Sunday, May 4, 2014

იყო ადამიანი ნიშნავს,იყო...(7)


***

-გთხოვ გაბრიელ

-შემეშვი გიგა,რამდენიც არ უნდა იწუწუნო და მითხრა მონიკა ცუდადაა არ დავიჯერე,თქვენ ორნი ცუდ თამაშშ თამაშობდით და ამისთვის უნდა დაისაჯოთ,მე ის არ მიყვარს

-მართლა?თუ არ გიყვარს მაშინ მასე გადავცემ და ვნახოთ ბოლოს ვინ დარჩება წაგებული,-გამწარებული გავარდა კაბინეტიდან გიგა,გაბრიელი კი დაღონებული ჩაეშვა სავარძელში

შეიძლება ადამიანმა ბევრი შეცდომა დაუშვას და საკმაოდ მძიმეც კი და ამან დიდი რამის დაკარგვა გამოიწვიოს მაგალითად:საყვარელი ადამიანის,გაბრიელი გრძნობდა,რომ მონიკა უყვარდა მაგრამ,ამის აღიარება ნაკლებად სურდა,ან რამე აშინებდა ან შეყვარება,რომ შეძლო ამის აღიარება არ უნდოდა,მონიკამ მის შინაგან სამყაროში ცვლილებები,რომ შეიტანა და გაბრიელს ცხოვრება სულ სხვა თვალით დაანახა,საკუთარ თავზე გაბრაზებული წამოხტა სავარძლიდან და ელვისებურად გავარდა კაბინეტიდან
-გაბრიელ რა შეშინებული სახე გაქვს მოხდა რამე?დემე ხომ არაა ცუდად?-აფორიაქდა მონიკაც,აკანკალებული გაბრიელი,რომ დახვდა კარის ზღურბლზე
-მონიკა უნდა ვილაპარაკოთ,ბოლოს და ბოლოს უნდა გავარკვიო რა მინდა-ძლივს თქვა გაბრიელმა და ენაზე მწარედ იკბინა ისე,რომ მთელი სახე დაეჭყანა,-გიგას შენთვის რამე ხომ არ უთქვამს
-არა,რაიყო,“მადლობა ღმერთს“-ჩაიდუდღუნა გაბრიელმა და მონიკას ჩაეხუტა,ლოყებზე სისველე იგრძნო,გული აუჩქარდა,ლამის გონებაც სადღაც გადაეკარგა,გაბრიელი,რომ ჩაეხუტა
-მიყვარხარ,-უთხრა და კიდევ უფრო მაგრად მიიკრა უმწეო სხეული,-მაპატიე,რომ აქამდე ვერ გითხარი;დღეს შენით ყოფნა აუტანელია და ოდესმე უშენობას რა აიტანს?!-ჩაეცინა გაბრიელს და ცრემლ ამოვსებულ თვალებში ჩააცქერდა,-აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე
-რა?-მიუგო ღიმილით მონიკამ
-თვალები,აი თითქოს ლურჯია მერე თითქოს ფაფუკი ღრუბელივით ღიავდება,რა ლამაზი თვალები გქონია,ერთი წამით დახუჭე,-მონიკამ თვალები დახუჭა და ზედ რაღაც მხურვალეს შეხება იგრძნო,ეს სიმხურვალე უკვე ცხვირთან შემდეგ კი ბაგესთან ძალიან ახლოს იყო,თუმცა გაბრიელმა ვერ გაბედა,უკან დაიხია და მონიკას მიაშტერდა
-გთხოვ მასე ნუ მიყურებ-წამოწითლდა და თვალებზე ხელ აიფარა
-ლამაზი ხარ და არ შემიძლია,რომ არ გიყურო,მინდა ყოველ დილით გაღვიძებისას იცი რას ვხედავდე?
-არა,-ეშმაკურად აციმციმდა მონიკას თვალები
-შენს ლამაზ თვალებს,რომლებიც,მიყურებენ როგორ მძინავს და გაღვიძებისას უხერხულად შეიშმუშნები რადგან ფაქტზე წაგასწრებ თუ როგორ მიყურებდი მძინარეს,-ყურებამდე გაეღიმა გაბრიელს თავის ნათქვამზე,წელზე მოხვია ხელი და ნაზად მიიხუტა,-და ახლა ის არ მინდა,რომ გიგა მოვიდეს,-ძაღლი ახსენე ო,რომაა ნათქვამი,ზუსტად მაგ დროს გიგა მიუდგა გვერდით
-ან შედით ან გამოდით რა შუა კარში დამდგარხართ-მან თავისი იუმორით მთელი ქვეყანა ააყვავა და ახლა მათ დაცინვას ეცადა,-რა ხდება ხალხო?,-რომ მიხვდა სიტყვაცია სხვანაირი იყო ჯერ ერთს ახედა გაკვირვებული,ხბოს თალებით და მერე მეორეს-ვინმე ამიხსნით?-თქვა გაბრაზებული ხმით და კოპები შეკრა
-კი აგიხსნით-მიუგო გაბრიელმა,-მონიკას სიყვარული ავუხსენი
-რა?-ენა სასულეში ლამის წაუვიდა საწყალს,თვალის გუგები გაუფართოვდა,რა თქვი ვერ გავიგე მგონი ყურს დამაკლდა,ან მიწკმიტე იქნებ სიზმარში ვარ ან ,ეე მოვკვდი?ააა,-ტუჩები დაეგრიხა,
-რებს ბოდიალობ თუ ღმერთი გწამს,გითხარი სიყვარული ავუხსენი მეთი,შენ კიდევ გვაშაყირებ აქ მოკვდი არა გადაკვდი კიდევ,ეგ ბედნიერება ვინ მოგვცა-ბოლო სიტყვებზე,სიცილი ვეღარ შეიკავა,გაბრიელმა
მაშ,გილოცავთ,იცოდე ჩემს დას შენ გაბარებ,არ აწყენინო თორემ ნამდვილი ქართული სოფელში გაზრდილი მუშტი წამოვა,ნუ ქალაქში ნაცხოვრი რა-ახალი ამბით აღტაცებული გიგა ვერც კი იაზრებდა რებს ბრუტუნებდა
-კარგი,-დაეთანხმა ბოლოს გაბრიელიც.
***
-ქორწილი როდისაა?!,-სახლში შედგმული არ ჰქონდათ ფეხი გიგამ,რომ მიახალა
-ქორწილი?,-გაიმეორა მონიკამ
-ხო დაიკო,ქორწილი რა გაიკვირვე
-ჩვენ ჯერ მაგ თემაზე არ გვისაუბრია,-დაიმორცხვა მან
-მერე რა ახლა ვისაუბროთ გვიანია თუ რა,-გიგა აშკარა აზარტში იყო შესული,ხელები დაიკაპიწა და ყურადღებით მიაცქერდა ირგვლივ მყოფთ,გაბრიელი ცქმუტავდა,ერთი ადგილიდან მეორეში ინაცვლებდა სხვა სტიქიაში იყო,არასოდეს უფიქრია ამ თემაზე და ცოტა აღელვდა კიდეც
-რაიყოთ ხალხო,რა ცხვირპირი ჩამოგტირით თავი პანაშვიდზე მგონია,ყველაფერს მე მივხედავ ოღონდ თქვენ გაიღიმეთ,რავიცი რავიცი წეღან გიპრწყინავდათ თვალები და-გაოცება ვერ დამალა,-გულს მალამოდ დაედო ეს ამბავი,დავმშვიდდი,სანამ სახლამდე მოვაღწიე კიდევაც გამეპარა გული,როგორ ამეხსნა ის რაც შენ მითხარი ონიკასთვის მაგრა,ღმერთმა იცოდა მხოლოდ აქ რა სცენა მელოდა,-ჩაიცინა და დივნიდან წამოდგა,ხელები კეფაზე შემოიწყო და შტვენაშტვენით მივიდა გაბრიელთან,-ამოღერღე ახლა ჰა,სულ მე,რომ მაყბედებთ თქვით რამე,-დასძინა მან და მხარზე გადახვია ცალი ხელი
-რადგან ასე ჩქარობ დავნიშნოთ მაშ ქორწილის დღე,-ამის გაგონებაზე მონიკას თვალები გაუნათდა,ლოყები აუწითლდა და მორცხვად შეჰყურებდა მიჯნურს,გიგა კმაყოფილებით აღივსო,მეგობარს გადაეხვია,ახლა უკვე სიძეს და ხელი ბეჭებში რამდენჯელმე ჩაუბარტყუნა
-გილოცავ კარგი გადაწყვეტილებაა-თვალი ჩაუკრა და უაკნ დაიხია,მონიკას მისცა გასაქანი მისულიყო და ჩახუტებოდა,ლამის ცრემლები წამოცვივდა,ის არ იყო ასეთ რამეს მიჩვეული,სიყვარული და ქორწინება ცოტა სხვა განზომილებაა გიგა კი სხვა მაგრამ,ახლა რატომღაც იგივე სიტყვაციაში მოუნა საკუთარი თავის ხილვა მაგრამ,ვისთან ერთად მას მეორე ნახევარი არ ჰყავს,ქალებს იმდენად ხშირად იცვლის,რომ წინდებსაც ვერ შეადარებ,მინიმუმ ან მაქსიმუმ ნახევარი დღე ან ერთი საათი გასტანს მისმა გატაცებამ და მერე ქრება ფერფლივით,გაბრიელს ნახევარ და ჰყავს რომლის შესახებაც ძალიან ცოტა რამ თუ იცოდა გიგამ,გაბრიელი ყოველთვის ღიმილით აპარებდა შენგან შორს გავუშვი,რომ მასაც არ დასწვდეო და გიგაც ხუმრობით იღებდა მეგობრის დაცინვას,რატომღაც ახლა გაბრიელის ნახევარ და ამოუტივტივდა თავში,ბელა ასე ჰქვია გაბრიელის დას
-ის,რომ გაიგებს ამ ამბავს ქორწილისთვის ჩამოვა ხომ?-წამოიძახა მოულოდნელად გიგამ,გაბრიელმა გაკვირვებულმა გადახედა
-ვინ ის?
-ბელა,-ტუჩზე იკბინა,-შენი ნახევარ და,-დაამატა სიტყვაციის შესამსუბუქებლად,-დავიჯერო ამ გრანდიოზულ ქორწილს გამოტოვებს?ძლივს ძმა დაუქორწინდება
-არ ვიცი,გიგა თუ შეძლო ალბად ჩამოვა
-იმედია შეძლებს,-ჩაილაპარაკა და გაბრიელს თვალი ჩაუკრა,ეგონა ასცდა მაგრამ,გაბრიელმა მაინც არ მიანება თავი
-და შენ რატომ გაღელვებს დაესწრება თუ არა ჩემი და ქორწილს,-უსუსტეს წერტილზე ახლახანს ფეხით შედგა და გასრისა,გიგა ანერვიულდა,სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა,გაბრიელი კი პასუხს ელოდებოდა
-კარგი რაიყო ისე ვთქვი,ვიკითხე,-ლამის ბოლი გადასცდა სასულეში,ხმა გაეხრიწა
-კარგი ,კარგი-დაამშვიდა გაბრიელმა,მიხვდა ზედმეტი მოუვიდა,ამით გიგამაც ამოისუნთქა და მშვიდად განაგრძო მოწევა.

***
-ძალიან ბევრი ხალხია,ამდენი საიდან მოჩხრიკე,-გაოგნდა მონიკა
-ეგ რა არი შენ სხვისი ქორწილი უნდ ანახო რამდენი ხალხი იყრის თავს,ორასი კაცი რა სუფრაა-ნაწყენი ხმა მიიღო გიგამ
-შენ ვერ ხარ მთლად დალაგებული-გაბრაზდა მონიკა
-ვიცი-დაეთანხმა და სიაში ჩამატება განაგრძო
მონიკამ ისევ განაგრძო,კერძების რჩევა,შემდეგ დიზაინი და სხვა წვრილმანები,გაბრიელი კი აეროპორტში ბელას დასახვედრად იყო წასული,გიგა არ იმჩნევდა მაგრამ,მთელი სულით და გულით ელოდა ბელას მისვლას,ხელი უკანკალებდა და კალამი ძლივს ეჭირა ხელში.

აეროპორტში,კოხტად გამოწყობილი იდგა გაბრიელი და დის ცამოსვლას ელოდებოდა,რაღაცნაირად უცემდა გული,წლებია არ უნახავს ცოტას ნერვიულობდა ვაი თუ ვერ ვიცნოო,ცოტას კიარა კარგად ნერვიულობდა,როდესაც თვითმფრინავი დაეშა ხალხის დინება წამოვიდა,ყველა ერთმანეთში ირეოდა,ძლივს გაიკვლია გზა ბრბოში,თვალების ცეცებით,თან ხელში ბელას სურათი ეკავა,თუმცა არც დასჭირებია,კისერზე ვიღაც შემოეხვია და მაგრად ჩაეხუტა
-როგორ მომენატრე ძამიკო,-ჩასძახა ყურში  შემოაბრუნა და ერთმანეთს ძლიერად ჩაეხუტენ,-კიდევ ერთხელ გილოცავ,როგორ მახარებს,როგორც იქნა გეღირსა
-კარგი რა არ გვინდა მასეთი საუბარი,აქცენტი შეგცვლია,-უკმაყოფილოდ მიუგო მას
-ხო,-უთხრა დამტვრეული ქართულით,-ცოტა ცოტა მახსოვს
-არა შეიძლება სიტყვები გახსოვს მაგრამ,აქცენტი სეგევალა რაც არ მომმწონს აღარ გაგიშვებ იცოდე-გვერდულად გაუღიმა გაბრიელმა,-რამხელა გამხდარხარ,რომ გაგიშვი ჯერ კიდევ ბავშვი იყავი,დაქალებულხარ,დამშვენებულხარ
-გმადლობთ,ძამიკო კომპლიმენტებისთვის,შენ კიდევ არ შეცვლილხარ ისევ ისეთი უბრალო,თბილი და საყვარელი სიმპატიური ძამიკო ხარ-ენის წვერს დააჭირა კბილები,გაბრიელმა ჩემოდნებს დაავლო ხელი და აეროპორტიდან გამოსვლისას საბარგულში მოათავსა...
სახლში როდესაც დაბრუნდნენ,გიგა აღტაცებული შეეგება სტუმარს,მხურვალედ გადაკოცნა ბელა და ბარგი ოთახამდე მიატანინა,გაბრიელს მისი შემყურე ეცინებოდა,მონიკამაც იცოდა საკუთარ სისხლსა და ხორცს რა სენიც შეეყარა და მასაც ეღიმებოდა.
-დაღლილი იქნები,ყავას ხომ არ მიირთმევდი?-მიუგო მორიდებულად და მოალერსე ხმით გიგამ,ბელამ კი,თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია,გიგაც წამში სამზარეულოში აორთქლდა და უგემრიელესი ყავა მოამზადა თავისი სატრფოსთვის,გაუმართლა,რომ ბელა გაბრიელის ნამდვილი და არაა თორემ მერე პირიქით,დააშორებდა ერთმანეთს მონიკას და გაბრიელს,ამასობაში გაბრიელს  დემეს ძიძამ დაურეკა
-რა მოხდა?-ხმაში აღელვება შეინიშნებოდა,გაბრილიც ანერვიულდა
-დემეს სიცხე აქვს,ვერაფით ვუწევ,-აღმოხდა ქალს და ტელეფონი გათიშა,გაბრიელი სწრაფად გაუფრთხილებლად გავარდა სახლიდან,მანქანა დაძრა და ელვასავით გავარდა 
-რატომ მისცა სიცხე?-კიბეებზე,ჩაარბენინებდა თან გაბრიელი,სიცხისგან გათანგულ პატარას და თან მომვლელს კითხვებს აყრიდა
-არ ვიცი,გაციებული არაა,ხომ არ ინერვიულა თქვენ,რომ ამდენხანს შინ არ იყავით
-მე ნუ მეკითხებით,შინ თქვენ იყავით და ბავშვისთვის უნდა მიგეხედათ-გაუწყრა გაბრიელი
***
-ექიმო რატომ აქვს სიცხე?
-ინერვიულა
-4 წლის ბავშვმა ინერვიულა?-გაოცება ვერ დამალა გაბრეილმა,-კი მაგრამ,რატომ?-ექიმს ცოტა გაუკვირდა შეკითხვა
-ამას მე არ უნდა მეკითხებოდეთ,ბავშვის მამა თქვენ ბრძანდებით,ალბად ოჯახში გაქვთ პრობლემები ან ბავშვს იშვიათად ხედავთ,სულ ძიძის მეთვალყურებოის ქვეშაა,ასეა?
-სამწუხაროდ კი-თავი ჩაღუნა გაბრიელმა,პატარა  დემეს  მიაცქერდა,-მისთვის ძალიან იშვიათად ვიცლი,იცით ის ნამდვილი შვილი არ გახლავს,ნაშვილებია და ალბად ნამდვილი მშობლები ენატრება-უარყოფის ნიშნად თავი გააქნია ექიმმა
-არა,მას თქვნენთან ყოფნა უნდა,სითბო,მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ გააჩინა,ხომ თქვენ აღზარდეთ,თქვენს სახლში იზრდება უფრო სწორად და მას ძიძა უვლის,პატარა უკვე შეჩვეულია გარემოს მაგრამ,მამის სითბოსაა მოკლებული,თუნდ მის ძარღვებში თქვენი სისხლი არ ჩქეფდეს მას ისევე ეყვარებით როგორც ნამდვილ შვილს უყვარს საკუთარი მშობლები,-გაბრიელი დააფიქრა ექიმის სიტყვებმა
-გმადლობთ
-არაა მადლობა საჭირო,შვილს მიხედეთ ბატონო,ახლა კი შეგიძლიათ წაიყვანოთ საფრთხემ გადაიარა-გაბრიელმა ამოისუნთქა,დემე ხელში აიყვანა და საავადმყოფოს დერეფანს გაუყვა

-როგორაა?-შედგმული არ ჰქონდა ფეხი მონიკა,რომ მივარდა და ბავშვი ხელიდან გამოსტაცა,ძლიერად ჩაიხუტა გულში და არწევდა
-საბედნიეროდ კარგადაა-ნერვიულობა მოეხსნა გაბრიელს და შეძლო გაეღიმა მონიკასთვის
-სუფრა გაშლილია,მონიკა შენ დემე დააწვინე და შემოგვიერთდი,-მიუგო გაწაფულმა გიგამ ,მონიკა მშვიდად აუყვა კიბეებს,ამასობაში გაბრიელი გიგა და ბელა მიუსხდნენ სუფრას
-ისევ აპირებ ქორწილის შემდეგ წასვლას?,-თან ჩანგალს ფილეში არჭობდა გიგა
-არა,აღარ-მშვიდად წარმოთქვა ბელამ და მარჯვენა ლოყა ლუკმით ამოივსო,თან გიგას თვალებში შესციცინებდა,გიგას რაღათქმაუნდა გაუხარდა მაგრამ,არ შეიმჩნია
-კარგია,-ჩვეულებრივი ხმით უთხრა და ისევ განაგრძო ქათმის ძიძგვნა
-დაიძინა?-ახლოს მისულ მონიკას მიუგო გაბრიელმა და,მის მხარზე დადებულ ხელზე ლოყა დაადო
-კი,მშვიდად სძინავს,-გაუღიმა და გვერდით მიუჯდა
-შენი მომზადებული კერძებია მონიკა?,-ჩაერთო ბელა,დასტურის ნიშნად თავი დაუქნია და ძმას გადახედა,რომელიც პატარა ბავშვივით ეომებოდა საკვებს,-უნდა ავღნიშნო,რომ საოცრად გემრიელია
-მონატრების ბრალია ალბად,-წამოწითლდა მონიკა
-არა,შეიზლება მასეც იყოს დიდი ხანია ქართული კერძის გემო არ გამიგია მაგრამ,მართლაც არაჩვეულებრივი სარძლო ხარ,ჩემს ძმას კი არაჩვეულებრივი გემოვნება,-გაბრიელისკენ გაიხედა და მარჯვენა თვალი ჩაუკრა,-ჩემს ძმას არასოდეს მოუყოლია?-კისკისი დაიწყო მან,მონიკა კი დაინტერესული უცქერდა მოსაუბრეს
-არ გინდა დაიკო,-სთხოვა გაბრიელმა ღიმილით
-როგორ არ მინდა,-ჩაიცინა და ამბის მოსაყოლად გაემზადა,-ადრე გაბრიელს მოსწონდა ერთი გოგონა,მაშინ სულ რაღაც თხუთმეტის იყო,-თან ხელს იფარებდა სახეზე,არაფერი მომხვდესო,-ხოდა ვერაფრით უმხელდა იმ გოგონას,სამი წელი ეტრფოდა მერე დაიღალა და თავი მიანება
-საინტერესო რა იყო აქ?-გაუწყრა გაბრიელი
-შენმა საცოლემ ხომ უნდა იცოდეს,რომ მეორეა ვინც შეგიყვარდა და,რომ საშინელი წუნია ხარ,ისეთი ლამაზი გოგოები ეხვია გარშემო გაგჟდებოდა კაცი მაგრამ,რათ გინდა,მუდო ან წიგნში ჰქონდა თავი ჩაყოფილი ან ბიჭებთან იყო მთელი დღე და ვინ ხედავდა ირგვლილ რა სილამაზე იყო...

No comments:

Post a Comment