Sunday, May 4, 2014

სულის ნახევარი (სრულად)


-თქვენი ბარგი შეგიძლიათ,აი იმ ოთახში შეიტანოთ,მისი ბრძანებლური ტონი თინას არ ესიამოვნა მაგრამ,სხვა გზა არ იყო,ხნიერი ქალბატონის ბრძანებას დაჰყვა და ჩემოდნები მისთვის განკუთვნილ ოთახში შეაბრძანა,რომ დააბინავა ისევ დაბრუნდა მისაღებში, სავარძელში არხეინად გადაწოლილ ქალს,გაზეთი გადაეშალა და დიდი გულისყურით აკვირდებოდა ყოველ სიტყვას და წინადადებას,თინას იქ ყოფნა რომ იგრძნო,ახლაბედა დამხმარეს შეუტია

-აქ რას დამდგარხარ,მიდი საქმეს მიხედე,საშინლად გააღიზიანა,თუმცა არც ამაზე შეპასუხებია,დამჯერი ლეკვივითი ასრულებდა,სწერვა ქალის მოთხოვნებს,აქ იმისთვის არ იყო რომ ვიღაც მატრაკვეცა ქალისთვის მოევლო,ძალიან კარგი და გამოცდილი ექიმი იყო,რომელიც ამ ქალბატონის ოჯასმა რამდენიმე თვით აიყვანა რადგან მათი შვილი ავარიის შდეგად წელს ქვევით მოწყდა,დაინვალიდდა,ამირომ საჭიროებს სპეციალურ ვარჯიშებს,ფეხების ტონუსში მოსაყვანად,რომ ისევ შეძლოს გავლა,თინას ჯერ არ ენახა ის ბიჭი ვისთვისაც იქ იყო მისული,ჯერ სახლის პატრონის კაპრიზებს ასრულებდა,თითქოს მოსამსახურე ყოფილიყოს
-წვენი ძალიან თბილია,რა საზიზღრობაა,გთხოვ წესიერი მომიტანე,ამ სიცხე-პაპანაქებაში,თბილი წვენი როგორ დავლიო,გულში ფიქრობდა-იქნებ თავზე გადავავლო ასე მაინც ესიამოვნებაო,ხელახლა ჩამოასხა წვენი და მიუტანა
-კარგი თავისუფალი ხარ შეგიძლია,მაღლა ახვიდე ჩემს შვილთან,მას დემეტრე ქვია,ხმაური არ უყავრს,არც ზედემტი საუბარი,გაითვალისწინე,უბრალოდ უნდა ახვიდე,მასაჟი გაუკეთო ფეხებზე,მერე აჭამო და ისევ ჩამოხვიდე,შეკითხვები გაქვს?
-არა,სრულებით გასაგებია,უთხრა ოდნავ რბილად და კიბეებს აუყვა,კარი ფრთხილად შეაღო,რომ დემეტრე არ გაეღიზიანებინა,ახლა ამ უცნობზე უნდა ეზრუნა რა არ ესიამოვნებოდა,დასწყევლოს ღმერთმა,ეს რა უბედობა ჭირს,მშობლბის დაღუპვის შემდეგ,დიდი ხნიანი ძებნის შემდეგ მაინც ვერ მიაგნო ისეთ სამსახურს,სადაც ნორმალური ხალხი იქნებოდა,თბილად გაუღიმა,მომვლელმა ეტლში მოკალათებულ დემეტრეს,რომელმაც ურეაქციოთ დატოვა მომვლელის გამოხედვა.
თინამ იცოდა რომ ზედემტად არ უნდა ესაუბრა,თიმცა მისი ასეთი მდგომარეობა სწორედ ამის ბრალი იყო,ალბათ იმის შიშით რომ მდგომარეობა არ დაუმძიმდეს,თურმე დემეტრეს სანახავადაც კი არავინ მიდის,საუბრებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია,ამიტომაა მომვლელის შესვლაზე რეაქცია რომ არ ჰქონდა.
თინამ როგორღაც გადაიყვანა საწოლზე,მასზე ბევრად დიდი ტანის მამაკაცი და შარვალი აუკეცა მუხლებამდე რომ დაეზილა,შემდეგ ავარჯისბინებდა,დემეტრე იკ უემოციოდ სჰყურებდა მის ქმედებას,წამით მკვდარიც კი ეგონა თინას,იმ ქალის დარიგების მიუხედავად მაინც დაიწყო საუბარი
-გამარჯობა,მე შენი მომვლელი ვიქნები დღეიდან,თავს როგორ გრძნობთ,ასე გტკივათ?რამეს გრძნობთ რომ გეხებით?
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია,რაიყო ენა გადაყლაპე?ამბობოდა გულში და ქირქილებდა
-კარგით,პირველი სეანსი დასრულებული,წავალ საჭმელ გაგიკეთებთ,რა გიყვართ?ამ წუთას რა გესიამოვნებოდათ?თუმცა თქვენ ლაპარაკი დაგვიწყიათ,ამიტომ ფურცელს მოგცემთ და იქ დამიწერეთ,ჩანთიდან რვეული ამოიღო,ფურცელი ამოხია და ფურცელი და პასტა დემეტრეს გაუწოდა,თმებ აუბურდულა და თვალებ გაფართოებულმა გახედა მომვლელის ქცევას
-რატომ გიკვირთ აბა თქვენ ხმას არ იღებთ და მე როგორ გავიგო რა გინდათ?შეუტია მომვლელმა,დემეტრეს თვალები ჩაუსისხლიანდა,გაბრაზებულმა მუსტები შეკრა,არაფერის დიდებით დაიჭირა პასტა და არ დაწერა არაფერი,თინა უფრო გაბრაზდა,ფურცელი დაკუჭა და ოთახიდან უსიტყვოდ გამოვიდა
-მეთვითონ მოგიმზადებთ,რაღაი ასეთი პრინციპული ბრძანდებით,და აარ გინდათ სიჩუმის ტრადიცია დაარღვიოთ,მშობლებისგან ნსაწავლი კერძებიდან ერთერთი ამოარჩია,და მის მომზადებას შეუდგა,გრძელი წაბლისფერი თმა აიკეცა,წინსაფარი გაიკეთა და ბოსტნეულის დაჭრას შეუდგა,როდესაც სამზარეულოში,ქალბატონი ლანა შევიდა
-კომბოსტო არ უქნა არ უყვარს,ალერგია აქვს,-ბოსტნეულზე ალერგია?ჩაეცინა თინას გულში,და კომბოსტოს დაჭრა შეწყვიტა
-და კიდევ რაც შეიძლება მსუბუქი საკვები
-კარგით ქალბატონო ლანა გასაგებია ყველაფერი,გთხოვთ დამაცადოთ წყნარა დმომზადება,რაც სეიძლება მშვიდადა უთხრა ისე რომ არ განერისხებინა,ქედმაღალი ქალბატონი.ყველფრის და?ჭრას რომ მორჩა,ერთმანეთში შეაზავა და დემეტრეს ოთახისკენ დაიძრა.
გულში ფიქრობდა,იმედია რ მომიწევს ჩუქუ ჩუქუ მატარებელელი,რომ შევაჭამო,
კარი რომ შეაღო,დემეტრეს არც შეუხედავ,სინი იქვე ტუმბოზე დადო და საწოლზე ჩამოჯდა.
-შეგიძლიათ მიირთვათ,არც ცხელია რომ დაიწვათ,და არც ცივი რომ გაგყინოთ,ნუ ალოდინებთ,საჭმელი გიცდით როდის შეჭამთ,უთხრა გასამხიარულებლად,მაგრამ დემეტრე პირს არ აკარებდა
-მე გაჭამოთ?უთხრა ოდნავ ცინიკურად და მამაკაცს,ეჭვის თვალით გახედა,დემეტრეს არც ამაზე ჰქონდა რეაცია,თინა კი მისი ურეაქციობით დაიღალა,მომიწევს ჩუქუ ჩუქუ მატარებელი
-აბა ჩემო დიდო ბიჭო,პირი გამიღე მოვიდა ჩუქუ ჩუქუ მატარებელი,ამის გაგონებაზე,დემეტრეს ღიმილის დანახვა ეღირსა,გახარებული და ბედნიერი შეჰყურებდა,როგორ გაუბრწყინდა ამ სიტყვებზე თვალები დემეტრეს,მისდა გასაკვირად ამ ჯადოსნურამ სიტყვამ გაჭრა.
 ძლივს როგორღაც დაასრულა ერთი თეფში ბოსტნეულის სალათის მირთმევა დემეტრემ და თინაც დამშვიდებულ- დასვენებული განაგრძობდა,მასთან საუბარს.
-სანამ ეს დაგემართებოდათ,ხომ ლაპარაკობდით?,დემეტრე ურეაქციოთ უსმენდა მომვლელეს თინა უკვე გაგულისდა დემეტრეს ასეთ უკვე აღარც კი იცოდა რა დაერქმია მის საქციელზე-რათ გინდა რა,რაც გინდა კითხე,კრიჭა ვერაფრით გავუხსენი,ამას ორი თვე რა გაუძლებს,ყურები დამიგუბდა,ჩემი ლაპარაკით უკვე დავიღალე,ბუზღუნებდა გულში.
დემეტრე უხმოდ,უცქერდა თინას,თითქოს მისი შესწავლა ეწადა,თინა დიდი ხანი ფიქრობდა რა ეთქვა,ან ეკითხა, რომ ხმა ამოეღო,-იქნებ ნემსების ეშინია,რომ ვუთხრა ნემსს გაგიკეთებ მეთქი აბა რას იზამს
-თუ შეიძლება გადაბრუნდით ნემსი უნდა გაგიკეთოთ კუნთში,ამის გაგონებაზე დემეტრე შეშფოთდა
-რა?თვენ უნდა გამიკეთოთ ნემსი?არავითარ შემთხვევაში,დედაჩემს დაუძახეთ და ის გამიკეთბს თუ საჭიროა,ისე სწრაფად ლაპარაკობდა,რომ თინამ ერთი სიტყვა ძლივს გაიგო,თავისი ცდით ნასიამოვნებს ჩაეღიმა და დემეტრეს დამშვიდება სცადა
-ნუ ღელავ არ გატკენ
-კი მაგრამ,რა უზნეობაა,სირცხვილი სად დაკარგეთ,უცნობ კაცს ნემსს როგორ უბედავთ,მის ნათქვამზე თინას უნდოდა გულიანად გაეცინა მაგრამ თავს იკავებდა და დინჯად ელაპარაკებოდა,
დემეტრე ატყობდა რომ,უკვე ნერვები ეშლებოდა,მომვლელის ასეთ თავხედობაზე
-კარგი დამშვიდდი,შენ რა ამ პატარა არსების გეშინია?,ხალათის ჯიბიდან მომზადებული ნემსი ამოიღო
-არ გაბედო,ყვიროდა ბოლო ხმაზე,თინა კი უდარდელად თითქოს არც კი ესმოდა დემეტრეს ქალივით კივილი,კუნთში გასაკეთებლად ამზადებდა,როდესაც ოთახში დაფეთებული ქალი შემოვარდა
-რა ხდება,რა ყვირილია,თან ხელებს უმისამართოდ იქნევდა,თინა საწოლიდან წამოდგა და ხნიერ ქალაბატონთან ახლოს მივიდა
-დამშვიდდით სანერვიულო არაფერია,უბრალოდ ერთი ჩხვლეტა,ამაში დიდი და განსაკუთრებული არაფერია,ოდნავ იგრძნობს ტკივილს
-თუ ნემსია საჭირო მე გავუკეთებ,შენ როგორ კადრებ,გაგულისდა ლანა
-ჯანდაბას თქვენი თავი,აჰა და გაუკეთე,ხელებში მიაჩეჩა და ოთახი დატოვა,-აქ რისთვის ვარ?,ფიქრობდა გულში,-ამათ თავში ხომ არ უფრიალებთ,მე ექიმი ვარ თუ ბალერინა,ვეღარ გაეგო არტომ დაიქირავეს თუ დემეტრეს გამოჯამრთელებაზე თავად არ იზრუნებდა,სამზარეულოში ჩავიდა და ძალიან ცივი წყალი დალია,სიცხისგან გონება დაებინდა,ცივმა წყალმა კი დამჯდარი ბატარია 100%-ზე აუვსო,წყლით ნასიამოვნები,მისაღებში ტელევიზორთან მოკალათდა,მაგრამ ვინ დააცადა,კიბეებთან მდგარმა ქალმა,მაღალი ტონალობით შეჰკივლა
-მანდ რას ჩამოსკუპებულხარ,ფულს მაგისთის არ გიხდი,ნემსი უკვე გავაკეთე შეგიძლია დაბანო,-დავბანო?ნემსი არ გამაკეთებინეს რა უზნეობააო და დაბანა რა პრობლემაა,აქ ვისთან მოვხვდი,
-არ გესმის?შენ რა დაყრუვდი?ცოფებს ყრიდა ლანა
-ჯერ -ჯერობით არა,ოდნავ ირონია გაურია სიტყვებში,სავარძლიდან წამოდგა და კიბეებზე ალასლასდა
-კი მაგრამ,ნემსის გაკეთების უფლება არ მომეცით და დაბანაზე წინააღმდეგი არ ხართ?მის ნათქვმაზე ლანას ლამის თალები გადმოცვივდა,ჯერ ისე დიდი თვალები უფრო გაუდიდდა და საზარელ მონსტრს მოგაგონებდათ,საშინელებათა ფილმებიდან.
-და მერე ვინ გითხრა რომ მთლიანად უნდა დაბანოთ?რას კადრულობთ ახალგაზრდავ,ავარიისგან მკერდზე რამდენინე ნაკერი აქვს და ისინი გაეხსნა,სასწრაფოდ მიხედე,თინა აღარ შეკამათებია მიხვდა საქმე რთულად იყო,სწრაფად შევარდა ოთახში.,დემეტრეს სახე დაჭყანოდა ტკივილისგან,სურვილი ჰქონდა ეღრიალა,ყველაფერი დაელეწა, თინამ სპეციალური ჩანთა დაიდო გვერდით და ჭრილობის დამუშავება დაიწყო,გაკერა და სისხლით მოსვრილი ტანი სველი ტილოთი ჩამობანა,ოდნავ გრილმა წყალმა დემეტრეს თითქოს შვება მოჰგვარა სახე ნელ-ნელა ეხსნებოდა,იმდენად აღარ ტკიოდა,როგორც გაკერვის დროს,მომვლელეს მადლობის ნიშნად ხელზე მოკიდა ხელი და თბილად გაუღიმა,თინამაც გაუღიმა და ყველაფერს რომ მორჩა,ისევ დატოვა დემეტრე მარტო.
დილით ოთახში,დაუკითხავად შემოჭრილმა მზის სხივებმა თინას აგრძნობინეს,რომ უკვე გათენდა და ადგომის დრო იყო,თუმცა არ ჩქარობდა ერთი გემრიელად გაიზმორა საწოლში და ისევ განაგრძო ძილი მაგრამ,ვინ დაგაცდის შემოვიდა თვით ხონთქარი და გოგონას სიმშვიდე წამებში ჩაიტანა ქვესკნელში,-ახლა რაღა უნდა,ჩუმად ბუზღუნებდა თინა.
ლანა ფანჯარასთან მივიდა და ფარდები ბოლომდე გაწია
-როგორც ხედავთ გათენებულა,ადგომის დროა,დემეტრეს ამდენ ხანს ნუ ალოდიენბთ ცოდოა მოკვდა მშიერი,უკვე ათი საათია,თქვენ კი ის ნებივრობთ საწოლში,ეს სადაური წესია,-ჩემებური წესია,ჩაიბურტყუნა მზის სხივებით შეწუხებულმა გოგონამ და ბალიში დაიმხო თავზე
-მაპატიეთ მაგრამ,საშინლად მეძინება
-არავითარი მაგრამ,ახლავე ადგებით,მოწესრიგდებით და დემეტრესთან გახვალთ,თუ ძილი არ გყოფნით დარჩენილიყავით სახლში რაღას იწყებდით მუშაობას,იქ არავინ შეგიშლიდათ ხელს ძილში,უთხრა ოდნავ გაბრაზებულმა და გოგონას საბანი გადახადა
-რას აკეთბთ?დამაცადეთ და ავდგები
-სწრაფად ახალგაზრდავ,მოკლედ რა ზარმაცი თაობა ხართ,ჩვენ ამ დრომდე ვინ გაგვაჩერებდა საწოლში,ექვს საათზე უკვე სტარტზე ვიყავით,-დაიწყო,თავისი ახალგაზრდობის მოყოლა,და დღევანდელი თაობის პირწმინდად გამოლანძღვა,ისე თითქოს უცოდველი კრავები იყვნენ მაშინ,ახლა კი ყველაზე საშინელი არსებები ჩვენ ვართ,იმიტომ ვერ ვიტან ხნიერ ქალებს,ეს დედაბერი ნერვებს მიშლის თავი ვინ გონია რომ დამდგარა და თათხავს ჩემ თაობას,ბებია მაი,
-ახლავე ახლავე,მე სწრაფმავალი მატარებელი კიარ ვარ ყველაფერი სწრაფად ვაკეთო,დინჯად მიყვარს კეთება,ასე ხომ დავიღლები,მერე არაფრათ ვივარგებ,ამიტომ დამაცადეთ წყნარად,მშვიდად მოწესრიგება,რომ თქვენს მუნჯას მივხედო
ამის გაგონებაზე ლანა საშინლად განრისხდა
-როგორ ბედავ,და ჩემს შვილს მუნჯას როგორ უწოდებ
-კი მაგრამ,არ ლაპარაკობს და აბა რა დავუძახო?ეს ნაწილობრივ თქვენი ბრალიცაა,როგორ შეიძლება ავადმყოდმყოფი ადამიანის მარტო დატოვება,მითუმეტეს ოთახში გამოკეტვა,თინა საყვადურებს არ იშურებდა განრისხებული ლანას მიმართულებით
-ღმერთო,ასეთი ენა წაგდებული გოგო როგორ ავიყვანე სამსახურში,იცოდე გამასწარი აქედან თორემ,რაც მოგივა შენს თავს დააბრალე,არავინ არ გამოთქვა სურვილი შენს გარდა თორემ,ნამდვილად არ აგიყვანდი ახლა რომ გაგიშვა კარგახანი მომიწევს ძებნა,ამიტომ ენას კბილი დააჭირე და საქმეს მიხედე,ზედმეტი აღარაფერი გავიგო შენგან,თორემ შენი ბარგი ბარხანით საიდანაც მობრძანდი იქ გაგაბრძანებ,უთხრა მტკიცე ხმით და ოთახი დატოვა,-ზედემტი აღარაფერი გავიგო შენგან,თორემ შენი ბარგი-ბარხანით საიდანაც მობრძანდი იქ გაგაბრძანებ-თავხედი,ჩემს ჩემოდნებს ბარგი ბარხანა უწოდა,კუდიანი დედაბერი,როდის ჩაივლის ეს თვე რომ გავახწიო ამ სახლიდან,სიმართლე მწარეა არაა?ჩემო ნაოჭებიანო ვირთხა,დამაცადე მე შენ განახებ,უფრო დაიბოღმა თინა და გამუდმებით ლანას გამწარებაზე ფიქრობდა

როდესაც სადილობას მორჩნენ,ელიზაბედი დემეტრეს ოთახისკენ გაემართა,ოთახში შევიდა თუარა ყვავივით დააცხრა მწოლიარე დემეტრეს და კოცნა დაუწყო
-როგორ ხარ, საყვარელო?ძალიან მომენატრე,ერთი სული მაქვს როდის გამოკეთდები რომ დავქორწინდეთ,-შევიდა თუარა ქორწილზე დაიწყო საუბარი,ეს დემეტრეს არ ესიამოვნა,ჩვეულ ჩუმად უსმენდა მოტლიკინე საცოლეს,რომელიც ხანდახან თუ გაჩუმდებოდა,ისიც ჰაერი რომ შეესუნთქა,იმედნი იქაქანა,ენა თუ ება კიდევ საკვირველი იყო.
-ჩუმად რატომ ხარ?ნუთუ ის მომვლელი არაფერში ვარგა,ტყუილად უხდის დედაშენი ფულს,ოდნავადაც არ ხარ გამოკეთებული,ახლავე ვეტყვი რომ გაუშვას,მე მოგხედავ საყვარელო და ხელი ლოყაზე ჩამოუსვა მაგრამ, დემეტრემ ცივად მოიცილა
-არაფერსაც არ იტყვი,ენას დააჭირე კბილი რაც არ იცი იმას ნუ ტლიკინებ,შენმა ლაპარაკმა დამღალა,მეძინება დამდე პატივი და ჩემი ოთახი დატოვე,-ელიზაბედი დემეტრესგან ასეთ პასუხს არ მოელოდა,მთელ სახეზე ალმური მოედო,თავი საშინლად დამცირებულად იგრძნო
-ასე რატომ მელაპარაკები?-სლუკუნით ეუბნებოდა საქმროს და ჯიბეში ცხვირსახოცს ეძებდა,-აღარ გიყვარვარ?ნუთუ ოდნავადაც არ მოგენატრე?რატომ ხარ ასეთი გულცივი,როდის აქეთ მელაპარაკებოდი მასე
-ძალაინ გთხოვ,აქ ისტერიკების გამართის დრო არაა,-გაბრაზებული ხმით უთხრა დემეტრემ,ასლუკუნებულ საცოლეს
-მე შენს მოსავლელად ჩამოვედი და მადლობელიც არ ხარ?
-ჰაჰ,ნუ მაცინებ ახლა,და მადლობა რატომ გადაგიხადო,განა ვალდებული არ ხარ ქმარს მოუარო?თუ მარტო თინაა ვალდებული,თუ ასე გეთაკილებოდა რაღას მოდიოდი ჩემს მოსავლელად
-არ მეთაკილება,ჩემზე კარგად ის ვერ მოგივლის,მე ხომ შენი საცოლე ვარ
-და რამე განსაკუთრებულია ეს ჩემი ცოლობაა?ის ექთანია და გამოცდილებაც აქვს
-კარგი რა,რა გამოცდილება 20 წლის ღლაპია,-ირონიულად ჩაიცინა ელიზაბედმა,დემეტრემ ვეღარ მოითმინდა და შემზარავი ხმით დაიღრიალა,ელიზაბედი შეკრთა და უფრო უმატა სლუკუნს,ატირებული ჩაირბინა კიბეები და ლანასთან მივარდა,ლანამც დედობრივი სითბო გამოიჩინა და ატირებული გოგონა გულში ჩაიკრა
-რა მოხდა?,-კითხა ანერვიულებულმა ლანამ
-მან მე მიყვირა,ასეთი რამ არასოდეს გაუკეთებია,-სლუკუნით ეუბნებოდა ელიზაბედი,-მათი დანახვისას თინა გულიანად იცინოდა,ოხ რა ეგოისტია,საშინლად ესიამოვნა ოთახიდან გამოძევებული და ატირებული ელიზაბედი რომ დაინახა,მათ რომ არ შეემჩნიათ,ჩუმად აუყვა კიბეებს და დემეტრეს ოთახში შედიოდა როდესაც,იმ უტიფარვა ალექსანდრემ გააჩერა
-საით მიიპარებით?-კითხა და გამომწვევად აათალიერა დემეტრეს კართან მდგონი გოგონა
-რა თქვენი საქმეა?-უთხრა აგდებული ტონით თინამ
-მგონი გაგაფრთხილეს რომ აქ აღარ უნდა შეხვიდეთ,-ეს ისეთი სიმტკიცით და ხაზგასმით უთხრა თითქოს,ამ სახლის ბატონ-პატრონი ყოფილიყოსო-,მალე აგეწვება ლანა კუდი,ჯერ შენ ვერც ხვდები ვისთან გაქვს საქმე,როცა მიხვდები ალბათ გვიან იქნება,ფიქრობდა გულში თინა და შიგნიდან დასცინოდა,ლანას უტვინოობას.
-ამ სახლის უფროსათ ვინ დაგნიშნათ?
-პატარავ,მალე მთელი სახლი ჩემი იქნება,-ირონიულად ჩაიცინა ალექსიმ,-და რა თქმაუნდა შენ აქ ვეღარ იპარპაშებ
-ჰუჰ,დედა როგორ შემეშინდა,და დემეტრეს ვინ მიხედავს?შენი აქვითინებული ბიძაშვილი?-და ხელი მათკენ გაიშვირა,ალექსმა რომ დაინახა,შეშფოთებულმა ჩაირბინა კიბები და მათთან მივიდა.თინა კი მშვიდად შევიდა დემეტრეს ოთახში,მან იცოდა,რომ ეს ბოლოჯერ იყო.
დემეტრეს ჩაძინებოდა,ცალი ხელი გულზე დაედო,მეორე კი მუცელზე და სახე საშინლად დამანჭვოდა,თინა მიხვდა რომ დემეტრეს ნაკერები ტკიოდა და რომ ვერ გაიყუჩა დაძინება სცადა,რამაც გაამართლა,ძილში ხომ ვეღარ გრძნობს ადამიანი რამე თუ ტკივა.
თინას გული დაწყდა,რომ ვერ მოახერხა დემეტრესთან საუბარი,მასთან მივიდა შუბლზე აკოცა და თავის ოთახში დაბრუნდა.

ვინმემ გირჩიათ?თუ რატომ გადაწყვიტეთ დედა ,ომ თინა აგეყვანათ სამსახურში?,ვგონებ იგი თავის საქმეს ვერ აკეთებს ისე როგორც საჭიროა
-რატომ?თინა მშვენიერი ექთანია,მისი მოსვლის შემდეგ დემეტრე ალაპარაკდა,ძალაინ სასიამოვნო ახალგაზრდაა,-ასეთი თბილი დახასიათება თავად ლანასაც გაუკვირდა,ატყობდა,ნელ-ნელა უყვარდებოდა,ოდნავ თავქარიანი გოგონა,მისი სიტყვებიდან ჩანდა აშკარა კმაყოფილება თინას მიმართ,რამაც ელიზაბედი დიდად არ გაახარა
-კი მაგრამ,მე პირიქით ვამჩნევ,რომ მდგომარეობა გამოკეთების მაგიერ გაუარესდა,-დინჯად წარმოთქვა აზრი ყერ მოღერებულმა და ფინჯანი ყავა მოსვა მაგრამ,გემომ დიდად არ მოხიბლა,ან საბაბს ეძებდა თინას გასამწარებლად,რატომ?თინა მას სილამაზით ბევრად სჯობს და ქალბატონს ეშინია ქმარი არ წაართვას?თუმცა რომელი მამაკაცი გაუძლებდა,ჩამოსხმულ ტანს,გრძელ მუდამ შეკრულ თმებს დიდ საოცრად მადისაღმძვრელ ტუჩებს,რომელიც წითელ ღვინოს მოგაგონებდა,გრძელ წამრწამებსა და ულამაზეს მომწვანო თვალებს,რომლთაც წამითაც კი არ აჩერებდა და სულ რაღაცას უყურებდა.
-თინა,-დაიყვირა ელიზაბედმა და სამზარეულოდან,ფქვილში ამოგანგლული თინა დაფეთებული გამოვარდა,მის დანახვაზე ყველმა სიცილი ატეხეს,მაგრამ თინამ თავი მყარად დაიჭირა და ყველაფერა ამას ვაჟკაცურად იტანდა
-დიახ რა გნებავთ?
-ეს რა საზიზღრობაა,ძალიან გთხოვ ნორმალური მომიტანე,გემო არ აქვს,-უთხრა და ფინჯანი გაუწოდა,თინა სამზარეულოში დაბრუნდა და ყავა ხელახლა მოამზადა,მიხვდა ,ელიზაბედს რაც ჰქონდა ჩაფიქრებული და მის მახეს აღარ წამოეგო,საოცარდ გემრიელი ყავა მოამზა,და ეს ,რომ ელიზაბედს კიდევ დაეწუნებინა,ნამდვილად თავზე გადაასხამდა.
ეიზაბედმა ყავა მოსვა და ნაკლი, რომ ვერაფერი აღმოაჩინა დანებდა.

***
-ძალიან გთოვ მე ვერ აგწევ ეცადე შენით ადგე,მძიმე ხარ მე კიდე ცოდო 
-შენ რა დამცინი?ადგომა რომ შემეძლოს შენ რაღად მესაჭიროები ან სხვა?
-დემეტრე ასე არფერი გამოგივა თუ არ გაიარე,ვერც ვერასოდეს გაივლი
-დამამშვიდე ხო იცი,მიდი თინას დაუძახე ის მომხედავს
-არა მე აქ რისთვის ვარ,-ოდნავ სიბრაზე შეეტყო ელიზაბედს
-მაშინ მოდი და მომეხმარე საწოლზე დავწვე,ჩემით ვერ ვწვები,-უთხრა ოდნავ მკაცრად დემეტრემ 
-კარგი ხო,-უხეშად მოკიდა ხელი და საწოლზე გადააფოფხა,დემეტრე ცდილობდა არაფერი ეტკინა მაგრამ ელიზაებედი ხელს პირდაპირ ჭრილობაზე კიდებდა,უკვე ვეღარც ყვიროდა,ძლივს,რომ დააწვინა ამოისუნთქა
-თავს როგორ გრძნობ?ხომ არაფერი გატკინე-კითხა თბილი ხმით ელიზაბედმა
-კი მატკინე,არაფერი გამოვა ისევ თინამ უნდა მომხედოს შენ ვერ მიხერხებ
-ყველა თინას რატომ აქებთ?სხვა ადამიანები არ არსებობენ ამ სახლში?თინა ისა თინა ესა,ბარემ ცოლადაც თინა მოგეყვანა თუ ასე ძალაინ მოგწონს როგორ გივლის
-სისულელეებს ნუ როშავ,მე შენ მიყვარხარ,თინა უბრალოდ მჭირდება ,რომ გამოვკეთდე,აცადე გთოვ მუსაობა ხომ გინდა მალე დავდგე ფეხზე და დავქორწინდეთ,-
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ელიზაბედმა
-ხოდა გვაზაცე მუშაობა,შენი ჭირვეული საქციელით ყველაფერი წყალში ჩამეყრება და იცოდე ამას არ გაპატიებ.

 დემეტრეს მდგომარეობა ყოველდღე ურთულდებოდა,ჭრილობაც აღარა და აღარ უშუშდებოდა,ელიზადები ისე ვერ უვლიდა როგორც საჭირო იყო,ერთი სიტყვით საშინლად ტანჯავდა და თავისი უკმაყოფილებითაც ავსებდა უბედურ დემეტრეს.
თინა უკვე დაიღალა სამზარეულოში ტრიალით და ლანასთან დასალაპარაკებლად გავიდა,
რომ სამსახურიდან მიდიოდა რადგან არ ასრულებდა პროფესიულ სამუშაოს
-კი მაგრამ,ფულს ხომ ამაშიც გიხდი,რატომ გინდა წასვლა?-კითხა ოდნავ გულდაწყვეტილმა ლანამ,სახე დაბრეცილ თინას
-მე აქ იმიტომ მოვედი,რომ მემუშავა ჩემს პროფესიაზე,დიდ დამცირებას ვგრძნობ აქ,მგონია,რომ ელიზაბედი ადამიანი რომელსაც არ უსწავლია და დიპლომი არ აუღია ამ საქმეზე,ჩემზე წინ დაააყენდეთ რადგან დემეტრეს საცოლეა?ხოდა თუ მოგწონთ როგორც უვლის თქვენი რძალი,დაიტოვეთ და მას უხადეთ ფულები,-თინა ვეღარ თოკავდა თავს,საშინლად იყო გამწარებული და ყველაფერს ერთიანად ანთხევდა, გაოცებისგან პირდაღებულ ლანას წინაშე
-ასე ნუ მელაპარაკები თავს რამდენის უფლებას აძლევ,წასვლა გინდა?წადი არავინ გაკავებს,-უთხრა გაბრაზებული ტონით ლანამ და გრუბად გახედა 
-დღესვე წავალ,თუ გგონიათ,რომ წამით გამჩერებელი ვარ ცდებით,-კიბეებზე აირბინა და გამწარებული ოთახში შესული რა იყო ჩანთს ეძგერა და ტანსაცმლის ჩაყრა დაიწყო როცა,უკნიდან ბორბლების ხრჭიალი მოესმა
-რას აკეთებ?-გაოცებულმა იკითხა დემეტრემ
-მივდივარ-მოკლედ მოუჭრა თინამ
-მოიცა რატომ?სად დედაჩემმა გაგაგდოთ?-კითხა ნაღვლიანი ხმით,ყოფილ მომვლელს და თვალებში ცრემლი ჩაუდგა
-არა მე გადავწყვიტე,როგორც ჩანს თქვენ უკვე გყავთ მომვლელი თქვენი ცოლის სახით,მე აღარ ვარ საჭირო,-ბოლო სიტყვებმა გული მოუკლა თინასაც და დემეტრესაც,რაღაც სხვა ტკივილი იგრძნო ორივემ მაგრამ არაფრად ჩათვალეს,თინას,ამაყ ქალბატონს რომელსაც მშობლების დასაფლავებისასაც კი არ გადმოსცდენია ცრემლი,თვალებთან სისველე იგრძნო და სწრაფად მოიშორა ხელით,ლოყაზე დაწვეთებული ცრემლი,დემეტრეს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია ახლოს მიგორდა მომვლელთან და ხელზე ნაზად შეეხო,თინამ საოცარი სითბო იგრძნო,მთელი სხეული აუკანკალდა,სახეზე ფერები ეცვალა,სწრაფად მოშორდა დემეტრეს ხელი და ფანჯარაში დაიწყო ცქერა,აუტანელი სიჩუმე ჩამოვარდა,ორივე ფიქრს მისცემოდა,დემეტრე ფიქრობდა როგორ დაეყოლიებინა თინა დარჩენაზე,ხოლო თინა ისევ გაქცევაზე ფიქრობდა,ახლა უფრო მეტად რადგან გრძნობდა რაღაც სხვა იღვიძებდა მასში და ამას ვერ დაუშვებდა.
ისევ დაუბრუნდა ჩანთებს ყველაფრის ჩალაგებას,რომ მორჩა ნაზად აკოცა დემეტრეს,რომელსაც პატარა ცრემლის ბურთულა სახეზე უტიფრად დაუდიოდა
-დარჩი გთხოვ,-კიდევ ერთხელ შეევედრა მისი ხელი ,ხელებში მოიქცია და გაშვებას არ აპირებდა
-გთხოვ გამიშვი,-უმწეოდ ემუდარებოდა თინა
-დარჩი გთხოვ,-ისევ გაუმეორა საშინლად ნაღვლიანი ხმით დემეტრემ და ხელზე ნაზად აკოცა
-ეს შეუძლებელია
-რატომ?მე ვთხოვ ლანას,რომ ისევ შენ მიმკურნალო,ელიზაბედი ვერ მივლის მდგომარეობა უფრო გამირთულდა,ძლივს გამოვხოხდი აქამდე,ხელებშიც კი აღარ მაქვს ძალა,გემუდარები დამეხმარე,-საოცრად ნაღვლიანი თვალები შეანათა მომვლელს,ამან თინას გადაწყვეტილებას დაღი დაასვა.

 პრობლემა მოგვარებულია თინა ისევ დემეტრეს მომვლელია,მოსამსახურეც დაბრუნდა უკვე და შეუდგა სამზარეულოს და სახლის საქმეებს,ელიზაბედი ბოღმისგან ლამის გამსკდარიყო,თინა რომ დატოვეს მაგრა,ეს თინას სულაც არ აწუხებდა ახლა უკვე ალექსი იყო პრობლემა.
საღამოხანს მოიღრუბლა და პაწაწუნა წინწკლები წამოცვივდა ციდან,თინამ ოთახის ფანჯარა გამოაღო რომ წვიმის სურნელი შეეგრძნო,ეს ძალიან ამშვიდებდა,ქარმა რამდენიმე წვეთი მოტიტვლებულ მკლავზე მიაპკურა და გრილმა წვეთებმა მხურვალე ტანში იწყეს სვლა,რაც საოცრად სიამოვნებდა ჩვენს ქალბატონს,თვალები დაეხუჭ და ხელებით რაფას დაყრდნობოდა,წელზე შეხება იგრძნო და შეკრთა,ეგონა დემტრე იყო მაგრამ,რომ მიიხედა მის წინ სახე გაბადრული ალექსი იდგა
-რამე გნებავთ?-კითხა ჩვეულებრივი ტონით და ფანჯრების დასახურად უკან შეტრიალდა,ამით კიდევ ერთხელ ისარგებლა ალექსმა და მჭმელი თვალებით აათალიერა თინა რომელიც ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა,მოკლე ტანზე მომდგარ კაბაში
-კი მნებავს, ერთ ადგილზე წამომყვეთ,-თან ტუჩებს იკვნეტდა
-იქნებ ჯერ მკითხოთ მინდა თუ არა
-მერე გეკითხები წამოხვალ თუ არა?-სიბრაზე შეეპარა ხმაში და ფეხების ბაკუნი დაიწყო
-და მე რატომ?-ოდნავ შეშინებულმა და შეშფოთებულმა კითხა,კისერ მოღერებულ ყმაწვილ,რომელსაც თავი ამაყად ეჭირა
-,გთხოვ უარი არ მითხრა ძალიან მჭირდება,ცბიერად შეხედა თინას და პასუხს დაელოდა
-კიმაგრამ სად მივდივართ?-გაუკრვევლად მოსაუბრე ალექსს კითხა თინამ
-რესტორანში,ჩემი მეგობრის დაბადებისდღეა და მთხოვა შენი შეყვარებული წამოიყვანეო,ამის გაგონებაზე თინას სახე ერთიანად აელეწა
-მოიცა ,მოიცა შენ გინდა,რომ შეყვარებულად გამასაღო?-დასძინა მან
-ერთი დღით გთხოვ რა მოხდება,-ამღვრეული თვალები შეანათა გაურკვევლობაში მყოფ ქალს
-ოჰ ღმერთო!სრულ ჭკუაზე თუ ხართ,-სრული სერიოზულულობით განუცხადა თინამ,ლამის მუხლიჩოქა მდგარ ალექსს
-კი ვარ,ამით არაფერი დაშავდება მე თქვენ მომწონხართ,-უტიფრად უთხრა და ხელი წელზე შემოხვია,თინა მალევე მოეგო გონს და ხელიდან დაუსხლტა,ვნებამორეულ მამაკაცს
-რაღაც არ გეტყობათ,-ოდნავ ირონიულად უთხრა და თვალები ჭერს მიაპყრო,ცდილობდა არ გაბრაზებულიყო თორემ ვაი ალექსის ბრალი.
-კარგი რა არ გვინდა აგდებული საუბარი,ერთი დღით არც შენ მოტყდები და აარც მე,მის ნათქვამზე თინას ჩაეცინა,თავი დახარა,მაგრამ მაშინვე ასწია და ალექსს შეუბღვირა
-ამ წვიმაში?-მიზეზის ძებნა დაიწყო თინამ
-დავიჯერო წვიმა არ გიყვართ?მე ვგიჟდები,წეხან ისე მოურიდებლად მიგეშვირა სხეული,რომ სულაც არ გეტყობოდა შიში,-ტყუილში გამოააშკარევებული თინა წამოწითლდა და თვალები დაბლა დახარა,-როდის აქეთ გახდი თავო ჩემო ასეთი მორცხვი?,ფიქრობდა გულში.
-კარგით წამოვალ,მაგრამ დაიმახსოვრეთ ზედმეტები არ იყოს თორემ საკუთარ ქცევებზე პასუხს არ ვაგებ,-
-ეს რა მუქარაა?-ოდნავ ირონიულად კითხა აღელვებულ თინას
-არა გავფრთხილება
-ხომ იცი უნდა გვეტყობოდეს,რომ ერთმანეთი გვიყვარს
-ვეცდები არ შევიტყო როგორ მძულხართ,ახლა კი გაბრძანდით გამოვიცვლი და ჩამოვალ,-ალექსმა ნასიამოვნებმა დატოვა ოთახი და კმაყოფილი ჩაუყვა კიბეებს,მერე ისევ აბრუნდა და დემეტრეს ოთახში შევიდა სადაც ელიზაბედი ეხუტებოდა
-მაპატიეთ ცუდ დროს შემოვედი
-არაუშავს,-ოდნავ გამწყრალმა მიუგო დემეტრემ
-ხო,ახლა რატომ შემოვედი,მე და თინა მივდივართ და ათამდე სახლში არ ვიქნებით,გაფრთხილებთ,რომ არ ინერიულოთ,-ოდნა ღიმილით მიუგო გაოცებისგან პირ დაღებულ დემეტრეს და სახე გაბრწყინებულ ელიზაბედს,ჩანდა დემეტრეს არ ესიამოვნა ახალი ამბავი,მუშტები შეკრა,თვალები ჩაუწითლდა და სუნთქვა გაუხშირდა
-და რა მიზეზით,სხვა ვერ ნახე?-კითხა გაბრაზებული ხმით,ბედნიერებისგან ცას წეულ ალექსს
-რა მნიშვნელობა აქვს?თინა იქნება ერთი დღით თუ სხვა
-რა ერთი დღით რეებს მიედ მოედები,-ძარღვები დაებერა დემეტრეს სიბრაზისგან,საშინელი სურვილი ჰქონდა წამომხტარიყო და ალექსი ეცემა,მაგრამ ხელს მისი ფეხები არ უწყობდა
-თინამ ერთი დღით ჩემი შეყვარებული იქნება,-უთხრა მოჭრით და კმაყოფილებით აღსავსე მზერა აჩუქა მის ბიძაშვილს,რომელიც არანაკლებ გახარებული იყო ახალი ცნობით,რასაც მის საქმროზე ვერ ვიტყოდით.
თინა შავ ბრეტელებიან კაბაში გამოეწყო,მკრთლ ტუბზე ოდნავ გადაისვა წითელი ტუჩსაცხი რომელმაც ვარდისფრად აუფერადა ტუჩები,ხელჩანთა მოიმარჯვა და ნელა დაუყვა კიბეებს,მისაღებში შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ალექსი ელოდა,რომ მიუახლოვდა თვალები გაუფართოვდა ყბა მოეღრიცა,და ნერწყვის დიდი ბურთულა გადაყლაპა.
-წავედით?-თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია თინამ და გარეთ გავიდნენ,თავაზიანდ გაუღო მანქანის კარი და თინაც მოკალათდა მანქანაში,საშინლად ნერვიულობდა,ასე მაშინ არ უნერვიულია გამოცდებს,რომ აბარებდა,რაღაც შინაგანად ღრნიდა,-მგონი არ უნდა დავთანხმებოდი,-უწყრებოდა თავს და კმაყოფილება დატყობილ ალექსზე ნერვები ეშლებოდა,-შეყვარებული ერთი დღით,-ფიქრობდა და სიცილის ძლივს იკავებდა,გზა საშინლად გაიწელა თინამ მანქანის მინას მიადო შუბლი და თვალები დახუჭა,ალექსმა შეხედა და ძლივს იკავებდა თავს,რომ არ ჩახუტებოდა,საშინლად აგიჟებდა თინა,ეს სიყვარულში სიყვარულზე მეტად მიაჩნდა,სულ მასთან უნდოდა,ვეღარ მოითმინდა და ხელი ნაზად შეახო მოშიშვლებულ მხარზე და ნელა დაუყვა დაბლა მტევნამდე,თინა შეიშმუშნა თვალები გაახილა და ალექსის მზერას შეეფეთა,ძალაინ უკვირდა ამხელა გზა რატომ იყო რესტორნამდე,მაგრამ თავად დათანხმდა ამ წინადადებას,არავის დაუძალებია,გარდა ალექსისი ამღვრეული თვალებისა
-რატომ გავჩერდით?-კითხა საჭეზე იდაყვ დაყრდნობილ ალექსს,რომელსაც თავლები ერთი ადგილისკენ ჰქონდა მიმართული,
-მანქანას რაღაც ჭირს,-მიუგო მშვიდი ხმით და მანქანიდან გადავიდა.
წვიმამაც იმატა და ალექსი მანქანის შეკეთებისას სულ მთლად დასველდა,შუბლზე ჩამოყრილი,სველი წაწვეტებული თმები საოცრად მომხიბვლელს აჩენდა,რამაც თინა გულგრილი ვერ დატოვა უცქერდა მანქანიდან და გულში რაღაცეები იწყებდნენ ხტომას,ვეღარ მოიცადა და თვითონაც გადავიდა
-შენ რა გაგიჟდი?დაბრუნდი მანქანაში ვერ ხედავ როგორ წვიმს?-გაუწყრა ალექსი და ხელი წაავლო
-გამიშვი არ მინდა მანქანაში დავიღალე
-გაცივდები იცოდე,ჩაჯექი-მიუგო ოდნავ მსიდი ხმით,რომ იანებ ამან მაინც აიძულოს დაჯდესო,მაგრამ თინა მაინც არ მიდიოდა
-შენ არ მითხარი წვიმა ხომ გიყვარსო,და რატომ უნდა დავემალო?
-ახლა ნუ ბავშვობ,ვერ ხედავ ცა ჩამოიქცა,წეღან რაც გითხარი დაივიწყე მიდი დროზე ჩაჯექი და მეც მალე მოვალ,-ხელი შეუშვა და განაგრძო ისევ რაღაცეების ჩხიკინი
-ოხ როგორ ვერ გიტან ალექსსს,დიდი სიამოვნებით დაგახრჩობდი,გავთხრიდი საფლავს და შიგ ჩგმარხავდი,-ფიქრობდა გულში და სიბრაზისგან თითბს ატკაცუნებდა,როგორც იქნა ალექსი მორჩ ჩირკედელაობას და მანქანაში მოთავსდა,სველი კოსტუმი გაიხადა და უკანა მხარეს მიაგდო,თუმცა ამის გახდას აზრი არ ჰქონდა მთლიანდა სველი იყო,კანკალმაც აიტანა ხელებს იორთქლავდა წამდაუწუმ
-გცივა?-კითხა თინამ,და ხელი მხარზე შეახო
-კი საშინლად,შენ?
-არა ოდნავ დავსველდი და უკვე გამიშრა კიდეც-ოდნავ გაუღიმა და ხელი მხარიდან მოაცილა
-საერთოდ რომ არ გადმოსულიყავი არც ცოტათი დასველდებოდი,-ოდნავ მკაცრად მიუგო აკანკალებულმა ალექსმა
-ჩემზე როდის აქეთ ზრუნავთ?-ეჭვის თალით გადახედა მძღოლს და მიმავალ ხეებს მიაცქერდა
-ამ დღის დასაწყისიდან დასასრულამდე,მე მაბარიხართ და არ მინდა გამიცივდეთ მერე მე დამბრალდება-და ჩაიცინა
-უკან ჩემი კოსტუმია თუ გინდა მოიხურეთ ,კანკალი გაგიდით მგონი ცივდებით-მისმა თბილმა სიტყვბმა ალექსი ძალიან გააკვირვა,ამინდიც ბრალი იყო თუ მანაქანაში ერთად ყოფნის ვერ გაეგო ასე თბილად რატომ საუბრობდენ ერთმანეთში,სახლში დაჭმა აქვთ,აქ კი გუგულებივით არიან
-ერთ მხარს დამიფარავს შენი პაწაწუნა კოსტუმი,არ მინდა გმადლობთ-და ნიკაპზე ნაზად შეახო ხელი,მადლობის ნიშნად,-ისე ჩახუტება,რომ შემომთავაზო არ გინდა?-ბოლოში მაინც ჩააფლავა
-რა უტიფარი ხართ?-თავში წაუთაქა ალექსს 
-რატომ?მცივა და ცოდო არ ვარ?-კითხა საწყალი ხმით და ლეკვივით მოიფუზა
-მგონი მივედით,-სიხარულისგან ცას ეწია ძლივს მიახწიეს რესტორნამდე,ალექსმა უკმაყოფილოდ დატოვა მანქანა,ჯერ თავად გადავიდა შემდეგ თინას გაუღო კარი,რესტორანში რომ შევიდნენ ყველა სუფრასთან იჯდა უკვე და ალექსი ,რომ შეამჩნიეს სუფრიდან ერთი ტანმაღალი ყმაწვილი წამოდგა
-ვა ალექს?სად ხარ ბიჭო აქამდე?-მათთან მივიდა და უნდა გადაეკოცნა, მაგრამ
-ალექსს არ გაცივდეთ,აქვეა ჩემი სახლი ხომ იცი,მიდი წადით და გამოიცვალეთ,შენს შეყვარებულს ჩემი დის კაბა მიეცი შენ კი ჩემი რამე ნახე,-უთხრა დიტომ და სახლის გასაღები ხელში მიაჩეჩა,თვითონ კი ისევ სუფრას მიუბრუნდა.
***
-ამას ჩაიცმევ?-კარადიდან ძალიან მოკლე კაბა გამოიღო ალექსმა და თინას გაუწოდა
-არა გამომწვევია,გინდ აყველამ მე მიყუროს?
-არა რათქმაუნდა,მაშინ ეს,-და გრძელი კოჭებამდე კაბა გამოიღო,თინამ შეატყო ღადავის ხასიაზე იყო და კარადაში ბაბუის დროინდელი კოსტუმის ძებნა დაიწყო
-ალექსსს
-ხოუ
-ნახე ეს რა სიმპატიურად გამოიყურება?-და გაუწოდა
-ეს რა არი?ადაჟამის დროინდელი კოსტუმი ჩავიცვა?-და სიცილი აუტყდა
-კარგი რა ნახე როგორ მოგიხდება,დაგხატავს,-მიუგო სიცილით
-რამე ნორმალური მონახე მანდ თორემ მოვალ და კარადაში შეგსვამ
-ოჰ ფეხები მიკანკალებს
-არ გეშინია ხომ?მაცადე,თინასთან მივარდა,ხელში აიტაცა და კარადაში შსვა,კარი მოხურა და გასაღებით გადაკეტა,იქიდან განწირული ხმით ყვიროდა თინა
-გამომიში დამპალო,არა ადამიანო ცხოველო,-არ იშურებდა ტკბილ სიტყვებს
-კარგად არ მესმი რა გინდა?
-იცოდე ცინკის კუბოს დაგიდგამ ზალაში,გამომიშვი აქედან-იმდენი აბრახუნა ალექსს ყურები დაეგუბა და კარი გააღო,თინა მივარდა და მუშტები დაუშინა,მკერდში
-შე დამპალო,მაზოხისტო,ვირთხა,ჩონჩხო,იცი როგორ ბნელოდა იქ?-პატრა ბავსვივით ასლუკუნდა თინა,რაზეც სიცლი წასკდა ალექსს
-ვაიმე პატარა მშიშარა ხარ,აწი მეცოდინება-ირონიულად ჩიცინა
-გული კიარა ქვა გაქვს-უთხრა ნამტირალევი ხმით,ალექსმა ვეღარ მოითმინდა გარეგნულად არ ეტყობოდა მაგრამ თავს დამნაშავდე გრძნობდა თინა რომ აატირა,ხელი წელზე შემოხვია და გულში ჩაიკრა,რამაც ორივეს პულსის აჩქარება გამოიწვია,თინას მთელი სხეული აუთრთოლდა,გაინაბა,ერთიანად ალექსს იყო მიკრობილი,თვალები დახუჭა და ცოტაც დაეძინებოდა,ხელი რომ შეუშვა ალექსმა
-წავედით სირცხვილია,-მიუგო სახე დამანჭულმა და კარადაში ტანსაცმლის ძებნა განაგრძო,როგორც იქნა იპოვეს თავისი შესაფერისი სამოსი და ისევ დაბრუნდნენ რესტორანში,თინას ყველა იქ მყოფი მამაკაცი თვალებით ჭამდა რაც ალექსს საშინლად არ სიამოვნებდა და ყველას ცემის სურვილი ახრჩობდა.
-თქვენის ნებართვით ქალბატონს წაგართმევთ,-მიუგო მათთან მისულმა მაღალმა ასე ოცდაათი წლის მამაკაცმა 
-თინა გინდა ცეკვა?-კითხა გაბრაზებული ხმით ალექსმა
-რატომაც არაა?-ოდნავ შეზარხოშებული წამოდგა და ბარბაცით გაჰყვა უცნობ მამაკაცს,ალექსი კი ბოღმისგან ლამის გამსკდარიყო,სახე ერთიანად ეწვოდა,ახლა იმ კაცის მაგივრად თავად უნდა ყოფილიყო.
მამაკაცმა თინას წელზე შემოხვია ხელი და სახე ახლოს მიუტანა და ყურში ჩასჩურჩულა
-უმშვენიერესი ხართ
-გმადლობთ
-ის თქვენი შეყვარებული ცოტა უჟმური მეჩვენა,ამისთანა შეყვარებული მაყვდეს და დოყლაპასავით ვიჯდე სუფრასთან?-ირონიულად ჩაიცინა და უფრო ახლოს მიიზიდა თინა
-ამას თავი ვინ გონია,-გაბრაზდა თინა გულში და ხელი გააშვებინა
-აღარ მინდა ცეკვა ჩემს შეყვარებულთან უნდა დავბრუნდე,მიუგო გამწყრალი ხმით და წამოსვლა დააპირა ხელი,რომ მოკიდა და ძლიერად მოუჭირა
-არსად არ წახვალთ,ჯერ არ დასრულებულა ცეკვა-უთხრა ბრძანებლური ტონით,რასაც თინა ყველაზე მეტად ვერ იტანდა,ეცადა მაგრამ თავი ვერაფრით გაინთევისუფლა.
ალექსმა შეამჩნია თინას რაღაც აწუხებდა და მათთან მივიდა
-თუ შეიძლება,ჩემს ქალაბატონს წაგართმევთ
-მამაკაცი აღარ შეეწინააღმდეგა თინა უკვე ალექსის მკლავებში იყო მოქცეული
-ზედემტი ხომ არაფერი გაკადრა იმ.....-აღარ დაასრულა ალექსმა
-არა,დაწყნარდი,-უთხრა მსვიდი ხმით და თვალებში მიაცქერდა
-კარგი მაშინ წავიდეთ,-მზერა მოაცილა ალექსმა და წამოშლილ ირგვლივ მყოფ ხალხს მიაცქერდა
-კი წავიდეთ,საშინლად დავიღალე,ფეხზე ვეღარ ვდგავარ
-მგონი ოდნავ გადააცილე განსაზხვრულ ოდენობას
-არა ორი ჭიქა დავლია მეტი კიარა
-ორ ჭიქაში მოტყდი?-კითხა ოდნავ ირომიულად და ჩაიქირქილა
-რას ვიზამთ,ყველა შენნაირი გამძლე არაა,-თინამაც ჩაიცინა
-კარგი ჩემო პრინცესავ წავედით,ხელი გადახვია მხარზე და რესტორნიდან გამოვიდნენ.
გზაში ხმა არცერთს ამოუღია,ისევ კოკისპირულად წვიმდა და თინა წვიმისგან დასველებულ ხეებს უცქერდა,ასეთ ამინდში ცოტა საშიშია მანქანით მოძრაობა ამიტომ ალექსს რაც შეიშლება ნელა დაჰყავდა,რომ არ მოცურებულიყო და სადმე არ გადავარდნილიყვნენ,თავს ვერასოდეს აპატიებდა თინას,რომ რამე მოსვლოდა იმ წამს თავისი თავი ეკიდა,ვერ გაეგო ასე რატომ იცვლებოდა მასში ვიღაც ახალი იღვიძებდა სად წავიდა ის დაუნდობელი,დესპოტი ალექსი ნუთუ თინამ დაასამარა,იგი გრძნობდა როგორ ძლიერად უყვარდებოდა,მაგრამ ამის აღიარება არ სურდა,არ უნდოდა თავისი ბოროტი განზრახვისთვის ხელის შეშლა ან ბოროტი სულის კეთილში გაცვლა,თუმცა თინასთვის ყველაფრის გაღება შეეძლო და ამის აღიარებაც კი უჭირდა.
თინამ თვალები მოწყვიტა ფანჯარას და ალექსს გადახედა,რომელიც დაძაბული იჯდა და გზას მიშტერებოდა,-ისევ ეს აუტანელი გზა-ბუზღუნებდა თან გულში,ფიქრებიდან ალექსის ხმამ გამოიყვანა
-აქ გავჩერდეთ საშინელი ამინდია და შეიძლება რამე მოგვივიდეს,ხელი გვერდით მდგარი შენობისკენ გაიშვირა,-ეს სასტუმროა,მოდი დღეს აქ დავრჩეთ და ხვალ გავაგრძელოთ გზა
-კარგი,როგორც იტყვით,-ახალი ამბით უკმაყოფილომ თავი დაუქნია ალექსს,მანქანა სასტუმროსთან ახლოს მიიყვანა და სწრაფად გადმოვიდნენ მანქანიდან და სასტუმროში შევარდნენ,რომ კიდევ არ დასველებულიყვნენ
-გამარჯობათ,ჩვენ ორი ოთახი გვინდა
-ვწუხვარ მაგრამ დაკავებულია ერთი გვაქვს მხოლოდ,-ალექსმა და თინამ ერთმანეთს გადახედეს
-არა არც იოცნებო მე შენთან ერთ ოთახში-გამორიცხული,სხვა სასტუმროში წავიდეთ-უთხრა ბრძანებლური ტონით თინამ,თუმცა ალექსს სულაც არ სურდა სხვა სასტუმროს ძებნა,ამ ამინდში,მეტიც უხაროდა კიდეც დაკავებული რომ იყო ოთახები და მხოლოდ ერთი,რომ დარჩენოდათ
-არა მე აქ ვრჩები,შენ თუ გინდა წადი და სხვა სასტუმრო მოძებნე
-სულ გააფრინე ხომ?ტარება არ ვიცი
-ფეხები რისთვის გიბოძა უფალმა?
-ამ ამინდში?-განრისხდა თინა და მუშტი შეკრა უნდა დაერტყა, მაგრამ იქ მყოფი ხალხის მოერიდა
-რა მოხდა მერე,წვიმაა,არ შეგჭამს ნუ გეშინია,-ამას ისეთი სერიოზულობით ამობობდა თინამ მართლა გავიდა გარეთ და ფეხით გაუყვა გზას,ალექსი ძლივს დაეწია 
-შენ რა გაგიჟდი?მე გეხუმრე შე ბოთე,წამოდი არ გაცივდე სულ სველი ხარ
-თავი დამანებე ,შე აფერისტო და უარგისო ადამიანო,საერთოდ რატომ გამოგყევი რა მინდოდა ახლა ხომ ვიჯდებოდი სახლში ჩემთვის წყნარად,თბილად
-დარჩენილიყავი მერე,მე დაგაძალე?-ალექსი თინას გამწარებას ცდილობდა,რადგან სიამოვნებდა როგორ უწითლდებოდა სახე სიბრაზისგან და უფრო მომხებვლელი ხდებოდა
-ვერ გიტან,-მიახალა კბილებ დაკრეჭილს და ისევ სასტუმროში დაბრუნდა
ალექსმა ოთახის გასაღები გამოართვა ქალს და ლიფტი გამოიძახა
-იცოდე იქ თუ მარტო საწოლია შენ იატაკზე მოგიწევს დაძინება,-უთხრა მკაცრად და ხელები ერთმანეთზე გადააჯვარედინა
-ხოხ კარგი,კარგი ნუ წიკვინებ პატარა პითონო
-რა პითონი მიწოდე?შე მართლა ანაკონდა,-სიბრაზისგან ლამის გამსკდარიყო,ერთ ოთახში ის და ალექსი ამის გაფიქრებაც კი საშინლად ანერვიულებდა,ვაი თუ ალექსს მამაკაცური ჰორმონები გაეღვიძოს მერე რას იზამს პატარა დაუცველი არსება,კაცთან მარტო პირვლად რჩება და ლოგიკურიცაა მისი შიშები,ხომ გაგიგია კაცის და ქალის ურთიერთობას დაღამება უშლის ხელსო,ნუ ეს მეგობრობაზეა მაგრამ მაინც.
-აი აიღე ეს და დააფინე იატაკზე
-არ გეცოდები?გამიყე საწოლი-მოისაწყლა თავი
-არა,არ მეცოდები-მიუგო მკაცრად,მაგრამ ეს გარეგნულად არ ეცოდებოდა თორემ შინაგანად ეშინოდა რამე არ დამართნოდა ალექსს ცივ იატაკზე წოლით,ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა
-კაი მოდი,ოღონდ თუ ოდნავ შეხებას ვიგრძნობ უკან დაგაბრუნებ,მპირდები?
-გპირდები ხელს არ გახლებ,პატარავ,-ეს თქვა და კუთვნილ ადგილზე გადაწვა
-კარგი მაშინ მე წავალ შხაპს მივიღებ,შენ დაიძინე ღამემშვიდობის
-კარგი,ხვალამდე,
თბილი წყალი თინს სხეულს ძალიან ესიამოვნა,დაღლილობა სულ მთლად მოეხსნა,წვიმის წვეთები,სუფთა წყალმა ჩამორეცხა სხეულიდან,სურნელოვანი ტანის გელი წაისვა და აბაზანიდან ,რომ გამოვიდა პირსახოც შემოხვეული ბნელოდა,ალექსსმა თავი მოიმკვდარუნა,ფანჯარაში მთვარე ანათებდა და თინას ნახევრად შიშველ სხეულს უჩენდა,ალექსმაა ოდნავ გაახილა თვალები და ნახევრად შიშველი თინას დანახვისას,დიდი ვეებერთელა ნერწყვი გადაყლაპა,საწყალს ეგონა სიბნელეა მაინცო და პირსახოცი შემოიხსნა,რას იფიქრებდა ორი საათის განმავლობაში,აელქსს თუ არ დაეძინებოდა,მის დაჭყეტილ თეთრად მანათობელ თვალებს ,რომ წააწყდა სწრაფად შემოცვა პერანგი და 
შუქი აანთო
-შე დამპალო,უზრდელო,არაა ადამიანო,-თან ხელებს ურტყავდა ბეჭებში,ალექსმა ვეღარ მოითმინდა წამოხტა და თინა კედელთან მიაყუდა
-ნუ ჩამბეგვე გოგო,რა ჩემი ბრალია შემთხვევოთ გამეხილა,ამ სილამაზეს რომელი კაცი აარიდებდა თვალს?-ამის თქმა და ლოყის აწვა ერთი იყო
-რამე დავაშავე?
ოდნავი სიფრთხილე,რომ გამოგეჩინა ასე აღარ მოხდებოდა,-თავს ვეღარ იკავებდა,ალექსი ნახევრად შიშველი თინას წინაშე რომელსაც საოცარი სურნელი აზდიოდა სხეულზე
-ხელი გამიშვი,აღარ მინდა ამაზე საუბარი,ხვალ მიიღებ სამაგიეროს,უტიფარო-მიუგო თინამ და საწოლისკე გაემართა

საშინლად ვარ დაღლილი,-მიუგო თინამ და კიბეებს აუყვა,არც კი უფიქრია დემეტრესთან შესვლა,გვერდი ჩაუარა ღია კარს და ოთხში შევიდა,დემეტრე მიხვდა თინამ უნახავად გაუარა მის კარს და მის სანახავად გავიდა
-რატომ არ შემოხვედი?-კითხა ოდნავ გამწყრალი ხმით საწოლზე ჩამომჯდარ თინას
-საშინლად ვარ დაღლილი,მაპატიეთ,მაგრამ მეძინება 
-ძილს არავინ გიშლით,მაგრამ ხომ შეგეძლოთ შემოსულიყავით და მოგეკიტხეთ,როგორ ვიყავი?-მუშტი შეკრა და თვალებში შეხედა ანერვიულებულ თინას,რომელსაც ლაპარაკიც კი აღარ შეეძლო ისე დაღალა მგზავრობამ
-ძლიან გთხოვთ,უპატივცემულობაში ნუ ჩამომართმევთ,მაგრამ ვიფიქრე გეძინებოდათ და აღარ შეგაწუხეთ,-მიუგო გაბედულად და საწოლიდან წამოდგა,ფრთხილად მივიდა და დემეტრეს ლოყაზე აკოცა,ვერც კი გაეაზრებინა ეს რატომ გააკეთა თინამ
-ეს რა იყო ახლა?-ოდნავ სახე აწითლებულმა კითხა თავ ჩაქინდრულ მომვლელს
-ეს იყო მონატრებული პაციენტის კოცნით დასაჩუქრება,ძალიან ვღელავდი თქვენს გამო ორი დღე ვარჯიშები,რომ გაგიცდათ,მაგრამ ისეთი საშინელი ამინდები იყო სასტუმროში,რომ არ დავრჩენილიყავით ალბათ ახლა ცოცხალიც არ ვიქნებოდი
-ნუ ამბობ სისულელეებს,ესეიგი შენდა ალექსი სასტუმროში იყავით,ალბათ ცალ-ცალკე ოთახებში ხომ?-ლოყები შეეფაკლა ორივეს და თინამ ფანჯარაში დაიწყო ყურება
-იცით,ბატონო დემეტრე,მე..
-რა შენ?-უკვე სიბრაზისგან ყურებიც ეწვოდა,გულში რაღაც ერჭობოდა,მაგრამ რა?
-მე და ალექსს ერთ ოთახში მოგვიწია ყოფნა,-უკვე უნდა ეჩხუბა თინამ,რომ დააყოლა
-გეფიცებით ზედმეტი არაფერი ყოფილა-
-მერე მე რა გინდაც ყოფილიყო,თქვენი ამბები აღარ მაინტერესებს რაც გინდათ ის ქენით,რა ვალდებული ხართ მე მაბაროთ აჩოტები,ბოდიშით,რომ ძილი დაგირღვიეთ,ნახვამდის-თითქოს არც აინტერესებდა თინას და ალექსის ურთიერთობა,აგდებულად უპასუხა და ოთახი დატოვა,თინა საშინლად გამწარდა დემეტრეს რეაქციაზე,გრძნობდა,რომ რაღაც მათ შორის იღვიძებდა,მაგრამ ამის აღიარება უჭირდა,ვერც დემეტრეს გაეგო ასე რატომ აინტერესებდა თინას ამბები ან რატომ ვერ გუობდა ალექსის გვერდით.
საღამოს თინამ დეემტრეს ვარჯიშები გაუკეთა და წამოდგომაც ცადეს
-აბა ფრთხილად ისე,რომ არაფერი დავიზიანოთ ჯერ წამოდექით-თან ამხნევებდა თინა და უციდიდა როდის გაბედავდა დემეტრე სავარძლიდან წამოდგომას,ხელებით დაეყრდნო და ნელა ნელა წამოიწია ცოტაც და დემეტრე უკვე ფეხზე იდგა,მაგრამ დიდი ხანი ვერ გაძლო წაბორძიკდა და თინა შეეშველა,რომ ძირს არ დაცემულიყო
-ყოჩახ,შენ შეძელი,-პატარა ბავშვივით უხაროდა,თინას და დემეტრეს გაბრწყინებულ თვალებს,რომ ხედავდა ორმაგად ბედნიერი ხდებოდა
-ჩვენ შევძელით,მადლობ თინა,სულ მალე ფეხზე დავდგები და ეს შენი დახმერით მოხდება,უღრმესი მადლობა,-და ლოყაზე აკოცა,თინა წამოწითლდა 
-ეს რას ნიშნავდა?
-რას და მადლობას,მადლობთ,რომ ასეთი კარგი ხართ,მაშინ,რომ შეგხვედროდი ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა-თავი ჩაქინდრა და მძიმე ბურთი გადაყლაპა,რომელიც საშინლად ტკენდა სხეულს
-როდის მაშინ?-ოდნავ აღელვებით კითხა თინამ,და თვალებ ამღვრეულ დემეტრეს გადახედა
-არა არფერი დაივიწყეთ,რაღაც მოვბოდე,ნუ მომაქცევთ ყურადღებას,შგიძლია წახვიდეთ
-კარგი როგორც გინდათ-უკმაყოფილომ დატოვა თინამ დემეტრე და ისევ ოთახში დაბრუნდა სადაც ალექსი დახვდა
-ოჰო,საიდან მობრძნადებით?
-რა თვენი საქმეა,თუ შეიძლება საწოლი გამითავისუფლეთ
-რატომ ვერ ვზივარ?
-ვერა
-ოხ,დამავიწყდა მეთქვა ძალიან სექსუალური იყავი გუშინ შიშველი,ნეტავ კიდე მომეცეს უფლება ეგ მშვენიერება ვიხილო
-დამპალო,გაეთირე ჩემი ოთახიდან,ვერ გიტან
-ვიცი მეც მიყვარხარ-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ოთახიდან გავიდა,თინა საწოლზე დაემხო და დემეტრეს ნათქვამზე დაიწყო ფიქრი.

ჩვეულებრივი დილა გათენდა,არაფრით გამორჩეული,მზეს უკვე შეესრუტა ბალახზე დაწვეთებული წვიმის წვეთები და შემოგარენი ოდნავ მოეშრო,მზის სხივებმა თინას ფანჯარაში შეიჭყუტუნეს და მძინარს პირდაპირ თვალებში დააცხრნენ,შეწუxებულმა თინამ ბალიში დაიმხო თუმცა სხივები მის შიგნითაც აღწევდენ,თითქოს ამას მის ჯიბრზე აკეთებდნენ,ამიტომ მან ძილი ვეღარ განაგრძო და საწოლიდან სზანტად წამოდგა გაიზმორა და ტანსაცმლის გამოლაგება დაიწყო,კარზე კაკუნი მოესმა და სწრაფად შემოიცვა ხალათი,სახელური ორჯელ გადატრიალდა და ოთახში წელში გამართული,ყელ მოღერებული სახე დამანჭული ალექსი შევიდა,ხელში სინი ეკავა ზედ წვენით და ბლინებით დამსვენებული,დინჯად გადმოდგა ნაბიჯები და თინას წინ აესვეტა,ოდნავ გაუღიმა და მის ოდნავ სეხსნილ ხალათს მიაშტერდა
-ახლავე გაეთრიე აქედან,-მკაცრად უთხრა თინამ და უფრო მაგრამ შემოიკრა ხალათი,შიგნით ჩამალვას ცდილობდა
-რა მოხდა პირვლად ხომ არ გხედავ თან ახლა უკვე ცცმული ხარ,-ნერწყვი გადაყლაპა სიტყვებთან ერთად და ტუჩზე იკბინა,საშინლად აღაგზნებდა ეს ციფრიფანა ქალბატონი,სინი საწოლზე დად ო და ოდნავ დაიხია უკან,-იმდენი ხანია გძინავს ვიფიქრე საუზმეს ოთახში ავუტან მეთქი,-უთხრა ამაყი ხმით და სინს მიაშტერდა
-არ მჭირდება სენი მორთმეული საუზმე,ფეხები რისთვის მაქ მოვწესრიგდები ცმოვალ და მეთვითონ მივხედავ ჩემს თავს,-გაგულისდა თინა
-მადლობას არ მეტყვი?მხოლოდ უნდა იჩხუბო?ადამიანურად ლაპარაკი არ შეგიძლია?-ოდნავ ნაწყენი ხმით კითხა ალექსმა და თავი საწყლად დახარა,ამასაობაში თინას მთლიანად ათვალიერება მოასწრო,კოჭახარინად წარბამდე,და მზერა მის განრისხებულ თვალებს აკანკალებულ ტუჩებს და გაოცებულ მზერას შეეჩეხა.
-გმადლო,ახლა კი მოაშორე აქედან სანამ გირტყი თავში,უზრდელო-ამ სიტყვებით განა რამეს აკლებდა,ალექსი მიუახლოვდა და ოდნავ სახო ხელი სახეზე,თინა შეკრთა და სიმწრისგან სახე აეწვა,გაბრაზებული მუშტებს კრავდა რომ ალექსისთვის დაერტყა,მაგრამ ეს ალექსს არ აბრკოლებდა უფრო ახლოს მიიწია მასთან და მთელი ძალიათ მიიკრა ისე რომ თინას სუნთქვა გაუძნელდა,ყელსი საშინელი ტკივილი იგრძნო ბოღმა ახრჩობდა,როგორ ვერ იტანდა ამ არა ადამიანს,მთელი სხეული კანკალმა მოიცვა,ალექსის გული ორმაგად აცეკვდა ასევე თინასიც,ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და მათი ტუჩები წამით ერთმანეთს შეერწყა,თინამ განრისხებული მოიშორა აღგზნებული მამაკაცი და ძლივძლიობით გააგდო ოთახიდან,სწრაფად სვარდა აბაზანააში და ტუჩებზე წყალი მოისვა,ყველანაირად ეცადა ის გემო ჩეხშო რაც კოცნის დროს განიცადა თუმცა ვერაფრით მოახერხა ამის მოშორება და კოცნის დავიწყება,მან ხომ პირველად აკოცა მამაკაცს თუმცა ეს მისი ნებით კიარა არამედ ძალიათ იყო,მაგრამ თინამ რაღაც იგრძნო კოცნის დროს და ეღიარა კიდეც,რომ ალექსის მიმართ გულგრილი არ იყო.
ოთახიდან გამოძევებული ალექსი,ბედნიერი სახით დაბრუნდა ოთახში და საწოლზე ჩამოჯდა,-სულ მალე ჩემო პატარავ,სულ მალე,-იმეორებდა და ტუჩზე ხელს ისმევდა

წყალი გადაივლო და ოთახიდან გავიდა,კიბეებთან ელიზაბედი შეხვდა,ზრდილობიანად ნუ ეცადა,მაინც მიესალმა და მისაღებს მიაშურა სადაც ალექსი კომფორტულად იყო მოკალათებული და ტელევიზორს უყურებდა,თინა ხმის ამოუღებლად შემობრუნდა და სამზარეულოსკენ იწყო სვლა,დემეტრესთვის საუზმე რომ გაემზადებინა,მზარეულს მიესალამა და გაწყობას,რომ მორჩა დემეტრეს ოთახისკენ გაემართა,იმ იმედით,რომ იქ ელიზაბედი არ დახვდებოდა და გუშინდელზე კითხავდა დემეტრეს,იმედები არც გაუცრუვდა,რომ შევიდა ელიზაბედი ათი წუთის გასული იყო,დემეტრე მოიკიტხა და ვარჯიშების შემდეგ ასაუზმა,გვერდით ჩამოჯდა და ინტერესით აღსავსე თვალბი მიაპყრო მწოლიარე მამაკაცს რომელიც გაბრზაბეული ბრდვინავდა,თუმრე სიხარულით უმცნობებია ალექსს მისი და თინას ამბავი,რომელიც ამ დილით მოხდა და საწყალ დემეტრეს დილიდანვე მოუშალა ნერვები და ხასიათი გაუფუჭა.
-არაფრის თქმა არ გინდა?-კითხა ოდნავ ბოხი და გამწყრალი ხმით დემეტრემ და ჩასისხლანებული თვალები მიანათა,ოდნავ ანერვიულებულ თინას
-არა და შენ?თუმცა როგორ არაა გუშინ რატომ მითხარით,რომ მაშინ,რომ შეგხვედროდი ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდაო,როდის მაშინ არ გინდა ამიხსნა?,-დემეტრეს ფერი ეცვალა ხელები ნერვიულად აუთამაშდა,თვალებში ცრემლი ჩაუგროვდა მაგრამ,მალევე მოიშორა და ისევ გაბრაზებული ხმით შეუტია შეკითხვის ავტორს
-როდის გუშინ არაფერი მახსოვს,ალბათ ალექსმა გითხრა კოცნის დროს და დაგავიწყდა,-ამის თქმაზე თინას ლოყები აუხურდა სახე მთლიანად აეწვა,მიხვდა ალექსს გრძელი ენა ჰქონდა
-მან გითხრა?-კითხა აკანკალებული ხმით,თუმცა სხვა ვინ ეტყოდა
-კი,რატომ არ მითხარი,რომ გკითხე რამე ხომ არ გაქ სათქმელი მეთქი?-ტონს აუწია დემეტრემ
-შენ მითხარი,რომ არ გაინტერესებდა ჩემი და მისი ურთიერთობა და ახლა რატომ მეჩხუბები?-ოდნავ მკაცრი ხმით მიმართა თინამ,ძარღვებ დაბერილ დემეტრეს
-ხომ,მაგრამ ეს უნდა გეთვა,შენი ნებით მოხდა?ძალა იხმარა?უნდა ვიცოდე
-ისეთი არაფერი მომხდარა უბრალოდ მაკოცა,-მიუგო მშვიდად
-და შენ ეს მოგეწონა
-ვერ გავიგე დაკითხვას მიწყობ?რა შენი საქმეა რა მოხდა მე ვარ შენი მომვლელი და არაა და და ნუ მაკონტროლებ
-არ გაკონტროლებ,მე უბრალოდ,-მიუგო ოდნავ დაბალი ხმით
-რა უბრალოდ,რომ მე უსუსური არსება ვარ და ვიღაც ზეიბარის გარეშე თავს ვერ დავიცავ?-ამის ტმაზე მიხვდა ,რომ ცუდად გამოუვიდა და დემეტრეს დაუჩოქა,საწყალს ცრემლი წასკდა თინას სიტყვებზე და მუშტები შეკრა,ყელში ბურთი გაეჩხირა,თვალები აუწყლიანდა მთელი სახე ზიზღით დაიფარა
-მაპატიე არ მინდოდა,-თბილად შეახო ხელი ხელზე და ცრემელბი წამოცვივდა
-უკვე აღარაფერი მაინტერესებს,ვიცი მე ვარ სრულიად უქნარა გამოუსადეგარი ადამიანი,ჯობდა მოვმკდარიყავი ვიდე ასე ვყოფილიყავი არაფრის მაქნისი
-გთხოვ ამას ნუ ამბბო,მე არ მინდოდა ამის თქმა
-მე გაიძულე ხო-კიტხა და ცრემლი ხელით მოიშრო ლოყიდან
-არა,მისმინე მე აქ ვარ იმისთვის,რომ შენ მდგომარეობიდან გამოხვიდე,ასე,რომ ჩენ და არა შენ,უნდა ვიბრძოლოთ,რომ მალე შენ სიარული შძლო,მოდი ვცადოთ,-უთხრა გაბრწყინებული თვალებით და ხელი უფრო მაგრად მოუჭირა
-კარგი ვცადოთ,ოღონდ თუ დავეცი შენ ამაყენებ,-მიუგო ოდნავ მხიარული ხმით და ხელი ნაზად შეახო სახეზე
-ნუ თუ მოგერიე,მაგრამ არ დაეცემი მერწმუნე,-უთხრა გაბედულად და წამოდგომაში მოეხმარა,ცოტაც და დეემტრე უკვე ვეხზე იყო და წინ ნაბიჯს დგამდა მაგრამ წაბორძიკდა თუმცა თავი შეიკავა და ნაბიჯი გადადგა,ერთ ნაბიჯს მეორე მოყვა,მეორეს მესამე და ორივეს სიხარულისგან ცვიოდათ ცრემლები
-მე,მე გავიარე თინა მე,-და ძლიერად ჩაეხუტა,-თინამ მისგან ისეთი სითბო იგრძნო,იეთი მხურვალება,მოუნდა ეს დრო გაჩრებეულიყო,საოცრად შეერწყა ორი სხეული ერთმანეთს თითოს,ორი ცალკე სული ერთ სულში შეერთდა,ორივეს თაეხუჭა თალები და ტკბებოდნენ ამ წუთით,თუმცა დემეტრემ ვეღარ შეძლო დიდხანს დგომა წაბორძიკდა და თინაც თან გაიყოლა,ორივე საწოლზე დაეცა,დემეტრე ზემოდან დასცქეროდა,მოკისკისე ქალაბოტნს და ვეღარ მოთოკა,რომ მის ბაგეს არ შეხებოდა,ცოტა,რომ დასერიოზულდა თინა,ტუჩებზე საოცარი შეხება იგრძნო და ერთიანად აკანკალდა, ეს დემეტრეს ტუჩები იყო.

რამდენიმე დღეში დემეტრე სრულყოფილ ადამიანად იქცა და ეს თინას დამსახურება იყო.
ერთ ჩეულ დილას,ელიზაბედი,დემეტრე,ალექსი და ლანა სიფრას მიუსხდნენ და საუზმობას აპირებდნენ,მათ მალევე თინაც შეუერთდა,ის და დემეტრე თალებით ჭამდენ ერთმანეთს ეს რათქმაუნდა ალექსს არ გამოპარვია და ელიზაბედს რაღაცას გადასჩურჩულებდა,ამბის გამგები ელიზაბედი ბოღმით სავსე თვალით გახედავდა თვალებ აციმციმებულ თინას,რომელიც ცალი თვალით თეფშს დაჰყურებდა ცალით,კი დემეტრეს შესქეროდა,მათი მზერა ყოველთვის ხვდებოდა ერთამენთს,საუზმისას საცოლისთის ერთი წამითაც კი არ შეუხედავს,ელიზაბედი გაცხარდა,სუფრიდან წამოდგა და კიბეები აირბინა სლუკუნით,დემეტრე გაკვირვებული წამოდგა და კიბეებისკენ გაემართა,თუმცა გზაში ალექმა შეაჩერა
-მე დავამშვიდებ შენ სუფრაზე დაბრუნდი-მიუგო და კიბეს აუყვა,დემეტრე ისევ დაბრუნდა ლანას და თინასთან და განაგრძო მშვენიერების ცქერა მირთმევასთან ერთად,ალექსი კი ამასობაში ელიზაბედის დაწყნარებას ცდილობდა
-კარგი რა,მას შენ უყვარხარ ნუ წიკვინებ პატარა ხომ არ ხარ
-შენ ნუ მასწავლი რა გავაკეთო ჯოია მალე დაკერო თინა და აქედან აახვიოთ,გასაგებია?-უყვიროდა გაცეცხლებული ელიზაბედი 
-აუ მოჯექი რა,დამაცადე ცოტახანიც და მოგაშორებ,-უთხრა და ოთახში გულამომსკდარი ელიზაბედი დატოვ,საწოლზე დაემხო და აქვითინდა,დაბლა ჩასულ ალექსს წინ დემემტრეს ინტრესით აღსავსე თვალები შეეჩეხა,ეცადა თავის არიდებას თუმცა არ გამოუვიდა,ხელი მოკიდა და გვერდით კაბინეტში გაიყვანა
-რა სჭირს ელიზაბედს?რამე ტკივა?
-კი გული ტკივა,-უთხრა გაბრაზებული და ცივი ხმით სიძეს და შეკრული მუშტი მაგიდაზე დასცხო
-რას ვარდები ვერ გავიგე მე საჩხუბრათ კიარ გამომიყვანიხარ,ძმურად გელაპარაკები,რატომ?მე ვაწყენინე?
-კი,ამას შნგან არ მოველოდი,კაი ჯანდაბას ელიზაბედი მე რატომ მეჩხირები?არ გყავს ცოლი?წადი რა იმსა მიხედე თავისუფალ ადგილს ნუ მახევ რა ძმაო შნს დაკავებულ ადგილს,რომ მიხედო ჯობია თორემ მალე განთვისუფლდება დ აორი კურდძლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭრ გაიგე/?თინას მალე ცოლად მოვიყვან-დააყოლა ბოლოს ცინიზმით სავსე სიტყვები და ერთიადა ალეწილ ვენებ დაბერილ დემეტრეს გადახედა
-მერე მას თუ სურშ შენი ცოლობა?
-რატომ არ სურს,რამით ნაკლები ვარ შენზე?ფული მაკლია თუ დიდება
-მას ფულით და დიდებით ვერ იყიდი,ის პაწაწინა ანგელოზია რომელსაც უნდა გაუფრთზილდე,ცივი ნიავი ა რუნდა მიაკარო,არ უნდა გაგისხლტეს თორემ გაფრინდება,მის გული ძალიან სათუთია და წამში შიძლება ნამსხვერევებათ იქცეს,გარეგნულად ძლიერია თუმცა ეს ასე არაა და მგონი მის სულს სხეულს და მთლიანად მას ვიცნობ ,შენზე უკეთ,არ მინდა,რომ ვინმემმ გული ატკინოს რატომ არ ვიცი მინდა დავიცვა ყველასგან ვინც უბრალოდ ცივად შხედავს,ან ერთი ღერი თმაც რომ ჩმოცვივდეს და მის ლამაზ კულულს დააკლდეს ვიღაცას ავლეწავ,მის თმაზე ნაადრევი ჭაღარა ,რომ დავინახო ჩემი ხელით აგკუწავ ან შენ ან სხვას არავის დაგინდობთ,თუ ჩემი არ იქნება და მე არ მეღირსება მის მკლავებში გაღვიძება,ვერც იმას ვაპატიებ თავს,რომ ჩემს გარეშე ის ვერ იქნება ბედნიერი,-ალექსი გაშტერებული უსმენდა დემემტრეს და სიბრაზე ნელნელა ემატებოდა.

 ღამის სამი საათი იყო,ყველას ეძინა თინას და დემეტრეს გარდა,გვერდი გვერდ ოთახებში,ორი ადამიანის გახშირებული სუნთქვა ისმოდადა ღამის სიმშვიდეს არღვევდა,თინა ადგილს იცვლიდა თვალებს ხუჭავდა,ასევე დემეტრეც თუმცა არცერთ არ ეკარებოდათ ძილი,ერთმანეთის ფიქრებში იყვნენ ჩაძირულები,წამით ის მომენტი გაუვლიდათ თვალწინ და ნასიამოვნებს ეღიმებოდათ,თუმცა ცრემლი მაინც მოაპობდა მათ სახეს,რადგან ორივემ იცოდა,რომ ერთად ყოფნა შეუძლებელია,ალექსის სიტყვებზე,რომ მალე ხელს თხოვდა დემეტრეს გულს უფრო უტკიებდა და სიმწრისგან მუშტებს მაგრად კრავდა,რას ვიფიქრებდით მესამე სულიერსაც თუ ეღვიძა და ფიქრებში გართულ ქალბატონთან მიაბიჯებდა,ხელში გასანათებელით,წვერებზე მდგარი ნელა-ნელა მიიიპარებოდა თინას ოთახისკენ,კარი ფრთხილად შეაღო და ფრთხილად მიუახლოვდა,თინას ტვალები ეხუჭა თუმცა არ ეძინა ტალწინ დემეტრე ედგა,ალექსისი შეხება,რომ იგრძნო,ეგონა დემეტრე ეხობოდა და წამოიწია,სიბნელეში ვერ გაარჩია და ისე მაგრად ჩაეხუტა ალექსს სუნთქვა შეეკრა,მასაც მეტი რა უნდოდა ფრთხილად დააწვინა ისევ და თვითონ ზემოდან მოექცა,ნაზად ეფერებოდა და როდესაც ტანზე გახდა დაუპირა ფანჯარაში მთვარემ შემოანათა და თინას კივილმა მთელი ოთახი მოიცვა,მალევე ააფარა დემემტრემ ხელი და ზალდატანებით ისევ მოიქცია მლავებში,თინა უძალიანდებოდა მაგრამ ძალა აღარ ყოფნიდა,ძალღონე მოიკრიბა და ალექსი ძირს გადააგდო,გამგელებული მამაკაცი წამოხტა ქამარი მოიმარჯვა და თინას გადაარტყა,ასე ძალადობით ცდილობდა,მასთან ურტიერთობის დამყარებას,ცემით დასუსტებული თინა საწოლზე ეგდო,ალექსს აღარაფრის თავი არ ქონდა ცემა და გამწარებული ოთახიდან გავიდა.თინა ვეღარც ტიროდა ვეღარც შველას ითხოვდა,მისგან არაფერი იყო დარჩენილი,ყველაფერი ტკიოდა განსაკუთრებით,ქამრისგან დამჩნეული ზოლები,საბანში გაეხვია და დაძინება სცადა,თუმცა ვერაფრით შეძლო და ფორთხვით მივიდა დემეტრეს ოთახამდე
-დემე..ტრეე მიშ..,-ესღა წარმოთქვა და გონი დაკარგა,დემეტრეს არ ეძინა და მის ოთახთან ძირს უგონოდ მწოლი თინა,რომ დაინახა გული სასინლად გაუხდა სწრაფად წამოდგა საწოლიდან და ხელში აიყვანა,ცრემლი წამოცვივდა და თინას მთლიანი სახე დაენამა
-ჩემო პატარავ ასე ვინ,რომელმა მხეცმა გიქნა,გთხოვ გონს მოდი-და სახეზე კოცნა და ფერება დაუწყო,საწოლზე დააწვინა და იარების დამუშავება დაიწყო,თინამ წვა იგრძნო და გამოფხიზლდა
-დემეტრე მიშველე-ატირდა და მაგრად ჩაეხუტა,დემეტრემ მთელი არსებით მიიკრა გულში და თვითონაც უფრო უმატა ტირილს
-ალესმა გცემაა?თუმცა სხვა ვინ იქნებოდა,მე მაგის დედას,დამაცადე ცემო პატარა მე მაგას დედას ვუტირებ თუ არ დავბეჟო მე ვიყო არაკაცი,ჩემო ანგელოზო,ვიგრძენი,რომ რაღაც ვერ იყო და გამოსვლა დავაპირე მაგრამ მომერიდა მეგონა გეძინა,მაპატიე,რომ არ მვუსმინე გულს გემუდარები,გპირდები დღეიდან ხელს ვეღარავინ გახლებს,უფრო მაგრად მიიხუტა და ასე ერთად ჩახუტებულებს მიეძინათ,ღია კარებში.

ალექსი უგონოდ იწვა და მისი სხეულიდან სისხლი მოედინებოდა,ვეღარც ლაპარაკობდა,უბრალოდ იწვა და სიკვდილს ელოდებოდა,მის ზემოთ გამხეცებული დემეტრე,მუშტებ მოღერებული,ქოშინებდა,სახე საშინლად დამანჭვოდა და გამწარებული დასისხლიანებულ ხელებს ერთმანეთზე ურტყამდა,ფანჯარაში მთვარე ანათებდა და მომაკვდავ ალექსის ნახევრად დასცქერიდა,მგონი მთელი აღაფერი დარჩენოდა ამ საწყალს,კვენისას ხმა არღვევდა ღამის სიჩუმეს,თინას და სხვა ქალბატონებს ეძინათ და ვერც გაიგეს,დემეტრეს ალექსის ჩხუბი,წამით ინანა ეს არაადამიანურ საქციელად ჩათვალა და ღმერთს დაუჩოქა,პატიება სთხოვა,ადამიანს ხელით,რომ შეეხო თუმცა თინას გულისთვის ის მთას გადადგამს,ყველაფერს იღონებს,რომ მის ფერიას არაფერი დაუზიანდეს და მუდამ ღიმილი ეფინებოდეს მის ბაგეს,რაც ყველაზე მეტად მოსოწნს დემეტრეს მასში,არა მას მთლიანად ის მოსწონს და უყვარს,აღმერთებს,უკვდავი,რომ იყოს,მთელ სიცოცხლეს მას აჩუქებდა,მთელ მის უკვდავებას მასთან გაატარებდა და უსასრულოდ მისი იქნებოდა,მაგრამ გულს ის ტკენს,რომ უსასრულოდ არ ცხოვრობს თუმცა ის მისი მაინც არაა და მთელი დარჩენილი სიცოცხლე მას არ ეძღვნება,დემეტრე მალე ელიზაბედის ნაწილი,მეუღლე გახდება,თუმცა დემეტრე არაა მზად თინასთვის განკუთვნილი გული სხვა ქალს დაუთმოს,ის უბრალოდ მორალურად არაა მზად,როგორ შეაღწია თინამ,მის გულში ამის ახსნა ძალიან უჭირს,თუმცა,რომ შეაღწია და იქ სამუდამოდ დაიდო ბინა ეს ფაქტია,მხოლოდ ის აბედნიერებდათ ამ ორ ანგელოზსს,რომ გრძნობა ორმხრივი იყო.
ალექსი ნანობდა თინას ასე,რომ მოექცა თუმცა უკვე გვიანი იყო,საშინლად ნაცემი დილით ოთახიდან აღარ გამოსულა,არც ის და არც თინა,თინასთან ყოველწამს ადიოდა დემეტრე და საჭმელი აქონდა,ალესს კი მედდა უვლიდა,დემეტრემ სპეციალურად დაუქირავა,რომ მის გამო არ სურდა დარჩენილი ცხოვრების ციხეში გატარება,ამ არამზადის გამო,ვერ მიატოვებდა მის ფერიას დ აგულს ვერ ატკენდა.
თინას ხელის გამოძრავება უჭირდა,ამიტომ დემეტრე თავისი ხელით აჭმევდა და ეს საოცრად სიამოვნებდა,თინა გატრუნული,მის ყოველ მიწოდებულ ლუკმას გემრიელად შეექცეოდა და მადლობის ნიშნად,ოდნავ ეხებოდა ხელზე,დემეტრე კი შუბლზე კოცნიდა,ნაზად რადგან ნაიარევი არ ტკენოდა,საუზმეს,რომ მორჩა,პირი მოწმინდა და სინი გვერდით გადადო.
-ჩემო პატარავ,მაინც ლამაზი ხარ,იცი რას მაგონებ?-თან ეღიმებოდა დემეტრეს,და ხელზე ნაზად ეფერებოდა,-პაწაწინა ფერიას,რომელსაც,ნაიარევისდა მიუხედავად სახე ისევ ისეთი ლამაზი და სათუთი აქ,სათნო გამოხედავ და აწყლიანებული თვალები,ნორჩი კანი და პატარა ბავშვივით,სრიალა თმა აქ,და კიდევ მაგონებ ვარდს,შენი ჭრილობების და მიუხედავდ,მაინც ლამაზი და ყველასთვის სასურველი ხარ,თუმცა შენ ყველასი არ ხარ შენ მხოლოდ ერთის ხარ,და ის ერთი გპირდება,რომ სულ მალე მისი იქნები,-მისკენ დაიხარა და ოდნავ შეეხო ბაგეზე,თინა წამოწითლდა და მანაც კოცნით უპასუხა,ცოტა ლაპარაკი უჭირდა თუმცა,დემეტრეს სიტყვების მერე ძნელი იყო პასუხი არ გაგეცა
-იმ დღიდან გიცნობ როდესა ამ სახლში ფეხი შემოვდგი,როგორც კი დაგინახე ეგრევე შეგიცანი ხმის ამოუღებლად მივხვდი ვინც იყავი და არც იყავი,მე არავის დარიგება არ გავითვალისწინე,ჩემებურად მოგიდექი და ყველაფერი ისე წარიმართა როგორც ველოდი და იმაზე უკეთაც,შენი თბილი ხმა,შეხება ყველაფერი საშინელ ტკივილს და სიამოვნებას მგვრის,თან მეშინია თან მინდა,რომ ეს შეხება კოცნა სამუდამოდ ცემი იყოს,და შენ ჩემი გერქვას,მე შენ ბოლომდე გგრძნობ,ბოლომდე განგიცდი,ბოლომდე შენში ვარ და ბოლომდე ჩემში ხარ,ალბათ არ არსებობს,არა ლბათ კიარა არ არსებობს ადამიანი,რომელიც შენს ადგილს დაიკავებს აი აქ გულში,-მისი ხელი გულზე დაიდო თინამ და ერთმანეთს თვალებში ჩასცქერიდნენ.
რამდენიმე დღე იწვა თინა,სანამ ყველაფერი არ მოურჩა დეემტრე უკრძალავდა ადგომას,რადგან ეშინოდა არ გართულებოდა,თინა სიცილ-კისკისით ეუბნებოდა ხოლმე და დემეტრსაც ეღიმებოდა მის აზრებზე
-ჯერ მე ახლა შენ,პოსტები შევცვალეთ,ჯერ მე გივლიდი ახლა შენ მიხდი სამაგიეროს ხომ?-და გაეღიმა
-ეს არაფერია იმასთან,რაც შენ ჩემთვის გააკეთე,ჩემო პაწაწუნა მე ისეთს არაფერის ვაკეთებ
-ახლა სუ,-ტუჩზე შეახო თითი და ჩაიხითხითა
-ახლა გიკიჭებ ამ პაწაწუნა თითზე,-უთხრა და თვითონაც გაეცინა თავის სიტყვებზე-თუ არ გაწევ შემომეჭმევა იმდენად გემრიელია,-ამაზე ორივე სიცილით გაიგუდა,იდილია კარებთან მდგარმა ელიზაბედმა დაარღვია
-ხელს ხომ არ გიშლით-კითხა აგდებული და ცინიკური ტონით და ნაძალადევად გაიღიმა
-არა-მიუგო უხეშად დემეტრემ და მასთან მივიდა-რამე გინდა?ხომ ხედავ შენი ბიძაშვილის ნამოქმედარის გამო რა დღეშია მას დახმარება სჭირდება,იმ არაკაცს კი ვუჩივლებ ქალზე ძალა,რომ იხმარა
-ვერ უჩივლებ,უჩივლებ და ჩათვალე ქორწილს ვაუქმებ
-გააუქმე მერე, მე შენ აღარ მიყვარხარ,ვერ გიტან ვერც შენ და ვერც შენს ალექსს,საიდანაც მოხვედით ისევ იქ წაბრძანდით
-შენ ჯინაზე ფეხს არ მოვიცვლი,გინდა ციხეში ჩასვა?ჩასვი არ მადარდებს მე მიყვარხარ და არავის დავუთმობ შენს თავს,ჯერ კარგად არ მიცნობ საყვარელო რისი გამკეთებელიც ვარ,-ოდნავ შეახო ხელი ნიკაპზე და სიცილ-ხარხარით ჩუყვა კიბეებს,დემეტრე ანერვიულდა,მუშტები შეკრა და ძარღვები დახეთქვას ჰქონდა,თინა ააღელვა მისმა საქციელმა,გაბრაზებმა და დასამშვიდებლად თავისკენ უხმო,დემეტრეც ფინია ლეკვივით მიუცუცქდა მის ერთადერთს და სმენად იქცა.
-მისმინე დემეტრე,ახლა მთავარია არ აღელვდე არაფერი მოხდება,ეს მუქარა ცარიელი სიტყვებია დამიჯერე ელიზაბედს უყვარხარ და არ გააკეთებს ისეთ რაღაცას რაც შენ გულს გატკენს,არც ეგეთი ცივი ჩანს,ეს სიტყვები უფრო სასოწარკვეთილ ქალს მომაგონებდა,რომელმაც არ იცის საყვარელი ადამიანი რა გზით შეინარჩუნოს გარდა მუქარისა და ესეც გამოიყენა ამიტომ შენ კაცი ხარ და უნდა ხვდებოდე,რომ ჩვენ ქალებს მხოლოდ მუქარა შეგვიძლია და მისი ორგანიზება ნაკლებად სავარაუდოა
-შენ არ იცნობ ელიზაბედს და მასე იმიტომ ლაპარაკობ,ბოღმით და სიძულვილით აქვს სავსე გული,გულიც არაა ის ქვაა,ვერ ვხვდები ასეთი ადამიანები როგორ იბადებიან,იმ დღეს შევცდი,როცა მამაჩემს დავუჯერე და ყველა საბუთს წაუკითხავადა მოვაწერე ხელი,მის მერე ყველაფერი აირია,მამაჩემი მოკლეს და მთელი ქონება განიავდა,ძლივს მოვახერხე წინ წაწევა და ელიზაბედის მამასთან გავაბი კავშირი,მერე ელიზაბედს შევხვდი,ვერ მოვიტყუები თავიდან მომხიბლა და თავი შემაყვარა,თუმცა ავადმყოფობის პერიოდში,სიყვარული განელდა,ამას სიშორეს არ ვაბრალებ რადგან ის მალევე ჩამოვიდა და შენც კარგად იცი,რომ უკვე დიდი ხანია რაც აქაა,თუმცა მე ის აღარ მიყვარს,უფრო მეტიც მისმა საქცილემა შემაძულა,ხან მავიწყდება,რომ ქალია
-ახლა,რომ გისმენდეს გული საშინლად ეტკინედბოდა,გამოდის მისი ანუ მამამისი დამსახურებაა შენ ახლა დიდძალი ქონების პატრონი,რომ ხარ.
-კი ეგრეა თუმცა ეს ხელს არ მიშლის მას გავეყარო,მამაისი არაა ცუდი კაცი ესაა თვითონ რაღაცნაირი,ეგ და ალექსი ბოღმისგან არიან წარმოქმნილები,კარგი აღარ გვინდა ამაზე საუბარი,მინდა ჩაგეხუტო,ჩემი ფერია ხარ,მხოლოდ შენი არსებობა მაძლევს ძალას მეც ვიარსებო,ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ,მჭირდები,მესამყაროები,გამუდმებით ჩემს გულში და ფიქრებ?ში ზიხარ,დღე საათი,წუთი,წამი,წამის მეასედი არ გავა,რომ შენზე არ ვიფიქრო,უშენოდ წიგნის პატარა ნაგლეჯი ვარ,სადაც ყველაზე უინტერესო რამ წერია,ჩემი სულის ნახევარი ხარ,ჩვენი ერთი მთლიანი სული ვართ,ხომ გაგიგია ერთი სული ორ სხეულში,მე და შენ ერთი სული გვაკავშირებს,სხეულით სხვანი სულით ერთნი,ჩემი ანგელოზი ციდან მოფრენილი ოცნება ხარ,მეტი მე არაფერი შემიძლია გითხრა,გარდა იმ ძლიერი სიტყვისა."მიყვარხარ",და იმ ძლიერი წინადადებისა,"მე შენ გაღმერთებ,ჩემში ჩემზე მეტი ხარ და უსასრულოდ სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგაც მიყვარხარ"
***
თოვლით დაფარულ გზას ქურქში გამოწყობილი ქალი მიუყვებოდა,ნაზად ადგამდა ფეხს,რომ თოვლი ძალაინ არ დაეტკეპნა,თან არემარეს შეჰყურებდა და ტკბებოდა ქალაქის სილამაზით,გვერდით ბავშვებმა ჩურბინეს,თან ერთმანეთს გუნდებს უშენდნენ,მათი მხიარულება თინასაც გადაედო,თუმცა სუსხიანი ქარი ხელს უშლიდა ბოლომდე გაეხარა თოვლით,ხელის გაყოფაც კი ეზარებოდა მართალია ხელთათმანით ჰქონდა შემოსილი თუმცა სიცივე მაინც ატანდა,ძვლებში,ერთი თვეა რაც დემეტრეს სახლიდან წამოვიდა და სამსახურის ძებნაში დღეები უქმად გარბის,დღესაც მიაბიჯებს ,იქნებ სადმე სამსახური იშოვოს,ტორემ შიმშილით კუჭი გაუხმება მალე,სიცივისგან სახე აწითლებულს მხოლოდ თვალებიღა უჩანდა,კაშნეს მთელი სახე დაეფარა,ქარიც უფრო მატულობდა და ლამის წაეღო ეს სიფრიფანა ქალბატონი,რომელიც უკვე ძლიერად ადგამდა ფეხებს,იმის შიშიტ,რომ მართლა არ წაეღო სადღაც ქარს,მხარზე გუნდის მოხვედრა იგრძნო თუმცა სვლა არ შეუწყვეტია,ისევ მიაბიჯებდა უდარდელად სანამ მეორე გუნდა არ მოხვდა,უკან მიბრუნდა და ხელმეორედ გადატკეპნა თოვლი,უცნობს მივარდა და გუნდები დაუშინა,მაგრამ ვერაფერი დააკლო,მაღალ მძლიერ მამაკაც რომელიც მყარად იდგა თოვლზე და თინას რეაქციით ხალოსობდა,თინა კი ნერვებ მოშლილი ბოლო ხმაზე უყვიროდა
-თქვენ ნორმალური ხართ?სად დაკარგეთ ქალის პატივისცემა,ბავსვი მაინც იყოთ,დამდგარხართ მახელა ახმახი და ქალს გუნდებით ესხმით თავს,-მის წიკვინზე უცნობი სიცილით იგუდებოდა,კაშნე ისე ჰქონდა შემოხვეული,მთელი ხასე დაეფარა მხოლოდ მომწვანო თვალები ელვარებდა,იდგა გაუნძრევლად და ხელში გუნდას ათამაშებდა,ზემოდან დაჰყურებდა პატარა ქალბატონს,რომელი სიბრაზისგან ფეხსაცლიდან ხტებოდა,იჭლინკებოდა,რომ როგორმე გატოლებოდა მაგრამ ვერაფრით მოახერხა ბალანსის შევსება,მისკენ მიიწია უცნობი და თვალებში ჩააშტერდა,ეს თვალები,სურნელი,ხმის ტემბრი,დგომის მანერა,ყველაფერი ძალიან ეცნობოდა თინას,ის წარსული რომლის დავიწყებასაც ამ დღემდე ცდილობდა ხელახლა ამოუტივტივდა გონებაში უცნობის დაჟიბეულმა მზერამ ააღელვა და უკან დაიხია,არ სურდა მას შეემძნია,რომ ეშინოდათ მისი ამიტომ,თინამ ამაყად ახედა ახმახს და განრისხებული თვალები მიანათა
-რა საყვარელი ყოფილხარ,როცა ბრაზდები,ადრე რატომ ვერ ვამჩნევდი?ალბათ იმიტომ,რომ დამჯერ პაცინეტი ვიყავი,ეს რამდენად გამომდიოდა თქვენ შეაფასეთ,თინა ექიმო,-თინა სახე აეწვა,ყველაფერს მიხვდა,უცნობი სულაც არ იყო უცნობი,თვალზე ცრემლი მოადგა თუმცა გადმოსვლის საშვალება არ მისცა,ეგრევე მიეყინა სახეზე
-რას ნიშნავს ეს ყველაფერი,რა მასხრობაა,ამხელა კაცს არ გშვენით,ყოველ წამს კუდში დევა და სხვისი კონტროლი არ მოგბეზრდა?ამ თვის განმავლობაში სულ ვგრძნობი,რომ ვიღაც მითვალთვალებდა აი თურმე ვინ ყოფილა,შენ რა ზამთრის პირველ დღეს ელოდებოდი რომ გამომცნაურებოდი?
-ეს თოვლი არაფერს გახსენებს იმ დროს არ გახსენებს,როცა პირველად მნახე?არ გახსოვს გუნებით რომ ვიომეთ მე ძირს რომ გამშოტე,და დაუნდობლად მიშენდი,მე ვარ ის ვისაც შენ ისე ამიბზუე არც არაფერი გითქვამს,როცა გკითხე ასაკი არაფერი მითხარ გარდა იმისა,რომ პატარებს არ უნდა ეკითხებოდე ასაკსო და უცნობთან ლაპარაკი არ შეიძლება თურმე,ისე გაიქეცი სახელიც კი არ გითქვამს,მე კი ორივე გითხარი,მის მერე კიდევ შევხვდით ჩვენ ერთმანეთს აბა გაიხსენე,უნივერსიტეტში არც მაშინ გითქვამს რამე ნუ არც მე უბრალოდ გნახულობდი უხმოდ და მივდიოდი უხმოდ,მაშინ შენი სურათი ჩავიგდე ხელში და როდესაც შენ ჩემს მოსავლელად მოხვედი,პირველ დღესვე გიცანი,შენი სახე ხმა,რომელიც მაშინ გავიგე მხოლოდ,როცა მეჩხუბე,შენს გამო უნივერსიტეტში ვაგვიანებო და ერთი ამბავი დამაღწიე გახსოვს?ლამის ჩანთით ჩამქოლე.
-ახლა რატომ მიყვები ამას?ვერ ვხვდები რა გინდა ამით,რის მიღწევას ცდილობ?
-რის და გახსოვს მე რომ გითხარი ,მაშინ,რომ შეგხვედროდი ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა,ბოლო კურსზე,რომ იყავი მაშინ რომ მენახე ავარია არ მომივიდოდა და არც შენ მოგიწევდა ჩემი მოვლა უბრალოდ გერქმეოდა ჩემი ცოლი.-თინა გაოგნებული შეჰყურებდა ჩაფუთნულ მამაკაცს და ცრემლი მიედინებოდა ლოყაზე,თავი დამნაშავედ იგრძნო,თუმცა გამოდის ეს დანაშაული მანვე გამოასწორა.
-მაპატიე მეჩქარება სახლში მოხუცს უნდა მოვუარო,რაც შენ წახვედი ძალინ ინერვიულა,საშინლად ენატრები ყოველდღე შენ გახსენებს მგონი ჩემზე მეტადაც უყვარხარ,სასაცილოა სატირალი,რომ არ იყოს,ქალი,არა ის უკვე სამოცდათხუთმეტ წელს მიტანებული მოხუცია,რომელსაც თავი შეაყვარე და მისი ცხოვრებიდა წამში გაუჩინარდი,ყოველდღე გკითხულობდა,დაბადებისდღეზე ეგონა მოხვიდოდი გუშინ ჰქონდა,გარეგნულად რა ახალგაზრდაა არა?სულ ვერ იტყვი,რომ სამოცდაათს გადაცილებულია უკვე,ღამე შენს სახელს ახსენებს გამუდმებით ძილში და როცა მასთან მივალ გასაღვიძებლად,ხელს მიჭერს და მეუბნება მას გაუფრთხილდი თორემ მალე ისეთ ადგილას წავა საიდანაც არავინ უნახავთ დაბრუნებულიო,მეც შიშმა ამიტანა და შენსკენ გამოვწიე,მინდა ისევ მიგისაკუთრო,ისე როგორც თვის წინ და კიდევ უფრო დიდი ხნის წინ,მინდა ისევ შევეხო მაგ წითელ-ღვინისფრად მოელვარე და აკანკალებულ ტუჩებს,შენს ნაზ სახეს და პატარა ბავშვივით სრიალა ნაზ თმას,მინდა შეგისისხლხორცო,მთლიანად ჩემი გახდე,მე მსხვერპლი გავიღე,რომ შენთან ვყოფილიყავი თუმცა შენ ხელს მკრავ რაც გულს მტკენს,ამდენი ლაპარაკი უკვე მღლის და დროს მაკარგვინებს,მოხუციც შეშინდება ასე,რომ დავაგვიანე,სახლის მისამართი იცი,მე გელოდები,ნახვამდის ჩემი ცხოვრების დაუოკებელო სურვილო
-კი მაგრამ ელიზ..-სიტყვა გაუწყდა,დემეტრე უკვე კარგა შორს იყო და მისი ხმა აღარ ესმოდა,თინა შუა თოვლზე გაწვა და ატირდა,აღარ სიცივე აწუხებდა,აღარც ფიფქები ტანზე,მხოლოდ ტკივილს გრძნობდა,რომელიც ამ წუთას მიაყენა დემეტრეს სიტყვებმა,ვერ გაეგო ასე რატომ საუბრობდა,ნუთუ ელიზაბედი აღარ არსებობს მათ შუაში,სად გაქრა?მოკვდა?,სად წაუვიდა ცოლი,ან ერქვა მას კია ცოლი?,ცხელი ცრემლები თოვლს ელვისებურად აქრობდა,მთელი თოვლი ცრემლით დაადნო,იწვა და მისტიროდა იმას რაც ძალიან ახლოს იყო და თან ძალიან შორს,ძლივს ძლიობით ადგა და მიწაზე თვალებ მიშტერებული,თავ ჩახრილი მიუყვებოდა თოვლით დაბარდნილ ტროტუარს,ფიზიკურად იქ იყო თუმცა შინაგანად სულ სხვა სამყაროში დაფრინავდა,იქ სადაც ყველაფერი არაფერი იყო და არაფერი ყველაფერი,მას იქ არაფერი ადარდებდა,ზრუნავდა მხოლოდ საკუთარი თავისთვის და გარშემო მყოფების აზრი ნაკლებად აღელვებდა,თოვლზე ცოცხალ-მკვდარი დააბიჯებდა და ერთი სული ჰქონდა სახლში მიეღწია,აღარ ადარდებდა სამსახური,სურდა შიმშილით მომკვდარიყო,ეგრძნო ის ტკივილი რასაც გარეთ მყოფი ხალხი განიცდიდა,"მათხოვარი",არა ის ტკივილი რასაც ახლა გრძნობს,ეს იმედგაცრუებასაც წააგავს,ღალატს,შეუსრულებელ დაპირებას,თუმცა დემეტრე არასოდეს დაპირებია იმას რასაც ვერ შეასრულებდა,დემეტრე იმ კაცთა წრეს არ მიეკუთვნება დაპირება,უბრალოდ სიტყვების გროვა რომაა,იგი ნამდვილი სიტყვის კაცია ამიტომ მზადაა ყველანაირი ძალღონე იხმაროს საყვარელი ქალის დასაბრუნებლად,თუ ამის საშუალებას თინა მისცემს რაღათქმაუნდა.
ოთახში შესულს ხრიალა ჩახლეწილი ხმა მოესმა
-რა მოხდა იპოვე?-კითხა და იმედით აღსავსე დანაოჭებული თვალები მიანათა,თვალებ აწყლიანებულ დემეტრეს
-ვიპოვე,ვიპოვე,თუმცა ამას აღარაფერი ეშველება
-კი მაგრამ რატომ ხომ ყველაფერი უთხარი,ხომ უთხარი,რომ ელიზაბედი არ შეგირთავს რადგან ის გიყვარს და უიმისოდ ვერ ცოცხლობ,ასე უთხარი?
-არ მითქვამს ელიზაბედი,საერთოდ არ მიხსენებია,-უთხრა შეწუხებულმა
-ასე არაფერი გამო შვილო,ის ახლა ძალიან გულ ნატკენია და ძნელია მასთან შერიგება დიდი დაკვირვება და მოთმენის უნარი გჭირდება,აი ნახავ ის თავად მოვა,დღეს თუ არა ხვალ,ხვალ თუ არა ზეგ,მე აღარაფრად ვარგივარ ერთი ტვალით მაინც დამანახა ეგ ოხერი,როგორ შემაყვარა თავი,თავიდან ძალიან ცუდად ვექცეოდი მაგრამ ეს მას ცუდად არ წაადგა პირიქით,უფრო თბილი და კარგი ქალი დადგა,იპოვე დამხარე ჩემთვის?თუმცა მას შეხვდი და ეგ სადღა გეხსომებოდა
-მახსოვს დ ამე ვიცი ვინც უნდა იყოს შენი დამხმარე,რამდენი ხვეწნაც არ უნდა დამჭირდეს მას მაინც დავითანხმებ აქ მუშაობაზე და ყველაფერს ვეტყვი რაც დღეს ვერ ვუთხარი,ახლა კი უნდა დავიძინო საშინლად ვარ დაღლილი დღეს მძიმე დღე მქონდა,-შუბლზე აკოცა ლანას და ოთახიდან გავიდა,მოხუცმა კი თვალები დახუჭა და მშვიდად დაიძინა
თინა ბევრს ფიქრობდა რა გაეკეთებიდან,მისულიყო დემეტრესთან სახლში და ყველაფერი გერკვიათ?მაგრამ თავმოყვარეობა არ აძლევდა ამის გაკეთების სავალებას,ერთ ნაბიჯს წინ,რომ გადადგამდა ორით უკან იხევდა,ვერაფრით ახერხებდა ძალის მოკრებას რომ სახლის საზღვრებს გასცდენოდა და მერ ეუკვე აღარ მოტრიალდებოდა..

და აი ისევ გამოჩნდა შავ ქურქში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალბატონი,რომელიც კოხტად მოაბიჯებდა თოვლში,ისევ ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და თვალებში იმედის ნაპერწკალი ანთებოდა,ისევ იგრძნო მხარზე გუნდა მაგრამ,ყურადღება არ მიაქცია სანამ მეორეთაც არ იგრძნო ისევ გაბრაზებული შეტრიალდა და უცნობს გუნდები დაუშინა,ის კი გაუნძრევლად იდგა და უბრალოდ იღიმოდა,თინას მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა,მათი გულები ორჯელ უფრო მეტად აძგერდა,სისხლმა ორჯელ მეტად იწყო დენა ვენებში და ადუღდა,ორივე კანკალმა აიტანა,ერთმანეთისადმი ლტოლვამ,თინა დემეტრესგან ისეთ სიმხურვალეს გრძნობდა,ისეთ სითბოს,ზამთარი და სიცივე წამში გადაფარა,უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში და ბაგეები ერთმანეთისკენ მიილტვოდნენ და მატ უკვე ვეღარ შეძლეს ამას წინ აღდგომოდენ,ისევ იგრძნო ის სიყვარული,სითბო,ტანჯვა,ღალატი,ყველაფერი,დახუჭული თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა და ლოყაზე ჩამოცურდა,გული უფრო ატკივდა,მიხვდა,რომ ისევ გულით და მთელი არსებით ყვარებია დემეტრე.
დემეტრე უკან დაიხია მომტირალი თინა,რომ დაინახა,ახლა უფრო მეტად მოუნდა ჩახუტება მაგრამ,მიხვდა ეს ცრემლები ზსუსტად ჩახუტების და კოცნის ბრალი იყო,მან დაიფიცა,რომ თინას თვალზე ცრემლი არასოდეს მოადგებოდა,ცერა თითი ფრთხილად მიიტანა მის სახეზე და ნაზად მოწმინდა ცრემლი,მერე გულში ჩაიკრა და შუბლზე ნაზად აკოცა.
-წადი გთხოვ-ძლივს ნაძალადევად წარმოთქვა თინამ ორი სიტყვა და ისევ მის მკერდზე დადო თავი,ვერ წყდებოდა ჰანგებს რომელიც გულიდან მოდიოდა
-და შენ გინდა ეს-კითხა ნაღვლიანი და სასოწარკვეთილი ხმით დემეტრემ და უფრო მაგრად მოხვია ხელები,პაწაწინა არსებას
-გთხოვ,-დემეტრეს ცრემლი წასცდა თუმცა მალევე მოიშორა,თინას ხელი უშვა ფურცელი მიაჩეჩა ხელში და ხმის ამოუღებლად დატოვა იქაურობა
მაშინღა იგრზნო თინამ,სუსხიანი ქარის სიცივე და თბილი დემეტრეს იქ არ ყოფნა,მოუნდა ჩახუტება თუმცა ის იქ აღარ იყო,მოუნდა მისი კოცნა,რომ გამთბარიყო,თუმცა ის იქ არ იყო,მოუნდა სუსხიანი ქარისგან დაცვა,თუმცა ის იქ არ იყო,რატომ არ აძლევდა თავმოყვარეობა უფლებას,რატომ ვერ პატიობდა დემეტრეს,განა რა ჩაიდინა ამაზე უარესებიც მომხდარა.ხელში მოთავსებული ფურცელს დახედა და თვალები აუწყლიანდა,ყელში ბურთი გაეჩხირა,ნაბიჯს ვეღარ დგამდა,დემეტრე სთხოვდა,რომ მათთან სახლში დაბრუნებულიყო არა მისთვის არამედ ლანასთვის,მისი მოხუცისთვის,რომელსაც მოვლა სჭირდება,თინას კი სამხასურის ძებნაში ქანცი გაძვრა,ამიტომ გადაწყვიტა მათთან მისულიყო,დემეტრემ ჩვეულებრივად მიიღო ისე თითქოს პირველად ნახა და მათ შორის არაფერი მომხდარა,ამან თინას გული საშინლად ატკინა თუმცა მიხვდა დემეტრეს ცვალებადობა მისი ბრალი იყო და არარაფერი უკითხავს,ერთმანეთისთვის გაუცხოებულები ხმას არცერთი იღებდა,დემეტრე დილით გადიოდა და გვიან ღამით ბრუნდებოდა შინ,ტინა კი ლანას უვლიდა და დაღლილს იქვე ეზინებოდა სავარძელში,დეემტრე არც კი შეიხედავდა ლანას ოთახში ისე გაივლიდა დერეფანს და თავის ოთახში შედიოდა,საწოლზე წვებოდა და მკვდარივით იმ წამსვე ეძინებოდა,თინა კი შუა ღამისას იღვიძებდა და ,რომ არმოაჩენდა საკუთარ ოთახში არ იყო,ფრთხილად წამოდგებოდა,ლანას დახედავდა შუბლზე აკოცებდა და ოთახს ტოვებდა,დემეტრეს ოთახს,რომ ჩაუვლიდა გული ეწვოდა,რომ ვერ შევიდოდა მასინდელივით და ტკბილ ძილს ვერ უსურვებდა,მის პაცინეტს,ახლა უკვე არაფერს,მათი ურთიერთობა არაფერს დაემსგავსა.
ჩვეულებრივ გათენდა დილა,დემეტრეს ბუძელნიკი აგუგუნდა და მამაკაცი ელვის სისწრაფით წამოაგდო ლოგინიდან,სწრაფად გაემზადა და კიბეები ჩაირიბა,ლონდას,მოსამსახურის მომზადებული ყავა მოსვა და გარეთ გავარდა სადაც იქვე მოწყობილ ჰამაკში თინა იჯდა და წიგნს კითხულობდა,ერთი ორი შეავლო თვალი და ხმის ამოუღებლად გაქანდა მანქანისკენ,ტინამ კი წიგნი დახურა და სახლში შევიდა,რომ ლანასთვის მოევლო,ასაუზმა და ბუნებასი გაიყვანა,"ბუდენბროკები" გადაშალა და უკითხავდა ჰამაკში კოხტად მოთავსებულ მოხუცს,რომელსაც ყურები დაეცქვიტა და დიდი გულისყურით უსმენდა,თინას ნაზ ხმას და წიგნის შინაარსს.

შინ გვიან ღამით დაბრუნდა გათხლეშილი მთვრალი,რვიანების ხაზვით მიბარბაცდა ოთახამდე და გაუხდელად მიწვა,თინას ისევ ჩასძინებოდა ლანას ოთახში წიგნის კითხვის დროს,შუბლზე აკოცა და თავისი ოთახისკენ გაეშურა,საათს დახედა ორი ხდებოდა,ცოტა ანერვიულდა მოსული დემეტრე არ უნახავს,არც მანქანის ხმა ყოფილა თუმცა ეძინა,საერთოდ ძალიან ფრთხილი ძილი აქვს პატარა ხმაურზეც კი ეღვიძება,მისი ოთახისკენ დაიძრა და შიშის ფეთებით გამოაღო დემეტრეს ოთახის კარი იმ იმედით,რომ მძინარე დახვდებოდა,იმედები გაუმართლდა ოღონდ მძინარე ბრძანდებოდა იატაკზე,თურმე იმდენი იბორგა საწოლიდან გადმოვარდნილა,მასთან ფრთხილად მივიდა და წამოყენება სცადა,დემეტრეს გამოეღვიძა და თინა,რომ დაინახა ისევ დახუჭა თვალები და თავი მოიმკვდარუნა,ძლივს მიაწვინა საწოლზე და როდესაც ოთახიდან გადიოდა,მთვრალი კაცის ხმა მოესმა,რომელიც თავისთვის დუდღუნებდა
-არ წახვიდე,დარჩი,გემუდარები დარჩი,დაირქვი ჩემი და ეს სახელი ორივემ ვატაროთ სიცოცხლის ბოლო წუთამდე,მიყვარხარ,გაღმერთებ,ჩემი სუნთქვა და მკურნალი ხარ,-თინამ მძინარეს ბოდვად მიიჩნია ეს სიტყვები და ოთახიდან გამოვიდა,დილით უკვე არცერთ ახსოვდათ,წინა ღამის ამბები,უდარდელად მიუყვებოდა დემეტრე სახლის კიბეებს და წამში შემოსასვლელთან იდგა,ერთს სემოსძახებდა მე წავედი და წამში გარეთ იდგა,თინა,რომ დაინახავდა დემეტრე წავიდა ოთახიდან გამოდიოდა და მთელი დღის მანძილზე პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას,ცდილობდნენ,რომ ერთმანეთს ზედემტად არ შეხვედროდენ უფრო სწორად საერთოდ არც ხვდებოდნენ,შორიდან უცქერდნენ და გულ ამომწვარი განაგრძობდნენ დღიუ სამსახურს,დემეტრე კაბინეტში და სხდომებზე თინა ლანასთან .
მაგიდასთან მოკალათებული ლანა გემრიელად შეექცეოდა თინას მომზადებულ სპეციალურ სუპს და ნიჟარასთან მგომს გაჰყურებდა
-რაზე ჩაფიქრებულხართ ახალგაზრდავ?-მიმართა მხიარული ნოტებით და მისი ყურადღება მიიქცია
-არაფერს გუშინდელ ღამეზე ვფიქრობდი,დემეტრე ამ ბოლო დროს სასმელს მიეჩვია-უთხრა ნაღვლიანი ხმით და ისევ ნიჟარას ჩააშტერდა
-რა ქნას,თქვენს შერიგებას საშველი არ დაადგა და დარდს სასმელში ახრჩობს
-თქვენც მის მხარეს ხართ?არ შეიძლება გგონიათ მარტო მას ტკივა?აუცილებლდა მეც უნდა დავთვრე გავილეშო,რომ შეამჩნიოთ,როგორ მტკივა და ვიტანჯები?თქვენ არ გესმით ჩემი და რა გასაკვირია,რომ არ გიჯერებთ
-მესმის,ძნელია თუმცა მან ყველაფერი გააკეთა,შუა ქორწილიდან გამოიქცა გესმის თინა?ვერ გაუძლო მის გვერდით შენ,რომ არ იდექი,ხოდა ელიზაბედი გამწარებული,შეკრა ბარგი და ალექსსთან ერთად გაემგზავრა საქართველოდან,იმ იმედით,რომ შენ აპატიებდი და ერთად იქნებოდით,ქორწილი ჩაშალა,რომ არ აპატიე ინანა აქამდე უნდა ამეღო ხელი ქორწინებაზეო ახლა ხომ მეყოველოდა გვერდითო,მე კიარ ვაქებ და ვადიდებ,რომ აი როგორ უყვარხარ და არც შენ გაძაგებ,არც იმას ვამბობო მას მეტად უყვარხარ შენ ნაკლებად,ვიცი ახლა ორივე დიდ ტკივილს ატარებთ და დამიჯერე გამოსავალი არსებობს არ ღირს თავმოყვარეობას შეწირო თავი დაიმახსოვრე მოხუცის რჩევა,ახლა კი გაიღიმა ნუ ხარ ჩამოღვენთილი დამდნარი სანთელივით,ღიმილი სახეს შვენის შვილო.-უთხრა თბილად და გაიღიმა,ამაყად ასწია თავი,სუფრიდან წამოდგა და თინას დახმარებით კიბეებს აუყვნენ.

ლანა სუფრასთან იყო მოკალათებული და სადილს შეექცეოდა,როდესაც დაფეთებული თინა შევარდა,ცრემლი ნიაღვარივით მიედინებოდა,ფეხები და მთელი სხეული უკანკალებდა ლამის ჩაიკეცა,ძლივს ძლიობით მიაღწია ლანამდე და ძირს მუხლებით დაემხო
-გთხოვ მაპატიე,მაპატიე გთხოვ,-ლანა გაკვირვებული შეჰყურებდა ახალგაზრდა ქალს რომელსაც მის წინ დაეჩოქა და ცრემლად იღვრებოდა,მის კალთაში ჩარგო თავი და უფრო ძლიერად აქვითინდა
-კი მაგრამ,რა მოხდა რა უნდა გაპატიო შვილო,-კითხა შიშნარევი ხმით და ქალის სახე ხელებში მოიქცია
-დე-დე დემეტრე
-რა დემეტრე რა მოუვიდა,ხომ კარგადაა
-ის დაჭრეს და სიკვდილის პირასაა,არ მინდა რომ მოკვდეს გთხოვ მიშველე,-ამის თქმაღა მოასწრო გულ წასული მის კალთაში ჩაესვენა,ლანამ დასახმარებლად უხმო მოსამსახურეს,ძლივ ძლიობით მიიყვანეს დივნამდე და დააწვინეს,გონს,რომ მოვიდა აღარ ლაპარაკობდა,ლანა უშედეგოდა ცდილობდა,რომ თინას კიდევ ეთქვა რამე,თვალები ერთ ადგილას გაეშტერებინა და ცრემლი ზდიოდა,ლანა და ლონდა სასოწარკვეთილები შეჰყურებდნენ და პასუხის მოლოდინში ადგილიდან არ იძვროდენ.
ცოტახნის მერე ფურცელი ითხოვა და ზედ საავადმყოფოს მისამართი დაწერა,სადაც დემეტრე წაიყვანეს,სხვა ვეღარაფერის თქმა ვერ მოასწორე ისევ გული წაუვიდა ლონდა მასთან დარჩა,ლანა კი მძღოლმა წაიყვანა საავადმყოფოში სადაც დემეტრე ყავდათ,რომ მივიდა ექიმს ბევრი ეხვეწა ემუდარა და ძლივს აიღო ნებართვა,რომ დემეტრესთან სანახავად შესულიყო,ლამის ჩაიკეცა,რომ დაინახა.
დემეტრე ძლივსღა სუნთქავდა აპარატზე იყო შეერთებული სისხლისგან სულ მთლად დაცლილიყო,ტყვია გულთან ძალიან ახლოს ჰქონდა მოხვედრილი,სახეზე მკვდრის ფერი ედო,წითელი სისხლისფრად შეღებილი ტუჩები ახლა ლურჯად ელვარებდა,ლანა მის წინ დაემხო და ცრემლები წამოცვივდა,ვეღარ ჩერდებოდა როგორც მკვდარს ისე დასტიროდა ექიმებმა ძლივს მოახერხეს მისი გაყვანა პალატიდან,შემდეგ საოპერაციოში გაიყვანეს,სანამ ოპერაცია მიმდინარეობდა თინა,თვალებ ჩაწითლებული მისავათებული ძლივსღა მიაბიჯებდა დერეფანში ნერვიულობისგან ფეხები აღარ ემორჩილებოდა,გაძახოდა ჩემი ბრალია,ჩემი ბრალია და ლანას პატიებას სთხოვდა შვილი ასეთ მდგომარეობაში,რომ ჩაუგდო,მის წინ დაიჩოქა და მომტირალ დედას მუდარის თვალები შეაცქერდა
-თინა,ჩემო ძვირფასო,შვილივით მიყვარხარ მაგრამ გთხოვ ეგეთი სისულელე მეორედ არ თქვა,რაში იდანაშაულებ თავს?გამაგრდი ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდება ის კარგად იქნება,ვილოცოთ-თინა ყოველთვის აღტაცებული იყო ლანას სიძლიერით,მოხუც ქალს ადგომაში მიეხმარა და ეკლესიაში სალოცავად წავიდნენ,ხატის წინ დაიჩოქა თინამ და მთელი გულით,მთელი არსებით ევედრებოდა ღმერთს და ყველა წმინდანს დემეტრეს გადარცენას,ისეთი სულიერი სიმშვიდე იგრძნო იქიდან წამოსვლა აღარ სურდა,მამაომ დალოცა და ცოტათი დამშვიდებულები გამობრუნდნენ ეკლესიიდან,საავადმყოფოში მისულებს ოპერაცია უკვე მორჩენილიყო და ოფლის წმენდით გამოდიოდა ექიმი,თინა და ლანა,რომ შენიშნ მათთან მივიდა
-როგორაა ექიმო?-კითხა აღელვებულმა თინამ და ექიმს ჩაწითლებულ დადარდიანებული თვალები მიანათა
-პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია,შეგიძლიათ მოინახულოთ,ხოლოდ ჯერ არ გამოსულა მდგომარეობიდან და ვერ დაგელაპარაკებად ისევ ნარკოზის ქვეშაა,-თინამ გაბრწყიებული თვალებით გადახედა ლანას და პალატისკენ გაიჭრა,რომ შევიდა და ფერ დაკარგული დეემტრე დაინახა ცრემლი წამოცვივდა მის წინ დაემხო და ხელი ხელზე მაგრად მოუჭირა
-მაპატიე,არ მინდოდა,გთხოვ იბრძოლე არ დანებდე,შენ გადარცები ღმერთი არ გაგვწირავს,არ მინდა,რომ წახვიდე უშენოდ ვერ ვიცოცხლებ,გთხოვ გემუდარები,-ხელს უფრო მაგრად უჭერდა და უგონოდ მყოფ დემეტრეს ცრემლით სავსე თვალებით მიშტერებოდა
-მიყვარხარ და მინდა სამუდამოდ შენი მერქვას,შენ კი ჩემი.....

 გონს მოსულ დეემტრეს ბედნიერი თვალებით დაჰყურებდა,ყურებამდე გაღიმებული თინა და მისი ხელი ხელში მოექცია და მთელი ძალით უჭერდა
-ალექსი სადაა?-იკითხა გონს 2 წამის მოსულმა და თვალებ გაფართოებული თინა ოდნავ აღელვებული ფეხზე წამოდგა 
-ვინ ალექსი?რაზე ლაპარაკობ,?-კითხა აღელვებული ხმით და აჩქარებულ გულზე ხელი დაიდო
-ის არა კაცი სად არის მოვკლავ მაგის დედას,ჩემი ხელით გავუთხრი საფლავს,მთელი ცხოვრება,რომ დამჭირდეს მაინც ვიპოვი და მოვკლავ,-ლაპარაკის დროს,არა უფრო ღრიალის დროს ხელს ჭრილობაზე იდებდა და შუბლზე ნაკეცები უჩნდებოდა,ტკივილისგან ლამის ეტირა,მეორე ხელის მტევანი მაგრად მომუშტა და გამწარებული საწოლს ურტყამდა,თინამ ძლივს შეაჩერა განრისხებული მამაკაცი და მის დამშვიდებას ეცადა
-კი მაგრამ,რა მოხდა ვინ დაგჭრა,ვინ ალექსის გულისხმობ ელიზაბედის ბიძაშვილს?,ჰა გთხოვ მითხარი,-შეეხვეწა თინა და შუბლზე ნაზად აკოცა,დემეტრემ იგრძნო ქალის მზრუნველობა,წამში გაქრა ტკივილი,შუბლიდან ზოლები და დამშვიდებული თავის ნამდვილ სახეს დაუბრუნდა თბილად გადახედა მის წინ აღელვებულ თინას და ხელზე ეამბორა
-კი მართალი ხარ ის ალექსია შენს გამო,რომ მიიღო და გუშინ საღამოს არაკაცულად მოიქცა,შისველი ხელებით ვებრძვოდი მის მუშტებს და,რომ ვერ მომერია დანა ამოიღო და ახლა შენც კი მხედავ რა დღეშიც ვარ,-და ოდნავ დაეჭყანა სახე
-ყველაფერი ჩემი ბრალია ვერ ვიტან მაგ ალექსს,შენ რას გერჩოდა რა უნდოდა გასაგები არ იყო ჩემი ნათქვამი?-გაგულისდა თინა და მუშტები შეკრა,-თავი ვინ გონია,ვუჩივლოთ ამას შენ ვერ მოაგვარებ კიდევ რამე,რომ დაგიშავოს ჩემი ხელით გამოვუსმევ დანას ყელში,ისე,რომ ხელიც არ ამიკანკალდება,-მის ლაპარაკზე დეემტრეს გაეცინა,-რა რა გაცინებს?,-ოდნავ გამწყრალმა მიუგო,სიცილისგან ჭრილობა ატკივებულ დემეტრეს
-გითხარი?როცა ბრაზდები რა ლამაზი ხარ?უფრო მიყვარდები,ორმაგად,სამმაგად შენი ჩაჩხვლეტილი ლოყა მიყვარს,შენი თვალები,ღმერთო ამისთანა ანგელოზის გამოგზავნისთვის მადლობას გიხდი,-ავადმყოფობის დროსაც კი არ წყვეტდა დეემტრეს ლექსიკონი გადმოფრქვევას და საოცრად თბილი სიტყვების გროვა არადა არ ცარიელდებოდა,თინას ძალიან აკვირვებდა მისი ხასიათის სწრაფი გარდაქმნა გარდმოქმნა.
-საიდენ ამდენი თბილი სიტყვები,რომელიც დაუშრობელ ოკეანესავითაა და თითქმის სულ მად გაქვს რომ გადმოაფრქვიო
-იმდენია ვერ დათვლი,გულის კედელზეა ყველა ამოქარგული და ელოდება თავის რიგს,-უთხრა მომღიმარი სახით და თვალი ჩაუკრა
-მაინც რატომ გაგეცინა ჩემს ნათქვამზე რატომ არ მეუბნები?-კითხა ოდნავ ნაწყენი ხმით
-ჩემო პაწაწინა არსებავ,შენ მას ერთ ლუკმადაც არ ეყოფი,თუ მოისურვა შენი თმის ღერიც კი არ იფრენს ჰაერში ისე გაგაქრობს,ჩემო პაწაწინა მერცხალო შენ,რომ რამე მოგივიდეს,ხომ იცი ყველას ბოლოს მოვუღებ და მერე თავს მოვიკლავ,ალექსი ჩემი საქმეა,მე წამოვიწყე ეს დაპირისპირება დ ამევე ჩავახშობ,ან მე მოვკვდები ან ის.
-მას პოლიცია მიხედავს შენ ძალა მთლიანად გამოგეცალა და მასთან გამკლავებას ვერ შეძლებ დამიჯერე გთხოვ,-ეხვეწებოდა თინა და ფრთხილად უსვამდა ხელს 
-კარგი,პოლიციას ჩავრთავ მა საქმეში,მაგრამ იცოდე,რომ გვერძე არ გავდგები,ყველანაირად შევუწყობ ხელს,რომ მაელ დაიჭირონ და გისოსებში ამოალპონ ეგ ნაბ...რი კაცი.

-კარგი რა ანდრეა გააჩერე ფეხები ნუ ბაკუნებ სირცხვილია,-დატუქსა თინამ ორი წლის ანდრეა და მანქაც ს მიუხვდა დედას ფეხები გააჩერა და აქეთ იქით დაიწყო თვალების ცეცება და მამა,რომ ვერ შენიშნა დედასკ კოჭებამდე შავ კაბას ჩაებღაუჭა
-დე მამა სადაა-კითხა და უფრო მაგრად მიეკრა ფეხებზე,თინამ ხელში აიყვანა და თითით მოჭორებით მდგარ კაცზე ანიშნა,რომელიც მანქანაში რაღაცას ეძებდა
-აი მამიკო,-და მოფუსფუსე დემეტრეს ღიმილით გახედა,ცოლს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა მოშორებით მდგარმა დემეტრემ და ისევ განაგრძო მანქანის საბარგულში რაღაცეების ქექვა
თინამ საფლავის წინ დაიჩოქა და ანდრეაც გვერდით მოისვა,მიწას მოუსვა ხელი და ოდნავ ნაღვლიანად გადახედა ქვაზე გამოსახულ ქალს,ამასობაში დემეტრეც მოვიდა და მათ გვერდით ციმუხლა,მიწას ემთხვია და ცოლშვილი ჩაიხუტა
-ახლა უკვე ერთი მთლიანი ოჯახი ვართ,ჩვენ აქ ვართ,ერთი მთლიანი და ბედნიერი ოჯახი,ბევრი ტკივილისა და ტანჯვის მიუხედავად ჩვენ აქ ვართ შენს საფლავზე,გვენატრება შენი ოდნავ მწარე ენა,ხშირად ტკბილი საუბარი,დარიგება დატუქსვა ისეთი როგორც ახლა ჩემს შვილს ტუქსავს მისი დედიკო,რომელსაც ჩემი ცოლი ჰქვია და ჩემს გვერდით ამაყად ზის,ჩემს პატარა ანგელოზთან ანდრეასთან ერთად,იცი ყოველ დილით მისი ჭყიპინი გვაღვიძებს,სახეზე პაწაწინა თითების შეხება და ლოყაზე ციცქნა ტუჩები,ხო ეს ანდრეაა პატარა ონავარი არსება,ყოველთვის ცხრა საათზე დგება და ცხრა საათზე გვაძინებს,გვაძინებს იმიტომ ვთქვი,რომ მის რწევაში ჩვენ გვეყვინთება თვითონ კი დაუჭყეტია თვალები და გაკრეჭილი შემოგვყურებს მთვლემარე დედ-მამას,იცი შენს სურათს ყოველ დღე კოცნის,ვგრძნობ რომ ძალიან ენატრება შენთან ჩახუტება ბებიას თბილი ხელები ენატრება,მომღიმარი სახე და თეთრი თოვლივით თმა ენატრება,შენი მომზადებული ფაფა,ჩვენ ყველას გვენატრები,-ამოიოხრა და მძიმედ გადაყლაპა ბურთულა რომელიც ყელში ჰქონდა გაჩხერილი,ორივეს ცრემლი ჩამოუგორდათ და საფლავზე განისვენეს.
-ჩემო თბილო და კარგო ადამიანო ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული სამარადისოდ,ძალიან დაგვწყვიტე გული,თუმცა მიწა ვართ და ბოლოს მაინც მიწად ვიქცევით,მახსოვს პირველად,რომ შემოვდგი ფეხი თქვენს ოჯახში,როგორ არ მეხატებოდით გულზე და ამ პერიოდი განმავლობაში იმდენად შემაყვარეთ თავი,რომ გული შემეკუმშა პულსი გამიჩერდა,სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა,რმ გავიგე შენ აღარ იყავიამ ქვეყნად,სიბერის და მიუხედავად მაინც ლამაზი იყავი დანაოჭებული კანი უფრო მომხიბვლელს გხდიდა,დიდი მწვანე მოელვარე თვალები არასოდეს დამავიწყდება როგორ მიბრიალებდით და მტუქსავდით,ანდრეა იმიტომ მოვიყვანეთ,რომ ძალიან უნდოდა შენი საფლავის ნახვა და ყოველდღე გვეხვეწებოდა უჩემოდ ნუ მიდიხართო,ახლა ცვენი წასვლის დროა ჩვენო ტკბილო და საყვარელო ადამიანო,-საფლავზე დაიხარა და მიწას აკოცა,შემდეგ წამოდგა და ანდრეა აიყვანა ხელში,დეემტრე ცოტახანს ცფიქრებული ისევ მის საფლავთან მუხლებ მოდრეკილი იჯდა,თინამ ანდრეა მანქანაში ცსვა და თვითონაც გვერდით მიუჯდა
-დე ბებო აღარ დაბრუნდება?
-არა მან უკვე იპოვა თავისი კუთვნილი ადგილი,-თბილად გადაუსვა ხელი ოდნავ მოწყენილ ანდრეას 
-ჩვენც ვიპოვით?
-ჯერ ბევრი უნდა ვიაროთ,რომ იქამდე მივიდეთ ხოლოდ დაიმახსოვრე ეს გზა რომელიც იქამდე უნდა გავიაროთ,უნდა ვეცადოთ ვიყოთ კეთილი და ღვთის მოყვარულები არ უნდა ჩავიდინოთ ბოროტება და არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს,რომ უფალი ყველგან გვხედავს,მას ყოველთვის ვახსოვართ და გვმფარველობს
-ღამითაც?
-კი ღამითაც
-კი მაგრამ როგორ?
-ანდრეა დაიმახსოვრე ის უფალია.
-მამა რატომ არ მოდის?
-მოვა ,მოვა-ამის ტქმა იყო და დემეტრემ გააღო კარი
-ჩემი ანგელოზები როგორ არიან?-ცხვირზე წაეთამაშა ანდრეას და გაუღიმა,
-დემეტრე ბავშვი დაიღალა წავიდეთ,ხო?
-კი წავიდეთ,-უთხრა თბილად და მანქანაში მოკალათდა თუარა ძრავი ამუშავდა.

No comments:

Post a Comment