-იცით,მინდა იყოს მშვიდი გაწონასწორებული,პატარა სიცელქისთვის არ დასაჯოს და ერთი სიტყვით დადებითი თვისების და ბავშვების მოყვარული იყოს
-ყველა ძიძა ბავშვების მოყვარულია,თავისთავად
-კი რათქმაუნდა მაგრამ,ზოგი ხომ ფულის გამოა მანდ და მე ეგ ვიგულისხმე,რომ მინდა კარგი ძიძა
-კარგით,კარგით,ახლახან წამოვიდა ერთი ძიძა სამსახურიდან და ახალს ეძებს,საკმაოდ თბილი და მოსიყვარულეა ბავშვებთან და არამგონია თქვენს შვილს რამე მოაკლოს,რაღათქმა უნდა ხელის შეხების გარდა
-კარგით მაწყობს,ახლა კი თქვენის ნებართვით,დიდი მადლობა,რომ დრო დამითმეთ ,ახლა სამსახურში უნდა წავიდე და იმ ქალბატონს დაუკავშირდით ,რომ დღეიდანვე შეუდგეს საქმეს,აი ჩემი მისამართი,-პატარა ფურცლის ნაგლეჯი გაუწოდა ხანში შესულ ქალბატონს და შენობა დატოვა
შენობაში შესული არ იყო მდივანი,რომ მიუცუცქდა და სახის საოცარი მიმიკით უთხრა
-მონი,მონი კარგი ამბავი მაქვს შენთვის-თქვა და სახე გაებადრა
-მონი არა მონიკა,-მიუგო გამწყრალი ხმით და ხელები გადააჯვარედინა,ეს იუწყებოდა,რომ იგი მზად იყო ახალი ამბის მოსასმენად
-ჩვენთან ოფისში იყო მოსული,ძალიან სიმპატიური მამაკაცი-დაიწყო ნათელამ თავისებური მოყოლა,აღტაცებით აღწერა მისი გარეგნობა,ცოტახნით სისვენა ჰაერი მიაწოდა ფილტვებს და სიევ განაგრძო-მოკლედ მას უნდა,რომ ძიძა აიყვანოს სურს,რომ იყოს კარგი ამიტომ მე შენზე ვუთხარი მან კი განმიცხადა,რომ თანახმა იყო და ახლავე უნდა წახვიდე მათთან სახლში და შეუდგე მუშაობას
-კარგია,როგორც იქნა მეღირსა სამსახური,-ამოიდუდღუნა და მდივანს ცამოეცალა,ახლა ყველაზე ნაკლებად სურდა მასთან ლაპარაკი რადგან ზედმეტად დამღლელი ქალბატონი იყო და თუ საუბარს გააბავდა ვეღარ ჩუმდებოდა,მისამართის დადგენის შემდეგ მონიკა აღნიშნულ ადგილას წავიდა,ჩვეულებრივი სახლი იყო გარედან უბრალო, ორ სართულიანი,ეზო გადამწვანებული,ხეები,ბუქები,ისევ ხეები ისევ ბუჩქები-პატრონს სიმწვანე ყვარებია,-ჩაილაპარაკა თავისთვის და სახე გაბადრული გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას,კართან,რომ მივიდა ოდნავ წაბორძიკდა მაგრამ,მალევე მოასწრო ტავის კონტროლი,მხრებში გაიმაღთა და ზარი რამდენჯელმე ჩამოკრა,ფეხების ბაკა-ბუკის ხმა გაისმა და კარი ხანში შესულმა ქალმა გააღო
-გამარჯობათ-მიუგო მონიკამ და შეაცქერდა,მასზე ოდნავ დაბალ ქალბატონს
-გამარჯობათ,თქვენ ალბათ ძიძა ხართ,-თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მონიკამ
-მშვენიერია,ახლა გაბრიელი შინ არაა მე მისი დეიდა გახლავართ მარინა
-სასიამოვნოა მე მონიკა,-მიუგო ღიმილ ნარევი ხმით
-გთხოვთ მობრძანდით,დემეს ახლა ზძინავსმეს წუთია დავაძინე,გაბრიელი საქმეზეა გასული და მე დამტოვა ცოტახნით,შემდეგ მიტხრა ძიძა ავიყვანე და დღეს მოვაო ძალიან გამახარეთ,მე უნდა წავიდე თქვენ კი წარმატებები იმედია პატარა გაბრიელი თქვენით მოიხიბლება საკმაოდ საყვარელი ბავშვია თუმცა ბებერი მომვლელი მისთვის ცუდია -ჩაიხითხითა და სამზარეულოში გაკუსკუსდა,შემდეგ კი ორი ფინჯანი ყავით ხელში გამოკუსკუსდა,-რამდენი წლის ხართ მონიკა?
-23-ის,-თქვა და ფინჯანი მოსვა
-მსვენიერი ასაკია,მაპატიებ,რომ დაგტოვო?ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და ვეღარ დავრჩები სნ კი თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში ნურაფრის მოგერიდება,პატარა,რომ გაიღვიძებს მერე შენ იცი,-უთხრა და დივნიდან წამოდგა-აბა წავედი,დემე,რომ გაიღვიძებს ჩემს მაგიერ აკოცე,ხომ მას დემე ჰქვია
-გასაგებია ყველაფერი ნუ ღელავთ,მე ამ საქმის პროფესიონალი ვარ და ჩემს საქმესაც პროფესიონალურად ვაკეთებ,-წარმოთქვა მონიკამ და კისერი მოიღერა,ფინჯანი მაგიდაზე დადო და ქალბატონი მარინა გააცილა კამამდე,ისე,რომ ღიმილი არ მოუშორებია სახიდან,ერთმანეთი დიდი ხნის ნაცნობებივით გადაკოცნეს და როდესაც იგი წავიდა მონიკამ ფინჯანი სამზარეულოში წაიღო,ნიჟარაში ჩადო და რეცხვას შეუდგა,რომ მორჩა კიბეებს აუყვა და ფრთხილად ფეხისწვერებზე მდგარი მიუახლოვდა ოთახს სადაც დემეს ეძინა,კარი ნელა შეაღო და პატარას დანახვისას გაოცდა,მართლაც ძალიან საყვარელი იყო,თუმცა როგორ სეიძლებოდა პატარა საყვარელი არ ყოფილიყო,სულმა სძლია და მასთან მივიდა,დაიხარა და ნაზად ეამბორა შუბლზე,დემე ოდნავ შეიშმუშნა ხელები გაამოძრავა,მონიკამ ტუჩზე იკბინა და მალევე დატოვა ოთახი,რამდენიმე წუთი არ იყო გასული სახლის ტელეფონი,რომ აწკრიალდა ფეხაკრეფით ჩაირბინა კიბეები და სწრაფად უპასუხა ტელეფონს,რომ დემეს არ გაღვიძებოდა
-დიახ გისმენთ-თქვა ჩურჩულით
-გაბრიელი ვარ-იქიდანაც წარმოსთქვა გაბრიელმა ჩუმად და ჩაიღიმა
-დემეს მამა ხომ?-მიუგო ხმა დაწვრილებულმა და ჩაეღიმა
-დიახ,უკვე მოხვედით,ძალიან კარგი,მე გვიან მოვალ სახლში და გთხოვთ კარგად მოუაროთ ჩემს ბარტყს,-ეცადა თბილად და გრაციოზულად წარმოეთქვა“ ჩემს“,რომ ძიძას ეჭვი არ გასჩენოდა,დემე,რომ მისი შვილი არ იყო,ეს სიტყვაციას გაართულებდა რა საჭირო იყო,ამის ცოდნა
-თქვენს შვილს,გარწმუნებთ არაფერი მოაკლდება-წარმოთქვა გაბედულად მონიკამ და გაბრიელის სიტყვას დაელოდა
-ხო,ჩემს შვილს,მაგიტომ დავრეკე,რომ გამეფრთხილებინეთ,მე ნუ დამელოდებით ბავშვი როდესაც დაიძინებს თქვენც დაისვენეთ
-როგორც იტყვით,ბატონო გაბრიელ
-ბატონოთი ნუ მომმართავ გთხოვ,უბრალოდ გაბრიელ
-კარგი გაბრიელ,მაპატიე ახლა უნდა წავიდე დემეს დავხედო
-კარგი,მე მაპატიეთ მოცდენისთვის-თქვა ღიმილ ნარევი ხმით და ტელეფონი დაკიდა.
-თუ საიდუმლო არაა ვის ესაუბრებოდით?-ეჭვისთვალით შეხედა გიგამ მეგობარს და თითები ერთმანეთში გადახლართა,-ქალს?-წამოსთქვა გაკვირვებით ,ისე თითქოს გაბრიელისგან მართლაც მოულოდნელობა იქნებოდა ქალთან კონტაქტი
-ჩემი შვილის ძიძას-ამოიდუდღუნა გაბრიელმა და დოინჯი შემოიწყო
-და ძიძა ქალია რათქმაუნდა-ირონია დასთამაშებდა გიგას,გაბრიელს გაეცინა და მისი ნათქვამი უპასუხოდ დატოვა,სავარძელში ჩაეშვა და ფურცლებში ცყო ცხვირი,უეცრად გონებაში ის ქალი წამოუდგა გოგონას,რომ მოსდევდა,დემეს ძიძის და იმ ქალის ხმა ძალიან გავდა ერთმანეთს,რაღაც ეჭვები გაუჩნდა თუმცა ჯერ დარწმუნებული ვერ იყო,გიგიამ ნერვოზიანივით დაიწყო თიტების კაკუნი მაგიდაზე,ამას ტუჩების წკაპა-წკუპი მოჰყვა,სანამ გაბრიელის ყურადღება არ მიიქცია არ მოეშვა
-რა გინდა?-თან ფურცელს მიჩერებოდა გაღიზიანებული გაბრიელი
-მშვიდობა და სოლიდარობა რა უნდა მინდოდეს მეტი,აუ გამაცანი რა შენი ბავშვის ძიძა-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები
-ჯერ მე არ ვიცნობ კარგად და თან ხმიდან გამომდინარე სრულებით არ ჯდება შენს სტილში,არამგონია ისიც მათნაირი იყოს ვისთანაც გქონდა და ახლაც გაქვს ურთიერთობა-წარბები მოჭმუხნა და მეტი ინტერესით დააკვირდა ნაწერებს,გიგიას გაცოფებული სახისთვის არც კი შეუხედავს,სიბრაზე მორეული წამოდგა და აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა
-ხომ იცი,ჩემი დამწუნავი ჯერ არ გამოჩენილა და ვერ გამოჩნდება ჰორიზონტზე,მას მე ხელში ცვიგდებ პირობას გაძლევ თუ გინდა ნიძლავს დაგიდებ,თუ მე შევაბამ შენთვის მაგარ გოგოს ვიპოვი და თუ შენ შეაბამ ხელები ამიწევია ძმაო-მის ნათქვამზე ყბა ჩამოუვარდა გაბრიელს,ვეღარაფერი თქვა,თავიდან ყოყმანობდა მაგრამ,ცდა ბედის მონახევრიაო და უარი ვეღა თქვა უხამს შემოთავაზებაზე.
მონიკა საკმაოდ დაღალა დემემ ,აჭამა ათამაშა გარეთ ასეირნა და როდესაც აწვენდა,გაჭირვეულდა,მონიკას მაიკაზე ებღაუჭებოდა და არაფრის დიდიებით წვებოდა საწოლში,ბოლოს გულზე მიიხუტა და საწოლზე თავად დაწვა,იგრძნო ცხელი ჰაერი,პატარა ღრმად სუნთქავდა თვალები დაეხუჭა,მან მონიკას მკერდზე დაიძინა,თავი გვერდულად დაედო და ტუჩები საყვარლად მიეპრუჭნა,ფრთხილად წამოდგა და მის საწოლში გადაიყვანა,შემდეგ ფეხის წვერებით გავიდა ოთახიდან და კარი ფრთხილად მოხურა.

No comments:
Post a Comment