Sunday, May 4, 2014

კარტოფილის მჭამელები(მოთხრობა)


ეზოში მოხუცმა ქალმა გამოიარა,პარკებით ხელში,იგი ძლივს წვალებით მიდიოდა,აშკარად აწუხებდა პარკების სიმძიმე,სან ერთ ხელში გადაჰქონდა ხან მეორეში,ძლივს მიაღწია კორპუსამდე და პარკები პატარა ბიჭს მისცა

-აჰა ბებო,მეცხრეზე ამატანინე-ბიჭმა არ დაიზარა, მოხუცს დახმარების ხელი გაუწოდა,პარკები გამოართვა და ასვლაშიც დაეხმარა,ბებომ გაუღიმა და ხურდები ჩაუთვალა ჯიბეში.ბიჭმა გახარებულმა მოკურცხლა დაბლა,ბებო კი სახლში შევიდა თუ არა პატარა გოგონა მივიდა ფეხებზე შემოეხვია და თვალების ფახუნი დაუწყო
-ბებო რა მომიტანე?
-კარტოფილი-მიუგო მოხუცმა,-გოგონამ გულდაწყვეტილმა ჩაიბურტყუნა და ოთახში შევიდა,მოხუცმა კი პარკები შეიტანა სამზარეულოში და ქვაბი აავსო წყლით,კარტოფილები კარგად გულიანად გარეცხა და ქვაბში ჩააწყო.
საღამოხანს სუფრა გააწყო და გოგონას უხმო
-მოდი ბები,ივახშმე-გოგონა თავჩაღუნული და ბებოზე გაბრაზებული მიუჯდა მაგიდას და კარტოფილის გაფრცქვნა დაიწყო,გულში ფიქრობდა,ნეტავ სხვა გვეღირსება კიდევ რამეო?,სწრაფად მიირთვა მოხარშული კარტოფილი და ოთახში დაბრუნდა.

--
-ბებო რა მომიტანე??-ჰკითხა გოგონამ მოხუცს
-კარტოფილები შვილო.

--
-ბებო რა მომიტანე??-ჰკითხა გოგონამ მოხუცს
-კარტოფილები შვილო.
გოგონა უფრო გაბრაზდა და მთელი დღე ოთახში დარჩა.

--
-ბებო რა მომიტანე??-ჰკითხა გოგონამ მოხუცს
-კარტოფილები შვილო.
-რატომ სულ კარტოფილი?
-იმ ოხერ რესტორნიდან სხვას არაფერს მატანენ შვილო-ნაღვლიანი სახით დახედა მოხუცმა და ჯიბეში მორჩენილი ხურდები ხელის გულზე დაუყარა
-წადი კევი იყიდე
-რატომ?კარტოფილის მჭამელები ვართ და რად მინდა კევი.

No comments:

Post a Comment