Sunday, May 4, 2014

აღიარება "6"


გადაანაცვლა,ხელის გული ჩაეოფლა და შარვლის უკანა ჯიბეში მოათავსა სურათი,რომელსაც ჯერ ზიზღით შეავლო თვალი ლამის ხელებში მოეკუჭა,სახე დაებრიცა,თვალები ჩაუსისხლიანდა,-მიმიფურთხებია შენი კაცობისთვის,ძმაო,-ჩაისისინა და აის შემდეგ მოათავსა უკანა ჯიბეში,ფეხდა ფეხ მიჰყვებოდა ლილის,სანამ მათ წინ მაღალი მამაკაცი არ აეყუდა და ძალაუნებურად შეჩერება მოუწიათ,ლილი თავაზიანად მიესალმა სიმპატიურ მამაკაცს და ჰყაიკას ანიშნა,რომ სურათი იყო საჭირო,მანაც არ დააყოვნა,უკან წაიღო ხელი და ძმის სურათი ხელის კანკალით გაუწოდა მის წინ მდგომ კაცს.

-საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ,ეს პირი საქართველოში არ იმყოფება,ანუ დამნაშავემ მიმალვა მოასწრო სანამ აღმოაჩენდნენ,ახლა დაუდგენელია ჯერჯერობით რომელ ქვეყანაში ან კუნძულზე იმყოფება,და საერთოდ სად არის ახლა,მთელი საპატრულო ეკიპაჟი მობილიზებულია იმ ქვეყნებშიც შევიხედეთ სადაც ხელი მიგვიწვდებოდა,ამ ფოტო სურათს გავგზავნით და ამით უცხოელ პოლიციას უფრო გავუადვილებთ საქმეს,ჩვენ სხვა რა დაგვრჩენია,უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,-ლილი ერთხანს დუმდა და ყურებ დაცქვეტილი უსმენდა მოსაუბრეს
-კარგით,ბატონო დავით ყველაფერი გასაგებია,ჩვენ წავალთ თუ დახმარება არ გჭირდებათ
-არა ქალბატონო ლილი,ახლა ჩვენ გავართმევთ თავს ყველაფერს დიდი მადლობა,რომ თანამშრომლობთ პოლიციასთან
-რომ გიტხრათ ეს სასიამოვნოა-მეთქი მოგატყუებთ,ბავშვობიდან მეშინია თქვენი-და  ჩაეღიმა
-რატომ დამნაშავე ხომ არ ხართ?-მიუგო მანაც სიცილით
-მშობლის გაბრაზებას და ბავშვების ცემას თუ არ ჩვთვლით მგონი არაფერში მიმიძღვის ბრალი
-ხოდა ძალიან კარგი,ასე განაგრძეთ
-კარგით,კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო დავით-თავაზიანად დაუკრა თავი და ჰაიკასთან ერთად შენობა დატოვა,ჰაიკას თავი ჩაეღუნა და ხმა ამოუღებლად მიყვებოდა
-ჰაიკა თავს შეუძლოდ ხომ არ გრძნობ?
-არა არა,-ამოიდუდღუნა ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილმა და ნაბიჯს აუჩქარა
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-ნიჭიერი მხატვარი ბრძანდებით ქალბატონო ლილი,არ შემილია არ ავღნიშნო,-წარმოსთქვა გაბედულად ასაკიანმა მამაკაცმა და კიდევ ერთხელ შეხედა ნამუშევარს,-დიდი სიამოვნებით ვიხილავ ამ საოცრებას ჩემს სახლში,-ჩაიღიმა და თავზე ხელი გადაისვა,ეს ნიშანი იყო თავმოწონების,თუმცა ლილი ზედაც არ უყურებდა მოსაუბრეს,უფრო სწორად,რომ ვთქვა მოლაყბეს და თავის დემონსტრანტს
-ძალიან დიდი მადლობა,ბატონო ზურა,ასე,რომ დაინტერესდით ჩემი ნამუშევრით,ანუ ყიდულობთ-ეჭვისთვალით აათვალიერა მასზე ოდნავ მაღალი ასე ორმოც წელს მიტანებული მამაკაცი და ცხვირი დაებრიცა
-რათქმაუნდა,ამდენი ტყვილად კიარ მიქია,-გვერდულად გაეღიმადა მზერა ახლა უკვე ლილიზე გადაიტანა,ყველა პროცედურის გავლის შემდეგ კი ეს სილამაზე ლილის შემოქმედება შინ წააბრძანა.
გადაღლილი,გონება გამოწურული მილასლასდა სახლში და შიოს დაურეკა,იმ ამბის მერე ერთი თვე გავიდა,ჰაიკას ძმა დააპატიმრეს და ამჟამა უცხოეთის ციხეში იხდის სასჯელს,შიოც ოდნავ დაწყნარდა,საქმეების გადამკიდე ლილი მასთან კონტაქტს იშვიათად ახერხებს ისიც თუ დაურეკავს და „როგორ ხარ“,მხოლოდ ამის თქმას ახერხებს,რაც დამნაშავე დაიჭირეს ჰაიკა მის მერე ჰორიზონტზე არ ჩანს,ლილისაც გადაუარა გატაცებამ,გული დაუცარიელდა,როგორც იტყვიან და ახლის მოლოდინშია,იმ მოხუცის სიტყვები გაახსენდა,ასე ცალად როდემდის უნდა იაროო და გადაწყვიტა რამე ეღონა საკუთარი თავისთის,ბოლო,ბოლო როდემდე ივლიდა მარტო,იცხოვრებდა ცარიელ კედლებში,თანამოსაუბრის გარეშე და საღამოს ექვსზე შინ დაბრუნებულს ცივი კედლები დახვდებოდა,მისათავებული მიწვა ლოგინზე,ტელეფონი მუცელზე დაედო,შიოსთის უნდა დაერეკა თუმცა იმდენად იყო ძალა გამოცლილი ჩაეძინა
ღამის ორი სამი საათი იქნებოდა ტელეფონის ხმა,რომ გაისმა და დაფეთებულმა წამოყო თავი,ნომერს,რომ დახედა ეუცხოვა თუმცა მაინც,გაბრაზებულმა აიღო 
-გისმენთ-ამოილუღლუღა შეწუხებულმა და ბალიშზე დაეშვა
-ლილი მე ვარ შიო გაგაღვიძე?-მის ხმის გაგონებისას თვალები გაუფართოვდა
-არა,არა შიო,გისმენ რა ხდება?-მიუგო მშვიდად 
-როგორ ხარ?არაფერი არ ხდება,უბრალოდ მოგიკითხე,გაგიკვირდება ამ შუაღამისას რამ გაახსენა ჩემი თავიო მაგრამ,იცოდე მე სულ მახსოვხარ-და ტელეფონი გაითიშა,ლილის ეგონა ხომ არ დამესიზმრაო და ხელზე იჩმიტა,თუმცა ეს ცხადიო იყო ტელეფონში შიოს უეცარმა გაელვებამ და მისმა თბილმა ხმამ ძალიან გააოცა და აღაშფოთა ნახევრად მძინარე ქალბატონი,გვერდით ტუმბოზე დადო და ისევ განაგრძო ძილი,როდესაც ტელეფონი ხელმეორედ აწკრიალდა
-გისმენ
-მაპატიე,მაპატიე რა იდიოტი ვარ,ბოდიში ძილი,რომ დაგირღვიე მაგრამ ახლავე ჩაიცვი და გარეთ გამოდი გთხოვ
-შიო შენ ხარ?-ჩაიდუდღუნა ლილიმ,რომელსაც თალები ნახევრად ღია ჰქონდა და ერთი სურვილი კლავდა,როდის გაითიშებოდა ტელეფონი და  ისევ დადებდა თავს ბალიშზე,რომ ძილი გაეგრძელებინა,თუმცა ეს უკანასკნელი მას არ ეღირსა,ძლივ-ძლიობით წამოფოფხდა ლოგინიდან-ჩამოფოფხდა და აბაზანას მიაშურა,ისე,რომ ტელეფონი არც კი გაუთიშავს
-კი მე ვარ,გთხოვ მაპატიე და ჩამოდი დაბლა რაღაც მინდა გითხრა-ზედმეტად გრძნობა მორელულს აღმოხდა სიტყვები და ტელეფონში დუმილი ჩამოწვა,შემდეგ ისევ ააცმაცუნა ტუჩები-ლილი ხომ ჩამოხვალ,ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა
-მთვრალი ხარ?-მიუგო ოდნავ შეწუხებულმა
-გეფიცები ორი წვეთი დავლიე,-ამის თქმაზე ლილიმ თავი  ვეღარ შეიკავა და გემრიელად გაიცნა ტელეფონში
-ორი წვეთი რა მასხრობაა,კაი ჩამოვალ და ერთად დავლიოთ,მივხვდი სასმელზე მეპატიჟები ხომ,აი შე კუდიანო კაი მოვდივარ-მისმა სიტყვებმა თითქოს ლახვარი ჩასცეს გულში,ერთიანად განადგურდა და დაიმსხვრა შიოს ოცნებები,ყველაფერი წყალში ჩაეყარა,რა გაეწყობოდა,აცუნდრუკებულ ლილის თანხმობის ნიშნად ორად ორ ასოიანი სიტყვა უბოძა
-ხო,-და ტელეფონი გათიშა

No comments:

Post a Comment