Sunday, May 4, 2014

გრაცია "2"


-მოვა?,-მანქანასთან მდგარ დავითს ჰკითხა სანდრომ,ანერვიულებული ხმით და მხარზე დაადო ხელი,დათო შეიშმუშნა,მაჯები აამოძრავა და სანდროსკენ შებრუნდა

-შესაძლებელია,არ ვიცი,სტუმრებს შორის საეჭვო ვერავინ შევნიშნე,ყურადღება მიაქციე,ანნას ზომას არ გადაამატეოს,მერე სისულელეს მოროშავს და სტუმრებს ააღელვებს
-ნუ ღელავ დათო,მივხედავ,მადლობ,რომ ასე გვეხმარები შენგან ვალში ვართ,საკუთარ მამას ასე დაუპირისპირდე საოცარია პირდაპირ
-არ გვინდა ამაზე საუბარი სანდრო,გთხოვ სანამ გარეთ ვარ თვალყური ადევნე,მე ცოტახნით გავალ ახლოსაც შემოვავლებ თვალს და მოვალ,ხოლოდ დაიმახსოვრე ისე გაართე,რომ გადავავიწყდე და ძებნა არ დამიწყოს
-წადი შენ,ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ,იმ ნა.....რ კაცს, ჩემს ანგელოზს არ დავუთმობ,-ძლიერად ჩაუბარტყუნა მხარზე ხელი და შებრუნდა უკან.დავითი კი მანქანაში მოკალათდა და შემოგარენის თვალიერება დაიწყო.

ისე გადაერთო ანნა ხალხთან საუბარში,რომ დავითი არც კი გახსენებია,სანდროსაც აღარ მოუწია ტყუილის მოფიქრება,ისეთის,რომლის დაჯერებასაც ჯერ თავად შეძლებდა მერე კი ანნას დააჯერებდა,თუ სახეზე არ ეტყობა ადამიანს,რომ იგი სიმართლეს ამბობს ვერც სხვა ადამიანი დაიჯერებს ამას.
მშვიდად იჯდა დივანზე,ზურგით მიყრდნობილი და ღვინოს წრუპავდა შამპანიურის ჭიქაში მუქ წითლად,რომ ელვარებდა,გვერდით მიუჯდა სანროც და მასთან ერთად დაიწყო სმა
-ბევრი არ მოგივიდეს ,-სტაქანის გამორთმევა სცადა მან მაგრამ,ანნა გაუძალიანდა,ლამის ხელებში შეემტვრათ სერვიზი,თუმცა სანდრო ვერას გახდა,იგი ჯიუტად უჭერდა სტაქანს , ხელის გაშვება არ უნდოდა
-ეს ერთადერთი რამ,რაც მავიწყებს თუ ვინ ვარ,-ლუღლუღებდა,ლოყებ აჭრელებული და ყლუპ-ყლუპად სვამდა წითელ სითხეს,რომელიც გონებას უთიშავდა და თვალებში ბინდი წვებოდა უკვე
-სხვა რამითაც შეიძლება დაივიწყო,თუ ვინ ხარ,-მკაცრად მიუგო სანდრომ და კოპები შეკრა,-თუ არ გინდა,რომ მაწყენინო მომეცი სტაქანი,-ხელი გაუწოდა და ელოდებოდა,როდის მისცემდა მაგრამ,სანამ დარჩენილიც არ გადაკრა მანამ არ დაუბრუნა
-კმაყოფილი ხარ?,-როდესაც,სტაქანი უკვე ხელთ ეპყრა სანდროს უთხრა ანნამ და ბორძიკით წამოდგა ფეხზე,მან ხელი შეაშველა
-დათო მომკლავს,-ჩაიბურტყუნა სანდრომ
-ვინ მოგკლავს?,-ჩააშტერდა ანნა თვალებში და მათი დახამახამების უფლებც კი არ მისცა,ისე უდრეკად აკვირდებოდა,-ან რატომ უნდა მოგკლან,-ისე ძლიერად მოიქნია ხელი,სანდრომ ვეღარ შეიკავა და ანნა დივანზე გაიშოტა,ის კი იდგა და იცინოდა,-იქნებ გამასწორო,-შეუბღვირა მარიამ,სანდროც დასერიოზულდა და ანნა ისევ ფეხზე წამოაყენა
-ნუ მიძალიანდები დაუმორჩილებელო ქალბატონო,ოთახამდე უნდა აგიტანო
-შენი ატანა არ მინდა ძამიკო,მე თავად მოვახერხებ ასვლას,-წარბები აზიდა,მხრებში გაიმართა და ფართოდ გახელილი თვალები მიაპყრო არასერიოზული გამომეტყველების მქონე მამიდაშვილს
-როგორ ახვალ,ოთხით,სამით თუ ორით?,-ბოლო ხმაზე ხარხარებდა სანდრო,-ვერ ვიტან ჯიუტ ქალებს
-მე კი არასერიოზულ კაცებს
-ოჰ,შენ ხომ მყავხარ თვით სერიოზულობა,-არ ჩერდებოდა სანდრო
-სუფთა ჰაერზე,ჩქარა-წამოიყვირა ანნამ და მხარი გაჰკრა სანდროს,შემოსასვლელამდე ბორძიკით მიაღწია და კარი გააღო,საღამოს გრილმა სიომ მის ნახევრად მოტიტვლებულ ტანზე განისვენეს,ტანში დაუარა,ქარის შეხება,რომ იგრძნო,აწითლებული ლოყები და ცქმუტავი სახე,მედიდურად შეჰურებდა ლამპიონებით განათებულ ეზოს,ფეხი გადაგდა,ზღრუბლს უნდა გადასცდენოდა,როდესაც სანდრომ ხელი სტაცა და უკან შეაბრუნა
-ხელი გამიშვი,სუფთა ჰაერზე მინდა,-უყვიროდა ანნა
-ერთად გავიდეთ,-ძლიერად მოკიდა ხელი სანდრომ და გარეთ გაიყვანა
-ჩემი მძღოლი სად ჯანდაბშია,სახლში მინდა,-ლუღლუღებდა ნამთვრალევი და ხან ერთ შუქურას ხან მეორე შუქურას ეცეკვებოდა ვალსს.
-მოდი დავსხდეთ,-უთხრა სანდრომ და გაზონის გვერდით ჩამოკიდეულ დიდ საქანელაზე ჩამოჯდა,რომელიც გვერდებზე დეკორატიული ყვავილებით იყო მორთული,ბარბაცით მივიდა ანნა სანდრომდე და გვერდით დაეხეთქა,კიარ დაჯდა დაეხეთქა,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,მერე კი ერთი თხუთმეტი წუთი გადაბმულად იცინოდა მაგრამ,რაზე სანდრომ ვერ გაიგო უბრალოდ იღიმოდა და უყურებდა,სიიცლისგან ფერებ ამღვრეულ ბიძაშვილს
-დათო სადაა?,-თავი დაღუნული ჰქონდა და ისე საუბრობდა ანნა,-სახლში მინდა,დავიღალე,-ფრუტუნებდა იგი
-არ ვიცი,ალბად შიგნითაა,დღეს მაინც ვერ წახვალთ,ხვალ წადით
-კარგი,სად ჯანდაბშიც არ უნდა იყოს არ მადარდებს,შესაძლოა გამოტვრა და მიეგდო მიიძინა,წამიყვანე მეც დავწვები,-ამოიოხრა მან და სანდროს ჩაებღაუჭა
-აკი მეთვითონო?,-გვერდულად გაეღიმა მას და ანნას ადგომაში დაეხმარა,სწორად დროზე შეასწრეს სახლში,ორი წუთი არ იყო გასული მანქანის შუქებმა თვალი,რომ მოსჭრა ირაკლის,რომელიც აივანზე იდგა და სიგარეტს,სიგარეტზე ეწეოდა,აშკარად ნერვიულობდა,დავითი,რომ გადმოვიდა მანქანიდან ირაკლიც შებრუნდა სახლში,კიბეები ჩაიარა და გარეთ გავიდა
-ყველაფერი რიგზეა,გოგა ანუ ჩემი ძმა აქ ახლო-მახლო არ ცანს არც მისი ხელქვეითები,სიწყნარეა ერთი სიტყვით ბატონო ირაკლი,-ხელი დაადო მხარზე
-მამაშენი სადაა,-დამშვიდებულმა ირალიმ,მიუგო და სიგარეტის ღერი მოისროლა
-იგი ქვეყანაში არ იმყოფება
-იცის,რომ ანნას შენ იცავ?
-კი იცის და ალბად მაგან განაპირობა ასეთი ძლიერი შემოტევა,ჩემი მუშაობის სტრატეგია მან ძალიან მშვენივარდ იცის,როგორი ორგანიზებულიც ვარ მაგრამ,ჯერჯერობით ამას არ იყენებენ,გოგას არ ვიცი რატომ მოუნდა უსიყვარულოდ ანნას შერთვა,თუ ამას შურისძიება არ ერთვის,თანაც ისეთი ძლიერი რომლის გადათქმაც არ შეუძლია
-ვერაფერი გავიგე,შენ მუშაობ შენი ძმის წინააღმდეგ,რომელსაც მოჰყავდა ცოლად ანნა მაგრამ,რადგან კახას არ აწყობდა ეს,მცველი მიუჩინა,იმ ამბის მერე,როცა ანნა-მარია გაიტაცეს
-სრულად არც ბატონი კახა,თქვენი მოყვარე მიხსნის რა მოხდა ადრე სანმა მე მათთან დავიწყებდი მუშაობას,-დაღვრემილი სახით ახედა დავითმა ირაკლის
-ჩემი მოყვარე ცუდ საქმეშია გარეული,სიდამპლის სუნი,ძალიან ახლოსაა და თანაც ძალიან მძაფრია,-განრისხებული სახით ახედა ირაკლიმ და სიგარეტის ღერს მოუკიდა,ალბად ვერც კი გაიაზრა უკვე მერამდენე ღერს ეწეოდა გადაბმულად
-არ ვიცი და არც მაინტერესებს რა მოხდა ჩემს ოჯახსა და მათ ოჯახებს შორის,მე მცველი ვარ მიმაგზავნეს საქმეზე და ვალდებული ვარ დავიცვა სუსტი არსება,რომელსაც ამ ცხოვრების არაფერი გაეგება და საკუთარ სამყაროშია,რომელსაც რომანტიზმისთვის დამახასიათებელი,იდეალური სამყარო რეალობასთან საკმაოდ შორს გადახვეწილი ცხოვრება აკავშირებს.

იჯდა მაგიდასთან და კოვზს ჩაიში ურევდა,თითების კაკუნით სვამდა შემდეგ და ტელევიზორს უყურებდა,რატომღაც სიჩუმე მოუნდა,პულტს დაწვდა ტელევიზორი გამორთო და ისევ განაგრძნო ნაზად კოვზის მორევა,ისე როგორც ნიჩაბი აპობს ტალღებს,იდაყვით მაგიდას დაეყრდნო და ნიკაპი ხელის გულზე ჩამოდო
-გამოკეთდით?,-მოესმა ხმა უკნიდან,მიტრიალება არც უცდია,ისევ მორევას განაგრძობდა,იგი მიუახლოვდა და მის გვერდით დადგა
-ანნა-მარია მისმენთ?,-მიმართა კიდევ ერთხელ და ჩაი გამოაცალა,მან საწყალი რკავის ტალებით ახედა,დავითს გაუკვირდა,მისი ამღვრეული თვალები,რომ დაინახა
-დიახ გისმენ,-და თვალი მოარიდა,დავითმა სკამი გამოწია და ჩამოჯდა,ჩაი კი ისევ მიუწია
-ცხვირპირი რატომ ჩამოგტირით,რა მოხდა
-არ ჩამომტირის უბრალოდ ჩავფიქრდი,თვალი გამიშტერდა და ცრემლიც მაგიტომ მაქ ჩამდგარი,-მიუგო და ყლუპ-ყლუპად მოსვა ჩაი,დათომ ღრმად ჩაახველა და უფრო ახლოს მიიწია
-დაივიწყე ჩვენი ასაკობრივი სხვაობა,გადამიშალე გული,მითხარი რა გტკივა,რას გრძნობ,რით შემიძლია დაგეხმარო,-ანნას ჩაეცინა და ეშმაკურად ახედა მძღოლს
-რატომ გინდა დამეხმარო მე ხომ შენთვის არაფერი გამიკეთებია,არ გექცევი კარგად,სულ ვკამათობთ,ასე,რომ დაივიწყე რაც მითხარი,გულის სიღრმეში ისევე გძულვარ როგორც შენი მტერი
-არ მძულხარ საიდან მოიტანე,პირიქით,ჩემი პატარა დაიკო ხარ,რომელიც არასოდეს მყოლია და მინდა დაგიცვა ყველასგან და ყველაფრისგან,-დავითს სახე შეეცვალა,რაღაც უცნაურმა უბიძგა,თვალებში ჭინკები ახმაურდნენ და ეშმაკურად შესციცინებდნენ ანნას თვალებში
-რათქმაუნდა,ვალდებული ხარ ასე მოიქცე,შენ მძღოლი არ ხარ ჩემი დაცვა გევალება,-კბილების დასმით მიუგო და თავი მიაბრუნა,დავითს ისარივით მოხვდა ეს სიტყვები,ცივმა ოფლმა დაასხა,თითქოს ენა გადაყლაპარა ვეღარაფერს ამბობდა,-რატომ გაჩუმდი განა სიმართლე არაა,მამაჩემის დაქირავებული მცველი ხარ და მიცავ შენი საკუთარი ოჯახისგან
-საიდან მოიტანეთ,-ანერვიულებული ხმით მიუგო მან და ფეხზე წამოდგა,ეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა,ხელები გადააჯვარედინა და ანნას პასუხს დაელოდა
-გავიგონე,ბიძაჩემს,რომ ეუბნებოდი,ყველამ იცით ჩემს გარდა,თითქოს ეს მე არ მეხებოდეს არადა,ჯაჭვის მთავარი წრე მე ვარ,-სისინით მიუგო დ აისიც ფეხზე წამოიჭრა,დავითს ძალიან ახლოს დაუდგა და თვალებში ჩააშტერდა,-თუ კაცი ხარ, თვალებში მიყურე და ისე მითხარი,რომ ვიგონებ,რომ ეს ყველაფერი ჩემი სიმთვრალის ბრალია,-დათო შეკრთა,არ მოელოდა ამხელა ზეწოლას,თვალები არ დაუხამხამებია ისევე გაშტერებული უყურებდა როგორც ანნა,ვერც განძრევას ახერხებდა,მხოლოდ ტვინი აზროვნებდა,მხოლოდ გონება ფიქრობდა თუ ახლა მა წამს რა ეთქვა,რათქმაუნდა ვეღარ შეძლებდა ამის უარყოფას და მოუწევდა ყველაფერი დეტალურად აეხსნა
-გთხოვ დამშვიდდი,დაჯექი და ყველაფერს აგიხსნი,-ანნა ისევ შეუდრეკელად იდგა,რატომღაც დაჯდომას სულ არ ფიქრობდა
-გისმენ,-იმედგაცრუებული ხმით უთხრა და ოდანვ დაიწია,ამით სუნთქვის საშუალება მიეცა ანრევიულებულ დავითს
-ყველაფერი რაც თქვი სიმართლეა და ამის უარყოფის არც სურვილი მაქვს და არც უფლება,რაც შეეხება ჩემს ოჯახს,მათთან კავშირი მაშინ დავკარგე,როდესაც გავიგე,რომ აყვანილი ვიყავი,სურვილი დავკარგე მეცხოვრა უცხო ადამიანებთა,რომელებიც ოცი წელი ჩემი ნამდვილი ოჯახი მეგონა,ბოლო ოცი წელი კი მცველად მუშაობას შევალია,ეს ჩემი ბოლო სამუშაოა,-ცოტახანი პაუზა გააკეთა,თითები დაატკაცუნა და ხელის გულები მოისრისა,-შენ რაც შეგეხება,ადრე მოგიტაცა ჩემმა ძმამ გოგამ მაგრამ,გამოექეცი,რომიდან ახალი ჩამოსული ისევ რომში გაგამწესეს,შენთვის რთული იყო რადგან დედა ავადმყოფობდა და საშინლად გტკიოდა გული,მისგან შორს ,რომ უნდა გადახვეწილიყავი,აქედან წამოვიდა მამის სიძულვილი,მის მერე ხუთი წელი გავიდა შენ კი ისევ აქ ხარ შენს მშობლიურ ქვეყანაში,გაურკვევლობაში ჩავარდნილი და ამღვრეული თვალებით შესცქერი შენთვის ყველაზე აუტანელ და საზიზღარ ადამიანს და არ იცი რა გააკეთო,რა თქვა,უბრალოდ ზიხარ და ცქმუტავ ფინიასავით,-ცრემლის გორგალი ლოყაზე ჩამოუცურდა,თვალები დახუჭა და მოიკუნტა
-მინდა შენმა ოჯახმა თავი დამანებოს,არ მიყვარს გოგა არა,-აყვირდა ბოლო ხმაზე,-აქამდე რატომ არ მითხარი,რატომ დამიმალე აკი ჩემთან გულახდილი იყავი,უანგაროდ გადმომცემდი სითბოს,რომელსაც ვერ ვხედავდი მაგრამ შენი შეხებისას ვგრძნობდი,რატომ სიმართლე მაშინვე არ თქვი,ახლა იქნებ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო იქნებ შემძლებოდა შენში ადამიანის დანახვა,ამხელა ტკივილისთვის გამწირეთ შენ და მამაჩემმა,სენ კი გინდა,რომ გული გადაგიშალო,შენი დამშვიდება არაფერში მჭირდება,-სპეტაკი თვალები მიაპყრო და უაკნ-უაკნ დაიხია,ფეხი სკამს წამოკრა და წაბორძიკდა მაგრამ,დავითმა სწრაფად მოკიდა ხელი და მკერდზე მიიხუტა,მთელი სხეული უმანკოდ უცახცახებდა,ხელის გულებს ძლიერად უჭერდა მკერდზე და დახსნას ცდილობდა მაგრამ ძალა არ ყოფნიდა უმწეოდ ეცემოდა მისი თავი დავითის მკერდზე,-დამეხმარე და გაქრი,-ამოიღრინა მან,დავითმა მტკივნეულად გადაყლაპაა ყელში გაჩხერილი ნერწყვის ბურთულა
-გეფიცები მე არ მინდოდა ყველაფერი ასე მომხდარიყო,არ მინდდოა შენთვის ზიანის მოყენება,თუ გეტყოდი მეგონა სტრესში ჩავარდებოდი დეპრესია დაგეწყებოდა,ოთახში ჩაიკეტებოდი,სამყაროს მოწყდებოდი
-რაც ადამიანს გონია ისე არასოდეს არაა,გთხოვ თავის მართლებას შეეშვი და ხელი გამიშვი,თავი უმწეო მგონია,ძალა არ მყოფნის შენგან შორს ვიყო
-გულს მტკენ,-ხრიწინით უთხრა დათომ და ხელები შეუშვა
-ჩემ გული კი უკვე დალპა ტკივილისგან,შენს პატარა ძამიკოს გადაეცი ახლოს არ მოვიდეს თორემ ჩემი ხელით მოვკლავ,ისე,რომ ხელიც არ ამიკანკალდება,-ცივად შეხედა და შებრუნდა,-შენ კი გირჩევნია საჭიროებისამებრ შემხვდე თორემ შეიძლება გულმა ვერ მომითმინოს და..-ხმა გაუწყდა და უგონოდ დაეცა იატაკზე.

-რა დაემართა?,-მისაღებში გაფითრებული კახა გამოვარდა,ანნა გულწასული ესვენა დავითის მკლავებში
-ცუდად გახდა,ვერ ხედავთ?,-ხმამაღლა უთხრა განერვიულებულმა და ანნა დივანზე ფრთხილად დააწვინა,-მან ყველაფერი გაიგო,-მის თავთან იყო ჩაცუცქული და შუბლზე ხელს უსვამდა,-დავიღუპე,-ამოიგმინა და ნაზად აკოცა შუბლზე,კახას წითელი აენთო,დავითი გაწია და შვილს დაეჯაჯგურა,ამასობაში სამზარეულოდან სპირტი გამოიტანა დავითმა და ნესტოებთან მიუტანა,როდესაც ანამ მძაფრი სუნი იგრძნო თვალი გაახილა,ისეთი ზიზღით აღსავსე ჰქონდა თვალები კახა შეშინდა და უკან დაიხია,ნიკაპი და ტუჩები უცახცახებდა,როგორც პატარა ბავშვსს,როდესაც ტირილი უნდა,ორივე გასუსულები იდგნენ და უყურებდნენ,დავითი თავის აწევას ვერ ახერხებდა,კახა კი ისევ ამაყად იდგა,წარბიც არ შეუხრია ამით იგი პატივისცემას და მისი აზრის შეურაწყოფის უფლებას არ მისცემდა ,მუდამ იცოდა,რომ ანნას მასთან ზედმეტი არაფერი არ უნდა ეკადრებინა
-მეზიზღები მამა,-მთელი სიძულვილი,ბოღმა,ზიზღი,ყველაფერი ამოანთხია ამ ერთ სიტყვასთან ერთად,კახა შეკრთა,მისკენ წავიდა გაშლილი ხელით უნდა გაერტყა მაგრამ,დავითმა დაუკავა,ძალიან ღონიერი აღმოჩნდა კახას მკლავი და მისი დამორჩილება გაუჭირდა
-თითი არ დააკრო-უღრიალა მან და ხელი კრა,ახლა უკვე მისკენ წამოენთო კახა,განრისხებული ლომის თვალებით,-თქვენთან ჩხუბს არ ვაპირებ,საქმეს ნუ გაირთულებთ ბატონო კახა,- მოღერებული მუშტი მის სახესთან ახლოს გააშეშა
-რატომ ერევი მამა-შვილის საქმეში,მინდა დავარატყავ მინდა არა,შენ რა გაწუხებს,ერთი უბრალო მცველი ხარ,არაფრის ვარგისი ერთი უბრალო რამ გთხოვე ეცადე არ გაიგოს მეთქი შენ კი ალბად დაუჯექი და ყველაფერი სიტყვა სიტყვით უთხარი,ამის მერე შენი ნდობა შეიძლება?,-ცოფებს ყრიდა პირიდან კახა
-მამა შეწყვიტე სპექტაკლი,გთხოვ-თავ ჩღუნულმა ამოილუღლუღა და ატირდა,დავითს საშინლად ეტკინა გული,მასთან მივიდა და დამსვიდებას ეცადა,იმის შიშით,რომ ანნა კიდევ უფრო გარიყავდა,მსუბუქად უსვამდა თმაზე ხელს,როგორ ძალიანაც არ უნდა ნდომებოდა მისი გულში ჩახუტება,სიტყვით დამშვიდება,ანნა იჯდა და ცქმუტავდა,სასიამოვნოდ უვლიდა მუცელში,ფეხებში ყველგან მთელ სხეულში მისი სეხება,ვერ უძლებდა,რომ არა ჩახუტებოდა,კახა კი მკრთალი ნაკვერჩხალივით ნელ-ნელა ღვივდებოდა,მათი შემყურე
-ჩემი შვილისგან თავი შორს დაიჭირე,მისი არავინ ხარ ასე,რომ მიუცუცქდი და ჩემს თვალწინ ეფერები,-ანნამ დავითს ხელი ძლიერად მოუჭირა და კახას ახედა ისეთი სახით,რომ მკვდარისთვის,რომ დაეხედა საფლავში ტრიალს დაიწყებდა,დავითმა შეხებისთანავე იგრძნო ანნას სჭირდებოდა
-წამიყვანე,-მარტო ეს თქვა და მკერდზე მიეყრდნო,კახას ფერები გადადიოდა,ვეღარ აზროვნებდა რა ეთქვა როგორ მოელბო ანნას გული
-არსადაც არ წახვალ,აქ დარჩები დავითი კი დღესვე წავა აქედან
-არსად არ წავა,თუ გააგდებ მეც გავყვები,რა მისი ბრალია,ის არ უხსენებია,რომ შენ სთხოვე გაჩუმებულიყო,საკუთარი თავი დაადანაშაულა,იმაშიც რაც შენ ჩაიდინე,შენი ბრალია მამა ყოველივე ეს,რაც ჩემს გარშემო ხდება,გოგასგან ფული ვერ მიიღე,თქვნე ორნი შეკრულები იყავით,გატაცება გაითამაშეთ და ამის სანაცვლოდ მას ფული უნდა მოეცა შენთვის და მერე ცოლადაც მომიყვანდა,სრულიად უცნობ კაცზე გამყიდე მამა და ახლა გინდა,რომ დავრჩე,არა მაპატიე,დედის ხსოვნას ვფიცავ აქ ფეხს აღარასოდეს შემოვადგამ,-დავითს ძლიერად ჩაებღაუჭა,-წავედით,-უთხრა ხრიწინით,დათოც წამოდგა ფეხზე და ხელი შეაშველა ანნას.
-დათოსთან ვერ გაძლებ მას არ აქვს იმხელა შემოსავალი,რომ ფუფნებაში იცხოვროთ,დრო მოვა და ამ გადაწყვეტილებას ინანებ
-არც დავითთან ვაპირებ წასვლას,იმ ბინაში გადავალ სადაც ადრე ვიყავი,ჩემოდნებს ხვალ გამოგზავნი ან დათო მოვა და წამოიღებს,-მანაც თავი დაუკრა,თანხმობის ნიშნად,-ასე,რომ აქ აღარ მომესვლება,მე მაქვს ჩემი ქონება და უზრუნველი ვიქნები მთელი დარჩენილი ცხოვრება,დათო იქაც კარგად დამიცავს,თუ ესეც საჭირო იქნება,მაგაზე არ იდარდო,-ცერებულად გაუღიმა და გასასვლელისკენ წავიდნენ.

ცხოვრება ისეთი მოულოდნელობებითაა აღსავსე,რომ ზოგჯერ ჩვენთვითონაც გვაოცებს,ბნელში,რომ ზიხარ დ აუცბად განათდება ან პირიქით სნათლიდან წყვდიადში გადაინაცვლებ.

მშვიდად მიუახლოვდა ანნა მანქანას დავითმა კარი გაუღო და დაჯდა,კახა კართან იდგა და გაცეცხლებული თვალებით უყურებდა მათ,სწრაფად შემოუარა დავითმა მანქანას და საჭესთან დაჯდა
-რაც შეიძლება მალე წავიდეთ,-მიუგო ანნამ და კოპები სეკრა,დავითი უყოყმანოდ მოემზადა,გასაღები მოარგო და ძრავიც ამუშავდა,მთელი გზა გასუსული იჯდა თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და ფიქრობდა,
ჯობია ინანო ის რაც გააკეთე,ვიდრე იმაზე რაც არ გაგიკეთებია,დავითი წამიერად შეავლება თვალს წინ დამაგრებულ სარკეში და უნებურად იღიმოდა,მართალია თავადაც ბევრი კითხვის ნიშანი დაუგროვდა მაგრამ,ამის ანნას თავზე მოხვევას ერიდებოდა,კიდევ უფრო არ უნდოდა გული ეტკინა,არც იმაზე უნდოდა დაფიქრებულიყო,რომ მასში გრძნობამ გაიღვიძა,რომელიც დაუსვებლად მიაჩნია,40 წლის კაცს 25 წლის ბავშვი ვერანაირ შემთხვევაში ვერ შეუყვარდება,მითუმეტეს დავითს ასაკით მასზე უფროსი ქალები ხიბლავდა მაგრამ,ამ პატარა არსების მიმართ რაღაც განსაკუთრებული რამ იგრძნო,მისი შეხება,გამოხედვა,პატარა უმწეო თვალები,ნაზი ხმა,მოკლედ სრული გრაცია იყო ეს ქალი დავითისთვის მაგრამ, საკმაოდ პატარა გრაცია სამწუხაროდ,რომლის გულთან მიშვებაც სასტიკად არ უნდა მაგრამ,სიყვარულს რას გაუგებ,როდის მოვა არ იცი.
-მოვედით,-უთხრა დათომ და უკან მიტრიალდა,ანნას კისერი მიყრდნობილი ჰქონდა და ეძინა,დავითს გაეცინა მანქანიდან გადავიდა,კარი გააღო და ფრთხილად გადმოიყვანა,გასაღვიძელბად შეეცოდა ამიტომ ხელში აიყვანა და სადარბაზოს კიბეები ისე აიარა.
თითქმის არც უგრძვნია დაღლა,ასაკთნ შედარებით საკმაოდ ძლიერია,კუნთები ბატიბუტებივით აყრია,მცველი სხვანაირია ვერც წარმომიდგენია,კოსტუმი ლამის შემოსკდომოდა,როგორღაც მიწვდა კარის გვერდით დამაგრებულ ზარს და ნიკაპი მიაჭირა,საკმაოდ სასაცილო შესახედავი იყო იმ მომენტში სოლიდური მამაკაცი,კარი მოხუცმა ქალმა გაუღო,წელში ოდნავ იყო მოხრილი,ანნა,რომ დაინახა გულზე შემოიკრიბა ხელები,გაფითრდა მაგრამ,დავითმა მალევე უთხრა,რომ მხოლოდ ეძინა და ქალიც დამშვიდდა.
ანნა-მარია დივანზე მოათავსა თავად კი ჩაირბინა სადარბაზოს კიბეები და წამში უკვე მანქანაში იყო.

-რატომ მოხვედი?,-მანქანიდან გადმოსულს ხისტად მიუგო კახამ,ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა და ისევ იმ ადგილას იდგა სადაც წეღან,როდესაც ანნა-მარია და დავითი წავიდნენ
-ბარგის წასაღებად მოვედი,არ მინდა ანნა-მარია ვალოდინო რამდენიმე დღე არ მეცლება და ბარემ მივუტან ნივთებს,-უთხრა და შსვლა დააპირა,როდესაც კხამ დაუჭირა მკლავი
-ჯერ იკითხე შეიძლება თუ არა,რომ შეხვიდე,-ბოროტულად ხტუნავდნენ და უცქერდნენ ჭინკები დათოს,ხელი გააშვებინა და შიგნით უხმოდ შევიდა,სწრაფად აირბინა კიბეები,გაიარა დერეფანი და შევიდა ანნა-მარიას ოთახში,იქ ჩალაგებული დაუხვდა ყველაფერი,ოთახის აბაზანაში კი ვიღაც ღუღუნებდა,მერე ასე ღუღუნით გამოყვა და გამოვიდა ოთახში დათო,რომ დაინახა დაიმორცხვა
-ტასო როგორც ვხედავ ყველაფერი ჩაგილაგებია,გმადლობ,-თბილად მიუგო და ჩემოდნები საწოლიდან ჩამოაწყო
-არაფერს ბატონო დავით,მე ვალდებული ვარ გემსახუროთ,-ცერებულად გაეღიმა და ოთახის დალაგება განაგრძო დათო კი ჩემოდნებით ხელში უკვე კიბესთან იდგა,თვალი მოავლო სახლს და საფეხურებს დაუყვა,ბოლო საფეხურმა შეაყოვნა რადგან კახა გადაეღობა,უხეშად გამოსტაცა ჩემოდნები დ აგარეთ გააქცუნა
-აჰა და სწრაფად მოშორდი აქაურობას,-უღრიალა თვალებ ანთებულმა და საბარგულის კარი მთელი ძალით დაახეთქა,ისე,რომ მანქანამ რწევა დაიწყო,დათოს გაეცინა მის საქციელზე,ისევ უპასუხოდ დატოვა მისი ქმედება,თავი დაუკრა და მშვიდად მოკალათდა მანქანაში.

რამხელა ენერგია იხარჯება ხანაც რამეს,რომ მიაღწიო,დასახო მიზანი და ამ მიზნამდე მისაღწევი გზა იკვლიო,ცხოვრება რთულია,ძნელია რეალობას გაუსწორო თვალი,ან თუნდაც ტყუილში იცხოვრო და მთელი სიცოცხლე მართალს ეძიო,წუთისოფელს რას გაუგებ,ერთი დღე,რომ კარგად იყო მეორე დღს შეიძლება სუნთქვამაც კი დაგღალოს და წამიერად,გაუაზრებლად შეწყვიტო იგი.უსასოება ადამიანის ყველაზე ცუდი რამაა,დათოს სიკვდილიც კი ურჩევნია ვიდრე არ ჰქონდეს რამის იმედი,თუნდაც ერთი პატარა იმედი,მკრთალად მოციმციმე სანთელი,განმარტოება ეხმარება ადამიანს ჩაფიქრდეს,გაიხსენოს მის ცხოვრებაში მომხდარი ფაქტები,შეაჯეროს.
უბრალოდ შეუძლებელია,არარეალურია სიყვარული ორ ერთმანეთისგან საკამოდ განსხვავებულ ადამიანს შორის,ყველაფერი უფლის ნებაა.
თუკი ადამიანს სიხარულის გრძნობა ეუფლება
თუკი ადამიანს იზიდავს მეორე ადამიანი
თუკი ასაკის და მიუხედავად ისინი მაინც განიცდიან ლტოლვას,ნუთუ ეს ყველაფერი დანაშაულია,ყველას,ხომ აქვს საკუთარი უფლება,სიყვარული ის ძვირფასი გრძნობაა,რომელიც ამ დროში ერთეულებს შეუძლიათ,არადა გრძნობა ყველასთვისაა,როდესაც ადამიანი გიყვარდება,ყველაფერს ხაზი ესმევა,ასაკს გარეგნობას,წარსულს და მხოლოდ იმაზე ფიქრობ თუ რით გაახარო იგი.
ეს იმ შეგრძნებათა და გრძნობების ნუსხა იყო რომელსაც ყოველ დილით გაღვიძებისას და ღამით დაწოლისას განიცდის დავითი,თავთან არ უარყობს,რომ 15 წლით უმცროსი ქალი შეუყვარდა,თანაც გაგიჟებით,პატარა აუტანელი და მუდამ გრაციოზული,მოხდენილი,ენერგიული ანნა-მარია.

ოთახს წრეზე დაუარა,ერთ ხანს წიგნების კარადასთან შეყოვნდა,თითები დაუსვა რამდენიმე წიგნს და ხელს გამოაყოლა,საკმაოდ მსუქანა,ოქროსფერი ასოებით დაწერილი წსათაურის მქონე წიგნი,მკერდზე მიიხუტა და საწოლში ჩაწვა
საოცრად აგიჟებდა ძველი ფურცლების სუნი,წიგნი ჩემი სამყაროა,გაიძახოდა ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში,ფარატინა ფურცლებს ფაქიზად შლიდა,ძველი წიგნები საკმაოდ საფრთხილოა,თანაც ანნას თაროზე ძალიან იშვიათი წასაკითხები ინახება,რომლებიც ისვიათად თუ იბეჭდება გამომცემლობაში,ამიტომ მათ თვალისჩინით უფრთხილდება.

-ჩაის დალევ შვილო?,-ოთახიდან პერანგ მოცმული გამოლასლასდა ანნა-მარია,ლილი იდგა და უღიმოდა თან ფინჯანს ცხელი ჩაით ავსებდა,ანნა-მარია გაიზმორა და სავარძელში გადაწვა
-დღეს კარგი ამინდია,ალბად გარეთ გავალ,დათო სადაა?
-გუშინ ბარგი მოიტანა და წავიდა,გადმომცა სახლიდან არ გავიდეს სანამ მე არ ჩამოვალო,-ანნა-მარიას სახე ეცვალა,სავარძლიდან წამოხტა და ოთახში ყვირილით გავარდა
-რა უფლებით ამიკრძალა,მაგას თავი ვინ გონია,მეგობრებიც ვეღარ მინახავს უმაგისოდ
-ნუ ყვირი ანნა-მარია,რამ გადაგრია დათო ძალიან გიფრთხილდება შენ კი პატივს სულ არ სცემ
-ახლა არ გინდა ბებია,მისი დაცვა,-უკან შებრუნდა და ბებიამისს მიუახლოვდა,-სად წავიდა?
-მნისვნელოვან საქმეზე,სამი დღით,-ამან სულ მთალდ გამოიყვანა მდგომარეობიდან
-სამი დღე ოთხ კედელ შუა უნდა ვიყო,თქვენ რა ჩემი სიკვდილი გინდათ?
-რატომ არ გინდა,იაზროვნო სნი ასაკის შესაფერისად,არ იქცევი ნორმალურად,ჭკვინა ქალს ასეთი ქცევები არ შეგეფერება
-შენც დათოსგან გადაიღე?,-იღრინებოდა ცოფიანი ძაღლივით,-რატომ არ გესმის ბებო,სამი დღე დავიხრჩობი აქ,გარეთ უნდა გავიდე,მეგობრები ვნახო
-ახლა გაგახსენდა მეგობრები,თუ ახლა გაახსენდი მეგობრებს,შეიგნე,რომ მცველის გარეშე ვეღარსად ივლი
-ბარემ ცოლადაც გამაყოლეთ,-საშინლად გამწარებული გავარდა ოთახში და კარები ჩაკეტა,ლილიმ თავში წაიშინა ხელები და მოწყვეტით დაეშვა სკამზე,როდიდან გახდა ასეთი ჯიუტი მისი შვილიშვილი,ანნა-მარია პატარა ბავშვივით მიიკუნტა ოთახის კუთხეში და ტირილი დაიწყო
-გააღე კარი ჩაი მოგიტანე,დაგამშვიდებს,-დაუძახა ლილიმ მაგრამ,ადგილიდან არ დაძრულად,-შენც მამაშენივით აუტანელი ხარ,ჩემს სილს რატომ არ დაემსგავსე,ყველაფერი ცუდი შენ რატომ გადმოგედო
-მამაჩემს ნუ მადარებ,მძულს,ნურც დედას ახსენებ,ის ჩემი ტკივილია,-ლუღლუღით უთხრა ანნამ და უფრო ძლიერად ატირდა,-მინდა აქ იყოს,ახლა ის მჭირება მე სხვა არავინ,-გულმოსული დუდღუნებდა და ცრემლებს იმშრალებდა
-ანნა-მარია კარი გააღე ბებო,ნუ მანერვიულებ გეხვეწები,-ანნამ ლილის თხოვნა იგრძნო,შეეშეინდა მის გამო ცუდად არ გამხდარიყო და კარის გასაღებად წამოდგა
-ჩაი დაგამშვიდებს,-გაუწოდა მან ფინჯანი,-დათომ ნომერი დატოვა,საჭიროებისამებრ დამირეკოსო,მან ყველაფერი მიტხრა,ისიც დააყოლა,რომ სენ სთხოვე ასე,ის არსად წასულა ეს დაგეგმილი იყო,იგი ვერსად წავა სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდება,რომ ყველაფერი რიგზეა და შენ საფრთხე არ გემუქრება,რატომ ზრუნავს ასე ის კაცი შენზე
-არ ვიცი ბებო და არც მაინტერესებს
-ვითომ?,-ცერებულად გაეღიმა ლილის,ანნამ მორცხვად დახარა თავი 
-მე..მე,-ჩაი მოსვა ყლუპ-ყლუპად და ფინჯაზე ძლიერად შემოხვია ორივე ხელი.

გთხოვ ბებო მარტო დამტოვე,-სინზე დაუდო ისევ ფინჯანი და საწოლზე წამოწვა,მოიკეცა და ემბრიონის ფორმა მიღებულმა დაძინება სცადა,ლილი საწოლიდან წამოდგა და ოთახიდან გავიდა,უკვე ნიჟარასთან იყო,რომ მოესმა კარის ხმა,სერვიზი ფრთხილად ჩაააწყო და კარის გასაღებად წავიდა,ზღურბლთან მორცხვად იდგა დათო,ხელები ერთმანეთში ჰქონდა გადახლართული,თვალებიც სხვანაირად უნათებდა
-შეადღე მშვიდობის ქალბატონო ლილი,-ლაღი და დმშვიდებული ხმით მიუგო მან 
-მშვიდობა მოგცეს ღმერთმა,შემოდი,-ლილი გადაკოცნა და მისაღებში შევიდა
-ანნა-მარია არ ამდგარა?,-შეწუხებული სახე მიიღო დათომ და დივანზე მოწყვეტით დაეშვა,
-ადგა მაგრამ,ვერ იყო კარგად და ისევ დაწვა,-ტუჩების ბრეცით მიუგო ლილიმ,ვეღარ უთხრა,რომ ანნამ ისტერიკა მოუწყო მის გამო,-ჩაის ხომ არ მიირთმევდი?,-სიტყვაციის განსამუხტად უთხრა მან და სამზარეულოსკენ წავიდა
-არა იყოს ნუ შეწუხდებით,მინდა ანნა გააღვიძოთ უნდა წავიყვანო,-ხელების სრესით ტქვა და ფეხი ფეხზე გადაიდო,ლილი გაოცდა,დივნის გვერდით სავარძელში ჩაესვენა და ხელები დაიწყო თავზე
-კი მაგრამ,სად მიგყავს,მოხდა რამე?,-აღელვებული ხმით კითხა და ხელი გულზე დაიდო,იგრძნო პულსი აუცქარდა,წნევამაც იწყო მატება,მოხუცს ფერი გადაუვიდა
-რა განერვიულებთ მე ხომ არფაერი მითქვამს,-ცერებულად გაეღიმა დათოს,-ხელი უნდა მოვაწეროთ,-ყელმოღერებულმა თქვა და მუხლეზე შემოიწყო ხელები
-რა თქვი?,-თვალები გაუფართოვდა ლილის,-ცოლად უნდ ამოიყვანო ჩემი ანნა?,-გაოგნებული შეჰყურებდა დავითს,რომელსაც აშკარად ეტყობოდა საკუთარი ნათქვამის სიმტკიცეში დარწმუნებული და თავდაჯერებული იყო
-დიახ ლილი,ეს ერთადერთი გზაა მათ ცამოსაცილებლად მერე,როდესაც ჩაწყნარდება ყველაფერი ანნა-მარიას შეუძლია გაყრა მოითხოვოს ამის სრული და კანონიერი უფლება აქვს
-ეგ კარგი მაგრა,ახლა,რომ არ დაგთანხმდეს,მერე რა მოხდება,-ნიკაპზე დაიწყო თითები ლილიმ 
-დამთანხმდება რადგან სხვა გამოსავალი უკვე აღარ გვაქვს,ახლა წავალთ ხელს მოვაწერთ შემდეგ კი ქორწილისთვის მზადება დაიწყება,ეს ამბავი მთელმა ქვეყანამ გაიგო,ჩვენს ქორწილს ტელევიზიით აჩვენებენ,როდესაც გოგა დაინახავს,რომ ანნა-მარია არაა თავისუფალი ქალი თავს დაანებებს,ეს წერია მისი და კახას დადგენილ კონტრაქტში და კონტრაქტის დარღვევა იწვევს ჯარიმას მილიონი ლარის ოდენობით
-თქვენ ამის თამაში გაგიჭირდებათ,ორივე დაიტანჯებით შვილო,-ამღვრეული თვალებით შეჰყურებდა ლილი დათოს,-უსიყვარულოდ ცოლის შერთვა ან თუნდაც გათხოვება,ყველაზე დიდი ტკვილია ადამიანის ცხოვრებაში,იქნებ ამან არ გაამართლოს,ყველაფერი ტყუილი წვალება იქნება და წყალს გაყვება,ამაზე იფიქრე შვილო?
-მთელი ღამე მაგაზე ვფიქრობდი,ნუ ინერვიულებთ მე თქევნს შვილიშვილს,ძალდატანებით არაფერს მოვთხოვ,ამას მხოლოდ მისი კეთილდღეობისთვის ვაკეთებ,თუ მეტი შეგნება აქვს და მე ვიცი,რომ აქვს ამყვება არც თუ სახარბიელო თამაშში,რომელსაც დასასრულიც ექნება,გაყრის ფურცლებზე მსვიდობიანი ხელმოწერით,მე ბევრს არაფერს ვითხოვ,მხოლოდ უნდა იყოს იგი ერთი წლით ჩემი ცოლი,ფიქტიური და არც ცოლის მოვალეობის შესრულებას ვთხოვ და არც არაფერს,სხვებისთვის ვიქნებით ცოლქმარი,ხოლო ერთმანეთისთის უბრალოდ ნაცნობები,-საუბარის დასრულების შემდეგ ღრმრად ჩაახველა და ფეხზე წამოდგა,ხელები გაშალა და გაიზმორა,კოსტუმის რამდენიმე ღილი შეიხსნა და ფანჯარასთან დადგა,ლილიც ადგა და ლასლასით გავიდა ანნა-მარიასთან.

No comments:

Post a Comment