლოს მიუტანა და გააქნ-გამოაქნია,-არ შეიძლება შე ონავარო
-
ესმის?,არ ესმის რაც მისი მშობლები საზღვარ გარეთ წავიდნენ მის მერე სისხლს მწოვს,პატარა გაუმაძღარი კოღოა და ნერვების მოშლის მეტს არაფერს აკეთებს    
-
კარგით ქალბატონო დამშვიდდით,ეს ხომ ბავშვია ჯერ ვერ მოვთხოვთ,რომ არ იცელქოს,ახლა კი ბოდიშის მოხდით უნდა დაგტოვოთ მეჩქარება,თქვენ კი ონავარო პრინცესა თუ არ დასერიოზულდებით მე ცოლად ვერ მოგიყვანთ-უთხრა სიცილით,ლოყებ დაბუშტულს .
მართალია სამსახურში დაგვიანებით მივიდა მაგრამ,უფროსმა აპატია რადგან ეს პირველი შემთხვევა იყო და რაღათქმაუნდა უკანასკნელიც,თავაზიანად მიიღს თანამშრომლებმაც და საქმეს შეუდგნენ
გაბრიელს ღიმილი ეფინებოდა ბაგეზე როდესაც იმ პატარა ონავარს იხსენებდა,როგორ გამორგბოდა და შემდეგ როგორ აეკრა მის ფეხებზე,მუხლამდეც,რომ ვერ მიწვდა,პატარა თაფლისფერ თმიანი,ულამაზესი ბავშვი უმშვენიერესი მომვლელით,უცნობმა ქალმა გაბრილეის გულში ღრმა კვალი დატოვა,ჩაიფლო ფიქრების მორევში,როდესაც კარზე რამდენჯელმე დააკაკუნეს
-
დიახ მობრძანდით-წარმოსთქვა ჩვეულებრივი ტონალობით და კარს მიაბჯინა თვალები.
მაღალი,მუხლამდე კაბაში,თმა გაშლილი ქალი შემობრძანდა,გვერდების ქნევით,გაბრიელმა რაღაც საოცარი ლტოლვა იგრძნო,
იგი მამაკაცს მიუახლოვდა და მის წინ სავარძელში მოთავსდა
-
გისმენთ,რით შემიძლია დაგეხმაროთ-უთხრა ყოველგვარი აღელვების და ეიფორია დატყობილის გარეშე,ქალი შეიშმუშნა აშკარად არ ესიამოვნა მამაკაცის ცივი ხმა და არც იყო მიჩვეული,ყველა ხომ ეფერება და თბილ სიტყვებს არ იშურებს მისი მიმართულებით,ფეხქვეშ ეგებიან,მოკლედ განებივრებული ქალბატონის წინაშე აღმოჩნდა ჩვენი გაბრიელი,მაშინ როცა ყველაზე ნაკლებად შეუძლია მამაკაცს თავისი გრძნობების და განცდების დაფარვა,თუმცა ეს მას არ გაჭირვებია
-
მინდა შვილი ჩავაბარო ბავშვთა სახლში-ამის თქმაზე გაბრიელი გაფითრდა,ვეღარაფერი უთხრა ყელმოღერებულ ქალს-იმიტომ არა,რომ მისი გაზრდა მიჭირს,უბრალოდ ვერ ვიტან საზიზღარი ბავშვია უარგისი,-ისეთი ბოღმით აღსავს ესაუბრობდა გაბრიელი ლამის ეცა,ვერ წამოიდგენდა დედა ასე თუ გაიმეტებდა შვილს,მითუმეტეს ქალს ეტყობოდა არაფერი აკლდა მის ოჯახს
-
ვერ გამიგია თუ შესაძლებლობა გაქვთ,რომ გყავდეთ საკუთარი შვილი რატომ აგზავნით ბავშვთა სახლში?
-
არ მიყვარს,უარგისი ბავშვია,არაფრის მაქნისი-იღრინებოდა  ძაღლივით და თითებს მაგიდაზე აკაკუნებდა
-
რამხელაა თქვენი შვილი?
-
სამი წლისაა,-გაბრიელს გაკვირვებისგან ყბა ჩამოუვარდა
-
მერე ასე პატარა ბავშვი გიშლით ხელს?-გაოცებას ვერ მალავდა მამაკაცი
-
ხელს მიშლის,-წარმოთქვა დაზარალებულივით
-
მაინც რაში კაცებთან გართობაში?-მიახალა პირდაპირ გაბრაზებულმა და სავარძლიდან წამოდგა
-
თუნდაც-მიუგო ყოველგვარი სირცხვილის გრძნობის გარეშე და ისიც წამოდგა ფეხზე,გაბრიელთან ახლოს მივიდა და ხელი ოდნავ შეახო
-
იცით,თქვენ კიარ ხართ ცოდო ის ბავშვია ცოდო ასეთი დედა,რომ ყავს,დღეიდან თქვენ ჩამოგერთმევათ ყველანაირი უფლება იგი აღარაა თქვენი შვილი ,არც ბავშვთა სახლში გაშვების უფლებას მოგცემთ მე მას ვიშვილებ-ბოლო სიტყვები ხაზგასმით,საკმაოდ მკაფიოდ წარმოთქვა და ქალის ხელი მხარიდან ზიზღით მოიცილა
-
თქვენ რა გაგიჟდით?სხვისი შვილი უნდა იშვილოთ?არ მინდა,რომ ჩემმა ბავშვმა სხვა სალში იცხოვროს,ვიღაც ხეპრე და ქალთმოძულე მამაკაცთან
-
იცით რას გეტყვით?მაშინ არ გეცოდებათ,როდესაც ბავსვთა სახლში უშვებთ?აქ მოდიან დედები,განწირული ხმით გაუბედურებული პირი სახით და გვემუდარებიან დახმარებას,ოღონდ მათი შვილები ბავშვთა სახლში არ მოხვდნენ თქვენ კი მატერიალურად არ გიჭირთ,უბრალოდ გართობა გინდათ და ამას ვერ ახერხებთ შვილის ხელში,სირცხვილი თქვენი,გთხოვთ დატოვოთ ჩემი კაბინეტი თქვენთან საუბარი აღარ მსურს,-ჩამოეცალა და კარის გასაღებად გაემართა
-
გთხოვთ მიბრძანდეთ ხვალ თქვენ შვილს ასე ვთქვათ მოგაშორებენ,ის ხომ თქვენთვის ზედემტი ტვირთია-წარმოთქვა ზიზღით,ქალით იძულებული შეიქნა მის ბრძანებას დაჰყოლოდა და კაბინეტი დაეტოვებინა და ასეც მოიქცა,გამომწვევი მიხვრა-მოხვრით დატოვა იქაურობა,გაბრიელი და გაბრუებული და გაოცებული ჩეშვა სავარძელში,თავი ხელებში ჩრგო და ბავსვზე დაიწყო ფიქრი,უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა იმ ბავშვსს იშვილებდა,ამაში არც არაფერი უშლიდა ხელს
ყველაფერი კანონიერად გაკეთდა და გაბრიელს უკვე შეეძლო პატარა დემე სახლში წაეყვანა,თუმცა ფიქრები არ ასვენებდა,როგორ მოუვლიდა მას ხომ არასოდეს მოუწევია პატარა ბავშვის აღზრდა,ეს საკმაოდ რთული საქმე იყო,ცოტახნით შვებულება აიღო და პატარას გაზრდას შეუდგა,დემე საკმაოდ ჭკვიანი ბავვი აღმოჩნდა,შავი თმით და მწვანე თვალებით,გაბრიელი უცქერდა და ვერაფრით ხსნიდა რატომ მოისურვა ამისთანა ბავშვის მოშორება იმ ქალმა,მშვიდი წყნარი,ისე შესცქერიდა გაბრიელს,ვერ ითმენდა,რომ არ ცახუტებოდა და არ ჩეკოცნა ეს საოცარი არსება,დემეს ოთხი წელი უსრულდებოდა,გაბრიელსაც უფროსმა დაბრუნება სთხოვა და ამიტომ  გადაწყვიტა დემესთვის ძიძა აეყვანა,ასეც მოიქცა სპეციალურ ცენტრში მივიდა და ძიძა მოითხოვა

No comments:

Post a Comment