Sunday, May 4, 2014
აღიარება "10" "დასასრული"
ლილი დილა ადრიან წამოფრინა ფინამ
-ადე,ადე შიო მოსულა,-და ისიც ფრენა ფრენით წამოხტა თბილი საწოლიდან,სწრაფად გამოეწყო და შიოს სანახავად დაბლა ჩავიდა,რომ დაინახა გაექანა და მაგრად ჩაეხუტა,ახლა მართლა გავდა პატარა ბავშვსს,თავისი საყვარელი ტკბილეულის დანახვისას მისკენ,რომ მიიწევს,დიდხანს გასტანეს ასე სანამ
-ლილ ხვალ უნდა წავიდეთ თბილისში-გულ დაწყვეტილმა მიუგო თვალებ გაფართოებულს
-რატო?-ესღა თქვა და სკამზე მოწყვეტით დაეშვა
-ბატონი დავითი შეუძლოდაა
-რა მოუვიდა?
-ავარიაში მოყვა-ამის თქმაზე ცრემლები წამოსცვივდა შიოს, ლილი მივვარდა და მაგრად ჩაეხუტა
-ხომ კარგად იქნება-ცრემლ ნარევი ხმით ამოილუღლუღა
-კი,ფერია დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება შენ არ ინერვიულო,თუ გინდა დარჩი და მარტო მე წავალ მოვინახულებ და ჩამოვალ
-არა მეც წამოვალ მისი ნახვა მინდა-კატეგორიულად განაცხადა ლილიმ და ცრემლი შეიმშრალა
-რადგან ასე გინდა და ჩემთვისაც უკეთესია, მაშ წავიდეთ თუმცა მერე არ ვიცი დავბრუნდებით თუ არა-ნაძალადევად გაეღიმა შიოს და გაურკვევლობაში მყოფ ფინას გადახედა,ლილი გონს მოეგო ფინას შეუბრუნდა და დაამშვიდა,მართალია ფინა დავითის არ იცნობდა თუმცა ქრისტიანია და მას ყველაზე შესტკივა გული.
დილით ადრიანად გაუდგნენ თბილისის გზას,მგზავრობამ საკმაოდ დაღალა ლილი ამიტომ ცოტახნით სახლში შეიარა,შიო კი საავადმყოფოში წავიდა,ცოტახანი გამოიძინა ლილიმ და დავითის სანახავად წავიდა.
-ექიმო როგორაა?-ჰკითხა პალატიდან გამოსულ ექიმს შიომ,ხანში შესულმა მამაკაცმა ხელი დაადო მხარზე
-ნუ ღელავთ ბატონო,პაცინეტის მდგომარება ნორმალურია რამდენიმე დღეში გავწერთ,თქვენ ვინ ხართ მისი?
-მე მისი მეგობარი ვარ-მიუგო ხმა ოდნავ გამკაცრებულმა და ლილისკენ შებრუნდა
-ხომ გაიგე ექიმმა რა თქვა,ბატონი დავითი კარგადაა და სანერვიულოც არაფერია-შუბლზე აკოცა და ხელი ხელზე ძლიერად მოუჭირა
-კი გავიგონე და ძალიან მახარებს ეს ფაქტი,ბატონი დავითი არაჩვეულებრივი ადამიანი და უაღრესად პატივსაცემი პიროვნებაა,მისი დახმარებით ბევრი ნამუშევარი გაიყიდა,ერთ-ერთი ნამუშევრის მფლობელიც თავად გახლავთ-სახე გაბადრული საუბრობდა ლილი
-კარგი პრინცესავ,ახლა დაღლილები ვართ წამოდი სახლში წაგიყვან-უთხრა და ხელით ნიკაპზე ეამბორა,ლიი დაღლილობისგან თავს აკინწიალებდა და აღარ უთხრა უარი შიოს,რომელიც ფეხზე ძლივსღა იდგა.
***
-როგორ ხარ ?-გახარებული გადაეხვია შიო ყავავარჯნებზე დაყრდნობილ დავითს
-რავიცი,არამიშავს გავლა მიჭირს ამიტომ ყავარჯნებს ვიშველიებ,შენსკენ რა ისმის ახალი?-როგორც იქნა მიაღწია დავითმა სავარძელამდე,ყავარჯნები გვერდით დააწყო და მოკალათდა,შიოც გვერდით მიუცუცქდა ფინია ლეკვივით
-ჩემსკენ არის კი,სიახლე,მე და ლილი დაქორწინებას ვაპირებთ-ამის თქმა იყო და დავითი მოწყდა საზურგეს და მაგრად ჩაეხუტა შიოს
-მართლა?,ვა გილოცავთ და როდისაა ქორწილი?
-ორ თვეში-ღიმილით თქვა შიომ და მხრებში გაიშალა
-ცოტა ვერ დააჩქარეთ?რა ამბავია ორი თვე
-ჩვენ არსად გვეჩქარება დავით
-ოჰო,ხმამაღალი განაცხადია,კი ბატონო ნება თქვენია-ჩაიქირქილა დავითმა
-რაო ექიმმა რა თქვა ფეხი როდის მოგირჩებაო?
-სამ კვირაში დაახლოებით,ნუ ღელავ დიდი არაფერია მთავარია ცოცხალი ვარ და დაზიანებებს ნელნელა აღვიდგენ
-ღმერთმა ქნას,ყველაფერი ღვთის ნებაა
-ხო,თქვენი ერთად ყოფნაც ღვთის ნებაა-ეშმაკურად ჩაიღიმა დავითმა და ნიკაპი მაგიდის კიდეზე ჩამოდო.
***
დრომ სწრაფად გაიარა ორი ტე წამში ჩაეწერა წარსულში, ვერც კი გაიგეს როგორ მალე მოიპარა ქორწილის დღე,ლილი ისე იყო სამზადისში გართული,ყველაფერი მზად იყო და ქორწილის დღის გათენებას ელოდა ყველა,განსაკუთრებით ლილი და შიო,მთელი ღამე აქეთ იქით დადიოდნენ,ვერცერთი იძინებდა,ფინაც თავისებურად ღელავდა შვილიშვილის ქორწილზე,არც მას მოუხუჭავს თვალი მთელი ღამე,მიშტერებოდა სავსე მთვარეს,სტუმრები მწირი იყო რადგან არც შიოს და არც ლილის არ ყავდა დიდი სანათესაო და სამეგობრო,როგორც იტყვიან თავზე დაათენდათ,ლილიმ სახეზე უძილობის ნიშნების გასაქრობად მაკიაჟი გაიკეთა,კაბის ჩაცმაში დაეხმარნენ,ცალკე შიო ეწყობოდა შარვალ კოსტუმში,მას ჩაცმაში მეჯვარე კაკი ეხმარებოდა,მისი მეგობარი და კოლეგა
-ჰალსტუხი არ მინდა ყელში მიჭერს და მგონია ვიხრჩობი-შეღონებულმა უთხრა კაკის და ჰალსტუხი შეიხსნა
-ოო კაი რა მაგრად უხდება გაიკეთე,ერთი დღე არაფერი გიჭირს,იხრჩობი არა ის-მიუგო გამწყრალმა და ჰალსტუხი ისევ წამოაცვა თავზე
-ყოველთვის შენი როგორ უნდა გაგქონდეს-უთხრა ბუზღუნით და კოსტუმი შეისწორა.
-რავქნა ასეთი ვარ და ნუ ჭირვეულობ პატარა ბავშვივით სკოლაში კიარ მიდიხარ-გვერდულად გაეღიმა კაკის.
-ნუ ტლიკინებ ბევრს დრო აღარ გვაქ წავედით-დაუბღვირა შიომ და ოთახიდან გავიდა,კაკიც გაჰყვა მეგობარს
***
-ამ ჭიქით მინდა ჩემს საყვარელ ადამიანებს შიოს და ლილის მივულოცო გაბედნიერება,ღმეთი გფარავდეთ ორივეს-ჭიქა ტუჩთან მიიტანა დავითმა და წამში დააძირავა,იყო ერთი ქეიფი განცხრომა როგორც ქართულ ტრადიციულ ქორწილს შეეფერება,ერთი ტრადიციის დარღვევით ქორწილმა წყნარად მშვიდად ჩაიარა,ყველა ნასიამოვნები დარჩა ამ დღით,შიო და ლილი უკვე კანონიერი ცოლქმარი იყვნენ და ღამე სასტუმროში გაიპარნენ
-მიყვარხარ-ნომერში შესულებს შემოეხვია შიო და ყურში ჩასჩურჩულა
-მეც
-არა მე უფრო მიყვარხრა
-მე უფრო
-სუ ახლა გაჩუმდი მე უფრო თქო,რომ გეუბნები ესეიგი მე უფრო
-ოო არა მე უფრო და ნუ მეკამათები
-არა-და მოუღუტუნა,ლილი სიცილისგან ჩაიკეცა
-კაი ხო კაი-ეუბნებოდა სიცილით შიოს-გეყოს აღარ შემიძლია,-ძლივას გააჩერა შიო,ფეხზე წამოდგა და მაგრად ჩაეხუტა
- და მაინც,მე უფრო მიყვარხარ-ჩაიცინა ლილიმ და კიდევ უფრო მაგრად ჩაეხუტა,ისე,რომ შიომ ხელის გამოძრავება ვეღარ შეძლო,რას გააწყობდა დანებდა,პატარა ქალბატონს შუბლზე აკოცა და ხელები წელზე შემოხვია,ორივემ იგრძნო აჩქარებული გულისცემა,გახშირებული სუნთქვა,შიო მისკენ დაიხარა და ნაზად შეეხო ბაგეზე,ხელში აიყვანა და ფრთხილად მიაწვინა საწოლზე,ნაზად ეხებოდა მისი სხეულის ყოველ ნაწილს და დაუსრულებლად კოცნიდა,ფანჯარაში მთვარე ანათებდა,ირგვლილვ სიჩუმე სუფევდა,მხოლოდ ორი ადამიანის გახშირებული სუნთქვა ისმოდა,შიო ნაზად დაუყვებოდა ლილის მკერდს,იგი პატარა დაუცველი ბაშვივით კანკალებდა და ძლიერად ეხუტებოდა შიოს
***
-ნუ ხარ შენ ცუღლუტი-ცხვირზე დაადო თითი ლილიმ პატარა ერეკლეს
-დაანებე მაგ ბავშვსს თავი-მიუგო ღიმილით შიომ და პატარა ხელში აიყვანა
-რაც მამა ის სვილი ნეტავ რა მიკვირს-თქვა კისკისით და სამზარეულოში შებრუნდა
-შენ მამას ნუ კბენ,მშვენიერი მამა ყავს,არა შვილო?-ერეკლემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია-აი კიო
-კაით მამა და შვილო,მე სამსახურში წავედი საჭმელი მაცივარშია,აბა ვნახოთ ერთი როგორ მოგივლის მამიკო-დამცინავად გადახედა დივანზე მოკალათებულ შიოს და ერეკლეს და კარისკენ წავიდა
-ძალიან მშვენივრადაც მოვუვლი,ვაჭმევ ,გამოვუცვლი, დავბან, და დავაძინებ
-დაძინება სანამ მე არ მოვალ არ გაბედო მერე ვეღარ ვნახულობ ხოლმე
-კაი მოვა დედიკო და ის დააძინებს-უთხრა სახე გაბადრულმა,ერკლე ხელში აიყვანა ლილისთან მივიდა და შუბლზე აკოცა,შემდეგ ლილიმ პატარას და სახლიდან გავიდა.
***
ყველაფერი მიედინება ისე როგორც საჭიროა,ცხოვრობენ მშვიდად,წყნარად,დიდ ბებიასთან ფინასთან ერთად,ხანდახან თუ სტუმრობენ ბატონ დავითსაც,ისინი თუ არა ბატონი დავითი სტუმრობს,ამ ცოტახნის წინათ ლილის აცნობეს,რომ ჰაიკა ავარიის შედეგად გარდაიცვალა და მას შვილები დარჩა ორი ბიჭი დიმა და საბა,ცოლს გაშორებული იყო და ამიტომ მან არ იკადრა ბავშვების შინ წაყვანა,ბავშვთა სახლში მიაბარა,ლილიმ საჭიროდ მიიჩნია მათი იქიდან გამოყვანა და იშვილა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
.jpg)
No comments:
Post a Comment