Sunday, May 4, 2014

იყო ადამიანი ნიშნავს,იყო...(8) 'დასასრული'


ერთი წლის შემდეგ

***
კარგა ხანს დაჰყო მოაჯირზე დაყუდებულმა გაბრეილმა სანამ მონიკამ გვერდი არ გაჰკრა და გამოაფხიზლა,უცხო მოყმესავით,ჰორიზონტს გაჰყურებდა და ნაღვლიანი თვალები არე-მარესთვის გულმოდგინედ მიეპყრო,ფიქრების ტალღებში დაცურავდა და ცოლის ნაზი ხმა,ჩიტის ჭიკჭიკივით,რომ ჩაესმა ყურში,მაშინ დაუბრუნდა რეალობას
-საყვარელო,მე ექიმთან მივდივარ გამოკვლევებზე,ხომ არ წამოხვალ?-მონიკამ იცოდა,რომ უარს არ ეტყოდა თუმცა მაინც,თან ეჭვისთვალით აათვალიერა ქმარი და ეშმაკურად ჩაეღიმა,გაბრიელი მოაჯირს მოწყდა და ფიქრებიც გარდი-გარდმო მიმოიფანტა
-კი რათქმაუნდა,ამ სიცივეში მარტო ხომ არ გავუშვებ ჩემს ბეღურებს
-ბეღურებს?-გადაიკისკისა მონიკამ და ჩაფუთნულ მუცელზე ხელი დაიდო,გაბრიელმაც აღარ დაააყოვნა,ცოლს ლოყაზე მიეალერსა და თბილად გაუღიმა.
გამოკვლევების შემდეგ ბელას და გიგას ესტუმრნენ,რაღა თქმაუნდა დიდი სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა ბელამ და ნახევარ ძმას და ძმის ცოლს თბილად და კეთილშობილურად დახვდა,გიგა სიცილით უყვებოდა როგორ იწვალეს საჭმლის მოსამზადებლად,ბელა კი უხერხულად იშმუშნებოდა და ქმარს წარა-მარა უბღვერდა,თუმცა გიგა მაინც აგრძელებდა ცოლის ქება დიდებას,აი ისე ქართველებმა,რომ იციან თან,რომ გაქებენ თან გაძაგებენ,მოკლედ იყო ერთი ამბავი,გაბრიელი და მონიკა კი გემრიელად შეექცეოდნენ ბელას მომზადებულ კერძებს
-ნათლია ვინ იქნება?-საუბრის წამოწყება სცადა გიგამ,რადგან ყველა გაყუჩებული იყო და მიირთმევდნენ,მონიკამ ყურადღება ძმაზე გადაიტანა
-ჯერ არ ვიცით,-დააყოლა მან და გამობერილ მუცელს დააცქერდა
-არ გადაგვიწყვეტია,-დაუკონკრეტა გაბრეილმა
-რატომ?-ცოტა არიყოს გაიოცა გიგამ,-უკვე დროა,მერე როდესაც პატარა დაიბადება ძებნის და რჩევის დრო აღარ იქნება
-შენ ნუ ღელავ ყველაფერს მოვასწრებთ-დაამშვიდა გაბრეილმა და მონიკას მუცელზე დაადო ხელი,მას კი ესიამოვნა ქმრის ასეთი ყურადღება და სითბო,გაბრიელისგან განებივრებული იყო ამით მაგრამ ყოველთვის ახლებურად განიცდიდა ამ ბედნიერებას,ყველას როდის ჰყავს მზრუნველი ქმარი
-გაბრიელ,-მიუგო ხმა დაბლა და გაბრიელმა ინტერესით გადახედა
-გისმენ
-წავიდეთ რა დემე ცოდოა,-სახის საოცარი მიმიკით მიუგო მონიკამ და სუფრიდან ფრთხილად წამოდგა
-ცოტახანს დარჩით-მოიღუშა ბელა
-დიდი მადლობა მაგრამ,დემე ვერ მოისვენებს და მეცოდება
-კარგი,რადგან არ იშლით-დაღონებულმა მიუგო და კარამდე მიაცილა რძალი და ძმა.
შინ დაბრუნებულ მონიკას დ გაბრიელს დემე,მისაღებში დაუხვდათ და ჭყიპინებდა,პულტი ხელში დაეკავებინა და დივანზე კოხტად იყო მოკალათებული,მონიკა ახლოს მივიდა და გვერდით მიუჯდა
-როგორ ხარ პატარავ?-მიუგო მზრუნველი ხმით და შუბლზე აკოცა,-კარგად?
-თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია დემემ და მულტფილმის ყურება განაგრძო,-არ დაიღალე მაგის ცქერით?-უარყოფის ნიშნად თავი გააქნია,მონიკა ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა,კართან იყო მისული როცა ფეხების ტყაპუნი მოესმა,დემე დივნიდან წამოხტა და გაბრიელისკენ მთელი ძალით გაექანა,მამა სვილს გაშლილი ხელებით დაუხვდა და ძლიერად ჩაიხუტა,ჰაერში აწია და ეჯღანებოდა,მერე ზუგზე შემოისვა და ისიც სამზარეულოში შელასლასდა
-როგორც ცანს მამიკო მოენატრა
-დედიკოც-ჩაუსწორა დემემ და მონიკას თმას მოეფერა,პაწაწუნა თითებით...
***
ყველასთვის როდესღაც მიეცემა ცხოვრებას აზრი მაგრამ,როდის ეს არავინ იცის,არის ლაბირინთი,ამას უფრო ტკივილის,ტანჯვის ლაბირინთი ჰქვია ზოგიც უძლებს ლახავს ამ ლაბირინთებს ზოგიც კი შიგნით იკეტება და მთელი ცხოვრება ცდილობს გამოაღწიოს იქიდან
პალატიდან გადაღლილი ექიმი გამოვიდა და გაბრიელს მიულოცა
-თქვენ ბიჭი შეგეძინათ,-გაბრიელი გახარებული გადაეხვია ექიმს და მთელი სახე დაუკოცნა,შემდეგ ფული ამოიღო და ხალათის ჯიბეში ჩაუცურა,ექიმმა კი ვითომ არ მინდას ნიღაბით მორიდებულად გაუღიმა და იქაურობას გასცილდა
-გიგა ბიჭი შემეძინა,-გახარებულმა ჩაჰყვირა ყურმილში,-სწრაფად მოდით,-ვინაიდან და რადგანაც მონიკას მშობიარობა გვიან დაეწყო  ვეღარ მოასწრეს გიგასთვი და ბელასთვის შეეტყობინებინათ ამიტომ  პატარას დაბადების შემდეგ როგორც კი მიეცა გაბრიელს საშუალება მაშინვე შეატყობინა,საავადმყოფოში მისული ბელა და გიგა ხტუნვა ხტუნვით ულოცავდნენ გაბრიელს პატარას დაბადებას
-ბავშვსს რას არქმევთ?-ცოტახნის შემდეგ კითხა,სახე გაბადრულ გაბრიელს გიგამ და მხარზე გადახვია ხელი,.“სიძე შე ძველოო“,.გაბრიელი შეიშმუშნა,შუბლი მოიფხანა და ცოლის ძმას გვერდულად გაუღიმა
-იცი ჯერ არ გადაგვიწყვეტია-დასძინა მან და ხელები მუხლებზე შემოიწყო,იცოდა გიგა ამას აბავს დააღწევდა ,თითები ყურებში გაირჭო და თვალები დახუჭა,არც შემცდარა
-როგორ თუ არ გადაგიწყვეტიათ,აბა ჩემი ტოლი,რომ გახდება მერე უნდა დაარქვათ?,საწყალი ბავშვი თქვენს ხელში-ბავშვი დაბადებული არ იყო უკვე მის მშობლებს საყვედურობდა
-კარგი ხო,მონიკა მომჯობინდეს და ერთად შევურჩევთ სახელს,-სიტყვაციის გამოსწორებას ეცადა გაბრიელი,როგორც იქნა ჩადგა ქარიშხალი, დერეფანში სიწყნარემ დაისადგურა
-რა თქვა ექიმმა მონიკა როგორააო?
-ეგ არ მიკითხვას,-ამის თქმაზე გიგა წამოხტა და ექიმისკენ გავარდა შურდულივით
-ექიმო პაციენტი როგორაა?
-მშვიდად ახალგაზრდავ,ქალბატონის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,ნარკოზიდან მალე გამოვა,თქვენ კი შეგიძლიათ პატარა ნახოთ წამობრძანდით,-გიგამ ხელი დაუქნია გაბრიელს და ბელას და ისინიც გაჰყვნენ უკან ბავშვის სანახავად
-გაბრიელ რა საყვარელია,მეც მინდა-დაიწუწუნა გიგამ და ხელი მხარზე ჩამოდო,გაბრიელი კი ცრემლებს იკავებდა,-დედას გავს,მისავით ლამაზი სახე და თვალები აქვს,რაღაც შენ ვერ გამზგავსებ,-ხუმრობით უთხრა გიგამ,თუმცა გაბრიელმა გაუტარა,პატარის ცქერით ვერ ძღებოდა
-ორივეს გგავთ,ძამიკო-დაამშვიდა ბელამ,ექთანმა ბავშვი ხელში აიყვანა და გაბრიელს მიუახლოვდა
-აიყვანთ?-ეს კითხვა,ქვევრში ჩაძახებასავით ასჯერ გაუმეორდა გონებაში გაბრიელს,ერთხანს გაშეშებული იდგა,გაუჭირდა გააზრება იმის რაც მის გარშემო ხდებოდა,-აიყვანთ?-კიდევ ერთხელ გაუმეორა ექთანმა,.
-კი,კი,-და ხელები გაშალა,-ექთანმა პატარა ხეებში ჩაუწვინა,გაბრიელი კანკალმა აიტანა და გონებაში სულ იმეორებდა,“ჩემი შვილი,მე მამა ვარ“,პატარას შუბლზე ფრთხილად აკოცა და მონიკას პალატისკენ მსუბუქი ნაბიჯებით წავიდა,კარი გიგამ გაუღო და ჩუმად შევიდნენ ოთახში,მონიკასთვის ძილი,რომ არ დაეფრთხოთ
-მონი ძვირფასო პატარა მოგიყვანეთ,-ძლივს გასაგონად თქვა გაბრიელმა და ახლოს მივიდა,პატარა გვერდით მიუწვინა და მონიკამ თვალები ოდნავ გაახილა,მის გვერდით მწოლი ბიჭი,რომ დაინახა,ცრემლები წამოცვივდა
-ეს ჩვენი შვილია?,ჩემი პატარა-და გულში ჩაიხუტა,მთელ სახეს უკოცნიდა ახალშობილს,მის სურნელს ისრუტავდა
-კი ჩვენია,-მიუგო თბილი ხმით გაბრიელმა და ორივეს აკოცა,-მე ბედნიერი მამა ვარ,რომ მყავს ორი ბედნიერი და ანგელოზი ადამიანი გვერდით
-ბავსვი სხვაგან რატომ იყო
-ალბად რამე გართულდა,ნუ ღელავ ახლა ორივე კარგად ხართ,მშვიდად.
-პატარას ლუკა დავარქვათ,-თქვა მონიკამ და პატარას დააცქერდა
-დღეიდან შენ ლუკა გერქმევა-მიუგო გაბრიელმა და პატარას ხელზე აკოცა.
ალბად ამ ქვეყანაზე ბედნიერებაც ესაა,შექმნა შედევრი და იყო მისი ავტორი,მამობა ამოუხსნელი ფენომენია,საოცარი და ყველაზე ტკბილი,დედობა კიდევ უფრო ტკბილი,ქალისთვის ეს ყველაზე ბედნიერი დღეა,როდესაც მისი პატარა ქვეყნიერებას ევლინება,მონიკა და გაბრიელი დიდ სიხარულს განიცდიდენ,ბელა და გიგა კი მათი შემყურე ბავშვსზე ნატრობდნენ,მათაც მოუნდათ ამ სიხარულის განცდა,თუ როგორია იყო დედა და როგორია იყო მამა.

No comments:

Post a Comment